Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 2

თუ გავითვალისწინებთ რომ თავისუფლების ძირითდი უფლებები ადამიანისათვის

უზრუნველყოფენ საქმიანობის და მოქმედების თავისუფალ სფეროს, რომელშიც


სახელმწიფო საერთოდ ვერ ერევეა ან ერევა მხოლოდ სპეციალური დასაბუთებით, ცხადი
გახდება რომ ხელოვნების თავისუფლება ისევე როგორც უუმეტესობა ძირითდი უფლებებისა
სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. ამ მუხლიდან კარგად ჩანს რომ ხელოვნების
თავისუფლება უზრუნველყოფილია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის არამედ ყველა
ადამიანისთვის და შესაბამისად წარმოადგენს არა სამოქალაქო არამედ ადამინის უფლებას.
ხელოვნების მთავარი არსი არის თავისუფალი შემოქმედებითი პროცესი რომლის დროსაც
ხელოვანის შთაბეჭდილებები, გამოცდილება და წარმოდგენები უშუალო გამოხატულებას
ჰპოვებს გამოსახვის კონკრეტული ფორმის საშუალებებით. შემოქმედებით პროცესის დროს
ერთად მოქმედებენ ინტუიცია, ფანტაზია და ხელოვნების გაგება. ეს პროცესი და მიღებული
შედეგი არის ხელოვანის პიროვნების უშუალო გამოხატულება კერძოდ- ხელოვნება .
ხელოვნების თავისუფლების ძიროთადი უფლება იცავს და ხელოვანისთვის
უზრუნველყოფს თავისუფალ შემოქმედების პროცესს. შემოქმედებითი საქმიაობის სფეროში
ცენზურა დაუშვებელია, აკრძალულია შემოქმედებითი საქმიანობის მეთოდებზე შინაარსძე
და ტენდენციებზე ზემოქმედება, განსაკუთრებით შემოქმედებითი საქმიაობის სფეროს
შეზღუდვა ან ამ სფეროშ შეჭრა, ანდა შემოქმედებითი პროცესისათვის ზოგადსავალდებულო
წესების დადგენა . ხელოვნების თავისუფლების დაცულ სფეროში შედის თვისახელოვნებო
საქმიანობა. იგი ასევე იცავს ხელოვნების ქმნილების საზოგადოების, ხალხის წინაშე
წარდგენისა და გავრცელების პროცესსაც. აქედან გამომდინარე ხელოვნების თავისუფლების
ძირითდი უფლების გამოყენება შეუძლიათ როგორც ხელოვნების ქმნილების ავტორებს ისე
ვინც მონაწილეობს ხელოვნების გავრცელებაში. ამ მუხლის მეორე პუნქტი
ინტელექტუალური საკუთრების უფლებას ხელშეუვლად აცხადებს. ეს უფლება
ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლებიდან გამომდინარეობს, რადგან
ინტელექტუალური საკუთრება თავისუფალი შემოქმედებითი პროცესის სახელოვნებო
საქმიანობის შედეგად იქმნება. ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლებით დაცულ
სფეროში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ კონსტიტუციის მუხლი
როგორც ინტელექტუალური შემოქმედებისა და ინტელექტუალური საკუთრების
სპეციალური კონსტიტუციური ნორმა. ხელოვნების თავისუფლება იცავს როგორც
შემოქმედებით საქმიანობას ისე მის შედეგს. კანონი ითვალისწინებს ხელოვნების
თავისუფლების შინაარსს რომლის მიხედვითაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ
რამდეენად ღირებულია ინტელექტუალური შემოქმედების კონკრეტული ნაწარმოები ანუ არ
აქვს მნიშვნელობა იმას რა ჟანრისაა, მოცულობის, გამოხატვის ფორმის და ა.შ
ინტელექტუალური ~შემოქმედების ნაყოფი . ხელოვნების თავისუფლების ძირითდი
უფლების სუბიექტეები არიან არამხოლოდ ფიზიკური არამედ იურიდიული პირებიც.
მაგალითად მუსიკალური თ სამხედრო სასწავლებლები, ორკესტრები, გალერეები და სხვა.
ამასთანავე საყურადგღებოა ის ფაქტიც რომ აქ იგულისხმება არამხოლოდ კერძო არააამედ
საჯარო სამართლის იურიდიული პირებიც. ხლოვნების თავისუფლებით დაცულ სფეროში
ჩარევას წარმოადგენს ისეთი შემთხვევები როცა სახელმწიო ხელს უშლის შემოქმედს
სახელოვნებო საქმიანობის განხორციელებაში და ამ საქმიანობის |შედეგის გავრცელებაში.
ჩარევა შესაძლებელია გამრთლებული იყოს მხოლოდ მაშინ როცა იგი ეყრდნობა კანონიერ
საფუძველს. კონსტიტუციით არ არის შეზღუდუოლი თვითსახელოვნებო საქმიანობა ანუ
შემოქმედებითი პროცესი. ამ ნაწილში ხელოვნების თავისუფლების ძირითადი უფლება ანუ
ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება კონსტიტუციის მიერ აბსოლუტურად
უზრუნველყოფილია და შესაბამისად დაუშვებელია მისი რაიმე სახით შეზღუდვა.
კონსტიტუცია გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს მხოლოდ სახელოვნებო საქმიანობის შედეგის
გავრცელების მიმართ. ამდენად შემოქმედებითი ნაწარმოების გავრცელება შესაძლებელია
შეიზღუდოს ან აიკრძალოს მხოლოდ აღნიშნულ და არა რაიმე სხვა საფუძველზე.ეს ნიშნავს
რომ დაუშვებელია შემოქმედებითი ნაწარმოების სხვადასხვა ნაწილების იზოლირებულად
ერთმანეთისაგან მოწყვეტილად განხილვა და შემგედ მასზე მსჯელობა.

You might also like