Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

Ელის მხატვრული სახე ნიკო ლორთქიფანიძის

ნაწარმოებიდან ,,შელოცვა რადიოთი’’


Ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედება ქართულ
მწერლობაში სრულიად ახალი ეპოქის დასაწყისია. Მისი
განსხვავებული თხრობის სტილი მკითხველისთვის ზოგჯერ
ცოტა დამაბნეველი და არასრულია, თუმცა სწორედ მის
სიტყვაძუნწობაში იმალება მთელი გენიალურობა. Ავტორის
მიერ დასმული ყოველი სამწერტილი, ჩვენ საშუალებას
გვაძლევს , მთლიანობაში აღვიქვათ ფრაგმენტებად
გაფანტული სიუჟეტი. Ნიკო ლორთქიფანიძე
იმპრესიონისტული ოსტატობით გვამოგზაურებს მთელ
ეპოქაში. Მისი ნაწარმოებები ძირითადად მოქმედებათა
სწრაფი ცვლით ხასიათდება, თუმცა ავტორი მაინც ახერხებს
რამდენიმე სიტყვაში ჩაატიოს მოვლენათა სიმძაფრე და
მოგვითხროს ,,დიდი გოდების მცირე ნაკადზე’’.
Მისი მოთხრობის ,,შელოცვა რადიოთი” მთავარი
პერსონაჟი ელი (იგივე ელპიდა) გორდელიანია,
რომელიც ,,ქართველის გატაცებისა და გერმანელის
თაყვანისცემის ნაყოფად დაიაბადა’’. Ავტორი ბევრჯერ უსვამს
ხაზს ელის უზადო სილამაზესა და გამორჩეულობას. Მხედარი
შალვა გორდელიანი წლების განმავლობაში ენერგავდა
შვილს მაშინ ,,შენელებულ მხედრულ სულს’’, ძიძა კი
ფერადად უხატავდა სამყაროს. Არისტოკრატი ოჯახი და
კარგი სანაცნობო წრე ელის საშუალებას აძლევდა,
ჩამოყალიბებულიყო განათლებულ, ზრდილ და მოხდენილ
ქალად, რომელიც ყველასათვის სასურველი იქნებოდა.
Ნაწარმოებში ვხედავთ კიდეც, რომ ნამდვილად არ უჩივის
გორდელიანის ასული თაყვანისმცემელთა სიმრავლეს.
Პირველად ჯერ კიდევ გამოუცდელი ელი გრაფი ბორენკოვის
შარმით იხიბლება . Საერთო სოციალური ფენა, ერთი
რელიგია და უზრუნველი მომავლის იდეა საბოლოოდ ჯვრის
წერით გვირგვინდება. Თუმცა ,,სახელმწიფოთა ერთობა
სჯულის არა რად არგებს, ოდეს თვისება ერთა მათ შორის
სხვადასხვაობდეს” (ნ.ბარათაშვილი). Ელი თავის მხედრულ
სულს პირველად მაშინ ამჟღავნებს, როცა მეუღლისგან
შეურაწყოფილი მატარებლიდან გარბის და სულ რამდენიმე
საათის შექმნილ ოჯახს ანგრევს. ,,გადავვარდები ხრამში, თუ
კიდევ წამომეწიეთ!’’ დასუსტებული ქალი მხოლოდ ამის
თქმასღა ასწრებს მთვრალი ბრბოსთვის, რომ იერონიმე
შვინდაძეს ხელში აღმოჩნდება. Ელის გული უგრძნობს, ვერც
ამ ქართველ გვარდიელთან იქნება ბედნიერი, თუმცა მაინც
დინებას მიჰყვება. Როგორ მალევეც დაუკავშირა ერთმანეთს
ბედმა გორდელიანი და შვინდაძე, ისევე სწრაფად დაასრულა
მათი თანაცხოვრება. ,,დარჩა მამა-შვილი ისევ ობლად’’.
გაუჭირდათ, ყველაფერი გაყიდეს და გაანიავეს, მხოლოდ
ერთადერთი ღირსება შერჩა ელის _ მედალიონი გულზე,
რომელსაც არაფრით არ თმობს გორდელიანის ასული.
Ერთადერთ მხსნელად ახლა ინგლისელი ბიზნესმენი
ევლინება ქალს. Ელპიდა და ჰექსლეი ერთად მოგზაურობენ
მსოფლიოს გარშემო. Არცერთი ოპერა, ნახატი თუ მუზეუმი არ
დარჩენიათ უნახავი ქალ-ვაჟს. Რაც უფრო დრო გადიოდა,
ყველაფერს ნოსტალგიის ფერი ედებოდა. Სადაც არ უნდა
წასულიყო ელი ყველგან გრძნობდა სამშობლოს, მამისა და
შვილის მონატრებას. Თითქოს ერთ დიდ ქაოსში ობლად
დარჩენილმა გამოსავლის პოვნა ვეღარ შეძლო. ელი მზად
იყო ყველაფერი გაეკეთებინა, ოღონდ ერთხელ კიდევ ენახა
თბილისი. Შეეგრძნო ,,საბურთალოს მტვერი’’, რომელიც ასე
ადვილად დათმო ერთ დროს. Რამინოს გაქცევამ სულ
დაუკარგა ქალს მოსვენება. Ნუთუ მასაც ასე მოექცევიან, მის
ღირსებასაც გროშებზე გაყიდიან?! არა ელი ამ ერთადერთი
საუნჯის დაკარგვას ვერ გადაიტანს. Ახლა დროა გაეცალოს
აქაურობას. Სამშობლოში დაბრუნების ჟინით შეპყრობილი
გორდელიანი არავის თხოვნას არ ისმენს, მან უნდა
დაიმსახუროს ის, რაც ახლა მის სულიერ მდგომარეობას ასე
სჭირდება. Ელპიდა გორდელიანი სამშობლოსგან შორს,
სულით დაობლებული იღუპება ისევე, როგორც ნიკოლოზ
ბარათაშვილი.
Ნაწარმიების Მთავარი პერსონაჟის პიროვნული ტრაგედია
შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ეროვნული. Ერთმა პატარა
უდიდესი ღირსების, სილამაზისა და ისტორიის მქონე
ქვეყანამ, ისევე როგორც ელიმ, ვერ შეძლო საკუთარი თავი
დაემკვიდრებინა გიგანტი ქვეყნებისა და უპასიხისმგებლო
მთავრობის გვერდით.

You might also like