Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ციცერონი (106-43) ანტიკური პერიოდის ისტორიკოსი

ციცერონის დამოკიდებულება კლასიკური ბერძნული თეორიების მიმართ მსგავსია


ზოგადად ძველ ბერძნულ და რომაული კულტურებს შორის დამოკიდებულებისა. როგორც
ცნობილია, რომაელებმა პრაქტიკულად ყველაფერი გადმონერგეს ბერძნული კულტურიდან.
ანტიკური პერიოდის ორიგინალური რომაული მონაპოვარია მხოლოდ სამართალი და
გზათმშენებლობა. რაც შეეხება ფილოსოფიისა, საბერძნეთიდან რომში გავრცელდა
ძირითადად სამი მიმდინარეობა: სკეპტიციზმი, ეპიკურეიზმი და სტოიციზმი.

ციცერონი, როგორც ფილოსოფოსი ეკლექტიკოსი იყო და მის ნაწარმოებში ვხვდებით


როგორც სტოიციზმის, ასევე ეპიკურეიზმისათვის და აკადემიური სკეპტოციზმისათვის
არაერთ თეზისს. მისი პოლიტიკური თეორია მთლიანად პლატონის და არისტოტელეს
თემატიკის ირგვლივ ტრიალებს. მაგრამ ამავდროულად მის ნაწერებში არის განხილული
ახალი თემები და აღინიშნება სრულიად განსხვავებული აზრები. პლატონის და
არისტოტელესაგან განსხვავებით, ციცერონი არა მხოლოდ თეორეტიკოსი, არამედ მოქმედი
პოლიტიკოსიც იყო.

ციცერონის პოლიტიკური შეხედულებები გადმოცემულია მის 2 ნაშრომში: "სახელმწიფო” და


"კანონები". ეს ნაშრომები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძველი ცნობილი სახელმწიფო
მოღვაწის და ფილოსოფოსის იდეების თვალსაზრისით არამედ იმ მხრივაც, რომ მასში
შემონახულია ინფორმაცია ელინ ეპოქის არაერთი ავტორის შესახებ. (ციცერონის შრომები
ერთადერთი წყაროა) „სახელმწიფო“ დაკარგულად ითვლებოდა და მხოლოდ XIX ს-ში
აღმოაჩინა ანჯელო მაიმ. (ვატიკანის ბიბლიოთეკის პრეფექტმა,)

1 სახელმწიფოს მსახურება

სახელმწიფოს მსახურება არის პირველი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ეხება ციცერონი.


მისი პირველი კითხვაა თუ - რატო იგდებდნენ თავს სახელმწიფო მოღვაწეები საფრთხეში? ამ
კითხვაზე პასუხად, ციცერონი მიუთითებს ორი ერთმანეთთან დაკავშირებულ ფენომენზე.
კერძოდ, საერთო სიკეთის მსახურებასა და ღირსების გრძნობაზე. ციცერონი „ბუნებისაგან
ბოძებულ“ ღირსებაზე საუბრობს, რომელიც ადამიანური ფენომენია. ღირსების გრძნობას კი
სახელმწიფო მოღვაწეობასთან აკავშირებს.

კითხვაზე თუ რომელი სახელმწიფო წყობაა ყველაზე უკეთესი, სციპიონი ამბობს, რომ: „არ
არსებობს მმართველობის უფრო მახინჯი ფორმა, ვიდრე ის რომლის დროსაც ყველაზე
უკეთესად ითვლებიან უმდიდრესი ადამიანები“.

ღირსების - ადამიანის არსობრივ მახასიათებლად გამოცხადებით, სახელმწიფოსათვის


მსახურება ადამიანის ბუნებრივ მოწოდებად გამოცხადდა.

2 სახელმწიფოს ბუნება და მმართველობის საუკეთესო ფორმა

ციცერონი მიიჩნევს, რომ სახელწიფო რაღაც ისეთია, რაც უშუალოდაა დაკავშირებული


ხალხთან, რაც მისი ხვედრია. ხალხი კი ადამიანთა ისეთი ერთობაა, რომელსაც აქვს ერთიანი
სამართალი და საერთო ინტერესები. „და ასეთი გაერთიანების პირველი მიზეზი მათი
სისუსტე კი არ არის, არამედ ბუნებრივი მისწრაფებაა ერთად ცხოვრებისაკენ".

