ფოლკ. ბილ.მე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ბილ.

1-ამირანის ამბავს მთელ საქართველოში იცნობენ.იგი დადასტურებულია საქართველოს თითქმის


ყველა ისტორიულ მხარეში(ქართლი,კახეთი,ფშავ-ხევსურეთი,სვანეთი,რაჭა,
ლეჩხუმი,იმერეთი,მესხეთი,ჯავახეთი).ამირანიანის ფოლკლორული ჩანაწერების მონოგრაფიულო
გამოცემა პროფესორ მიხეილ ჩიქოვანს ეკუთვნის,სადაც თავმოყრილია იმხნად ხელმისაწვდომი
ტექსტები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან. რათქმაუნდა, ,,ამირანიანსაც" ახასიათებს
ფოლკლორული ტექსტები სსპეციფიკა,ვარიანტულობა, მართალია ძირითადი სიუჟეტური ხაზი
თითქმის ყველა ვარიანტში ერთნაირია,მაგრამ ცალკეულ პასაჟებს შორის ბევრი განსხვავება
შეინიშნება. მაგალითად,ამირანის,როგორც ეპიკურიგმირის, შობა ყველგან სასწაულებრივია, მაგრამ ეს
სასწაულებრივი დაბადება ვარიანტებში სხვადასხვა ხარისხითაა აქტუალიზებული.მისი შესუსტებული
ვარიანტიი იქნება ამირანის შობა ხანდაზმული მშობლებისაგან(მაგალითად გურულ
ვარიანტში).მთავარი ისაა,რომ გმირის მშობლები უცნობნი უნდა დარჩნენ იმ
საზოგადოებისთვის,სადაც ის იმყოფება. არც დედა,არც მამაცოცხალი არ რჩება. მამა თუ
არკვდება,უჩინარდება. მზეთუნახავი დედა,როგრც წესი კვდება ბავშვის დაბადებამდე. ბავშვი უნდა
ამოიღონ დედის საშოდან და მონაცვლეობით უნდა გამოიშუშოს ჯერბატკნის, მერე ბოჩოლას
ფაშვში(კახური ვარიანტით),ან დეკეულის და მერე კუროს ფაშვში(სვანური),ან ახლადმოკლული ირმის
ნედლ ტყავში(გურული). ამირანის მამა უფროხშირად მონადირეა,რომელიცმის დედას სადღაც მიუვალ
ტყეში ან გამოქვაბულში ხვდება. ზოგიერთ ვარიანტში მამა იღუპება ამ შეუღლების შედეგად. ამირანის
ობლობა მისი ისტორიის სტრუქტურული ელემენტია,რომელიც ეპოსის დასასრულს ტრაგიკულად
მეორდება მარტოობით. სვანური ვარიანტის მიხედვით ამირანი დალი მანგურის ვაჟია, დალის ძე
მონადირისაგან ჩაესახა, თუმცა ვაჟსა არ დასცალდა დედის მუცელში ყოფნა, ამიტომ ქალმა დაიბარა
დეკეულისა და კუროს ფაშვშვი გამოეშუშებინათ ბავშვი. ფშავური ვარიანტის მიხედვით ამირანი
სულკალმახისა და დარეჯანის უმცროსი ვაჟია. იგი დედას სიბერეში
ეყოლადაგანსაკუთრებითუყვარდა,ამიტომ ხშირად დარეჯანის საკუთარ ძესაც უწოდებდნენ. ქართლში
ჩაწერილი ტექსტის მიხედვით, სამი ძმიდან(სულკალმახი,ბადრი,უსიპი) ერთ-ერთი, უსიპი, სანადიროდ
წავიდა მთიან ადგილას კოშკი ნახა,სადაც მზეთუნახავი ცხოვრობდა. უსიპმა ქალთან სამი დღედაღამე
დაჰყო, ალმასის ბეჭედი დაუტოვა, სამი დღის შემდეგ მოვკვდები,თუ ქალი გეყოლოს მას ჰქონდეს,თუ
ვაჟი თავს დაიხსნისო. მეგრულ ვარიანტში ხელმწიფისა და გლეხის ცოლები მდინარის მოტანილ
ვაშლს შეჭამენ, დაურსულდებიან, გლეხკაცი ბავშვს ქრისტეს მოანათვლინებს და ამირანს დაარქმევენ.
აღსანიშვავია,რომ თითქის ყველა ტექსტში ნათლიას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, ქრისტე
ღმერთის ჩართვატექსტში გვიანდელი მოვლენა უნდა იყოს,თუმცა ნათლია ყოველთვის
განსაკუთრებული პიროვნებაა. სწორედ ისაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გმირის გამორჩეულობისა.

2-ბალადა მძაფრსიუჟეტიანი ლექსია, მასში გადმოცემულია ერთი გამორჩეული, ფათერაკიანი ამბავი


