Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

სემინარი რომის კერძო სამართალში

საკითხები:

1. შეადარე ერთმანეთს მაგისტრატების


უფლებამოსლება რესპუბლიკის პერიოდში და
იმპერიის პერიოდში

მაგისტრატები რომის რესპუბლიკის პერიოდში


მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ (პრეტორი,
ცენზორი, კონსული, ედილი, კვესტორი, პლებსის
ტრიბუნი და დიქტატორი).ზემოთ აღნიშნულ
პირთა მიერ გამოცემულ საჯარო განცხადებებს,
ბრძანებებსა თუ ინსტრუქციებს, ედიქტები
ეწოდებოდა. ისინი გამოსცემდნენ ამ ედიქტებს,
რომლებსაც კანონის ძალა ჰქონდა. მათგან ყველაზე
მთავარი პრეტორი იყო, რომელმაც პრეტორული
სამართალი შეადგინა. თუმცა იპმერიის შექმნის
შემდეგ ეს შეიცვალა. თუ აქამდე მათ თვითონ
შეეძლოთ გამოეცა კანონი, ახლა „მთავარ ედიქტში“
შესწორების პრეროგატივა იმპერატორს ერგო,
ხოლო დამატების შეტანა აუცილებელ შემთხვევაში
მაგისტრატებსაც შეეძლოთ.

იმპერიის პერიოდში ძალზე დაეცა


წინანდელი მაგისტრატების როლი. შეიძლება
ითქვას, რომ რესპუბლიკის პერიოდის
მაგისტრატების მხოლოდ სახელებიღა შემორჩა, მათ
უკვე აღარა აქვთ რეალური ხელისუფლება. მათ
ჩამოერთვათ ჯარის სარდლობა,
ადმინისტრაციული ხელისუფლება და
იმპერატორისა დასენატის გაკარგულებას
ასრულებდნენ. მაგიისტრატების ფუნქციები
თანდათან თავს იყრიდა პრინცეპსის ხელში.
მაგისტრატებს ირჩევდა სენატი და არა სახალხო
კრებები. მაგრამ, რადგან სენატი ფაქტობრივად
პრინცეპსის ორგანო იყო, მაგისტრატებიც
მექანიკურად პრინცეპსს ემორჩილებოდნენ.

2. როგორ იყო ერთმანეთტან დამოკიდებულებაში


პრეტორული და ხალხთა სამართალი

პრეტორული სამართალი არის


სამართალი,რომელიც პრეტორებმა
საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე
შემოიღეს ცივილური სამართლის
ხელშესაწყობად,შესავსებად ან შესასწორებლად.მას
საპატიო სამართალს უწოდებენ პრეტორთა
პატივსაცემად.“საბინუსისთვის“ მე-14 წიგნში
ჩანს,რომ პრეტორული სამართალი „სამართალს
იძლევა“,მაშინაც კი თუ ის უსამართლო
გადაწყვეტილებას იძლევა.
რაც შეეხება ხალხის სამართალს,ის უშუალოდ
საზოგადოებისგან გამომდინარეობდა და
მიმართული იყო აგრეთვე მხოლოდ ხალხისკენ.

3. დაახასიათე იმპერატორი, როგორც კანონმდებელი

სახელმწიფოს სათავეში მდგომი იმპერატორი


უფლებრივად შეუზღუდავი იყო, იგი ღვთაებრივი
წარმოშობის პიროვნებად მიიჩნეოდა.
ქრისტიანული რელიგიის იდელოგები
იმპერატორისადმი დაუმორჩილებლობას მიიჩნევენ
არა მარტო როგორც დანაშაულს, არამდე როგორც
რელიგიურ ცოდვასაც, სითვისაც ღვთის მსჯავრი
იქნებოდა გამოყენებული. იმპერიის მთელი
მოსახლეობა იმპერატორის ქვეშევრდომებად , ანუ
მონებად მიიჩნეოდნენ. იმპერატოს ეკუთვნოდა
საკანონმდებლო ხელისუფლება. კანონებს
გამოსცემდა ორივე სახელმწიფოს იმპერატორი.
იმპერატორის თანაშემწედ ითვლებოდა მისი
უახლოესი ადამიანი , რომელსაც კეისარი
ეწოდებოდა. კეისარი იმპერატორის მემკვიდრე იყო,
მას იმპერატორი არჩევდა მის სიცოცხლეში.

4. დაახასიათე სტატუსში საშუალო ცვლილება

უფლებაუნარიანობის საშუალო
შემცირება,გამოიხატება მოქალაქის სტატუსის
დაკარგვაში,განდევნის ან გადასახლების
მიზეზების გამო.

ლიტერატურა:

1. ვ.მეტრეველი „რომის სამართალი“, გვ. 9-47;


2. იუსტინიანეს ინსტიტუციები, I და II ტიტულები;
3. დიგესტები, I ტიტული;
4. ნ. მიხაილოვა, ა. ივანოვი, ს. ასანიძე - „რომის
სამართალი“, თბილისი 2009;, გვ. 58-69

You might also like