Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 23

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ფინალური თემა

ურარტუ

საგანი: ძველი აღმოსავლეთის ისტორია


ლექტორი: ლევან გორდეზიანი
სემინარის ხელმძღვანელი: ჭაბუკა მეტონიძე
სტუდენტი: ბარბარე მელანაშვილი
შესავალი
ძველი აღმოსავლეთი წარმოადგენდა ცივილიზაციისა და განვითარების
უძველეს კერას, სადაც ჩაისახა და აღორძინდა მრავალი უნიკალური
მახასიათებლით გამორჩეული სახელმწიფო. მათ რიგში შედის ურარტუს
ცივილიზაციაც,რომელმაც დიდი როლი ითამაშა ძველი აღმოსავლეთის ისტორის
მსვლელობასა და განვითარებაში.მოცემულ თემაში ჩემი შესწავლისა და
განხილვის საგანს წარმოადგენს სწორედ ურარტუს სამეფოს წარმოშობის
ისტორია,მისი ზოგადი ისტორიული განვითარება და ცვალებადობა. ყურადღების
ფოკუსში იქნება მოქცეული ურარტუს გამორჩეული მეფეების ძირითადი
მიღწევები, მათი საგარეო და საშინაო პოლიტიკის ნიშან-მახასიათებლები. თემის
ბოლოს კი მიმოხილულ იქნება ურარტუელთა დამწერლობა, მათი რელიგია და
ეკონომიკა. ვთვლი,რომ ზემოხსენებული საკითხები ფრიად საინტერესო და
მრავლისმომცველია,რადგან მათი შესწავლისა და გაცნობის საფუძველზე
ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება ურარტელთა ცივილიზაციის,შინაგანი წეს -
წყობილობისა და მსოფლმხედველობის შესახებ. მათი ცივილიზაციის ღრმა
შრეებისა და ფენების შემეცნების შედეგად, მკითხველი თავისი პერსპექტივიდან
გააანალიზებს მათ ისტორიას.

ზემოხსენებული თემის გარშემო არსებობს მრავალფეროვანი და


მრავალგვარი ინფორმაციული წყარო,ლიტერატურული ნაშრომი თუ ინტერნეტ -
რესურსი,რომელთაგანაც გამოვარჩევდი „ძველი აღმოსავლეთის ხალხთა
ისტორიას“(გ.მელიქიშვილი,1988). ვთვლი,რომ მასში სრულყოფილადაა
განხილული არა მხოლოდ ურარტუს სამეფოს ,არამედ ძველი აღმოსავლეთის
ყველა ძირითადი ქვეყნის ისტორიაც. წიგნში დეტალურადა და ამომწურავადაა
შესწავლილი ურარტუში არსებული
ისტორიული,ეკონომიკური,სოციოლოგიური,სახელმწიფოებრივი და კულტურული
ურთიერთობები.შესაბამისად,სწორედ ამ მიზეზისდა გამო, ზემოთქმულ
ლიტერატურულ წყაროზე დაყრდნობით, ვიმსჯელებ ურარტუს სახელმწიფოებრივ
განვითარებაზე. არაქართული ლიტერატურული წყაროებიდან აუცილებლად
აღსანიშნავია წიგნი,სახელწოდებით:“ECOLOGY AND EMPIRE : THE STRUCTURE OF THE
URARTIAN STATE “(Paul E.Zimansky,1985),სადაც ავტორი ფართო ჭრილში განიხილავს
ურარტუს,როგორც რთული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ უძველესს
მაგალითს. ამასთანავე,ავტორი ყურადღებას ამახვილებს ურარტუს ტერიტორიაზე
არსებულ გეოგრაფიულ პირობებზე. მკითხველს დეტალურად მოუთხრობს თუ
როგორ შეძლო ურარტუმ სახელმწიფოებრივი განვითარება,ტერიტორიული
ექსპანსია და მეტიც,თვით ასურეთის იმპერიის საშიშ მეტოქედ ქცევა.ამ
გარემოებისდა გამო, მოცემული წიგნი იქნება ჩემი ერთ-ერთი წყარო,რომელზე
დაყრდობითაც მკითხველი გაეცნობა საინტერესო ინფორმაციას. რაც შეეხება
ინტერნეტ-რესურსებს, სხვადასხვა საიტებზე,როგორიცაა BRITANNICA,WORLD
HISTORY ENCYCLOPEDIA,ENCYCLOPAEDIA IRANICA, ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაცია
გაამრავალფეროვნებს თემის შინაარსსა და ნარატივს,რადგან ზემოხსენებულ
საიტებზე საკმაოდ საინტერესოდაა განხილული ურარტუს ისტორია ,სახელმწიფოს
ეკონომიკური და კულტურული მახასიათებლები. ამრიგად,ზემოთ აღნიშნულ
წყაროებზე დაყრდონით განვიხილავ ურარტუს სამეფოს და მასთან
დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს.

ყველასთვის ცნობილია,რომ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების წრე ბევრ


ხალხს,ცივილიზაციასა და სახელმწიფოს მოიცავს,თუმცა მოცემული თემის
განხილვისა და შესწავლის საგნად ავირჩიე ურარტუს სამეფო. საინტერესოა,თუ რა
არის თემის მიზანი და რაში მდგომარეობს ურარტუს,როგორც ძველაღმოსავლური
ქვეყნის განსაკუთრებულობა. უპირველესყოვლისა,ურარტუ იყო ერთ-ერთი
უძლიერესი სახელმწიფო,რომლის ისტორიაც ძველი აღმოსავლეთის ისტორიის
ორგანულ ნაწილს წარმოადგენს.თუმცაღა, ურარტუსა და მისი კულტურული
საკითხების შესწავლა სხვა მხრივადაც საინტერესოა,როგორც
ჩემთვის,ამასთანავე ქართველი მკითხველებისთვისაც,რადგან ურარტულ
მოდგმის ტომებს ახლო მეზობლობა,ურთიერთობა და კომუნიკაცია ჰქონდა
ქართველ ტომებთან. ურარტელთა გარკვეულმა ნაწილმა განიცადა კიდეც
ასიმილაცია ქართველ ხალხთან და ერთგვარი წვლილი შეიტანა ქართველი
ხალხის ენისა და კულტურის განვითარება-ჩამოყალიბებაში.სწორედ ამიტომაც ,
ურარტუს ისტორიისა და კულტურის შესწავლა იწვევს ჩემში დიდ ინტერესს და
ვფიქრობ,რომ მოცემული თემის შექმნის პროცესში სიღრმისეულად შევისწავლი
ურარტელთა ცივილიზაციასა და მათ მსოფლმხედველობას,მეორე მხრივ კი,
მკითხველი გაეცნობა ურარტუს ისტორიას,ურარტუელთა შინაგან წეს-
წყობილობასა და მათ კავშირს ქართულ საზოგადოებასთან.