გმირის ცხოვრებისა. პოეტური მანერა თხრობისა ობიექტურობითაა აღბეჭდილი, განსხვავებით
ლირიკული ლექსისათვის ნიშანდობლივი სუბიექტურობისა. სიუჯეტიანობა ბალადას მიაკუთვნებს
ლირიკულ-ეპიკურ ფორმას. შუა საუკუნეებში ბალადას უწოდებდნენ საგაზაფხულო-საწესო
დღესასწაულებზე შესასრულებელ სამიჯნურო სიმრერებს. ბალადის წარმოშობას ალ.ვესელოვსკი
ფეოდალიზმის წარმოშობასაც უკავშირებდა. ბალადის პერსონაჟების რაობას როგორც წესი
განსაზღვრავს ნაწარმოების სახეობრივი კუთვნილება და შინაარსი.უცვლელია მხოლოდ გმირის
თავგანწირული ბრძოლა მიზნის მისაღწევად და მისი ბედი-ტრაგიკული აღსასრული. ბალადაში
ზოგადი პრობლემები არ დგას აქ პირადია ფოკუსირებული თანაც უმწვავესი სიძლიერით.
საქართველოში ცნობილია საწესჩვეულებო, სამონადირეო, საგმირო, სამიჯნურო, საყოფაცხოვრებო
ბალადები.“ვეფხვისა და მოყმის“ შინაარსი ასეთია: ახალგაზრდა ვაჟკაცი სანადიროდ იყო ჭიუხებში,
გადაიარა კლდის ბილიკები, მიაკვლის ჯიხვების ჯოგს და მოკლა ერთი. დაბრუნებისას წააწყდა
ვეფხვის ნაწოლს. უკვე შუაღამდებოდა, ვეფხვმა შეანათა ვაჟკაცს მრისხანე თვალები და ისინი შეიბნენ.
მათი ბრძოლისას იძროდა მიწა, იშლებოდა კლდენი და ილეწებოდა ხეები. მოყმე ფარით ვერაფერს
გახდა. კლდის ვეფხვი ჩქარია, შემოაფლითა რკინის ჯავშანი. მოყმეს მოცდისთვის დრო აღარ დარჩა
და იძულებული გახდა ხმლით შებრზოლებოდა. მათი შებმის შედეგად ორივე დაიღუპა, მიწა კი
სისხლმა წითლკად შეღება.

როგორც ვხედავთ, ,,მოყმე და ვეფხვი“ ორთაბრძოლაზეა აგებული. მისი ნაბეჭდი ვარიანტები ორი
ნაწილისაგან შედგება და როგორც მართებულად აღნიშნავენ, მეორე ნაწილი-,,იარებოდაიი დედაი
ტირილით თვალცრემლიანი“- წარმოადგენს ბალადის განგრძობის ცდას. ,,იარებოდა დედაი“ სხვა
გვიან შექმნილი ლექსია, რომელიც ერთი ამბის გამეორების მიზეზით ბალადის კანონიური
სტრუქტურის დარღვევის ქრესტომათიულ ნიმუშს წარმოადგნს. ადრე ეს ბალადა უნდა
დასრულებულიყო საერთო ბალადის კპოეტური კანონის მიხედვით(მოკვეთილი,მოულოდნელი
დასასრული), მონადირისა და ვეფხვის დახოცვისთანაავე. ეტყობა, ბალადის მხატვრულ-სახეობრივი
ღირსებით მოხიბლული პოეტი ვერ დამაყოფილდა არსებულით და განაგრძო ამბავი უვე სხვა პლანში,
თუმცა სიჟეტის შინაარსიდან გამომდინარე არეალში და შექმნა არანაკლებ მაღალმხატვრული
პოეტური ნიმუში,რომელშიც თანადგომის მოტივია წინ წამოწეული. მეორე ნაწილის შინაარსი კი
ასეთია: როდეას მოყმის დედას გაგებინეს მომხდარი, თვალცრემლიანმდა დაიწყო სიარული და
შვილის დატირება. მაგრამ ამავდროულად ამაყობდა, რომ ვეფხვთან მეომარი ვაჟი გაზარდა. მძინარს
ხან ვეფხვი ესიზმრებოდა, მის შვილს რომ რკინას აყრიდა და ხან თავისი შვილი, რომელსაც ყირაზე
გადაყავდა ვეფხვი. მოყმის დედას ვეფხვის დედაც ეცოდებოდა, რომელიც შესაძლოა მასზე ძლიერ
განიცდიდეს შვილის სიკვდილს.

