ტუბერ. და ძირნაყ. კულტ.

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

1

ტუბერიანი და ძირნაყოფიანი კულტურები

ძირხვენა მცენარეთა ჯგუფში გაერთიანებულია სხვადასხვა ბოტანიკური


ოჯახის მცენარეები. მათი საერთო თვისება იმაში მდგომარეობს, რომ სოფლის
მეურნეობაში გამოსაყენებელ პროდუქტს სხვა მცენარეებისაგან განსხვავებით
ნიადაგის სახნავ ფენაში ივითარებენ. გარდა ამისა ისინი დიდი რაოდენობით
შეიცავენ წყალს და შაქარს. ამის გამო მათი დიდი ხნით შენახვა და ტრანსპორტირება
რთულია. გარდა ძირხვენებისა ეს მცენარეები უხვად ივითარებენ მიწისზედა
ნაწილებს, ღეროსა და ფოთლების სახით, რომლებიც ხშირად ძირების მოსავალს
50%-ით აღემატება და ღირებულებით არ ჩამოუვარდება კარგი ხარისხის თივას.
ძირხვენა მცენარეებს აქვთ დიდი აგროტექნიკური მნიშვნელობაც, ისინი მოითხოვენ
ნიადაგის ღრმად მოხვნას, სასუქების ფართოდ გამოყენებას, მწკრივთაშორის
ნიადაგის დამუშავებას და მოსავლის აღების შემდეგ მინდორს ტოვებენ
სარეველებისაგან გასუფთავებულს. ძირხვენა მცენარეებს განვითარების
თავისებურებების მიხედვით ყოფენ 2 ჯგუფად; ერთნი გამსხვილებულ ნაწილს
წარმოქმნიან ფესვის სახეცვლილების შედეგად და მათ ძირნაყოფებს უწოდებენ,
ესენია: შაქრის ჭარხალი, საკვები ჭარხალი, სტაფილო, თალგამი, თალგამურა და
სხვა. მეორენი გამსხვილებულ ნაწილებს წარმოქმნიან მიწისქვეშა ღეროდან და მათ
ტუბერიან მცენარეებს უწოდებენ ესენია: კარტოფილი, მიწავაშლა. ბატატი და სხვა.
ძირხვენებიკულტურაში უმეტესად ორწლოვანი მცენარეები არიან. პირველ წელს
თესლიდან ვითარდება გამსხვილებული ფესვი და ფოთლების კონა, ფოთლის
უბეებში მოტავსებული კვირტები პირველ წელს მძინარე მდგომარებაში არიან, მეორე
წელს იღვიძებენ, იწყებენ ზრდას და ქარმოქმნიან ღეროებს, ფოთლებს, ყვავილს და
ნაყოფს. ამრიგად დათესვიდან ნაყოფის მოცემამდე მცენარეს ორი წელი ესაჭიროება.
სამეურნეო სამოყენების თვალსაზრისით ძირნაყოფიანები შეიძლება დაიყოს სამ
ჯგუფად: ტექნიკური დანიშნულების (შაქრის ჭარხალი), საკვები( საკვები ჭარხალი,
სტაფილო, თალგამი, თალგამურა) და სასურსათო( სუფრის ჭარხალი, სუფრის
სტაფილო).

შაქრის ჭარხალი- ოჯახი: ნაცარქათამასებრნი -Beta vulgaris L.

იგი წარმოიშვა ველური ერთწლოვანი ფორმისგან, რომელიც წინა აზიის ქვეყნებში


მოჰყავდათ მრავალი ასეული წლის წინათ ჩვენს ერამდე. სელექციური მუშაობის
შედეგად ბოლო150 წლის მანძილზე შაქრის რაოდენბა მასში გაიზარდა 20%-ით და
გადიდდა თავად ძირის წონაც. მისი ფესვთა სისტემა შედგება სახეცვლილი ფესვისა
და წვრილად დაქსელილი გვერდითი ფესვებისაგან. ძირის განივ გადანაჭერზე
შეუიარაღებელი თვალითაც კი შევამჩნევთ წრიულდ განლაგებულ ჭურჭელ-
2

