Supreme Doc16715449147484981

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 29

საქმე N190100120003865997

საქართველოს უზენაესი სასამართლო


განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №624აპ.-22 3 ოქტემბერი, 2022 წელი

ჯ–ი გ., 624აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის


სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენზე რუსთავის რაიონული
პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის, ასევე მსჯავრდებულ გ. ჯ–სის

1
ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. დ–სა და ო. ს–ს საკასაციო საჩივრების
დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ჯ–სი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს


სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა)
გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 26 მაისს, ღამის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ ნ–ში, სასაფლაოების
მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ჯ–სმა, მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური
შეურაცხყოფის გამო, შურისძიების მოტივით, გ. ა–ს მოკვლის განზრახვით,
გულმკერდის მიდამოში დაარტყა დანა და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე
ხარისხის დაზიანება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 28


იანვრის განაჩენით გ. ჯ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 124-ე მუხლზე.

გ. ჯ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე


მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის
სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ.


ჯ–სი დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 27 მაისის 17:50 საათიდან
2021 წლის 28 იანვრამდე) გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელისაგან
გათავისუფლდა სრულად.

2
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ–სმა ჩაიდინა
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.3. 2020 წლის 26 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ნ–ში
სტუმრად მყოფი გ. ჯ–სი, რომელსაც თან ჰქონდა ცივი იარაღი - დანა (რომლის პირი არ
იკეცებოდა და არც ქარქაში ჰქონდა), სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე
შეხვდა ნაცნობს და ამავე სოფლის მცხოვრებ გ. ა–ს, რომელიც დაეჭიდა გ. ჯ–სს.
ჭიდაობისას გ. ჯ–სმა არ გამოიჩინა სათანადო წინდახედულობა, გამოიჩინა
დაუდევრობა და ხელთ არსებული დანით გ. ა–სს გაუფრთხილებლობით გულმკერდის
მიდამოში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება.

2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 28


იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ
სტურუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რუსთავის საქალაქო
სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განაჩენში
ცვლილების შეტანა, გ. ჯ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის
რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

2.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2021 წლის 28


იანვრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატაში ასევე გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. ჯ–სის ინტერესების დამცველმა
ადვოკატებმა - ო. ს–მ და ლ. დ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გ. ჯ–
სის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022


წლის 13 აპრილის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები
არ დაკმაყოფილდა. ამასთან, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის
კოლეგიის 2021 წლის 28 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ჯ–სის ქმედება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი


კვალიფიკაციიდან - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის
3
სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე.

გ. ჯ–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე


მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და
ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5 000 ლარი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ.


ჯ–სი დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 27 მაისის 17:50 საათიდან
2021 წლის 28 იანვრის ჩათვლით პერიოდი) გათვალისწინებით, დანიშნული
სასჯელისაგან სრულად გათავისუფლდა.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ–სმა ჩაიდინა


ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების
გადაცილებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.3. 2020 წლის 26 მაისს, გ–ს რაიონის სოფელ ნ–ში, სასაფლაოების მიმდებარე
ტერიტორიაზე, გ. ჯ–სმა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, დანის
გამოყენებით, გ. ა–სს გულმკერდის მიდამოში მიაყენა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა,
რამაც გამოიწვია სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება.

3.4. 2022 წლის 13 მაისს რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ - ზურაბ


კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს
და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ჯ–სის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.5. 2022 წლის 13 მაისს მსჯავრდებულ გ. ჯ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა


- ლ. დ–მა და ო. ს–მა საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს
სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 13 აპრილის განაჩენის გაუქმება და გ. ჯ–სის
მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4
4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის, რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ


კოჭლამაზაშვილის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი გ. ჯ–ს ქმედების
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლის პირველ ნაწილზე
გადაკვალიფიცირების ნაწილში უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ
წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს გ. ჯ–სის მიერ საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენას. გამოძიების ეტაპზე ო. მ–ი, გ. ც–ი და დ. დ–ი აცხადებდნენ, რომ ისინი
დაზარალებულ გ. ა–სთან ერთად წავიდნენ გ. ჯ–სთან შესახვედრად, რადგან ამ
უკანასკნელმა სოციალურ ქსელში გ. ა–სის დის მისამართით დაწერა შეურაცხმყოფელი
სიტყვები. მისვლისას მათ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახეს გ. ჯ–სი,
რომელსაც გ. ა–სმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი დაარტყა სახეში. გ. ჯ–სი
წაიქცა, რის შემდეგაც მას გ. ც–მა ფეხი დაარტყა სხეულის არეში. აღნიშნულის შემდეგ გ.
ჯ–სი წამოდგა და გ. ა–სს გულმკერდის მარცხენა არეში დაარტყა დანა. მოწმეები
ცალსახად მიუთითებენ, რომ გ. ჯ–სმა მხოლოდ ერთხელ დაარტყა დანა გ. ა–სს, მეტჯერ
დარტყმა არ უცდია, თუმცა ჰქონდა ამის შესაძლებლობა. სასამართლო სხდომაზე კი ო.
მ–მა და დ. დ–მა განმარტეს, რომ მათ არ დაუნახავთ ზემოაღნიშნული, ვინაიდან უკან
მიჰყვებოდნენ მათგან დაახლოებით 15-20 მეტრით წინ მიმავალ გ. ა–სსა და გ. ც–სს.
მოულოდნელად შემოესმათ გ. ა–სის პანიკური ყვირილი, მიჰყვნენ ხმას და შევიდნენ
ვიწრო ჩიხში, სადაც დაინახეს გ. ა–სი, რომელსაც თეთრი მაისური ჰქონდა სისხლიანი.
მათ იქ გ. ჯ–სი ან სხვა პირი არ უნახავთ. გ. ც–სმა კი განაცხადა, რომ გ. ა–სი
მოულოდნელად შევარდა ჩიხში, თვითონაც მიჰყვა და დაინახა, რომ გ. ა–სი და გ. ჯ–სი
წაძიძგილავდნენ, რა დროსაც გ. ჯ–სმა თავი ვეღარ შეიკავა და უკან გადავარდა, გ. ა–სი
კი მას დაეცა ისე, რომ გულმკერდისა და მუცლის ნაწილით გ. ჯ–სის სხეულზე იყო
დაცემული, ხოლო ფეხები ელაგა მიწაზე. რამდენიმე წამში გ. ა–სი წამოდგა და დაინახა,
რომ მაისური ჰქონდა სისხლიანი, გ. ჯ–სი კი გაიქცა, თუმცა მის ხელში რაიმე საგანი არ
დაუნახავს. დაზარალებულმა გ. ა–სმა კი განაცხადა, რომ ის და გ. ჯ–სი
წაძიძგილავდნენ, რა დროსაც დაეცა გ–ი და თვითონ ტანით, გულმკერდისა და მუცლის
არით დაეცა გ. ჯ–სს სხეულზე, გულმკერდისა და მუცლის არეზე, ხოლო ფეხებით -
მიწაზე. რამდენიმე წამში წამოდგა და ნახა, რომ მოსდიოდა სისხლი. წაქცევამდე გ. ჯ–
სის ხელში დანა არ დაუნახავს, წაქცევის დროს გ. ჯ–სს მის მხრებზე ეკიდა ხელი,
შესაბამისად, ამ მომენტშიც გამორიცხა დანის ხელში ჭერის ფაქტი. გარდა ამისა,
აღსანიშნავია, რომ კითხვაზე, თუ რატომ განაცხადა საავადმყოფოში ყოფნისას, რომ
დანით ხელში დაგორდა კიბეზე, განმარტა, რომ არ იცოდა რა ვითარებაში მიიღო
დაზიანება და ასე იცრუა. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ადვოკატი, რომელიც
ესწრებოდა მის გამოკითხვას, პოლიციაში დაახვედრეს გ. ჯ–სის ოჯახის წევრებმა და
თვითონ არ აუყვანია.

5
4.2. კასატორი ასევე განმარტავს, რომ ექსპერტიზის დასკვნებით განისაზღვრა
დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების ხარისხი და ლოკალიზაცია, ასევე
დადგინდა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებულ დანაზე არსებული
სისხლი ეკუთვნის გ. ა–სს. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ გ. ა–სის მაისურზე
არსებული დაზიანება მიყენებული იყოს ექსპერტიზაზე წარდგენილი დანით.
ექსპერტმა ე. კ–მემ კი განაცხადა, რომ დანას ერთი მხარე ჰქონდა მჭრელი, მეორე -
ბლაგვი, მაისურზე კი მჭრელი პირი იყო ქვემოთ, ბლაგვი მხარის მიერ მიყენებული
დაზიანება - ზემოთ. სასამართლო სხდომაზე მაისურის გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ
დაზიანება იყო სწორი, პირდაპირი და არ იყო დახრილი, ან ირიბად მიმართული. ის
პირი, რომელსაც დანა ეჭირა ხელში, მაისურთან მიმართებით იყო პირდაპირ, ანუ დანა
ეჭირა სწორად, რადგან სხვა შემთხვევაში ზუსტად ვერ დაჯდებოდა მჭრელი და
ბლაგვი პირების მიერ მიყენებული დაზიანებები. ხელზე არსებული იმავე სისქის
(ნაკლები სიგრძის) დაზიანება და ბოტასზე არსებული ლაქა იძლევა ვარაუდის
საფუძველს, რომ დანის დარტყმის მომენტში გ. ჯ–სი იდგა გ. ა–სის პირისპირ და მას
დანის დარტყმის დროს დაზარალებულმა შეაშველა ხელი, რა დროსაც საჩვენებელი
თითის პირველ ფალანგზე მიიღო დაზიანება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გ. ჯ–სის
შარვალს ეტყობოდა დაბინძურების კვალი წვეთების სახით, თუმცა ლაქების მსგავსი
დაბინძურება არ შეინიშნებოდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გ. ჯ–სმა დანაშაულის
ჩადენის შემდეგ ირბინა, რათა თავიდან მოეშორებინა დანაშაულის ჩადენის იარაღი,
რის გამოც მის შარვალზე აღმოჩნდა დაბინძურება შხეფების სახით. აღნიშნული ასევე
ადასტურებს, რომ იმ დროს ნიადაგი იყო სველი, შესაბამისად, წაქცევის შემთხვევაში,
მის შარვალს უნდა ჰქონოდა დაბინძურების კვალიც. აღსანიშნავია, რომ გ. ჯ–სის
მაისური არ ამოღებულა, რადგან, მისი განმარტებით, მაისური გადააგდო.

4.3. კასატორის განმარტებით, სამედიცინო ექსპერტიზა გ. ა–ს ძირითადად ჩაუტარდა


სასამართლოს განჩინებით ამოღებულ სამედიცინო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით.
დასკვნის ოფიციალურად გაცემამდე, გამომძიებელმა, დაზარალებულის წერილობითი
თანხმობით, დამატებით ამოიღო სამედიცინო დოკუმენტაციის 3 გვერდი, ე.წ.
თავფურცელი. ექსპერტ მ. ლ–ს განმარტებით, მანამდე წარდგენილი დოკუმენტაცია
დასკვნის გასაცემად იყო საკმარისი, თუმცა „როგორც წიგნს სჭირდება თავფურცელი“,
დამატებით მოითხოვა სამედიცინო დოკუმენტაციის თავფურცელიც. მოწმე მ. ფ–მ კი
დაადასტურა, რომ გ. ა–სის სამედიცინო დოკუმენტაცია შედგება 14 ფურცლისა და 3
თავფურცლისგან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის ინტერესში არ იყო ამ
დასკვნის დამალვა, მითუფრო, რომ დაცვის მხარეს გადაეცა დოკუმენტაცია დროებითი
მოთავსების იზოლატორში მოთავსებისას გ. ჯ–სის სხეულზე არსებული დაზიანების
შესახებ.

