Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 1

ვახტანგ ჯავახაძის ,,გაჩენის დღიდან დაწყებული'' მიგვანიშნებს ადამიანის სიცოცხლის

წარმავლობაზე, ლექსის მთავარი სათქმელი გვეუბნება რომ ადამიანის სიცოცხლე წარმავალია


და ის ზოგადი თავისებურებები რაც ადამიანების ცხოვრების ნაწილს შეადგენს დროთა
განმავლობაში წარმავლობის გამო სხვა ადამიანების ცხოვრების ნაწილი გახდება. ავტორი
ლექსში გვიჩვენებს სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გარდაუვალ და მტკივნეულ კანონზომიერებას.
იგი წარმავლობის გარდაუვალობის გამოსახატად დროის გარკვეულ მონაკვეთს ,,ას წელს''
ასახელებს, ხაზს უსვამს ჟამთასვლას. ავტორი ლექსში ორიგინალურად წარმოაჩენს და
ასახავს ადამიანის ცხოვრებაში არსებულ თავისებურებებს, მათ გამოსახატად იგი მასობრივ
ზოგად სურათებს გვიხატავს ,,მილიარდების თვალი უმზერს ჭეშმარიტ შედევრს'' ,,ხალხი
იჩქარის ათასობით ზღვამდე და მზემდე' ,,ყიჟინით ელის სტადიონი სასურველ შედეგს''. იგი
წარმავლობას წარმოგვიდგენს ყოვლისმომცველ მცნებად და არა ისეთად რომლისთვისაც
მაგალითად მხოლოდ კონკრეტული ადამიანი ან ადამიანთა ნაწილია განწირული. ავტორი ლექსში
ორიგინალურად წარმოადგენს წარმავლობას,სამყაროს იმ კანონზომიერებას რომელსაც ვერცერთი
ადამიანი გვერდს ვერ აუვლის.

You might also like