New Microsoft Word Document

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

აფხაზეთის ომი — 1992-1993 წლების ომი საქართველოს სამთავრობო

ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად


განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს
გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი
სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული
მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული
მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა
რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი
ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და
დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი
ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.

პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან


მძიმე აღმოჩნდა. ქვეყანამ მიიღო უდიდესი მსხვერპლი, უმძიმესი
ფინანსური და ფსიქოლოგიური ზიანი. ომმა და ომის შემდგომმა
უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გააპარტახა.
დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც საქართველოსგან დე ფაქტო
დამოუკიდებლობით სარგებლობს, მძიმე სოციალური და ეკონომიკური
პრობლემების წინაშე დგას. მიუხედავად თვითგამოცხადებული
დამოუკიდებლობისა, აფხაზეთის რეგიონი მთლიანად დამოკიდებულია
რუსეთის ფედერაციაზე. როგორც თვით აფხაზები აცხადებენ, რეგიონი
რუსეთის ფედერაციის „დე ფაქტო პროტექტორატია“.
აფხაზეთის ასსრ-ში სიტუაცია ჯერ კიდევ 1980 წლების ბოლოდან
დაიძაბა, როდესაც 1989 წლის მარტში, აფხაზმა ნაციონალისტებმა
ლიხნის კრებაზე აფხაზეთის ასსრ-სთვის საბჭოთა რესპუბლიკის
სტატუსის მინიჭება მოითხოვეს. ეს მოთხოვნა ემყარებოდა იმ ფაქტს,
რომ აფხაზეთი ანალოგიური სტატუსით სარგებლობდა 1925—1931
წლებში, როდესაც საქართველოს სსრ-სთან „ერთიანობის
ხელშეკრულება“ აკავშირებდა. ზემოთხსენებული დეკლარაცია
ხელმოწერილი იქნა სოხუმის უნივერსისტეტის რექტორის მიერ.
უნივერსიტეტის ეთნიკურად ქართულმა სტუდენტობამ ამ ფაქტს
საპროტესტო დემონსტრაციით უპასუხა. თუმცა ეს დემონსტრაცია
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აიკრძალა.
მიუხედავად ამისა, სტუდენტთა საპროტესტო აქცია გაგრძელდა და
საბოლოოდ აფხაზ ნაციონალისტთა ერთი ჯგუფის მხრიდან თავდასხმის
ობიექტი გახდა. პირველი შეიარაღებული შეტაკება ქართულ და
აფხაზურ მოსახლეობის ერთ ნაწილს შორის 1989 წლის 16-17 ივლისს
მოხდა სოხუმში შეტაკებების გამომწვევი მიზეზი გახდა სოხუმში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა.
შეტაკებების შედეგად დაიღუპა 22 და დაიჭრა 500-მდე მოქალაქე,
ძირითადად ეთნიკური ქართველი.

1991 წელს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ


არძინბა და საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ორეროვან
აფხაზურ რესპუბლიკაზე შეთანხმდნენ, სადაც წამყვან თანამდებობებს
ეთნიკური კვოტებით დაიკავებდნენ და საკონსტიტუციო ცვლილებებზე
ორივე ეთნოსის დეპუტატთა მხარდაჭერა იქნებოდა საჭირო.[2] 1991
წლის ბოლოდან საქართველო სამოქალაქო ომში გაეხვია. აფხაზეთის
მმართველებმა არ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა და
დამოუკიდებლობისთვის მზადება დაიწყეს. 1991 წლის დეკემბერში
აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ კონტროლი დაამყარა სამხედრო
შენაერთებზე. 1992 წლის მარტიდან დაწესდა ადგილობრივი სამხედრო
გაწვევა, ახლად შექმნილმა აფხაზურმა გვარდიამ დაიკავა შინაგან
საქმეთა სამინისტროს შენობა და მინისტრად ქართველის ნაცვლად
აფხაზი მინისტრი დაინიშნა. 23 ივლისს უმაღლესმა საბჭომ აღადგინა
აფხაზეთის 1925 წლის კონსტიტუციის მოქმედება. ვითარება
უკიდურესად დაიძაბა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართველმა
წევრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საბჭოს სხდომებს. საქართველოს
რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭომ გააუქმა 23 ივლისის
გადაწყვეტილება.

ომის დასაწყისი
აფხაზეთის ომის ბრძოლები
1992 წლის 14 აგვისტოს დილის შვიდ საათზე საქართველოს თავდაცვის
ძალების კოლონა თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანის
ხელმძღვანელობით აფხაზეთში შევიდა. ოფიციალურად მას რკინიგზის
სოჭი-ზუგდიდის მონაკვეთის დაცვა ჰქონდა დავალებული.
საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო
ახალაიას მეთაურობით. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის
პოლიციის სამმართველოს უფროსის დ. ზეიკიძის მეთაურობით. მეორე
შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება აგუძერაში მოხდა, რომლის
დროსაც განადგურდა ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა. შეტაკება მოხდა
აგრეთვე გულრიფშის რაიონ სოფ. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი
ქართველი და დაიღუპა აფხაზი მებრძოლი[3]. ქართულ შენაერთებს
ცეცხლი გულრიფშის რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა
ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს.
მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. სისხლისღვრისა და
შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ქართული
შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ. ქალაქს აფხაზთა 300
კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი
სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. იმავე დღეს ვლადისლავ არძინბამ
სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე ბრძანებით
აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის
შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზ
მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც
ტურისტებით იყო სავსე, პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით
ტოვებდნენ. იმავე დღეს გაიმართა მოლაპარაკება მხარეებს შორის.
მოლაპარაკებაზე არძინბა არ გამოჩენილა. 18 აგვისტოს უშედეგო
მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30
საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს.
აფხაზეთის დროშის ნაცვლად, შენობის თავზე შინდისფერი დროშა
აფრიალდა. არძინბამ ქალაქი დატოვა და გუდაუთაში გადაბარგდა.
არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ცნობები იმის შესახებ, ჰქონდა თუ
არა კიტოვანს მიღებული ბრძანება სოხუმში შესვლის შესახებ, თუ
მოქმედებდა დამოუკიდებლად, თბილისთან შეუთანხმებლად

You might also like