6
4.4. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ჯ–სს თავის ზედა ნაწილში აღენიშნებოდა
დაზიანება „ფუფხის“ სახით და ფეხის არეში - სიწითლე, რომელიც ექსპერტ მ. ნ–სის
განმარტებით, ვერ ჩაითვლება რაიმე სახის დაზიანებად, ხოლო თავის ზედა, თმიან
ნაწილში არსებული დაზიანება შეიძლება განვითარებული იყოს რაიმე სიმაღლიდან
ვარდნის შედეგად და ვერ განვითარდებოდა დაცემისას. ბრალდების მხარე არ ხდის
სადავოდ, რომ გ. ჯ–სი უჩიოდა ტკივილს სხეულის სხვადასხვა არეში და რომ მას
მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია
დაზიანებების ხარისხი. დაცვის მხარის მოწმეებმა განმარტეს, რომ გ. ჯ–სს შემთხვევით
ჩარჩა ჯიბეში სამზარეულოს 23,9 სმ-იანი დანა, რაც მასთან ერთად მყოფ პირებსაც არ
შეუნიშნავთ. თუმცა გამორიცხულია ამ ზომის დანის ჯიბეში შემთხვევით ჩარჩენა. გ.
ჯ–სმა ზუსტად იცოდა, რომ თანასოფლელები დასდევდნენ საცემად, შესაბამისად, მან
24 სმ-იანი დანა ჩაიდო მათ მოსაგერიებლად. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ
მოწმეების და გ. ჯ–სის ჩვენებით, მათ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახეს
10 ან მეტი პირი, თუმცა კონკრეტულად ვინ იყვნენ ან რა ეცვათ, ვერ მიუთითეს.
ამასთან, მოწმე მ. ჯ–სის ჩვენებით, ქუჩიდან შემოესმათ ხმაური, გზად შეხვდათ
აღელვებული გ. ჯ–სი, რომელიც თავზე იკიდებდა ხელს და ამბობდა, რომ იყო ნაცემი.
მ. ჯ–სმა გ. ჯ–სი სახლში მიყვანის შემდეგ წაიყვანა პოლიციაში. იქიდან დაბრუნებისას
კი მ. ჯ–სი ეძებდა დანას, თუმცა რატომ ეძებდა, ვერ მიუთითა.

4.5. კასატორის განმარტებით, გ. ჯ–სის ჩვენება არის რეალობას აცდენილი და


ურთიერთსაწინააღმდეგო. მან განმარტა, რომ არ იცოდა გ. ა–სის დაჭრის შესახებ,
თუმცა პოლიციაში მისულმა მამას უთხრა, რომ მეზობლის ეზოში მოეძებნა დანა.
გარდა ამისა, დაცვის მხარის ვერსიით, გ. ჯ–სის შარვალზე შხეფები მაშინ გაჩნდა,
როდესაც მას თანასოფლელები მისდევდნენ საცემად და გუბეში ჩაუვარდა მოპედი,
მაგრამ ასეთ შემთხვევაში მხოლოდ შარვლის უკანა ნაწილი როგორ დაესვარა, ან რატომ
არ გამოიცვალა სუფრაზე წასვლამდე, ამის შესახებ არაფერი უთქვამთ.

4.6. კასატორი ასევე უთითებს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები, კერძოდ,


დაზარალებული გ. ა–სი და მეგობრები: დ. დ–ი, ო. მ–ი და გ. ც–სი. იყვნენ დაცვის
მხარის მიერ დარიგებულები და მართულები. აღსანიშნავია, რომ პირი იმყოფებოდა
თუ არა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ამის შესახებ თავად მან უნდა
მიაწოდოს სასამართლოს ინფორმაცია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N756აპ-
19 გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების
სამართლებრივი შეფასება, როგორც წესი, ხდება დაზარალებულისა და მომხდარი
შემთხვევის სხვა თვითმხილველი მოწმეების პირდაპირი ჩვენებების, თვით
ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ჩვენების გათვალისწინებით, თუმცა ობიექტური
რეალობის დასადგენად არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა მტკიცებულებების
7
გათვალისწინება, რომლებიც რიგ შემთხვევებში შესაძლოა, უფრო ზუსტი ინფორმაციის
მატარებელი იყოს, ვიდრე ის, რაც მოწმემ აღიქვა, დაიმახსოვრა და მოგვიანებით
აღიდგინა. მოცემულ შემთხვევაში გ. ჯ–სმა ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა და რატომ,
რადგან თან ჰქონდა თითქმის 24 სმ სიგრძის სამზარეულოს დანა, რომელიც გამოიყენა
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო შურისძიებისთვის და შეეცადა გ. ა–ს
განზრახ მკვლელობას, შემდეგ კი დანით ხელში მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
მოგვიანებით, პოლიციის ჩართულობით და იმის დაპირებით რომ არ დაიჭერდნენ იგი
გამოცხადდა პოლიციის დაწესებულებაში, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ამოაღებინა
დანა, შარვალი და ფეხსაცმელი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გულმკერდის არეში
შემავალი ჭრილობა, ასევე, ის, რომ დაზარალებული ცდილობდა თავის დაცვას, რაზეც
მიუთითებს მის ხელზე არსებული დაზიანება და დანის მთელს ყუაზე არსებული მისი
გენეტიკური პროფილი, ადასტურებს გ. ჯ–სის განზრახვას, რომ სურდა
დაზარალებულისთვის მოესპო სიცოცხლე.

4.7. კასატორების, მსჯავრდებულ გ. ჯ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ.


დ–სა და ო. ს–ს პოზიციით, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ გ. ა–სს მიყენებული
ჰქონდა ორი ჭრილობა, ხელსა და გულმკერდის არეში. ამასთან, ის გარემო, რომელშიც
ვითარდებოდა მოვლენები, მთლიანად ჯდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში
და ადასტურებს, რომ მასზე თავდასხმისას გ. ჯ–სს არ შეეძლო სხვანაირად ემოქმედა,
მითუფრო, რომ ოთხი ფიზიკურად ძლიერი მოქმედი სპორტსმენი, მათ შორის -
მსოფლიოს პრიზიორი, ღამით, სასაფლაოს ტერიტორიაზე მასზე ძალადობდა
ფიზიკურად, ხოლო ერთ-ერთი მათგანი, .......–ს ჩემპიონი ჭიდაობაში, ახრჩობდა მას.
მოქმედების დასაწყისშიც, როდესაც გ. ჯ–სი შეეცადა დანის გამოყენებით ცხვირ-პირზე
დახრჩობის მიზნით მიფარებული ხელი გაეხსნევინებინა გ. ა–სისთვის, იმყოფებოდა
აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ხოლო გულმკერდის არეში ჭრილობის
მიყენება მოხდა გ. ჯ–სისგან დამოუკიდებლად. რომც დავუშვათ, რომ გ. ჯ–სმა
თავდამსხმელს თავდაცვის მიზნით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში,
გამოკვეთილი იქნება აუცილებელი მოგერიება და არა - მისი ფარგლების გადაცილება.
ასევე, გასათვალისწინებელია, რომ გ. ჯ–სისთვის .......... ჭიდაობაში ......ს მოქმედ
ჩემპიონს აფარებული ჰქონდა ხელი და თან იყენებდა „მახრჩობელა ილეთს“,
რომლისგანაც თავის დაღწევა გამოცდილი სპორტსმენისთვისაც ძნელია, მითუფრო
ფიზიკურად სუსტი, 50 კილოგრამამდე წონის გ. ჯ–სისთვის, რომელსაც არასდროს
უვარჯიშია და მთელი ცხოვრება ეწეოდა ინტელექტუალურ საქმიანობას. ამიტომ,
ღამით, სასაფლაოზე მარტოდმარტო მყოფ გ. ჯ–სს სხვაგვარად არ შეეძლო თავის დაცვა.
დაზარალებულმა გ. ა–სმა განმარტა, რომ მან გ. ჯ–სს ხელები მოკიდა და დაუწყო
ძიძგილაობა, რა დროსაც ეს უკანაკსნელი მოულოდნელად წაიქცა, ისე, რომ მის
წასაქცევად განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გ.
ჯ–სის ფიზიკურ სისუსტესა და გ. ა–სის მკვეთრ ფიზიკურ უპირატესობას. გარდა ამისა,
ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ღამის საათებში, სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც
8
არ არის განათება და ერთადერთი სუსტი განათების მქონე ლამპიონი მიმართულია
მოასფალტებული გზის მხარეს და მისი შუქი არ ვრცელდება სასაფლაოს მხარეს.

4.8. დამაჯერებლობასაა მოკლებული ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომ


ღამის საათებში, ჩაბნელებულ სასაფლაოზე მყოფი გ. ა–სი შემთხვევით წააწყდა გ. ჯ–სს,
რადგან დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ სახლის წინ მჯდომი გ.
ჯ–სი გაიტყუეს სასაფლაოზე. დაზარალებულის დის მიერ გამოძიებაში მიცემული
ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ სკოლის ბანკეტთან დაკავშირებული უთანხმოების
გამო, მან სოციალურ ქსელ „.....ის“ ერთ-ერთ ჯგუფში, გ. ჯ–სის მიერ დაწერილი
წერილები აჩვენა ძმას, გ. ა–სს, რომელიც გაბრაზდა. ამასთან, „........დან“ გამოთხოვილი
ინფორმაციით ირკვევა, რომ გ. ჯ–სის წინააღმდეგ შექმნილ ჯგუფს ერქვა სიმბოლური
სახელი „დ–ა დაუშვი“. მიმოწერებით ასევე დასტურდება, რომ 22 მაისს მ. ა–მა გააჟღერა
მუქარა, რომ გ. ჯ–სს ეს არ შერჩებოდა და გააგებინებდნენ „გეი ბიჭუნას“ მნიშვნელობას.
ლ. ჯ–ს და გ. ჯ–სის ჩვენებებით კი დგინდება, რომ 26 მაისს, შუადღის საათებში, მათ
გამოეკიდნენ გ. ა–სი, დ. დ–ი, გ. ც–სი და ი. მ–ი. შესაბამისად, გ. ჯ–სზე თავდასხმა
წინასწარ იყო მოფიქრებული და თავდამსხმელებს ამოძრავებდათ
მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მიზანი. ამასთან, სასაფლაოს შესასვლელი
მდებარეობს გ. ჯ–სის სახლიდან 123 მეტრში. გ. ჯ–სი იჯდა თავისი ეზოს ღობის
მოპირდაპირე მხარეს, სკამზე, ეზოდან 30 მეტრში. გ. ა–სი და მისი მეგობრები კი
ცხოვრობენ სოფლის ქვემო უბანში, დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით, რაც
ნიშნავს იმას, რომ ისინი თვითონ მივიდნენ გ. ჯ–სთან და დაესხნენ თავს. გარდა ამისა,
მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე გ. ჯ–სზე თავდასხმის ფაქტთან
დაკავშირებით, რაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ჩადენილია მასზე
მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა.

4.9. კასატორების განმარტებით, მართალია, მოწმეებმა: გ. ც–სმა, დ. დ–მა და ო. მ–მა


აღნიშნეს, რომ ისინი გ. ა–სს არ დახმარებიან, მაგრამ შეუძლებელია მოულოდნელობის,
შიშის და სიბნელის გამო გ. ჯ–სს სცოდნოდა, რამდენი მათგანი უსწორდებოდა
ფიზიკურად. გარდა ამისა, როგორც კი გ. ჯ–სმა გაითავისუფლა სასუნთქი ნაწილი, დანა
აღარ გამოუყენებია. თავად დაზარალებულიც აღნიშნავს, რომ მას დანის მოქნევა არ
დაუნახავს და არაფერი უგრძნია, სისხლი შენიშნა გვიან, წამოდგომის შემდეგ და
იფიქრა, რომ წაქცევის დროს რამე ძირს დაგდებული შეერჭო, რაც ადასტურებს, რომ
თავდასხმას ჰქონდა იმწუთიერი ხასიათი და გ. ჯ–სი მოქმედებდა საკუთარი
სიცოცხლის დაცვის სურვილით. მოწმე დ. მ–ს ჩვენებით კი დადასტურდა, რომ დანა
ნეკნის ზედაპირიდან იყო გადასული, რაც ადასტურებს, რომ გულმკერდის არეში
ჭრილობა განზრახ მიყენებული არ არის და გ. ა–სი დანას შემთხვევით წამოეგო
ძიძგილაობისას, ჭიდაობის ილეთის (შებორკვის) გაკეთებისას.

