Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 23

ოიდიპოსი-ძლიერი უძლურება

(სოფოკლეს ტრაგედია, ძველი ბერძნული ხელოვნება (ძვ.წ. VIII-IV ს.)) #ლექცია1

ნებისმიერი სახის ნაწარმოები ,მაშინაა გენიალური თუ ის ყველა დროს ერგება,ყველა


მომენტში არის აქტუალური .ერთი სიტყვით თუ ის ზოგადსაკაცობრიო ხასიათს ატარებს.
შეიძლება დიდ მოაზროვნეების ეპოქას მრავალი ათეული წელი გვაშორებდეს ,მაგრამ მათი
საფიქრალი და სატკივარი ჩვენთვისაც ნაცნობი იყოს. სწორედ ,რომ ბევრი მაგალითის
მოყვანა შეგვიძლია ,მაგრამ მე ერთ კონკრეტულზე კერძოდ კი სოფოკლეს ნაწარმოებზე
''ოიდიპოს მეფეზე'' შევჩერდები.
სოფოკლე ისევ როგორც ''ოიდიპოს მეფე'' ,სხვა ტრაგედიებში მთლიან ამბავს/მითს არ
შლის.პიესა იწყება უკვე მომხდარი ტრაგედიის საფუძველზე და თანდათან ხდება კვანძის
გახსნა. ძირითადი მოქმედება წარმოებს თებელ მეფეთა სასახლის წინ. ოიდიპოსი თებელთა
ახალი მეფეა. ლაიოსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ის დასვეს. მან ცოლად შეირთო ლაიოსის
მეუღლე-იოკასტე.მოქმედება იწყება ოიდიპოსის ძიებით-თუ ვინ მოკლა მეფე ლაიოსი და
თანდათან ხდება დეტალების ვარიაცია. კვლევის შედეგად გაიგებს ,რომ ლაიოსი თავად
მოუკლავს გზაზე ,როცა იგი მცირე ამალასთან ერთად ეტლით მოდიოდა.იგებს იმასაც ,რომ
იგი ლაიოსის დაწყევლილი შვილი ყოფილა და მამას ტყეში ფეხებშეკრული
დაუტოვებია,რათა წყევლა-კრულვა არ აღსრულებულიყო. (ნაწინასწარმეტყველები იყო
მამის მოკლვა და დედის ცოლად მოყვანა). მაგრამ მას მწყემსი გადაარჩენს და ,როგორც
ვხედავთ ოიდიპოსი მაინც ხდება მეფე,გაუთვიცნობიერებლად/თავისდაუნებურად კლავს
ლაიოსს და ირთავს დედამის ცოლად. ამ კვანძის გახსნის შემდეგ ,იოკასტე
თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს,ოიდიპოსი დაითხრის თვალებს და ტყეში
გადაწყვეტს წასვლას,რათა საკუთარი თავი ასე დაისაჯოს.
ტრაგედია სრულდება თითქოსდა სამართლიანად , ოიდიპოსი ინანიებს ჩადენილ
დანაშაულს და მიდის კითერონის უდაბურ მთაზე დასანთქმელად. პიესაში კარგად ჩანს
პიროვნების შინაგანი სიძლიერე,მაგრამ იგი უძლური აღმოჩნდება იმ წინააღმდეგობების
თავიდან აცილებაში ,რაც ბედისწერამ არგუნა.ბედისწერა ეწინააღმდეგება ,ადამიანის
რეალურ შესაძლებლობებს.ვხედავთ ,რომ ლაიოსმა შვილი გაიმეტა სიკვდილისთვის ,რათა
არ მომხდარიყო ეს ტრაგედია. მაგრამ ,როცა ოიდიპოსი გადარჩება ,უკვე ნათელია მისი
მომავალი. იგი არ ტყდება,ქედს არ იხრის უსამართლო განგების წინაშე და იჩენს დიდ
ნებისყოფას ,რომ ჩადენილი დანაშაული გამოისყიდოს ის არ იკლავს თავს ,ამით უფრო
შვება იქნებოდა მისი,არამედ ისახიჩებს სახეს,დაითხრის თვალებს -რადგან ვერ ხედავს მისი
თვალების საჭიროებას ,თავადვე ამბობს :
'' თქვენ ვერ იხილეთ ჩემგან ქმნილი ბოროტებანი!,
თქვენ ვერ იხილეთ საყვარელი მშობელნი ჩემნი
და ვერცა ნახავთ ვის ნახვასაც ასე ნატრობდით
რადგან გეკრძალვით ,ყოვლის ხილვა აწ და მარადის''
დაუნდობელია ბედისწერა,რაც არ უნდა ძლიერი იყოს პიროვნება,განგების ძლიერებას ვერ
სჭარბობს.ექვემდებარება მას და ხდება მარიონეტი ცხოვრების.ყველაფერი
წინასწარგანსაზღვრულად ხდება :''თუ სიკვდილმა დამინდო ბალღი,მხოლოდ იმიტომ რომ
ეს მეხი თავს დამტეხვოდა'' -ამბობს ოიდიპოსი. სწორედ ესაა ნამდვილი ხელოვნების
ნიმუში ,რომელიც არასდროს არ მოკვდება.ეს თემა ზოგადადამიანური პრობლემების ეხება.
ეს აწუხებდათ საუკუნეების უკან და აწუხებთ დღესაც .სხვადასხვა ეპოქებს შორის
საერთოება ,არის ის საკითხები რაც მუდამ აქტუალურია-ოიდიპოსი-როგორც ძლიერი
ადამიანი,და ბედისწერა-როგორც წინასწარგანსაზღვრული ,შეუჩერებელი რამ.დღესაც
არიან ოიდიპოსები და დღესაც ჩვენს ცხოვრებას ,მიუხედავად იმისა ,რამდენად გჯერათ
ბედისწერისა-მაინც მისი მსახვრალი ხელი წარმართავს ყოველივეს.იქნებ ეს ადამიანის
ერთგვარი გამოცდაცაა ,რომ მოჩვენებითი ძლიერება -ჭეშმარიტი ძლიერებისგან
გამოარჩიოს. ცოტა არ იყოს პესიმისტური განწყობა გაგიჩნდებათ, თუ ყველაფერს ბედისწერა
განსაზღვრავს და ადამიანის ნების თავისუფლება იკარგება ,ჩვენი არსებობაც უაზრო და
არარაობა იქნებოდა?!. მართალია ,მაგრამ სხვა კუთხით თუ მიუვდგეთ ,სოფოკლეც იდეაც
გამოჩნდება ,იგი გვიჩვენებს ,რომ ძლიერი პიროვნება-ძლიერივე დარჩა უბედურებთან
შეჯახების შემდეგაც. ჰკარგავს ყველაფერს მაგრამ არ კარგავს
ბრძოლისუნარიანობას ,საკუთარ დანაშაულებებთან.პასუხისმგებლობით ეკიდება ჩადენილს
და ცოდვების გამოსყიდვას ცდილობს. ასე ,რომ ყოველ მომხდარ უბედურებას თავის
დანიშნულება გააჩნია ადამიანის ცხოვრებაში. ამით ვარკვევთ ჩვენს მედგარ/არამედგარ
ხასიათს ,ვხედავთ თუ რამდენად შეგვიძლია ჩადენილის გააზრება ,სძინავს თუ არა სინდისს
ჩვენში,შეგვწევს თუ არა ძალა განვაგრძოთ ცხოვრება თავს დამტყდარი ტრაგედიების
შემდეგ. თვითგამორკვევის პრინციპი ირთვება და ცხოვრებას სხვა თვალებით ,სხვა აზრებით
ვაგრძელებთ

___________________________________________________________________________________

ოქროს ვირი
(ელინისტური და რომაული კულტურები (ძვ.წ. IV-ა.წ. IV ს.ს.) #ლექცია2
ნავთობი
როდესაც ნავთობის მაძიებელი დენიელ ფლეინვიუ კალიფორნიაში ნავთობით
მდიდარი მიწის არსებობის შესახებ შეიტყობს, სხვადასხვა მანიპულაციებით ის
ადგილობრივი მიწის მესაკუთრეებს მათი ქონების გაყიდვაზე დაითანხმებს.
სამაგალითო მეოჯახის იმიჯის შესაქმნელად ის მის ნაშვილებ ვაჟს იყენებს.
ფლეინვიუსთან თითქმის ყველა ადგილობრივი მაცხოვრებელი თანამშრომლობს,
რადგან ის ჰპირდება, რომ ამ ადგილს ააყვავებს. გადის დრო და ფლეინვიუ სულ
უფრო მეტ ძალაუფლებასა და სიმდიდრეს იძენს და თანთდათან თავის ნამდვილ
სახეს აჩვენებს.

ფილმი გვანახებს ადამიანის განვითარებას, მის დეგრადირებას, იმას თუ როგორ


ვიტარდება ცხოვრება, როგორ მოქმედებს ადამიანზე თითოეული დეტალი ამ ცხოვრებაში...
იმას რომ ხალხი ცრუმორწმუნეა... რომ ხალხი შურიანია... რომ ხალხი გამორჩენაზეა...
დენიელის პერსონაჟის ფსიქოლოგიური ცვლილებები, განვითარება, უცაბედი დაკნინება,
მერე აღმასვლა და ა.შ.
დენიელი სახეა მეოცე საუკუნის (და არა მარტო) ადამიანისა... ჩვენ ყვემანი დენიელს
ვგავართ... თითოეულ ჩვენთაგანში არის დენიელი... უბრალოდ რაღაც გარემოებების გამო,
იგი ჩვენში რჩება და არ აშკარავდება...
თითოეულ ადამიანშია კონკურენციის გრძნობა, ბოღმა, შური... ყველანი პოტენციური
მკვლელები, გიჟები, მატყუარები ვართ...
პოლ ტომას ანდერსონი გვანახებს თუ როგორ ხდება ის რომ ადამიანი ააშკარავებს ამ ყველა
უარყოფით თვისებას. რას მივყავართ აქამდე...
ფილმის აზრი ისაა, რომ ანდერსონი გვანახებს ადამიანს... მარტო ერთი მენავთობის დანახვა
დენიელ პლეინვიუს როლში, ცოტა არ იყოს და მისი პერსონაჟის დაკნინებაა, უხეშად რომ
ვთქვათ.
დენიელი წარმოადგენს თითოეულ ჩვენთაგანს... როგორც ზემოთ ვთქვი, ჩვენ ყველანი
ვდგავართ იმ რისკის წინაშე რომ გავხდეთ მისნაირები..
ფილმში იდეალურადაა აღწერილი ადამიანის სიხარბე... რაც მეტი გაქვს, უფრო მეტი
გინდება... ყველაფერზე მზად ხარ...
დენიელი მოინათლა რათა იმ მოხუცის ტერიტორიაზე დაეყვანა მილები...
ბოლოში ილაი (მღვდელი) უარყოფს უფალს რათა ფული აიღოს... ის რაღაცით ემსგავსება
დენიელს... (ამით ავტორი გვანახებს, რომ ჩვენც შეიძლება დავემსგავსოთ დენიელს)... 
________________________________________________________________________________

(ევროპაში V-XIII ჩათვლით. შუა საუკუნეები) #ლექცია3

დეკამერონი
მე-14 საუკუნის დიდი იტალიელი მწერლის, ჯოვანი ბოკაჩოს უკვდავი ქმნილების სრული
გამოცემა. იტალიური რენესანსის ყველაზე გახმაურებული და სკანდალური წიგნი, რომელიც
მიმართულია ასკეტური მორალის წინააღმდეგ, თუმცა, ამავე დროს, ამხელს ეკლესიის
მსახურთა გარყვნილებას, რის გამოც სასტიკად იდევნებოდა კათოლიკური ეკლესიის მიერ.
კრებული შედგება 100 ნოველისაგან, გამოირჩევა ცოცხალი იუმორით და უხვადაა
გაჯერებული ეროტიული სცენებით.

