Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

აბთა დაპყრობები

    632 წლიდან, სახალიფოს შემნის შემდეგ, არაბთა სახელმწიფომ გაფართოება დაიწყო. აბუ-ბექრის
მმართველობის პერიოდში თითქმის ყველა არაბული ტომი გაერთიანდა. ისლამი არაბების დროშად
იქცა. არაბებს მიერ წარმოებულ დაპყრობებს ეწოდა ურწმუნოთა წინააღმდეგ “წმინდა ომი” ანუ
“ჯიჰადი”.
    ომარისა და ოსმანის დროს სახალიფოს საზღვრები მნიშვნელოვნად გაიზარდა. არაბებმა პირველ
რიგში სასანიდური ირანისა და ბიზანტიის ტერიტორიების დაპყრობა დაიწყეს. ამ დროს ირანიცა და
ბიზანტიაც დასუსტებული იყო ერთმანეთთან ბრძოლით, რაც ხელს უწყობდა არაბთა წარმატებებს.
    ომარის მმართველობის დროს არაბებმა დაიპყრეს მესოპოტამია, რომელიც მაშინ ირანის
მფლობელობაში იყო; აიღეს ირანის დედაქალაქი ქტეზიფონი. არაბებმა ამავე დროს ბიზანტიას
წაართვეს სირია, პალესტინა და ევვიპტე. ხალიფა ომარმა ხანგრძლივი ალყის შემდეგ აიღო
იუდეველთა და ქრისტიანთა წმინდა ქალაქი იერუსალიმი. მან 10 დღე დაჰყო ქალაქში და ბრძანება
გასცა, რომ სოლომონის ტაძრის ადგილზე აეგოთ მეჩეთი. ეს მეჩეთი დღემდე მუსლიმთა ერთ-ერთ
მთავარ სიწმინდედ ითვლება, აქვეა დაკრძალული ხალიფა ომარიც.
   ხალიფა ოსმანმა კიდევ უფრო გააფართოვა სახალიფოს საზღვრები. მის დროს არაბებმა დაიკავეს
ირანის დარჩენილი ტერიტორიაც, კავკასია და ჩრდილოეთ აფრიკაში კართაგენამდე მიაღწიეს.
ირანში სპარსელებმა სწრაფად დაივიწყეს დრომოჭმული ზოროასტრული რელიგია და ისლამი
აღიარეს, ე.ი. მოხდა ირანის ისლამიზაცია და არა ასიმილაცია.
   სახალიფოში დაწყებულმა შიდა არეულობამ ხალიფა ალის დროს შეაფერხა არაბთა წინსვლა, თუმცა
ხალიფა მუავიას დროს, დაიპყრეს ჩრდილოეთ აფრიკა. აქ ბერბერების დამარცხების შემდეგ არაბები
აირივნენ მათში და შემდეგში ისინი უკვე მავრებად მოიხსენებიან. მავრები ე.ი. არაბები და
ბერბერები 711 წელს აფრიკიდან ევროპაში გადავიდნენ. სრუტეს, რომელიც მათ გადალახეს,
მავრების ჯარების მეთაურის ალ-ტარიკის სახელის მიხედვით მოგვიანებით გიბრალტარის სრუტე
ეწოდა. არაბებმა 20 წლის განამვლობაში თითქმის მთლიანად დაიპყრეს ესპანეთში მდებარე
ვესტგოთების სამეფო. ესპანეთიდან არაბები ფრანკებს დაესხნენ თავს, მაგრამ 732 წელს პუატიესთან
ბრძოლაში ფრანკებმა, კარლოს მარტელის მეთაურობით, დაამარცხეს და უკუაგდეს ისინი.
   აფრიკასა და ესპანეთში დაპყრობით ბრძოლებთან ერთად არაბები იბრძოდნენ ასევე
ბიზანტიელების წინააღმდეგაც. მათ რამდენჯერმე სცადეს კონსტანტინოპოლის აღება, მაგრამ
ბიზანტიელებმა დაამარცხეს ისინი ამ დროისათვის ახლად გამოგონილი იარაღის, ე.წ. “ბერძნული
ცეცხლის” საშუალებით. “ბერძნული ცეცხლი” იყო ცეცხლიანი ჭურვი, რომელიც გამოიყენებოდა შორს
სატყორცნელად როგორც ხმელეთზე, ასევე საზღვაო ბრძოლებში. მიუხედავად ამისა არაბებმა
ბიზანტიას მაინც მოგლიჯეს მცირე აზიის აღმოსავლეთი ნაწილი.
   ასე, რომ უკვე VIII საუკუნის დასაწყისში სახალიფო გადაჭიმული იყო: აღმოსავლეთით _ ინდოეთსა
და ჩინეთამდე, დასავლეთით _ ატლანტის ოკეანის სანაპიროებამდე, სამხრეთით _ აფრიკის
შავკანიანი მოსახლეობის ბინადრობის ადგილებამდე, ჩრდილოეთით _ ევროპაში პირინეის ქედამდე.
    სახალიფოს ტერიტორიების ასეთი ზრდა და შესაბამისად, ისლამის გავრცელება გაადვილა
შემდეგმა მიზეზებმა:
1. დაპყრობილი ხალხების განწყობამ _ მათ მიმართ არაბები ნაკლებად მომთხოვნი იყვნენ, ვიდრე
სპარსელები და ბიზანტიელები, გამოსწორდა ებრაელთა მდგომარეობაც; ამიტომ დაპყრობილი
ხალხებისათვის არაბების ბატონობა უფრო მისაღები აღმოჩნდა. თუმცა უწესებდნენ გარკვეულ
შეზღუდვებსაც, მაგალითად: ტანსაცმელზე განსხვავებული ნიშანი უნდა ეტარებინათ, რელიგიური
დღესასწაულები საჯაროდ არ უნდა აღენიშნათ და სხვა. სამაგიეროდ მუსლიმანური ხელისუფლება
დაპყრობილ ხალხებს სიცოცხლისა და ქონების დაცვას ჰპირდებოდა.
2. დაბალმა არაბულმა გადასახადებმა _ რომელიც ბიზანტიურ და სპარსულ გადასახადებზე უფრო
დაბალი იყო, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ისლამს აღიარებდა. ხოლო, ისინი ვინც ისლამს არ
მიიღებდნენ, კერძოდ ქრისტიანები და ებრაელები, ვალდებულნი იყვნენ გადაეხადათ სპეციალური
გადასახადი _ ჯიზია; 
3. სახალიფოში არსებულმა ტოლერანტულმა რელიგიურმა პოლიტიკამ _ ე.ი. მოსახლეობას
სპეციალური გადასახადების პირობით, უფლება ეძლეოდათ შეენარჩუნებინა რწმენა.
მუსლიმთათვის მსოფლიო სამ ნაწილად იყოფოდა:
1. ისლამის ტერიტორია _ ე.ი. ის ტერიტორია, სადაც ისლამი იყო გავრცელებული;
2. ომის ტერიტორია _ ე.ი. ის ტერიტორია, რომლის დამორჩილებაც აუცილებელი იყო და რომელიც
ბრძოლის ველს წარმოადგენდა;
3. ზავის ტერიტორია _ ანუ ის ქვეყანა თუ ქალაქი, რომელიც არაბებს უომრად დამორჩილდებოდა და
ზავის სანაცვლოდ გარკვეული სახის ხარკის გადახადას კისრულობდა.