ბოჭკოვან კონებს. მათში მოძრაობს წყალი და ორგ. ნივთიერებები. კონებს შორის


სივრცეები ამოვსებულია პარენქიმული ქსოვილით, რომელშიც დაგროვილია შაქარი.
შაქრის რაოდენობა პერიფერიიდან ცენტრისაკენ მატულობს , ხოლო თავად ცენტში
ნაკლებია. ნორმალურად განვიტარებული შაქრის ჭარხლის ძირი თეთრია და
კონუსური მოყვანილობის. ფოთოლი მთლიანია, ყუნწიანი, დანაოჭებული ან სადა.
ძირი მდიდარია წყლით- 75%, შაქროვანი ნივთიერებები- 20%-მდეა, არაშაქროვანი
(ცილები, მინ. მარილები) - 5-7%. ჭარხლის ძირი შაქრებს, უმთავრესად ეს არის
საქაროზა მზამზარეული იღებს ფოთლებიდან გლუკოზისა და ფრუქტოზის მეორადი
გარდაქმნის შედეგად. შაქრის ჭარხლის ქარხნული გადამიშავებით ზომიერ
სარტყელში, ვღებულობთ შაქარს. ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში,
როგორიცაა კუბა, ინდოეთი, ბრაზილია, ჩინეთი, ავსტრალია შაქრის წარმოების
ძირითადი ნედლეული შაქრის ლერწამია, მრავალწლოვანი მცენარე მარცვლოვანთა
ოჯახიდან. შაქრის ჭარხლის სამრეწველო წარმოება XVIII საუკუნეში დაიწყო.
საქართველოში იგი უფრო ქართლის რაიონებში მოჰყავთ. შაქრის დაგროვება მასში
ინტესიურად მიმდინარეობს 20-22 გრადუსზე. იგი გრძელი დღის მცენარეა. მისთვის
საუკეთესოდ ითვლება შავმიწა ნიადაგები. მის მოსავალს აგროვებენ ზვინებად და
აყრიან სველ მიწას, რაც იცავს მას გაყინვისა და ჩახურებისაგან.

საკვები ჭარხალი- მისი მოყვანის მთავარი მიზანია წვნიანი მასის მიღება საქონლის
საკვებად. იგი შედარებიათ ღარიბია შაქრებით, ორწლოვანი კულტურაა, მასში უფრო
კარგადაა განვიტარებული თავი და ყელის ნაწილი, ხოლო საკუთრივ ძირი
შედარებით სუსტია. აქვს ელიფსური ან ბურთისებრი მოყვანილობა, ძირის
მიხედვით არის თეთრი წითელი, ყვითელი, ვარდისებრი ან გარდამავალი. თუ
შაქრის ჭარხლის ძირი მთლიანად მიწაშია, საკვები ჭარხლის ძირის ¼ მიწის ზევითაა.
საქართველოში არსებული ჯიშებიდან ცნობილია: თეთრი ნახევრად შაქრიანი,
ბარუსი.

საკვები სტაფილო-ოჯახი ქოლგოსანთა-Daucus carota

სტაფილო ვიტამინებით მდიდარი და საკმაოდ მაღალმოსავლიანი კულტურაა.


მშრალი ნივთიერებით და ნახშირწყლების შემცველობით პირველ ადგილზეა
ძირხვენებს შორის, იგი ასევე ფართოდ გამოიყენება პირუტყვის ყველა სახეობის და
ფრინველებისათვის. სტაფილო, როგორც კულტურული მცენარე ჯერ კიდევ 1000
წლის წინათ ჩვენს ერამდე იყო ცნობილი. ორწლოვანი კულტურაა, მისი ფორმა
სხვადასხვაა: კონუსური, თითისტარისებრი, წაკვეთილკონუსური და სხვა. ჯიშების
მიხედვით არის: ყვითელი, წითელი, თეთრი და გარდამავალი. მისი ძირი მთლიანად
მიწაშია მოთავსებული., ღერო სწორმდგომია, ყვავილედი-ქოლგა, ნაყოფი-
3

ორტიხრიანი თესლურა. იგი კარგად იტანს ყინვას და გვალვასაც. კარგ მოსავალს


იძლევა შავმიწა ნიადაგებზე.