მაგრამ საიდან იღებს დასაბამს თავად კანონი და სამართალი ? არისტოტელეს ტრადიცია


გვამცნობს, რომ არსებობს ბუნებითი და კონვენციონალური სამართალი. მისგან
განსხვავებით, ციცერონი არ ცნობს ბუნებითი სამართლის იდეას. მისი აზრით ბუნებითი
სამართლის ნორმები, რომ არსებობდნენ, მაშინ ყველა ხალხს ერთი და იგივე
სამართლებრივი ნორმები ექნებოდა. აქედან, ერთადერთი საფუძველი, რომელიც
სახელმწიფოში არსებულ კანონებს შეიძლება ჰქონდეთ, არის ურთიერთთანხმობა.

ციცერონი გამოყოფს 3 სახელმწიფოს ფორმას: სამეფო ხელისუფლებას, არისტოკრატიას და


დემოკრატიას. და ამ ფორმების კომბინაცია ერთ პოლიტიკურ სხეულში მისთვის
წარმოადგენს საუკეთესო სახელმწიფო მოწყობას. (რომის რესპუბლიკის წყობა)

3 საზღვაო და ხმელეთის სახელმწიფოები

ციცერონი ხმელეთის სახელმწიფოს ანიჭებს უპირატესობას. ხმელეთზე მდებარეობა მისთვის


მომგებიანია სამხედრო თვალსაზრისით, ხმელეთიდან მტრის კონტროლი უფრო იოლია.
სამაგიეროდ, ციცერონს, ისევე როგორც არისტოტელს არ მიაჩნია გამართლებულად
ზღვისპირას ქალაქის დაარსება რადგან ასეთი ქალაქი უფრო სუსტია სამხედრო
თვალსაზრისით და იქ დიდია უცხოტემელთა ზეგავლენა.

შუა საუკუნეების პოლიტიკური თეორიები

ძველი მსოფლიო ისტორიის დასასრულად რომის იმპერიის დამხობა ითვლება. ქრისტიანობა


ჯერ კიდევ რომის იმპერიაში დამკვიდრდა ოფიციალურ სარწმუნოებად. რელიგია საიმედო
დასაყრდენი უნდა გამხდარიყო უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული მონარქიული
რეჟიმისათვის.

პერიოდი ქრისტიანული სამეფოებისა და სამთავროების ჩამოყალიბებამდე საკმაოდ


დეტალურად აქვს გადმოცემული მაკიაველს თავის „ფლორენციიის ისტორიაში“. შემდეგი
პერიოდი, ზოგჯერ შუა საუკუნეებად, ზოგჯერ, ფეოდალიზმის ეპოქად და ზოგჯერ
დინასტიური სამეფოების ეპოქადაც მოიხსენიებენ.

სამივე ტერმინს შესაბამისი „იდეოლოგიური დატვირთვა“ აქვს და ერთსა და იმავე პერიოდის


ცხოვრების წესს ახასიათებს, მაგრამ სხვადასხვა თვალთახედვით. "შუა საუკუნეები”
აფიქსიერბს რაღაც საშუალო პერიოდს ისტორიის მსვლელობაში. „ფეოდალიზმის ეპოქა" ეს
ტერმინი ინტენციონალურად მიმართულია საკუთრებით ურთირთობაზე. და ბოლოს,
როდესაც ვსაუბრობთ "დინასტიურ სამეფოებზე“, ამ დროს ყურადლებას ვაქცევთ უმაღლესი
ხელისუფლების ორგანიზაციის წესს, რომელიც შესაბამის ეპოქის სახელმწიფოებისათვის
იყო დამახასიათებელი.

ამ ეპოქის ავტორები, მიუხედავად აღმსარებლობისა, მსგავს საკითხებს განიხილავდნენ. ეს


გამოწვეულია ორი მიზეზით: ჯერ ერთი, ამ პერიოდის სწავლულები ეყრდნობიან ანტიკურ
პოლიტიკურ თეორიასა და ბიბლიას, და მეორე, არის ეპოქისათვის დამახასიათებელი
ჰომოგენურობა ეპოქის კულტურებისათვის მნიშვნელოვანი ისეთი მახასიათებლების
მიხედვით, როგორიცაა ხელისუფლების ორგანიზაცია, ქალაქის ინფრასტრუქტურა და ყოფა,
სამხედრო საქმის ორგანიზაცია და ა.შ.