ურარტუ
ძველ აღმოსავლურ სახელმწიფოთა შორის ურარტუს სამეფოს
განსაკუთრებული ადგილი უკავია,რომლის დეტალური შესწავლის მიზნით,
მოპოვებულია, როგორც წერილობითი წყაროები,ამასთანავე მატერიალური
კულტურის ძეგლები. ურარტუს სამეფოს შესახებ მნიშვნელოვან მასალას შეიცავს
ასურული და ურარტული წარწერები,რომელთა სიღრმისეული და დეტალური
ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ურარტუ არსებობდა ძვ.წ. IX-VI საუკუნეებში,
სამხრეთ ამიერკავკასიისა და ირან-თურქეთის მიჯნაზე და მოიცავდა 520, 000 კმ2.
სამეფოს ცენტრალური რაიონები კი მდებარეობდა ვანის ტბის მიმდებარე
ტერიტორიაზე(დღევანდელ თურქეთში),სადაც, ვანის ტბის სამხრეთ-
აღმოსავლეთით, არსებობდა ურარტუს დიდებული დედაქალაქი,სახელწოდებით
ტუშპა. რაც შეეხება სახელმწიფოს გეოგრაფიულ საზღვრებს, ურარტუ თავისი
ძლიერების მწვერვალზე მოიცავდა საკმაოდ დიდ ტერიორიასა და მრავალ
რაიონს. ჩრდილოეთით მისი ტერიტორიული საზღვარი ვრცელდებოდა სევანის
ტბამდე,აღმოსავლეთით მოიცავდა ურმიის ტბასა და დღევანდელი თავრიზის
ტერიტორიას, სამხრეთით მის მფლობელობაში შედიოდა ჩრდილოეთ
მესოპოტამიის ნაწილი,ხოლო დასავლეთით, საზღვარი გრძელდებოდა
ჩრდილოეთ სირიისა და მცირე აზიის ოლქების ჩათვლით.როგორც ვხედავთ,
სამეფომ თავისი აპოგეის ჟამს მნიშვნელოვნად გაზარდა კუთვნილი მიწებისა და
რეგიონების მოცულობა. განვითარების უმაღლეს ეტაპსა და აქტიური
ტერიტორიული ექსპანსიისას კი (ძვ.წ. IX-ის ბოლოსა და VIII-ის მეორე ნახევარში),
შეავიწროვა ძლევამოსილი და დაუმარცხებელი ასურეთის იმპერია, რომელზეც
მსჯელობასაც მოგვიანებით განვავითარებ.
უშუალოდ ურარტუს სამეფოს ისტორიის განხილვამდე, აუცილებელია
ვისაუბროთ იმ სახელთა ეტიმოლოგიაზე,რომელიც მინიჭებული ჰქონდა ამ
გეოგრაფიულ რეგიონს სხვადასხვა ხალხისა თუ სახელმწიფოს მიერ.

 სახელწოდება „ურარტუ“ მომდინარეობს ასურული წყაროებიდან.


ასურელები სწორედ ამ სახელწოდებით მოიხსენიებდნენ ამ გეოგრაფიულ
რეგიონს. საინტერესოა თუ საიდან იღებს სათავეს ეს გარემოება.
ცნობილია,რომ ასურეთის მეფემ, შალმანასერ I-მა, რომლის მოღვაწეობის
წლებია( ძვ.წ 1273-1244 ან ძვ.წ 1265-1235), ჩაწერა ლაშქრობა,სადაც ისაუბრა თუ
როგორ დაიმორჩილა „ურარტუს“ ტერიტორია.თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ
ისიც,რომ შალმანასერ I „ურარტუს“იყენებს არა სამეფოს,არამედ მხოლოდ
გეოგრაფული რეგიონის აღსანიშნავად.იგი ასახელებს ურარტუს
ტერიტორიაზე არსებულ „რვა მიწას“,რომელიც ჯერ კიდევ იყო დაშლილი
და არა გაერთიანებული. ნათელია,რომ ძვ.წ მე-13 საუკუნეში არ არსებობდა
ურარტუს სამეფო და იგი იმყოფებოდა ცალკეულ ტერიორიებად დაშლილ
მდგომარეობაში.
 თავად ურარტელი ქვეყნის მმართველები დაწყებული მეფე იშპუინისა და
მისი ვაჟის, მენუას თანამეფობის დროიდანვე , საკუთარ ქვეყანას
უწოდებდნენ „ბიაინილს“ .
 გავრცელებული რწმენის მიხედვით,ურარტუს სამეფოს ტოპონიმმა
„ბიაინილმა“ იცვალა ფორმა და ძველ სომხურად იწოდებოდა ,როგორც
„ვანი“.სწორედ ამ მიზეზისდა გამო, ურარტუს სამეფოს მოიხსენიებდნენ
„ვანის სამეფოს“ სახელწოდებითაც.ამასთანავე,ურარტუს დედაქალაქი
ტუშპა მდებარეობდა ვანის ტბის სიახლოვეს, რაც გვაძლევს იმაზე ფიქრისა
და მსჯელობის საბაბს,რომ ურარტუს „ვანის სამეფოს“სახელწოდებითაც
სცნობდნენ.( ECOLOGY AND EMPIRE : THE STRUCTURE OF THE URARTIAN STATE
“(Paul E.Zimansky,1985)
 ისტორიკოსი და არქეოლოგი ბორის პიოტროვსკი წერდა,რომ ასურულ
ანალებში ფიქსირებულმა ტერმინმა „ურარტუმ“ დროთა განმავლობაში
იცვალა ფორმა და იგი ჩანაცვლდა ტერმინით“ნაირის მიწები“. ეს
სახელწოდება აღნიშნავდა ურარტუს ცალკეულ ტერიტორიულ ერთეულს.
შესაბამისად,ასურელებმა დაამკვიდრეს ურარტუს სამეფოს კიდევ ერთი
სინონიმი-„ნაირის მიწა“.
 გერმანელი ისტორიკოსი კარლ ფერდინანდ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტი
თვლიდა,რომ ურარტუს ტერიტორიას მოიხსენიებდნენ „ხალდინის“
ტერმინითაც. ეს მოსაზრება სათავეს იღებს ურარტუელთა ერთ-ერთი ღმერთის
„ჰალდის“ სახელწოდებიდან.თუმცაღა,ისტორიკოსის ეს ჰიპოთეზა უარყოფილ
იქნა თანამედროვე მკვლევრებისა და მეცნიერების მიერ.
 ენათმეცნიერები ჯონ გრეპინი და იგორ მ. დიაკონოფი ამტკიცებდნენ, რომ
ურარტუელები საკუთარ თავს შურელებად მოიხსენიებდნენ (ზოგჯერ
ითარგმნება,როგორც შურილი, ანდა სურილი).“ეს უკანასკნელი კი ის
სახელია, რომელიც ნახსენებია ურარტუს მეფეთა სამეფო ტიტულებში მაგ.

"მეფე. Šuri-lands“.( ECOLOGY AND EMPIRE : THE STRUCTURE OF THE URARTIAN


STATE “(Paul E.Zimansky,1985)
 ძვ.წ მე-6 საუკუნეში,ურარტუს სამეფოს განადგურების შემდეგ, ურარტუს
სინონიმად დამკვიდრდა ახალი სახელწოდება „სომხეთი“. ტერმინი
„ურარტუ“ გადაითარგმნა როგორც „სომხეთი“ ჩვენი წელთაღრიცხვით
პირველ საუკუნეში სხვადასხვა ისტორიულ ნაშრომსა,ბიბლიის ადრეულ
ლათინურ თარგმანებსა,მეფეთა წიგნებსა და ესაიას „სეპტუაგინტაში “.

ურარტუს სამეფოს წარმოშობა

უპირველესყოვლისა საჭიროა ვისაუბროთ ისეთ არსებით


საკითხზე,როგორიცაა ურარტუს სამეფოს წარმოშობა და მისი სახელმწიფოებრივი
განვითარება. ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე, ურარტუელებს არ გააჩნდათ ერთიანი
სახელმწიფო უნიკალური და ინდივიდუალური ენით,დამწერლობითა და
მატერიალური თუ იმატერიალური კულტურით. ისინი არსებობდნენ მხოლოდ და
მხოლოდ ტომების სახით და არსებობს მოსაზრება,რომ მოქცეულნი იყვნენ
მითანის სახელმწიფოს ფარგლებში. საინტერესოა საიდან იღებს სათავეს ეს
მოსაზრება? ჩემი აზრით,რადგანაც მითანი თავისი ძლიერების ხანაში მოიცავდა
კავკასიის სამხრეთ რაიონებსაც,ბუნებრივია ,ვიფიქროთ იმაზეც,რომ ურარტელი
ტომების თანაარსებობდნენ მითანის სამეფოს ტერიტორიაზე. „ეს მით უფრო
სავარაუდებელია,რომ ურარტელთა თავდაპირველი რელიგიური ცენტრი
არდინი(იგივე მუსასირი),მდებარეობდა საკმაოდ სამხრეთით, ურმიის ტბის
სამხრეთ-დასავლეთით,მითანის სამეფოს სიახლოვეს“. (ძველი აღმოსავლეთის
ხალხთა ისტორია,1988). თუმცაღა,მას შემდეგ,რაც დასუსტდა მითანის
ხელისუფლება და საბოლოოდ დაემხო კიდეც (ძვ.წ. მე-13ს-ში), ასურელებმა
აქტიურად დაიწყეს დამოუკიდებლად ქცეული ურარტელთა ტომების დაპყრობისა
და დამორჩილების მიზნით ბრძოლა.“პირველად ურარტუს წინააღმდეგ
ლაშქრობაზე მოგვითხრობს ასურეთის მეფის სალმანასარ პირველის
წარწერები,სწორედ იმ მეფისა,რომელსაც მიეწერება მითანის სამეფოს ნაშთების
სრული განადგურება“.(ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია,1988). ამისდა
მიუხედავად,ვთვლი, რომ ასურეთის აგრესული პოლიტიკა შეგვიძლია დადებითად
შევაფასოთ ურარტელებისთვის,რადგან სწორედ ასურეთის სასტიკმა თარეშმა
ბიძგი მისცა ურარტელთა პოლიტიკური გაერთიანებების კონსოლიდაციას, და
ურარტუს დიდი სახელმწიფოს წარმოქმას ჩაუყარა საფუძველი.

