Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

კავკასიის უნივერსიტეტი

სამართლის სკოლა

რეფერატი

,,საარჩევნო სამართალი“

სამართლის სკოლის (საბაკალავრო) პროგრამის III


კურსის
სტუდენტი: მარიამ გაბაიძე

ლექტორი: ხათუნა
გოგორიშვილი

თბილისი
2022
1. შესავალი

სახელმწიფოს დემოკრატიულობას საარჩევნო პროცესი განსაზღვრავს.


მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების
უფლება პერიოდულ და თავისუფალ არჩევნებში გამოხატულ ხალხის ნებას
ეფუძნებოდეს.
საარჩევნო სისტემა ქმნის გარემოს, სადაც ხორციელდება მოქალაქის საარჩევნო
უფლება, აირჩიოს და არჩეულ იქნეს ხალხის წარმომადგენლად.

საარჩევნო სამართალი სამართლის ის დარგია, რომელიც საარჩევნო


პროცესს, როგორც ერთ მთლიან სისტემას შეისწავლის. დარგის მიზანს კი
საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლოებითი ორგანოებისა თუ
თანამდებობის პირთა არჩევის წესის განსაზღვრა და კონკრეტულ
საარჩევნო სამართლებრივ ნორმათა რეგულირება წარმოადგენს.
მოცემულ რეფერატში წარმოდგენილი იქნება „საარჩევნო სამართლის“
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მიღებული ცოდნის შეფასება, რომელიც
ინდივიდუალურ კრიტერიუმებზე იქნება დაყრდნობილი.

ჩემი შეფასება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა ერთობლიობაც


საბოლოო ჯამში ქმნის საარჩევნო სამართალს.

2. პარლამენტის წევრთა რაოდენობა და არჩევის


წესი

3. საარჩევნო სისტემა

მაჟორიტარული სისტემა - ამ სისტემის გამოყენებისას დეპუტატის


მანდატებს იღებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კანონით
დადგენილი ხმების უმრავლესობა (აბსოლუტური ან ფარდობითი)
მიიღეს. აღნიშნული სისტემა უმეტესად ერთმანდატიან საარჩევნო
ოლქებში გამოიყენება, თუმცა შესაძლებელია მისი მრავალმანდატიან
ოლქში გამოყენებაც. მარტივად რომ ვთქვათ, მაჟორიტარულ
სისტემაში არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებმაც
მიიღეს დადგენილ ხმათა უმრავლესობა
ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემის დადებით მხარეს
წარმოადგენს შემდეგი, რომ იგი გამარჯვებული პარტიისთვის
უზრუნველყოფს უმრავლესობას პარლამენტში, რაც მნიშვნელოვან
როლს თამაშობს მთავრობის ფორმირებისა და პოლიტიკური
სტაბილურობის კონტექსტში.
ასევე, განაპირობებს მსხვილი პარტიებისა და ბლოკების
ფორმირებას. საბოლოო ჯამში კი ხელს უწყობს ამომრჩევლებსა და
წარმომადგენლებს შორის უშუალო ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
მაგალითისთვის, დეპუტატები ნაკლებად არიან დამოკიდებული
საკუთარ პარტიულ ვერტიკალზე.
უარყოფით მხარეს წარმოადგენს შემდეგი, რომ მოცემული სისტემა
ქმნის არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს, რამაც შეიძლება
გამოიწვიოს საზოგადოების პოლარიზაცია, ესე იგი, მათი კონკრეტული
პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და დაპირისპირება (მაგ; „სისხლიანი
ნაცები“, „სულელი ქოცები“ და ა.შ.).
ასევე, მაჟორიტარული სისტემის გამოყენებისას ხშირად იკარგება
ამომრჩეველთა ხმები. გამწვავებული კონფლიქტების მქონე
საზოგადოების პირობებში მაჟორიტარული სისტემა სახიფათოა
დემოკრატიისთვის
იგი ასევე მოიცავს დამატებითი ხარჯების საჭიროებას, მეორე ტურის
გამართვის აუცილებლობის შემთხვევაში.

პროპორციული სისტემა - მისი არსი შემდეგში მდგომარეობს –


ამომრჩევლის ხმებისთვის იბრძვიან არაკანდიდატები, არამედ
პარტიები. პარტიები არჩევნებში მონაწილეობენ პარტიული სიების
საშუალებით, სადაც რიგითობა განსაზღვრულია საარჩევნო მანდატის
მიღების მიხედვით. ამომრჩეველი ხმას აძლევს პარტიას, რაც
ავტომატურად ნიშნავს ხმის მიცემას მთლიანად სიისთვის, მანდატები
პარტიებს შორის ნაწილდება მიღებული ხმების პროპორციულად.