ნეტარე ავგუსტინე (354-430)

ნეტარი ავგუსტი ქრისტიანი ავტორია, რაც კარგად ჩანს „ღვთის ქალაქის“ ავგუსტინისეულ
ინტერპრეტაციაში. „ღვთის ქალაქი“ შეიცავს დინასტიური სამეფოების პერიოდისთვის
დამახასიათებელ საკითხებს. ავგუსტინეს ასევე ეკუთვნის კიდევ ერთი ნაშრომი, „აღსარება“,
რომელშიც გადმოცემულია ადამიანის ღმერთთან მიმართების სიღრმისეული შრეები და
თავად რწმენის ანალიზი.

„ღვთის ქალაქის“ პირველი ნაწილი ეძღვნება ქრისტიანობის დაცვას წარმართული


რელიგიისაგან. ავგუსტინეს პოლიტიკური დოქტრინაში ერთმანეთს უკავშირდება ეკლესია
და სახელმწიფო. წმინდა წერილი წარმოადგენს ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპს.
ავგუსტინეს მიერ გაანალიზებური ძირითადი კატეგორიებია ეკლესია, სახელმწიფო,
ზეციური ქალაქი და მიწიერი ქალაქი. ეკლესია ღვთაებრივად განსაზღვრული საზოგადოება,
წმინდა წერილის მცველია. სწორედ ეს უაკანასკნელი უტოვებს ადამიანებს ღმერთის ხილვის
იმედს, რომელიც ავგუსტინეს ინტერპრეტაციაში სამყაროს მთავარი სათნოებაა. ეკლესია და
სახელმწიფო, ორი ამქვეყნიური საზოგადოებაა, რომლებიც ამ სათნოებისაკენ მიისწრაფვის.

ავგუსტინეს მიაჩნია, რომ ადამიანი ბუნებით სოციალური არსებაა. მაგრამ იმისათვის რომ
ქალაქის მცხოვრები მოქალაქედ იქცეს მხოლოდ ადამიანის მისწრაფება საკმარისი არ არის.
ამისთვის საჭიროა სამართლიანობა. სამართალი უზრუნველყოფს ადამიანთა საზოგადოების
ერთიანობას, განამტკიცებს საზოგადოებრივ მშვიდობას, რომლის გარეშე არ არსებობს არც
ერთი საზოგადოება. სახელმწიფოს განსაზღვრებას ავგუსტინე ციცერონს ესესხება და
აცხადებს, რომ სახელმწიფო არის ადამიანთა ისეთი გაერთიანება, რომელიც ეფუძნება
საერთო უფლებებს და ინტერესებს.

ზოგადთეორიულ დებულებებს ავგუსტინე იყენებს რომის იმპერიის კრიტიკისათვის.


იმპერიის პერიოდის რომს ის რესპუბლიკურ რომს ამჯობინებს, თუმცა იმასაც აღნიშნავს,
რომ არც ეს უკანასკნელი დგას ახლოს ზეციური ქალაქის იდეალურ მოდელთან. ქვეყანა,
რომლის მმართველობა ხორციელდება თავისუფალთა მიერ განგების კარნახით,
გარემოცულია ქვეყნის სიყვარულით, აღმატებული ღირებულებებით, მეგობრობის რწმენით,
კარგი ქცევის მიბაძვით - ასეთი ქვეყანა ბუნებრივი წესებით მოეწყობა. ჭეშმარიტ
მორწმუნეთა ქვეყანაში მმართველები მათი მსახურები არიან, ვინც იმართება. ქვეყნის
მართვას განსაზღვრავს მოვალეობის გრძნობა. ამგვარია ღვთის მიერ დაწესებული ბუნებრივი
წესრიგი. რა თქმა უნდა, ასეთ სახელმწიფოშიც არსებობს ხელისუფლება, მაგრამ ის
თავისუფალია ამბიციებისა და ამპარტავნებისაგან. მაგრამ, "როგორი სრულყოფილიც არ
უნდა იყოს ამქვეყნიური სახელმწიფო, ის მხოლოდ დროებით მშვიდობას და
საზოგადოებრივი სიკეთეს განამტკიცებს.

You might also like