Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 50

Richie

აბგდევზთ - წითელი ფერით არის აღნიშნული განსაკუთრებით ის


პუნქტები, რომლებიც, ჩემი აზრით, მოვა ქვიზზე.

წლები, ნობელის პრემიები - დაიმახსოვრეთ !


ლექციის თემებს დასაწყისშივე აქვს ლექსიკონი, სადაც
ჩამოწერილია ის ტერმინები, რომლებიც კონკრეტულ ლექციაში
შეგვხვდა და შესაძლოა, არ იცოდეთ.

აბა თქვენ იცით, იმედია,


ეს კონსპექტის მსგავსი
რაღაც გამოგადგებათ და
ისწავლით…

P.S ნახაზებს არ შეეხოთ, აირევა :დდ

Good
Luck !
მეტაბოლიზმი და ცირკადული
რიტმები &6
მეტაბოლიზმი - ორგანიზმში მიმდინარე ქიმიური რეაქციების ერთობლიობა.

კატალიზი - ქიმიური რეაქციის გამოწვევა ან მისი სიჩქარის შეცვლა კატალიზატორის(ნივთიერება,


რომელიც აჩქარებს რეაქციას, ოღონდ ისე, რომ თვითონ არ იხარჯება) მეშვეობით.

სამყაროს შექმნისას ენერგიის პირველი რეციპიენტები(მიმღებები ) იყვნენ მცენარეები . მათ ეს


ენერგია გამოსხივების სახით მიიღეს მზისგან, გამოიყენეს წყალი და მოახდინეს
ნახშირბადის(CO2) ფიქსაცია და მიიღეს საწყისი ორგანული ნივთიერებები(ნახშირწყლები ,
გლუკოზა, სახამებელი და ა.შ.), რომლებიც თავისთავად არის ენერგიის წყარო.

ადამიანები მცენარეების მიერ წარმოებულ ენერგიას იღებენ ე.წ . სასიცოცხლო ციკლისგან .


ანუ, მაგალითად, ჩვენ ვჭამთ ხორბალს, ვაკეთებთ პურს, ან ვჭამთ ხორცს(ეს ხორცი კი
ძროხას ეკუთვნის, რომელმაც თავის დროზე ენერგიით მდიდარი მცენარე ჭამა ).

ფერმენტები
ფერმენტი არის კატალიზატორი, ცილოვანი მოლეკულა, რომელიც მონაწილეობს
მეტაბოლიზმის ყველა რეაქციაში. მას უკავშირდება სუბსტრატი და საბოლოო ჯამში
გვაძლევს პროდუქტს, თვითონ კი არ იხარჯება. ფერმენტები აჩქარებენ ბიოქიმიურ
რეაქციებს.

ფერმენტები „მრავალჯერადი მოხმარებისაა“ - ანუ, ის რეაქციაში არ იხარჯება. ისინი


უკავშირდებიან სუბსტრატებს(მოლეკულა, რომელზეც ფერმენტი მოქმედებს ), რეაქციას
აჩქარებს და ისევ უცვლელი სახით გამოთავისუფლდება.

მეტაბოლიზმ

კატაბოლიზმი ანაბოლიზმი
დიდი მოლეკულები დაშლილი პატარა
პატარებად იშლება, მოლეკულები
ენერგია დიდებს
გამოთავისუფლდებ წარმოქმნის,
ა. იხარჯება ენერგია
ადამიანის ორგანიზმში ენერგიების მოხვედრისთანავე იწყება კატაბოლიზმი, ანუ მიღებული
საკვები ნივთიერებები იშლება, თავისუფლდება გარკვეული ენერგია . ამის შემდეგ იწყება
ანაბოლიზმი, ანუ ამ დაშლილი საშენი მასალით იგება ახალი მოლეკულები. თავიდანვე
მიღებული ენერგიის ნაწილი მოხმარდა ორგანიზმს, ნაწილი კი უნდა შევინახოთ . ენერგიის
სამარაგო მოლეკულას წარმოადგენს ატფ(ადენოზინტრიფოსფატი). გარკვეული დროით
გარკვეული რაოდენობის ენერგია სწორედ რომ ატფ-ში ინახება და საჭიროების შემთხვევაში
ორგანიზმი ამ ატფ-ს იყენებს და შესაბამისად იღებს ენერგიას.

კატაბოლიზმი: უჯრედული სუნთქვა

კატაბოლიზმის ერთ-ერთი სახეა უჯრედული სუნთქვა.

უჯრედული სუნთქვა 3 რთულ ბიოქიმიურ ჯაჭვს მოიცავს:

1. გლიკოლიზი - მიმდინარეობს ციტოპლაზმაში და იგი ანაერობული(ჟანგბადი არ


ესაჭიროება) პროცესია. ანაერობული კატაბოლიზმი შეუძლია მხოლოდ ნახშირწყალს.
2. კრეფსის ციკლი(ლიმონმჟავას ციკლი) - მიმდინარეობს მიტოქონდრიაში და
აერობული პროცესია.
3. ელექტრონების გადამტანი ჯაჭვი(ჟანგვითი ფოსფოლირება) - მიმდინარეობს
მიტოქონდრიაში და აერობული პროცესია.

ცილები და ცხიმები ჟანგბადიან არეში იწვის, ანუ აერობულია .

უჯრედული სუნთქვა კატაბოლური პროცესია, რომლის დროსაც გლუკოზა იშლება და


ენერგია გამოთავისუფლდება უჯრედის მიერ გამოსაყენებლად .

როგორც ყველა სხვა კატაბოლური პროცესის დროს, უჯრედული სუნთქვის დროსაც


გამოთავისუფლდება ენერგია, რომელსაც უჯრედი „აგროვებს“ ატფ-ში და სხვა რეაქციებში
იყენებს.

უჯრედული სუნთქვის მთავარი დანიშნულებაა ატფ-ის სინთეზი.

ანაბოლიზმი: ფოტოსინთეზი

ანაბოლიზმის ერთ-ერთი სახეა ფოტოსინთეზი.

ფოტოსინთეზი ანაბოლური პროცესია, რომლის დროსაც მცენარეები მზის ენერგიას იყენებენ


ნახშირორჟანგის აირისა და წყლისგან შაქრის მოლეკულების წარმოსაქმნელად .

როგორც ყველა სხვა ანაბოლური პროცესის დროს, ფოტოსინთეზის დროსაც იხარჯება


ენერგია გლუკოზის წარმოქმნაზე. გლუკოზის ნაწილს თავად მცენარე იყენებს, ნაწილს კი -
სხვა ორგანიზმები საკვებად.
ცირკადული რიტმი
ცირკადული რიტმი - ყველა ცოცხალ არსებაზე დღე-ღამის ბუნებრივი რიტმის
ზემოქმედებაა. შინაგანი საათის მიხედვით იცვლება სისხლის წნება, მეტაბოლური
პროცესები, გულისცემის სიხშირება, სხეულის ტემპერატურა და ჰორმონალური აქტივობა .

ბუნებრივი პროცესები უპირველესად რეაგირებს სინათლეზე და სიბნელეზე და გავლენას


ახდენს ცოცხალ არსებებზე.

14:00 - დრო, როცა ადამიანის ორგანიზმი ძილისკენ ყველაზე მეტადაა მიდრეკილი.

08:00-10:00 - დრო, როცა ყველაზე მაღალია გონების მობილიზება.

ქრონობიოლოგია - ცირკადული რიტმების შემსწავლელი მეცნიერება.

2017 წელი, ნობელის პრემია ორგანიზმის შინაგანი საათის შესწავლისთვის -


ჯეფრი ჰოლი, მაიკლ როსბაში და მაიკლ იანგი.
პერიოდის გენი - ცირკადული რიტმის მაკონტროლებელი გენი. დოქტორმა ჰოლმა და
როსბაშმა ამ გენის მიერ კოდირებული ცილა PER-ის კონცენტრაცია გაზომეს. ეს ცილა 24
საათიან ციკლს გადის და პიკს ღამით აღწევს.

1729 წელი - მეცნიერმა დე მაიარანმა პირველმა შეისწავლა ცირკადული რიტმები


მცენარე მიმოზაში

ცირკადული რიტმები რეგულირდება თავის ტვინის ჰიპოთალამუსში, კერძოდ,


სუპრაქიაზმულ ბირთვში. თვალის მიერ აღქმული სინათლე მიეწოდება სუპრაქიაზმულ
ბირთვს და შედეგად ტვინი ახდენს ცირკადული რიტმების რეგულაციას.

მხედველობის პიგმენტი - როდოპსინი.

მელატონინი - ძილის ჰორმონი.

მელატონინის გამოყოფა დამოკიდებულია ცირკადულ რიტმებზე და ღამის საათებში აღწევს


მაქსიმუმს.