კრებულს თანამედროვეებმა „ადამიანური კომედია“ უწოდეს.

ნოველების უმეტესობა აღმოსავლური წარმოშობისაა, თუმცა, მწერალმა გამოაქვეყნა


ფრანგული ფაბლიოც, მიმართა აპულეუსს, შუა საუკუნეების ლათინურ კრებულებს. მან
გააცოცხლა ფრანგული და იტალიური ნოველების ნიღბები და მათ ინდივიდუალური ხასიათი
მიანიჭა. შექმნა დიდვაჭრების, ხელოსნების, მედუქნეების, მღვდლების, ხელოსნების
ბედნიერი თუ უბედური მიჯნურების სამყარო, რომლის მთავარი მამოძრავებელი ღერძი
სიყვარულია, თუმცა, ეს სიყვარული ძალზე დაშორებულია პლატონურ კონცეფციას.
„დეკამერონის“ მრავალი ნოველა ნამდვილი ზნე-ჩვეულების კომედიაა. მათ შორის გვხვდება
გულისამაჩუყებელი პათეტიკური დრამაც.

სიმღერა რონალდზე

სიმღერა ქრისტიანობისთვის გმირული მსხვერვლთშეწირვისთვის აპოთეოზია. ფეოდალური


ღირებულების ამაღლება ქრისტიანულ სამყაროში.

ამგვარად, როლანი მთავარი პერსონაჟია, რომლის გადამეტებული სიამაყე ღუპავს მას და


ფრანკთა არმიის ყველაზე კარგ რაინდებს. ასევე საფრთხეში აგდებს ქრისტიანობის ბედს.
თუმცა ეს სისუსტე გამოისყიდა გმირული მსხვერპლით, თავისი ჰუმანურობითა და სინაზით.
ოლივიეს სახით კი შუასაუკუნეების რაინდობის ულამაზესი სახე შექმნა.

რაც შეეხება არქიეპისკოპოს ტურპენს, იგი ჯვაროსნული ომებით შთგონებული რაინდული


სულისაა. ყველაზე მეტად შთამბეჭდავი პერსონაჟია შარლემანი. მოხუცი კაცის სულში
თვმოყრილია სიკეთ და ძლიერება, ის თვით ღმერთის რჩეულია, რომელიც თავის გარშემო
იკრებს ქრისტიანთა ძალებს სარკინოზთა წინააღმდეგ. რჩება განელონი, ეს არაა
მოღალატის კარიკატურა, მას ფრანკები პატივს სცემენ, იგი მამაცია, თვმობეზრებული და
დაღლილია ბრძოლითა და როლანის ხუშტურებით და ემზადება შურისძიებისთვის.
სიძულვილი აბრმავებს და არ იცის რას სჩადის, მისი მთვარი დანაშაული და შეცდომა ის
არის, რომ განზრახვის სისრულეში მოყვანისას ღმერთს შეურაცხყოფს.

ნაწარმოებში აღწერილია კარლოს დიდის ლაშქრობა ესპანეთში და ფრანგების


არიერგარდისა და თვად როლანის დაღუპვა რობსევალის ხეობაში. პოემას საფუძვლად
დაედო ეპიზოდები კარლოს დიდის ესპანეთში ლაშქრობის ისტორიიდან, რომელიც
აღწერილია ეინჰალდის „კარლოს დიდის ცხოვრებაში“. თმცა პოემაში ყველაფერი
მხატვრულადაა გადამუშავებული. გადამუშავებულია არა მარტო კარლოს დიდის ლაშქრობა,
არამედ არაბეთის ექსპანსიის წინააღმდეგ წარმოებული სხვა მასალებიც.

ხალხური ეპიკური შემოქმედება თავისებურად ხატავს ისტორიულ ფაქტებს, მაგრამ როლანი


ინარჩუნებს მთავარს – მტრებისგან სამშობლოს დაცვის პათოსს, თავდადებას მტრების
წინაშე.

ეს ნაწარმოები არა მარტო ესპანეთში წარმოებულ ომს ასახავს, არამედ ეს ქრისტიანობის


დანერგვაცაა; მეფე მარსილთნ0. მოლაპარაკების დროს კარლოსი მშვიდობის პირობით
აყენებს მაჰმადიანობის უარყოფის საკითხს, ხოლო ნაწარმოების დასასრულს, თვით
დედოფალი ბრამიმონდა იღებს ქრისტიანობას. საერთოდ, ქრისტიანული ელემენტებით
სავსეა პოემა: როლანი წარმოდგენილია ღვთის ვასალად, ხოლო კარლოს დიდი თავისი
ცხოვრების მისიას ხედავს მაჰმადიანურ სამყაროსთნ ბრძოლაში. ჭაღარით მოსილი
კარლოსი იდეალური მონარქის განსახიერებაა, მისი ჭაღარა ნიშანია სიბრძნისა.

მთელი ნაწარმოები ასახავს ფეოდალურ ეპოქას. ამ სიმღერაში თუმცა  განელონის ღალატია


აღწერილი, თვითონ გმირი მოღალატედ არ თვლის თავს, განელონის ღალატის ეპიზოდი
პოემაში ასახავს ვასალის სიუზერენთან დამოკიდებულებას ფეოდალიზმის პირობებში. ამით
ნაწარმოები გმაობს ფეოდალურ თვითნებობას. ცნობილია, რომ ფეოდალები
სარგებლობდნენ უფლებით, თვისი სიუზერენის დაუკითხავად გამოეცხადებინათ
შინაბრძოლა, ამიტომ განელონს, თავის მხრივ, კანონიერად მიაჩნია ყოველგვარი
საშუალებით მიაღწიოს მტრის განადგურებას. ნაწარმოები კიცხავს განელონის ფეოდალურ
მორალს და გმობს ფეოდალური ანარქიისა და თვითნებობის სისტემას. „კვნესა არ მართებს
მას, ვინც თავის მოძმეს ღალატობს“ – ასეთი სითყვებით მთავრდება სიმღერაში ამბავი
კარლოსის სამართლიან განაჩენზე, კარლოსის დაღუპვაზე.

„სიმღერა როლანზე“ ფრანგული საგმირო ეპოსის მწვერვალია. ის ხალხური ნაწარმოებია.

______________________________________________________________________________

რენესანსი XIV—XVI საუკუნეები #ლექცია4,5

დანტე ალიგიელი- „ჯოჯოხეთი“


ჯოჯოხეთის კარიბჭის უკან მოტოვებისას, გაიარეს რა გზააბნეული, გაურკვეველი
ადამიანების სულებით “დასახლებული” ადგილი, დანტე და ვირგილიუსი მიადგნენ
ჯოჯოხეთის პირველ წრეს, ე.წ. ლიმბს, რომელშიც მჭერმეტყველი ურწმუნოები
იმყოფებოდნენ.მათ არ ჰქონდათ შეცნობილი ღვთის არსი, თუმცა ახლოს იყვნენ მასთან,
ამიტომაც დაეღწიათ მათ თავი ჯოჯოხეთის ტანჯვებისაგან. ამ წრეში დანტე ხედავს ანტიკური
კულტურის უდიდეს წარმომადგენლებს -არისტოტელეს, ევრიპიდეს, ჰომეროსს, მათ შორის
მაჰმადიან სალაჰ-ად-დინსაც. შემდეგ წრეში იმყოფებიან სულები ადამიანებისა, რომელთაც
არასდროს უთქვამთ უარი აღვირახსნილ ვნებებზე.აქ,ველურ და დამანგრეველ ქარიშახლში
დანტე ხედავს ფრანჩესკა დ’რიმინის და მის საყვარელ პაოლოს, რომელნიც “აკრძალული
სიყვარულის” ვნებას იყვნენ აყოლილნი დედამიწაზე.
რაც უფრო ქვემოთ მიიწევდნენ დანტე და მისი მეგზური ვირგილიუსი, მით უფრო მეტ ტანჯვასა
და წამებას ხედავდა პოეტი. იგი თვითმხილველი გახდა:
>”ღორმუცელობისათვის” დასჯილთა ტანჯვისა, რომელნიც განწირულები იყვნენ საშინელი
წვიმისა და ჭექა-ქუხილის სასჯელისათვის;
>ძუნწთა და მფლანგველთა ტანჯვისა დაწყველილ და ცეცხლოვან ჭაობში;
>ერეტიკოსთა (მათ შორის ფრიდრიხ II, რომის პაპი ანასტასიუს II), ტირანთა და მკვლელთა
ცურვისა მდუღარე სისხლის ნაკადებში;
>თვითმკვლელებისა, რომელნიც მცენარეებად იყვნენ ქცეულნი;
>ღვთის აუგად მომხსენიებელთა და მოძალადეთა, რომელნიც ცეცხლის ალში იწვოდნენ;
>ტყუილის მთქმელთა.

საბოლოოდ დანტე ყველაზე საშინელ დამნაშავეთა, მეცხრე წრეს მიადგა. აქ მოღალატეთა


და გამყიდველთა სულები სახლობდნენ (მათ შორის იუდა ისკარიოტელი, ბრუტუსი და გაიუს
კასიუს ლონგინიუსი), რომელთაც თავისი სამი თავით ხრავს ლუციფერი, ღვთისგან
განდგომილი ანგელოზი, ბოროტების ხელმწიფე, სამუდამოდ დედამიწის ცენტრში
დამწყვდევით დასჯილი.

სწორედ ლუციფერის საშინელი შესახედაობით მთავრდება პირველი ნაწილის უკანასკნელი


ლექსი.
_______________________________________________________________________

დანტე ალიგიერის (1265-1321) „ღვთაებრივი კომედიის“ გარჩევა საკმაოდ რთული და


საპასუხისმგებლოა, ალბათ ეს არის ერთ-ერთი იმ ნაწარმოებთგანი რომელიც თითქმის
ყველა პლანში მოითხოვს განხილვას. დანტემ აქ ჩააქსოვა თავისი მეცნიერული და
ფილოსოფიური შეხედულებები, სიყვარული ბეატრიჩესადმი, სევდა და სიყვარული, ტანჯვა
და ოცნება, ასევე ეს ნაწარმოები პოლიტიკურ და რელიგიურ პლანშიც არის განხილული.

„ღვთაებრივი კომედია“  „ხილვის“ ჟანრს მიეკუთვნება, სადაც მოთხრობილია თუ როგორ


იმოგზაურა ადამიანმა საიქიოში და როგორ შეძლო საიქიოს საიდუმლო გზათა ხილვა.

რაც შეეხება სათაურს. დანტეს ეპოქაში კომედიას უწოდებდნენ ნაწარმოებს, რომელსაც


მწუხარე დასაწყისი და ბრდნიერი დასასრული ჰქონდა და ტრაგედიას, რომელსაც ბედნიერი
დასაწყისი და მწუხარე დასასრული. ასე რომ დანტე ალიგიერის ნაწარმოებმა კომედიის
სახელწოდება მიიღო, რადგან ის ჯოჯოხეთში იწყება და სამოთხეში მთავრდება.
„ღვთაებრივი“ კი დაურთეს დანტეს ნიჭით აღფრთოვანებულმა ადამიანებმა, მათ შორის
ჯოვანი ბოკაჩომ.