ურარტუს მეფენი და მათი პოლიტიკა

ასურეთის თავდასხმითი ხასიათის მქონე პოლიტიკა,რომელიც მიმართული


იყო ურარტელთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით გაძლიერდა სალმანასარ
მესამის(860-825 წ.) მეფობისას.ასურული წყაროები გადმოგვცემენ,რომ ამ დროს
ურარტუს პირველ მეფედ ითვლებოდა არამე. სალმანასარ მესამემ სწორედ
არამეს მფლობელობაში მყოფი ციხე-სიმაგრე და მის გარშემო მდებარე 14 ქალაქი
აიღო და დაიმორჩილა. რამოდენიმე წელიწადის შემდგომ კი,ხელმეორედ
შეტაკებისას, ასურეთის მმართველმა დაამარცხა არამეს ლაშქარი და აიღო
არამეს „სამეფო ქალაქად“ წოდებული არზაშქუ.
სალმანასარ მესამის მეფობის 27-ე წელს ურარტუს სამეფო ტახტზე ადის-
სედური,რომლის რეზიდენცია მდებარეობდა ქალაქ ტუშპაში(დღევანდელი ვანი).
ზემოხსენებულ პიროვნებაზე ცნობებს გვაწვდის ურარტული დროის ციხე-სიმაგრის
გალავნის კედლებში ჩატანებული მრავალწარწერიანი ქვა,რომელზედაც მეფე
საკუთარ თავს ამკობს ბრწყინვალე და დიდებული ტიტულატურით:“მეფე
დიდი,მეფე ძლიერი,მეფე სამყაროსი,მეფე ნაირის ქვეყნისა, მეფე,რომელსაც
ტოლი არა ჰყავს და ა,შ“. (ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია,1988).
სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაცია ცხადყობს,რომ მას ტუშპაში
დიდი სამშენებლო საქმიანობები უწარმოებია და საგარეო პოლიტიკასაც
წარმატებით უძღვებოდა.ამაზე მეტყველებს თავად სალმანარ მესამის მიერ
ჩაწერილი ინფორმაცია,სადაც ასურეთის მმართველი საუბრობს თუ როგორ
გამოემართა ურარტუს მეფე მრავალრიცხოვანი ლაშქრით მის წინააღმდეგ. ამ
ყოველივედან კი ცხადი ხდება სედურის,როგორც მეფისა და უმაღლესი
ხელისუფლის, პოლიტიკა.იგი უდაოდ ძლიერი მმართველია,რომელიც თანაბარი
წარმატებით ახორციელებდა ქვეყნის როგორც საშინაო,ისე საგარეო პოლიტიკას .

ურარტუს სამეფოს ძლევამოსილებისა და აპოგეის ჟამს წარმოადგენს ძვ.წ. IX


საუკუნის დასასრული და VIII  საუკუნე,რა პერიოდშიაც სამეფო ტახტს მორიგეობით
ცვლიდნენ ზემოდასახელებული სარდური ლუთიფრის ძის ძე, იშპუინი( IX ს-ის
უკანასკნელი მეოთხედი), ამ უკანასკნელის ძე მენუა (VIII ს-ის მიჯნა), არგიშთი
პირველი მენუას ძე (786-764) და სარდური არგიშთის ძე(764-735). დროის ამ
პერიოდში ზემოდასახელებული მეფენი წარმატებით აწარმოებდნენ
ფართო,დამპყრობლური ხასიათის ექსპანსიებს,რომლის შედეგადაც ყველა
მიმართულებით გაფართოვდა ურარტუს სამეფოს ტერიტორია და მისი გავლენის
სფერო.ჩემი აზრით, ურარტუს ძლევამოსილების დამადასტურებელ არგუმენტად
კმარა ის ისტორიული ფაქტიც,რომ მან შეავიწროვა და დაამარცხა
ძველაღმოსავლეთში განთქმული ასურეთის სახელმწიფო. ამ საკითხზე თავის
მატიანეში მოგვითხრობს ურარტუს მეფე, არგიშთ I. მისი მემკვიდრე,სარდურ II კი
აღნიშნავს,რომ მან სძლია „ასურნირის ადადნირარის ძეს,ასურის ქვეყნის
მეფეს“(ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია,1988). ურარტუმ ხელთ იგდო
ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და ჩრდილოეთ სირიის რაიონები და ლითონით
ღარიბ ასურეთს გზა გადაუკეტა მისი მოგებისა და სიმდიდრის წყაროსკენ-მცირე
აზიისაკენ,რამაც ხელი შეიწყო ასურეთის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ
დასუსტებას. როგორც ვხედავთ, ურარტუმ შეძლო დაუმარცხებელი ასურეთის
დასუსტება,რის ნიადაგზეც გაიზარდა ურარტუს სამეფოს სახელი და ავტორიტეტი
მთელს ძველაღმოსავლეთში.

აღსანიშნავია,რომ ურარტუმ დიდ სამხედრო წარმატებებს მიაღწია სამხრეთ-


აღმოსავლეთითაც,სადაც მდებარეობდა ურარტელი ტომების უძველესი ცენტრი-
მუსასირი. მალევე ეს ტერიტორია მშვიდობიანი გზით შევიდა სამეფოს
კუთვნილებაში და ურარტუს არსებობის პერიოდში იქ დატოვებულ იქნა
ადგილობრივი დინასტია.ეს უკანასკნელი კი აღიარებდა ურარტელ
ხელისუფალთა მმართველობას. ამასთანავე,ურარტუმ შემოიერთა ურმიის ტბის
დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სხვა რაიონებიც.შემდგომ, იგი დაუპირისპირდა
ურმიის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებულ დიდ გაერთიანებას-მანას
სამეფოს და ხელთ იგდო უზარმაზარი ნადავლი (ძირითადად პირუტყვი) და დიდი
რაოდენობით ტყვე. მანას სამეფოს შემოერთებისა და პროვიანციად გადაქცევის
მიზნით, ურარტელები აქტიურად აგებდნენ იქ ციხე-სიმაგრეებს და ტოვებდნენ
გარნიზონებს.აღსანიშნავია ისიც,რომ ურარტელებმა მიაღწიეს ისეთ შორს
მდებარე პუნქტებს,როგორიცაა კუმუხი,მალატია,ალეპო და ჩრდილოეთ სირია.
მეფე მენუა თამამად იკვეხნიდა ისეთი ქვეყნების დამორჩილებითა და
დამარცხებით,როგორებიც იყვნენ: მელიტეა (მალატია), ხათი(ხეთების ქვეყანა),
ცუფანი(ანტიკური ხანის „სოფენე“), ალზი(მდ.მურად-სუს დინების სამხრეთით) და
ა.შ. ნათელი და ცხადია,რომ ურარტუს სამეფოს მმართველები
გონებამახვილურადა და თანმიმდევრული სვლებით აწარმოებდნენ საგარეო
პოლიტიკასა და დამპყრობლურ ექსპანსიებს.