9
4.10. კასატორები ასევე განმარტავენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გამო
ჩატარებული ამოღების კანონიერად ცნობის შესახებ შუამდგომლობებში
მითითებულია, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინებები გ. ა–სის
ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში მოთავსების შესახებ, თუმცა აღნიშნულ
შეტყობინებებში. გ. ჯ–სის სახელი და გვარი არ ფიგურირებს. ერთ შემთხვევაში
მითითებულია, რომ გ. ა–სი დაეცა და წამოეგო დანაზე, მეორე შეტყობინებაში კი
მითითებულია, რომ იგი დანით დაჭრა უცნობმა პირმა, მაგრამ გამოძიების აღრიცხვის
ბარათში, ფორმა N..-ში მითითებულია, რომ გ. ა–სს დაზიანებები მიაყენა 2001 წელს
დაბადებულმა გ. ჯ–სმა. ჯანმრთელობის მდგომაროების გამო ექიმმა გამომძიებელს გ.
ა–სთან გასაუბრების უფლება არ მისცა, რაც დასტურდება ხელწერილებით, თუმცა
საიდან იცოდა გამოძიებამ თავიდანვე გ. ჯ–სის შესახებ, გაუგებარია. დაცვის მხარის
მოწმეები: მ. ჯ–სი, მ. ჯ–ი და ი. ჯ–ი აცხადებენ, რომ გ. ჯ–სი თავისი ნებით,
შემთხვევიდან მალევე გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, რასაც ადასტურებს
ბრალდების მხარის მოწმე ო. მ–ც, რომელმაც განმარტა, რომ მან გ. ჯ–სი ნახა პოლიციის
განყოფილებაში. დაკითხვის პროცესში შეიტანეს დანა და თქვეს, რომ ,,ჯ–მა
ყველაფერი აღიარა და დანა ჩამოიტანა“. ო. მ–ი კი გამოიკითხა 27 მაისს, დილის 05:55-
დან 06:30 საათამდე მონაკვეთში. შესაბამისად, ვინაიდან შეტყობინებებში გ. ჯ–სის
გვარი არ ფიგურირებდა, ისინი ფორმა N..-ს, სადაც გ. ჯ–სის ვინაობაა მითითებული,
საფუძვლად ვერ დაედებოდა. გამომძიებელმა თ. გ–მ განმარტა, რომ შეტყობინებების
შემოსვლამდე მან ოპერატიული ინფორმაციით შეიტყო, რომ დაზარალებული დაჭრა გ.
ჯ–სმა, თუმცა ოპერატიული ინფორმაციის ამსახველი ოქმი, პატაკი ან სხვა დოკუმენტი
წარმოდგენილი არ არის. ამასთან, გ. ჯ–სი გამოიკითხა 27 მაისს, დილის 08:25-09:10
საათზე, რა დროსაც მისცა ჩვენება, შემდეგ ჩატარდა ამოღება და იგი გადაიყვანეს
ექსპერტიზაზე. ამის შემდეგ ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და შემთხვევის
ადგილის დათვალიერება, რა დროსაც გ. ჯ–სის მითითებით ამოიღეს დანაშაულის
საგანი - დანა. იმავე დღეს გ. ჯ–სი დააკავეს აბსურდული საფუძვლით. მისი დაკავება
გააფორმეს 18 საათის დაგვიანებით და ფაქტობრივი დაკავების ზუსტ დროდ
მიუთითეს 18 საათით გვიანი დრო. გ. ჯ–სის დაკავების დროდ უნდა ჩათვლილიყო ის
დრო, როცა მას შეეზღუდა გადაადგილების უფლება და აღმოჩნდა პოლიციის
განყოფილებაში. გამოკითხვის ოქმის თანახმად, გ. ჯ–სმა დაკავებამდე 8 საათით ადრე
მისცა ჩვენება, სისხლიანი დანა კი ამოიღეს დაკავებამდე 4 საათით ადრე, შესაბამისად,
გაურკვეველია, დაკავების საფუძველი თუ რამდენიმე საათით ადრე არსებობდა,
პოლიციელებმა რატომ გაუშვეს იგი თავისუფლად ქუჩაში, ან შემდეგ რა მოხდა ისეთი,
რამაც მოულოდნელად გააჩინა მისი მიმალვის საფრთხე.

4.11. კასატორების განმარტებით, სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ


გ. ჯ–სს მიყენებული ჰქონდა დაზიანებები, თუმცა, არ უმსჯელია გ. ჯ–სის ექსპერტიზის

10
დასკვნის დამალვასა და მის დაგვიანებით გადმოცემასთან დაკავშირებით.
გამომძიებლების ჩვენებებით დადგინდა, რომ, გამოძიებამ დანამდვილებით იცოდა,
რომ გ. ჯ–სს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის გამოც დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზა. თუმცა, გ. ჯ–სის თავსა და კიდურებზე არსებული დაზიანების
მიუხედავად, ექსპერტიზის N...... დასკვნაში, რომელიც დაცვის მხარეს გადაეცა 70 დღის
შემდეგ, გ. ჯ–სის სხეულზე არსებული დაზიანებები არ დაფიქსირდა. ამასთან, გ. ჯ–სის
სხეულზე არსებული დაზიანებები იმდენად თვალსაჩინო იყო, რომ .......ს დროებითი
მოთავსების იზოლატორში შესახლებისთანავე ექიმებმა დეტალურად აღწერეს მისი
დაზიანებები და აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორს მიაწოდეს
ინფორმაცია. შესაბამისად, თუ დილის საათებში, პოლიციის შენობაში და
ექსპერტიზაზე გადაყვანისას გ. ჯ–სს არ ჰქონდა დაზიანებები, დაკავების შემდეგ,
იზოლატორში შესახლებისას კი აღმოაჩნდა, რომ ჰქონდა, პასუხისმგებლობა
ეკისრებოდა პოლიციას. ამიტომ, ვინაიდან ,,ეს არ აწყობდათ" დამალეს გ. ჯ–სის
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. 2020 წლის 8 ივნისს, 23 ივნისსა და 21 ივლისს
მოხდა მტკიცებულებათა გაცვლა, თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა
ბრალდების მხარეს დაცვის მხარისთვის არ გადაუცია. გადასცეს 2020 წლის 19
აგვისტოს. აღსანიშნავია, რომ ორ თვეზე მეტი ხნის წინ გადმოგზავნილ მიმართვას
პოლიციის განყოფილებაში დაადეს შტამპი და გაატარეს 2020 წლის 14 აგვისტოს
რიცხვით, რითაც შეეცადნენ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ დასკვნა მიიღეს 14
აგვისტოს. გ. ჯ–სის ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად 14 აგვისტოსვე მიღებულია გ. ა–
სის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ანალოგიური მომართვის წერილით, რომელსაც
შტამპი არ აქვს, შესაბამისად, გაურკვეველია, თუ შტამპის დასმა არის დადგენილი
ფორმა, მაშინ ანალოგიური შტამპი რატომ არ აქვს იმავე დღეს მიღებულ გ. ა–სის
ექსპერტიზის დასკვნასაც. ექსპერტიზის დასკვნა გ. ჯ–სის მიმართ გამომძიებლებს
ჰქონდათ ივნისის პირველ რიცხვებში, რაც დასტურდება გამომძიებლის მიერ
შედგენილი 2020 წლის 26 ივნისის სატელეფონო გასაუბრების ოქმით, რომლითაც
ირკვევა, რომ გამომძიებელმა ექსპერტ მ. ლ–ს ჰკითხა, როდის გამზადდებოდა
ექსპერტიზის დასკვნა გ. ა–სის მიმართ, თუმცა არაფერი უკითხავს გ. ჯ–სის
დასკვნასთან დაკავშირებით. მხოლოდ გ. ა–სის ექსპერტიზის დასკვნაზეა საუბარია
წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობაშიც. აღსანიშნავია,
რომ დაცვის მხარის განცხადებაზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პასუხით ირკვევა,
რომ ექსპერტიზის დასკვნა დამკვეთის უფლებამოსილ წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2020
წლის 8 ივნისს, 13:12 საათზე. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩვენების
მიცემისას გამომძიებლებმა განმარტეს, რომ დასკვნა მათ არ ჩაჰბარებიათ და ჩაიბარა
სხვა თანამშრომელმა. კასატორის განმარტებით, აღნიშნული გამომძიებლებს არ
ათავისუფლებს ვადის დაცვის პასუხისმგებლობისგან.

4.12. დაცვის მხარის მიერ დანიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნითა და მ.


ნ–სის ჩვენებით დადასტურდა 2020 წლის 26 მაისს თავის მიდამოში დაზიანების
11
წარმოქმნის შესაძლებლობა მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ სწორედ თავის არეში მიყენებული დაზიანების
თავისებურების აღწერილობა აძლევს მას საშუალებას კატეგოიულად თქვას, რომ
დაზიანება მიყენებულია 26 მაისს და არა მისი შემოწმების დღეს - 27 მაისს, რადგან ამ
შემთხვევაში უნდა ყოფილიყო ნაჭდევი და არა ფუფხით დაფარული, როგორც ეს
სამედიცინო დოკუმენტებშია აღწერილი. ექსპერტმა საგანგებოდ გაუსვა ხაზი იმ
გარემოებასაც, რომ დაზიანების ადგილმდებარეობა (თხემზე) თითქმის გამორიცხავს
წაქცევის შედეგად მისი მიყენების შესაძლებლობას, რადგან ასეთ შემთხვევაში
უმეტესწილად ზიანდება კეფის მიდამო.

4.13. 2020 წლის 8 ივნისს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ პაციენტი გ. ა–სი
მკურნალობდა კლინიკის რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტში, თუმცა სად
ინახებოდა სამედიცინო დოკუმენტაცია, ცნობაში არ ეწერა. მიუხედავად ამისა, 2020
წლის 9 ივნისს პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რათა „მაღალი
სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრ საუნივერსიტეტო კლინიკიდან“ ამოეღოთ გ. ა–სის
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სრული სამედიცინო დოკუმენტაციის
დამოწმებული ასლები. 11 ივნისს გამომძიებელმა თ. გ–მ ამოიღო გ. ა–ს სამედიცინო
დოკუმენტაცია, რის შესახებაც შეადგინა ამოღების ოქმი და მიუთითა, რომ აღნიშნული
დოკუმენტაცია შეადგენს 14 ფურცელს, დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და
წარადგინა მითითებული დოკუმენტები. თუმცა დაცვის მხარეს მისივე მიმართვის
საფუძველზე „............ ცენტრიდან“ ეცნობა, რომ გ. ა–სის სამედიცინო დოკუმენტაცია
შედგება 49 (ორმოცდაცხრა) ფურცლისაგან, ამდენად, გაურკვეველია, რა პრინციპით
მოხდა ავადმყოფობის ისტორიიდან მათთვის სასარგებლო დოკუმენტების
არასრულყოფილად ამოკრება. მოწმე მ. (მ.) ფ–ა კი სასამართლო სხდომაზე ამტკიცებდა,
რომ გ. ა–სის ავადმყოფობის ისტორიაში 49 ფურცლიდან მხოლოდ 14 ფურცელი იყო
შევსებული, დანარჩენი კი ცარიელი თაბახის ფურცლები იყო აკინძული. მანვე
განმარტა, რომ ნებისმიერ ოპერაციაზე დგება ოპერაციული ჩანაწერი. ამის შემდეგ მას
წარედგინა გ. ა–სის სამედიცინო დოკუმენტაციის ასლები, რაზეც განაცხადა, რომ
მათგან არც ერთი არ იყო ოპერაციის ფურცელი. მოგვიანებით საქმეში გაჩნდა სამი
ფურცელი, რომელთაგან ერთს აწერია „სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაცია“,
დაწესებულების დასახელება, პაციენტის სახელი, გვარი, შემოსვლის და გაწერის
თარიღები. აღნიშნული დოკუმენტი აშკარად წარმოადგენს ავადმყოფობის ისტორიის
თავფურცელს, პირველ გვერდს. ასევე, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად, საქმეში
წარმოდგენილია დოკუმენტი „სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი“ N....,
სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა ...., სადაც მოცემულია პაციენტ გ. ა–სის პირადი
მონაცემები, შესვლის დიაგნოზი, კლინიკური დიაგნოზი, ძირითადი დაავადებები,
ოპერაციული მკურნალობა, მკურნალი ექიმის მონაცემები და ა.შ. თუმცა საიდან
აღმოჩნდა საქმეში „სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი“, ან რის
საფუძველზე მოიპოვა და დაამაგრა გამომძიებელმა, საქმის მასალებით არ იკვეთება,
12
რადგან ამ დოკუმენტებს მომართვის წერილი ან ოქმი არ ახლავს, მოწმე მ. (მ.) ფ–მ კი
უარყო ასეთი დოკუმენტის გამომძიებლისთვის გადაცემა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ
გამომძიებელ ზ. ზ–ს 2020 წლის 13 აგვისტოს წერილით ირკვევა, რომ იგი ექსპერტიზის
ბიუროს მიმართავს შემდეგი ტექსტით: „თქვენი მოთხოვნის თანახმად გეგზავნებათ
სამედიცინო დოკუმენტაციის - სტაციონარული პაციენტი გ. ა–სის სამედიცინო
ბარათის თავფურცელი“, თუმცა საქმეში ექსპერტის მოთხოვნის დამადასტურებელი
რაიმე დოკუმენტი არ მოიპოვება. გარდა ამისა, როგორც ამ წერილით ირკვევა, ექსპერტს
მოუთხოვია მხოლოდ სამედიცინო ბარათის თავფურცელი, რომელიც შედგება
მხოლოდ ერთი ფურცლისგან. ექსპერტი შეეცადა სხდომაზე დაედასტურებინა, რომ
თავფურცელს დასკვნის გაცემისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა
აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნას საფუძვლად დაედო არა თავფურცელი,
არამედ „სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი“ N..., რომლის არც
წარმომავლობა ირკვევა და არც ის, თუ საიდან აღმოჩნდა იგი. მოწმე მ. (მ.) ფ–ა
კატეგორიულად ადასტურებდა, რომ მან გამომძიებელს გადასცა თავფურცელი და
სამედიცინო დოკუმენტი - ფორმა 100. მას წარედგინა პაციენტის სამედიცინო ბარათი
N...., იგივე სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა IV-300ა, რაზეც განაცხადა, რომ ფორმა
100 და ფორმა .... სხვადასხვა დოკუმენტია და მას აღნიშნული დოკუმენტი არ
გადაუცია. შესაბამისად, ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს არ უნდა
გაეზიარებინა.