როდესაც ღმერთმა მთვარანგელოზი ლუციფერი ამპარტავნებისთვის ციდან მიწაზე


ჩამოაგდო, ჩრდილო ნახევარსფეროზე, თავით ჩაესო დედამიწის ცენტრში და იქცა დემონად,
მის გარშემო კი ჯოჯოხეთი წარმოიშვა. ჩრდილო ნახევარსფერი ხვრელით უკავშირდება
სამხრეთ ნახევარსფეროს, აქ მდებარეობს სალხინებელი. როდესაც ლუციფერი თავით
ჩაერჭო მიწაში, მოპირდაპირე მხარეს ამოიბურცა მთა, საიდანაც სამოთხისკენ მიდიან
მონანიე სულები. აქ შესცოდეც ადამ და ევამ, ნამდვილი სამოთხე კი 9 ცის ზევითაა.
ჯოჯოხეთი წარმოადგენს ძაბრისებრ, ჩაღრმავებულ ადგილს, რომელიც 9 გარსისაგან
შედგება. მისი ბოლო კი ემთხვევა დედამიწის ცენტრს, ბირთვს. აქ ყველაზე მძიმე ცოდვილები
იტანჯებიან. აქ არის სამთავიანი დემონი, პირში სამი დიდი მოღალატით: იუდა, კასიუსი და
ბრუტუსი.

„ღვთაებრივი კომედია“ მთლიანად ალეგორიულია. ალეგორიაა ტყე, რომელშიც ხვდება


დანტე, უსიერი ტყე უმეცრების სიმბოლოა, მზის სხივები-მეცნიერების, განათებული გორაკი კი
ნეტარების და ის მხეცებიც, რომლებიც გორაკისკენ მიმავალ გზაზე გადაეღობნენ. სამი მხეცი
(ადამიანური ბუნების სამი მანკი)- ჭრელბეწვიანი ჯიქი-ხორციელი ლტოლვა, პირდაღებული
ძუ ლომი- ქედმაღლობა, ძუ მგელი- ანგარება. ეს სიმბოლოები რელიგიურად ასე
ითარგმნება: უსიერი ტყე-ცოდვის სიმბოლოა, ამქვეყნიური ცხოვრებაა. „ჩვენი ცხოვრების
ნახევარ გზაზე, მე აღმოვჩნდი უსიერ ტყეში…“ ეს სიმეტრიულობა საშუალებას გვაძლევს
ვილაპარაკოთ ასპროცენტიან ალეგორიაზე.

მხეცი-ადამიანის დამღუპველი სამი მანკი.

ლომი-ამპარტავნება.

მგელი-სიხარბე, გაუმაძღრობა.

ჯიქი-ავხორცობა.

ეს მხეცები არ არიან უბრალო ალეგორია, ისინი ისევე შემოდიან ტექსტში, როგორც 4


საშინელი ცხოველი შემოდის ბიბლიური წინასწარმეტყველის, იეზეკიელის ხილვაში. ეს უკვე
მისტიკური გამოცდილებაა, გამოცდილება რომელსაც შენ არ იგონებ. დანტე ალიგიერის
„ღვთაებრივი კომედია“ ატარებს ქვესათაურს „ხილვა“ (vision) . მაგალითად ბორხესი ამაზე
შენიშვნას აკეთებს და ამბობს, რომ ხილვა არ შეიძლება დიდხანს გრძელდებოდეს, როგორც
დანტე წერდა 20 წლის განმავლობაში, მაგარამ ხილვა სწორედაც რომ ხანგრძლივი
მდგომარეობაა, ხოლო ჰალუცინაცია, რომელსაც ბორხესი გულისხმობდა-ხანმოკლე
ჩვენებებისგან შედგება. დანტე კი თავის თავზე წინასწარმეტყველის სტატუსს იღებს.
წინასწარმეტყველი არ არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ის არის სოციალური
მდგომარეობა, წინასწარმეტყველი ადამიანის სოციალური როლია.

მათგან დასაღწევად პოეტს ვირგილიუსი ეხმარება, რომაელი პოეტი, დაიბადა ძვ. წ. 70 წელს.
ამტკიცებდნენ, თითქოს მან იწინასწარმეტყველა ქრისტეს დაბადება. ის სიბრძნის სიმბოლოა,
ჭკუას არიგებს დანტეს, „ჩემი ტკბილი და გულისხმიერი მამა“ – ასე უწოდებს ვირგილიუსს
დანტე. ის მიუძღვის მას სალხინებლისკენ, სადაც ბეატრიჩეს შეხვდება. ძალიან საინტერესოა
თავად ბეატრიჩეს სიმბოლო, იგი დანტეს სიყვარულია, გამოხატავს სიწმინდესა და
ნეტარებას. დანტეს ის ღვთისმშობლის სახiთაც ჰყავს გამოყვანილი კომედიის დასასრულს.

უსიერი ტყე პოლიტიკური დატვირთვითაცაა, ეს არის იტალიაში, ფლორენციში


გაბატონებული მონარქია და სამი მხეცი, რომლებიც ფლორენციის განვითრებას
აბრკოლებენ. მგელი რომის ეკლესიაას განასახიერებს, უფრო ზუსტად კი პაპის კურიას.
ვირგილიუსი დანტეს ეუბნება, რომ ამ მგელს დაამარცხებს ძაღლი, რომელიც არც ლითონით
და არც მიწით იკვებება (ანუ ლითონი- ანგარება, მიწა-ტერიტორიული პრეტენზიები).
ვირგილიუსი კიდევ ერთ ცნობას გვაწვდის ძაღლის შესახებ, მისი თვისტომი იქნება „ქეჩასა
და ქეჩას შორის“- „tra feltro e feltro”. დამეთანხმებით, საკმაოდ ბუნდოვანებითაა მოცული
წინასწარმეტყველება. ამაზე ბევრს დაობდნენ და ბევრი მოსაზრებაც არსებობს. ზოგი ეს
„ძაღლი“ ახალი პაპი, საფრანგეთის მეფე, ზოგი კი თავად დანტეს ასახელებდა.
სინამდვილეში კი ყველაფერი უფრო მარტივადაა. იმ დროს წიგნის ყდებს ქეჩისგან
ამზადებდნენ, ასე რომ სიმბოლური ძაღლი, რომელიც მგელს ამარცხებს დანტე კი არა
„ღვთაებრივი კომედიაა“. აქ კი დანტემ სრულიად შეგნებულად აიღო წინასწარმეტყველის
ფუნქცია საკუთარ თავზე.

ვირგილიუსი და დანტე ალიგიერი იწყებენ ჯოჯოხეთის მონახულებას. ისინი მენავე ქარონს


გადაყავს მდინარეზე. მაშ ასე გარსები შემდეგია:

1.ქრისტემდე დაბადებულები. ისინი ხვდებიან ისტორიულ პირებს, ფილოსოფოსებსა და


მეცნიერებს, რომელთა სახელები აქაც შეუწყალებიათ: პლატონი, სოკრატე, ციცერონი,
არისტოტელე და სხვ. „…ეს უნებლიედ დავაშავეთ, ადრე რომ გავჩნდით და ამიტომაც
დაღუპვისაკენ გვიქციეს პირი“.

2.აქ არიან ავხორცები:  კლეოპატრა, ელენე, ტრისტანი, ფრანჩესკა და რიმონი, ფრანჩესკა


და პაოლო, მათ უყვართ ერთმანეთი და ერთხელ, როცა ფარულად კითხულობდნენ წიგნს,
მასში მოთხრობილმა ამბავმა თავდავიწყებამდე მიიყვანა ისინი და ეამბორნენ ერთმანეთს.
ამის გამო ფრანჩესკას ქმარმა (პაოლოს ძმამ) მოკლა ორივე. ფრანჩესკას ლანდმა დანტეს
უამბო ეს ყოველივე, რის შემდეგაც დანტე მიწაზე ეცემა უსულოდ.

3.ლოთები.

4.ძუნწები და მფლანგველები. აქვეა სიმდიდრის ღმერთი პლუტუს.

პოეტები გადადიან ქალაქ დის-ში ანუ დიტეში.

5. მწვალებელნი და მათი მიმდევრები.

6. გულღვარძლიანები.

სანამ მეშვიდე გარსამდე მივიდოდეს დანტე ხედავს ქრისტეს სიკვდილს.

7. ღვთისმგმობელნი. აქ აღწერილია უდაბნოსმაგვარი გარემო. აქვე არაინ არაბუნებრივი


ტკბობისთვის დასჯილნი.

8. მაჭანკლები, აქვეა იაზონიც. სიმონისტები, აქ მოსვლას უწინასწარმეტყველებს ჯერაც


ცოცხალ პაპ ბონიფიციუს VIII-ს. საზოგადო სამსახურის გამყიდველნი. პირმოთნენი. ქურდები.
მრუდე მოთათბირეები. მწვალებლები და ა.შ.

9. ეს არის სამყაროს ცენტრი, აქ ისჯებიან მოღალატენი. მეცხრე გარსში, ყველაზე ღრმად ზის
1500 ფუტის სიმაღლე, სამთავიანი ლუციფერი, რომელსაც ხახებში სამი დიდი მოღალატე
იუდა, ბრუტუსი და კასიუსი უზის.
ალეგორიების გვერდით ძალიან საინტერესია ტექსტში ბგერითი შთაბეჭდილებები.
ჟოჟოხეთის თავებში ჩვენ ვხვდებით ენის ბორძიკს, გაუგებარ სიტყვებს, ყვირილს.

„ <რაფელ მაი ამაკე ძაბი ალმი> – იწყო ყვირილი მრისხანე პირმა, რომელსაც არ შეჰფერის
უფრო ტკბილი საგალობლები“. ეს სიმბოლოა ჯოჯოხეთში დამკვიდრებული ქაოსის,
რომელსაც უპირისპირდება სამოთხის ჰარმონიული ჟღერადობა. ეს სიტყვები დანტეს
ბიბლიური გმირის, ნიმროდის პირიდან ესმის, აქ საქმე გვაქვს დანაწევრებული მეტყველების
პაროდირებასთან, რომელიც გვახსენებს ბაბილონში მომხდარ ენათა აღრევის ფაქტს.

ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ ღვთისმეტყველებაში, მაგალითად მონასტრებში


დღესაც კითხულობენ მორჩილები ტრაპეზის დროს საღვთო წერილს ან წმინდანთა
ცხოვრებას. პოეზიაში კი პოეტი გაიგივებულია ბგერასთან, აქ წინა პლანზე გამოდის აკუსტიკა,
რომელიც სიმეტრიულად მიყვება აზრს და ქმნის აურას, რომელიც ჯოჯოხეთში თუ
სამოთხეშია მოცემული.

სწორედ პოეზიისა და ხმის გაიგივებაა დასტური იმისა რომ პოეზია ყველასადმია


მიმართული. მაგალითად მონაკვეთი: „ჩვენი ცხოვრების ნახევარ გზაზე მე აღმოვჩნდი უსიერ
ტყეში“  <ჩვენი ცხოვრების> აქ დანტე თავს ყველასთან ერთად აყენებს, უფრო სწორად კი
ცენტრში, შუაგულში საიდანაც მოვლენები ვითარდება. მხოლოდ ხილვით კი, იგი, ვერ
მიწვდება ჭეშმარიტებას, მას სჭირდება უფრო ეფექტური იარაღი, ეს კი თავად პოეტის ხმაა,
რომელიც ამავე დროს წინასწარმეტყველია. აქ მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი,
კერძოდ შემეცნების აპოფატიკური (მე-მე) და კატაფატიკური (მე-ჩვენ) გზები. პირველ
შემთხვევაში უკურეაქცია თავად პოეტზე ხორციელდება და ამის შედეგია ტექსტის ბატონობა
დანტეზე. თუმცა მას ბევრი აქვს სათქმელი ხალხისთვისაც და ამიტომ თავს მკითხველის
ნაწილადაც თვლის, იმ თვალსაზრისით, როგორც ნაწარმოები არა ავტორის, არამედ
მკითხველის მიერ იქმნება კითხვის პროცესში.