თალგამი- ჯვაროსანთა ოჯახი-Brassica rapa

მისი კულტურა დიდ ხანია ცნობილია წინააზიასა და ხმელთაშუა ზღვის სანაპირო


ქვეყნებში. ის გამოირჩევა მაღალი მოსავლით და მოკლე სავეგეტაციო პერიოდით.
რის გამოც უკიდურეს ჩრდილოეთშიც შეიძლება მისი მოყვანა. კვებითი
ღირებულებით არ ჩამოუვარდება ჭარხალს და სტაფილოს. მისი ძირი მრგვალია,
ცილინდრული ან კონუსური. ნაყოფი ჭოტია, განვითარების ოპტიმალური
ტემპერატურაა 15 გრადუსი, კარგად ეგუება ჰუმუსიან, შავმიწა ნიადაგებს.

კომბოსტო- ოჯ: ჯვაროსანთა-Brassica oleraceae

ორწლოვანი მცენარეა, პირველ წელს ვითარდება წვნიანი ღერო, ასევე ხორცოვანი


ფოთლები დიდი რაოდენობით, მეორე წელს დარგული მურკი იძლევა ღეროს,
ფოთლებს, ყვავილებს და თესლს. მდიდარია A, B, C ვიტამინებით, მინ. მარილებით,
სითბოსადმი არაა მომთხოვნი, აღმონაცენი უძლებს 10-12 გრადუსს ყინვასაც.

ციკორი-ოჯ: რთულყვავილოვანნი-Cichorium inthybus

ორწლოვანი მცენარეა, ფესვის ყელთან როზეტად განლაგებული ფოთლები


ნაირგვარი მოყვანილობისაა, ძირის აგებულების მიხედვით არჩევენ: ცილინგრულ,
თითისტარისებურ და კონუსურ ციკორს. ნაყოფი თესლურაა, ყვავილედი კალათა,
ენისებრი ყვავილები ცისფერი ან თეთრია. ზომიერი ჰავის მცენარეა, მას
სამკურნალოდ იყენებდნენ ძველესი ეგვიპტელები, რომაელები, ქართველები და
აზიის ხალხები. საქართველოში იგი ცნობილია ვარდკაჭაჭას სახელწოდებით. კვების
მრეწველობაში მას იყენებენ ძირითადად ყავის სუროგატად, მას ახასიათებს
თავისებური არომატი, სასიამოვნო გემო, მუქი ფერი . ციკორის ძირიდან ასევე იღებენ
სპირტს და შაქარს.

ტუბერიანი კულტურები:

კარტოფილი- ოჯ: ძაღლყურძენასებრთა-Solanum tuberosum

კარტოფილს ნათესი ფართობების მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილი უჭირავს


პურეულისა და ბამბის შემდეგ. ფართობის ერთეულზე ის იძლევა ყველა
მცენარესთან შედარებით, იაფსა და მეტ სახამებელს, აგრეთვე მისი ტუბერი შეიცავს
ცილას, C ვიტამინს. კარტოფილისაგან დამზადებული ფქვილი მარცვლეულის
4

სრუფასოვანი შემცვლელია. კარტოფილს იყენებენ სახამებლის მისაღებად, რომელიც


ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, ქაღალდის წარმოებაში, საფეიქრო მრეწველობაში,
მისგან ხდიან სპირტს, ლუდს, კოპტონს. მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგი რჩება
გაფხვიერებული და სარეველებისაგან განთავისუფლებული. არ არის პრეტენზიული
კლიმატისადმი, კარგად ხარობს მაღალმთიან რაიონებშიც. მისი სამშობლოა ამერიკა
(პერუ, ჩილე, ბოლივია), ევროპაში ფართოდ გავრცელდა XVIII საუკუნედან.
საქართველოში მე-19 საუკუნემდე უცნობი იყო, ის შემოიტანეს გერმალებმა. მისი
ნათესები ძირითადად განლაგებულია: ახალქალაქი, წალკა, ახალციხე, დმანისი,
თეთრიწყარო, სამ. ოსეთი, აჭარა, სვანეთი, მცირე რაოდენობით რაჭასა და იმერეთში.
კარტოფილის კულტურიდან ჩვენთვის მთავარია ტუბერი, რომელიც ღეროს
სახეცვლილებას წარმოადგენს. ისინი მცენარეზე სტოლონებითაა მიმაგრებული.
ტუბერს მაგარი კანი აკრავს, რომელიც იცავს მას სოკოვანი და ბაქტერიული
დაავადებებისაგან, არჩევენ: წითელ, თეთრ და ლურჯ ტუბერიან ჯიშებს. ტუბერი
გარდა სახამებლისა შეიცავს: წყალს, ცილას, ნაცარს, C, B, PP, და K ვიტამინებს. ასევე
შხამიან ალკალოიდს-სოლანინს, თუმცა იგი ძირითათად კანშია და თერმული
დამუშავებისას იშლება და უვნებელი ხდება. კატროფილის ჯიშები შეიძლება დაიყოს
4 ჯგუფად: სუფრის, საქარხნე, პირუტყვის, უნივერსალური.

