Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

თემა: უძველესი რელიგიები

სსიპ ქ.ფოთის ნომერი 4 საჯარო სკოლა


მასწავლებელი: მზია გვენეტაძე
საგანი: ხელოვნების ისტორია
მოსწავლე: მილენა წულაია
რელიგია — იდეათა და ქმედებათა სისტემა, რომელიც
დაფუძნებულია რწმენაზე, რომ არსებობენ ზებუნებრივი
ძალები, რომლებიც ზემოქმედებენ სამყაროზე და ადამიანის
ცხოვრებაზე.

ბუდიზმი — რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი


წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის
სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახ. ძვ. წ. VI-V
საუკუნეებიდან. ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი
საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ
ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ,
სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად ბუდიზმი
იყოფა სამ ძირითად ტრადიციად: თერავადა, მაჰაიანა და ვაჯრაიანა.
მსოფლიოში დაახ. 708 მილიონი მიმდევარი ჰყავს და ერთ-ერთ
მსოფლიო რელიგიად ითვლება. მიმდევართა რაოდენობით მეხუთეა
მსოფლიოში ქრისტიანობის, ისლამის, ინდუიზმის და ტრადიციული
ჩინური რელიგიის შემდეგ.

ბუდას მოძღვრების - ბუდიზმის საფუძველია


ოთხი ჭეშმარიტება:
1. ეს ქვეყანა სავსეა სულიერი და ფიზიკური
ტანჯვით: ტანჯვაა დაბადება, სნეულება,
სიყვარულიც და საყვარელ არსებასთან
განშორებაც ტანჯვაა, ტანჯვაა სიბერე და,
საბოლოოდ, სიკვდილი.
2. არსებობს ტანჯვის მიზეზი. ეს არის
სიცოცხლის, ყოფნის სურვილი, ლტოლვა
ქონებისა და დიდების მოხვეჭისკენ.
3. შესაძლებელია ტანჯვის თავიდან
აცილება: ამისთვის ადამიანმა უარი უნდა
თქვას ყოველგვარ სურვილზე.
4. არსებობს ტანჯვის აცილების სხვა გზა,
რაც ადამიანებს საბოლოო ხსნას
მოუტანს.
ქრისტიანობა — ქრისტეს მოძღვრება, სამთაგან ერთ-ერთი მსოფლიო
რელიგია ბუდიზმთან და ისლამთან ერთად. ქრისტიანობა ყველაზე
მრავალრიცხოვანი მონოთეისტური რელიგიაა მსოფლიოში. მას სამი
ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და
მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს
ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო
ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების
მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ქრისტიანული სწავლების
მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი — ბიბლია,
განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი — ახალი აღთქმა. ქრისტიანობა
ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე. წ. აბრაამისეულ
რელიგიებს. ქრისტიანულ მოძღვრებას და ღვთისმსახურებას
სხვადასხვა კულტურის და ცივილიზაციის საზოგადოებებში აქვს
ფესვები გადგმული. მსოფლიოს უდიდესი ნაწილი წელთაღრიცხვას
იწყებს ქრისტეს დაბადებიდან.
ქრისტიანობა ჩაისახა I საუკუნეში პალესტინაში, როგორც იუდაიზმის
ერთ-ერთი მცირე განშტოება, რომელსაც რამდენიმე ათეული
მიმდევარი ჰყავდა. თავდაპირველად ქრისტიანობა ვრცელდებოდა
პალესტინასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ებრაულ დასახლებებში.
პავლე მოციქულისქადაგებების წყალობით ქრისტიანობამ გაიჩინა
მიმდევრები სხვა ხალხებშიც. V საუკუნემდე ის ვრცელდებოდა რომის
იმპერიაში და მისი კულტურული გავლენის არეალში, მათ შორის
სომხეთში, საქართველოში, სირიასა და ეთიოპიაში. I ათასწლეულის II
ნახევარში ქრისტიანობა გავრცელდა ანგლოსაქსებსა და სლავებში,
უფრო მოგვიანებით კი, XIII-XIV საუკუნეებში შეაღწია ბალტიისპირეთის
და ფინეთის ხალხებში. ახალ და უახლეს პერიოდში ევროპის მიღმა
ქრისტიანობის გავრცელება კოლონიზაციის და სამისიონერო
მსახურების შედეგად გახდა შესაძლებელი. დღეს ქრისტიანობა
მსოფლიოს ყველა სახელმწიფოშიაწარმოდგენილი.

You might also like