ბგერის თეოლოგიურ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ჯოჯოხეთის XXI ქების ბოლო სტრიქონი –


„უკანალიდან მოგვასმინა დუდუკის ხმები“ აქ ლაპარაკია ლუციფერზე, რომელიც
უკანალიდან საყვირის ხმას გამოსცემს. ეშმაკის იკონოგრაფიაში დემონი ხშირად
გამოსახულია დუნდულებზე თვალებით, კუდი ცხვირის მაგივრობას ასრულებს, ანუსი კი
პირის. იოანეს გამოცხადებაში ლაპარაკია ქვეყნის აღსასრულზე, უკანასკნელ სამსჯავროზე,
სადაც ანგელოზთა მიერ გამოცემული ხმა გვამცნობს ღმერთის გამარჯვებას ეშმაკზე.
დემონთა წინამძღოლის მიერ გამოცემული ხმა ამის საპირისპიროდ გამოხატავს
დამარცხებით გამოწვეულ ბოღმას. ამით იქმნება თეოლოგიური წრე, თუმცა ამით არა მარტო
თეოლოგიური წრე იკვრება „ღვთაებრივ კომედიაში“ არამედ, როგორც ზემოთ აღვნიშნე,
ცხადდება პოეზიის როლი სამყაროში.

#ჰამლეტი
*კარგი და ცუდი თავისთავად როდი სადმეა, მას მხოლოდ კაცის გონება შეჰქმნის
ხოლმე. *"მარტო მთვარეს რომ გადუშალოს ქალმა გულ-მკერდი
უბიწოებას თვისას იგი მითაც შებღალავს".

უილიამ შექსპირი
ჰამლეტი, დანიის პრინცი

ტრაგედიის მოკლე შინაარსი

მოედანი ელსინორში ციხე-სიმაგრის წინ. ბადრაგში არიან მარცელი და ბერნანდი, დანიელი


ოფიცრები. მათ მოგვიანებით უერთდება ჰორაციო, დანიის პრინცის, ჰამლეტის მეცნიერი
მეგობარი. იგი მოვიდა, რათა თავად დარწმუნდეს, რომ სიმართლეს შეიცავს ახლახან
გარდაცვლილი მეფის აჩრდილის გამოჩენის ამბავი. ჰორაციოს ეს ამბავი ფანტაზია ჰგონია.
შუაღამეა. სამხედრო აღჭურვილობით მორთული პირქუში აჩრდილი ჩნდება. ჰორაციო
შეძრულია და ცდილობს მასთან დალაპარაკებას. ფიქრობს რა ნანახის შესახებ, ჰორაციო
მიიჩნევს, რომ აჩრდილის გამოჩენა „სახელმწიფოში რაღაც არეულობის“ საწინდარია.
ჰორაციო გადაწყვეტს, ეს ამბავი მოუთხროს ჰამლეტს, რომელმაც ვიტენბერგში სწავლა
შეწყვიტა მამის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ჰამლეტის ჭმუნვა გაძლიერებულია
იმით, რომ მამის სიკვდილის შემდეგ დედამისი გარდაცვლილი მეუღლის ძმას გაჰყვა
ცოლად („ჯერედ ერთი თვე ძლივს გასულა, არ გასცვეთია ჯერ ფეხსაცმელი, რომლით იგი
ცრემლის მფრქვეველი მისდევდა კუბოს უბედური მამიჩემისას!“). ასე იჩქარა დედოფალმა
და გვერდი დაუმშვენა უღირს კაცს. ჰორაციომ მოახსენა ჰამლეტს ღამის აჩრდილის შესახებ.
ჰამლეტი უყოყმანოდ მიდის აჩრდილთან შესახვედრად. მამის აჩრდილმა ამცნო ჰამლეტს
საზარელი დანაშაულის ამბავი.
როდესაც მეფე მშიდად ისვენებდა ბაღში, ძმამ ყურში ლენცოფის სასიკვდილო შხამი
ჩაუწვეთა („ეგრედ მძინარე ღვიძლმა ძმამ მე გამომასალმა სიცოცხლეს ჩემსა, ჩემსა
გვირგვინს, ჩემსა მეუღლეს!“). აჩრდილმა ჰამლეტს მამის მკვლელობისთვის შურისძიება
მოსთხოვა. „მშვიდობით, ჰამლეტ, მიგონებდე, არ დამივიწყო!“ – ამ სიტყვებით გამოეთხოვა
მამის აჩრდილი თავზარდაცემულ უფლისწულს.
სამყარო გადატრიალდა ჰამლეტისთვის. მან დაიფიცა, რომ მამისთვის შურს იძიებდა.
თხოვს ;მეგობრებს, რომ საიდუმლოდ შეინახონ ეს შეხვედრა და არ გაიკვირვონ მისი
უცნაური საქციელი. ამასობაში მეფის ახლობელი დიდებული პოლონიუსი თავის ძეს ლაერტს
სასწავლებლად პარიზს აგზავნის. ლაერტი ძმურ დარიგებას აძლევს დას, ოფელიას, და აქ
ვიგებთ ოფელიასადმი ჰამლეტის სიყვარულის ამბავს, რომელსაც ლაერტი, როგორც
მზრუნველი ძმა, ეჭვის თვალით უყურებს, რადგან

„მას, ვით მეფის შვილს, თვის სურვილზედ არ აქვს უფლება, 


იგი მორჩილებს თავის სისხლს და შთამომავლობას. 
მას როდი ძალულს ის შეირთოს, ვისაც ისურვებს, 
როგორც ეს ჩვენთვის შესაძლოა. მის არჩევანზედ
ფუძნდება მთელის სახელმწიფოს შვება-დიდება.“

ლაერტის სიტყვებს მამამისი, პოლონიუსიც, ადასტურებს. იგი უკრძალავს ქალიშვილს


ჰამლეტთან დროის გატარებას. ოფელია უყვება მამას, რომ მასთან ჰამლეტი იყო მოსული და
რომ იგი ჭკუაზე არ იყო. პოლონიუსი თვლის, რომ ჰამლეტის უცნაური საქციელი ბოლო
დღეებში იმით აიხსნება, რომ დანიის უფლისწულმა „სიყვარულისგან გონება დაკარგა“. იგი
აპირებს, ამ ამბავს მეფეს მოუყვეს. მეფე, რომელსაც ძმის მკვლელობის გამო სინდისი
ქენჯნის, შეშფოთებულია ჰამლეტის საქციელით. რა დგას ამის უკან – სიგიჟე? რამე სხვა? იგი
მოუხმობს როზენკრანცსა და გილდენსტერნს, წარსულში ჰამლეტის მეგობრებს და თხოვს,
უფლისწულს საიდუმლო გამოსტყუონ. ამის სანაცვლოდ ჰპირდება „მონარქის წყალობას“. 
მოდის პოლონიუსი და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჰამლეტის სიგიჟე სიყვარულითაა
გამოწვეული თავისი სიტყვების დასადასტურებლად იგი ჰამლეტის ოფელიასადმი
გაგზავნილ წერილს იმოწმებს. პოლონიუსი აპირებს ქალიშვილი გალერეაზე გაუშვას, სადაც
ხშირად სეირნობს ჰამლეტი, რომ უფლისწულის გრძნობები ყველასთვის დადასტურდეს.
როზენკრანცი და გილდენსტერნი უშედეგოდ ცდილობენ უფლისწულ ჰამლეტის საიდუმლოს
გაგებას. ჰამლეტი ხვდება, რომ ისინი მეფის მოგზავნილები არიან. ჰამლეტი გაიგებს, რომ
ჩამოვიდნენ მსახიობები, დედაქალაქელი ტრაგიკოსები, რომლებიც მას ისე მოსწონდა ადრე,
რომ თავში აზრმა გაუელვა: გამოიყენოს მსახიობები იმისთვის, რომ მეფის დამნაშავეობაში
დარწმუნდეს. იგი მოელაპარაკება მსახიობებს, რომ ისინი ითამაშებენ პიესას პრიამოსის
დაღუპვის შესახებ და ამ პიესაში ჰამლეტი თავად ჩასვამს საკუთარ ორ-სამ სტრიქონს.
ჰამლეტი თხოვს პირველ მსახიობს, წაუკითხოს მონოლოგი პრიამოსის მკვლელობის
თაობაზე. მსახიობი ბრწყინვალედ კითხულობს. ჰამლეტი აღელვებულია. იგი მსახიობებს
პოლონიუსს მიანდობს და თავად მარტოობაში ხმამაღლა ფიქრობს. მან ზუსტად უნდა
იცოდეს დანაშაულის ამბავი: „ეს წარმოდგენა მე გამიმხელს მეფის სინიდისს“.
მეფე ეკითხება როზენკრანცსა და გილდენსტერნს მათი მისიის წარმატების შესახებ. ისინი
აღიარებენ, რომ ვერ დასტყუეს საიდუმლო ჰამლეტს:

ცდილობდა, შორს გაგვდგომოდა


ჭკვიდამ შეშლილის კაცის ხერხით.

ისინი მოახსენებენ მეფეს, რომ მოხეტიალე მსახიობები ჩამოვიდნენ და ჰამლეტი


წარმოდგენაზე ეპატიჟება მეფესა და დედოფალს.
ჰამლეტი მარტო სეირნობს და წარმოთქვამს თავის სახელგანთქმულ მონოლოგს:

ყოფნა?.. არ ყოფნა?.. საკითხავი აი ეს არის. 


სულდიდ ქმნილებას რა შეჰფერის? ის, რომ იტანჯოს 
და აიტანოს მჩაგრავ ბედის ნეშტრითა გმირვა,
თუ შეებრძოლოს მოზღვავებულ უბედურებას
და ამ შებრძოლვით მოსპოს იგი?.. მოსპოს სიცოცხლე...
ბოლო მოუღოს.. მიიძინოს.. სხვა არაფერი...

რატომ ვართ სიცოცხლეს ასე ჩაბღაუჭებული? ამ კითხვას თავად პასუხობს, ასე არ იქნებოდა,

რომ არა გვქონდეს იმის შიში, თუ სიკვდილ-შემდეგ


იქ რა იქნება, იქ, იმ ბნელსა და უცნობ მხარეს,
სადით არც ერთი მგზავრი უკან აღარ ბრუნდება“.

პოლონიუსი ოფელიას მიუგზავნის ჰამლეტს. ჰამლეტი სწრაფად ხვდება, რომ მათ საუბარს
უსმენენ და რომ ოფელია მეფისა და მამამისის დავალებითაა მოსული. და იგი შეშლილის
როლს გაითამაშებს, ურჩევს, მონასტერში წავიდეს. გულუბრყვილო ოფელია გაანადგურა
ჰამლეტის სიტყვებმა:

ოჰ, რა დიდებულს ჭკვა-გონებას ეწია ბნელი!