\საქართველოს დაპყრობა არაბთა მიერ. 

ჰაბიბ იბნ მასლამა და “დაცვის სიგელი”

   სამხრეთ კავკასიაში არაბთა პირველი მარბიელი რაზმები 640-იან წლებში გამოჩდნენ.ისინი


შევიდნენ სომხეთში და მისი დედაქალაქი დვინი დაიკავეს. არაბებმა განიზრახეს ქართლის
დამორჩილებაც. მათ ელჩი გამოგზავნეს ქართლში და მოსახლეობას შესთავაზეს ან დამორჩილება
ანდა აყრა და სხვა ქვეყნებში გადასახლება. ქართველებმა მორჩილებაზე უარი განაცხადეს. მაშინ
არაბებმა გალაშქრება გადაწყვიტეს, მაგრამ ამას ბუნებრივმა პირობებმა შეუშალეს ხელი. ზამთარი
იდგა. მოვიდა დიდი თოვლი, რასაც ზედ სასტიკი ყინვები დაერთო. არაბებმა ლაშქრობა შეწყვიტეს
და უკან გაბრუნდნენ. არაბთა ეს პირველი გამოჩენა კავკასიაში მიზნად არ ისახავდა ამ ქვეყნების
დაპყრობას. ეს იყო ჩვეულებრივი მარბიელი თავდასხმა, რომლის დროსაც არაბებმა მომავალი
მოწინააღმდეგეები დაზვერეს.
   654 წელს არაბებმა ხომხეთში დაამარცხეს ბიზანტიელები, რომელთა სარდალმა ქართლს შეაფარა
თავი. არაბთა ლაშქარი კი ჰაბიბ იბნ მასლამას მეთაურობით ქართლს მოადგა.
   ამ დროისათვის ქარლის ერისმთავარი იყო სტეფანოზ II, რომელსაც არაბები ბატრიკს უწოდებდნენ,
რადგან ის პატრიკიოსის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა. სტეფანოზ II-ემ რეალურად შეაფასა
არსებული ვითარება და მნიშვნელოვანი დიპლომატიური სვლა გააკეთა: ბიზანტია დამარცხებული
იყო და მისი აღმოსავლეთის პროვინციები არაბებს უკვე დაპყროილი ჰქონდათ, სომხეთშიც ისინი
ბატონობდნენ, საქართველო კი მარტო იყო დარჩენილი ძლიერი მტრის წინააღმდეგ. ასე რომ
ქართლის ბრძოლას აზრი არ ჰქონდა. ქართველები ვერ მოახერხებდნენ არაბების შეჩერებას,
ბრძოლის წაგების შემთხვევაში კი შედეგები შეიძლება ძალიან მძიმე ყოფილიყო. თავის მხრივ
არაბებიც არ იყვნენ წინააღმდეგნი თუ ქართლი ნებით დაემორჩილებოდა მათ. არაბებს უზარმაზარ
ტერიტორიაზე თავისი ბატონობის განმტკიცება ესაჭიროებოდათ, დაპირისპირება იყო თვით
არაბებშიც. ისიც გასათვალისწინებელია, რომ საქარველო არაბებისათვის ძალზე დაშორებული
ყველზე უფრო ჩრდილოეთით მდებარე ქვეყანა იყო.
   ერისმთავარმა ჰაბიბ იბნ მასლამას ელჩის ხელით საჩუქრები გაუგზავნა და ზავი და მშვიდობა
შესთავაზა. ჰაბიბ იბნ მასლამა ქართლის ერისმთავრის წინადადებით ფრიდ კმაყოფილი დარჩა,
მორთმეული საჩუქრები მომავალი წლის ხარკში ჩაუთვალა, ერისმთავრის ელჩს თავისი ელჩი
გაატანა, თვითონაც მოვიდა თბილისში და ქართლს, როგორც ნებით დამორჩილებულ ქვეყანას “
დაცვის სიგელი” მისცა, რომლის თანახმადაც:
1. ქართლის მოსახლეობას დაეკისრა ფულადი გადასახადი “ჯიზია” _ თითო დინარი კომლზე.
ქართველებს ეკრძალებოდათ კომლების გაერთიანება ჯიზიას შემცირების მიზნით, ხოლო არაბებს _
კომლების დაყოფა, ჯიზიას გაზრდის მიზნით;
2. ქართველებს დაეკისრათ სამხედრო ბეგარა _ ქართველები ვალდებულნი იყვნენ დახმარებოდნენ
არაბებს, ჩამორჩენილი მუსლიმი მიეყვანათ არაბთა უახლოეს რაზმამდე;
3. ქართველთაგან თუ ვინმე ისლამს მიიღებდა, თავისუფლდებოდა ჯიზიასაგან და სარგებლობდა
მუსლიმანთა თანასწორი უფლებებით, ხოლო ხელახლა გაქრისტიანების შემთხვევაში _ ისჯებოდა;
