Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

დიმიტრი წულაია

ნიკოლო მაკიაველი

მაკიაველი გამოჩენილი ისტორიკოსი, დრამატურგი,ფილოსოფოსი და მწერალი


გახლდათ. ის ასევე იყო წარმატებული პოლიტიკოსი. მაკიაველის ნაწარმოებები
უმეტესად განიხილებოდა ისტორიულ კონტექსტში. მისი ნამუშევრებით
ხელმძღვანელობდნენ ცნობილი სახელმწიფოს მმართველები. მაგალითად,
მაკიაველის ერთ-ერთი პოლიტიკური ჟანრის ნაშრომი, ‘’მთავარი’’ დიდ გავლენას
ახდენდა ისეთ პოლიტიკოსებზე, როგორებიც იყვნენ ნაპოლეონ ბონაპარდი, იოსებ
სტალინი. ნაპოლეონ ბონაპარტს ეს წიგნი ბრძოლებში თან დაჰქონდა და ძალიან
ხშირად კითხულობდა. რადგან ‘’მთავარში’ არის მოცემული არაერთი რჩევა, რომლებიც
დიდი სახელმწიფოს მმართველებისთვისაც კი ინტერესის სფეროს წარმოადგენდა.
მაკიაველს რენესანსის ეპოქაში უწევდა ცხოვრება. თითქოს ამ ეპოქის სიახლეებმა და
გადატრიალებებმა მაკიაველის წერის სტილზეც იმოქმედეს.მაგალითად, მაკიაველის
ნაწარმოებებში ჩანს რომ პერსონაჟები მოქმედებენ თავიანთი სურვილისა და
მისწრაფებების და არა გარედან მოცემული ზნეობრივი ნიმუშ3ების შესაბამისად.
პოლიტიკის სწორი გააზრება კარგად ჩანს მაკიაველის ერთ-ერთ წერილში. ის ამ
წერილში ფლორენციის მაშინდელ მდგომარეობას აღწერს და აღინიშნება ისიც, რომ
ფლორენციის იმ დროინდელი მდგომარება პოლიტიკურ ჭრილში საკმაოდ კარგად აქვს
გააზრებული მაკიაველს.
მაკიაველის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაშრომი ‘’მთავარი’’ დიდი მაგალითი და
შეიძლება ითქვას ინსტრუქციაა მომავალი თუ მოქმედი პოლიტიკოსებისათვის.
მაკიაველი ‘’მთავრის’’ ტექსტზე მუშაობას იწყებს მისი პოლიტიკური კარიერის
დასრულების შემდეგ. მისი პოლიტიკური კარიერის დასრულებიდანვე იწყება
მაკიაველის მეორე თეორიული პერიოდი.
რატომ მოიპოვა მისი ნაშრომებიდან ყველაზე დიდი პოპულარობა მთავარმა?
ალბათ იმიტომ რომ ამ წიგნისადმი ყველაზე მეტად გამოჩენილი პოლიტიკოსებიც კი
იყვნენ დაინტერესებულნი.
‘’მთავრის’’ ერთ-ერთ მონაკვეთში ჩანს მაკიაველის დამოკიდებულება ადამიანის
ბუნებისადმი.როგორ ახასიათებს ის ადამიანებს?
ძირითადად, მაკიაველი ტექსტში საუბრობს იმ ადამიანების ბუნებაზე, რომლებიც
უპირატესობას გამუდმებით ახალ მმართველს ანიჭებენ, ამით ისინი აღიზიანებენ
მოქმედ მმართველსაც და ასევე მათ არ იციან თუ როგორი იქნება ახალი მმართველი.
მაკიაველი ადამიანის ამ ბუნებას არ ამართლებს და მათი ეს ქმედებები გაუაზრებელი
მიაჩნია. მაკიაველი ამბობს: ‘’ადამიანები ხალისით იცვლიან ბატონს, რადგან
სჯერათ,რომ ამით ცხოვრება გაუმჯობესდება’’ (მაკიაველი, 2019,111) მაკიაველი
ფიქრობს, რომ ამგვარი რწმენა ბატონს მოუწოდებს მათი დასჯისაკენ.
ადამიანის ბუნების ცოდნაზე დაყრდნობით მაკიაველი განიხილავს მ,აგალითებს
თუ როდის იქნება ხალხი კმაყოფილი. თუ მმართველი იპყრობს ახალ სახელმწიფოს და
იქ მცხოვრებ ხალხს არ უცვლის საცხოვრებელ პირობებს, ვგულისხმობ იმას, რომ იქ
მცხოვრები ხალხის საცხოვრებელი პირობები არ უარესდება, მაშინ ხალხის მხრიდან
ნაკლები იქნება წინააღმდეგობა, შეიძლება საზოგადოებაში გამოერიონ ისეთი
ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგნი იქნებიან ახალი მმართღველის თუმცა ისინი ვერ
გაბედავენ დაუპირისპირდნენ მას< რადგან ასეთ ხალხს ძალიან ეშინია გაღატაკების,
რაც ახალ მმართველთან დაპირისპირებით ემუქრებათ.’’ დაშინებულნი, ვაითუ