ჰორმონი კორტიზოლი - ასრულებს სტრესის მოხსნის ფუნქციას და არეგულირებს


სისხლის არტერიულ წნევას.

როდესაც კორტიზოლის დონე მაღალია, იკლებს მელატონინის დონე.

ძილის ფაზები:
ფაზა 1 - გრძელდება 5 წუთი

ფაზა 2 - გრძელდება 20 წუთი - არის აქტიური ძილის ფაზა, ტვინი ინტენსიურად მუშაობს.

ფაზა 3 - ტრანზიციული ძილის ფაზა, ტვინი გამოსცემს ნელ, დელტა ტალღებს.


ფაზა 4 - გრძელდება 30 წუთი - კუნთები დუნდება, მონელება ჩქარდება, წნევა ეცემა.

ფაზა 5 - მოსვენებითი ფაზა.

ცირკადული რიტმის დარღვევა გამოწვეულია:

● გენეტიკური
● გარემო ფაქტორებით: სტრესი, საკვების არარეგულირებულმა მიღებამ

ცირკადული რიტმის დარღვევა იწვევს:

● გულსისხლძარღვთა დაავადებებს
● მეტაბოლურ დარღვევებს
● სიმსივნეს
● დაბერების დაჩქარებას

უჯრედული კომუნიკაციები,
უჯრედული სიკვდილი &7
ლიგანდი - სასიგნალო მოლეკულა, რომელიც ატარებს გამგზავნი უჯრედის მიერ სინთეზირებულ
სიგნალს და მიაქვს სამიზნე უჯრედამდე, უკავშირდება რეცეპტორს.

რეცეპტორი - უჯრედის ზედაპირზე არსებული რაღაც, რომლის საშუალებითაც უჯრედი გარემოდან


მოსულ ინფორმაციას აღიქვამს, ლიგანდები მაგრდება რეცეპტორში.

როგორ ხდება უჯრედებს შორის ურთიერთობა?

გამგზავნი
უჯრედი სამიზნე უჯრედი

რეცეპტორ

ლიგანდ

1) გამგზავნი უჯრედი, ანუ ის უჯრედი, რომელსაც სურს გარკვეული ინფორმაცია


მიაწოდოს სხვა უჯრედს, საკუთარი „სხეულიდან“ აგზავნის სასიგნალო მოლეკულებს,
ანუ ლიგანდებს. ეს ლიგანდები მიემართებიან სამიზნე უჯრედისაკენ, ანუ იმ
უჯრედისაკენ, რომელმაც უნდა მიიღოს გამგზავნი უჯრედის მიერ გამოგზავნილი
ინფორმაცია.
2) რეცეპტორები და ლიგანდები ყველა სხვადასხვაგვარია , თუმცა ისინი მაინც ზუსტად
არიან დაწყვილებულნი. ანუ, ლიგანდი სამიზნე უჯრედზე არსებულ თავის მეწყვილე
რეცეპტორს ამოიცნობს და ამ რეცეპტორს მიემაგრება. ამის შემდეგ რეცეპტორი
შეიცვლის ან ფორმას, ან აქტიურობას, შემდეგ კი სამიზნე უჯრედს გადაეცემა სიგნალი .

ეს უბრალოდ მარტივი სქემაა, რის მიხედვითაც უჯრედული კომუნიკაციები მყარდება .

იმ მანძილის მიხედვით, რასაც ლიგანდები გადიან გამგზავნი უჯრედიდან სამიზნე


უჯრედამდე, უჯრედული კომუნიკაცია ორ ტიპისაა: პირდაპირი და დისტანციური .

უჯრედული
კომუნიკაცი

პირდაპირი დისტანციურ

პარაკრინულ აუტოკრინულ
ი ი

ენდოკრინულ

პირდაპირი კომუნიკაციის დროს ორი უჯრედი უშუალოდ ფიზიკურად


უკავშირდება ერთმანეთს, მათ ზედაპირზე არსებული შესაბამისი რეცეპტორების
მეშვეობით. შედეგად ერთ-ერთი ან ორივე რეცეპტორის ფორმა იცვლება და უჯრედს
სიგნალი გადაეცემა. / ან მეორე ვარიანტში, ორი უჯრედი ერთმანეთს უშუალოდ „მიეკრობა “,
შეხების ადგილას შეიქმნება მემბრანული არხი, რომელშიც გამგზავნი უჯრედის
„ორგანიზმიდან“ გამოსული ლიგანდები გაივლიან და განაწილდებიან სამიზნე უჯრედში .
შედეგად სამიზნე უჯრედში აღიძვრება გარკვეული ქიმიური რეაქციები .

დისტანციური კომუნიკაცია თავის მხრივ 3 სახედ იყოფა: პარაკრინული,


ენდოკრინული და აუტოკრინული.

1) პარაკრინული სიგნალი - ამ ტიპის კომუნიკაცია შედარებით მოკლე მანძილზე


ხდება. გამგზავნი უჯრედი ასინთეზებს სასიგნალო მოლეკულებს(პარაკრინულ
ფაქტორებს) და თუ ისინი ცხიმში ხსნადები არიან, პირდაპირ დატოვებენ უჯრედს ,
ხოლო თუ ისინი წყალში ხსნადები არიან(ჰიდროფილური), შეიფუთებიან
ვეზიკულებში(მემბრანული ბუშტუკები), შეერწყმებიან პლაზმურ მემბრანას და
ვეზიკულებში არსებული სასიგნალო მოლეკულები გამოთავისუფლდებიან
უჯრედშორის სივრცეში. ამის შემდეგ ეს გამოთავისუფლებული მოლეკულები
დაუკავშირდებიან სამიზნე უჯრედის რეცეპტორებს და შედეგად სამიზნე უჯრედში
აღძრავენ პასუხს.
2) ენდოკრინული სიგნალი - ამ ტიპის კომუნიკაციისას ლიგანდებს უწევთ
ორგანიზმში დიდ მანძილზე ტრანსპორტირება. ამ ტიპის კომუნიკაციისას სასიგნალო
მოლეკულები ზემოთ ახსნილი ხერხით ტოვებენ გამგზავნ უჯრედს, აღწევენ სისხლში
და სისხლის საშუალებით ტრანსპორტირდებიან სამიზნე უჯრედამდე . ენდოკრინული
სიგნალისას წარმოებული სასიგნალო მოლეკულებს ჰორმონები ეწოდება. ანუ, ამ
ტიპის კომუნიკაციისას უჯრედებს შორის კომუნიკაცია ჰორმონების დახმარებით
ხდება.
ენდოკრინული მოშორებით მყოფ უჯრედზე სისხლით
მოქმედებს

3) აუტოკრინული სიგნალი - გამგზავნი უჯრედი სიგნალს ისევ საკუთარ თავს აძლევს.


ასეთ შემთხვევაში, როცა გამგზავნი უჯრედი სასიგნალო მოლეკულებს გასცემს და მას
აღმოაჩნდება ამ მოლეკულების შესაბამისი რეცეპტორები საკუთარ ზედაპირზე ,
უჯრედი საკუთარ თავშივე აღძრავს პასუხს.

პარაკრინული უჯრედი მეზობელ უჯრედზე


ზემოქმედებს
გამგზავნი სამიზნე
უჯრედი უჯრედი

აუტოკრინული უჯრედი საკუთარ თავზე ზემოქმედებს

დაიმახსოვრე ! - სასიგნალო მოლეკულების ზოგადი


დასახელებაა ლიგანდი! ანუ, პარაკრინული ფაქტორებიც და
ჰორმონებიც, ორივე ლიგანდებია.
უჯრედული კომუნიკაცია 3 ეტაპად მიმდინარეობს:
1) სიგნალის აღქმა - ანუ, ამ დროს წარმოიქმნება ლიგანდები და რეცეპტორები
2) სიგნალის ტრანსდუქცია - ანუ, ეს ის ეტაპია, როცა ლიგანდები უკვე
რეცეპტორებს უკავშირდება და რეცეპტორების ფორმა შეიცვლება და
დაიწყებს ქიმიურ რეაქციებს.
3) უჯრედული პასუხი - პასუხი სიგნალზე. ეს პასუხი შეიძლება იყოს ნებისმიერი
სახით, მაგალითად, კატალიზი.
უჯრედული კვდომა
განასხვავებენ უჯრედული კვდომის სამ ფორმას: აპოპტოზი, ნეკროზი და აუტოფაგია

უჯრედული
კვდომა

აპოპტოზ აუტოფაგი
ი ა

ნეკროზი

1) აპოპტოზი - უჯრედის დაპროგრამებული სიკვდილი, „უჯრედის თვითმკვლელობა“.