მიწავაშლა-ოჯ: რთულყვავილოვანნი-Heianthus tuberosus

მიწავაშლა ერთწლოვანი კულტურაა. ხსნადი ნახშირწყლების დიდი რაოდენობით


შემცველობის გამო კარგად იტანს ყინვებს და გაზაფხულზე ახალ ამონაყარს იძლევა.
კარტოფილის მსგავსად სტოლონებზე მიწისქვეშ ივითარებს ტუბერებს. ტუბერებზე
არსებული კვირტები კარტოფილისაგან განსხავავებით ამობურცულია. მაღალი ღერო
აქვს-2 მ-მდე, წვრილად ბუჩქისებურად ამოსული. ყვავილედი კალათაა, ნაყოფი-
თესლურა, თესლი მდიდარია ზეთით. მისი ტუბერი ქიმიური შემადგენლობით
უახლოვდება კარტოფილს, მხოლოდ იმ განსხავავებით, რომ ძირითად ნივთიერებას
წარმოადგენს არა სახამებელი, არამედ ინულინი. ასევე მდიდარია აზოტოვანი
შენაერთებით. ღეროები მდიდარია შაქრებით. მას ძირითადად იყენებენ პირუტყვის
საკვებად, მაგრამ სასრგებლო თვისებთა გამო მოიხმარე სასურსათოდაც და როგორც
ნედლეული საკონდიტრო, სპირტის და შაქრის წარმოებაში. წარმოშობის ცენტრია
ჩრდ. ამერიკა, ევროპასა და რუსეთში შემოიტანეს მე-17 საუკუნეში, საქართველოში
მიწავაშლა მოდის თითქმის ყველგან, უმეტესად ბარში. კარგად ეგუება თითქმის
ყველა ტიპის ნიადაგს.
5

ბაღჩეული კულტურები: მათ მიეკუთვნებათ: საზამთრო, ნესვი, გოგრა, ყაბაყი


კიტრი. ისინი მიეკუთვნებიან გოგრასებრთა ოჯახს. ღერო შებუსვილი განთხმულია,
ფოთოლი ფართო მთლიანი ან დანაკვთულია, ყვავილი ხუთწევრიანია, ერთბინიანი,
ნაყოფი-მრავალთესლიანი ცრუ კენკრა(გოგრულა), ბაღჩეული კულტურები სითბოს
მოყვარული მცენარეებია, გაღივებისათვის საჭიროებენ 12-15 გრადუსს. სრულიად
ვერ იტანენ ყინვებს. ფართოთ გამოიყენებიან სასურსათოდ, ტექნიკური
გადამუშავებისათვის . საზამთრო და ნესვი შეიცავენ დიდი რაოდენობით
ციტამინებს, მინერალებს, ამზადებენ მურაბებს, პოვიდლოს, და სხვა საკონდიტრო
ნაწარმს. ბაღჩეულის თესლი მდიდარია ცხიმით და მისგან ხდიან სასურსათო ზეთს.
ბაღჩეული ფართოდაა გავრჩელებული აზიაში, აფრიკაში, ამერიკაში. ევროპის
ქვეყნებიდან-ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, იტალია. საზამთროს სამშობლოა-
აფრიკა, ნესვის-აზია, გოგრასი-ცენტ. და სამხ. ამერიკა, კიტრის- ინდოეთის
ტროპიკული ზოლი.

You might also like