გაღატაკებულთა დღეში ჩავცვივდეთო, ვერ გაბედავენ ურჩობას’’ ( მაკიაველი,2019, 112)
ადამიანის ბუნების განხილვით მაკიაველი გზას უკაფავს პოლიტიკოსებს, ვინაიდან
კარგი პოლიტიკოსი, შეუძლებელია არ იცნობდეს ადამიანთა ბუნებას.
‘’მთავარში’’ ასევე არანაკლებ საინტერესოა აგათოკლეს ისტორია და პოლიტიკური
ნაბიჯები, რომელიც ასევე მაკიაველის განხილვის საკითხი გახდა.
აგათოკლე გახლდათ მდაბიური წარმოშობის ადამიანი, რომელმაც საკუთარი
შრომითა და ძალისხმევით თავი დაიმკვიდრა პოლიტიკაში. მაკიაველი
ამბობს:’’ვიღაცის შემწეობით კი არ მიუღწევია მთავრის ძალაუფლებისათვის,
არამედიმის წყალობით, რომ სამხედრო სამსახურში თანმიმდევრულად განვლო ყველა
საფეხური...’’(მაკიაველი, 2019, 119)
აგათოკლეს პოლიტიკურ წარმატებაში ბედისწერრას არანაირი როლი არ
უათამაშია, ყოველივე მან საკუთარი შრომით შეძლო. მაკიაველი ამ მხრივ
აგათოკლესადმი დადებით დამოკიდებულებას ავლენს, თუმცა მაკიაველი
ამბობოს:’’ქველი მაინც არ შეიძლება ეწოდოს თანამოქალაქეთა მკვლელს, მეგობრების
გამყიდველს, მუხანათს, გულმხეცსა ცდა უღმერთო კაცს’’(მაკიაველი,2019,119)
მაკიაველს აგათოკლეს ეს თვისებები იმდენად უარყოფითად მიაჩნია, რომ მის
ყოველ დადებით თვისებას ძალას უკარგავს, ის თვლის, რომ ამნაირი თვისებებით
შესაძლებელია ძალაუფლების ხელში ჩაგდება, მაგრამ დიდების მოხვეჭა შუძლებელი.
„მთავარში’’ ალბათ ყველაზე საინტერესო საკითხი, რომელიც უამრავი
ადამიანისთვის დავის საკითხად იქცა ის არის, რომ უნდა ეშინოდეთ თუ უნდა უყვარდეთ
მთავარი. ზოგიერთი მიიჩნევს რომ, მთავარი უნდა უყვარდეთ და ამავდროულად უნდა
ეშინოდეთ კიდევაც მისი.
მაკიაველი თვლის, რფომ ყოველი მმართველი უნდა ცდილობდეს, რომ
გულმოწყალე ადამიანის სახელი მოიხვეჭოს, თუმცა ზოგჯერ გადაჭარბებული
გულმოწყალებაც მავნებელია და ეს იგივეა საწამლავს საკუთარი თავისთვის იმზადებდე.
მეტისმეტმა გულმოწყალებამ შეიძლება ხელიც კი შეუწყოს ქვეყნის არევ-დარევას.
მაკიაველი ამბობს: ‘’ მეტისმეტი გულმოწყალება დასაბამს აძლევს ხოცვა-ჟლეტას
და ძარცვა-გლეჯას, ეს კი მთელი მოსახლეობის ნამდვილი უბედურება
გახლავთ’’(მაკიაველი, 2019, 133)
‘’გაცილებით გიჯობდეს, შიშს უნერგავდე ხალხს და არა სიყვარულს, რადგანაც
ადამიანებზე შეიძლება ზოგადად ითქვას, რომ ისინიუმადურნი არიან, მერყევნი,
ორგულნი, ჯაბანნი, ხარბნი’’( მაკიაველი, 2019,133)
ვიდრე ამ ადამიანების კეთილისმყოფელი ხარფ ისინი ნამდვილად არანაირ
საფრთხეს არ წარმოადგენენ, თუ ერთ დღესაც ისეთი კეთილი ვერ იქნები მათდამი,
როგორიც ადრე, ისინი შენს წინააღმდეგ დაიწყებენ ბრძოლას, ასეთია ადამიანთა
ბუნება, ამიტომაც გაცილებით უნდა უჯობდეს მმართველს მათ შიშს უნერგავდეს ვიდრე
სიყვარულს, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გაქარწყლდეს.
მაშასადამე, დავინახეთ თუ როგორი ხედვა აქვს მაკიაველს ადამიანთა ბბუნების
მიმართ, როგორ აფასებს ის აგათოკლეს პოლიტიკურ ნაბიჯებს და რის საფუძველზე
ამბობს, რომ აგათოკლეს პოლიტიკური ნაბიჯები მეტად უარყოფითია ვიდრე დადებითი
და საბოლოოდ განვიხილეთ და ჩამოვაყალიბეთ აზრი იმის შესახებ უნდა უყვარდეთ თუ
უნდა ეშინოდეთ მმართველის და რათქმა უნდა მაკიაველის დამოკიდებულებასაც
მკაფიოდ ხაზი გავუსვით ტექსტში.
ბიბლიოგრაფია

ნიკოლო მაკიაველი.2019.მთავარი.შესავალი თანამედროვე აზროვნებაში1.


თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.110-170 გვერდები.

You might also like