4.14. კასატორები ასევე უთითებენ, რომ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას


ბრალდების მხარის მოწმეებმა: გ. ც–სმა, დ. დ–მა, ო. მ–მა და ი. მ–მა უარყვეს
გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და განმარტეს, რომ გამომძიებლებს უამბეს
სიმართლე, თუმცა ოქმებში მათი ნაამბობი არ არის ასახული. ასევე აღსანიშნავია, რომ
გ. ც–სის და დ. დ–იის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები კოპირებულია
ერთმანეთისგან, რაც დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. ამასთან, მოწმეები
ადასტურებენ, რომ გამოსაკითხი პირები იკითხებოდნენ ერთ სივრცეში და ხშირ
შემთხვევაში ისხდნენ გვერდიგვერდ. მართალია გამომძიებელი თ. გ–ე შეეცადა
აღნიშნულის გამოსწორებას და განაცხადა, რომ გამოსაკითხ პირებს ამ დროს
ერთმანეთში კომუნიკაცია არ ჰქონდათ, რადგან ჩუმად უსვამდა კითხვებს გამოსაკითხ
პირს და ჩუმადვე იღებდა პასუხს, რასაც ვერავინ გაიგებდა, თუმცა მის მიერ
გამოკითხული პირის, ო. მ–ს ჩვენებით დასტურდება, რომ მას ესმოდა სხვების
ნაამბობი. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2020 წლის
27 მაისს გამომძიებელმა თ. გ–მ გამოკითხა გ. ც–სი, შემდეგ გამოიტანა დადგენილება
გადაუდებელი აუცილებლობის გამო გ. ც–სის ტანსაცმლის ამოღების შესახებ და
ამოიღო მისი ტანსაცმელი, თუმცა ზუსტად იმავე დროს გამოკითხა დ. დ–იი. მას
შემდეგ, რაც ამაზე დაცვის მხარემ გაამახვილა ყურადღება, 2020 წლის 29 ივნისს
გამომძიებელმა ზ. ზ–მა თავიდან გამოკითხა გ. ც–სი, რომლის გამოკითხვის ოქმი არის
წინა ოქმის იდენტური იმ განსხვავებით, რომ ოქმის ბოლოში მითითებულია, რომ 2020
13
წლის 27 მაისს იგი გამოკითხა გამომძიებელმა დ. რ–მმა და არა - გამომძიებელმა თ. გ–
მემ, თუმცა გამომძიებლებმა დროის არევა დააბრალეს სამსახურებრივ კომპიუტერულ
პროგრამას, რომელმაც თითქოსდა სახელები და გვარები არასწორად დაარეგისტრირა.
რომც დავუშვათ, რომ ც–ს ჰკითხავდა გამომძიებელი დ. რ–მი, დ. დ–ს კი - თ. გ–მე,
რომლებიც სარგებლობდნენ ერთი კომპიუტერით და მათი დაკითხვა მიმდინარეობდა
ერთად, აღნიშნულიც წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის უხეშ
დარღვევას.

4.15. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015


წლის 26 ივნისის N1/6258-14 განაჩენით, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016
წლის 5 ივლისის განაჩენითა და უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის
N544აპ-16 განჩინებით დარჩა ძალაში, სასამართლომ ჩვენებების უტყუარობაში შეიტანა
ეჭვი და მიიჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ჩატარებული იყო ზერელე და ცალმხრივი
გამოძიება. სასამართლომ გაკვირვება ვერ დამალა მოწმეთა დაკითხვის ფორმასა და
წესზე, რადგან მოწმეთა ჩვენებები იყო ერთმანეთის იდენტური. სასამართლომ მიიჩნია,
რომ აღნიშნული ფორმით მოპოვებული მტკიცებულება ვერ აკმაყოფილებდა ვერანაირ
უტყუარობის სტანდარტს და დაადგინა გამამართლებელი განაჩენი. დაცვის მხარეს
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის ოფიციალური წერილით
ეცნობა, რომ ასეთი ტექნიკური ხარვეზები პროგრამას არ გააჩნია და რომ პროგრამაში
მუშაობისას ყველა შემთხვევაში ენიჭება იმ პირის სახელი და გვარი, რომელიც თავისი
პაროლითაა შესული და რომელიც მუშაობს იმ მომენტში.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი


ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე
მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერ ასაბუთებენ
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო
საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო


საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ გ. ჯ–სის საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ,
ასევე დაცვის მხარის მოთხოვნა გ. ჯ–სის გამართლების შესახებ, ვინაიდან სააპელაციო
სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული

14
მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად
დააკვალიფიცირა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით.

5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს გ. ჯ–სის ჩვენებაზე, რომელმაც


განმარტა, რომ 2020 წლის 26 მაისს ოჯახთან ერთად ბიძის წლისთავის გამო ჩავიდა
სოფელში. ე.წ. ,,ბირჟაზე“ შეამჩნია ბიჭები: გ. ა–სი, გ. ც–სი და ა. ც–იი, რომლებმაც
შეხედეს არაკეთილმოსურნე თვალით. მან მათ ყურადღება არ მიაქცია და გააგრძელა
გზა. შუადღის საათებში ოჯახის წევრებთან ერთად გავიდა საფლავზე, საიდანაც
თვითონ მალევე დაბრუნდა და ბიძაშვილს, ლ. ჯ–სს სთხოვა გაჰყოლოდა მაღაზიაში
ხორცის ფულის, 35 ლარის გადასახდელად, რაზეც ეს უკანასკნელი დასთანხმდა და
მოპედით, რომელსაც მართავდა თვითონ, წავიდნენ ხორცის მაღაზიაში. უკან
გამობრუნებულებმა ვულკანიზაციასთან შენიშნეს დ. დ–იი, გ. ც–სი, გ. ა–სი და ი. მ-ი,
რომლებმაც დანახვისთანავე გინებით გადაუჭრეს გზა და უთხრეს ,,მოდი აქ, შენი
დედა....“ ,,შენს დედას ...“ ,,გააჩერე დროზე, ბიჭო“. იგი ლ-სთან ერთად გაიქცა
მოპედით. ბიჭები გაეკიდნენ, რა დროსაც შეუხვია მოსახვევში, ხრეშიან გზაზე,
გადავიდა გზის მეორე მხარეს და მიუახლოვდა თავის უბანს. სავარაუდოდ, ბიჭები
გამოჰყვნენ მათი მოპედის ხმას და დახვდნენ უბანშიც, სადაც კვლავ გადაუჭრეს გზა
სიტყვებით ,,გააჩერე, შენი დედა...“ ,,გააჩერე დროზე, ბიჭო“. მათ კვლავ გაუსხლტა და
წავიდა ხ–ს მხარეს, შეუხვია მარჯვნივ, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიასთან და
დიდი სისწრაფით გაიარა გუბეებში, რა დროსაც მოპედის უკანა ნაწილი ჩავარდა
ორმოში და გაჩერდა, რადგან სავარაუდოდ, გადამცემი გამოერთო. მან მალევე შეაკეთა
სადენები, გადააბა და დაქოქა მოპედი. 3-4 მეტრის გავლის შემდეგ ლ. ჯ–სიც მიუჯდა
უკან და მივიდნენ სახლში, სადაც ნახეს ს. ც–იი. შემდეგ მივიდნენ მისი და - მ. ჯ–იი და
ბიძა, ი. ჯ–იი. ვინაიდან ის და ლ–ა იყვნენ შეშინებულები, ი. ჯ–იმა ჰკითხა, რა მოხდა.
მან ბიძას ყველაფერი უამბო. ი. ჯ–იმა დაურეკა გ. ც–სის მამას, დ. ც–სს, რათა გაერკვია,
თუ რატომ გამოეკიდნენ მისი შვილი და მეგობრები გ–ს, რაზეც დ. ც–სმა უთხრა, რომ არ
იყო სახლში და ამბის გარკვევის შემდეგ დაურეკავდა. დაახლოებით ხუთ წუთში, დ. ც–
სმა დაურეკა ი. ჯ–ის და უთხრა, რომ კონფლიქტი ამოწურული იყო და არაფერზე
ენერვიულა. როგორც კი გაიგო, რომ კონფლიქტი იყო ამოწურული, იგი მივიდა
ონკანთან, გაისუფთავა ტალახში დასვრილი ფეხსაცმელი და ტანსაცმელი და
დაუბრუნდა ოჯახურ საქმიანობას. რომ მოსაღამოვდა, გადაწყვიტა მოპედის შეკეთება
და საბარგულიდან ამოალაგა ხელსაწყოები: ბრტყელტუჩა, დანა, წებოვანი ლენტი,
რამდენიმე ქანჩის გასაღები და პატარა აკუმულატორი. სკუტერის შეკეთების პროცესში
მას დაურეკა დამ და უთხრა, რომ ის და მასთან ერთად მყოფი პირები იყვნენ ლ. ნ–სის
ეზოს წინ, ,,ბირჟაზე“ და თვითონაც გასულიყო, რაზეც უპასუხა, რომ არ ეცალა, რადგან
მოპედს აკეთებდა და გაუთიშა ტელეფონი. ამის შემდეგ აიღო დანა და განაგრძო
მოპედის შეკეთება. დაახლოებით ათ წუთში, მასთან მივიდა მისი და, მ. ჯ–იი და
სთხოვა გარეთ გასულიყო. დაჟინებული თხოვნის შემდეგ იგი გავიდა უბანში, თან დანა
ინსტინქტურად ჩაიდო შარვლის უკანა ჯიბეში. ამ დროს დანის ტარი მოქცეული იყო
15
ჯიბის ქვემოთ, ხოლო წვერი - ზემოთ. ისინი დასხდნენ მეზობლის, ლ. ნ–სის სახლის
წინ, სკამზე და საუბრობდნენ. მასთან ერთად იყვენენ მ. ჯ–იი, ლ. ჯ–სი, ს. ც–იი და დ.
ტ–იი. რამდენიმე წუთში მათ მიუხლოვდა სოფლის ზედა მხრიდან მომავალი, თეთრი
ფერის ,,ფურგონის“ ტიპის ავტომობილი და გაჩერდა მათ მოპირდაპირე მხარეს.
ავტომანქანიდან დაუძახეს მას. იგი მიუახლოვდა მანქანას და იცნო თანასოფლელი ლ.
დ–იი, რომელმაც შესთავაზა მანქანით გასეირნება, რაზეც უთხრა უარი, მაგრამ ლ–მ
კვლავ შესთავაზა მასთან ერთად გასეირნება, რაზეც დასთანხმდა. ლ–ს მანქანაში
ჩაჯდომისას, ამ უკანასკნელის ხელში შენიშნა მობილური ტელეფონი, რომელიც
დარეკვის შემდეგ ჩადო ე.წ. ,,ბარდაჩოკში“ და მანქანა დაძრა სასაფლაოს
მიმართულებით. სასაფლაოს რომ მიუახლოვდნენ, ლ–მ შეუხვია მარჯვნივ, მოხრეშილ
გზაზე, სადაც 7-8 მეტრის გავლის შემდეგ გააჩერა მანქანა და შესთავაზა სიგარეტის
მოსაწევად გადმოსულიყო მანქანიდან. მანქანიდან გადმოსვლისთანავე გ. ჯ–სთან
მიირბინა ო. მ–მმა, რომელმაც კისერზე გადახვია ხელი და შეიყვანა სასაფლაოს ეზოში,
სადაც მისმა თანასოფლელებმა: გ. ა–სმა, გ. ც–სმა, ო. მ–მმა, დ. დ–მა და ი. მ–მა იგი
მოაქციეს წრეში. მას მიუახლოვდა გ. ა–სი, რომელმაც გაშლილი ხელი ჩაარტყა თავის
არეში. ამის გამო მან დაკარგა წონასწორობა. მას გ. ა–სმა მოკიდა ხელი, წააქცია, დააჯდა
მუცელზე, ერთი ხელით დაუკავა ხელები, მეორე ხელი კი გაგუდვის მიზნით დაადო
პირსა და ცხვირზე. ძირს დავარდნილმა თავისა და მხრების არეში იგრძნო ძლიერი
დარტყმა და ტკივილი, ამასთან, ესმოდა შეძახილები ,,მოკალი მაგის დედა... ბოლოს და
ბოლოს მოკალი ამის დედა... რას უყურებ, ბიჭო, მოკალი მაგის დედა...“ ამის შემდეგ გ.
ა–სმა პირსა და ცხვირზე უფრო ძლიერად მოუჭირა ხელი და გუდავდა. ამ დროს გ. ჯ–
სს მარჯვენა ხელი ჰქონდა თავისუფალი და ცდილობდა გ. ა–სის ხელის მოგერიებას,
თუმცა - უშედეგოდ. ვერაფერი რომ ვერ დააკლო დაზარალებულს, დაიწყო საგნის
მოძებნა და გაახსენდა, რომ შარვლის მარჯვენა ჯიბეში ედო დანა, რომელიც ამოიღო და
სცადა მისი ტარით გ. ა–სის ხელის მოგერიება. შედეგს რომ ვერ მიაღწია, გ. ა–სს დანის
წვერით შეეხო ხელის თითზე, რის შემდეგაც გ–მა აწია ერთი თითი, თუმცა მაინც არ
უშვებდა. მან კვლავ განაგრძო გ–ს დანის ტარით მოგერიება, რის შემდეგაც იგი მისკენ
დაიხარა, შებოჭა და მიიზიდა, რა დროსაც დანა, რომელიც ეჭირა ხელში, წაუვიდა
მარჯვენა მხრისკენ და იგრძნო სიმძიმე. ამის შემდეგ გ. ა–სი წამოდგა, თვითონაც
წამოდგა და დანა ჩაიდო ჯიბეში. ამასობაში მოვიდა გ. ჯ–სის მეგობარი, დ. ტ–იი,
რომელმაც იგი გაიყვანა შემთხვევის ადგილიდან. სასაფლაოს შესასვლელთან,
ლამპიონთან იდგა მისი ბიძაშვილი, ლ. ჯ–სი. იქვე იდგა ს. ც–ც და მოესმა მ. ჯ–იის ხმა,
რომელიც ეძახდა მას. მან დას, კითხვაზე, თუ რატომ ჰქონდა თავზე ხელი
მოკიდებული, უპაუხა, რომ თავს დაესხნენ, სურდათ მისი მოკვლა, გუდავდნენ და
ახრჩობდნენ. ამ დროს მან დაინახა, რომ მისკენ მირბოდა მამამისი, მ. ჯ–სი, რომელსაც
უკან მიჰყვებოდა ი. ჯ–იი, რომლებსაც იგივე უამბო. მას ფაქტობრივად მეტყველების
უნარი ჰქონდა დაკარგული. ამის შემდეგ მ. ჯ–სი ბავშვებთან არკვევდა, რა მოხდა,
თვითონ გ. ჯ–სი კი მივიდა ლამპიონთან, რა დროსაც კვლავ გაიგო სასაფლაოდან მისი
მისამართით გინება. ამის შემდეგ იგი მიუახლოვდა ლ. ნ–სის ეზოს, ამოიღო დანა,