ურარტელთა ყურადღების ფოკუსში მოექცა ამიერკავკასიის სამხრეთ


რაიონები,რომლებიც გახდნენ ურარტელთა ექსპანსიის მნიშვნელოვანი
ობიექტები. მეფე იშფუინის მეფობის ხანაშივე, თავს დაესხნენ ლუშას, ქათარზასა
და ვიტერუხის ტომებს,რომელთა ადგილსამყოფელად მიჩნეულია შორეული
ჩრდილოეთი,შავი ზღვისპირეთი.“ქათარზას სახელი შემოინახა
შემდეგდროინდელი „კლარჯეთის“ სახელში,ხოლო ვიტერუხი (გამოთქმაში
ვიძეროხი) იგივე სახელია,რაც ქართულის წყარაოების „ოძრახე“, (ამ სახელით
ძველად უნდა აღვნიშნოთ შემდეგდროინდელი „სამცხე“)“.(„ძველი
აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია“,1988).ზემოთქმულ ტერიტორიებზე მეფე
იშფუინსა და მის ვაჟ მენუას უკუაგდიათ ეს ტომები,შეჭრილან მათ ქვეყანაში და
წამოუღიათ დიდძალი რაოდენობის ტყვე და ნადავლი.(მაგალითად 13.540 სული
მსხვილფეხა და 20.785 სული წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი).

მეფე მენუას პერიოდში ურარტელებმა ფეხი მოიკიდეს არარატის მთის


კალთებზეც,სადაც დაიმორჩილეს ერქუას ქვეყანა და ააგეს ქალაქი-
მენუახინილიც. ის კი აქციეს თავიანთ დასაყრდენ პუნქტად. უნდა აღვნიშნოთ
ისიც,რომ მეფე მენუას დაპირისპირება მოუხდა დიაოხის სამეფოს წინააღმდეგ და
დაამარცხა მეფე უტუფურსი. დიაოხთან ბრძოლამ ინტენსიური ხასიათი მიიღო
მენუას მემკვიდრის-არგიშთის დროს.ამიერკავკასიის თითქმის ყველა მეზობელი
ტომი(ლუშა,ქათარზა,ერიახი გულუთახი,ვიტერუხი,აფუნი,იგანიეხი) ეხმარებოდა
დიაოხს,თუმცა ურარტელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და ააგეს კიდეც
დასაყრდენი პუნქტები დიაოხის სამეფოს ტერიტორიაზე. (Urartu, Encyclopedia
Iranica).

არგიშთ I-ის დროს, ამასთანავე დაიწყო არარატის ნაყოფიერი ველების


ათვისება,სადაც ააგეს კიდეც ორი დიდი ციხე-სიმაგრე: ირფუნი(ერებუნი,
დღევანდელი ერევნის ტერიტორია),სადაც არგიშთიმ დაასახლა ხათესა და
ცუფანის ქვეყნებიდან გადმოსახლებული 6600 ტყვე, და არგიშთიხინაილი არაქსის
დინების სიახლოვეს. არგიშთიმ ასევე იზრუნა ველების მორწყვა-პატრონობაზე,რა
მიზნითაც მდინარე არაქსიდან გაიყვანა ოთხი არხი და გააჩაღა იქ დიდი
სამეურნეო და სამიწათმოქმედო სამუშაოები. ყოველივე ზემოთქმულიდან
თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ,რომ არგიშთი ურარტელთა ერთ-ერთი
ყველაზე გამორჩეული და გონიერი მეფეა,რომელმაც სწორი სტრატეგიით
აწარმოა ქვეყნის პოლიტიკა,რის შედეგადაც შორს გავარდა ურარტუს სახელი და
ავტორიტეტი ძველი აღმოსავლეთის ქვეყანათა შორის.
ურარტუს სამეფოს კიდევ ერთი დიდებული მეფეა სარდურ II,რომელიც
მოღვაწეობდა ძვ.764-735 წლებში. მის დროს სისტემატური და ინტენსიური ხასიათი
მიიღო სევანის ტბის მიდაოებში წარმოებულმა ბრძოლებმა. რაც შეეხება დიაოხისა
და ურარტუს ურთიერთობას, ამ პერიოდში დიაოხი უკვე სავსებით განადგურებული
იყო და მისი მიწები ნაწილობრივ მიიერთა როგორც ურარტუმ,ასევე კოლხამ-
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულმა კოლხურმა სამეფომ. ეს ორი დიდი
ერთეული გაუმეზობლდა ერთმანეთს,რაც დასაწყისშივე ქმნიდა იმის
ვარაუდს,რომ მათი პოლიტიკური ინტერესები გადაიკვეთებოდა. ვარაუდი
გამართლდა კიდეც და მალევე ამ ორმა სამეფომ დაიწყო სამხედრო შეტაკებები.
სარდურ II თავის მატიანეში ორჯერ იხსენიებს კოლხას წინააღმდეგ გალაშქრებას .
იგი საუბრობს კოლხას მეფის „სამეფო ქალაქ“ ილდამუშას დაპყრობაზე,სადაც მას
სასტიკად და შეუწყალებლად გაუჟლეტია „კოლხას მეფის ნაცვლები“. თავისი
გამარჯვების აღსანიშნავად კი ილადამუსაში გააკეთა „რკინის ბეჭედი“. ჩემი
აზრით,ეს უკანასკნელი ისტორიული ფაქტი გვაწვდის გარკვეულ ცნობებს კოლხას
სამეფოზეც,კერძოდ,ნათელია რომ კოლხაში მელითონეები დახელოვნებულები
იყვნენ ამ საქმეში და ზოგადად,კოლხეთში დაწინაურებული იყო რკინის
დამუშავება.

სარდურ II-ის მემკვიდრედ გვევლინება რუსა I (ძვ.წ.735-714),რომლის დროსაც


გაგრძელდა ბრძოლები სამხრეთ ამიერკავკასიის დასაპყრობადა და
დასამორჩილებლად. „მის დროს ადგილი ჰქონდა მორეული სევანისპირა მიწების
ურარტულ პროვონციბად გადაქცევას.“ (ძველი აღმოსავლეთის ხალხთა
ისტორია,1988). აქ კი ინტენსიურად აშენებდნენ და აგებდნენ თავის დასაყრდენ
პუნქტებსა და ციხე-სიმაგრეებს,რომელთაც ჰქონდაც თავდაცვითი ფუნქცია.

ურარტელთა დასუსტებისა და დაცემის პერიოდი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, VIII ს-ის პირველი ნახევარი ურარტუს


ძლევამოსილებისა და აპოგეის ხანას წარმოადგენს. იგი მახლობელ
აღმოსავლეთში ითვლებოდა ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ.სამეფომ ასეთი
სიძლიერე გარკვეულწილად VIII-ის მეორე ნახევარშიც შეინარჩუნა,თუმაცაღა ამ
პერიოდში განიცადა კიდეც სერიოზული მარცხი ასურეთის იმპერიასთან.
კერძოდ,ასურეთი მკვეთრად გაძლიერდა და ფეხზე წამოდგა ტიგლათფილესერ

III-ის (745-727წ) დროს, რა დროსაც მცირე აზიის აღმოსავლეთი ნაწილისა და


ჩრდილოეთ სირიის მთავრებმა იგრძნეს ასურეთიდან მოსალოდნელი
პოტენციური საფრთხე და ურარტუსთან ერთად ჩაებნენ ასურეთის წინააღმდეგ
ბრძოლაში. მიუხედავად მათ მიერ შექმნილი დიდი და სამხედრო თვალსაზრისით
ძლიერი კოალიციისა,ტიგლათფილესერმა ძვ.წ 735 წელს სასტიკი მარცხვი აწვნია
მათ. დამარცხებულ ურარტელებს ასურელებმა დედაქალაქ ტუშპამდე
სდიეს,ალყაც კი შეამოარტყეს მას,თუმცა, ურარტელებმა ღირსეულად მოახერხეს
დედაქალაქის დაცვა.საბოლოოდ კი ასურელები იძულებულები შეიქნენ
გაბრუნებულიყვნენ უკან,საკუთარი სამშობლოსაკენ.

