Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

როგორც ცნობილია საქართველოში 19 საუკუნიდან იწყება რუსეთის იმპერიის ბატონობა.

დამპყრობლის პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენდა ქართველების ცნობიერებიდან გაექრო


საქართველო,როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა,რომელსაც გააჩნდა საკუთარი
ენა,რელიგია,კულტურა და ა.შ.ეს პროცესი წარმატებულად მიმდინარეობდა.ასეთ მძიმე
ვითარებაში 19 საუკუნის 60-იანი წლებიდან სოციალურ-პოლიტიკურ ასპარეზზე ჩნდებიან
‘’თერგდალეულები’’, იგივე ‘’სამოციანელები’’.ამ მოძრაობას სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე.მისი
წევრები იყვნენ : აკაკი წერეთელი,ვაჟა-ფშაველა,იაკობ გოგებაშვილი და სხვები.ლიტერატურული
კუთხით მათ მიზანს წარმოადგენდა გამოეფხიზლებინათ ხალხი,გადაერჩინათ ქართული ენა და
დამწერლობა,წამოეჭრათ არსებული სოციალური პრობლემები და ა.შ.მათთვის ბრძოლის მთავარ
იარაღს კალამი წარმოადგენდა.სწორედ მოთხრობების,პოემების,ლექსების საშუალებით
ცდილობდნენ გამოეფხიზლებინათ ქართველი ერი,რომელიც გაქრობის წინაშე
იდგა.ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის სიმბოლოდ იქცა ილია ჭავჭავაძე.სწორედ იგი
მიუძღვებოდა წინ ეროვნულ საქმეს.თავის ნაწარმოებებში “მგზავრის
წერილები”,”კაცია-ადამიანი?!”, “ოთარანთ ქვრივი”
და ა.შ.ეხება მრავალ სოციალურ პრობლემას.მაგალითად ოთარაანთ ქვრივში ხაზგასმულია
ხიდჩატეხილობის პრობლემა,რომელიც არსებობდა ხალხს შორის. მნიშვნელოვანია მოთხრობა
“კაცია-ადამიანი?!”,სადაც პირდაპირ ცდილობს გამოაფხიზლოს ის ქართველი
ადამიანები,რომელთა მთავარ საფიქრალს არა სამშობლო და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები
წარმოადგენს,არამედ მატერიალური საზრუნავები. მიუხედავად მკაცრი ცენზურისა ილია
ჭავჭავაძემ შეძლო დაეარსებინა ჟურნალი “საქართველოს მოამბე”,სადაც იბეჭდებოდა
თერგდალეულთა ნაწარმოებები.სწორედ ამ ჟურნალის დახმარებით ხდებოდა ხალხამდე მათი
სათქმელის მიტანა.ილია ჭავჭავაძემ ჩამოაყალიბა ასევე წერა-კითხვის გამავრცელებელი
საზოგადოება,რომლის მიზანს წარმოადგენდა განათლების გავრცელება ქართულ ენაზე.ამ
საზოგადოების ჩამოყალიბებასა და მუშაობაში დიდი როლი მიუძღვის აკაკი წერეთელსაც.ზოგადად
აღნიშნულ პერიოდში ქართული ლიტერატურა ახალ საფეხურზე გადავიდა ,რაზეც დიდი როლი
ითამაშეს როგორც,ილია ჭავჭავაძემ,ასევე აკაკი წერეთელმა.სწორედ ისინი იყვნენ
თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ფუძემდებლებლები.გამოსარჩევია აკაკის და
ილიას ლექსები,სადაც განსაკუთრებით იგრძნობა პატრიოტული სულისკვეთება და ქართველი
ხალხის გამოფხიზლებისკენ სწრაფვა.აღსანიშნავია,რომ აკაკი წერეთელის ლექსები გამოირჩევა
მუსიკალური რითმულობით,რის გამოც პოეტი ‘’საქართველოს ბულბულად’’ შერაცხეს.ამ მხრივ
გამოსარჩევია აკაკის ლექსი “სულიკო”.ილია ხშირად არ ერიდებოდა ქართველების კრიტიკასა
და განკიცხვას,რის გამოც თავადაც არაერთხელ გამხდარა კრიტიკის საგანი.ბრალს დებდნენ
რომ მას არა უყვარდა,არამდე ძულდა სამშობლო,თუმცა თავად ილიას ხალხის ეს კრიტიკა
ნაკლებად აინტერესებდა ,რადგან ნებისმიერი საღი თვალი დაინახავდა რომ ამ სიძულვილში
იყო სამშობლოს უზომო სიყვარული.

You might also like