დადებით მხარეზე საუბრისას პირველ რიგში უნდა აღინიშნოს


შემდეგი, რომ აღნიშნული საარჩევნო სისტემა უზრუნველყოფს
სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების მქონე მოსახლეობის
ჯგუფების წარმომადგენლობას. ასევე, პარტიის მიერ მიღებულ
მანდატთა რაოდენობა მიღებულ ხმათა რაოდენობის
პროპორციულია. როგორც წესი, მცირეა დაკარგულ ხმათა
რაოდენობაც. ასევე, პროპორციული სისტემს მეშვეობით, პარტიას
შეუძლია პარტიული სიის გამოყენებით უზრუნველყოს სათანადო
განათლებისა და გამოცდილების, თუმცა ამომრჩევლებისთვის
ნაკლებად ცნობილი პირის არჩევა.

იგივე სისტემის გამოყენებისას ამომრჩევლისთვის რთულია


პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობის გარკვევა,
ამიტომაც იგი საბოლოო გადაწყვეტილებას ლიდერთა მიმართ
არსებული ინდივიდუალური დამოკიდებულებით იღებს. ამის გამო კი
არჩეულ პირთა შორის ისეთებიც ხვდებიან, რომელთა ფუნქციაც,
ფაქტობრივად, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში
მონაწილეობაა. ასევე, იმ პირობებში, როდესაც პარტიათა შიდა
მოწყობა არადემოკრატიულია, პარტიულ სიებს მხოლოდ პარტიის
ხელმძღვანელობა ადგენს. ასეთ დროს კი გამორიცხული არ არის
სიები პირადი, სუბიექტური დამოკიდებულების პრინციპით შეადგინონ.
გარდა ამისა, კანდიდატები დამოკიდებული არიან პარტიულ
ვერტიკალზე.

შერეული საარჩევნო სისტემა - აერთიანებს მაჟორიტარული და


პროპორციული სისტემების ელემენტებს,მათი თანაფარდობის
მიხედვით შეიძლება გამოიყოს სიმეტრიული და ასიმეტრიული
სისტემა.
შერეული საარჩევნო სისტემების გამოიყენების მიზანი სხვადასხვა
სისტემის დადებით მხარეთა გაერთიანება და ნაკლოვანებათა
შემცირებაა.

4. ხმების დათვლა

მნიშვნელოვანია ხმების დათვლაში მონაწილეობდეს მხოლოდ


გამოცდილი და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პერსონალი და
ეს პროცესი მიმდინარეობდეს დაშინებისგან თავისუფალ გარემოში.
აღსანიშნავია, რომ ლოკალურად ხშირია შემთხვევა, როდესაც
კონკრეტული ჯგუფები დაშინებით თუ მუქარის გამოყენებით
ზემოქმედებენ ამომრჩეველთა ნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ
აღნიშნული ქმედება დასჯადია სსკ 162-ე მუხლით, პრობლემა
აქტუალურობას მაინც არ კარგავს.

ვფიქრობ, რომ არჩევნების შედეგების შეჯამებისას ხმების დათვლა


საუბნო საარჩევნო კომისიის ნაცვლად უნდა ხდებოდეს ცესკოს
ცენტრალურ ოფისში, რადგანაც ამ შემთხვევაში ვითარება უკეთ
გაკონტროლდება. სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან მიღებული
ბულეტენების ერთმანეთში შერევა ამომრჩეველს უკეთ დაარწმუნებს,
რომ საარჩევნო უბნები ვერ „დასჯიან“ მათ საკუთარი არჩევანის გამო.

საყოველთაო ხმის მიცემის უფლება მოითხოვს თითოეული მიცემული


ხმის აღრიცხვას. საარჩევნო თაღლითობისა და კორუფციის
პრევენციისათვის უნდა არსებობდეს შესაბამისი დამცავი მექანიზმები,
კანონმდებლობა კი სანქციებს ითვალისწინებდეს მსგავსი
დარღვევებისათვის (
ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის 41-ე მუხლით
გარანტირებულია კარგი მმართველობის უფლება. რომლის 41 (1)
თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება რომ მისი საქმე განიხილონ
მიუკერძოებლად, სამართლიანად გონივრულ ვადაში ევროკავშირის
ისტიტუტების, ორგანოების და სააგენტოების მიერ. ხოლო 41 (2) მუხლის
მიხედვით, ეს უფლება მოიცავს:

ა) ყოველი ადამიანის უფლებას მოუსმინონ, მანამდე სანამ ისეთი ზომები


იქნება მიღებული რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონი მის
მდგომარეობაზე;

ბ) ყოველი ადამიანის უფლება, ჰქონდეს ხელმისაწვდომობა დოკუმენტზე,


თუ ის არ წარმოადგენს პერსონალურ ან კომერციულ საიდუმლოებას.

ც) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას დაასაბუთოს მის მიერ


მიღებული გადაწყვეტილებები.