ტიგლათფილესერ III-ის ამ სამხედრო წარმატებამ მნიშვნელოვნად შეასუსტა


და საკმაოდ საგრძნობი დარტყმა მიაყენა ურარტუს. იგი გამოიდევნა
ჩრდ.მესოპოტამიიდანა და ჩრდ.სირიიდან. ურსმიისპირა რაიონშიც შემცირდა მისი
გავლენა,რასაც მოყვა პოზიციების შესუსტებაც. ამ ყოველივემ უდიდესი დარტმა
მიაყენა ურარტუს სახელმწიფოს ცენტრალიზაციის საკითხსაც,რაც გამოიხატა და
გამოვლინდა ურარტუს ცალკეული ოლქების მმართველების მიერ მოწყობილ

აჯანყებებში. რუსა I-მა(735-714),რომელმაც ურარტუს სამეფო ტახტზე სარდურ II


შეცვალა, დიდი სირთულეების მიუხედავად,შეძლო აჯანყებების ჩაქრობა.
სამწუხაროდ,ამასობაში ახალი საფრთხე გაჩნდა ჩრდილოეთიდან კიმერიელთა
მეომარი ტომების სახით,რომლებიც ურარტუს შემოესივნენ სამხრეთ რუსეთის
ველებიდან VIII-ის 20-იან წლებში. ასურელებისგან დასუსტებულმა ურარტუმ ვერ
გაუწია შესაბამისი სამხედრო წინააღმდეგობა კიმერიელებს. ამ უკანასკნელმა
სასტიკად დაამარცხა ურარტუს ლაშქარი და მისი დიდი წილი ამოჟლიტა
კიდეც.ვთვლი, ეს ურარტუს მიერ განცდილი ერთ-ერთი მტკივნეული
მარცხია,რომელმაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ურარტელთა
თავდაცვისუნარიანობაზე. სავარაუდებელია,რომ ურარტუს მიერ
გამომჟღავნებული ამ სისუსტითა და მარცხით ისარგებლებდნენ მეზობელი
სახელმწიფოები,რაც საბოლოოდ ძირს გამოუთხრიდა ურარტუს სამეფოს
სიძლიერეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა მათ სახელმწიფოებრივ
არსებობას.

მართლაც,ამ გართულებებით გონივრულად ისარგებლა ასურეთის მეფე


სარგონ II-მ (722-705) და მოაწყო კიდეც გრანდიოზული ლაშქრობა ურარტუს
სამეფოს წინააღმდეგ. „ამ ლაშქრობაზე მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის
ღვთაება ასურისადმი სარგონ II-ის სახელით შედგენილ წერილში,რომელიც
„ლუვრის ფირფიტის“ სახელითაა ცნობილი(„ძველი აღმოსავლეთის ხალხთა
ისტორია,1988). ამ წერილის მიხედვით,ასურეთის მეფე სარგონი ურარტუში შეიჭრა
ურმიის ტბის რაიონიდან, მთავარი სისხლიანი შეტაკება კი გაიმართა ურმიის ტბის
აღმოსავლეთით. ურარტუს მეფემ, რუსა I-მა,სამწუხაროდ,სასტიკი მარცხი
იწვნია ,რის ნიადაგზეც თვითმკვლელობით დაასრულა
სიცოცხლე.პარალელურად,ასურელებმა ცეცხლითა და მახვილით შემუსრეს
ურარტუს მიწა-წყალი, დაიპყრეს 430 ქალაქი, შეიჭრნენ ურარტელთა რელიგიურ
ცენტრ-მუსასირში,სადაც დაარბიეს ადგილობრივი მთავრის,ურარტუს მეფის
ვასალის,ურზანას სასახლე და უზენაესი ღვთაების-ხალდის ტაძარიც . ვთვლი,
ასურელებთან 714 წლის ომში დამარცხებამ დამღუპველად იმოქმედა ურარტუს
სამეფოზე.მან საბოლოოდ დაკარგა თავისი ძლიერების პერიოდში მოპოვებული
და დაუფლებული მრავალი ოლქი. შესაბამისად იგი გამოდევნილ იქნა არა მარტო
ჩრდ.მესოპოტამიიდანა და ჩრდ.სირიიდან,არამედ ურმიისპირა რაიონებიდანაც
კი. ურარტელებმა დაკარგეს ძალაუფლება საკუთარ რელიგიურ
ცენტრზეც,რაც ,ფაქტობრივად, ურარტელთა უკიდურესი დასუსტების
დამადასტურებელი საბუთია.

ურარტუს ასეთი მდგომარეობა ნაწილობრივ გამოასწორა რუსა II-მ,(685-


645),რომელმაც აწარმოა გონივრული პოლიტიკა,როგორც საგარეო, ისე საშინაო
სფეროში. კერძოდ,მან არარატის ველზე აწარმოა დიდი სამუშაოები,ააგო ციხე-
ქალაქი თეიშებაინი(დღევანდელი კარმირ-ბლური) ,სადაც გაიყვანა არხები,
დაამუშავა აქამდე დაუმუშავებული მიწები,რის შედეგადაც დაიწყო აქტიური
სამეურნეო და სამიწათმოქმედო სამუშაოები. რაც შეეხება საგარეო
პოლიტიკას,მან აწარმოა ლაშრობა ისეთ შორეულ რაიონებშიც,როგორიცაა:
მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილი და ჩრდ.სირია. რუსა II იხსენიებს ლაშქრობას
ხალიტუს(ჰომეროსთან მოხსენიებული „ჰალიძონების“ ტომი),ხეთებისა და
მუშქების ქვეყნების წინააღმდეგ. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი,რომ
ძველი ბერძნული ტრადიცია სწორედ ამ პერიოდში,776 წ. მომხდარად მიიჩნევს
ფრიგიის სამეფოს განადგურებას,რომელსაც მიაწერს კიმერიელების სახელს .
ამისდა საპირისპიროდ,ურარტული წყაროები ფრიგიის მიმართ ასახელებენ
ურარტელთა აქტივობასა და ქმედებებს. „შეგვიძლია ვიფიქროთ,რომ საქმე ეხება
სწორედ ურარტუს მეფის, რუსა II-ის გალაშქრებას ფრიგიის სამეფოს წინააღმდეგ
ურარტუს მეფის სამსახურში თუ მასთან კავშირში მყოფ კიმერიელთა რაზმებთან
ერთად““(ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია“,1988). ამას ადასტურებენ
ასურული წყაროებიც,კერძოდ ,რუსა II-ის თანამედროვე ასურელი მეფის-
ასარქადონის შეკითხვები მიმართული ღვთაება მაშაშისადმი. ასარქადონს სურდა
გაეგო ასურეთის წინააღმდეგ ურარტელთა და კიმერიელთა რეალური ზრახვები.
როგორც ჩანს, ასურეთის მეფე მოკავშირეებად თვლიდა მათ,რაც გვაძლევს იმაზე
ფიქრის საბაბს,რომ ურარტელებმა ფართოდ გახსნეს გზა ჯარში დაქირავებული
უცხო ელემენტებისათვის. მოთარაშე სკვითები და კიმერიელები კი,ჩემი აზრით,
საამისოდ საუკეთესო ვარიანტს წარმოადგენდნენ.