3-ცხოველთა ზღაპრების თავისებურებანი

ზღაპარი ზეპირი მოთხრობაა,რომელიც დაფუძნებულია შეგნებულ მხატვრულ გამონაგონზე.როცა


ლაპარაკია ხალხის სულზე, თავისებურებებზე,ხასიათზე, ხალხურ ზღაპარს მოიხმობენ ხოლმე.
აღსანიშნავია,რომ საკვლევის ობიექტის სირთულისა და სივრცელის გამო ამ ჟანრის შემსწავლელი
მეცნიერება ცალკე დისციპლინადაა გამოყოფილი(ზღაპართმცოდნეობა).ფოლკლორულ ეპოსში
ზღაპრის სამ სახეობას გამოყოფენ:ზღაპრები ცხოველების შესახებ,ჯადოსნური ანუ ფანტასტიკური
ზღაპრები,საყოფაცხოვრებო ზღაპრები და ნოველები(ანეკდოტები). ამ დაყოფას საფუძვლად უდევს
ზღაპრებს შორის ფაქტობრივად არსებული განსხვავება. ზღაპრის ეპოსის ყოველ სახეობას
სპეციფიკური თავისებურება აქვს. ცხოველთა ზღაპარი ერთი შეხედვით იგავ–არაკთა მონათესავე
ჟანრია, თუმცა იგავისგან განსხვავებით არ არის მხილებითი.ცხოველთა ზღაპარი ახლა საბავშვო
აუდიტორიის საკუთრებაა, თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა.მან მოგვიანებით შეიძინა გართობის
ფუნქციაც. ცხოველთა ზღაპრებში ჩვენი თანამედროვენი ალეგორიულ ჭკუის სასწავლებელ ამბებსაც
ნახულობენ.ცხოველთა ზღაპრებისზოგიერთი არქაული სიუჟეტის წარმოშობას უკავშირებენ იმ
უძველეს დროს, როცა ადრეგვაროვნულ პერიოდში ადამიანებითა და მესაქონლეობით ცხოვრობდნენ.
მატრიარქატის დორს ცხოველებისადმი რიდი და პატივისცემა განსაკუთრებული ყოფილა.
ძველისძველ მონადირულ საზოგადოებაში ჩაჰყრია საფუძველი მითებსა და გადმოცემებს ცხოველთა
გამოუცნობი ხასიათის, ბუნებისა და ქცევების შესახებ. ფიქრობენ,რომ ცხოველებზე უძველეს
მოთხრობებს ჰყვებოდნენ ნამდვილად მომხდარი ამბავივით. ზოგიერთები ცხოველთა შესახებ
მოთხრობებს ზღაპარ-მითებსაც უწოდებენ გადმოცემული ამბების მითიური ხასიათის გამო, რაც
გამოხატულია ნაშთის სახით შემორჩენილი გვარის მფარველი ცხოველის თაყვანისცემის რწმენაში.
ზღაპარში რასაკვირველია ეს რწმენა დაცლილია ძველი აზრისაგან. მითოლოგიური და მაგიური
ხასიათი ცხოველთა ამბებისა თანდათან შეიცვალა ბუნებაზე ადამიანის გაბატონებასთან ერთად და
ჩვენამდე მოღწეულ ზღაპრებში მხოლოდ მკრთალ კვალადღაა შემორჩენილი. ე.პომრანცევა
მიიჩნევს,რომ ცხოველებზე შექმნილ მითებთან ერთად გავრცელებული უნდა ყოფილიყო ამბები
ცხოველტა რეალური ყოფის, მათი ჩვევების შესახებ. მონადირეთა მონათხრობი ბუნებრივია
შეჯერებული იქნებოდა გამონაგონით. შემოქმედებითი ფანტაზიის ამ მრავალფეროვნებამ განსაზღვრა
ცხოველთა ზღაპრის ჟანრული თავისებურებები. მმოთხრობები ცხოველებზე მაშინ იქცა
ზღაპრებად,როცა გაწყვიტეს კავშირი უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან და გამონაგონს დაეფუძნენ.
ძველი ზღაპრები ცხოველების შესახებ კლასობრივ საზოგადოებაში გადამუშავდა და დაკარგა მითური
აზროვნების ნიშნები. ის ზღაპრები,რომლებშიც ცხოველებს მიეწერებათ შეგნება, ადამიანური
აზროვნები უნარი, თავისი წარმოშობით გვიანდელია. ცხოველთა ზღაპრების იგავურ-ალეგორიული
ხასიათის ჩამოყალიბება შუა საუუნეებში დაწყებულა.ცხოველთა ზღაპრების პოეტური გამონაგონი
თავისებურია. პერსონაჟი ცხოველები აქ ბოლომდე ცხოველებად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რომ
ადამიანებივით ლაპარაკობენ და მათ ჩვევებსაც ამჟღავნებენ. ცხოველთა ზღაპრებში წამმართველია
მისწრაფება თავი აარიდონ მშრალ დიდაქტიკას. მეზღაპრეები მხატვრულად მოგვითხრობენ ამბავს,
რომელიც დაფუძნებულია გარკვეულ იდეაზე, დასკვნებს კი არ გვთავაზობენ. მსმენელმა თავად უნდა
განსაჯოს მონათხრობში რა არის ჭკუის სასწავლებელი, რამ უნდა დააფიქროს. სიუჟეტები აგებულია
დაპირისპირებაზე. ჩვეულებრივ, ფიზიკურად სუსტები–ჩიტი,კატა,მამალი–თავიანთი მოხერხებით
სჯობნიან მტაცებლებს. ზღაპარში მოქმედება ვითარდება ცხოველისათვის დამახასიათებელი
ჩვევებისა და თვისებების გათვალისწინებით. დიდი ადგილი ეთმობა მეგობრობის თემას. ცხოველთა
ზღაპარში დასმული პრობლემები ყოფითია. მოქმედება უპირატესად იწყება შეხვედრით. ყველაზე
მარტივი ის სიუჟეტია, რომელშიც ერთი ამბავია მოთხრობილი. ასეთ ზღაპრებში პერსონაჟებიც ცოტაა.
გვაქვს მრავალპერსონაჟიანი ზღაპრებიც. პერსონაჟთა რაოდენობა კავშირშია გადმოსაცემი ამბის
ხასიათსა და ზღაპრის იდეის მხატვრული ხორცშესხმის გზებთან. ქართულ ცხოველთა ზღაპრებში
მოქმედებენ როგორც შინაური,ისე გარეული ცხოველები, ფრინეველბი, თევზები. მეზღაპრეებს
უყვართ მელიას თავგადასავლის მოყოლა. თავისი ხასიათისა და თვისებების მრავალფეროვნად
წარმოჩენის საშუალებას თავად მელია იძლევა. მელია ეშმაკი, ფლიდი, მატყუარა, მოხერხებულია და
ხშირად აპამპულებს დათვს მგელსა და სხვა ცხოველებს. იერუსალიმში მიმავალი ,,სულზე შემდგარი“
მელიას სახე ზღაპარში სატირული სიმძაფრითა და მაღალიოსტატობითაა შექმნილი. ზღაპრისეული
მგელი,ზოგადად, ძლიერი ,მაგრამ სულელი ცხოველია, მისთვის უცხოა მელიას ,,დიპლომატიური“
ნიჭი. რამდენადაც ფიზიკურად ძლიერია დათვი,იმდენად გულუბრყვილო და სულელია,მისი
პირველი მტერია მელია,რომლის ფლიდობას გაჭირვებაში ჩავარდნამდე ვერ ხვდება. ფიზიურად
ძლიერი დათვს არც გონების სისხარტით შეუძლია თავის მოწონება,თუმცა ნადავლის თავის
სასრგებლოდ გაყოფა არ ეშლება: ,,მე ორი წლისა ვარო, მესამე კი ნუღა მომივიდეს, თუ ან ერთს
დაგანებოთ ან მეორესო“,-უთხრა დათვმა მელიასა და მგელს და მარტომ შეჭამა ძროხა. ეს ზღაპარი
სოციალური ალეგორიაა იმაზე, ვისაც ძალა აქვს და იმას სჩადის,რაც მოესურვება. უნდა
აღვნიშოთ,რომ ცხოველთა ზღაპრის ალეგორია არ არის განხენებული, როგორც ეს გვხვდება იგავ-
არაკის ჟანრში. ზღაპარი გაურბის აბსტრაქტულ აზროვნებას.