უჯრედის ამგვარი სიკვდილი ყველა უჯრედისთვის ჩვეულებრივი, ჯანმრთელი
მოვლენაა;
2) ნეკროზი - გარემო ფაქტორების გავლენით, მაგალითად, დამწვრობით, უჯრედის
დაზიანება და მისი სიკვდილი. ამგვარი სიკვდილი „არეულ-დარეული“ პროცესია და
მოულოდნელობითაა გამოწვეული.
3) აუტოფაგია - „თვითშთანთქმა“, რეგულირებადი მექანიზმი, რომლის დროსაც
ორგანიზმი არასაჭირო და დისფუნქცირებულ უჯრედებსა და ნივთიერებებს
იშორებს.

აპოპტოზი - როდესაც უჯრედი თავად მიხვდება, რომ საჭირო არაა და შეიძლება სიმსივნედ
გადაიქცეს, ან როცა სხვა უჯრედი(ციტოკინები) მიხვდება ამას, უჯრედი „თვითმკვლელობას “
მიმართავს. უჯრედის შიგთავსი პატარა ნაწილებად იშლება და შემდეგ ამ დაშლილ „ნაგავს “
ნარჩენების მშთანთქმელი(ფაგოციტური) უჯრედები ყრიან. აპოპტოზის მეშვეობით
ორგანიზმი იშორებს ზედმეტ უჯრედებს განვითარების პერიოდში, ავთვისებიან და
ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებს, რითაც უჯრედულ წონასწორობას ინარჩუნებს.
აპოპტოზის გამო ჩამოგვიყალიბდა ნორმალური ხელი ან თავკომბალისთვის კუდის
მოშორება და ბაყაყის ჩამოყალიბება.

ნეკროზი - მავნე ფაქტორების ზემოქმედებით უჯრედის შიგთავსი გარეთ იღვრება . უჯრედის


პლაზმური მემბრანა ვეღარ აკონტროლებს მასში ქიმიურ პროცესებს, ამიტომ უჯრედი
იბერება და ხშირად მკვდარი უჯრედის გარშემო ქსოვილში ანთება ვითარდება .

აუტოფაგია - აღმოაჩინეს 2016 წელს.

2002 წელი - ნობელის პრემია: აპოპტოზის შესწავლისთვის სიდნეი


ბრენერი, ჯონ სალსტონი და რობერტ ჰორვიცი.
სიკვდილის რეცეპტორს აქვს 3 დომენი: უჯრედგარე, უჯრედის გამჭოლი და
უჯრედშიდა(სასიკვდილო).
კასპაზები - არიან ფერმენტები, რომლებიც ციტოპლაზმაში არიან არააქტიური სახით და
საჭიროების შემთხვევაში განიცდიან გახლეჩას, აქტიურდებიან და იწვევენ აპოპტოზს .

1) Fas ლიგანდი უკავშირდება უჯრედგარე დომენს


2) შემდეგ ხდება სიკვდილის დომენის კონფორმაციული ცვლილება
3) ამ სიკვდილის დომენს უკავშირდება FADD ცილა და არააქტიური კასპაზა
4) ბოლოს არააქტიური კასპაზა იხლიჩება, აქტიურდება და იწვევს აპოპტოზს.

კასპაზის გააქტიურება = აპოპტოზის სიგნალს.

მიტოქონდრიული აპოპტოზი
თუ ვერ ხერხდება კასპაზის გააქტიურება, მაშინ უფრო რთული მექანიზმით აპოპტოზის
სიგნალი გადაეცემა მიტოქონდრიას და აპოპტოზის პროცესში მიტოქონდრია მიიღებს
მონაწილეობას.

2016 წელი - ნობელის პრემია: იოსინორი ოსუმის აუტოფაგიაში ჩართული


გენების აღმოჩენისთვის.

ციტოტოქსიურობა
უჯრედების თვისებაა, გაანადგუროს სხვა უჯრედი. მაგალითად, T ლიმფოციტი
ანადგურებს ინფიცირებულ უჯრედს.
სიმსივნე &8
სიმსივნე უჯრედის უკონტროლო გაყოფით გამოწვეული დაავადებაა.

სიმსივნური უჯრედები ოდესღაც ჩვეულებრივი უჯრედები იყვნენ, რომლებმაც


ყურადღება აღარ მიაქციეს იმ სიგნალებს, რომლებიც მათ დაყოფის შეჩერებისკენ
მოუწოდებენ. შესაბამისად, ისინი უკონტროლოდ მრავლდებიან და სხვა უჯრედებს
ავიწროებენ.

სიმსივნური უჯრედები სხვა უჯრედებთან შედარებით ბევრად მეტჯერ იყოფიან .

სიმსივნური უჯრედების ასეთი განსხვავება ამ უჯრედებს საშუალებას აძლევს , უკონტროლოდ


გამრავლდნენ, ორგანიზმის გარკვეული ტერიტორია მოიცვან. გარდა ამისა, სიმსივნური
უჯრედები იძენენ ორგანიზმის სხვა ნაწილებში გადაადგილების უნარს. ამ პროცესს
მეტასტაზირება ჰქვია.

სიმსივნური უჯრედები არ განიცდიან აპოპტოზს. ჩვეულებრივ, სიმსივნური უჯრედი, ანუ


გადაგვარებული უჯრედი დაპროგრამებულად მოკვდებოდა, მაგრამ სიმსივნურ უჯრედებში
ასე არ ხდება. ისინი აპოპტოზის სიგნალებს ყურადღებას არ აქცევენ.

მოკლედ, სიმსივნე მრავალი მუტაციის შედეგია(დნმ-ის ცვლილების), რომელთა


დახმარებითაც სიმსივნური უჯრედები უფრო სწრაფად მრავლდებიან , კარგავენ
გაყოფის შინაგან და გარეგან კონტროლს და უჯრედის დაპროგრამებულ
კვდომას(აპოპტოზს) აღწევენ თავს.
არსებობს სიმსივნის ორი სახე: კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი.

კეთილთვისებიანი სიმსივნე - ესეც ჩვეულებრივი მუტაციის შედეგია. ასეთ უჯრედებს


ზემოთხსენებული ნორმა დარღვეული აქვთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი სხვა
ქსოვილებში არ იჭრებიან(არ მეტასტაზირებენ).

ავთვისებიანი სიმსივნე - უჯრედთა ისეთი ერთობლიობა, რომელიც მეტისმეტად სწრაფად


და აქტიურად იყოფა და სხვა ქსოვილებშიც იჭრება(მეტასტაზირებს).

სიმსივნის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია:

● აპოპტოზის დათრგუნვა
● ზრდის ფაქტორებით გამოწვეული სიგნალების გაძლიერება
● დარღვევები უჯრედული ციკლის რეგულაციაში
● უჯრედის „დაბერების“ დარღვევა - ტელომერაზის მომატებული დონე
● ონკოვირუსები

სიმსივნის აღმოცენება ხდება თანმიმდევრული მუტაციების შედეგად , რომლებიც უჯრედის


ფუნქციას ცვლიან.

სიმსივნის სირთულე აიხსნება გენეტიკური და ეპიგენეტიკური პათოლოგიების


ურთიერთქმედებით.

სიმსივნური უჯრედები თავად გამოიმუშავებენ ზრდის ფაქტორებს.

გამოკვლეულია დაახლოებით 50 განსხვავებული ზრდის ფაქტორი.

სტატისტიკა
მამაკაცებში ყველაზე მაღალი პროცენტულობით ვხვდებით პროსტატის, ფილტვებისა და
ბრონქების, მსხვილი ნაწლავისა და შარდის ბუშტის სიმსივნეებს.

ქალებში ყველაზე ხშირია მკერდის, ფილტვისა და ბრონქების , მსხვილი და სწორი ნაწლავის ,


საშვილოსნოსა და ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეები.

ბავშვებში ხშირია სისხლის, ტვინის, ლიმფური კვანძების კიბო.

იმის გამო, რომ სიმსივნურ უჯრედებს სხვადასხვა დარღვევა აქვთ, მათ შორის, გამრავლების
კონტროლის მექანიზმი და აპოპტოზი, მათ სჭირდებათ დამატებითი სისხლძარღვები,
რომლებიც კვებას უზრულველყოფს.

სიმსივნე ამისთვის გამოყოფს ხსნად ფაქტორებს, რომლებიც ასტიმულირებენ


სისხლძარღვების რაოდენობის ზრდას. ამ პროცესს ანგიოგენეზი ეწოდება .

თერაპია
სიმსივნის გამომწვევი სხვადასხვა ფაქტორის აღმქმელი რეცეპტორების ბლოკირება
ანტისხეულებით.

სიმსივნის ზრდის ფაქტორების შებოჭვა შესაბამისი ანტისხეულებით .

ონკოვირუსები
სიმსივნის გამომწვევ ვირუსებს ონკოვირუსები ეწოდება.

1996 წელი - ნობელის პრემია: პეიტონ როუსს, რომელმაც აღმოაჩინა


პირველი სიმსივნის გამომწვევი ვირუსი.
ონკოვირუსები მონაწილეობენ როგორც სიმსივნური უჯრედების ავთვისებიან სიმსივნედ
ტრანსფორმაციაში, ასევე კიბოს(ავთვისებიანი სიმსივნის) ზრდასა და მეტასტაზირებაში .