სასახლის თვალსა, ენამჭევრსა, ვაჟკაცობით სრულს, 
იმედსა და ვარდს ამ მშვენიერ სახელმწიფოსას,
სამაგალითოს ზნეობის და ყოფა-ქცევისთვის!
დაემხო იგი და მე უნდა ყოვლად ბედკრული
მას ვუყურებდე, მას, სულგრძელს და გონებამაღალს,
ვისგან თაფლივით საამური აღთქმა მსმენია,
ეხლა მაჟღერალს გაბზარულის ზარისა მზგავსად,
შეუდარებელს კოკორსა დამზარალს სიგიჟის ქარით. 
ვაი ჩემს ყოფას, რას ვხედავდი და აწ რას ვხედავ!“

მეფე ხვდება, რომ სიყვარული არ არის ჰამლეტის აშლილობის მიზეზი. ჰამლეტი ჰორაციოს
სთხოვს, დააკვირდეს მეფეს წარმოდგენის დროს. იწყება წარმოდგენა. ჰამლეტი მოქმედების
მიმდინარეობისას კომენტარს აკეთებს. მოწამვლის სცენას მან დაურთო ასეთი სიტყვები:
„ბაღში მოსწამლა იმის სახელმწიფოს ხელთ მოგდებისათვის; სახელად ჰქვიან გონზაგო. ეს
ამბავი ნამდვილია და ჩინებულის იტალიურის ენით არის დაწერილი. ეხლავე ნახავთ, თუ
მკვლელი როგორ მოიგებს გონზაგოს ცოლის გულსა“. ამ სცენას მეფემ ვერ გაუძლო და
წამოდგა. დაიწყო აურზაური. პოლონიუსმა მოითხოვა, წარმოდგენა შეეჩერებინათ. ყველანი
გადიან. რჩებიან ჰამლეტი და ჰორაციო. ისინი დარწმუნებული არიან მეფის დანაშაულში –
მეფემ საკუთარი მოქმედებით თავი გასცა.
ბრუნდებიან როზენკრანცი და გილდენსტერნი. ისინი ამბობენ, რომ მეფე ნაწყენია და
დედოფალი გაოგნებულია ჰამლეტის საქციელის გამო. ჰამლეტი იღებს ფლეიტას და
გილდესტერნს სთავაზობს, დაუკრას. გილდენსტერნი უარზეა, ამ ხელოვნებას არ ვფლობო,
ჰამლეტი კი მრისხანედ ეუბნება: „ეხლა ხომ ჰხედავთ, როგორი უღირსი და არად ჩასაგდები
გგონივართ. თქვენ გინდათ, რომ მე თქვენი საკრავი ვიყო... ჩემზედ დაკვრას ვერ
მოახერხებთ“. შემოდის პოლონიუსი და უხმობს ჰამლეტს დედოფალთან.
მეფე შიშს შეუპყრია, მას სინდისი აწუხებს, მუხლზე ეცემა, ლოცვას ცდილობს: „რა საზარი
ცოდვა ვიტვირთე, მას ზეცის მიმართ ასდის კვამლი და იქ ღაღადებს“. სწორედ ამ დროს
გაივლის ჰამლეტი – დედამისის ოთახში მიდის. კარგი შანსი აქვს, შური იძიოს, მაგრამ
ლოცვის დროს მეფის მოკვლა არ უნდა.
პოლონიუსი ფარდის უკან იმალება, რომ ჰამლეტის დედასთან საუბარს ყური დაუგდოს.
ჰამლეტი მრისხანებს. ტკივილმა, რომელმაც გული მოუკლა, მისი ენა გაამძაფრა.
შეშინებულმა დედოფალმა საშველად მოუხმო მცველებს, ფარდის უკან პოლონიუსმა თავი
გაამჟღავნა, ხოლო ჰამლეტმა ძახილით „თაგვი!“ დაშნა დასცა პოლონიუსს, რომელიც მეფე
ეგონა. შემოდის მამის აჩრდილი და დედის დანდობას უბრძანებს. დედოფალი ვერ ხედავს
აჩრდილს, მას არ ესმის აჩრდილის ლაპარაკი და ეჩვენება, რომ ჰამლეტი სიცარიელეს
ესაუბრება.
დედოფალი მეფეს უყვება, რომ ჰამლეტს სიგიჟემ მოუარა და პოლონიუსი მოაკვლევინა,
„ახლა კი ტირის იმაზე, რაც ჩაიდინა“. მეფე გადაწყვეტს, დაუყოვნებლივ გაგზავნოს ჰამლეტი
ინგლისს როზენკრანცისა და დილდენსტერნის თანხლებით, რომელთაც გაატანს საიდუმლო
წერილს ბრიტანელებთან ჰამლეტის მოკვლის მოთხოვნით. პოლონიუსს საიდუმლოდ
დაკრძალავენ, რომ მითქმა-მოთქმა გამორიცხონ.
ჰამლეტი და მისი მოღალატე მეგობრები გემისკენ მიისწრაფიან. გზად შეიარაღებული
ჯარისკაცები ხვდებიან. ჰამლეტი კითხულობს, ვისი ლაშქარია და საით მიიწევს. გაირკვევა,
რომ ეს ნორვეგიელთა ლაშქარია, რომელიც პოლონეთთან საომრად მიდის მიწის პატარა
ნაგლეჯის გამო. ჰამლეტს უკვირს, რომ ხალხს არ ძალუძს მშვიდობიანად მოაგვარონ ასეთი
საქმეები. ნანახმა ფილოსოფიურ თავსატეხამდე მიიყვანა დანიის უფლისწული: როგორ
ხდება, რომ პრინცი ფორტინბრასი მიწის პატარა ნაგლეჯისთვის, სინამდვილეში კი სახელი
გულისთვის მზადაა ათასობით კაცის სიცოცხლე გასწიროს, ხოლო პრინცი ჰამლეტი ფეხს
ითრევს და მამისმკვლელზე შურისძიებას აყოვნებს?!
ლაერტმა მამის სიკვდილის ამბავი გაიგო და საიდუმლოდ ჩამოვიდა პარიზიდან. მას აქ
მეორე უბედურება ხვდება: ოფელია, რომელმაც ვერ გადაიტანა საყვარელი მამის ჰამლეტის
ხელით სიკვდილი, ჭკუიდან შეიშალა. ლაერტს შურისძიება წყურია. შეიარაღებული შეიჭრება
იგი მეფის ოთახში. მეფე ლაერტის ყველა უბედურების მიზეზად ჰამლეტს ასახელებს.
ამასობაში მაცნეს წერილი მოაქვს მეფისთვის, რომელშიც ჰამლეტი თავის დაბრუნებას
ატყობინებს. მეფე გაოგნებულია, ვერ ხვდება, რა მოხდა. იმავწამს მის გონებაში მწიფდება
ახალი მუხანათური გეგმა, რომელშიც იგი ფიცხ და დაუფიქრებელ ლაერტს ჩართავს.
სთავაზობს ლაერტს, ორთაბრძოლა მოაწყოს ჰამლეტთან, ხოლო იმისთვის, რომ ჰამლეტი
დანამდვილებით მოკვდეს, ლაერტეს დაშნის წვერს სასიკვდილო შხამი წაუსვას. ლაერტი
თანახმაა.
დედოფალი დიდი მწუხარებით იუწყება ოფელიას გარდაცვალების ამბავს. ოფელიას

დაუწნავს... გვირგვინები სხვადასხვა ფერი, 


ასულა ხეზედ, იქ ნდომია მათ დაკიდება, 
მაგრამ უეცრად მოტეხილა ბედკრული ხის შტო
და ოფელიაც ყვავილებით თან ჩაჰყოლია.

... ორი მესაფლავე თხრის საფლავს. ჩნდებიან ჰამლეტი და ჰორაციო. ჰამლეტი სიცოცხლის
ამაოებაზე მსჯელობს. ახლოვდება სამგლოვიარო პროცესია. მეფე, დედოფალი, ლაერტი,
კარისკაცები. ოფელიას კრძალავენ. ლაერტი საფლავში ხტება და ითხოვს, დასთან ერთად
მეც დამმარხეთო. ეს ჰამლეტს სიყალბედ ეჩვენება და ლაერტს უპირისპირდება:

მე ოფელია მიყვარდა და ორმოც ათას ძმას


ერთად მოგროვილთ ჩემსავით ვერ ეყვარებოდათ!

– ჰამლეტის ამ სახელგანთქმულ სიტყვებში ჭეშმარიტი, ღრმა გრძნობა იკითხება. მეფე


გააშველებს მეტოქეებს, მას ხელს არ აძლევს შეტაკება, რომლის შედეგიც წინასწარ უცნობია.
იგი შეახსენებს ლაერტს, რომ სხვა რამეზე არიან შეთანხმებულნი.
ჰორაციო და ჰამლეტი მარტონი არიან. ჰამლეტი უყვება ჰორაციოს, რომ მან მოახერხა მეფის
წერილის წაკითხვა. წერილში მეფე ითხოვდა, დაუყოვნებლივ მოჰკალით ჰამლეტიო.
განგებამ გადაარჩინა უფლისწული, მან კი მამისეული ბეჭდით ისარგებლა და წერილი
შეცვალა; ახალ წერილში ეწერა, ამ წერილის მომტანნი დაუყოვნებლივ მოკალითო. სწორედ
ამ წერილით მიცურავენ ახლა როზენკრანცი და გილდენსტერნი საკუთარი აღსასრულისაკენ.
ხომალდს მეკობრეები დაესხნენ თავს, ჰამლეტი ტყვედ ჩავარდა და დანიაში ჩამოიყვანეს.
ახლა იგი უკვე მზადაა შურისძიებისთვის.
ჩნდება ოზრიკი – მეფესთან დაახლოებული კარისკაცი – და ატყობინებს ჰამლეტს, რომ მეფემ
სანაძლეო დადო, ჰამლეტი მოუგებს ორთაბრძოლას ლაერტსო. ჰამლეტი თანხმდება
ორთაბრძოლას, მაგრამ გულზე სიმძიმე ადევს, წინასწარ გრძნობს, რომ რაღაც მახეში
ემბება. შერკინების წინ იგი პატიებას სთხოვს ლაერტს:

ბრალი მიმიძღვის ლაერტ შენთან, – მიტევებას გთხოვ. 


მე ვითხოვ შენგან მიტევებას, ვით ვაჟკაცისგან... 
შევბღალე შენი სახელი და პატიოსნება, – 
მე აქ ვაცხადებ საქვეყნოდ, რომ ყოველ ამ საქმეს 
მიზეზად მხოლოდ ჰქონდა ჩემის გონების შეშლა.

მეფემ ყოველი შემთხვევისთვის კიდევ ერთ მზაკვრობას მიმართა – მოწამლული ღვინით


სავსე თასი დადგა, რომ ჰამლეტისთვის მიეწოდებინა, როცა მოწყურდებოდა. ლაერტი
დაჭრის ჰამლეტს, ისინი დაშნებს გაცვლიან და ჰამლეტი დაჭრის ლაერტს. დედოფალი
მოწამლულ ღვინოს დალევს ჰამლეტის გამარჯვებისთვის – მეფე ვერ ახერხებს მის
შეჩერებას. დედოფალი კვდება, მაგრამ ასწრებს თქმას, რომ ღვინო მოწამლული აღმოჩნდა.
ლაერტი აღიარებს, რომ მზაკვრულად მოიქცა და მეფესაც ასახელებს. ჰამლეტი მოწამლული
დაშნით განგმირავს მეფეს და თავადაც კვდება. მომაკვდავი ჰამლეტი ეუბნება თავის
ერთგულ მეგობარს, ჰორაციოს:

მაშ თუ ოდესმე გყვარებივარ, რამდენიმე ხნით


განშორდი მუდმივს ნეტარებას, ტანჯვით იცხოვრე 
და ამ კრულ მიწას მიმოჰფინე ჩემი ამბავი.

ჰორაციო ატყობინებს ფორტინბრასსა და ინგლისის ელჩებს მომხდარი ტრაგედიის ამბავს.


ფორტინბრასი ბრძანებას გასცემს:

უბრძანეთ, ოთხმა ასისთავმა ჰამლეტის გვამი


მაღლა საკაცეს აასვენონ, როგორც სარდალი...