ცხოველთა ზღაპრში დასმული პრობლემები ყოფითია, ისინი ეძებენ საჭმელს და მის მოსაპოვებლად
ტყუიან, ძალადობენ, შემდეგ მოდის გაჭირვებიდან თავდახსნის პრობლემა. ცხოველების ხიფათით
სავსე ცხოვრება მიმდინარეობს შეზღუდულ ჰორიზონტალურ სივრცეში-ტყეში, მინდორში,სოფელში.

ცხოველთა ზღაპრები პროზაული ნაწარმოებებია,თუმცა კუმულატიური ზღაპრები ლექსადაც


გვხვდება.როგორც ყველა სიუჟეტიან ზღაპარში ცხოველტა ზღაპრებშიც კვანძის შეკვრას მოსდევს
მოქმედების განვითარება და დასრულება. თუ ერთ დასრულებულ ამბავს მეორე დამოუკიდებელ
ამბავს მიაბამს მეზღაპრე საქმე გვექნება კონტამინაციასთან.

ერთი ამბის გადმოცემის ტიპობრივი ნიმუშია ,,ლომი და მელია“. კომპოზიციურად ძალზე


საინტერესოა ზღაპრის მოქმედების კუმულციურად (ჯაჭვისებურად) ასხმის ხერხი, რაც მდგომარეობს
ერთი და იგივე მოქმედების მრავალგზის განმეორებაში, ვიდრე ამ გზით ასხმული ჯაჭვი არ
გაწყდება,ან უკუღმა არ დაიშლება. კუმულაციური ზღაპარი ორი სახესვაობითაა ცნობილი. ერთი
აგებულია მოკლე ერთტიპობრივ ფრაზაზე,რომელიც ფორმულებს უახლოვდება. ამგვარ ზღაპრებს
ლექსის ფორმა აქვს და შეიძლება მათი სიმღერით შესრულება, ასეთი ზღაპრებია ,,რწყილი და
ჭიანჭველა“ და ,,თხა და ვენახი“. ზღაპარში გარკვეული კანონზომიერებით მეორდება ერთი და იგივე
ტიპობრივი ფრაზა-ფორმულები, მაგალითად, ,,რწყილი ახტა, დახტა მივიდა და სთხოვა...“
კუმულაციური ზღაპრის მეორე სახესხვაობა თხრობის წესით თითქმის არ განსხვავდება ზღაპრის სხვა
სახეებისაგან, თუმცა მისთვისაც დამახასიათებელია ეპიზოდების ჯაჭვისებური ასხმა( ,,მელიას
ეშმაკობა“, ,,მგლის ბერად შედგომა“).

ბილ.2

1-დევებთან ბრძოლა და გველეშაპის ეპიზოდი ამირანიანში

ამირანის ამბავს მთელ საქართველოში იცნობენ,იგი თითქმის ყველა ისტორიულ მხარეშია


დადასტურებული.ეპოსმა ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია. იგი არსებობს თხრობითი ტექსტის
სახით,რომელშიც ალაგ-ალაგ ლექსითი ნაწილებია ჩართული. ამირანიანი არ არის ისტორიული
ეპოსი,აქ არ გვხვხვდება არც-ერთი ისტორიული რეალია. ,,ამირანიანის" ქრონოტოპოსი ზღაპრულ
დროსა და სივრცეს მოგვაგონებს,თუმცა ,,ამირანიანი" ზღაპარი არ არის,სწორედ მისი ტრაგიკული
დასასრულის გამო. ,,ამირანიანს" უნდა ვუწოდოთ ,,ტრაგიკული ეპოსი",სადაც საგმირო-
სათავგადასავლო და მითოლოგიური მოტივებით შეძერწილია ადამიანის აღზევებისა და დაცემის
დრამა.ეპიკური გმირის ბიოგრაფიში აუცილებელი ეპიზოდია ბოროტ ძალებთან ბრძოლა. ამირანის
ეპოსში ამ ძალებს დევები წარმოადგენენ. ამირანი დევებს განსაზღვრული, ერთჯერადი მიზნის
მისაღწევად ებრძვის,როგორიცაა მაგალითად იამანის თვალის დაბრუნება. ამირანი მოწოდებულია
დაამკვიდროს ამ ქვეყანაზე სიკეთე, ნათლიისგან სწორედ ამისთვის აქვს ძალა მინიჭებული. ის
მამობილის ოჯახს მოევლინება მხსნელად. ადამიანებს უბრუნებს დევების მიერ მიტცებულ
ტერიტორიებს და ათავისუფლებს მას დევებისგან. ისევე როგორც ღვთისშვილთა და დევთა ბრძოლის
ეპოპეაში, დევების განადგურების შემდეგ უკანასკნელი დევი რჩება,რომელსაც საბოლოოდ იახსარი
მოუღებს ბოლოს. აქაც გამოცნდება ერთი დევი,რომელიც უნდა განადგურდეს,რათა გამოჩნდეს ახალი
ზღურბლი გმირის გზაზე. ამ დევის სახელი გამოჩნდება შესანიშნავ
ბალადაში,რომელიც ,,ამირანიანის“ ბევრ ჩანაწერში იპოვება. ამირანი და მისი ძმები სანადიროდ
გამოვიდნენ,მათ წინ გამოუხტათ ირემი,რომელმაც ისინი ცამცუმის კოშკთან მიიყვანა, ცამცუმი
მკვდარი დაუხვდათ, იგი წერილით იუწყებოდა,რომ მოუკვლელი დარჩა ერთადაერთი ბაყბაყდევი.
წერილის ავოტორი წამკითხველს დევთან გასწორებისთვის სთავაზოს თავის იარაღს, ცოლს და სხვ.
სწორედ ამ დევისგან იგებს ამირანი ყამარის ამბავს, დევის ეპიზოდი მომავალი ეპიზოდის ჩანასახია,
მისი მოჭრილი თავიდან სამი ჭია, ამოვა,რომლებსაც დაინდობს ამირანი, როგორც გილგამეშმა
დაინდო ხუმბამბა, ენქიდუს რჩევის მიუხედავად. სამი ჭია სამ გველეშაპად იქცევა, რაც გმირის
ცხოვრებაში ახალ დაბრკოლებას აჩენს. გველეშაპთან ბრძოლის ეპიზოდი ცენტრალურია ამირანის
თავგადასავალში, ეს არსებითად განსხვავდება დევებთან ბრძოლისგან. დევები მრავლად არიან,
გველეშაპი კი ერთია, ანუ ის გველეშაპი რომელმაც გმირი უნდაჩაყლაპოს. ამდენად გმირს თავის
ცხოვრებაში ერთხელ უხდება გველეშაპთან შებმა. იგი, ცხადია, ამარცხებს მას, მაგრამ გველეშაპის
ძლევა განსხვავდება სხვა ბოროტ ძალთა ძლევისგან. როგორც წესი, გველეშაპა უნდა შთანთქას
მებრძოლი გმირი, რათა გმირმა შიგნიდან დაამარცხოს იგი და შემდეგ მისგან მეორედ იშვას.
გველეშაპმა შთანთქა ამირანი, რომელსაც ჩაყვა დანა და მისი მეშვეობით გამოვიდა გველეშაპის
მუცლიდან. ამირანის თავგადასავალში ეს ეპიზოდი ზღურბლია, რომლის გადალახვის შემდეგ მისი
ყოფა ახალ საფეხურზე ადის. ამირანი იმ გმირთა წყებას ეკუთვნის,რომლებიც ნამყოფნი არიან
გველეშაპის მუცელში,როგორც ელინთა გმირი ჰერაკლე ამარცხებს ურჩხულს,რომელსაც მეფის ასული
ჰესიონე უნდა ჩაეყლაპა, იასონი ოქროს საწმისის მცველმა ურჩხულმა ჩაყლაპა. შთანთქმა თავისი
წარმოშობით კოსმოგონიური მოტივია. გველეშაპის მუცლიდან გამოსული ამირანი ახალშობილი
ნიშნებს ატარებს,რაც გროტესკულადაა გადმოცემული: ,,ამირანი დაიბადა,გოჭსა ჰგვანდა ხუხალასა"
წვერულვაშს გაცვენა მიგვანიშნებს,რომ ამირანის ბიოლოგიური დრო უკუქცეულია მისი საშოში
დაბრუნებით. დრო ხელახლა უნდა ამოძრავდეს, ,,ხუხალა" უნდა გამოშუშდეს, ამ პროცესს შემდეგში
იგრი ბატონის წყალი დააჩქარებს.

