Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ხელოვნება, სანამ ამ დრომდე მოაღწევდა, განვითარების უამრავი სტადია განვლო.

მისი
დასაბამი, ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე ათასწლეულების წინ, საფრანგეთში, ლასკოს
გამოქვაბულში აღმოჩენილი ნახაზებიდან იწყება. მან მრავალი ათასწლეული, ჯამთა სიავე და
დროთა ქარტეხილი გადაიარა თანამედროვეობამდე მოსაღწევად. გაიარა განვითარების
ეტაპები. იცვლებოდა დროთა განმავლობაში, იხვეწებოდა, იცვლიდა იერსახეს და დღესაც
განიცდის ცვლილებას. 
ყოველ ეპოქაში განსხვავებული ხელოვნების მიმდინარეობა და სტილი შეინიშნებოდა. 21-ე
საუკუნის ხელოვნებაც არ ჩამოუვარდება სხვა საუკუნეების ხელოვნებას და გამოირჩევა თავისი
განსხვავებულობითა და ორიგინალურობით.
თანამედროვე ხელოვნება.ეს არ არის ის ხელოვნება,რომელიც მარწუხებშია
მოქცეული და ხელოვანსაც ოთხ კედელში ამწყვდევს.პირიქით გვეუბნება,რომ
შევქმნათ ხელოვნების ნიმუშები ყოველგვარი შიშის გარეშე რომ ვიღაც
გაგვაკრიტიკებს.ჩვენს ნამუშევარში გადმოვცეთ ის რასაც ვგრძნობთ დამხოლოდ
საღებავებით და ფუნჯით კი არ შემოვიფარგლოთ არამედ გამოვიყენოთ
ყველანაირი მასალა გინდაც არატრადიციული და შევქმნათ შედევრი.
ჩემი აზრით,თანამედროვე ხელოვნება ეს დიდი მიღწევაა
კაცობრიობისთვის,რადგან ხელოვნება აღარ გვბოჭავს და გვაძლევს საშუალებას
მთლიანად გადმოვცეთ ჩვენი ემოციები,მთლიანად ჩავაქსოვოთ ჩვენი გრძონები
და მნიშვნელობა არ აქვს რა მასალას გამოვიყენებთ.
ძალიან მიხარია რომ მაქვს საშუალება ჩავერთო ამ გამოწვევაში და შევქმნა
ნამუშევარი,რომელიც მთლიანად ჩემი გულით და სურვილით იქნება
შექმნილი.არანაირი მითითებები და ტრადიციული მასალები.თანამედროვე
ხელოვნების ნამუშევარს უცხო თვალიც რომ დააკვირდეს ადვილად
მიხვდება,რომ ეს არ არის ის ხელოვნება,რომელსაც ვხედავთ თუნდაც ვან გოგის
ნამუშევრებში,ეს სხვა ხელოვნებაა,განვითარების სხვა საფეხურია
.ჩემი აზროთ,ხელოვნების თავისუფლება ისეთივე მნიშვნელოვანია,როგორც
პიროვნების თავისუფლება

You might also like