16
რომელიც ედო ჯიბეში და მოისროლა ლ–ს ეზოში. ამ მომენტში მასთან არავინ ყოფილა.
შემდეგ ყველანი წავიდნენ სახლში, სადაც მას თავზე დაადეს ცივი ტილო. იგი
კანკალებდა და დაკარგული ჰქონდა მეტყველების უნარი. როდესაც მამამ ასეთ
მდგომარეობაში ნახა, გადაწყვიტა, მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინა.

5.4. მოწმე ლ. ჯ–სმა განმარტა, რომ 2020 წლის 26 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე,
ავიდნენ სასაფლაოზე. უკან დაბრუნებისას გ. ჯ–სმა სთხოვა, გაჰყოლოდა მაღაზიაში,
რაზეც დასთანხმდა. ისინი მაღაზიაში წავიდნენ მოპედით, რომელსაც მართავდა გ. ჯ–
სი, თვითონ კი უკან ეჯდა. მაღაზიაში თანხის გადახის შემდეგ მათ გზა სოფლის
ცენტრის მიმართულებით გააგრძელეს. როდესაც ვულკანიზაციას მიუახლოვდნენ, მათ
ბიჭებმა გადაუჭრეს გზა და არ მისცეს მისი პირდაპირ გავლის საშუალება, რის გამოც
მოუწიათ გზიდან მარჯვნივ გადახვევა. მან გაიხედა უკან და დაინახა, რომ ბიჭები
მისდევდნენ, რომელთაგან ამოიცნო გ. ა–სი, გ. ც–სი და დ. დ–ი, დანარჩენ ხუთს კი
იცნობს სახეზე, მაგრამ მათი სახელები და გვარები არ იცის. ამის შემდეგ მათ გზა
გააგრძელეს და გადაუხვიეს მარჯვნივ, სადაც იყო გუბეებიანი ორმოები, სადაც ჩავარდა
მოპედის უკანა ბორბალი და გაჩერდა. სანამ გ–ი მოპედს შეაკეთებდა, იგი გადმოვიდა
მოპედიდან. შემდეგ გ–მ დაქოქა მოპედი, რომელიც უცებ დაიძრა და შეესხათ ტალახის
შხეფები. სამი-ოთხი მეტრის გავლის შემდეგ უკანა მხრიდან მიუჯდა გ–ს მოპედს და
წავიდნენ სახლში, სადაც დახვდათ მისი მამა, ი. ჯ–იი, ასევე მ. ჯ–იი და ს. ც–ი. მათ ი. ჯ–
იმა ჰკითხა, რატომ იყვნენ ტალახით მოსვრილები, რაზეც უპასუხეს, რომ გ. ც–სი, დ. დ–
ი და გ. ა–სი გამოეკიდნენ, მაგრამ არ იციან რატომ. ი. ჯ–იმა გადაწყვიტა დაერეკა გ. ც–
სის მამისთვის და გაეგო, რატომ გამოეკიდნენ. დ. ც–მა ი. ჯ–იი დაამშვიდა და უთხრა,
რომ მცირე გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და კონფლიქტი უკვე ამოწურული იყო.

5.5. მოწმე მ. ჯ–იის ჩვენებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 მაისს ჩავიდნენ სოფელ ნ–ში.
ე.წ. ,,ბირჟაზე“ იდგნენ ბიჭები, რომლებმაც მის ძმას, გ. ჯ–სს შეხედეს უცნაურად. იმავე
დღეს ავიდნენ ბიძის საფლავზე. სასაფლაოდან წამოსვლის შემდეგ გ. ჯ–სი,
ბიძაშვილთან, ლ. ჯ–სთან ერთად, მოპედით წავიდა მაღაზიაში, ხორცის ფულის
გადასახდელად. სახლში დაბრუნებისას გ–ი იყო აღელვებული. ამასთან, ტანსაცმელი
ჰქონდა ტალახში ამოსვრილი. კითხვაზე, რატომ ჰქონდა ტანსაცმელი დასვრილი, გ–მ
უპასუხა, რომ გ. ა–სი, ო. მ–მი, გ. ც–სი და დ. დ–იი გამოეკიდნენ, მაგრამ არ იცის, რატომ.
აღნიშნულს შეესწრო ბიძა, ი. ჯ–იც, რომელმაც სიტუაციაში გარკვევის მიზნით,
დაურეკა გ. ც–სის მამას და ჰკითხა, რატომ გამოეკიდნენ გ–ის ბიჭები, რაზეც ამ
უკანასკნელმა უპასუხა ,,საგანგაშო არაფერია, სიტუაცია ჩაწყნარებულია“.

5.6. ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმეებმა: ს. ც–იმა, მ. ჯ–სმა და ი. ჯ–


იმა. ამასთან, ის ფაქტი, რომ გ. ჯ–სი ე.წ. „ბირჟიდან“ სოფლის სასაფლაოსკენ წაიყვანეს
17
ლ. დ–იის მანქანით, დაადასტურეს მოწმეებმა: მ. ჯ–იმა, ს. ც–იმა და ლ. ჯ–სმა,
რომლებმაც განმარტეს, რომ როდესაც ლ. დ–იის მანქანა უკან მოტრიალდა, ნახეს, რომ
მანქანაში გ. ჯ–სი აღარ იჯდა, პასუხად კი მიიღეს, რომ არ იცოდნენ გ–ის
ადგილსამყოფელი, ამიტომ შეწუხებულები გაემართნენ ,,ბირჟიდან“ დაახლოებით 50
მეტრით დაშორებულ სასაფლაოსკენ. გზად სასაფლაოს მხრიდან შემოესმათ ყვირილისა
და გინების ხმა, ასევე ხედავდნენ ადამიანების სილუეტებს, რომლებიც გარბოდნენ
სასაფლაოსკენ. გზა არის ასფალტიანი და სუსტად ანათებს ლამპიონი. ხოლო ის
ადგილი, საიდანაც ხმაური ისმოდა, იყო ჩაბნელებული. მიუხედავად ამისა, მ. ჯ–იი
შევიდა სასაფლაოს სიღრმეში და ეძებდა გ. ჯ–სს. სასაფლაოზე მარიამმა დაინახა გ. ა–სი,
რომელიც იგინებოდა, ასევე დაინახა დ. დ–იი, მაგრამ სიბნელის გამო გ. ჯ–სს ვერსად
ხედავდა, უცებ შემოესმა მისი ხმა - ,,მ–მ, გადი“. იგი მაშინვე მივარდა გ–ის, რომელიც
იყო ძალიან შეშინებული და კანკალებდა. გ–ს აშკარად ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი,
თავს იტკიებდა, უჭირდა საუბარი, თავსა და ყელზე იკიდებდა ხელს და ამბობდა
,,მახრჩობდნენო“. იქ მყოფი ბიჭები ყვიროდნენ ,,არ დაინდოთ, მოკალით!“
სავარაუდოდ ყვირილის გამო, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გ–ს მამა, მ. ჯ–სი და
ბიძა, ი. ჯ–იი, რომლებმაც ისინი შემთხვევის ადგილს გაარიდეს და წაიყვანეს სახლში.
იქ მყოფი ბიჭები კი დაიშალნენ, ჩასხდნენ წითელი ფერის მანქანაში და წავიდნენ.
სახლში მისვლისას გ. ჯ–სმა უამბო, თუ როგორ დაუნდობლად სცემდნენ მას გ. ა–სი, გ.
ც–სი, ო. მ–მი და დ. დ–იი. მათ გადაწყვიტეს აღნიშნულის შესახებ პოლიციაში
განეცხადებინათ. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს სასამართლოში
მოწმედ დაკითხულმა მ. ჯ–სმა და ი. ჯ–იმა, რომლებმაც განაცხადეს, რომ 2020 წლის 26
მაისს, საღამოს საათებში, იმყოფებოდნენ ეზოში, რა დროსაც სასაფლაოს მხრიდან,
რომელიც მათი სახლიდან 100 მეტრითაა დაშორებული, შემოესმათ ხმამაღალი
ყვირილის, გინებისა და ჩხუბის ხმა, რის გამოც გავიდნენ ეზოდან და გაემართნენ იმ
ადგილისკენ, საიდანაც ხმაური ისმოდა. როდესაც მიუახლოვდნენ იმ ადგილს, სადაც
ხმაური და ჩხუბი იყო, დაინახეს წითელი ფერის ავტომანქანა, რომელიც უეცრად
დაიძრა და სწრაფად წავიდა. უფრო მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს და დაინახეს
მ. ჯ–იი, ასევე მ–ს მეგობარი, ს. ც–იი. სიბნელის გამო თავიდან გ. ჯ–სი ვერ შეამჩნიეს,
ხოლო შემდეგ ნახეს, რომ გ–ი კანკალებდა და ხმას ვერ იღებდა. შეკითხვაზე ,,რა
მოხდა“, გ. ჯ–სმა უპასუხა, რომ სცემეს, წაქცეული ჰყავდათ და ურტყამდნენ თავში.
კითხვაზე ,,რატომ არ გაიქცა?“ უპასუხა, რომ ვერ მოახერხა გაქცევა, ვინაიდან წრეში
ჰყავდათ და წაქცეულს ურტყამდნენ. გ. ა–სს ისე ჰქონდა ხელი მოხვეული, რომ
იგუდებოდა, ჩხუბში გონებაც კი დაკარგა. ასევე ეუბნებოდნენ ,,მოკალით, ეგ
სიკვდილის ღირსია“.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულ გ. ა–სის


ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 26 მაისს, საღამოს საათებში,
დაახლოებით 21:00 საათის შემდეგ, მეგობრებთან: ო. მ–მთან, გ. ც–სსა და დ. დ–ითან
ერთად სეირნობდა სოფ. ნ–ში, სოფლის მთავარ გზასთან არსებულ სასაფლაოს
18
მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შეამჩნია გ. ჯ–სი. მან გადაწყვიტა მისულიყო გ.
ჯ–სთან, რის გამოც სწრაფი ნაბიჯებით წავიდა, მეგობრები კი ჩამორჩნენ. გ. ჯ–სი
იმყოფებოდა სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, ამაღლებულ ადგილზე და არავინ ახლდა.
იგი მიუახლოვდა გ. ჯ–სს, რომელსაც მაშინვე სტაცა მკლავებში ხელი ისე, რომ
ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. ისინი ძიძგილაობდნენ (ჭიდაობდნენ)
დაახლოებით 10 წამის განმავლობაში, რა დროსაც გ. ჯ–სი დაეცა ძირს და მას გ. ა–სიც
ისე დაეცა ზემოდან, რომ ნახევარი ტანით გ. ჯ–სს აწვებოდა სხეულზე და სახეში
უყურებდა, ტანის ქვედა ნახევრით კი იჯდა მიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ
არის მოჭიდავე, გ. ჯ–სის წასაქცევად რაიმე ილეთი არ გამოუყენებია, მას და გ. ჯ–სს
მხოლოდ ერთმანეთის მკლავები ეჭირათ. ძიძგილაობისას გ. ჯ–სი მიწაზე ზურგით
დაეცა. ამ დროს გ. ა–სმაც ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და თავადაც ზემოდან დაეცა.
მაშინვე წამოდგნენ ისე, რომ მისი მეგობრები ძიძგილაობისა და წაქცევის პროცესს არ
შესწრებიან. მეგობრები მივიდნენ მხოლოდ მაშინ, როცა წაქცეულები ადგნენ ფეხზე.
წაქცევისას, მიუხედავად იმისა, რომ დაღმართის მხარეს წაიქცნენ, არ დაგორებულან,
ვინაიდან დაცემიდან მალევე წამოდგნენ. დაზარალებულის განმარტებით, არც
დაცემამდე და არც შემდეგ მას გ. ჯ–სისთვის არ დაურტყამს. ფეხზე წამოდგომისას კი
თავის მუცელზე შეამჩნია სისხლი და ჩავარდა პანიკაში. მას შემთხვევის დროს ეცვა ღია
ფერის მაისური და მიუხედავად ცუდი განათებისა, სისხლის ლაქა იყო ადვილი
შესამჩნევი. წამოდგომის შემდეგ გ. ჯ–სი სად იყო, არ იცის. მაისურზე სისხლის
შემჩნევის შემდეგ იყო პანიკაში და ერთადერთი, ვინც დაინახა, იყვნენ მისი მეგობრები,
რომლებიც მიდიოდნენ გზის მხრიდან. თვითონაც მათკენ გაემართა და სასაფლაოდან
გზაზე გასულებმა გააჩერეს სოფლის შემოსასვლელ გზაზე მიმავალი ავტომანქანა,
რომელსაც სთხოვეს საავადმყოფოში წაყვანა. იგი საავადმყოფოს მიმართულებით
მოძრაობისას კარგავდა გონებას, ამიტომ არ ახსოვს, საავადმყოფომდე როგორ
მივიდნენ. საავადმყოფოში ექიმებს უთხრა, რომ კიბეებზე ჩასვლისას წაიქცა დანაზე,
რომელიც ეჭირა ხელში. დანა იმიტომ ახსენა, რომ თავად ექიმებმა უთხრეს, რომ მისი
ჭრილობა დანით იყო მიყენებული. ძიძგილაობისას მას გ. ჯ–სის ხელში დანა არ
შეუმჩნევია და არ იცოდა, რომ ჭრილობა დანით ჰქონდა მიყენებული. ის ტანსაცმელი,
რომელიც ეცვა შემთხვევის დროს, ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა.
დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ის არის მოქმედი სპორტსმენი, მოჭიდავე, 9
წელია დაკავებულია ამ სპორტით და 2017 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი. იგი
პირველი თვითონ შეეხო გ. ჯ–სს და დაუწყო ძიძგილაობა. ძირს დაცემულები
იმყოფებოდნენ დაახლოებით ხუთი წამის განმავლობაში, თუმცა არ ახსოვს გ. ჯ–სის
ხელების განლაგება. მან არ იცოდა, მაისურზე როგორ აღმოჩნდა სისხლი და ის თუ რა
საგნით მიიღო ჭრილობა. გ. ა–სსა და გ. ჯ–სს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლის
ფაქტი ასევე დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა, დაზარალებულის
მეგობარმა გ. ც–სმა.

19
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ როგორც მ. ჯ–იის, მ. ა–ს, გ. ჯ–
სისა და გ. ა–სის ჩვენებებით დგინდება, გ. ჯ–სი, მ. ჯ–იი და მ. ა–იი იყვნენ კლასელები
და მე-9 კლასამდე სწავლობდნენ სოფელ ნ–ს სკოლაში, შემდეგ ჯ-მა სწავლა განაგრძეს
თ–ში, მ. ა–იი კი დარჩა სოფელ ნ–ში. აღნიშნულ პირთა ჩვენებებითა და
ფესბუკმიმოწერებით ასევე დგინდება, რომ 2020 წლის მაისში, მ. ა–იი გააერთიანეს
სოციალურ ქსელ „........ს“ ,,მესენჯერში“ შექმნილ ჯგუფში, სადაც ასევე
გაწევრიანებულები იყვნენ გ. ჯ–სი და მისი და, მ. ჯ–იი, რომლებიც 2020 წლის მაისში ნ–
ს სკოლის კლასელებმა დაპატიჟეს ბოლო ზარზე, რაც ძალიან გაუხარდათ. 2020 წლის 22
მაისს გ. ჯ–სმა ,,......ზე“ ნახა კლასელების ბოლო ზარის ფოტოები, რაც გაუკვირდა და
,,.....ში“ შექმნილ ჯგუფში ,,დაკა-დაუშვი“ იკითხა, რატომ არ უთხრეს ბოლო ზარის
შესახებ. მას ჯგუფში გამოეხმაურა მ. ა–იი და მისწერა ,,თქვენ არ იყავით საჭირო
ადამიანები და მაგიტომ არ დაგპატიჟეს“, ასევე, გააგდო ჩატიდან და მოიხსენია ,,გეი
ბიჭუნას“ სახელით. ამის შემდეგ მ. ჯ–იმა მ. ა–ის სთხოვა განემარტა, საერთო ჯგუფში
რატომ მოიხსენია გ–ი ამ სახელით. მ. ა–იმა მასაც მიაყენა შეურაცხყოფა და მუქარის
შემცველი სიტყვებით უთხრა, რომ გ–ის გააგებინებდნენ რას ნიშნავდა ,,გეი ბიჭუნას“
მნიშვნელობა.

5.9. მოწმე მ. ა–იმა განემარტა, რომ კლასელების ორგანიზებით დაიგეგმა პიკნიკი, სადაც
გ. ჯ–სი არ ყოფილა. ......ჯგუფში გ. ჯ–სი საუბრობდა პიკნიკის შესახებ და იყო
განაწყენებული იმის გამო, რომ არ დაპატიჟეს კლასელებმა და თვლიდა, რომ ამის
მიზეზი იყო მ. ა–იი, რომლის მისამართითაც იყენებდა უცენზურო სიტყვებს, რაც მას არ
მოეწონა და თვითონაც შეურაცხმყოფელი სიტყვები გაუგზავნა ,,ვოისის“ სახით.
აღნიშნული გახდა მათ შორის ურთიერთობის დაძაბვის საბაბი. თვითონ გ. ჯ–სს
კლასის პიკნიკზე ვერ დაპატიჟებდა, რადგან მასთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა. ეს
მიმოწერა შემთხვევით წაიკითხა მისმა ძმამ, გ. ა–სმა, რომელსაც არ მოეწონა გ. ჯ–სის
ქცევა და მათი ურთიერთობა დაიძაბა. მოწმის განმარტებით, გ. ჯ–სთან არასდროს
ჰქონდა კარგი ურთიერთობა და არ მოსწონდა, რომ მის მიმართ გ–ის ჰქონდა
გრძნობები. ამიტომ, ერთ-ერთი, ვისაც კლასის პიკნიკზე გ. ჯ–სის ყოფნა არ სურდა, იყო
თვითონ. ,,მესენჯერში“ შექმნილი ,,ჩატი“ იყო მისი კლასელების ნაწილის შექმნილი. გ.
ჯ–სი მასზე იყო განაწყენებული, ამიტომ დარწმუნებულია, რომ გ–იმ პირადად ის
მოიხსენია უცენზურო სიტყვებით. აღნიშნულის შემდეგ მან ტელეფონი მისცა ძმას,
რომელმაც წაიკითხა გ. ჯ–სის შეტყობინება. გ. ჯ–სის მხრიდან მის მიმართ უცენზურო
სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ,,ჩატში“ თვითონაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენია
იგი და უწოდა ,,გეი ბიჭუნა“, თან თქვა რომ ,,ანახებენ, რასაც ნიშნავს გეი ბიჭუნა“, რაც
არ წარმოადგენდა გ. ჯ–სის მიმართ სამომავლოდ აღსასრულებელ მუქარას, ეს მხოლოდ
განერვიულებულმა მისწერა.

