Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

წიგნის საერთაშორისო დღე

პროექტის ხელმძღვანელი: ნინა შარაშიძე


პრობლემის დასაბუთება/აქტუალობა:
წიგნის კითხვა ინტელექტუალური და კულტურული აქტივობაა,რომელიც
ამაღლებს ჩვენს ცნობიერებას,ავითრებს ჩვენს ინტელექტუალურ
შესაძლებლობებს,ავარჯშებს ტვინსა და გონებას. მისი მეშვებით ჩვენ ვეცნობით
ცხოვრებას თეორიულ ასპექტში,რაც დაგვეხმარება სამომავლოდ პრაქტიკაშიც
უკეთ წარვართოთ ჩვენი ცხოვრება. სამწუხაროდ წიგნის კითხვის კულტურა ჩვენს
საზოგადოებაში თანდათან კლებულობს,რაც მე ვფიქრობ გამოწვეულია
ტექნოლოგიების განვითარებით. (თუკი ადრე ბავშვისთვის თავისუფალ დროს
წიგნი იყო მთავარი დროის გასატარებელი ატრიბუტი,დღეს ეს ჩაანაცვლა
კომპიუტერმა,გაჯეტებმა და სმართფონებმა. ადრეულ წლებში, უფრო ზუსტად რომ
ვთქვათ, 70 ან 80 წლის წინ, როდესაც ადამიანების რესურსები შეზღუდული იყო,
წიგნის კითხვა განიხილებოდა, როგორც ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა,
როგორიცაა საკვების ჭამა ან წყლის დალევა.ცნობილი გამონათქვამი, „სახლი
წიგნების გარეშე ჰგავს სხეულს სულის გარეშე“, ხაზს უსვამს წიგნების
მნიშვნელობას და მათ როლს წიგნის კითხვის ჩვეულების ჩამოყალიბებაში.
წიგნების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის ამდენად დაქვეითება აფერხებს
მათი განათლების და ცნობიერების განვითრებას , ვინაიდან ის პიროვნების
განვითრებისთვის აუცილებელია. ქართული ანდაზის არ
იყოს,უსწავლელი,უწიგნური კაცი მართლაც უტარო ცულია,რადგან ის ვერ
შეასრულებს თავის ფუნქციას და ვერ მოახდენს თვითრეალიზებას
საზოგადოებაში.ვფიქრობ წიგნიერების პრობლემა მწვავედ დგას საზოგადოებაში
და ეს პრობლემა უნდა აღმოიფხვრას.
პროექტის მიზანი და ამოცანები(რეალისტური,გაზომვადი,დროში მიღწევადი)
:
ჩემი მიზანია წიგნების პოპულარიზაცია და მისი როლისა და დატვირთვის
შეხსენება.

ამოცანები:

 წიგნის მინი ლექცია და ერთ-ერთი გახილვა


 სახალისო აქტივობა და წიგნის მაკეტის დამზადება
 წიგნების გამოფენა-გაყიდვის მოწყობა
 ქალაქის მოედანზე დავდგათ ღონისძიება,სადაც მოხალისეები,პატარები თუ
დიდები თავიანთი საყვარელი წიგნის პერსონაჟის სამოსში
გამოწყობილები, წაიკითხავენ ნაწყვეტს ამ წიგნიდან.

ნაბიჯები:

 შევარჩით და გავაფორმოთ,დავაორგანიზოთ ღონისძიების ჩატარების


ადგილი;
 მოვიძიოთ სტუმრები,ვინც ჩაატარებს მინი-ლექციას;
 დავდგათ წიგნის გასაყიდი სტენდები;
 წიგნის მაკეტის მოსამზადებლად ყველა საჭირო ნივთით მომარაგება;
 წიგნის გამომცემლებასთან დაკავშირება და დაყოლიება მიიღონ
მონაწილეობა ჩვენს პრექტში,შეიტანონ თავიანთი წვლილი.

პროექტის მოსალოდნელი მოკლევადიანი და გრძელვადიანი შედეგები:


მოკლევადიანი შედეგები:
მოსწავლეების,სტუდენტების და დაინტერესებული პირების მაქსიმალური
ჩართულობა და მათი დაინტერესება.გართობა.საზოგადოებისთვის წიგნის
მნიშვნელობის და დატვირთვის შეხსენება.
გრძელვადიანი შედეგები:
გაიზრებენ წიგნის როლსა და დატვირთვას, გახდებიან მეტად პროდუქტულები და
წიგნიერები.მოხდება წიგნის კულტურის დამკვიდრება და შესაბამისად
ცნობიერების და წიგნიერების ამაღლება.

You might also like