B და C ჰეპატიტის ვირუსები, პაპილომავირუსები იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს.

ეპშტეინ-ბარის ვირუსი, სარკომა - ონკოვირუსებია

ჰერპესვირუსი - ყველაზე ცნობილი ონკოვირუსი.


პროტოონკოგენები - ჩვეულებრივი ფუნქციონირების გენები, რომლებიც უჯრედების
ზრდას, დაყოფას და დიფერენცირებას განაპირობებენ და მნიშვნელოვანია ქსოვილებისა და
ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

ონკოგენები - პროონკოგენებში მომხდარი მუტაციების შედეგად ჩამოყალიბებული


გენი, რომელიც სიმსივნური უჯრედების განვითარებას იწვევს.

სიმსივნის სუპრესორები
სიმსივნის სუპრესორები - ანუ სიმსივნის დამთრგუნველი გენები, ანუ სამუხრუჭე
მექანიზმი.

სიმსივნის სუპრესორები ანელებენ უკონტროლო უჯრედების გაყოფას, ასწორებენ დნმ-


ის შეცდომებს, ან აფიქსირებენ აპოპტოზს.

როცა სიმსივნის სუპრესორული გენები არ მუშაობენ, მაშინ ხდება უჯრედების ზრდის


კონტროლის დაკარგვა, რაც შესაძლოა კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს.

Ras გენის მუტაცია


ზრდის ფაქტორები უკავშირდებიან რეცეპტორს და გააქტიურებენ Ras ცილას , რომელიც
უჯრედის სასიცოცხლო ციკლის ჩართვით პასუხობს.

თუ Ras გენში მოხდა მუტაცია, Ras ცილა გახდება ჰიპერაქტიური და დაიწყება უჯრედების
უკონტროლო ზრდა, შედეგად კი გამოიწვევს სიმსივნეს.

P53 გენის მუტაცია


P53 აყოვნებს სასიცოცხლო ციკლს და უჯრედს აძლევს დაზიანებული დნმ-ის
გამოსწორებისათვის დროს. ასევე, ეს გენი ააქტიურებს თვითმკვლელ ცილებს, რომლებიც
იწვევენ აპოპტოზს.

უჯრედის სასიცოცხლო ციკლის ამკრძალავი გზა - ამ გზაში დნმ-ის დაზიანების შემდეგ P53-
ს გადაეცემა სიგნალი, შემდეგ ის ტრანსპორტირდება რეცეპტორში , რომელიც უპასუხებს
უჯრედის დაყოფის შეჩერებით. შედეგად დაზიანებული დნმ-ის რეპლიკაცია აღარ მოხდება .
ამ გზის შეფერხების გამომწვევ ნებისმიერ მუტაციას შეუძლია კიბო გამოიწვიოს.

უჯრედული დაბერების დარღვევა:


ტელომერაზის როლი
საშუალოდ ადამიანის უჯრედი 50-ჯერ იყოფა. ამის შემდეგ ის გადადის „დაბერების “ სტადიაზე
და აღარ შეუძლია დაყოფა. ამის მიზეზია ტელომერების დამოკლება .

სიმსივნური უჯრედი „უკვდავი“ ხდება, ანუ არ „ბერდება“ და არ კარგავს დაყოფის


უნარს. ამას ფერმენტ ტელომერაზის მაღალი დონე იწვევს. ტელომერაზა კი
ტელომერებს აგრძელებს(დამოკლების ნაცვლად).

მეტასტაზების სისხლძარღვებით გავრცელება


სიმსივნური უჯრედები ებრძვიან სიკვდილის რეცეპტორ 6 ცილას(DR6). ეს ხელს უწყობს
სისხლძარღვების დაზიანებას და უჯრედების მეტასტაზების მიგრაციას .

ვირთაგვებში, რომლებშიც ამ ცილის მასინთეზირებელი გენი დაბლოკეს , მეტასტაზები არ


გავრცელდა.

იმუნიტეტი &9
პათოგენი - დაავადების გამომწვევი ორგანიზმი

ანტიგენი - მოლეკულა, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ პასუხს. შეძენილ იმუნურ სისტემას სწორედ
რომ ანტიგენები ააქტიურებენ.

ლიმფოციტები - სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობა

ინფექციურ დაავადებებს იწვევენ ვირუსები, ბაქტერიები , სოკოები და სხვა პათოგენები .

ვირუსებისგან, ბაქტერიებისგან, სოკოებისა და სხვა პათოგენებისაგან თავდასაცავად


ადამიანის ორგანიზმი თავდაცვით სისტემას - იმუნურ სისტემას - იყენებს.

არსებობს ორი ტიპის იმუნური სისტემა:

● თანდაყოლილი იმუნიტეტი
● შეძენილი იმუნიტეტი

იმუნური სისტემის უნარი, განასხვაოს თავისი უცხოსგან, ზღუდავს ქსოვილის


ტრანსპლანტაციას(გადანერგვას).

თანდაყოლილი იმუნიტეტი:
დაცვის პირველადი ხაზი
თანდაყოლილ იმუნიტეტს ადამიანი მემკვიდრეობით იღებს.

თანდაყოლილი იმუნური სისტემა - უშუალოდ კონკრეტულ პათოგენს არ ებრძვის, არამედ


ყველანაირი ინფექციისგან იცავს ორგანიზმს.

ყველა ადამიანს თანდაყოლილი იმუნიტეტი ცხოველებისათვის დამახასიათებელი


ზოგიერთი ინფექციური დაავადებისგან იცავს, მაგალითად, ადამიანი არ ავადდება ძაღლის
ჭირით და ა.შ.

● კანი
● ლორწოვანი გარსი
● მჟავა გარემო

კანი - პათოგენების საწინააღმდეგო ფიზიკური ბარიერი.

ნერწყვი - შეიცავს ანტი-ბაქტერიულ ფერმენტებს.

კუჭის მჟავა - დაბალი PH კლავს პათოგენურ მიკრობებს.

ცრემლი - შეიცავს ანტი-ბაქტერიულ ფერმენტებს.

ლორწოვანი გარსები - „იჭერენ“ მიკრობებს და მტვრის ნაწილაკებს.

„ჩვენი“ ნაწლავური მიკროფლორა - კონკურენციაში შედის პათოგენურ მიკრობებთან.

პასუხი - ანთებითი რეაქცია

ანთება
ინფექცია ან დაზიანება ანთების განვითარებას იწვევს. იგი შეიძლება ნებისმიერ ქსოვილში ან
ორგანოში განვითარდეს. ანთება გამოიხატება გამონაყარის(სიწითლე ), შეშუპების ან
ტკივილის შეგრძნების სახით. ზოგჯერ იწვევს დისკომფორტს ან ფუნქციურ დარღვევას.

ინფექციური აგენტი კანზე არსებული ჭრილობიდან ორგანიზმში ხვდება . კანის ქვეშ


არსებული სპეციალური უჯრედები ქიმიური შუამავლის - ჰისტამინის - გამოყოფით
რეაგირებენ.

ინფექციური აგენტი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ შემაერთებელ ქსოვილში მრავლდება .


ჰისტამინი იწვევს სისხლის კაპილარის გაფართოებას, შედეგად ყალიბდება
გამონაყარი და შეშუპება. შეშუპება სითხის ქსოვილებში გამოდინებაა. როდესაც სითხე
დიდი რაოდენობით გროვდება, იგი აწვება მიმდებარე ნერვებს და იწვევს ტკივილსა და
ქავილს.
თანდაყოლილი იმუნიტეტის
ბუნებრივი „კილერები“
ლიმფოციტების ჯგუფი, რომლებიც თავიანთ მემბრანაში არსებული მოლეკულური
კომპლექსებით შეიცნობენ უცხო სხეულს და ანადგურებენ მათ.

შეძენილი იმუნიტეტი
შეძენილი იმუნური სისტემა - აქტიურდება მაშინ, როდესაც პათოგენები ახერხებენ
თანდაყოლილი იმუნური სისტემის დაცვითი მექანიზმების გავლას.

ახალ პათოგენთან შეხვედრისას შეძენილი იმუნური სისტემა „იმახსოვრებს“ მას, რისი


მეშვეობითაც იმავე პათოგენის ხელმეორე შემოჭრის შემთხვევაში უფრო სწრაფად
ანადგურებს მას.

შეძენილი იმუნიტეტი ადამიანს რომელიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ ,


აცრების შედეგად ან სამკურნალო შრატის შეყვანის შედეგად გამოუმუშავდება.

შეძენილ იმუნიტეტში ინფექციებისგან ორგანიზმს ლიმფოციტები იცავენ .