2-აბესალომი-ეთერიანის პერსონაჟი

ეთერიანის პერსონაჟი აბესალომი ხელმწიფის შვილია,რომელიც ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით


ოქროსფერთმიან ეთერს ტყეში შეხვდა და იგი გულში ჩაუვარდა. ქორწილის დღეს კი
დასნეულებული ეთერი მურმანს გადააბარა.

მას მერე, რაც მურმანისაგან აბესალომმა ეთერზე მოისმინა - მის სიმრთელეზე, სილამაზეზე და
მიუწვდომლობაზე,აბესალომი შეიცვალა. ის არ ჰგავს იმ აბესალომს, გალაღებულს, სანადიროდ
გასულს, ეთერის მომნადირებელს. ახლა ის სნეულია მიჯნურობით. იგი გვიჩვენებს ანიმა
დაკარგული ადამიანის სახეს, ის ცალია მხოლოდ რომელიც განწირულია სიკვდილისთვის.
აბესალომმა იცის ეთერის სამყოფელი, მაგრამ მას არ აქვს სახსარი, რომ იგი დაიბრუნოს.
ერთადერთი შემწე რომელიც უნდა შეწეოდა აბესალომს დაკარგული ეთერის დასაბრუნებლად იყო
მურმანი. ის არის მისი ყმა, ქვეშევრდომი, ვეზირი. აბესალომი არ არის მურმანის ტყვე, როგორც
მურმანი, მაგრამ ის დასჯილია იმისთვის, რომ არ ეყო თმენა ეშმაკის განზრახვის ჩასაფუშავად. ეს
იყო ჩავარდნა აბესალომის ნებაში. მურმანის ხელით შემოდის განსაცდელი აბესალომში და ამ
განსაცდელში აბესალომი მარცხდება. აბესალომს ჰყავს მარეხი, რომელსაც მიაქვს სიყვარულის ამბავი
ეთერთან. მარეხი შუამავლია ანიმუს-ანიმას შორის.

