წეროები მიფრინავენ

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

მიხეილ კალატოზიშვილი

წეროები მიფრინავენ

მაოგნებს,მაოცებს,აღმაფრთოვანებს და მანცვიფრებს ადამიანი...

რისი გაკეთება არ შეუძლია და რას არ კადრულობს?!

უხილავად ირწმუნა ღმერთი...

შვა მეორე ადამიანი...

სიყვარულის ახსნაც კი შეძლო...

და სიყვარულთან ერთად ომის არსებობა დაუშვა...

საკუთარ თავს კი მისცა იმდენი უფლება,რომ ომის არსებობა ეღიარებინა,მაგრამ მის


აღსაწერად სიტყვა ვეღარ მოიფიქრა.

რას არ მოუგონებენ სიყვარულს,როგორ არ შეამკობენ,რა სიტყვებით არ გაამდიდრებენ და


აუთრთოლებენ ერთმანეთს გულს,რას აღარ ეტყვიან,რომ სულის უკიდურეს კუნჭულში
ჩააღწიოს ემოციამ და იქ სითბოს ქარიშხალი დაატრიალოს.ეს ყველაფერი ვიცით. ისიც
ვიცით,რომ შემოქმედი ადამიანი ხელოვნებით,რომ ხსნის სიყვარულს მსგავსად ვერავინ
ვერაფერს,მაგრამ ომი?!

საერთოდ რატომ მოვახერხეთ ისე,რომ მან ჩვენთან ერთად იცხოვროს ან თუ ცხოვრობს


რატომ ვაქციეთ ზურგი და არ გავხადეთ სიტყვებითა და ხელოვნებით გასაგები იმ
ადამიანებისთვის,რომლებიც ვერაფერს არქმევენ იმ განცდას,რაც ომის დროს ეუფლებათ.
მათ რა დააშავეს ვინც ამ ამბის მონაწილენი ხდებიან,თანადგომისა გარდა რატომ არ იღებენ
პასუხებს და ახსნას თუ რატომ დაატყდათ მათ ეს თავს.

იმიტომ,რომ არც ჩვენ გვაქვს პასუხი. ჩვენ მხოლოდ კარგზე შეგვიძლია საუბარი,მხოლოდ
სიყვარულზე,ბედნიერებასა და ჰარმონიაზე. უსირცხვილოდ ომშიც კი სიყვარულს
ვეძეთ,როგორც წირავენ ადამიანები ერთმანეთისთვის თავს,იქაც კი რომანტიზმს ვეძებთ,რომ
მერე წიგნები დავწეროთ ომში სიყვარულზე, ნახატები დავხატოთ ომის ოღონდ ლამაზ
ფერებში,მუსიკა დავწეროთ რომელიც გულზე მოხვდება ადამიანს და მტკივნეულად
ჩააღიმებს,მაგრამ ეს ხომ ომი არ არის.

ომია ტკვილი,რომელიც არ აიხსნება.

ომია სევდა,რომელიც მთელს სხეულს გიჭამს და განადგურებს.

ომია შიში განშორების.


ომია ახსნა ადამიანის ზნედაცემულობის.

ომია სიკვდილი სიცოცხლის.

ომია გამარჯვება ბოროტების სიკეთეზე.

ომია უსიყვარულობა.

აი ამაში ცხოვრობს ხალხი, ისე რომ ვერც გაუგიათ რატომ და რისთვის. ჩვენს ოჯახის
წევრებს სიხარულით ვაცილებთ ომში იმიტომ,რომ არ ვფიქრობთ სად მიდიან,მხოლოდ
რწმენა გვაქვს,რომ ისინი გამარჯვებულები დაბრუნდებიან. მთავარია დაბრუნდნენ
იმიტომ,რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასია,მაგრამ დაბრუნებამდე თუ ათას კაცს
მოკლავენ,თუ დაკარგავენ ადამიანურ სახეს,თუ ცხოველებს დაემსგავსებიან,თუ დაკარგავენ
სიყვარულს,თუ არ დაეხმარებიან თავიანთ მოძმეებს იმიტომ,რომ საკუთარ თავის
გადარჩენის ინსტიქტები მთლიანად დაპატრონებია მათ გონებას,არაუშავს... არაუშავს
იმიტომ,რომ ცოცხალი დაბრუნდა და იმიტომ,რომ ოჯახს გული არ ატკინა. მერე რა,რომ სხვა
ტირის ახლა შვილის სიკვდილს ან ქმარს,მთავარია ის დაბრუნდა ვინც გვინდოდა და ომის
ტკივილისთვის თვალის გასწორება არ მოგვიწია.

აი ასეთი სასტიკი და დაუნდობელი ხდება ხალხი ომში. იმდენად ზნედაცემული,რომ


შეგვიძლია ცეცხლების ფრქვევის ქვეშ გოგონა გავიმეტოთ სიკვდილისთვის,მაგრამ
გავაგებინოთ რომ გვიყვარს. ვის აინტერესებს იმ გოგოს სიცოცხლე,ან რით მოვიდა იმ
წერტილამდე,ან რა აწუხებდა ,ან რას განიცდიდა,მთავარი ისაა,რომ ადამიანს სიყვარულის
ახსნა მოუნდა და მისი სურვილი აუცილებლად უნდა განხორციელდეს,თუნდაც ეს ტყვიების
წვიმის ქვეშ იყოს.