____________________________________________________
____________________

ბაროკო XVI საუკუნის 80-90-იანი წლები და XVII საუკუნე. #ლექცია6

უილიამ შექსპირი

რიჩარდ მესამე
—1623—

პიესის მოკლე შინაარსი

რიჩარდი რომ დაიბადა, გრიგალი ხეებს ფესვიანად გლეჯდა. უჟამობას


წინასწარმეტყველებდა და კიოდა ბუ, ტიროდა ჭოტი, ყმუოდნენ ძაღლები, საბედისწეროდ
ჩხაოდა ყორანი და ყრანტალებდა კაჭკაჭი. უმძიმესი მშობიარობის შედეგად დედამიწას
მოევლინა უფორმო გუნდა, რომლისგანაც მშობელმა დედამაც პირი იბრუნა. ახალშობილი
კუზიანი და ფერდმონგრეული იყო და ფეხებიც სხვადასხვა სიგრძისა ჰქონდა. სამაგიეროდ
კბილები უკვე ამოსული აღმოაჩნდა — რომ დაეღრღნა და დაეჭამა ხალხი, როგორც
ბოროტად ეტყვიან მომავალში. იზრდებოდა მახინჯის დაღით, იტანდა დამცირებას და
დაცინვას. სახეში ესროდნენ სიტყვებს „ღვთის საძულველსა“ და „უგვანოს“, ხოლო მისი
დანახვისას ძაღლები ყეფას იწყებდნენ. პლანტაგენეტის ვაჟი იყო, მაგრამ უფროსი ძმების
ხელში ტახტის დაუფლების ყველა იმედი გადაწურული ჰქონდა და განწირული იყო
წარჩინებული მასხარას როლს დამორჩილებოდა; მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაჯილდოებული
ყოფილა უმძლავრესი ნებისყოფით, პატივმოყვარეობით, პოლიტიკოსის ტალანტითა და
გველის სივერაგით. სისხლიანი ომების, შიდა არეულობის ეპოქაში მოუწია ცხოვრება,
როდესაც ტახტისთვის დაუნდობლად ებრძოდნენ ერთმანეთს იორკები და ლანკასტერები და
მუხთლობის, ღალატისა და დახვეწილი სისასტიკის ამ სტიქიაში სწრაფად დაეუფლა კარის
ინტრიგების ყველა წვრილმანს. რიჩარდის აქტიური მონაწილეობით მისმა უფროსმა ძმა
ედუარდმა ლანკასტერები დაამარცხა და გახდა მეფე ედუარდ IV. ამ მიზნის მისაღწევად
რიჩარდმა, ჰერცოგმა გლოსტერმა, ძმებთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმა
ლანკასტერების მთავარი მოღვაწე დიდებული უორიკი, მოაკვლევინა ტახტის მემკვიდრე
უფლისწული ედუარდი და შემდეგ ტაუერში პირადად მოკლა დატყვევებული მეფე ჰენრიხ VI
და ცივსისხლიანად აღნიშნა მის ცხედართან: „ჯერ შენი რიგია, მერე სხვების დადგება. /
შეიძლება მე მდაბალი ვარ, მაგრამ ჩემს გზას მაღლა მივყავარ“. მეფე ედუარდი, რომელიც
წინამავალი ქრონიკის ბოლოს ხარობდა: „დასჭექე საყვირო! მშვიდობით, ყველა
უბედურებავ! / ბედნიერი წლები გველოდება!“ — ვერც წარმოიდგენდა, რა სატანური
ჩანაფიქრები მწიფდებოდა მისი ღვიძლი ძმის სულში.

მოქმედება იწყება ედუარდის კორონაციიდან სამი თვის შემდეგ. რიჩარდი ზიზღით ამბობს,
რომ ბრძოლის სასტიკი დღეები უქმობამ, გარყვნილებამ და მოწყენილობამ შეცვალა. თავის
„მშვიდობიან“ დროს უძლურს, მდიდრულს და ყბედს უწოდებს და აცხადებს, რომ წყევლის
ზარმაც გართობას. თავისი ბუნების მთელი სიმძლავრე სურს მიმართოს ერთპიროვნული
ხელისუფლებისკენ განუხრელ სწრაფვაში. „გადავწყვიტე, არამზადა გავხდე...“

პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია: რიჩარდის ჩაწვეთებით მეფე აღარ ენდობა თავის ძმა
ჯორჯს, ჰერცოგ კლარენსს და მას ციხეში ამწყვდევს — თითქოსდა მისივე
უსაფრთხოებისთვის. ბადრაგის თანხლებით ტაუერში მიმავალ კლარენსს რიჩარდი ხვდება
და ფარისევლურად თანაუგრძნობს, გულში კი ზეიმობს. ლორდ-კამერჰერ ჰასტინგსისგან
გაიგებს მისთვის სასიხარულო მეორე ამბავს: მეფე ავადაა და ექიმები შიშობენ,
ავადმყოფობას ვერ გაუმკლავდებაო. თავი იჩინა ედუარდის მიდრეკილებამ დამღუპველი
გასართობებისადმი, რომელთაც დააძაბუნეს „სამეფო სხეული“. ამრიგად, ორივე ძმის
ჩამოშორება რეალური ხდება.

ამასობაში რიჩარდი ისახავს თითქმის წარმოუდგენელ ამოცანას: ოცნებობს დაქორწინდეს


ანა უორიკზე — უორიკის ასულზე და უფლისწულ ედუარდის ქვრივზე, რომლებიც თავად
გამოასალმა წუთისოფელს. ხვდება ანას, როდესაც იგი ღრმად მგლოვიარე მიაცილებს მეფე
ჰენრიხ VI-ის კუბოს და დაუყოვნებლივ იწყებს პირდაპირ საუბარს მასთან. ეს საუბარი
განმაცვიფრებელია, როგორც ქალის გულის თავბრუდამხვევი დაპყრობის მაგალითი
ერთადერთი იარაღით — სიტყვით. საუბრის დასაწყისში ანას ეზიზღება გლოსტერი და
წყევლის მას, უწოდებს ჯადოსანს, არამზადას და ჯალათს, სახეში აფურთხებს შემპარავი
სიტყვების საპასუხოდ. რიჩარდი ითმენს მისგან ყველა შეურაცხყოფას, ანგელოზს და
წმინდანს უწოდებს და თავის გასამართლებლად ერთადერთ საბუთს ასახელებს: ყველა ეს
მკვლელობა მისდამი სიყვარულმა ჩაადენინა. ხან მლიქვნელობით, ხან მახვილგონივრული
ხრიკებით იგერიებს მის ყველა საყვედურს. ქალი ეუბნება, მხეცმაც კი იცის სიბრალულიო.
რიჩარდი ეთანხმება, რომ მისთვის უცნობია სიბრალული, — შესაბამისად ის მხეცი არ არის.
ქალი ბრალს დებს ქმრის მკვლელობაში, რომელიც იყო „ალერსიანი, სუფთა და
გულმოწყალე“; რიჩარდი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში მისთვის უფრო უპრიანია ზეცაში
ყოფნა. შედეგად იგი უცილობლად უმტკიცებს ანას, რომ მისი ქმრის დაღუპვის მიზეზი —
თავად ქალის თვალისმომჭრელი სილამაზეა. ბოლოს ის მკერდს გაიშიშვლებს და ითხოვს,
ანამ მოკლას იგი, რაკი პატიება არ შეუძლია. ანას ხმალი ხელიდან უვარდება, ნელ-ნელა
რბილდება, რიჩარდს ძველი ძრწოლის გარეშე უსმენს და საბოლოოდ მისგან ბეჭედს იღებს
და ამით ქორწინების იმედსაც აძლევს...

როდესაც ანა მიდის, აღგზნებული რიჩარდი გონს ვერ მოდის მასზე მოპოვებული
გამარჯვების სიადვილით: „ქმარი და მამა მოვუკალ მე და უაღრესის / სიძულვილის წილ
შევითვისე, შევიტრფიალე... / საბუთად ჰქონდა ყოველივე ის დაბრკოლება, / თვის სინიდისი,
თვითონ ღმერთიც ეხმარებოდა, / და მე კი არვინ არა მყვანდა ხელის შემწყობი, / თუ არ
სატანა და ცბიერი, პირმოთნე სახე. / და მაინც კიდევ გავიმარჯვე...“

და იგი კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ადამიანებზე ზემოქმედებისა და მათი


დამორჩილების მისეული ნიჭი ჭეშმარიტად უსაზღვროა.

შემდგომში რიჩარდი არც შეკრთება, ისე აღასრულებს თავის გეგმას ტაუერში დამწყვდეული
კლარენსის მოსაკლავად: საიდუმლოდ დაიქირავებს ორ მკვლელს და ციხეში მიუგზავნის
ტუსაღს. ამავე დროს გულუბრყვილო დიდებულებს — ბეკინგემს, სტენლის, ჰასტინგს და
სხვებს ჩააგონებს, რომ კლარენსის დაპატიმრება დედოფალ ელისაბედისა და მისი
სანათესაოს მოწყობილია, რომელთანაც თავად დაპირისპირებულია. მხოლოდ სიკვდილის
წინ გაიგებს კლარენსი მკვლელისგან, რომ მისი დაღუპვის მიზეზი — გლოსტერია.

სნეული მეფე ედუარდი მოახლოებული სიკვდილის პირას კრებს კარისკაცებს და სთხოვს


ორი მტრული ბანაკის — მეფის გარემოცვისა და დედოფლის გარემოცვის —
წარმომადგენლებს, ზავი დადონ და შემდგომში ერთმანეთის შეწყალების ფიცი დადონ.
პერები სიტყვას დებენ და ერთმანეთს ხელს ართმევენ. არ ესწრება მხოლოდ გლოსტერი. და
აი, ისიც ჩნდება. შერიგების ამბავს რომ იგებს, მგზნებარედ ამტკიცებს, რომ მტრობა ეზიზღება,
რომ ინგლისში იმაზე მეტი მტერი არა ჰყავს, რამდენიც შეიძლება ახალშობილ ყრმას
ჰყავდეს, რომ პატიებას სთხოვს ყველა კეთილშობილ ლორდს, თუკი ვინმეს უნებლიეთ
აწყენინა და ასე შემდეგ. გახარებული ელისაბედი მეფეს მიმართავს თხოვნით, საზეიმო დღის
აღსანიშნავად დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ კლარენსი. რიჩარდი მშრალად ეპასუხება:
კლარენსის დაბრუნება შეუძლებელია, რადგან „ეგ ვინ არ იცის, რომ საბრალო კლარენს
მკვდარია?“ დგება საერთო თავზარდაცემის წამი. მეფე არკვევს, თუ ვინ გასცა ძმის მოკვლის
ბრძანება, მაგრამ პასუხს ვერავინ ვერ სცემს. ედუარდი მძიმედ განიცდის მომხდარს და
საწოლ ოთახს ძლივს მიატანს. რიჩარდი ჩუმად მიაქცევინებს ყურადღებას ბეკინგემს,
როგორ გაფითრდნენ დედოფლის ნათესავები და ამით მიანიშნებს, რომ მომხდარში
სწორედ ისინი არიან დამნაშავენი.

ამ დარტყმას ვერ გადაიტანს და მეფე მალე კვდება. დედოფალი ელისაბედი, მეფის დედა
ჰერცოგინია იორკელი, კლარენსის შვილები — ყველანი მწარედ დასტირიან ორ მკვდარს.
რიჩარდი მათ შეუერთდება თანაგრძნობის მგლოვიარე სიტყვებით. ახლა კანონის მიხედვით
ტახტზე უნდა ავიდეს თერთმეტი წლის ედუარდი, ელისაბედისა და ცხონებული მეფის ძე.
დიდებულები მას ლედლოში ამალას უგზავნიან. ამ სიტუაციაში დედოფლის ნათესავები —
მემკვიდრის ბიძა და მამინაცვლის შვილები — რიჩარდისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. იგი
ბრძანებას გასცემს უფლისწულთან მიმავალნი შეიპყრონ და პამფრეტის ციხე-სიმაგრეში
დაატუსაღონ. მაცნე შეატყობინებს ამ ამბავს დედოფალს, რომელსაც შვილების გამო
სასიკვდილო შიში შეიპყრობს. ჰერცოგინია იორკელი წყევლის მღელვარების დღეებს,
როდესაც გამარჯვებულები მტრის დამარცხების შემდეგ დაუყოვნებლივ ერთმანეთთან
ბრძოლას იწყებენ, „ძმა ძმაზე მიიწევს და სისხლი მშობლიურ სისხლზე...“.