ამრიგად, ურარტელებმა სწორედ სკვითებისა და კიმერიელების დახმარებით


მიაღწიეს გარკვეულ სამხედრო წარმატებას-გაანადგირეს ფრიგიის დიდი
სამეფო,რის შედეგადაც კვლავ შიშის ზარს სცემდნენ ასურეთს,თუმცაღა, მათი ეს
წარმატება ეპიზოდური ხასიათის მატარებელი იყო. ვთვლი,ურარტუს სამეფო
საკმარისად დასუსტებული იყო ფართო პოლიტიკის საწარმოებლად,რადგან მას
აღარ გააჩნდა საკმარისი პოლიტიკური,სამხედრო თუ ეკონომიკური რესურსი . „VII
ს.-ის მეორე ნახევარში ურარტუ თავის საუკუნეობრივ მტერთან-ასურეთთან ეძებდა
დახმარებას. ასურეთის მეფის ასურბანიფალის კარზე რამდენჯერმე
ცხადდებოდნენ ურარტუს მეგის ელჩები ასურეთის მეფისადმი პატივისცემისა და
კეთილგანწყობის დასადასტურებლად“(„ძველი აღმოსავლეთის ხალხთა
ისტორია“,1988).
მალევე ნათელი გახდა,რომ ურარტელთა იმედები ფუჭი და ამაო
გამოდგა .მათი ერთადერთი პოტენციური მოკავშირე-ასურეთი განადგურებულ
იქნა ბაბილონისა და მიდიის მიერ ძვ.წ VII-ის ბოლოს. ბუნებრივია,ასეთივე ბედს
გაიზიარებდნენ ურარტუ,მანა და სხვა სამეფოებიც. მიდიელებმა მალევე
გაანადგურეს, გადაწვეს და დაიპყრეს ურარტუს ცენტრალური რაიონები ძვ .წ. 590
წელს,რითაც საბოლოოდ დასრულდა ძლევამოსილი ურარტუს არსებობის დრო
და ჟამი.(Urartu,Ancient country, Britannica).ურარტუს სამეფოს დაცემის შემდგომ
გააქტიურდნენ სომეხი ტომები,რომლებიც დაეუფლნენ ძველი ურარტუს მრავალ
რეგიონს. „ძვ.წ. მე-6 საუკუნის ბოლოს სპარსულ წარწერებში ძველი ურარტუ უკვე
„არმინად“ იწოდება, ხოლო ეს სახელი თანდათან უცხოელთა წრეში სწორედ
სომხებს უკავშირდება“.(ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია,1988). როგორც
ვხედვათ, ურარტუს ტერიტორიაზე მალევე ჰეგემონობა სიმხურმა ტომებმა
მოიპოვეს,თუმცაღა,ეს პროცესი ხანგრძლივი და მრავალსაუკუნოვანი იყო.
ურარტელებს უეცრად არ დაუკარგავთ საკუთარი კულტურა და ენა და
თვითმყოფადობა.

ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე მიიჩნევდა,რომ სწორედ ძველი


ურარტუს ტერიტორია იგულისხმება ირანის XVIII სატრაპიაში,რომელშიც
შედიოდნენ სასპერები, მატიენები და ალაროდიები. ამ
უკანასკნელში,უეჭველია,ისტორიკოსი ურარტელებს გულისხმობს,რადგან სახელი
„ალაროდი“(არაროდი) „ურარტუს“ სახეცვლილი ფორმაა. (Urartu,ancient country,

Britanicca).

ურარტელთა გენეტიკური შთამომავლები

ურარტელთა გენეტიკური შთამომავლების აღმოსაჩენად,ჩატარდა მრავალი


კვლევა. ერთ-ერთი საინტერესო კვლევა კი ჩატარდა 2017 წელს,როდესაც
ურარტუს ტერიტორიაზე ნაპოვნ 4 უძველეს ჩონჩხს ჩაუტარდა მიტოქონდრიული
გენომის ანალიზი. კვლევის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ სომხებსა და
ურარტუელებს აქვთ ყველაზე მაღალი პროცენტული მსგავსება გენეტიკურ კოდებს
შორის,რაც იმის მანიშნებელია,რომ სწორედ სომხები წარმოადგენენ ურარტელთა
შთამომავლებს.ამას ადასტურებენ და ცხადყობენ ისტორიული ფაქტებიც.
ურარტუს ტერიტორიაზე სწორედ სომხეთის სატრაპია წარმოიშვა ურარტუს
სამეფოს დაცემის მომდევნო პერიოდში.(Urartu civilization,World History Encyclopedia).

ურარტუს ეკონომიკა

მოგეხსენებათ, სწორედ ეკონომიკური სისტემა წარმოადგენს საზოგადოების


საფუძველს და გარკვეულწილად, ადამიანთა ცნობიერებასა და აზროვნებას
განსაზღვრავს გარემო და ყოფიერება.შესაბამისად, აუცილებელია განვიხილოთ
ურარტუში არსებული ეკონომიკური სისტემა და მისი სპეციფიკური
მახასიათებლები,რათა სრულყოფილად ჩავწვდეთ ურარტელთა შინაგან წეს -
წყობილობას. როგორც ასურული და ურარტული წერილობითი
წყაროები,ამასთანავე არქეოლოგიური არქეფაქტები ცხადყოფენ,რომ ძველ
ურარტუში ეკონომიკურ ცხოვრებას გააჩნდა ინტენსიური ხასიათი.სამეურნეო
საქმიანობაში მწარმოებელ ძალას წარმოადგენდნენ ,ისევე როგორც სხვა
ძველაღმოსავლურ ქვეყნებში,რიგითი მეთემეების ფართო მასები.მონები კი
უმეტესად მუშაობდნენ საირიგაციო და სამშენებლო სამუშაოებზე. მეურნეობის
ფორმათა მრავალფეროვნება კი დაკავშირებული იყო ბუნებრივი პირობების
მრავალფეროვნებასთან. როგორც ზემოთ ვახსენეთ,ურარტუს სამეფოს
კუთვნილებაში შედიოდა მთიანი ოლქებიც,სადაც გავრცელებული იყო
მესაქონლეობა. ამ აზრს ადასტურებს ის გარემოება,რომ წყაროებში ხშირადაა
მოხსენებული უზარმაზარი რაოდენობის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი.
საინტერესოა ის ფაქტიც,რომ ურარტუში გავრცელებული იყო აქლემებისა და
ცხენების მოშენებაც. ამ საქმიანობით განსაკუთრებულად განთქმულნი კი ყოფილა
ურარტუს სამხრეთ-აღმოსავლეთი,კერძოდ ურმიისპირა რაიონები. აღსანიშნავია
ისიც,რომ ურარტუში ხშირად ეწყოოდა დიდი შეჯიბრებები ცხენოსნობაში,რაშიც
მეფეებიც მონაწილეობდნენ. „ მეფე მენუა იკვეხნის,რომ მისი ცხენი,რომელსაც
„არციბი“, ე.ი. არწივი ერქვა ( სიტყვა არწივი შეიძლება ურარტუს გზით იყოს
შეთვისებული),გადახტა 22 წყრთაზე, ე.ი. დაახლოებით 11 მეტრსა და 20სმ-ზე.
საინტერესოა აღინიშნოს,რომ ახლანდელი რეკორდი წყლით სავსე არხზე ცხენით
გადახტომისას მხოლოდ ოდნავ აღემატება მეფე მენუას ამ მიღწევას“(„ძველი
აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია“,1988).

მეორე მხრივ, ურარტუს სამეფოში ვხვდებით ვრცელ დაბლობ ადგილებსაც


ნოყიერი ნიადაგითურთ,რაც ქმნიდა კარგ პირობებს მიწათმოქმედების
განვითარებისთვის. ასურული წყაროები ასახელებენ,რომ ურარტუში
განსაკუთრებით განვითარებული ყოფილა მევენახეობა და
მეურნეობა.შესაბამისად, ხშირად შენდებოდა უზარმაზარი ბეღელები და მარნები .
ასეთი სახის ნაგებობანი კი მრავლადაა აღმოჩენილი სხვადასხვა არქეოლოგიური
გათხრებისა და კვლევის შედეგად.(ECOLOGY AND EMPIRE : THE STRUCTURE OF THE
URARTIAN STATE “(Paul E.Zimansky,1985)

მიუხედავად იმისა,რომ ურარტუს სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობდა


რამდენიმე ტბა თავისი შენაკადებითურთ, ისინი ეკონომიკური თვალსაზრისით
გამოუყენებლი იყო სახელმწიფოსთვის,რის გამოც ურარტელთა დღის წერიგში
დგებოდა საირიგაციო სისტების შექმნისა და მოწყობის საკითხიც. ურარტელ
მეფეებმა მრავალჯერ გაიყვანეს სარწყვავი არხი,შექმნეს ხელოვნური ტბების
წყალსაცავებიც,რაზეც მოგითხრობს ასურეთის მეფე სარგონ II, „ლუვრის

ფირფიტაში“. საინტერესოა ის ფაქტი,რომ ურარტულ ხანაში გაყვანილ არხებს


დღესაც აქტიურად იყენებს ადგილობრივი მოსახლეობა,რაც მაჩვენებელია
იმისა,რომ არხები უდაოდ გამძლედ და ხარისხიანადაა გაყვანილი.