ომი იმედს გისახავს და მერე გიკლავს და გაწვალებს,გაწვალებს,გაწვალებს...

ლოდინში გხდება სული.

ტკივილს ტკივილზე ამატებ და ისე ახელ თვალებს,რომ შემდეგი დღის ტკივილისთვის


მოემზადო.

მერე თავზე წეროები გადაგიფრენენ,ზუსტად ისე,როგორც მაშინ ,შენს საყვარელ ადამიანთან


ერთად რომ უყურებდი და იმის გააზრება,რომ ახლა ამის ყურება მარტოს გიწევს,შენს სულში
ერთი დიდ მძიმე ნაბიჯს ტოვებს.

მერე დაგაძალებენ იცოცხლო,როცა არ გინდა. იმიტომ არ გინდა,რომ შენს სიცოცხლის


გაგრძელება მასთან ერთად გინდოდა,მაგრამ ომმა წაგართვა. სხვები კიდე გაიძულებენ,რომ
იცოცხლო მათ გამო,აბა შენსავით ხომ არ დაიტანჯებიან. საკუთარ თავს ხომ არ გაწირავენ შენ
გამო.

მერე სხვებზე იწყებ ზრუნვას,რომ იქნებ დაგიფასდეს. იქნებ ღმერთისგან დატოვებულ


დედამიწაზე, ღმერთმა შენ დაგინახოს და დაგეხმაროს,ხელი გამოგიწოდოს,დაგამშვიდოს და
მოგცეს შანსი,რომ იცოცხლო და სიყვარულს მოეჭიდო,მაგრამ ომის არსებობამ ხომ ღმერთი
ძალიან გაანაწყენა...
მერე წეროები ისევ გადაიფრენენ...

მერე ისევ...

მერე ისევ...

ისევ...

ისევ...

ისევ...

და ყველა ,,ისევზე’’ თავიდან გესობა ხიჭვი სულში,თავიდან გტკივა,თავიდან განიცდი


დაუსრულებლად.

ბავშვს გადაარჩენ და გეჩხუბებიან. ქმარს ტონს აუწევ და გეჩხუბებიან. საკუთარ


სურვილებზე და სიყვარულზე უარს არ იტყვი და გეჩხუბებიან. ომის არსს ჩაწვდები,განიცდი
და გეჩხუბებიან. რატომ არ აგრძელებ ცხოვრებას,რატომ არ ხარ ბედნიერი,რატომ ხარ მუდამ
ცუდ გუნებაზე,რატომ,რატომ,რატომ და პასუხი არავინ იცის.

იმიტომ,რომ როდესაც ომის არსებობაზე დაფიქრდა ადამიანი, აღარ გაუგრძელებია ფიქრი


ადამიანის განცდებზე,მის ტკივილსა და ტანჯვაზე. მხოლოდ იმ იდეის ქონით
შემოიფარგლა,რომ რაღაც მეტის შეძენას შეძლებდა თუ ვინმეს აჯობებდა.

ამიტომაც იზრუნა ბუნებამ ჩვენზე და ადამიანის გარეშე წეროები მაინც დაფრინავენ.


ადანიანმა თუ არა ბუნებამ მაინც შეიკედლა ადამიანი და მოღრუბლული ამინდის მაგივრად
მზე გამოიყვანა. წვიმის მაგივრად ცა გაანათა. ქარის მაგივრად ყვავილები გაამრავლა.
ზამთრის მაგივრად ადამიანს ზაფხული აჩუქა.

ამის შემდეგ სიკვდილის წინ ქორწილზე ფიქრიც კი შეიძლება. როგორ მოდის თოვლივით
თეთრ კაბაში ულამაზესი პატარძალი და როგორი აღელვებული ელოდება ქმარი
საკურთხეველთან,როგორც ბზრიალებენ,თავბრუს იხვევენ კიბეებზე სიარულით და როგორ
კისკისებენ.

ესეც ხომ რომანტიკაა,მაგრამ მიხეილ კალატოზიშვილმა შეძლო,რომ სიყვარული ტკივილით


ეჩვენებინა. იმ ტკივილით,რაც ომს მოაქვს,რაც ადანიანმა ვერ ახსნა,მაგრამ ფილმმა ,,წეროები
მიფრინავენ’’ შეძლო.

ეს განცდის დონეზეა,ემოციური მახსოვრობა აქვს მხოლოდ და ახსნა თვალებით თუ არის


შესაძლებელი.

ტატიანა სამოიოლოვამ შეძლო. უსიტყვოდ ეთამაშა და ხალხს ტკენოდა. უსიტყვოდ


ემოქმედა და ხალხს გაეგო, რას ნიშნავს ომით გამოწვეული საყვარელი ადამიანის დაკარგვა.
უსიტყვოდ შეძლო,რომ ჩვენთვის აეხსნა ის ,რაც შემოქმედებმა ვერ შეძლეს.

ომი ძალიან მძიმეა და დიდი დანაშაული,მაგრამ ფრინველები ხომ ადამიანები არ არიან.


ისინი ბუნების შვილები არიან და ამიტომ ისინი აუცილებლად ,ყოველ გამოდარებაზე
გადაიფრენენ, რადგან ბუნება მათ არ გაიმეტებთ...

You might also like