დიდებულები ხვდებიან უელსის პატარა უფლისწულს. მას თავი ჭეშმარიტი მონარქის გულის
ამაჩუყებელი ღირსებით უჭირავს. გული წყდება, რომ ჯერ ვერ ხედავს ელისაბედს, ბიძას
დედის მხრიდან და თავის რვა წლის ძმა იორკს. რიჩარდი უხსნის ბიჭს, რომ დედამისის
ნათესავები ცრუ ხალხია და გულში შხამს ინახავენ. გლოსტერს, თავის მეურვეს, უფლისწული
მთლიანად ენდობა და ოხვრით იღებს მის სიტყვებს. ეკითხება ბიძას, სად იცხოვრებს
კორონაციამდე. რიჩარდი უპასუხებს, რომ „ურჩევდა“ დროებით ტაუერში გაჩერებას, სანამ
უფრო სასიამოვნო საცხოვრებელს შეარჩევდა. ბიჭი შეკრთება, მაგრამ შემდეგ მორჩილად
დაჰყვება ბიძის ნებას. მოდის პატარა იორკი — დამცინავი და გამჭრიახი ბავშვი, რომელიც
გესლიანი ხუმრობებით გააბრაზებს რიჩარდს. ბოლოს ორივე ბიჭს ტაუერში მიაცილებენ.

რიჩარდი, ბეკინგემი და მათი მესამე მოკავშირე კეტსბი საიდუმლოდ შეთანხმდნენ, რომ


ტახტზე გლოსტერი უნდა დასვან. საჭიროა ლორდ ჰასტინგსის მხარდაჭერის მოპოვება. მას
კეტსბის მიუგზავნიან. შუაღამისას აღვიძებენ ჰასტინგსს და კეტსბი ატყობინებს, რომ მათი
საერთო მტრები — დედოფლის ნათესავები — სიკვდილით დაისჯებიან. ეს აღაფრთოვანებს
ლორდს; მაგრამ პატარა ედუარდის გვერდის ავლით რიჩარდის კორონაციის იდეა ჰასტინგს
აღაშფოთებს: „...მაგრამ მაინც თუნდ ეხლავე მომკლან, / არ ვუღალატებ ჩემი მეფის ნამდვილ
მემკვიდრეთ / და არ მივკერძავ რიჩარდს ტახტსა.“

არაშორსმჭვრეტელი დიდებული დარწმუნებულია საკუთარ უსაფრთხოებაში, როდესაც


რიჩარდმა უკვე მოუმზადა სიკვდილი ნებისმიერს, ვინც გაბედავს და წინ აღუდგება
გვირგვინისკენ მიმავალ გზაზე.

პამფრეტში დედოფლის ნათესავებს სიკვდილით სჯიან. ტაუერში ამ დროს იკრიბება


სახელმწიფო საბჭო, რომელმაც კორონაციის დღე უნდა დანიშნოს. თავად რიჩარდი საბჭოზე
დაგვიანებით ჩნდება. მან უკვე იცის, რომ ჰასტინგსმა შეთქმულებაში მონაწილეობაზე უარი
თქვა და სწრაფად გასცემს ბრძანებას, დააპატიმრონ და თავი მოჰკვეთონ. იმასაც ამბობს,
სადილად არ დავჯდები, სანამ მოღალატის თავს არ მომიტანენო. ჰასტინგსი გვიან მოდის
გონს, წყევლის „სისხლიან რიჩარდს“ და მორჩილად ადის ეშაფოტზე.მისი წასვლის შემდეგ
რიჩარდი ტირილს იწყებს, თუ რა ორგულნი არიან ადამიანები, ატყობინებს საბჭოს წევრებს,
რომ ჰასტინგსი ყველაზე ფარული და ცბიერი მოღალატე იყო და რომ ამგვარ სასტიკ ზომას
მან ინგლისის ინტერესებიდან გამომდინარე მიმართა. პირმოთნე ბეკინგემი შესაშური
მზადყოფნით იმეორებს ამ სიტყვებს.

ახლა საჭიროა საბოლოოდ მომზადდეს საზოგადოებრივი აზრი, რითაც ისევ ბეკინგემია


დაკავებული. გლოსტერის მითითებით იგი ხმებს ავრცელებს, რომ უფლისწულები ედუარდის
უკანონო შვილებია, რომ თავად მისი ქორწინება ელისაბედთან ასევე უკანონო იყო და
მოჰყავს სხვადასხვა საფუძველი ინგლისის ტახტზე რიჩარდის გამეფებისა. მოქალაქეთა
ბრბო ყურს არ უგდებს ამ სიტყვებს, მაგრამ ლონდონის მერი და სხვა დიდებულები
თანხმდებიან, რომ რიჩარდს უნდა სთხოვონ, მეფე გახდეს.
დგება ზეიმის უმაღლესი მომენტი: დიდებულ მოქალაქეთა დელეგაცია ტირანთან მიდის, რომ
შეევედროს, მოწყალება გაიღოს და გვირგვინი დაიდგას. ეს ეპიზოდი რიჩარდს მართლაც
სატანური ხელოვნებით აქვს დადგმული. საქმეს ისე წარმოადგენს, რომ მთხოვნელები
მოდიან არა სადღაც, არამედ მონასტერში, სადაც იგი წმინდა მამებითაა გარემოცული და შუა
ლოცვაშია ჩართული. დელეგაციის შესახებ რომ გაიგებს, გამოდის ორი ეპისკოპოსის
თანხლებით და თამაშობს უბრალო და ამქვეყნიური ამაოებისგან დაშორებული ადამიანის
როლს, რომელსაც „ძალაუფლების სიმძიმე“ აშინებს და ყველაზე მეტად ამქვეყნად ოცნებობს
მოსვენებაზე. მისი ფარისევლური სიტყვები ბრწყინვალეა თავისი დახვეწილი
პირმოთნეობით. ხანგრძლივად ჯიუტობს და უარზეა, აიძულებს მოსულებს ილაპარაკონ, რომ
მისი სიკეთე და გულის სინაზე აუცილებელია ინგლისის ბედნიერებისთვის. და როცა ბოლოს
და ბოლოს მოსულმა მოქალაქეებმა ვერ გატეხეს იგი და ვერ დაითანხმეს ინგლისის
მეფობაზე და წასვლა დააპირეს, მან თითქოსდა უგულოდ თხოვა, მობრუნებულიყვნენ.
მაგრამ თუ ცილი,ან საყვედური შავბნელ სახე მოჰყვა ამ ცილსა, ბოდიშად უნდა მქონდეს მე
ეგ ძალდატანებადა ამარიდოს უწმინდური ლაქა და ჭუჭყი. აფრთხილებს იგი მოქალაქეებს,
ხოლო პირმოთნე ბეკინგემი ჩქარობს მიულოცოს ინგლისის ახალ მეფეს — რიჩარდ III-ს.

სანუკვარი მიზნის ასრულების შემდეგ სისხლიანი ჯაჭვი არ შეიძლება გაწყდეს. პირიქით,


საგანთა სასტიკი ლოგიკის მიხედვით, რიჩარდს მდგომარეობის განსამტკიცებლად ახალი
მსხვერპლი სჭირდება — რადგან თავად მას კარგად ესმის, რამდენად არამყარი და
უკანონოა ეს მდგომარეობა: „სამეფო ჩემი ფხვიერ ქვიშაზედა სდგას“. თავისუფლდება ანა
უორიკისგან, რომელიც მცირე ხანს იყო მასთან უბედურ და მძიმე ქორწინებაში. ტყუილად კი
არ აღნიშნა რიჩარდმა, რომ მისთვის უცნობია ყველა მოკვდავისთვის დამახასიათებელი
სიყვარულის გრძნობა. ახლა ის ბრძანებას გასცემს, ჩაკეტონ მისი ცოლი და ხმა გაავრცელონ
მისი ავადმყოფობის შესახებ. თავად განზრახული აქვს, ანას მონელების შემდეგ,
დაქორწინდეს ცხონებული მეფე ედუარდის, თავისი ძმის ქალიშვილზე. მაგრამ მანამდე უნდა
ჩაიდინოს კიდევ ერთი ბოროტება — ყველაზე უფრო საზარელი...რიჩარდი გამოცდის
ბეკინგემს და შეახსენებს, რომ ჯერაც ცოცხალია ტაუერში პატარა ედუარდი. მაგრამ ამ
დიდებულ ლაქიასაც კი სისხლი ეყინება საზარელი მინიშნების გამო. მაშინ მეფე გამოძებნის
ხარბ კარისკაც ტირელს, რომელსაც დააკისრებს ორივე უფლისწულის მოკვლას. ისიც
დაიქირავებს ორ სისხლისმსმელ გარეწარს, რომლებიც რიჩარდის საშვით აღწევენ ტაუერში
და მძინარე ბავშვებს ახრჩობენ, ხოლო შემდეგ თავად ტირიან ჩადენილის გამო.

რიჩარდი პირქუში კმაყოფილებით იღებს უფლისწულების სიკვდილის ამბავს, რომელსაც


მისთვის სასურველი სიმშვიდე ვერ მოაქვს. სისხლიანი ტირანის მბრძანებლობაში ქვეყანაში
მღელვარება იწყება. საფრანგეთის მხრიდან ფლოტით გამოდის მძლავრი რიჩმონდი,
რიჩარდის მეტოქე ტახტის ფლობის უფლებისთვის ბრძოლაში. რიჩარდი გაცოფებულია,
სიშმაგით აღძრულია და მზადაა, ყველა მტერს ომი გამოუცხადოს. ამავე დროს, მისი ყველა
ერთგული მომხრე ან სიკვდილითაა დასჯილი — როგორც ჰასტინგსი, ან გარიყულია —
როგორც ბეკინგემი ან ფარული მოღალატეა — როგორც ტირანის საშინელი არსით
შეძრწუნებული სტენლი...

უკანასკნელი, მეხუთე მოქმედება იწყება შემდგომი სიკვდილით დასჯით — ამჟამად


ბეკინგემისა. უბედური აღიარებს, რომ ყველაზე მეტად რიჩარდისა სჯეროდა და სწორედ
ამიტომ ისჯება ასე სასტიკად.
დანარჩენი სცენები ვითარდება უშუალოდ ბრძოლის ველზე. აქ განლაგებული არიან
დაპირისპირებული ლაშქრები — რიჩმონდისა და რიჩარდისა. მეთაურები ღამეს თავის
კარვებში ათენებენ. ერთდროულად იძინებენ — და სიზმარში ორივეს ერთმანეთის
მიყოლებით ეწვევიან ტირანის მიერ სასიკვდილოდ გამეტებული ადამიანების სულები.
ედუარდი, კლარენსი, ჰენრიხ VI, ანა უორიკი, პატარა უფლისწულები, დედოფლის
ნათესავები, ჰასტინგსი და ბეკინგემი — თითოეული მათგანი გადამწყვეტი ბრძოლის წინ
რიჩარდს წყევლას უგზავნის და მას ერთნაირი მრისხანე რეფრენით ასრულებს: „ხელი აუშვი
წვერმოტეხილ მაგ შენს მახვილსა. / იტანჯე, მოკვდი!“ — უდანაშაულოდ დახოცილთა იგივე
სულები რიჩმონდს თავდაჯერებასა და გამარჯვებას უსურვებენ.

