Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

პიროვნება

რა არის პიროვნება? რა განსაზღვრავს იმ ინდივიდუალურ


მახასიათებლებს რაც ჩვენს პიროვნებას ქმნის? შესაძლოა თუ
არა ერთი და იმავე გარემო ფაქტორებში სხვა და სხვა ტიპის
პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება?

ამ თემის ირგვლივ უამრავი საინტერესო შეკითხვის დასვმა


შეიძლება, რომელზეც აქამდეც გვიფიქრია და ამ მასალის
გაცნობის შემდეგ კიდევ არაერთი შეკითხვა გაჩნდება,
რომელზეც აქამდე არ დავფიქრებულვართ.

პირველ რიგში განვსაზღვროთ თუ რა არის პიროვნება.


პიროვნება არის ფსიქოლოგიური თვისებების ერთობლიობა,
რომელიც უშუალოდ გავლენას ახდენს ადამიანის ქცევის
რთულ პატერნებზე. ადამიანები ჩვენდაუნებურად სხვადასხვა
ნიშნის მიხედვით ვახდენთ გარშემომყოფების
კლასიფიკაციას. მეცნიერულად ამ უკანასკნელს პიროვნების
ტიპები ეწოდება და გულისხმობს ადამიანების დაყოფას ამა
თუ იმ თვისობრივი განსხვავების მიხედვით.

პირველი თეორიები პიროვნების ტიპებად დაყოფის შესახებ


ეკუთვნის ჰიპოკრატეს, რომელსაც მიაჩნდა რომ ადამიანის
სხეული შეიცავს 4 ძირითად ჰუმორს, რომელიც განსაზღვრავს
მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს-გააჩნია რომელი
ჰუმორი ჭარბობს მის სხეულში. ის ამ 4 ჰუმორს აწყვილებდა
ტემპერამენტებთან, მაგალითად: სისხლი ასოცირებული იყო
აქტიურ და მხიარულ ტემპერამენტთან, შავი ნაღველი -
ნაღვლიან და სევდიანთან, ფლეგმა აპათიურთან და
მოდუნებულთან, ხოლო ყვითელი ნაღველი - გაღიზიანებად
და აღგზნებად ტემპერამენტთან.
მსგავსი ტიპის თეორია შეიმუშავა იულიამ შელდონმა,
რომელმაც ადამიანთა თვისობრივი განსხვავებები
დააკავშირა მათ უშუალო ფიზიკურ ფორმასთან, გარეგნულ
მახასიათებლებთან. გამოარჩევდა 3 კატეგორიას:
ენდომორფები, მეზომორფები და ექსტრომორფები. მას
სჯეროდა, რომ მსუქანი ადამიანები სოციალურად აქტიურები
და მეტად გახსნილები. მეზომორფებებს აქვთ კარგად
განვითარებული სხეულის ფორმები და მათთვის
დამახასიათებელია ენერგიულობა, გამბედაობა და მსგავსი
მასკულინური თვისებები. ხოლო ექსტრომორფები არიან
გამხდარი და სუსტი ტიპის ადამიანები, რომლებსაც
ახასიათებთ ცხოვრებით ტკბობაზე მეტად, ცხოვრებაზე
ფიქრი, კარგად აქვთ განვითარებული გონებრივი
შესაძლებლობები და ა.შ. თუმცა ამ თეორიასთან
დაკავშირებით მე პირადად მიჩნდება შეკითხვა, რამდენად
ცვალებადია ადამიანის თვისებრივი მახასიათებლები
სხეულის ფორმების ცვლილებასთან? გასაგებია, რომ ეს
უკანასკნელი ფაქტორი გარკვეულ გავლენას მოახდენს
ქცევის პატერნის ცვლილებაზე, მაგალითად მსუქანი ადამიანი
წონაში დაკლების შემდეგ გახდება მეტად თავდაჯერებული
და მისი ქცევა საზოგადოებაში ხასიათდებოდეს მეტი
მასკულინურობით, მაგრამ, შეიძლება თუ არა შეიცვალოს
მისი პიროვნული თვისებები? ჩემს მაგალითზე, მე თუ ვარ
ექსტრომორფი, მაქვს გამხდარი სხეული და ვარ
ინტროვერტი, გასუქების შემთხვევაში ჩემი სოციალური
უნარები გაუმჯობესდება?