იმუნიტეტს აქვს მოქმედების ფართო სპექტრი:

1. ჰუმორული(ანტისხეულებით განპირობებული) იმუნიტეტი - დამოკიდებულია სხეულში


ცირკულირებადი ანტისხეულების მოქმედებებზე. მაგალითად, ლიზოციმი ,
პროპერდინი(სისხლის შრატის ცილა, რომელიც სისხლში იმყოფება არააქტიურ
მდგომარეობაში), ინტერფერონი.
2. უჯრედული იმუნიტეტი - როდესაც პათოგენებს მხოლოდ ანტისხეულები ვერ
ამარცხებენ, ამ შემთხვევაში აქტიურდება უჯრედული იმუნიტეტი . მაგალითად ,
ფაგოციტები(იმუნური სისტემის უჯრედები, რომლებიც ორგანიზმს იცავენ დაბერებული
უჯრედების განადგურებით, ფაგოციტოზით).

ინტერფერონი
ინტერფერონი - დამცველი ცილა, რომელსაც გამოიმუშავებს ფრინველებისა და
ძუძუმწოვრების უჯრედები ვირუსების წინააღმდეგ. არსებობს ორი ტიპის ინტერფერონი (α და
β). ინტერფერონი სხეულის იმ უჯრედების მიერ გამოიყოფა, რომლებიც ვირუსით არიან
ინფიცირებული და მეზობელი, არაინფიცირებული უჯრედების სტიმულირებას ახდენენ,
რათა მათ სხვა ისეთი ნივთიერებები გამოიმუშავონ, რომლებიც ვირუსის გამრავლებას
შეუშლის ხელს. ამ გზით, ინტერფერონები ვირუსების სხეულში გავრცელებას ზღუდავენ და
აკონტროლებენ ისეთ ვირუსულ ინფექციებს, როგორიცაა გაციება და გრიპი.

იმუნური სისტემის
ძირითადი უჯრედები:
● დიდი ზომის ერთბირთვიანი ლეიკოციტი - ყალიბდებიან მაკროფაგებად
● სუსტი ფაგოციტები
● მარცვლოვანი ლეიკოციტები
ლიზოციმი - შლის ბაქტერიული უჯრედის კედელს, რის შედეგადაც ხდება ბაქტერიების
ლიზისი(გახსნა, დაშლა). ლიზოციმი ორგანიზმში ასრულებს არასპეციფიკური
ანტიბაქტერიული ბარიერის როლს, შედის ადამიანის ორგანიზმის მრავალი
ქსოვილისა და სითხის შემადგენლობაში.

სისხლის იმუნური უჯრედები ყალიბდება ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედებიდან.

ლეიკოციტები
ლეიკოციტები - სისხლის თეთრი უჯრედები

არსებობს ორი ტიპის ლეიკოციტი - ლიმფოციტები და ფაგოციტები

ჯანმრთელი ადამიანის სისხლში დაახლოებით 6000-8000 ლეიკოციტია და მათი რიცხვი


არასტაბილურია, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი რიცხვი შესაძლოა დღე-ღამის მანძილზეც კი
შეიცვალოს.

მათი მომატებული რაოდენობა იწვევს ლეიკოციტოზს.

დატვირთულმა რეჟიმმა შეიძლება გამოიწვიოს ფიზიოლოგიური ლეიკოციტოზი (11000).

ორგანიზმის პათოლოგიურ მდგომარეობას(ანთება, ინფექცია და სხვ.) თან სდევს რეაქტიული


ლეიკოციტოზი.

ლეიკოპენია ლეიკოციტების ნაკლებობაა. ის შეიძლება განპირობებული იყოს ინფექციური


დაავადებებით. განსაკუთრებით საშიშია, თუ იგი გამოწვეულია სხივური თერაპიის ან
რადიაციის გაზრდის ფონზე, როცა დაზიანდება ძვლის ტვინი.

ლიმფოციტები და ანტისხეულები
ლიმფოციტები ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობა ფაგოციტებთან ერთად.

ანთებით რეაქციას ორგანიზმი პასუხობს იმუნური რეაქციით, რომელშიც ჩართული არიან


იმუნოკომპეტენტური უჯრედები - ლიმფოციტები. ლიმფოციტი არის ლეიკოციტების
სახეობა. არსებობს ლიმფოციტების ორი ტიპის უჯრედი: T ლიმფოციტები და B
ლიმფოციტები. ინფექციის დროს T ლიმფოციტები მიემართებიან ინფექციის კერისკენ . T
ლიმფოციტები მრავლდებიან და მონაწილეობენ ინფექციაზე ორგანიზმის იმუნურ
პასუხში - შლიან იმ უჯრედებს, რომლებიც აღიქმებიან როგორც უცხო ან ანომალიური.

ლიმფოციტები გარდაიქმნებიან პლაზმოციტებად, უჯრედებად , რომლებიც გამოიმუშავებენ


ანტისხეულებს. ანტისხეულები უზრუნველყოფენ საეჭვო ანტიგენის ამოცნობას და
ნეიტრალიზაციას. როდესაც ანტიგენი ანტისხეულებით იფარება, სხვა
უჯრედები(ლეიკოციტები) მიემართებიან და შლიან მას. ანტიგენების განადგურების
შემდეგ ანტიგენების გარკვეული რაოდენობა ორგანიზმში რჩება. ეს ორგანიზმს საშუალებას
აძლევს, გარკვეული დროით დაიმახსოვროს ანტიგენზე იმუნური პასუხი, რაც უზრუნველყოფს
იმავე ანტიგენის სწრაფ განადგურებას განმეორებით ინფიცირების შემთხვევაში .

ორივე ტიპის ლიმფოციტი ყალიბდება ძვლის ტვინში, თუმცა T ლიმფოციტი B


ლიმფოციტისგან განსხვავებით მწიფდება თიმუსში(მკერდუკანა ჯირკვალი), მაშინ,
როცა B ლიმფოციტი ძვლის ტვინშივე მწიფდება.

აღსანიშნავია T ლიმფოციტის ორი სახე - CD4+ T ჰელფერები(helpers), რომლებიც


ორგანიზმში შეჭრილი ანტიგენების ამომცნობის როლს ასრულებენ. და, ასევე
აღსანიშნავია CD8+ T ქილერები(killers), რომლებიც არიან ციტოტოქსიკურები, რაც
ნიშნავს იმას, რომ ისინი კლავენ სიმსივნურად გადაგვარებულ უჯრედებს.

კომუნიკაცია T და B ლიმფოციტებს შორის


ფაგოციტი, რომელმაც დაშალა მარტივ პეპტიდებად მიკრობი გამოიტანს ამ პეპტიდს MHC II
კლასის რეცეფტორის მეშვეობით. ეს არის სიგნალი T ჰელპერის გააქტიურებისა, ეს
უკანასკნელი კი გამოიმუშავებს ციტოკინებს, რისი მეშვეობითაც ხდება B ლიმფოციტებთან
დაკავშირება და საბოლოოდ ყალიბდება მეხსიერების B უჯრედები შესაბამისი მემბრანული
რეცეფტორებით და, ასევე B ლიმფოციტების ნაწილი მრავლდება პლაზმურ უჯრედებად,
რომლებიც გამოიმუშავებენ ანტისხეულებს.

ლიმფოციტები გამოყოფენ 10 მილიარდამდე სპეციფიურ ანტისხეულს, რომლებიც


ანტიგენს ამოიცნობენ.

მონოკლონური ანტისხეულები
ჰიბრიდული უჯრედების მიერ სინთეზირებული ანტისხეულები , რომლებიც დიდი
სპეციფიკურობით ხასიათდებიან ანტიგენის მიმართ.

იმუნური სისტემის პათოლოგიური მოქმედება


საკუთარი ანტიგენების მიმართ ტოლერანტობის დარღვევა იწვევს აუტოიმუნურ
დაავადებებს(დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია იმუნური სისტემის იმ კომპონენტის
დასუსტებით(ლიმფოციტები, ანტისხეულები), რომლებიც ორგანიზმს საკუთარი იმუნური
სისტემის შეტევისგან იცავენ). - მაგ, ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადება ,
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და სხვა.

ვაქცინაციის ისტორია
1790-96 წლები აღიარებულია როგორც პირველი ვაქცინაციის წლები. ედვარდ ჯენერმა
შენიშნა, რომ ფერმერებს, რომლებიც ძროხის ყვავილით ავადდებოდნენ, შედარებით იოლ
ფორმებში გადაქონდათ ეს დაავადება და სწორედ ძროხის ყვავილის წინააღმდეგ იყო
დამზადებული პირველი წარმატებული ვაქცინა.

ვაქცინა არის ინაქტივირებული ინფექციური აგენტისგან(ვირუსი , პარაზიტი , მიკრობი ...)