20
5.10. მოწმე დ. მ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2020 წლის 26 მაისს შპს „........
სამედიცინო ცენტრში“ შევიდა პაციენტი გულმკერდის მარცხენა ნახევარში
მიყენებული ჭრილობით. ჩატარდა გამოკვლევა და საჭირო გახდა ქირურგიული ჩარევა.
გარდა ამ ჭრილობისა, გ. ა–სს მარცხენა ხელის თითზეც ჰქონდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი
ჭრილობა. ასევე, ნევროლოგმა დაადგინა თავის ტვინის შერყევაც. გ. ა–სს შემავალი
ჭრილობა მიყენებული ჰქონდა მარცხენა პლევრის ღრუში, ფილტვის დაზიანებით და
პლევრის ღრუში მცირედი სისხლის გამონაჟონით. სისხლჩაქცევა მოხდა სხეულის
შიგნით. ჭრილობა იყო მცირედ სისხლმდენი. თავიდან პაციენტს თავის ტვინის შერყევა
არ გამოკვეთია. მკურნალობის შემდეგ მას ჰქონდა ტვინის შერყევის სიმპტომები, ამის
გამო მან მოიწვია ნევროლოგი და კლინიკურად დადასტურდა თავის ტვინის შერყევა.
გ. ა–სმა კლინიკაში შესვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული ჭრილობა მიიღო კიბეზე
დაგორებისას, რა დროსაც ხელში ეჭირა დანა, რომელზეც დაეცა. მან მიიღო პაციენტი,
რომელიც იყო კონტაქტური, კითხვებზე პასუხობდა და ეშინოდა ქირურგიული
ჩარევის.

5.11. ექსპერტ ნ: ნ–ს ჩვენებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო


ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 2 დეკემბრის ბიოლოგიური (გენეტიკური,
სეროლოგიური) ექსპერტიზის №..... დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური და
გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა,
რომ პაკეტში წარწერით: ,,...დანა ...“ - მოთავსებულ დანის პირის წვერზე არსებული
მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის
სისხლს. ობ.N..-ის გენეტიკური პროფილი და დანის პირზე არსებული ბიომასალის
(ობ.N..) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ. ა–სს (ობ.N..; პაკეტი წარწერით ,,გ. ა–სის
სისხლი“.) ამავე დანის ტარზე (ობ.N..) გენეტიკური იდენტიფიკაციისთვის საკმარისი,
ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. პაკეტში
წარწერით: ,,გ. ა–სის ტანსაცმელი“ მოთავსებულ მაისურზე (ობ.N..) და შარვალზე
(ობ.N..) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები
წარმოადგენს ადამიანის სისხლს. პაკეტში მოთავსებულ მარცხენა ფეხსაცმელზე
არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N..) წარმოადგენს სისხლს. ობ.N...-ის გენეტიკური
პროფილი ეკუთვნის გ. ა–სს (ობ.N..). პაკეტში მოთავსებულ წინდაზე არსებული
მოყავისფრო ლაქა (ობ.N..) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ.N..-ში და პაკეტში მოთავსებულ
მარჯვენა ფეხსაცმელზე (ობ.N..) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი,
ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

5.12. ექსპერტ ე. კ–მისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო


ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 4 დეკემბრის ტრასოლოგიური
ექსპერტიზის №........ დასკვნით დგინდება, რომ გ. ა–სის წარმოდგენილი ტანსაცმლიდან
(მოკლესახელოებიანი მაისური; სპორტული შარვალი; ერთი წყვილი წინდა; ერთი
21
წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) მოკლესახელოებიან მაისურზე დასკვნის კვლევით
ნაწილში ლოკალიზებულ მიდამოში არსებული, ცალმხრივლესილი პირის მქონე
საგნის ზემოქმედების შედეგად, ჭრით მიყენებული დაზიანების განვითარების
შესაძლებლობა არ გამოირიცხება წარმოდგენილი დანით. სპორტულ შარვალზე, ერთ
წყვილ წინდასა და ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელზე დაზიანება არ აღინიშნება.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი დანა, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული
გარემოების გათვალისწინებით, წარმოადგენს ცივ იარაღს.

5.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული


ბიუროს 2020 წლის 14 აგვისტოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.......
დასკვნით დგინდება, რომ შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი,
საუნივერსიტეტო კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N....-ის
მონაცემებით, გ. ა–სს 26.05.20წ. აღენიშნებოდა ჭრილობები გულმკერდის მარცხენა
ნახევარში და მარცხენა მტევნის მიდამოში, ნევროლოგიურად დაუდგინდა თავის
ტვინის შერყევა. რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი კვლევებით და ოპერაციულად
დაუდგინდა: გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა შემავალი
მარცხენა პლევრის ღრუში, მარცხენამხრივი ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, მარცხენა
საჩვენებელი თითის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. თავის ტვინის შერყევა.
დაზიანებები ერთობლივად მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.
აღნიშნული დაზიანებებიდან ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი
ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით. გულმკერდის არეში არსებული, პლევრის
ღრუში შემავალი ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს,
მარცხენა მტევნის არეში არსებული ჭრილობა - მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის
მოუშლელად, თავის ტვინის შერყევა განვითარებული უნდა იყოს მკვრივი, ბლაგვი
საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ
თარიღს.

5.14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული


ბიუროს 2020 წლის 4 ივნისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №...... დასკვნით
დგინდება, რომ გარეგანი დათვალიერებით გ. ჯ–სს 27.05.2020წ. სხეულზე ფიზიკური
დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება.

5.15. დაცვის მხარის მიერ წარდგენილი, 2020 წლის 16 სექტემბრის სასამართლო-


სამედიცინო ექსპერტიზის R N... დასკვნითა და ექსპერტ მ. ნ–სის ჩვენებით ირკვევა,
რომ 2020 წლის 27 მაისს, 20:30 საათზე, რ–ს დროებითი მოთავსების იზოლატორში
შემოწმებისას, გ. ჯ–სს აღენიშნებოდა მომრგვალო ფორმის ნაჭდევი თავის მიდამოში,
22
თხემის არეში ზომით 0,5 სმ, დაფარული თხელი ფუფხით და ჰიპერემიული, ღია
მოწითალო ფერის (შეწითლებული) უბანი მარჯვენა ტერფის ზედა არეში, მომრგვალო
ზომით 1,0 სმ. 2020 წლის 27 მაისს, 23:30 საათზე, შსს დროებითი მოთავსების
იზოლატორში, გ. ჯ–სის განცხადებით, მან თავის არეში არსებული დაზიანება მიიღო
დაკავებამდე ერთი დღით ადრე, 2020 წლის 26 მაისს, სოფელ ნ–ში, სასაფლაოს
ტერიტორიაზე, უცხო პირებთან ჩხუბის დროს, თავში მუშტის ჩარტყმის შედეგად;
სიწითლე მარჯვენა ტერფის არეში, რომელიც მიღებული აქვს დაკავებამდე ერთი
დღით ადრე, 2020 წლის 26 მაისს, სოფელ ნ–ში, სასაფლაოს ტერიტორიაზე უცხო
პირებთან ჩხუბის დროს ფეხის დარტყმის შედეგად. დაზიანების მორფოლოგიური
სურათისა და დმი-ის ექიმის დაზიანების შესაბამისობის ხარისხის დასკვნის
გათვალისწინებით, დაზიანება გ. ჯ–სის თავის მიდამოში შესაძლებელია
წარმოქმნილიყო იმ დროსა და პირობებში, როგორც ამას მიუთითებს თავად გ. ჯ–სი,
კერძოდ, დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე 1 დღით ადრე 2020
წლის 26 მაისს, ამ მიდამოში მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად.
დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებით მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის
ხანმოკლე მოშლის გარეშე. 2020 წლის 27 მაისს, 20:30 საათზე, .....ს შსს დროებითი
მოთავსების იზოლატორში შემოწმებისას, გ. ჯ–სს ასევე აღენიშნებოდა ხანდაზმული
დაზიანება - ნაწიბური მარჯვენა მტევნის არეში, რომელიც არ უკავშირდება 2020 წლის
26 მაისის ტრავმას. შესამოწმებლის გადმოცემით, მიღებულია დაკავებამდე 10 დღით
ადრე, რასაც ადასტურებს კანის დონიდან ჩაწეული ნაწიბურის მორფოლოგიური
სურათი და ექიმის დასკვნა, შესაბამისობის ხარისხის განსაზღვრა. სიწითლეს მარჯვენა
ტერფის მიდამოში, ანუ კანის ჰიპერემიულ უბანს სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზა დაზიანებად ვერ განიხილავს და შესაბამისად, სასამართლო მედიკურ
შეფასებას ვერ ექვემდებარება.

5.16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის


არგუმენტაციას გ. ჯ–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე
მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ასევე არ იზიარებს
დაცვის მხარის არგუმენტაციას გ. ჯ–სის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ეთანხმება
გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმად, ბრალდების მხარის მიერ
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება პირის ბრალდების შესახებ
დადგენილებაში მითითებული გარემოებები, ასევე არ დასტურდება პირველი
ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. განსახილველ
შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება,
რომ, გ. ჯ–სმა ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობის მცდელობა ან ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება გაუფრთხილებლობით, არამედ მან დაზარალებულს აუცილებელი
მოგერიების ფარგლების გადაცილებით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს
ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი და რეალური, თუმცა
23
გასათვალისწინებელია უშუალოდ შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები.
მოცემულ შემთხვევაში გ–ი, ლ–ა, მ–მ, მ. და ი. ჯ–იების, ასევე ს. ც–იის ჩვენებებით
დადგინდა, რომ 2020 წლის 26 მაისს, შუადღის საათებში, გ. ა–სი და მისი მეგობრები
შეეცადნენ გ. ჯ–სზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას, კერძოდ, ბიძის წლისთავზე ჩასულ გ.
ჯ–სს ჯერ ე.წ. ,,ბირჟაზე“, მყოფმა გ. ა–სმა, გ. ც–სმა და ა. ც–იმა შეხედეს
არაკეთილმოსურნე თვალით, შუადღის საათებში კი, სასაფლაოდან სხვებთან
შედარებით ადრე წამოსულ გ. ჯ–სს, რომელიც ბიძაშვილ ლ. ჯ–სთან ერთად, მაღაზიაში
ხორცის ფულის გადახდის შემდეგ, მოპედით ბრუნდებოდა შინ, ვულკანიზაციასთან,
დ. დ–მა, გ. ც–სმა, გ. ა–სმა და ი. მ–მა გინებით გადაუჭრეს გზა. მან შეძლო ლ–სთან
ერთად მოპედით გაქცევა, თუმცა ხსენებული პირები დაედევნენ უკან და დახვდნენ
უბანში, სადაც კვლავ გადაუჭრეს გზა და ეუბნებოდნენ ,,გააჩერე, შენი დედა...“ ,,გააჩერე
დროზე, ბიჭო“. იგი კვლავ დაუსხლტა მათ და წავიდა ხევის მხარეს, შეუხვია მარჯვნივ,
სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიასთან და გუბეებში დიდი სისწრაფით გაიარა, რა
დროსაც მოპედის უკანა ნაწილი ჩავარდა ორმოში და გაჩერდა. მან მალევე შეაკეთა
სადენები და ისინი მოპედით მივიდნენ სახლში, სადაც მოგვიანებით ს. ც–ის, მ. ჯ–ის და
ი. ჯ–ის უამბეს მომხდარის შესახებ. ი. ჯ–იმა დაურეკა გ. ც–სის მამას, დ. ც–სს, რათა
გაერკვია, რატომ გამოეკიდნენ მისი შვილი და შვილის მეგობრები გ–ის, რაზეც დ. ც–სმა
ვითარების გარკვევის შემდეგ უთხრა, რომ კონფლიქტი ამოწურული იყო და არაფერზე
ენერვიულა. ამის შემდეგ გ. ჯ–სი მივიდა ონკანთან, გაისუფთავა ტალახით დასვრილი
ფეხსაცმელი და ტანსაცმელი და დაუბრუნდა საქმიანობას. მოწმე მ. ჯ–იის ჩვენებით
ასევე დადგინდა, რომ გ. ჯ–სი მაღაზიიდან სახლში დაბრუნებისას იყო აღელვებული
და ტანსაცმელი ტალახში ჰქონდა ამოსვრილი. კითხვაზე, რატომ ჰქონდა ტანსაცმელი
დასვრილი, გ–იმ უპასუხა, რომ გ. ა–სი, ო. მ–მი, გ. ც–სი და დ. დ–იი გამოეკიდნენ,
მაგრამ რა მიზეზით, არ იცის. ამ ფაქტს შეესწრო ი. ჯ–იიც.