3-ბალადა „შიოლა და მთრეხელი“

ბალადა შიოლა და მთრეხელი ისტორიულ–გმირულია. თუმცა აქ ორთაბრძოლა მთავარი თემა არა


არის. ბალადა მრავალმრივ არის საინტერესო: პირველ ყოვლისა ის ისტორიული დოკუმენტია, აქ
გადმოცემულია საქართველოს მთაში შექმნილი სიტუაცია ზურაბ ერისთავის ხანაში.შიოლა ერთი
გაბუდაყებული გვარის წარმომადგენელია,ჰუბრისი როგორც წესი, ტრაგიკულად სრულდება და
შიოლას აღსასრულიც ასეთია. ბალადის შინაარსი მოკლედ ასეთია: შიოლა ერისთავის კარზე
დაწინაურებული იყო. იგი მთრეხელს, რომელიც გზად შემოხვდა, უსამართლოდ ექცევა. ცხენის
წართმევითშეურაცხყოფილი მხედარი იარაღის აყრას აღარ ანებებს და კლავს შიოლას. შემდეგ
გამობრუნდება მთრეხელია და ისე სწრაფად მიჰქრის ცის გაელვებას ჰგავს, ხოლო მასზე
დადევნებული ღუდუშაურები–ცის რისხვას. მთრეხელი ჯერ ეკლესიას მიაშურებს, რათა თავი
შეაფაროს, მაგრამ დაკეტილი დახვდება და დასთან წავა. და შეიფარებს მას , მდევრებს კი არ შეუშვებს
და შეეხვეწება არ მოკლან ( ამ დროს მთრეხელის და ცდილობს სტუმარმასპინძლობის წესის დაცვას).
მაგრამ, მდევრები საკმიდან ესვრიან ისარს და მაინც მოკლავენ. ბალადის ბოლოს კი გაკრიტიკებულია
მთრეხელის და, რომელმაც ვერ შეინახა სტუმარი. ტრაგედიის არსია მოულოდნეობა, მოწინააღმდეგე
ძალის გაუთვალისწინებლობა. შიოლა იმმხრიდან ნასროლი ისრის მსხვერპლი ხდება,საიდანაც არც
მოელოდა., სწორედ ასე იღუპება გაბუდაყებული თორღვა ძაგანიც, თუმცა, როგორც ვთქვით, ეს
მოტივი აქ არ არის მთავარი, მთავარი თემა თითქოს ბალადის დამაგვირგვინებელ სამიოდე
სტრიქონშია გაჟღერებული, სადაც სტუმარის ვერშემნახველი ქალია გაკიცხული. მაგრამ ,,შიოლა და
მთრეხელი“ ისეთი კომპოზიციური მთლიანობაა,საეჭვოა რომელიმე თემა დომინირებდეს. აქ
დაყენებულია ღირსების პრობლემა, ერთი მხრივ, მოყმის ღირსებისა, რომელსაც მოყმეობის
უკანასკნელ ატრიბუტს,ცხენს ართმევენ, მეორე მხრივ მასპინძლისა, რომელსაც სტუმარი მოუკლეს.
უნდა ითქვას,რომ ამ ბალადაში თვალშისაცემია ის განაჩენი,რომელიც გამოტანილია ჰუბრისის
წინააღმდეგ: მას აქვს თავისი მწვერვალი,აპოგეა, რომლის შემდეგ იწყება შეუმჩნეველი დაცემა და
კრახი. ამასვე გადმოგვცემს თორღვა ძაგანის ცხოვრება,რომელსაც ბალადაში აღზევებიდა სა და
დაცემის კლასიკური სახე აქვს მიცემული.

ბილ.3

1-ამირანის ჰუბრისი,მიჯაჭვა და გათავისუფლების ამა მცდელობები

ამირანის ამბავს მთელ საქართველოში იცნობენ.იგი დადასტურებულია საქართველოს თითქმის ყველა


ისტორიულ მხარეში(ქართლი,კახეთი,ფშავ-ხევსურეთი,სვანეთი,რაჭა,
ლეჩხუმი,იმერეთი,მესხეთი,ჯავახეთი)..ეპოსმა ჩვენამდე ფრაგმენტული სახით მოაღწია. იგი არსებობს
თხრობითი ტექსტის სახით,რომელშიც ალაგ-ალაგ ლექსითი ნაწილებია ჩართული. ამირანიანი არ
არის ისტორიული ეპოსი,აქ არ გვხვხვდება არც-ერთი ისტორიული რეალია. ,,ამირანიანის"
ქრონოტოპოსი ზღაპრულ დროსა და სივრცეს მოგვაგონებს,თუმცა ,,ამირანიანი" ზღაპარი არ
არის,სწორედ მისი ტრაგიკული დასასრულის გამო. ,,ამირანიანს" უნდა ვუწოდოთ ,,ტრაგიკული
ეპოსი",სადაც საგმირო-სათავგადასავლო და მითოლოგიური მოტივებით შეძერწილია ადამიანის
აღზევებისა და დაცემის დრამა.განვიხილავ მის რამდენიმე ეპიზოდს:

•გაბუდაყება (ჰუბრისი)–ამირანი ღმერთისგან მიშვებულია და ისიც ეტოქება მას, ვინს მიუშვა.


ძალაგაორკეცებული ამირანი სრულიად მარტო აღმოჩნდება. თავის გაბუდაყებაში ის მარტო უნდა
იყოს, როგორც აბსოლუტი, რომელიც ვერ ითმენს გვერდით სხვას. მარტოდ დარჩენილი ამირანი
კვლავ ობოლია და კვლავ ბობოქრობს როგორც ბავშვობაში, მეორდება მისი მოჭარბებული ძალის
უკიდეგანო დემონსტრაცია.
•მიჯაჭვა–ამირანის სასჯელის ადგილი იგივეა, სადაც იგი ნათლიას შეებრძოლა. შერკინება ხდება
რომელიმე მაღალ მთაზე, რომლის წვერიც კარგად გამოხატავს მისი ზვიადობის, გაბუდაყების
მწვერვალს, საიდანაც უნდა დაიწყოს მისი დაცემა.
გათავისუფლების მცდელობები–ამირანის გათავისუფლების მცდელობის მრავალი ვარიანტია. ზოგი
ვარიანტით მის დახმარებას მონადირე ცდილობს, ზოგი ვარიანტით საკუთრივ თვითონ, მაგრმა
საბოლოოდ მაინც უშედეგოდ სრულდება ყველა მცდელობა და იგი კვლავ მიჯაჭვულია.