მოგვიანებით ფრენკ სალოუეიმ ოჯახში დაბადების


რიგითობის მიხედვით ააგო ტიპების თეორია. სალოუეის
მიხედვით ადამიანი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი
გადარჩენის მიზნით ცდილობს იპოვოს ისეთი ნიშა, რომელიც
დაეხმარება მშობლების სიყვარულის მოპოვებაში.
ძირითადად ამ უკანასკნელის ძიება უწევთ მეორე და შემდეგ
შვილებს, რადგან პირველ შვილს უკვე თავისთავად აქვს ის
ყურადღება და სიყვარული მოპოვებული, რაც მას
გადარჩენის შანსს აძლევს და ისინი ცდილობენ, რომ
შეინარჩუნონ ეს უკანასკელი მორჩილებისა და
დისციპლინირებულობის საშუალებით. ამის გამო სალოუეი
მოგვიანებით დაბადებულებს „აჯანყებისათვის
დაბადებულებს“ უწოდებს და ამ თეორიის დასამტკიცებლად
შესწავლილი და გამოკვლეული იქნა ის ისტორიული პირები,
რომლებმაც ამა თუ იმ მნიშვნელოვან რევოლუციურ
ცვლილებებში თავიანთი წვლილი შეიტანეს. დადგინდა, რომ
მოგვიანებით დაბადებულები უფრო უჭერდნენ მხარს ამა თუ
იმ თეორიას, ვიდრე პირველი შვილები.

ახლა შევეხოთ პიროვნების ნიშნის თეორიას. პირველ რიგში


ავხსნათ თუ რა იგულისხმება ნიშნებში: ეს არის პიროვნების
მთავარი თვისებები და ატრიბუტები, რომლებიც გავლენას
ახდენენ ამა თუ იმ სიტუაციაში ქცევის პატერნებზე. ტიპებად
დაყოფა ძირითადად ადამიანთა კლასიფიკაციას ემსახურება,
ხოლო ნიშნები იძლევა მეტი მოქნილობის შესაძლებლობას
კონკრეტული ინდივიდის ქცევის წინასწარმეტყველების
საკითხში.

ამჯერად არ განვიხილავ ოლპორტისა და კეტელის


თეორიებს, პირდაპირ გადავალ ხუთფაქტორიანი მოდელის
ახსნაზე, რომელიც პიროვნების დახასიათების უფრო
თანამედროვე და მიღებული მეთოდია. ეს მოდელი ძალიან
ფართოა, რადგან თითოეული ერთ დიდ კატეგორიაში ბევრ
ნიშანს მოიცავს. თითოეული ნიშანი ბიპოლარულია, ანუ
ტერმინები აღწერენ როგორც ნიშნის დამახასიათებელ
მაღალ პოლუსს, ისე საწინააღმდეგოს.

ექსტრავერსია: ლაღად მოსაუბრე, აქტიური და თამამი;


თავშეკავებულის, წყნარისა და მორცხვის საპირისპიროდ.

თანმობისათვის მზაობა: თანამგრძნობი, მოსიყვარულე და


კეთილი; მკაცრი, ცივი და სასტიკის საპირისპიროდ.

პატიოსნება: ორგანიზებული, ფრთხილი და


პასუხისმგებლიანი; არაორგანიზებულის,
გაუფრთხილებლისა და უპასუხისმგებლოს საწინააღმდეგოდ.

ნეიროციტიზმი: სტაბილური, მშვიდი და კმაყოფილი;


არასტაბილურის, მშფოთვარესა და ტემპერამენტიანის
საწინააღმდეგოდ.

გამოცდილებისადმი ღიაობა: კრეატიული, ინტელექტუალური


და გონებაგახსნილი; მარტივის, ზედაპირულისა და უგუნურის
საწინააღმდეგოდ.

You might also like