მომზადებული ნივთიერება, რომელსაც ჯერ კიდევ შესწევს უნარი გამოიწვიოს ორგანიზმის
იმუნური რეაქცია. ვაქცინა ორგანიზმს საშუალებას აძლევს, სწრაფად გამოიმუშაოს
ანტიგენები სპეციფიკური ინფექციური აგენტების მიმართ . თუ ვაქცინაციის შემდეგ მოხვდება
ორგანიზმში ინფექციური აგენტი, იმუნური სისტემა სწრაფად, დაავადების განვითარებამდე ,
ამოიცნობს და გააუვნებელყოფს მას.

მიკროორგანიზმები &10
შიფტი - შიფტი ნიშნავს ანტიგენების ცვლილებას, რაც გამოწვეულია ვირუსში გენეტიკური
ინფორმაციის გაცვლით. შიფტი ახასიათებს სხვადასხვა პათოგენს, მაგალითად, ვირუსებს(გრიპის
ვირუსი).

დრეიფი - ვირუსის ანტიგენური ეპიტოპის(ანტიგენის განსაზღვრული უბანი) ცვლილება გარკვეული


წერტილოვანი მუტაციების გზით.

ფაგოციტები - ლეიკოციტების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ორგანიზმში შემოჭრილ უცხო სხეულებს


შთანთქავს.

ლიზოსომები - გარემოდან ათვისებული ნივთიერებების მომნელებელი ორგანოიდი

გენომი - მემკვიდრული მასალა

კაფსიდის ცილა - ვირუსის გარეთა ცილოვანი გარსი

რეპლიკაცია - მემკვიდრული ინფორმაციის განახლება, გამეორება

ტრანსკრიპცია - მემკვიდრული ინფორმაციის გადაწერა

ანტიგენი - ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერება

ანტიკოაგულანტი - სისხლის შედედების შემაფერხებელი ნივთიერება

მიკროორგანიზმების შემსწავლელი მეცნიერებაა მიკრობიოლოგია.

უჯრედული ფორმები
ზოგადად, უჯრედები ორ კატეგორიად იყოფიან:

● პროკარიოტები, ანუ ბირთვამდელები - ბაქტერიები და არქებაქტერიები


● ეუკარიოტები, ანუ ბირთვიანები - წყალმცენარეები, სოკოები, პარაზიტები , პროტისტები

ვირუსი არაუჯრედული ფორმაა !

ტარდიგრადი
ტარდიგრადი, იგივე „ზღვის დათვი“ მსოფლიოს ყველაზე გამძლე მიკროორგანიზმია!

ის უძლებს -270-დან +150 გრადუს ტემპერატურას, რადიაციას, ჟანგბადის ნაკლებობას,


ძლებს ათეულობით წელი საკვებისა და წყლის გარეშე, იკვებება მიკროორგანიზმებით.
მისი ზომა დაახლოებით 0,3 მმ-ია.
მეცნიერთა აზრით, ისინი 100 მილიონი წელია ცხოვრობენ დედამიწაზე, ამიტომ
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის ერთადერთი არსებაა, რომელიც დინოზავრების პერიოდის
მომსწრეა.

ბაქტერიები
ბაქტერიები პროკარიოტული, ერთუჯრედიანი ორგანიზმებია.

ბაქტერიების შემსწავლელი მეცნიერება - ბაქტერიოლოგია(მიკრობიოლოგიის განშტოება ).

ბაქტერიების უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის


სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც იწვევენ
სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის, ტუბერკულიოზი, შავი ჭირი, ცხელება Q და ა .შ.

1. ტუბერკულიოზის ბაქტერია
ზოგიერთ მიკროორგანიზმს აქვს შეგუებულობის უნარი, რაც მათ საშუალებას აძლევს,
თავიდან აიცილონ ფაგოციტური უჯრედებით დაშლა. დანარჩენი ბაქტერიები ,
როგორიცაა ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია, კარგად უკავშირდება და
შთაინთქმება ფაგოციტების მიერ, მაგრამ მდგრადია ლიზოსომებით დაშლის
მიმართ. ასეთ მიკრობებს ორგანიზმში ზრდა-გამრავლება შეუძლიათ და, ამასთანავე ,
ეფექტურად იმალებიან დაცვის შეძენილი მექანიზმებისგან. ისეთი მექანიზმების
ევოლუცია, რომლებიც იმუნური სისტემით დაშლას უშლიან ხელს, ბევრი პათოგენური
დაავადების განკურნებას ნიშნავს.
2. შავი ჭირის ბაცილა(ჩხირისებრი ბაქტერია)
შავი ჭირის პანდემია დაიწყო გობის უდაბნოში, მონღოლეთ-ჩინეთის საზღვარზე 1320
წელს. შავი ჭირის გადამტანი არის ვირთხის რწყილი(xenopsylla cheopis).
3. ცხელება Q
ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელება და ფილტვების დაზიანება .
ამ დაავადების გადამტანები არიან ცხოველები და ფრინველები .

ბაქტერიოფაგი
ბაქტერიოფაგი არის ვირუსი, რომელიც შთანთქავს(ანადგურებს) ბაქტერიებს .

მიკროორგანიზმთა განსხვავება
ზომის მიხედვით
● ვირუსი - 20-300 ნმ(ნანო მეტრი)
● ბაქტერია - 0,1-10 მკმ(მიკრო მეტრი)
● ეუკარიოტები - 10-100 მკმ(მიკრო მეტრი)

ვირუსები
ვირუსები არიან არაუჯრედული ფორმები, რომლებსაც ცოცხალი ორგანიზმების
ინფიცირების უნარი აქვთ.

ვირუსს აქვს გენომი, მაგრამ რეპროდუქცია მხოლოდ მასპინძლის უჯრედში შეუძლია.


ვირუსი შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ რნმ-ს(ან ერთჯაჭვიანს, ან ორჯაჭვიანს) ან მხოლოდ
დნმ-ს(ან ერთჯაჭვიანს, ან ორჯაჭვიანს).

ვირუსის მოქმედების მექანიზმი


1. ვირუსი შედის უჯრედში, იშორებს გარსს და გამოყოფს ვირუსულ დნმ-სა და კაფსიდის
ცილებს.
2. მასპინძელი ფერმენტები ახორციელებენ ვირუსული გენომის რეპლიკაციას.
3. ამავე დროს, მასპინძელი ფერმენტები ახდენენ ვირუსული გენომის ტრანსკრიპციას
ვირუსულ მრნმ-ში, რომელსაც სხვა მასპინძელი ფერმენტები იყენებენ უფრო მეტი
ვირუსული ცილების შესაქმნელად.
4. ვირუსული გენომები და კაფსიდის ცილები თვითაწყობის გზით წარმოქმნიან ახალ
ვირუსულ ნაწილაკებს, რომლებიც გადიან უჯრედიდან.

West Nile ვირუსი


ზოგიერთი ვირუსის არეალი ფართოა, მაგალითად, ამ ვირუსს შეუძლია კოღოს, ადამიანისა
და ფრინველების დასნებოვნება.

West Nile-ის გადამტანი არის კოღო. იგი რნმ-ის შემცველი ვირუსია.

რეზერვუარები არიან - ფრინველები, ღამურები და ზოგიერთი ცხოველი.

ცხენის ენცეფალიტის ვირუსი


ასნებოვნებს: ადამიანს, ცხენს, ფრინველებს.

ვირუსის გადამტანია კოღო. ხდება ნერვული სისტემის დაზიანება, კრუნჩხვები და ტვინის


დაზიანებით გამოწვეული ცვლილებები.

ვიწრო არეალის ვირუსები


● წითელას ვირუსი - ადამიანს
● პოლიოვირუსი - ადამიანს
● გრიპის ვირუსი - „ერჩის“ ზედა სასუნთქი გზების ამომფენ ქსოვილებს
● შიდსის ვირუსი - უჯრედსპეციფიკურია. აავადებს T ლიმფოციტებს

აივ ინფექცია/შიდსი
აივ ინფექცია არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით გამოწვეული ინფექცია , რომლის
ბოლო კლინიკური სტადიაა შიდსი - შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

აივ ვირუსი ანადგურებს T ლიმფოციტებს.

T ლიმფოციტები შეიცნობენ ანტიგენს და უზრუნველყოფენ სხვადასხვა იმუნურ რეაქციას.

გარსის ცილა - აუცილებელია მასპინძლის უჯრედის ზედაპირთან


ურთიერთქმედებისათვის(მასთან „მისაბმელად).

ებმის CD4 უჯრედების რეცეპტორებს.


CD4-თან ბმის შედეგად ხდება ვირუსის მემბრანის შერწყმა T-უჯრედის გარსთან.

სარსის ვირუსი
სარსის ვირუსი პირველად ჩინეთში 2002 წელს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო
ორგანიზაციის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის მიხედვით , ვირუსი ღამურისგან ან
პანგოლინისგან გავრცელდა.

