დედიე

You might also like

Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 1

ჩვენთვის ცნობილია რომ საუკუნეების მანძილზე მსოფლიოში არსებული ყველა ქვეყნისა და

ეთნოსის წარმომადგენელი ხალხის ყოფით ცხოვრებაში ეროვნული კულტურისათვის


დამახასიათებელი ღირებულებები სხვადასხვაგვარად და ძალზე მრავალფეროვნად ყალიბდებოდა
რის შედეგადაც ეროვნული კულტურა მსოფლიოს ხალხთა შორის ერთერთ მთავარ განმასხვავებელ
ნიშნად არის ქცეული.ეროვნული კულტურის დებულებები დროთა განმავლობაში მუდმივად
განიცდიდა ცვლილებს ეროვნული კულტურა როგორც ფენომენი ძალზე მრავალმხრივია და იგი
არაერთ ასპექტში და მოცემულობაში გამოიხატება მაგალითად როგორიცაა: ისტორია მუსიკა
ქორეოგრაფია გასტრონომია ლიტერატურა მითოლოგია არქიტექტურა. ასევე აღსანიშნავია ისიც
რომ ეროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი როლი რელიგიას
ეკავა და უკავია დღესაც. საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს რომ გლობალიზაციის
ეპოქაში შეუძლებელია ეროვნული კულტურის შენარჩუნება. მაგრამ ჩემი პირადი აზრით ის
რასაც გლობალიზაციის დებულება ზოგადად გულისხმობს არ არის საკმარისი იმისათვის რომ
რომელიმე ერმა ან ერებმა ეროვნული ღირებულებები ვერ შეინარჩუნონ და ეროვნული კულტურა
გლობალიზაციას შეეწიროს. ვინაიდან ეროვნული კულტურისთვის დამახასიათებელი
ღირებულებები საუკუნეების მანძილზე ფორმირებისა თუ სახეცვლილების შემდეგ დღემდე
მყარად ინარჩუნებენ ადგილს ადამიანების ყოფით და საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სრულიად
შესაძლებელია გლობალიზაციისა და ეროვნული კულტურების შერწყმა ისე რომ გლობალიზაცია არ
გახდეს ეროვნული კულტურის გაქრობის საგანი.

You might also like