მშვიდობიანობის პერიოდში ურარტუ ხელმძღვანელობდა აქტიურ ვაჭრობას


ასურეთთან და მას უზრუნველყოფდა პირუტყვით,ცხენებით,ღვინითა და
ლითონით. ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიპოვებოდა ურარტუს
ტერიტორიაზე და თავად ურარტელებიც კარგად ფლობდნენ ლითონის
დამუშავების ტექნიკას. ამას ცხადყოფს სარგონ II-ის „ლუვრის ფირფიტის“
მონაცემები ურარტუში ხელთგდებული ლითონის უზარმაზარი რაოდენობის
შესახებ. აღსანიშნავია,რომ სპილენძ-ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიასთან
ერთად ,ურარტუში დაწინაურებული ყოფილა ძვირფასი ლითონების-ვერცხლისა
და ოქროს დამუშავებაც. მუსასირში, სარგონ II-მ ხელთ იგდო ტონაზე მეტი ოქრო
და 5 ტონაზე მეტი ვერცხლის ნივთი, ხალდის ტაძარში კი დაეუფლა დიდძალ
ოქროს, სპილენძსა და ვერცხლს. აქედან გამომდინარე,ნათელია,რომ ურარტუს
სამეფო უაღრესად მდიდარი ყოფილა ბუნებრივი წიაღისეულით,რომელსაც
იყენებდა როგორც სავაჭრო,ისე საშინაო ინტერესებისათვის.

ურარტუს საზოგადოება

ურარტუს მოსახლეობაში გაბატონებულ ზედაფენას წარმოადგენდნენ


სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატია და სამეფო საგვარეულო. ეს უკანასკნელი
კი ამასთანავე ჰქმნიდა ურარტული არაისტოკრატიის უმაღლეს ფენას . მათ სამეფო
კარზე ხშირად ეკავათ ისეთი თანამდებობები,როგორიცაა მხედართმთავრისა და
ოლქის უფროსის თანამდებობაა. შედარებით მრავალრიცხოვანი იყო არასამეფო
წარმოშობის სამხედრო და სამოხელეო არისტოკრატია. „წყაროებში იხსენიება
სხვადასხვა რანგის მხედართმთავრები,ოლქის მმართველები-ურარტუს მეფის
ნაცვლები(ურარტულად „ირდი“).(ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია,1988).
მათ ეჭირათ წამყვანი მდგომარეობა ლაშქარში,რომელიც შედგებოდა სწორედ
ოლქის მმართველთა მიერ გამოყვანილი კონტინგენტისაგან. დროთა ვითარებაში
მომძლავრებულ სამხედრო-სამოხელეო არისტოკრატიას გაუჩნდა
დამოუკიდებლობლობის მოპოვების სურვილი,რის გამოც ურარტუში რამდენჯერმე
მოეწყო აჯანყება. სწორედ ასეთი სახის აჯანყებებისდა გამო მეფე იძულებული
ხდებოდა დაეტოვებინა თავისი თანამდებობა და ტიტული. ჩემი აზრით,
არისტოკრატის ასეთი დაუმორჩილებლობა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა
შეგვიძლია ჩავთვალოთ ურარტელთა დაცემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
მიზეზად,რადგანაც ისეთ სამეფოში,სადაც შესუსტებულია მეფის გავლენა და
ავტორიტეტი,დიდია თვით ამ სახელმწიფოს დაცემისა და განადგურების შანსიც.

რაც შეეხება ტაძრებსა და მის მსახურ ქურუმებს, მათ გააჩნდათ უდიდესი ძალა
და გავლენა მოსახლეობაზე.ურარტული პანთეონი ითვლის რამდენიმე ათეულ
ღვთაებას. თითოეულ ღვთაებას გააჩნდა თავისი კულტის ცენტრი,სადაც
მდებარეობდა მთავარი ტაძარი. „ამის გარდა, არსებობდა ამ ღმერთისადმი
მიძღვნილი ათასგვარი სხვა საკულტო ნაგებობა ქვეყნის სხვადასხვ
აადგილას.ასეთ საკულტო ნაგებობეს („ღმერთის სახლი“,“ღმერთის ჭიშკარი“,
„ღმერთის სუსი“,“იარანი“ და სხვ.)მრავლად აგებდნენ ურარტუს მეფეები.(„ძველი
აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია“,1988). თვით ურარტელთა ღმერთების შესახებ
მსჯელობას კი მოგვიანებით განვავითარებ.

რიგითი თავისუფალი მეთემენი გაერთიანებულნი იყვნენ თემებში.რთულია ამ


თემებში კოლექტიური და ინდივიდუალური საწყისების თანაფარდობის
განსაზღვრა,თუმცა ის კი ნათელია,რომ ისინი იყვნენ სასოფლო თემები,სადაც
დანაწილებული და ინდივიდუალიზებული იყო მიწის ფონდი და წარმოების
პროცესი. მათ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენდა გადასახადების
პატიოსნად გადახდა,სალაშქროდ და საზოგადოებროვ სამუშაოებზე გამოცხადება .
ხშირ შემთხვევებში, მმართველი ზედაფენა აწარმოებდა სასტიკ და გაუსაძლის
ექსპლუატაციას,რის გამოც მონები და რიგითი თავისუფლები იძულებულნი იყვნენ
გაქცეულიყვნენ სამეფოდან და თავი შეეფარათ ძნელად მისავალი მთიანი
ქვეყნებისათვის.(“ECOLOGY AND EMPIRE : THE STRUCTURE OF THE URARTIAN STATE “(Paul
E.Zimansky,1985).

ტყვეების მოპოვების მთავარ წყაროს ურარტუში ომი წარმოადგენდა. მათი


ნაწილი მეფის განკარგულებაში ცხადდებოდა,ნაწილი კი მეომრებს
ურიგდებოდათ,რომელთაც მონებად იყენებდნენ ხოლმე. როგორც
ვხედავთ,ურარტუს სამეფოში ყოველი ფენის წარმომადგენელს ჰქონდა
განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობა,რომლის არ შესრულებაც ისჯებოდა
კანონითა და სასჯელის მძიმე ფორმით.

რელიგია

ურარტელთა რელიგიური რწმენა-წარმოდგენები განსაკუთრებით


საინტერესოა. მათთვის რელიგია წარმოადგენდა ბუნების ძალთა გაღმერთებას .
ღმერთების სათავეში ედგათ ადგილობრივი ღვთაება,სახელწოდებით
ხალდი,რომლის კულტის ცენტრიც მდებარეობდა მუსასირში. უზენაეს
ქალღმერთად კი გამოცხადებული იყო არუბანი. პანთეონში მეორე ადგილს
იკავებდა ქარიშხლის ღვთაება თეიშება და ქალღმერთი-ხუბა,რომელთა კულტის
ცენტრად გამოცხადებული იყო ქალაქი კუმენუ. მესამე ადგილს კი იკავებდა მზის
ღვთაება შივინი და მისი მეუღლე-ქალღმერთი ტუშპუეა. ამ უკანასკნელთა კულტის
ცენტრად მიიჩნეოდა ურარტუს დედაქალაქი ტუშპა. აღსანიშნავია,რომ
ურარტელები საკუთარ ღმერთებს ანიჭებდნენ ადამიანის სახეს,თუმცა ჩვენ
ვხვდებით ტოტემისტურ ნაშთებსაც. ურარტუელები ფრინველის ანდა ცხოველის
სახით გამოსახავდნენ ღვთაებებს.(Urartu Civilization,World History Encyclopedia).

