Professional Documents
Culture Documents
6 7 თავი
6 7 თავი
კოლუმბის განცხადებამ იმის შესახებ, რომ მან მალაკას მიაღწია, აიძულა პორტუგალია
ხელშეკრულება დაედო ესპანეთთან. იპოვა ინდოეთისაკენ დასავლეთის გზა, მაგელანმა
დაასრულა კოლუმბის საქმე, მან აღმოაჩინა ფილიპინების კუნძულები და ბოლოს მიაღწია
მალაკას (1521წ.) კოლუმბის შემდეგ ამერიკის კოლონიზაცია დაჩქარებული ტემპით
მიმდინარეობდა. ჰაიტისა და კუბის შემდეგ, XVI საუკუნის 20-იან წლებში ესპანელებმა
დაიპყრეს პანამა, მექსიკა და მისისიპის შესართავი, შემდეგ უკვე გვატემალა და ჰონდურასი.
1530-1540 წლებში ესპანელებმა დაიპყრეს პერუ, ბოლივია და ჩილე, ხოლო XVI საუკუნის
მეორე ნახევარში არგენტინა.
ახალი დროის პირველი გეოპოლიტიკური სურათი ჩამოყალიბდა პორტუგალიისა და
ესპანეთის მიერ კოლონიების დაპყრობის შემდეგ, როდესაც 1494 წ, რომის პაპის ალექსანდრე
VI შუამდგომლობით, დაიდო ტორდესილიასის ხელშეკრულება. ტორდესილიასის
ხელშეკრულებით არაევროპული მსოფლიო გაიყო დასავლეთ-ესპანური და აღმოსავლეთ-
პორტუგალიურ კოლონიებად. ხელშეკრულებით გაფორმდა ე.წ. „დახურული ზღვის
დოქტრინა“, რომელიც გულისხმობდა ესპანეთისა და პორტუგალიის უფლებას, საზღვაო
სივრცის გაკონტროლებასა და სხვა ქვეყნისათვის ცურვის უფლების მინიჭებაზე. მსოფლიოს
ეს პირველი დაყოფა განმტკიცდა 1529 წელს სარაგოსის ხელშეკრულებით. ეს იყო მსოფლიოს
პირველი ბიპოლარული სურათი ახალ დროში, რომელმაც დაუდო სათავე ტორდესილიასის
გეოპოლიტიკურ ეპოქას.
მაგრამ ამ სურათმა დიდი ხანი ვერ გაძლო. გეოგრაფიული აღმოჩენები და ახალი მიწების
დაპყრობები განაპირობებდნენ კოლონისტების მოზღვავებას. 1497 წელს ინგლისელმა ჯონ
კაბოტმა, ეძებდა ინდოეთისაკენ ჩრდილო–დასავლეთის გზას და აღმოაჩინა ნიუფანდლენის
ნახევარკუნძული, ხოლო მისმა ვაჟიშვილმა სებასტიანმა გამოიკვლია ჩრდილოეთ ამერიკის
აღმოსავლეთ სანაპირო. ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიალიზაციაში ინგლისელებისა და
ესპანელების გარდა მონაწილეობა მიიღეს: ფრანგებმა, ჰოლანდიელებმა, რუსმა
მეზღვაურებმა, სამხედროებმა, მოგზაურებმა, ვაჭრებმა, ავანტიურისტებმა. 1535 წელს
ფრანგმა ჟაკ კარტიემ კანადა გამოაცხადა საფრანგეთის მეფის სამფლობელოდ. 1682 წელს
სალამამ გამოაცხადა მისისიპის აუზი საფრანგეთის მეფის სამფლობელოდ და უწოდა
ლუიზიანა ლუდოვიკო XIV-ს პატივსაცემად. 1607 წელს გაჩნდა პირველი ინგლისური
კოლონია ამერიკის კონტინენტზე - ვირჯინია, ხოლო XVII საუკუნის ბოლოს ცამეტ
ინგლისურ კოლონიას ჩრდილოეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო ეკავა.
ჰოლანდიელებმა 1626 წელს გუძონის შესართავთან დაარსეს დასახლებული პუნქტი ახალი
ამსტერდამი. რუსებმა გადალახეს ბერინგის სრუტე, აითვისეს ალიასკის ტერიტორია და
მიიწევდნენ ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთისაკენ, სანამ შეეჯახნენ ესპანელებს, რომლებმაც
კალიფორნია თავიანთ კოლონიად აქციეს.
თავის მხრივ, XIX ს-ის 80-იან წ-ში გაძლიერებას იწყებს ახლადგაერთიანებული გერმანიის
იმპერია, რომელმაც კოლონიალური დაპყრობითი ომები ინგლისზე და საფრანგეთზე
დაიწყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს გერმანია ფლობდა აფრიკაში ტანგანიკას,
კამერუნს, ტოგოს, სამხრეთ-დასავლეთ აფრიკას, ოკეანიაში კუნძულ ახალი გვინეის ნაწილს,
სოლომონის კუნძულების ნაწილს, ბისმარკის, მარშალის, მარიანის და კაროლინის
კუნძულებს.
მსოფლიოს მეორე კოლონიალური იმპერია იყო რუსეთი ტერიტორიით 22,8 მლნ. კვ. კმ.
დაახლოებით 170 მლნ. მოსახლეობით. შემდეგ მოდიოდა საფრანგეთი 11,1 მლნ. კვ. კმ.
მოსახლეობა 95 მლნ. კაცი. შემდეგ გერმანია- 34 მლნ.კვ. კმ. მოსახლეობა-77,2 მლნ. კაცი. აშშ-
9,7 მლნ.კვ.კმ. მოსახლეობა-106,7 მლნ. კაცი იაპონია 0,7 მლნ. კვ. კმ, მოსახლეობა-72,2 მლნ
კაცი. იტალია დაახლოებით- 2 მლნ.კვ.კმ. მოსახლეობა 1 მლნ. კაცი. თითქმის მთელი
მსოფლიო პირველად გახდა გადანაწილებული კოლონიალურ სახელმწიფოებს შორის.
60