დაინფიცირდა 8 098 ადამიანი

დაიღუპა 774

ფატალურობა 10%

სარსის გამომწვევი აგენტი არის კორონავირუსი.

ესპანური გრიპი
„ისპანსკის“ პანდემია 1918 წელს - ვირუსი, რომლითაც მსოფლიოს ერთი მესამედი
დაავადდა.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ეს ვირუსი თავდაპირველად სამხედრო ბაზის


მზარეულს დაუფიქსირდა.

SARS-Cov2 და რენინ ანგიოტენზინ სისტემა


ანგიოტენზინოგენი სინთეზდება ღვიძლში და გადადის სისხლში. თუ მოხდა არტერიული
წნევის დაქვეითება ან დეჰიდრატაცია, თირკმლიდან გამოიყოფა პროტეოლიზური ფერმენტი
რენინი. ზემოთ ნახსენებ ცილას მოეჭრება გარკვეული ამინომჟავები და მიიღება
ანგიოტენზინ 1.გადადის ფილტვებში.

ერთუჯრედიანი ეუკარიოტები
ზომა - 10-52 მკმ, 1მმ-მდე.

აერთიანებს რამდენიმე სამეფოს წარმომადგენლებს.

ერთუჯრედიანი ცხოველები(პროტოზოები, უმარტივესები) - იწვევენ მალარიას და ძილის


დაავადებას.

ევგლენა - მაფოტოსინთეზირებელი პროტისტი(უპირველესი)


ევგლენა ერთუჯრედიანი ეუკარიოტია.
ევგლენას სახეობათა უმრავლესობას ფოტოსინთეზის უნარი აქვს, ამიტომ ისინი
ავტოტროპები, ანუ თვითმკვებავები არიან, როგორც მცენარეები. თუმცა ისინი ასევე
ჰეტეროტროპებიც არიან, ანუ მათ შეუძლიათ სხვებისგან მიიღონ საკვები ნივთიერებები .

მალარია
მალარია მწვავე პროტოზოული(უმარტივესებით გამოწვეული ) დაავადებაა . მალარიას იწვევს
ერთუჯრედიანი ორგანიზმი, პროტოზოა - პლაზმოდიუმი, რომელიც გადააქვს მალარიის
კოღოს.

ანტიგენური ვარიაცია
ანტიგენური ვარიაცია არის მიკროორგანიზმების უნარი, შეიცვალონ საკუთარი უჯრედის
ზედაპირის ანტიგენები, რაც მათ მასპინძელი ორგანიზმის იმუნური პასუხისთვის თავის
არიდების საშუალებას აძლევს.

ტრიპანოსომები
უმარტივესი, სისხლის პარაზიტები.

ამ ორგანიზმების რეზერვუარები არიან: ღორი, ანტილოპა, ბიზონი, ლელიანის თხა .

ტრიპანოსომა თავს არიდებს ჩვენი იმუნური სისტემის მოქმედებას და იმალება სისხლის


უჯრედებს შორის(ანტიგენური ვარიაცია). მათ გააჩნიათ ზედაპირული ანტიგენები და ვარიანტ
სპეციფიკური გლიკოპროტეინი. არსებობს გლიკოპროტეინის შესაბამისი გენის ძალიან
ბევრი ალელი, ამიტომ იმუნური სისტემა ვერ ახერხებს მის შეცნობას.

ტრიპანოსომებს იმუნური სისტემისგან ეფექტური სტრატეგია - „მიიზიდე და მოატყუე “ იცავს .


ტრიპანოსომას უჯრედის ზედაპირზე ერთი ცილის მილიონობით ასლია განლაგებული . სანამ
მასპინძლის იმუნური სისტემა ცილას ამოიცნობს და შეუტევს, პარაზიტის ახალი თაობა სხვა
ზედაპირული ცილის სინთეზს ახდენს, რომლის მოლეკულური სტრუქტურა მცირედ
განსხვავებულია. ზედაპირული ცილის აგებულება ხშირად იცვლება , ამიტომ მასპინძელი
იმუნიტეტს ვერ ივითარებს. ტრიპანოსომას გენომის მესამედი დაკავებულია ზედაპირული
ცილების სინთეზით.

სიმპტომები:

● არარეგულარული ცხელება
● ენის და ქუთუთოების ტრემორი(კანკალი)
● მენტალური სისუსტე
● გახანგრძლივებული დღის ძილი
● ანემია(სისხლში ერითროციტების რაოდენობის შემცირება)
● ძილიანობა და შეუქცევადი კომა

მანიპულატორი პარაზიტები
ტოქსოპლაზმა გონდი არის ერთუჯრედიანი პარაზიტი, რომელსაც შეუძლია ცხოველებისა
და ფრინველების უმეტესობის დაინფიცირება. მას გამრავლება მხოლოდ კატისებრთა
ოჯახის წარმომადგენლებში შეუძლია, რის გამოც ისინი მისი საბოლოო მასპინძლები არიან .

ტოქსოპლაზმა გონდი საინტერესო მანიპულაციას აკეთებს, კერძოდ, ეს პარაზიტი


აინფიცირებს თაგვს, ინფიცირების შედეგად თაგვს ეკარგება შიში კატის მიმართ , რაც იწვევს
კატის მიერ დაავადებული თაგვის მარტივ მონადირებას. შედეგად კი პარაზიტი
ტოქსოპლაზმა გონდი კატის ორგანიზმში მარტივად ხვდება და მასში მრავლდება .

შისტოსომები და შისტოსომოზი
შისტოსომა ბრტყელი ჭიების ტიპის სისხლის პარაზიტია. მის მიერ გამოწვეულ დაავადებას
ეწოდება შისტოსომოზი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შისტოსომოზი პარაზიტებით გამოწვეულ ერთ -ერთ


უმძიმეს დაავადებად მიიჩნია.

სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად მსოფლიოში შისტოსომოზით ავადდება 100


მილიონამდე ადამიანი.

განვითარების ციკლი

შისტოსომა შეაღწევს ღვიძლში, შარდის ბუშტში აზიანებს კედელს და იწვევს შარდის ბუშტის
სხვადასხვა ინფექციას და კიბოს.

სიმპტომები:

● დიარეა
● ცხელება
● ტკივილები

უხილავი ეგზოპარაზიტები
ეგზოპარაზიტი - პარაზიტი, რომელიც ცხოვრობს მასპინძელ ორგანიზმზე, მაგრამ
იკვებება გარემოდან.

ეგზოპარაზიტია მიკროსკოპული ტილი, რომელიც ბუდობს თავის კანზე. ადამიანს მათ გამო
ქავილის შეგრძნება უჩნდება.

ადამიანის რწყილი. კბენისას გამოყოფს ანტიკოაგულანტს და სისხლს მუდმივად წოვს.


კვება და ჯანმრთელობა
ფუნქციონალური კვება &11
კატაბოლიზმი - დიდი მოლეკულების პატარებად დაშლა, ენერგიის გამოთავისუფლება

ანაბოლიზმი - პატარა მოლეკულებით დიდი მოლეკულების სინთეზი

სეკრეტორული უჯრედები - ორგანიზმის მიერ ნივთიერებების გამომყოფი უჯრედები

კოლაგენი - პროტეინი, რომელიც თმის, ფრჩხილების, ძვლების ფორმირებაში მონაწილეობს

რა არის ფუნქციონალური კვება?


ფუნქციონალური კვება „აანალიზებს“, საკვები პროდუქტების ჩვენს ორგანიზმზე როგორც
ფიზიკურ, ისე ბიოქიმიურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე გავლენას. ის აანალიზებს , თუ
რა ფუნქციას უნდა ასრულებდეს ესა თუ ის პროდუქტი ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ .

ტერმინი „ფუნქციონალური კვება“ შემოიღეს 1970 წელს იაპონიაში. ევროპაში 1980 წელს
დამკვიდრდა. ამერიკაში ფუნქციონალურ კვებას 1990 წლამდე დიდ ყურადღებას არ
აქცევდნენ.

საკვები, როგორც
ენერგიის წყარო
ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, მინერალები და ვიტამინები - ეს საკვები ნივთიერებები
ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნივთიერებებია . ისინი გამოიყენება
უჯრედული სტრუქტურების, ახალი უჯრედებისა და ქსოვილების ასაგებად , ასევე
წარმოადგენენ ენერგიის წყაროს.

ამ ნივთიერებებს გამოლევა იწვევს შიმშილს.

1 გ. ნახშირწყლის წვისას დაახლოებით 4,2 კკალ. ენერგიაა გამოიყოფა.

1 გ. ცხიმის წვისას - 9,5 კკალ.

1 გ. ცილის წვისას - 4,3 კკალ.

ამინომჟავები

ამინომჟავები ნაერთებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმის მიერ გამოიყენება ცილების


ბიოსინთეზში.