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი,რომ ურარტულ მოსახლეობაში


გავრცელებული იყო მიცვალებულის დაწვის ტრადიციაც,მაშინ როცა ქვეყნის სხვა
რაიონებში მიცვალებულს მიწაში მარხავდნენ.ჩემი აზრით, აქედან კარგად ჩანს თუ
რაოდენ განსხვავებული რწმენა-წარმოდგენები და ზნე-ჩვეულებები არსებობდა.

დამწერლობა

თავდაპირველად, ურარტელები სარგებლობდნენ ასურელების ლურსმული


დამწერლობით, შემდგომ პერიოდში კი დაიწყეს წერა საკუთარ ენაზე.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 700-მდე ურარტული წარწერა,რომლებიც
შედგენილია მეფის სახელით. ამ წარწერებში ძირითადად საუბარია
საომარ,სამშენებლო,ანდაც საკულტო თემებზე. წარწერები ძირითადად
დატანილია ქვაზე და კლდეებზე. მოპოვებულია წარწერები,რომლებიც
შესრულებულია ბრინჯაოს ნივთებზეც კი. ვხვდებით თიხაზე შესრულებულ
წარწერებსაც,რომლებიც წარმოადგენენ განკარგულელებსა ან საანგარიშო
ჩანაწერებს. აღსანიშნავია,რომ ურარტუში არსებულა ადგილობრივი
იეროგლიფური დამწერლობა,თუმცა, მოსახლეობა არ იყენებდა ინტენსიურადა და
სისტემატურად. ყურადღებას იქცევს ის ფაქტიც,რომ ურარტული წარწერები
ამჟღავნებენ მსგავსებას ხეთურ წარწერებთან,რაც,ჩემი აზრით, მიგვანიშნებს
ურარტულ მწერლობაში ხეთების გავლენაზე.

ურარტელ და ქართველ ტომთა ურთიერთობები


ურარტუს სახელმწიფოს დაცემას საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები და
ძვრები მოყვა,რომელიც გამოიხატა ურარტულ მიწა-წყალზე ქართული და სომეხი
ტომების გააქტიურებით. მოგეხსენებათ, ქართველი ტომები ემეზობლებოდნენ
ურარტელებს და სამწუხაროდ,მათ ჰქონდათ მტრული დამოკიდებულება
ერთმანეთთან.აღსანიშნავია,რომ ურარტუს სამეფოს დაცემას ჰქონდა გარკვეული
დადებითი გავლენა ქართველ ტომებზე.კერძოდ,ურარტუს განადგურებამ
დააჩქარა ქართველი ტომების კონსოლიდაციისა და გაერთიანების პროცესი.
ურარტუს სამეფოს არსებობის პერიოდში კი საფუძველი ეყრებოდა მშვიდობიან
ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს ქართველ ტომებთან, რაც ხელს
უწყობდა კულტურული მონაპოვრების ურთიერთგაზიარების პროცესს. ამას
ცხადყობს ზოგიერთი ენობრივი ფაქტი,რომელიც ქართულ ენაში დაამკვიდრა
ურარტულენოვანმა კოლექტივმა. „საინტერესოა,რომ ურარტული ენის
მონაცემებით ხერხდება ზოგიერთი სიტყვისა და გამოთქმის ახსნა
მაგალითად,როგორიცაა „ყირამალა“, „თავდაყირა“, ან „ყირაზე გადასვლა“. ეს
გამოთქმები გასაგები გახდება ,თუ მოვიგონებთ,რომ ურარტულში „ყირა“ ნიშნავს
„მიწას“,მაშინ ,ყირამალა=მიწა მაღლა, თავდაყირა=თავით მიწისკენ, ყირაზე
გადასვლა=მიწაზე (თავის ) გადასვლას ნიშნავს“.(„ძველი აღმოსავლეთის ხალხთა
ისტორია“,1988).

ურარტული ენის მონაცემებით შეგვიძლია არაერთი ქართული სიმღერის


მისამღერში გაუგებარი სიტყვების ახსნა და განმარტება. ქართული სიმღერების
ასეთ მისამღერებში მოხსენიებულია წინა აზიის არაერთი ღმერთის სახელწოდება .
კერძოდ, ხშირად მოიხსენიებენ მოსავლის ღვთაების-არალეს(ალალეს)
სახელწოდება. ამ ღმერთთან დაკავშირებით თავს იჩენს სხვადასხვა სიტყვა და
გამოთქმა,როგორიცაა:“ივრი არალე“, „თარი არალე“, „არი ალალე“.
ურარტულად „ივრი“ აღნიშნავს „მეუფეს“, შესაბამისად ქართული მისამღერის
„ ივრი არალე“ აღნიშნავს „მეუფეო ალალეს“. ასეთი ფაქტები კი, ჩემი აზრით,
ადასტურებენ ურარტელთა და ქართველ ტომთა შორის არსებულ გარკვეული
სახის ურთიერთობებს.

დასკვა
ამრიგად,მოცემულ თემაში განვიხილეთ ერთ-ერთი უძლიერესი
ძველაღმოსავლური სახელმწიფოს,ურარტუს ცივილიზაცია, მისი
სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორია და ცვალებადობა. დეტალურად
მიმოვიხილეთ ურარტელ მეფეთა მიერ წარმოებული პოლიტიკისა და სამეფოში
არსებული ეკონომიკური სისტემის ძირითადი ნიშან-მახასიათებლები. ფართო
ჭრილში იქნა განხილული ურარტელთა შინაგანი წეს-წყობილობა და ეთნიკური
ინდივიდუალიზმი. ასევე,მკითხველი გაეცნო ურარტულენოვანი კოლექტივის
შემონატანს ქართულ სამეტყველო ენაში. ყოველივე ზემოთქმულიდან კი ნათელი
და ცხადი შეიქნა ურარტელთა ცივილიზაციის განსაკუთრებულობა. შეჯამების
სახით,თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ ,რომ ურარტელთა ცივილიზაცია ერთ-
ერთი გამორჩეული და საინტერესოა ძველაღმოსავლურ ცივილიზაციათა შორის .

მოცემული თემის მიზანს,როგორც დასაწყისში აღვნიშნე,წარმოადგენდა


ურარტუს ცივილაზიის ხელახალი გაანალიზება ,მისი სახელმწიფოებრივი
ისტორიის ჩემეული ანალიზი და იმ მნიშვნელოვანი საკითხების გადმოცემა,რაც
უკავშირდებოდა ურარტუს სამეფოს.ვთვლი,რომ ეს მიზანი მიღწეულია. ურარტუს
ცივილიზაციის შესწავლის პროცესში გავეცანი მათ მსოფლმხედველობასა და
მათი ცნობიერების ზოგად მიმართულებას,რამაც საშუალება მომცა ახალი
რაკურსით შემეხედა ურარტელთა ზოგადი ისტორიისთვის. ვთვლი, მოცემული
თემის საშუალებით მკითხველმაც საკუთარი პერსპექტივიდან გაანალიზა ურარტუს
სამეფოს ისტორია. საბოლოოდ, შეგვიძლია დასკვნის სახით აღვნიშნოთ,რომ
ურარტელები უდაოდ წარმოადგენდნენ ეთნიკურად ინდივიდუალურ
ცივილიზაციას,რომლებმაც დიდი კვალი დაამჩნიეს მაშინდელ ძველაღმოსავლურ
სახელმწიფოებს. მიუხედავად იმისა,რომ დღესდღეობით განადგურებულია
ურარტელთა სახელმწიფოებრიობა,ენა და კულტურა, მათ მიერ განვლილი გზა
მარადჟამს დარჩება მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვან და ორგანულ ნაწილად.
ბიბლიოგრაფია

1.“ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია“. 1988წ.

2. “ECOLOGY AND EMPIRE : THE STRUCTURE OF THE URARTIAN STATE “(Paul E.Zimansky,1985)

ინტერნეტ-წყაროები

1. https://www.worldhistory.org/Urartu_Civilization/
2. https://www.iranicaonline.org/articles/urartu-in-iran
3. https://www.britannica.com/place/Urartu

You might also like