4. არაბები ვალდებულებას კისრულობდნენ, დაეცვათ ქართლი მომხვდურებისაგან, ასევე დაეცვათ
ქართლის მოსახლეობის უშიშროება, ჰპირდებოდნენ სარწმუნოების ხელშეუხებლობას. ე.ი. არაბები
ვალდებულებას იღებდნენ დახმარებოდნენ ქართველებს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში, ხოლო თუ
არაბთა არყოფნის დროს ქართველები ვინმეს დაემორჩილებოდნენ, ეს მათ დანაშაულად არ
ჩაეთვლებოდათ;
5. თუ ქართველები ამ პირობებს არ შეასრულებდნენ, არაბები მათ ომს გამოუცხადებდნენ ალაჰისა და
მისი მოციქულის სახელით;
   როგორც ვხედავთ ამ დოკუმენტით არის განსაზღვრული დამპყრობელ-დააპყრობილთა უფლებები
და ურთიერთვალდებულებები, მაგრამ ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჰაბიბ იბნ მასლამამ ქართლში
შემოსვლის შემდეგ საკმარისად არ ჩათვალა ხელშეკრულების დადება მხოლოდ ქართლის
ერისმთავართან, მან ასევე შესაბამისი ხელშეკრულებები გააფორმა ქართლის ცალკეული ნაწილების
მფლობელ მთავრებთან, რაც იმას მოწმობს, რომ ეს მთავრები თავს საკმაოდ დამოუკიდებლად
გრძნობდნენ.
   ქართველები უცხოელთა ბატონობას მაინც არ ეგუებოდნენ და როგორც კი ხელსაყრელი ვითარება
შეიქმნა, კერძოდ სახალიფოში როცა დაიწყო შინაომები, რომელიც როგორც ვიცით გაგრძელდა 661
წლამდე, აღარ შეასრულეს “დაცვის სიგელით” გათვალისწინებული ვალდებულებები. ქართლში
რთული ვითარება შეიქმნა. VII საუკუნის 60-იან წლებიდან ქართლში სამი ძალა დაუპირისპირდა
ერთმანეთს: სახალიფო, ბიზანტია და ხაზარები. ბიზანტიას და არაბებს ხარკის გადახდა და
კავკასიონის საუღელტეხილო გზების დაუფლება აინტერესებდათ, ხოლო ხაზარები თავს იცავდნენ
არაბებისაგან და დროდადრო თვითონაც ესხმოდნენ თავს ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით. ასე,
რომ ქართველ მოსახლეობას “სამი მხრიდან” უხდებოდათ ხმლის ქნევა, რაც მათ მძიმე
მდგომარეობაში აგდებდა.
   კავკასიაში გავლენის მოპოვებისათვის ბრძოლის სასწორი მალე არაბების მხარეს გადაიხარა. VII
საუკუნის 80-იანი წლებიდან დაიწყო არაბთა გამუდმებული თავდასხმები “დაცვის სიგელის”
პირობების შესრულების მოთხოვნით. არაბები დასავლეთ საქართველოშიც გადავიდნენ. ბიზანტიის
მმართველობით შეწუხებულმა ეგრისის მმართველმა, სერგი ბარნუკის ძემ ძველ ხერხს მიმართა _
ბიზანტიელთა წინააღმდეგ მეორე ძალის გამოყენება სცადა, 697 წელს აუჯანყდა ბიზანტიელებს და
ეგრისი არაბებს გადასცა. VIII საუკუნის დასაწყისისათვის არაბებს შავი ზღვისპირა ზოლის გარდა
თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო ეკავათ. ციხე-გოჯში, ასევე კოდორის ხეობის ციხეებში
არაბთა სამხედრო გარნიზონები იდგა. 702 წლისათვის ხალიფამ მთელი ამიერკავკასია დაიმორჩილა
და შექმნა სახალიფოს პროვინცია _ “არმენია”, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა ქართლი,
რომელსაც არაბულად ეწოდებოდა _ ჯურზანი. 
   ბიზანტია არ თმობდა პოზიციებს. ლაზიკის საზღვაო სანაპირო VIII საუკუნის დასაწყისში
ბიზანტია-სახალიფოს სამხედრო დაპირისპირების არეალად იქცა. VIII საუკუნის 30-იან წლებში
ბიზანტიამ ეგრისი დაიბრუნა. იმპერატორმა ქართლის ერისმთავარს უბოძა “ლაზთა