2-პერსონაჟთა ტიპები საყოფიერო ზღაპრებში

ზღაპარი ზეპირი მოთხრობაა,რომელიც დაფუძნებულია შეგნებულ მხატვრულ


გამონაგონზე.როცა ლაპარაკია ხალხის სულზე, თავისებურებებზე,ხასიათზე, ხალხურ ზღაპარს
მოიხმობენ ხოლმე. აღსანიშნავია,რომ საკვლევის ობიექტის სირთულისა და სივრცელის გამო ამ
ჟანრის შემსწავლელი მეცნიერება ცალკე დისციპლინადაა
გამოყოფილი(ზღაპართმცოდნეობა).ფოლკლორულ ეპოსში ზღაპრის სამ სახეობას
გამოყოფენ:ზღაპრები ცხოველების შესახებ,ჯადოსნური ანუ ფანტასტიკური
ზღაპრები,საყოფაცხოვრებო ზღაპრები და ნოველები(ანეკდოტები). ამ დაყოფას საფუძვლად უდევს
ზღაპრებს შორის ფაქტობრივად არსებული განსხვავება. ზღაპრის ეპოსის ყოველ სახეობას
სპეციფიკური თავისებურება აქვს.

ნოველისტურ ზღაპარს სხვაგვარად მოიხსენიებენ როგორც საყოფიერო ზრაპარს ან ხალხურ


ნოველას. საყოფიერო ზღაპრის სახით ჩვენ წინაშეა ხალხური ნარატივი, ცხადია საყოფიერო ზღაპარი
თუ ხალხური ნოველაც გამონაგონზეა დაფუძნებული მაგრამ ეს გამონაგონი არსებიოთად
განსხვავდება როგორც ცხოველთა ისე ესქატოლოგიური ზღაპრის გამონაგონისგან. იგი სავსებით
რეალისტური გამონაგონია, რამდენადაც თავის სიუჟეტში არაფერს შეიცავს ისეთს, რაც რეალურ
ცხოვრებაში ვერ მოხდებოდა. მისიპერსონაჟები რეალური ადამიანები არიან, საზოგადოების ყველა
ფენის და ხასიათის წარმომადგენლები. ყველა, ვინც ამ ნარატივში მოანწილეობს, სავსებით
პრაგმატულია, მაგრამ მთავარი გმირი ცოტა უცნაური ქცევისაა, ცოტა არ იყოს ბრიყვის
შთაბეჭდილებას ტოვებს.ერთი სიტყვით არ იქცევა სტანდარტულად, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ის
იმარჯვებს. ნოველისტურ ზღაპარში უბრალო მეცხვარის, ჯარისკაცისა თუ უბრალო გლეხკაცის
ცხოვრება და პრობლემები დაახლოებულია რეალურ ცხოვრებაში არსებულ პრობლემებთან. ასეთი
ზღაპრების გმირების მტრებად გამოყვანილნი არიან მეფე,ბატონი, მდიდარი, მოსამართლე,სოვდაგარი
და სხვ. ამგვარი დაპირისპირება პერსონაჯებისა ამძაფრებს საყოფაცხოვრებო-ნოველისტური
ზღაპრების სოციალურ ფონს. ქართული ზღაპრებისა და ანეკდოტების დიდ ნაწილში ასახული
ცხოვრების სურათები ძალიან ჰგავს გასული საუკუნის ქართული სოფლისა და ქალაქის ყოფას.
სოციალური და ყოფითი პრობლემებიც იმავე პერიოდს განეკუთვნება და ამის მიზეზი ისაა,რომ
ნაწარმოებთა ჩაწერა მე-19 საუკუნეში დაიწყო. ეს ბუნებრივია არ ნიშნავს,რომ საყოფიერო ზღაპარი
თავისუფალია ზოგიერთი არქაული რწმენისა და წარმოდგენისაგან. ისინი ძველი
მსოფლმხედველობის ნაშთის სახითაა ზღაპარში შემორჩენილი, სახეშეცვლილი და შერწყმულია ახალ
სოციალურ იდეებთან. საყფაცხოვრებო-ნოველისტურმა ზღაპარმა,როგორც შედარებით გვიან
შექმნილმა სახემ საზღაპრო ეპოსისა აითვისა ცხოველთა და ჯადოსნური ზღაპრისათვის
დამახასიათებელი ზოგიერთი ნიშან-თვისება(მაგ. ყოფითი ნივთებისგამოყენება ჯადოსნური საგნის
ფუნქციით და სხვ). საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრები თუ ანეგდოტები გამოირჩევა
თემატიკის მრავალფეროვნებით, მათში დაცინვის საგნად ქცეულან ზარმაცები,
ახირებულნი,მორალატეები, ქურდები და სხვ. არანაკლებ მრავალფეროვანია ზღაპარში დამუშავებული
თემები, მოგვითხრობენ ბრძენ გოგონებზე, ცოლების გამოცდაზე, ბატონებსა და მსახურებზე,
მოხერხებულ ქურდებზე...

ცხოვრებისეული სინამდვილე ხალხურ ნოველებში ერთი პრინციპითაა ასახული-


უკიდურესადაა გამწვავებული კლასობრივი და საყოფაცხოვრებო პრობლემებისაგან წარმოქმნილი
კომფლიქტური სიტუაციები. ზღაპრებს ერთმანეთსაგან განასხვავებს თემები და იდეები, მოქმედების
დრო და სივრცე. სოციალური უთანასწორობის მოსპობის ერთი ყველაზე პოპულარული გზა ასეთ
ზღაპრებში გლეხკაცის ხელმწიფის ასულზე დაქორწინება. ან გლეხის გოგოს გადედოფლება. ზღაპარი
გმობს უმადურობას,სიბრიყვეს, გაუმაძღობას, ანგარებას ყველა მანკიერებას ადამიანის ბუნებისა.
მრავალი ნოველისტური ზღაპარია აგებული იმ ლოგიკით,რომ უარყოფითი თვისების პერსონაჟმა
შეიგნოს თავისი ნაკლი და გამოსწორდეს. საყოფაცხოვრებო-ნოველისტურ ზღაპრებში ერთი შეხედვით
უამრავი პერსონაჟი მოქმედებს,მაგრამ სინამდვილეში ჯადოსნრი ზღაპრის ნაცვლად გმირთა
მრავალფეროვნება აქაც მოჩვენებითია და მასში პერსონაჟთა მხოლოდ რამდენიმე ტიპია გამოყვანილი.
საყოფაცხოვრებო-ნოველისტური ზღაპრების კომპოზიცია მარტივია, ნოველებს იწყებს მოკლე
ექსპოზიცია,სადაც მითითებულია გმირის სოციალური მდგომარეობის შესახებ(,,ცხოვრობდა ერთი
ხელმწიფე“, ,,ერთ სოფელში წუწკი მღვდელი იყო“)ამის შემდეგ უკვე დაისახება კონფლიქტი,რასაც
მოსდევს სიუჟეტის ძირითადი ნაწილი. ზღაპრის დასასრული ცალკე არ გამოიყოფა იგი თანხვდება
ფინალს, ვერ ვხვდებით როგორც დასაწყისსა და დასასრულს, ისე შინაგან ტიპობრივ
ფორმულებს,როგორც ჯადოსნურ ან კუმილაციურ ცხოველთა ზღაპრებში. გმირის არ სჭირდება
კონფლიქტის გადასაწყვეტად იმხელა ძალისხმევა,რამხელაც ჯადოსნური ზღაპრის მთავარ
გმირს,ამიტომ საყოფიერო ზღაპრის კომპოზიცია უფრო სადაა.