5.17. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ როგორც მოწმეთა ჩვენებებით,


ასევე ექსპერტიზის დასკვნითა და ფეისბუკმიმოწერებით დადგენილია, რომ 2020 წლის
მაისში მ. ა–იი გააერთიანეს სოციალურ ქსელ „.......ის“ ,,მესენჯერში“ შექმნილ ჯგუფში,
სადაც ასევე გაწევრიანებულები იყვნენ გ. ჯ–სი და მისი და, მ. ჯ–იი, რომლებიც 2020
წლის მაისში, ნ-ს სკოლის კლასელებმა დაპატიჟეს ბოლო ზარზე. გ–იმ 22 მაისს ,,......ზე“
ნახა კლასელების ბოლო ზარის ფოტოები, რაც გაუკვირდა და ,,.......ში“ შექმნილ
ჯგუფში ,,დაკა-დაუშვი“ იკითხა, რატომ არ უთხრეს ბოლო ზარის შესახებ. ჯგუფში მას
გამოეხმაურა მ. ა–იი და მისწერა ,,თქვენ არ იყავით საჭირო ადამიანები და მაგიტომ არ
დაგპატიჟეს“, ასევე გააგდო ,,ჩატიდან“ და მოიხსენია ,,გეი ბიჭუნას“ სახელით. ამის
შემდეგ მ. ა–იმა მ. ჯ–ისაც მიაყენა შეურაცხყოფა და მუქარის შემცველი სიტყვებით
უთხრა, რომ გ–ის გააგებინებდნენ რას ნიშნავდა ,,გეი ბიჭუნას“ მნიშვნელობა. თავად
დაზარალებულის და, მ. ა–იი ადასტურებს, რომ მას გ. ჯ–სთან არ ჰქონდა კარგი
ურთიერთობა. ......ჯგუფში გ. ჯ–სის მიერ მ. ა–იის მისამართით ნახსენები უცენზურო
სიტყვები წაიკითხა გ. ა–სმა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოწმეთა ჩვენებებით
24
დადასტურდა, რომ გ. ჯ–სი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან სოფლის სასაფლაოზე
სპეციალურად წაიყვანეს ლ. დ–იის მანქანით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მას დახვდა გ–
ი ა–ი მეგობრებთან ერთად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გ. ჯ–სმა
დაზარალებულს დანით დაზიანებები მიაყენა იმ დროს როცა გ. ა–სი საფრთხეს
უქმნიდა მის ჯანმრთელობას, ეს ხელყოფა (საფრთხე) იყო იმწუთიერი,
მართლსაწინააღმდეგო და რეალური. გარდა ამისა, გ. ჯ–სს ფიზიკურად
დაუპირისპირდა მასზე ფიზიკურად ძლიერი, სპორტსმენი (მოჭიდავე, .......ს ჩემპიონი)
გ. ა–სი, რომელმაც სასაფლაოზე მიყვანილ გ. ჯ–სს ჯერ გაშლილი ხელი ჩაარტყა თავის
არეში, რის გამოც ამ უკანასკნელმა დაკარგა წონასწორობა, შემდეგ კი გ. ა–სმა მოჰკიდა
ხელი, წააქცია, დააჯდა მუცელზე, ერთი ხელით დაიკავა მისი ხელები, მეორე ხელს კი
გასაგუდად აფარებდა პირსა და ცხვირზე. აღნიშნული არც გ. ა–სმა უარყო და განმარტა,
რომ სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, ამაღლებულ ადგილზე მყოფ გ. ჯ–სს არავინ ახლდა.
მან გ. ჯ–სს მიახლოებისთანავე სტაცა მკლავებში ხელი ისე, რომ ერთმანეთისთვის
არაფერი უთქვამთ და დაახლოებით 10 წამი ძიძგილაობდნენ (ჭიდაობდნენ), რა
დროსაც გ. ჯ–სი დაეცა ძირს და მას თავადაც ზემოდან დაეცა ისე, რომ ნახევარი ტანით
გ. ჯ–სს აწვებოდა სხეულზე და სახეში უყურებდა, ხოლო ტანის ქვედა ნახევრით იჯდა
მიწაზე. ამ ძალადობის შედეგად გ. ჯ–სის სხეულზე მიყენებული დაზიანებების ფაქტი
დადგენილი და დადასტურებულია R N...... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის
დასკვნითა და საქართველოს შს სამინისტროს დროებითი მოთავსების
უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის იზოლატორში
მოსათავსებელი/მოთავსებული პირის სამედიცინო შემოწმების მასალებით, აგრეთვე -
მ. ჯ–იის, მ. ჯ–სის, ი. ჯ–იის, ს. ც–იის, ლ. ჯ–სის ჩვენებებით, რომლებმაც შემთხვევიდან
ძალიან მოკლე დროში, შემთხვევის ადგილზე ნახეს გ. ჯ–სი, რომელიც იყო ნაცემი,
შეშინებული, კანკალებდა, იტკიებდა თავს, უჭირდა საუბარი და ამბობდა, რომ სცემეს.
ამდენად, დადასტურებულია, რომ დაზარალებულთან ფიზიკური დაპირისპირების
დროს რეალური საფრთხე შეექმნა გ. ჯ–სის ჯანმრთელობას. მისი ხელყოფა არ ყოფილა
უმნიშვნელო სამართლებრივი ზიანის გამომწვევი, რის გამოც მას წარმოეშვა
აუცილებელი მოგერიების უფლება. ასეთ მდგომარეობაში სხვისი ჯანმრთელობის
დაზიანება ვერ იქნება განხილული, როგორც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ან
განზრახ მკვლელობის მცდელობა. მითუფრო, რომ საქმეში განთავსებულია სისხლის
სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დადგენილება, რომლითაც დგინდება, რომ
სისხლის სამართლის №.......... საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის
სამართლის საქმე გ. ჯ–სის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე,
დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე
მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. დადგენილებაში მითითებულია, რომ საქმეზე
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა,, რომ ბრალდებულ გ. ჯ–სს გ. ა–სმა და მისმა
მეგობრებმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ
ფაქტს, რომ გ–ი ჯ–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

25
5.18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ. ჯ–
სი მოქმედებდა განზრახ მკვლელობის მიზნით, ვინაიდან მას უბნის ბიჭებთან ჰქონდა
კონფლიქტი და ამის გამო მან სპეციალურად ჩაიდო დანა ჯიბეში, რომლის სიდიდეც
ბრალდების მხარის მოსაზრებით, წარმოუდგენელს ხდის ჯიბეში მის შემთხვევით
ჩარჩენას. საკასაციო პალატის 2021 წლის 29 მარტის N378აპ-19 გადაწყვეტილებაში
მითითებულია, რომ ,,მსჯავრდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების
ფარგლების გადაცილებით, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის
დაზიანებები მიაყენა დაზარალებულებს. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა ფაქტის
შემსწრე მოწმეებისა და მსჯავრდებულის დაკითხვის ოქმები, ასევე – ექსპერტიზის
დასკვნების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მსჯავრდებულისა და
დაზარალებულების ქცევა, როგორც უშუალოდ ჯანმრთელობის დაზიანებამდე, ისე -
მის შემდეგ. საყურადღებოა, რომ პირველი დარტყმა მუშტით სახის არეში
ბრალდებულს მიაყენა დაზარალებულმა ლ. მ-ემ, რის შემდეგაც კონფლიქტი
გადაიზარდა ორმხრივ დაპირისპირებაში, რომლის დროსაც ორივე დაზარალებული
ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა ვ. ჯ-ეს. აღნიშნული ფაქტი კი მათ ფიზიკურ
უპირატესობაზე მიუთითებს, თუმცა მსჯავრდებულის ქმედებაში იკვეთება
აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება, ვინაიდან, მართალია, მას შეექმნა
აგრესიისაგან თავის დაცვისა და მოგერიების ვითარება, მაგრამ მასზე თავდასხმა არ
იყო მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის იმდენად საშიში, რომ მას
დაზარალებულებისათვის მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით მიეყენებინა
დაზიანებები“. მოცემულ შემთხვევაშიც გ. ჯ–სი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების
მდგომარეობაში, თუმცა მის ქმედებაში იკვეთება აუცილებელი მოგერიების ფარგლების
გადაცილება, ვინაიდან, მართალია, მას შეექმნა გ. ა–სის მხრიდან აგრესიისაგან თავის
დაცვისა და მოგერიების წინაპირობა, თუმცა თავდაცვა შესაძლებელი იყო
დაზარალებულისათვის შედარებით მცირე დაზიანებების მიყენებით. ამასთან,
გასათვალისწინებელია დაზარალებულის ფიზიკური მონაცემებიც, თუმცა,
მიუხედავად ამისა, გ. ა–სის მხრიდან მხოლოდ ხელებით ძალადობა და თუნდაც პირსა
და ცხვირზე ხელის დაფარება, ვერ გაამართლებს გ. ჯ–სის ქმედებას -
თავდამსხმელისთვის დანის გამოყენებით ორი ჭრილობის მიყენებას, რომელთაგან
ერთი მიეკუთვნება სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს. ვინაიდან
გამოკვეთილია თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან თავდაცვის აშკარა
შეუსაბამობა, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ჯ–სის ქმედება სცილდება
აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. გ. ა–სის მხრიდან გ. ჯ–სზე თავდასხმა იყო
რეალურად საშიში, იმწუთიერი და მართლსაწინააღმდეგო. შესაბამისად, გ. ჯ–სს
ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, მაგრამ მის მიერ გამოყენებული საშუალება
იყო მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან შეუსაბამო. მოცემულ
შემთხვევაში გ. ჯ–სის მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებული მოქმედება -
დაზარალებულისათვის დანით ორი ჭრილობის მიყენება, მათ შორის, გულმკერდის
მიდამოში - წარმოადგენს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას აუცილებელი მოგერიების

26
ფარგლების გადაცილებით, რის გამოც, მისი ქმედება თბილისის სააპელაციო
სასამართლოს მიერ სწორად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 122-ე მუხლზე.

5.19. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ
მოწმეთა მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები ერთმანეთის ასლია, რის გამოც ისინი
არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, ამასთან, დაირღვა მოწმეთა გამოკითხვის წესი.
მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი,
რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად
საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის
დადების შემდეგ. ამავე მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად კი, მოწმის ჩვენება არის
მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის
გარემოებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ
უდევს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები. ეს მოწმეები დაიკითხნენ სასამართლო
სხდომაზე და მათ უშაულოდ მოსამართლეს მიაწოდეს ინფორმაცია საქმის
ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ამასთან, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების
მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მოწმეებისთვის დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ
პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. კასატორები თავისი
პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 ივნისის N1/6258-14 განაჩენზე,
რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განაჩენითა და
უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 10 თებერვლის N544აპ-16 განჩინებით დარჩა
ძალაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ გადაწყვეტილებებში
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის
სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული
არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

5.20. რაც შეეხება დაცვის მხარის არგუმენტს, რომ გ. ჯ–სის დაკავების დრო
მითითებულია დაგვიანებით, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან რაიმე მტკიცებულება,
რაც დაადასტურებდა, რომ გ. ჯ–სს მითითებულ დრომდე თავისუფლება ჰქონდა
შეზღუდული, წარმოდგენილი არ არის. ის ფაქტი, რომ იგი მონაწილეობდა
საგამოძიებო მოქმედებებში - უცილობლად არ ნიშნავს, რომ გ. ჯ–სი იყო დაკავებული.
მითუფრო, როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, გ. ჯ–სი ნებაყოფლობით
გამოცხადდა პოლიციაში და ითანამშრომლა გამოძიებასთან.

27
5.21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების
უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების
გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა
ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული
გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR,
20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ
განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც
ეთანხმება.

5.22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს


ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის
დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება
დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.
12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.23. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო


კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრების
დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ
წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების
შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დაადგინა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის -


ზურაბ კოჭლამაზაშვილის, ასევე მსჯავრდებულ გ. ჯ–სის ინტერესების დამცველი
ადვოკატების - ლ. დ–სა და ო. ს–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

28
თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე

29

You might also like