კითხვები:
 რა არის მიმართვა?
 რა დანიშნულება აქვს მიმართვას?
 რა მახასიათებლები აქვს მიმართვას?
 რატომ გამოდიან მიმართვით?
 გიმუშავიათ თუ არა აქამდე მიმართვაზე?
 როგორ ჩამოვაყალიბო ეფექტური მიმართვა?
 რა ნაბიჯები უნდა გადავდგა მიმართვის ჩამოსაყალიბებლად?(იდეიის გამოკვეთა, არგუმენტირება)
 როგორ იმოქმედებს საზოგადოებაზე მიმართვა და რა შესაძლო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

–––––––––––––––––––––––––––––––––

 რამ განაპირობა არაბთა სიძლიერე?


 რა შედეგები მოჰყვა არაბთა დაპყრობებებს ამიერკავკასიაში?
 რა რელიგიის მიმდევრები იყვნენ არაბები?
 რა პრინციპით იქმნებოდა სახელმწიფო და რელიგია ერთდროულად?
 რა როლს ასრულებდა არაბებისთვის რელიგია სახელმწიფოს სიძლიერის საქმეში?
 როგორ ავსახო მიმართვაში არაბთა დაპყრობების მიზეზები და შედეგები.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 რატომ იყო არაბებისთვის ამიერკავკასია სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორია?


 რა ერქვა ხელშეკრულებას, რომელიც არაბებმა გაუფორმეს საქართველოს?
 ხელშეკრულების რა პირობებს დათანხმდნენ არაბები საქართველოში?
 რატომ გამკაცრდა მომდევნო წლებში არაბების ხარკი და დამოკიდებულება ქართველების
მიმართ?
 როგორ ავსახო მიმართვაში არაბთა გამკაცრების მიზეზები ამიერკავკასიაში და ამას მოყოლილი
შედეგები.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 რა იყო არაბთა დასუსტების მიზეზი?


 მოახდინეს თუ არა გავლენა არაბებმა შუა საუკუნეების ისტორიაზე?
 რა რელიგიური კვალი დატოვა არაბთა დაპყრობებმა დაპყრობილ ქვეყნებში?
 როგორ ავსახო მიმართვაში არაბების დატოვებული რელიგიური და პოლიტიკური კვალი
დაპყრობილ ქვეყნებზე?
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

You might also like