41 (3) ყოველ ადამიანს აქვს უფლება, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ


კავშირის ინსტიტუტების ან კომპეტენტური პირების მიერ გადაწყვეტილება
მიღებული იქნა სამართლის ძირითადი პრინციპების დარღვევით.
41 (4) ყოველ ადამიანს აქვს უფლება იმ ენაზე მიწეროს კავშირის ინსტუტებს
რომელზეც თავად სურს და მოითხოვოს პასუხი იმავე ენაზე. რაც შეეხება
ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის 41-ე მუხლით დაცულ სფეროს,
ის განმარტებულია ევროპის კავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებებში.
საგულისხმოა ისიც, რომ ევროპის კავშირის ძირითადი პრინციპები
სავალდებულოდ შესასრულებელია წევრი სახელმწიფოების
ინსტიტუტებისთვის, როდესაც ისინი მოქმედებენ ევროკავშირის სამართლის
ფარგლებში. ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის 41-ე მუხლის
კლასიფიცირება შემდეგნაირად შეიძლება: პირველ რიგში 41-ე მუხლის
შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს კარგი მმართველობის უფლება. 41 (2)
მუხლში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, როგორც კარგი მმართველობის
უფლება ისე ზიანის ანაზღაურების უფლება. 41 (3) მუხლში კარგი
მმართველობის და სასაუბრო ენის კავშირი 41 (4) მუხლი კი უფრო ირიბი
ხასიათისაა. ასევე მნიშვნელოვანია განსხვავდეს ევროკავშირის ძირითად
უფლებათა ქარტიის 41(2) მუხლის და 47-ე მუხლის შინაარსი. 41-ე მუხლის მე-
2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი გულისხმობს საკუთარი აზრის წარდგენის უფლებას.
47-ე მუხლი კი ვალდებულებას, რომ მოსმენა უნდა განახორციელოს
დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა ორგანომ/პირმა. 41 (1) მუხლი
უზრუნველყოს ყოველი ადამიანის უფლებას მისი საქმეები განხილული
იქნეს სამართლიანად, გონივრულ დროში კავშირის, ორგანოების,
ოფისების და სააგენტოების მიერ. ეს არის უფლების არსებითი დებულება.
41 (1) მუხლის უფრო ვიწრო განმარტება დაიცავდა უფრო მეტად
სპეციფიკურ (გამოყოფილ) უფლებებს, რომლებიც არ არის სპეციფიკურად
41(2)-ში მოცემული, როგორიც არის, მოსარჩელის საქმის მასალების
სრულყოფილი შესწავლის ვალდებულება. ეს შეიძლება ჩაითვალოს
მოსმენაზე (უფლება რომ მოგისმინონ) უფლების ნაწილი და ჩავარდეს 41(2)-
ში, მაგრამ ეს ამ უფლების ზედმეტად გაფართოება იქნება, იმიტომ რომ ეს
ვალდებულება მაშინაც არსებობს, როცა ფორმალური მოსმენა არ ხდება.
ამის მიუხედავად, იგი ასევე შეიძლება ჩაითვალოს 41(1)-ით
გათვალისწინებული სამართლიანად მოქცევის ვალდებულების ნაწილად.

5. საარჩევნო ადმინისტრაცია
6. აგიტაცია
7. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება
8. პასუხისმგებლობა საარჩევნო დარღვევებზე
9. ამომრჩეველთა სიები

წინამდებარე ნაშრომში წარმოგიდგინეთ ადმინისტრაციული სამართლის


მოძღვრებაში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური
საკითხი - ადმინისტრაციული წარმოება. ნაშრომში წარმოდგენილი
ინფორმაცია ცხადჰყოფს ადმინისტრაციული სამართალწარმოების
მნიშვნელობას და ადმინისტრაციული ორგანოს როლს აქტების მიღებისა
და გამოცემის თვალსაზრისით.
მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციულ სამართალში სწორი ფორმით
მოხდეს აქტების როგორც წარმოება, ასევე შეფასება და საბოლოო ჯამში,
სწორი ადმინისტრაციულსამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღება.
ნაშრომში ასევე იყო პარალელი გავლებული საერთაშორისო და ქართულ
ადმინისტრაციულ წარმოებას შორის. აღნიშნული პროცესის
პროგრესისთვის კი აუცილებელია საერთაშორისო ნორმებისა და
პრინციპების კიდევ უფრო შემოღება, გათვალისწინება და წარმოებაში
მიღება, რაც კიდევ ერთხელ, გაამარტივებს სამართალწარმოების პროცესს,
იმდენად, რამდენადაც თავად ეს პროცესი განაპირობებს
ადმინისტრაციული ნორმების სწორად დაცვას და სამართლებრივ
უზრუნველყოფას.
სარჩევი
2. ადმინისტრაციული წარმოების ძირითადი პრინციპები კოდექსის მიხედვით..
3. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოება კონსტიტუციაში
4. ადმინისტრაციული წარმოება“ საერთაშორისო პრაქტიკაში

გამოყენებული ლიტერატურა:

1. საქართველოს კონსტიტუცია;

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

3. მ.მათიაშვილი, (2001) „ადმინისტრაციული სამართალი“;

4. მ.კოპალეიშვილი, (2018) „ადმინისტრაციული სამართლის


სახელმძღვანელო“;

5. პ.ტურავა, (2020) „ადმინისტრაციული წარმოება“;, თბილისი

You might also like