ტექნიკა და ურთიერთობები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

.

არსებობს მოსაზრება, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ გააუბრალოა და გააცია


ადამიანებს შრის ურთიერთობა. Მე ამ მოსაზრებას ვეთანხმები.

.ტექნოლოგიების განვითარება, ეს ისეთი პროცესია, რომელსაც ხელს ვერ შეუშლი.


Მასზე დამოკიდებულია ადამიანების მომავალი, მაგრამ თუ განვითარებასთან ერთად
ასეთივე ტემპით გავაგრძელებთ ურთიერთობების გაუბრალოებას და გაციებას ,
ვფიქრობ, დადგება დღე როდესაც კეთილმოწყობილი მომავლის სურვილი აზრს
დაკარგავს. საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სისტემები შეიქმნა ურთიერთობის
გასამარტივებლად, რათა ყველას ჰქონოდა ერთმანეთთან დაკავშირების იოლი ,
სწრაფი და იაფი საშუალება. სანაცვლოდ უარესი შედეგი მივიღეთ. Facebook-ი დღეს-
დღეობით კომუნიკაციის ყველაზე გამოყენებადი ქსელია messenger-თან ერთად. Მასში
უამრავი ადამიანია დარეგისტრირებული და ინფორმაციის ნამდვილი საბადოა . უცხო
ადამიანებს შეუძლიათ გაიცნონ ერთმანეთი და დამეგობრდნენ, მაგრამ ყოველთვის
ასე არ ხდება. ბრიტანულმა საინფორმაციომ ”The Daily Mail”-მა გამოაქვეყნა
სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც განქორწინებული ოჯახების 20% სწორედ facebook-ის
გამო დაინგრა. მოცემული რიცხვები დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა რეალობაა .
სტატისტიკაში მოხვედრილი დანგრეული ოჯახების წევრები მთავარ მიზეზად
გაუცხოებას ასახელებენ. ამბობენ, იმდენად მიეჯაჭვნენ ტექნიკას რომ
ახლობლებისთვის ყურადღების მიქცევა აღარ შეეძლოთ. აღნიშნავენ იმასაც, რომ
მათი ფსიქიკური მდგომარეობა ონლაინ ქსელებმა დაამძიმა და გამოიწვია
დამოკიდებულება, რაც საბოლოოდ ძვირად დაუჯდათ. საბოლოოდ , შეგვიძლია
ვთქვათ, რომ ტექნიკის განვითარებამ გამოიწვია ადამიანების დაშორება .

.ტექნიკის განვითარებამ ადამიანებში გამოიწვია შური . ბავშვებს სკოლაში წლების


განმავლობაში შეუძლიათ დასცინონ თავის თანაკლასელს, მხოლოდ იმიტომ რომ მაქ
აქვს ე.წ. “პნოპკებიანი” ტელეფონი. Იგივე მდგომარეობაა ზრდასრულებშიც . აშშ -ს
პრესსამსახურებს თუ დავუჯერებთ ქვეყანაში ჩადენილი მკვლელობების 36% შურმა
განაპირობა. მკვლელები დაკითხვისას ამბობდნენ, რომ მათ შურდათ
გარდაცვლილების კეთილმოწყობილი სახლის, ძვირადღირებული მანქანების, ახალ -
ახალი ტელეფონების. Რომ არა ასეთი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესი მეტ -
ნაკლებად ყველა შეძლებდა ფეხი აეწყო სიახლეებისთვის. ტექნიკა ჩადგა ადამიანებს
შორის და ისინი დაყო საფეხურებად. გააცია გულები და გააუფერულა ურთიერთობები .
ონორე დე ბალზაკის “შაგრენის ტყავში” არის მომენტი, როდესაც რაფაელმა
ხელშეკრულება დადო ეშმაკთან. გარიგების თანახმად მას შეუსრულდებოდა ყველა
სურვილი, მაგრამ სანაცვლოდ დააკლდებოდა სიცოცხლის დღეები: “ისურვე და შენი
სურვილები შენს ცხოვრებას შეუფარდე”. Ჩემი აზრით, დღევანდელი ჩვენი
მდგომარეობაც სწორედ ამ ხელშეკრულებას გავს. ტექნოლოგიები გვისრულებენ
ყველა სურვილს და საბოლოოს ჩვენს სულიერად სიკვდილსაც იწვევენ. Რა აზრი აქვს
იმ ადამიანის ცხოვრებას რომლის საუკეთესო მეგობარიც ტელეფონია. Მათზე ხომ
საუბარიც აღარაა, ვინც ახალი თაობის კომპიუტერის გამო მეგობარი შეიწირა .

.ტექნოლოგიების განვითარება, რომ ჩვენი დროის უდიდესი მიღწევაა ამაზე ყველა


ერთ ხმად თანხმდება. Მან უარყოფითთან ერთად დადებითი გავლენაც მოახდინა
მრავალ სფეროზე. დაიხვეწა ქარხნები, განვითარდა მედიცინა , საშუალება მოგვეცა
საბრძოლო ტექნიკა გაგვევითარებინა, განსაკუთრებით კი საჰაერო მოწყობილობები ,
იმ დონეზე რომ ადამიანის სიცოცხლე ომშიც კი დაცული ყოფილიყო. საშუალება
გვაქვს დავეკონტაქტოთ დედამიწის მეორე ბოლოში მცხოვრებ ადამიანს სახლიდან
გაუსვლელად. შევიძინოთ ჩვენთვის სასურველი ნივთები ზედმეტი ძალისხმევის
გარეშე. Მაგრამ მთავარი ისაა, რომ თუ ადამიანებს ერთმანეთი აღარ ეყვარებათ და
ენდომებათ, რა აზრი აქვს კომფორტს. სპორტული მანქანები სწრაფი და ლამაზებია ,
მაგრამ თუ სამოგზაუროდ მიდიხარ და ბარგიც მიგაქვს მასში მეგობარს ვეღარ ჩასვამ ,
ვის სიამოვნებს ლამაზ მანქანაში სულ მარტო ჯდომა. (მარტო სახლში 4).

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრ კარგთან ერთად დიდი ზიანიც მოუტანა
ტექნოლოგიების განვითარება კაცობრიობას. Მან ადამიანებს გულები გაუციათ
ერთმანეთის მიმართ და ურთიერთობებს ფასი დაუკარგა. ჩვენი კომფორტის ნაცვლად
შეიწირა ყველაზე მთავარი, ადამიანური ურთიერთობა, ეს კი დიდი დანაკლისია ,
რომელსაც ვერაფრით ავინაზღაურებთ.

You might also like