რიჩმონდი იღვიძებს ძალამოკრებილი და გამხნევებული. მისი მეტოქე ცივ ოფლში იღვიძებს,


შეძრული — როგორც ჩანს, პირველად სიცოცხლეში — სინდისის ქენჯნით, რომლის მიმართაც
წყევლის სიტყვებს არ იშურებს:

თითქო ათასი ენა ებას ჩემს სინიდისსა, / რაც სათითაოდ თუმც მომითხრობს სხვადასხვა
ამბავს, / ყველა ერთად კი ავაზაკსა მიწოდებს და მსჯის.

ფიცის დამრღვევი, ტირანი, რომელმაც მკვლელობების სათვალავი დაკარგა, მზად მაინც არ


არის მონანიებისთვის. უყვარს და სძულს საკუთარი თავი, მაგრამ ამპარტავნება, სხვებზე
აღმატებულობაში დარწმუნებულობა აჯობებს სხვა ემოციებს. ბოლო ეპიზოდებში რიჩარდი
თავს მეომრად წარმოადგენს და არა ლაჩრად. განთიადისას ის ლაშქართან გადის და მას
მიმართავს ბრწყინვალე, ბოროტი სარკაზმით სავსე სიტყვით. შეახსენებს, რომ ებრძვიან
„ურცხვ მაწანწალებს, / გამორეკილებს მათი ქვეყნით, წუწკ გლეხუჭებსა, / ბრეტანის ჭუჭყსა...
და მოუწოდებს მეომრებს სიმტკიცისაკენ: / უსუსურ სიზმრებს ნუღარ ვუფრთხით. სინიდისიო!
ეგ ლაჩართაგან მოგონილი სიტყვაა მხოლოდ / ძლიერებისა შემფერხებლად. ჩვენ
სინიდისად / მტკიცე მარჯვენა გვქონდეს ჩვენი, კანონად ხმალი, / წინ, წინ წავიდეთ
მამაცურად, მტერს დავერიოთ, / თუ ცას ვერ ავალთ, ჯოჯოხეთში მაინც შევცვივდეთ.“

პირველად ლაპარაკობს გულწრფელად იმაზე, რომ ანგარიში უნდა გაეწიოს მხოლოდ ძალას
და არა ზნეობრივ წარმოდგენებს ან კანონებს. და ამ უმაღლეს ცინიზმში, შესაძლოა, ყველაზე
საშიშია იგი, მაგრამ, ამავე დროს, სწორედ ამითაა მიმზიდველი.

ბრძოლის ბედს გადაწყვეტს სტენლის მოქმედება, რომელიც უკანასკნელ წამს თავისი


ლაშქრით გადადის რიჩმონდის მხარეს. ასეთ მძიმე, სისხლისმღვრელ ბრძოლაში თავად
მეფე სიმამაცის სასწაულებს ახდენს. როდესაც ცხენს მოუკლავენ და კეტსბი ურჩევს თავს
გაქცევით უშველოს, რიჩარდი უყოყმანოდ უარყოფს ამ იდეას: „რას სჩმახავ, მონავ! ეს
სიცოცხლე მე მთლად მივანდე / ბედის კამათელს, მინდა ვცადო აწ გაგორება.“

მისი უკანასკნელი რეპლიკა სავსეა საბრძოლო აზარტით: „ოჰ, ცხენი, ცხენი, ჩემს სამეფოს
ერთ ცხენში ვაძლევ!“

რიჩმონდთან ბრძოლაში რიჩარდი იღუპება. რიჩმონდი ხდება ინგლისის ახალი მეფე. მისი
გამეფებით იწყება ტუდორების დინასტია. თეთრი და წითელი ვარდების ომი, რომელიც
ოცდაათ წელს აწამებდა ქვეყანას, დასრულებულია.

_____________________________________________________________________________ ვ
რომანტიზმი #ლექცია7

ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და გაგრძელდა XIX საუკუნის შუა წლებამდე.

93წელი ვიქტორ ჰიუგო

ოთხმოცდაცამეტი წელი ესაა ისტორიული რომანი. ისტორია ვითარდება საფრანგეტის

რევოლუცისსას.

გაყოფილია სამ ნაწილად. ისტორია ძირითაად პარიზში ვითარდება. რომანის მთავარი

გმირების დახასიათებით, მათი საქმიანობის ჩვენებით ჰიუგომ დახატა რევოლუციის

დროინდელი საფრანგეთის ის ძალები, რომლებსაც სხვადასხვაგვარად ესმით

სამშობლოს კეთილდღეობა, სხვადასხვანაირად იღვწიან საფრანგეთისთვის. ისინი

სხვადასხვა პრინციპებს ემსახურებიან. ამისათვის მათ ერთმანეთთან დაპირისპირება და

ბრძოლაც უხდებათ.

ჰიუგო გვაცნობს საფრანგეთის რევოლუციის ნამდვილ სახეს: “რევოლუცია არის ის, რაც

გვავიწროვებს ყოველი მხრიდან და რომელსაც ჩვენ აუცილებლობას ვეძახით. და ამ

კეთილშობილებისა და ტანჯვის ამოუცნობი ერთიანობის წინაშე ისტორია დაჟინებით

სვამს კითხვას: რატომ? ” მართლაც, რატომ ხოცავს ორივე მხარე ხალხს, რატომ წვავენ

სოფლებსა და ქალაქებს, რატომ პასუხობენ ძალადობით ძალადობას? ისტორია პასუხს

ვერ გვაძლევს, ისევე როგორც ვერ გვპასუხობენ რობესპიერი, მარატი და დანტონი –

რევოლუციის ლიდერები. ისინი წარსულს ბარდებიან მონარქებთან ერთად, მარადიული

კი მხოლოდ სიკეთე და სამშობლოა, რომლისთვისაც რესპუბლიკელი გოვენი იბრძვის.

93 წელი ეს იყო რობესპიერის ტერორის პერიოდი, როცა ლუი მეთექვსმეტეს ტავი

მოკვეტეს.

იაკობინელთა ტერორი აჩერებს ყოველნაირ წინსვლას და სავარაუდოდ ისინი


შეეცდებოდნენ მონარქიის აღდგენას.

მიუხედავად იმისა , რომ ჰუგო მონარქიის წინააღმდეგ, წიგნში მონარქიის

მომხრე პერსონაჟი Marquis de Lantenac საკმაოდ კარგადაა წარმოჩენილი.

ლანტეკი ნოველაში უპირესპირდება ორ რესპუბლიკელს. ერთი არის მღვდელი

Cimourdain, რომელმაც რელიგია რევოლუციურ ერთობაზე გაცვალა, ეს

მიგვითიტებს იმაზე რომ რელიგიური პირითვისაც კი აღარ წარმოადგენს ღმერთი

განსაკუთრებულ იდეას. მისი ერთადერთი საყვარელი ადამიანი არის  Gauvain,

რომელიც მან გაზარდა. და რომელიც ასევე ერთ ერთი რესპუბლიკელია. თუმცა

მათ აქვთ განსხვავებული ხედვები , თუ როგორი უნდა იყოს რესპუბლიკელი

ადამიანი.

კიმორდანი აზრით ჰარმონიის დამყარები ეს მხოლოდ ოცნებებში შესაძლებელი ,

და მისი აზრით რესპუბლიკამ უნდა ,,დაარეგულიროს’’ კაცი. ხოლო ჯოვანი არ

ეთანხმება მას, ამიტო ღრუბლებში დაკარგულს უწოდებს აღმზრდელი.

ჰიუგო ყოველთვის აჩვენებს თავისი გმირების მოტივაციიას და ეს მოტივაცია არის მათი

ღირებებულებები.მაგალითისტვის ლანტეკის - ესაა მონარქიის დიდება,

კიმურდანისთვის დაუძლეველი სურვილი იდეალური რესპუბლიკის არსებობისა, ხოლო

ჯოვანსთვის რეპუბლიკა ესაა ჰუმანიზმისა და კეტილგანწყობის სიმბოლო.

და ეს უნდა განაპირობებდეს ჰოუგოს ცხოვრების გზას, ვინაიდან მან გაირა გზა

მორნარქიის მომხრეობიდან ჰუმანისტობამდე.

და საბოოლოოდ გმირები უპირისპირდებია როგორც ერთმანეთს ის საკუთარ თავს და

სწორედ აქ ჩანს მარტოსულობის იდეა. ისინი ისწრაფვიან რაღაცისკენ მაგრამ ზუსტად

არ იციან რისკენ. საბოოლოოდ კი რომანი ,,93 წელი’’ წარმოადგენს თუ რამნიშვნელობა

აქვს ადამიანის ცხოვრებაში ღირებულებებს და რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ბრძოლას.


ადამიანი სპილო

ეს ფილმი გადაღებულია მეცხრამეტე საუკუნეში და დაფუძნებულია ნამდვილ

ამბავზე.

ადამიანი, სახელად ჯონ მერიკი მისი საშინელი შესახედაობის გამო ცნობილია,

როგორც ადამიანი-სპილო. მის გარეგნულ საშინელებას იყენებს ბეიტსი,

რომელიც ბაზრობაზე ფულის საფასურად აჩვენებს მერიკს ადამიანებს, იყენებს

რა მერიკის უსუსურობას. ექიმი ტრევისი დაინახავს მერიკს და გადაწყვეტს,

დაეხმაროს მას და წაიყვანს საავადმყოფოში. თუმცა სამეცნიერო ინტერესს მალე

ჩაანაცვლებს გულწრფელი ადამიანური გრძნობა. აღმოჩნდება, რომ

მერიკი იმბეცილი არ არის და წერა-კითხვა შეუძლია და ფსალმუნებიც იცის. მის

ამბავს გაიგებს ლონდონის არისტოკრატული წრეები და თავად დედოფალი

ვიქტორია. მას საავადმყოფოში ტოვებენ. ყოფილი მფლობელი მერიკის გატაცებას

ახერხებს, თუმცა მერიკი საავადმყოფოში მაინც დაბრუნდება

ადამიან სპილოს ხალხი საშინლად ექცევა მხოლოდ და მხოლოს მისი გარეგნობის

გამო და ეს ხაზვს უსვამს ადამიანის ბუნებას.

საინტერესესოა რომ ფილმის მანძილზე ძალიან იშვიათად შემოდის საიდანმე

შუქი. ხშირ შემთხვევასი სინათლე იმედის გადარჩენის სიმბოოლოა, ადამიან

სპილოს მერიკს კი ალბატ ამის ნაკლები შანსი აქ და სწორედ ამიტომაა , რომ

შუქიც ცოტაა ფილმში.

ამასთან ფილმის გადაღებულია შავ -თეთრში რაც მიგვანიშნებს ის კონტრასტზე

რაც ,,კარგ’’ და ,,ცუდ’’ საზოგადოებაში არსებობს.

საინტერესოა ტრევისის დამოკიდებულება ადამიანი სპილოსადმი, რატომ

წამოიყავანა ის? იყო ამის მიზეზი ნამდვილი გრძნობები და შეწყალეის გრძნობა

თუ მან ეს კარიერის გამო გააკეთა?

ყველამ იცოდა რომ მერიკი მოკვდებოდა თავისი დეფორმაციების გამო, იგი


ხედავდა მის საწოლთან სურატს , სადაც ბიჭი იწვა და ეძინა და ამან მასშიც

აღძრა სრვილი დაწოლილიყო და დაეძინა ისე, როგორც ეს სხვებს შეეეძლოთ. და

სწორედ ამ უბრალო სურვილმა გამოიწვია მისი სიკვდილი.

ფილმის მთავრაი მიზანია დაგვანახოს თუ როგორ ვექცევიტ ადამიანები

ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს და რა შეიძლება გამოიწვიოს ამან.

და ეს ძალიან სამწუხაროა რომ ადამიანების უმეტესოაბას არ შეუძლია მიიღონ

განსხვავებულნი.

You might also like