3--ბალადა მძაფრსიუჟეტიანი ლექსია, მასში გადმოცემულია ერთი გამორჩეული, ფათერაკიანი ამბავი


გმირის ცხოვრებისა. პოეტური მანერა თხრობისა ობიექტურობითაა აღბეჭდილი, განსხვავებით
ლირიკული ლექსისათვის ნიშანდობლივი სუბიექტურობისა. სიუჯეტიანობა ბალადას მიაკუთვნებს
ლირიკულ-ეპიკურ ფორმას. შუა საუკუნეებში ბალადას უწოდებდნენ საგაზაფხულო-საწესო
დღესასწაულებზე შესასრულებელ სამიჯნურო სიმრერებს. ბალადის წარმოშობას ალ.ვესელოვსკი
ფეოდალიზმის წარმოშობასაც უკავშირებდა. ბალადის პერსონაჟების რაობას როგორც წესი
განსაზღვრავს ნაწარმოების სახეობრივი კუთვნილება და შინაარსი.უცვლელია მხოლოდ გმირის
თავგანწირული ბრძოლა მიზნის მისაღწევად და მისი ბედი-ტრაგიკული აღსასრული. ბალადაში
ზოგადი პრობლემები არ დგას აქ პირადია ფოკუსირებული თანაც უმწვავესი სიძლიერით.
საქართველოში ცნობილია საწესჩვეულებო, სამონადირეო, საგმირო, სამიჯნურო, საყოფაცხოვრებო
ბალადები.“ვეფხვისა და მოყმის“ შინაარსი ასეთია: ახალგაზრდა ვაჟკაცი სანადიროდ იყო ჭიუხებში,
გადაიარა კლდის ბილიკები, მიაკვლის ჯიხვების ჯოგს და მოკლა ერთი. დაბრუნებისას წააწყდა
ვეფხვის ნაწოლს. უკვე შუაღამდებოდა, ვეფხვმა შეანათა ვაჟკაცს მრისხანე თვალები და ისინი შეიბნენ.
მათი ბრძოლისას იძროდა მიწა, იშლებოდა კლდენი და ილეწებოდა ხეები. მოყმე ფარით ვერაფერს
გახდა. კლდის ვეფხვი ჩქარია, შემოაფლითა რკინის ჯავშანი. მოყმეს მოცდისთვის დრო აღარ დარჩა
და იძულებული გახდა ხმლით შებრზოლებოდა. მათი შებმის შედეგად ორივე დაიღუპა, მიწა კი
სისხლმა წითლკად შეღება.

როგორც ვხედავთ, ,,მოყმე და ვეფხვი“ ორთაბრძოლაზეა აგებული. მისი ნაბეჭდი ვარიანტები ორი
ნაწილისაგან შედგება და როგორც მართებულად აღნიშნავენ, მეორე ნაწილი-,,იარებოდაიი დედაი
ტირილით თვალცრემლიანი“- წარმოადგენს ბალადის განგრძობის ცდას. ,,იარებოდა დედაი“ სხვა
გვიან შექმნილი ლექსია, რომელიც ერთი ამბის გამეორების მიზეზით ბალადის კანონიური
სტრუქტურის დარღვევის ქრესტომათიულ ნიმუშს წარმოადგნს. ადრე ეს ბალადა უნდა
დასრულებულიყო საერთო ბალადის კპოეტური კანონის მიხედვით(მოკვეთილი,მოულოდნელი
დასასრული), მონადირისა და ვეფხვის დახოცვისთანაავე. ეტყობა, ბალადის მხატვრულ-სახეობრივი
ღირსებით მოხიბლული პოეტი ვერ დამაყოფილდა არსებულით და განაგრძო ამბავი უვე სხვა პლანში,
თუმცა სიჟეტის შინაარსიდან გამომდინარე არეალში და შექმნა არანაკლებ მაღალმხატვრული
პოეტური ნიმუში,რომელშიც თანადგომის მოტივია წინ წამოწეული. მეორე ნაწილის შინაარსი კი
ასეთია: როდეას მოყმის დედას გაგებინეს მომხდარი, თვალცრემლიანმდა დაიწყო სიარული და
შვილის დატირება. მაგრამ ამავდროულად ამაყობდა, რომ ვეფხვთან მეომარი ვაჟი გაზარდა. მძინარს
ხან ვეფხვი ესიზმრებოდა, მის შვილს რომ რკინას აყრიდა და ხან თავისი შვილი, რომელსაც ყირაზე
გადაყავდა ვეფხვი. მოყმის დედას ვეფხვის დედაც ეცოდებოდა, რომელიც შესაძლოა მასზე ძლიერ
განიცდიდეს შვილის სიკვდილს.

ბილ.4

1-

You might also like