ადამიანს ცილების წარმოსაქმნელად 20 ძირითადი ამინომჟავა ესაჭიროება . იმ შემთხვევაში ,


თუ ადამიანის კვება შეიცავს ორგანულ აზოტს, ორგანიზმს თავად შეუძლია 10 ამინომჟავას
სინთეზი, დანარჩენი კი გამზადებულ მდგომარეობაში საკვებიდან უნდა მივიღოთ . თუკი
საკმარისი ამინომჟავების მიღებას საკვები ვერ უზრუნველყოფს, ვითარდება კვების
უკმარისობის ფორმა - ცილოვანი დეფიციტი.
ამინომჟავების წყაროა: ხორცი, კვერცხი და სხვა ცხოველური საკვები.

ცილები
მცენარეული ცილების უმრავლესობა არასრულფასოვანია, რაც ნიშნავს იმას, რომ
მცენარეთა უმეტესობა საჭირო რაოდენობით ამინომჟავებს არ შეიცავს , მაგალითად ,
მარცვლოვნებს არ აქვს ამინომჟავა ლიზინი. მაგრამ არსებობს მარცვლოვნები , რომლებიც
ყველა საჭირო ამინომჟავას შეიცავენ.

ზრდისთვის საჭირო ცილების


დაგროვება პინგვინებში
ანტარქტიდის პინგვინები ბუმბულის ცვლისას დიდი რაოდენობით ცილას იმარაგებენ . მათ
ბუმბულის ცოტა ხნით მოცილების გამო ცურვა და შესაბამისად კვება არ შეუძლიათ , ამიტომ
ისინი მანამდე ზრდიან კუნთოვან მასას და შემდეგ შლიან დაგროვილ ზედმეტ
კუნთოვან ცილას, რომელიც ახალი ფრთებისთვის ამინომჟავების წყაროს
წარმოადგენს.

საკვების გარდაქმნა
მონელების პროცესში
მონელების პროცესში საკვები განიცდის ფიზიკურ და ქიმიურ გარდაქმნას.

საკვების ფიზიკური დამუშავება გულისხმობს მის მექანიკურ დაქუცმაცებას და


ერთმანეთში შერევას(პირის ღრუში).

საკვების ქიმიური გარდაქმნა კი გულისხმობს სხვადასხვა ფერმენტით პოლიმერების


ჰიდროლიზს(წყლით დაშლას).

მომნელებელი სისტემა: საჭმლის მონელება


1.პირის ღრუში
პირის ღრუში საკვები რამდენიმე წუთი ჩერდება. ამ დროში ხდება გემოვნების ,
ტაქტილური(შეხებითი) და თერმული რეცეფტორების გააქტივება აღძრული იმპულსების
გზით, რომლებიც გადადიან სამწვერა სახისა და ენა-ხახის ნერვებში , მიემართებიან თავის
ტვინისაკენ, ხდება ნერწყვის გამოყოფა პირის ღრუში და ღეჭვითი მოძრაობის აღძვრა.

პირის ღრუში მრავალი სანერწყვე ჯირკვალია. ასევე პირის ღრუსთან დაკავშირებულია 3


წყვილი დიდი სანერწყვე ჯირკვალი: ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა.

სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტორული უჯრედები ორი ტიპისაა:


1. გამომუშავდება წყლისებრი სეკრეტი
2. გამომუშავდება ბლანტი და წელვადი სეკრეტი, რომელიც შეიცავს მუცინს
ნერწყვი
ნერწყვის PH ნეიტრალურია ან ოდნავ ტუტისკენაა გადახრილი. არ აღემატება 7,8-ს.
ნერწყვის სეკრეცია დამოკიდებულია საკვებზე. თუ მშრალია საკვები , უფრო მეტი ნერწყვი
გამომუშავდება და უფრო ბლანტი, ანუ მეტი მუცინის(ლორწოში შემავალ ნივთიერება )
შემცველი, ვიდრე თხევადი საკვების მიღების დროს.

ნერწყვის ფერმენტს წარმოადგენს ნახშირწყლების ჰიდროლიზური დამშლელი -


პტიალინი(ამილაზების ნარევი). ამილაზები თავის აქტივობას ახორციელებენ ნეიტრალურ
არეში, მჟავა არეში კი მათი მოქმედება ინაქტივდება, მაგრამ ნერწყვის ამილაზა კუჭის არეშიც
აგრძელებს პოლისაქარიდების ჰიდროლუზურ დაშლას.

ნერწყვი ასევე შეიცავს პროტეაზებს, ლიპაზებს, ნუკლეაზებს და სხვა.

ნერწყვი ასევე შეიცავს ლიზოციმს, რომელსაც ანტიბაქტერიული მოქმედება გააჩნია.

2.მონელება კუჭში
საყლაპავი მილიდან საკვები გადადის კუჭში. აქ ხდება საკვების მექანიკური და ქიმიური
დამუშავება. მექანიკურად ამუშავებს კუჭის მუსკულატურის პერიოდული შეკუმშვები,
ხოლო ქიმიურად - საკვებში შერეული ნერწყვის ფერმენტები და კუჭის წვენი.

კუჭის წვენის გამომუშავება ხდება თვითონ კუჭის ლორწოვან გარსში არსებულ ჯირკვლებში .

კუჭში დღე-ღამის განმავლობაში გამომუშავდება დაახლოებით 2-2,5 ლიტრი კუჭის


წვენი. იგი უფერო, გამჭვირვალე სითხეა, რომელსაც მჟავე რეაქცია ახასიათებს(PH=1,5).
მის მჟავე რეაქციას განაპირობებს მარილმჟავას არსებობა.

კუჭში არსებული ნივთიერებები:


● საჭმლის მომნელებელი ფერმენტები
● მარილმჟავა
● მუცინი(ლორწო

კუჭის წვენის ფერმენტები

პროტეოლიზური ფერმენტები - პეპსინოგენი.

პეპსინოგენი HCI-ის მოქმედებით გარდაიქმნება პეპსინად.

პროტეოლიზური ფერმენტი - გასტრიქსინი.

სუსტად არის გამოსახული ლიპოლიზური აქტივობა.

ლიპაზა - ბავშვებში დედის რძით კვების დროს ხდება.

საჭმლის მონელება წვრილ ნაწლავში

კუჭიდან საკვები გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში.


აქ ხდება საბოლოო მონელება, ანუ ჰიდროლუზირ დაშლა და შეწოვა.

წვრილი ნაწლავი - თორმეტგოჯა მლივი და თეძოს ნაწლავი.

ლორწოვანი გარსი შეიცავს ხაოებს - ხდება ამ ხაოებით შეწოვა.

წვრილ ნაწლავში ხდება ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლილი სახით


შეწოვა.

მსხვილი ნაწლავი მოიცავს: ბრმა ნაწლავი, კოლინჯი, სწორი ნაწლავი.

მსხვილ ნაწლავში არ ხდება კედლისმიერი მონელება. ხდება წყლისა და მინერალური


ნივთიერებების შეწოვა.

მცენარეული ბოჭკოები რეზისტენტულია(მდგრადია) კუჭ-ნაწლავის ჰიდროლიზური


ფერმენტების მიმართ, მაგრამ მათი ნაწილობრივი დაშლა მაინც ხდება მსხვილ ნაწლავში
არსებული ბაქტერიების ზეგავლენით - ბაქტერიული დუღილი

აქ მოინელება ცილების ნარჩენები ლპობის ბაქტერიების მიერ. ცილის ლპობის დროს


წარმოიქმნება გარკვეული შხამები: ინდოლი, სკატოლი და ფენოლი, რომლებიც სისხლის
საშუალებით ხვდებიან ღვიძლში და იქ ხდება მათი გაუვნებელყოფა .

ადამიანის კუჭ-ნაწლავის
მიკროფლორა
პრობიოტიკები - „კეთილი“ ბაქტერიები, რომელთა არსებობა ორგანიზმში აუცილებელია.

პრებიოტიკები - კვების კომპონენტები, რომლებიც არ იშლებიან და უცვლელი სახით


აღწევენ მსხვილ ნაწლავში და ასტიმულირებენ პრობიოტიკების ზრდას.

დუღილის ბაქტერიების ფერმენტები შლიან უჯრედს, რომლის მონელებაც წვრილ ნაწლავში


არ ხდება.

იმუნური ბარიერი - ნორმალური მიკროფლორა თრგუნავს პათოლოგიურ მიკრობებს.

კუჭ-ნაწლავში სინთეზდება K და B ვიტამინი.

გასტროენტერალური ტრაქტის მიკრობიომი


გასტროენტეროლოგია - მედიცინის დარგი, რომელიც შეისწავლის საჭმლის მომნელებელ
სისტემას.

ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა მოიცავს დაახლოებით 100 ტრილიონ


აქტერას.

შეწოვა
1. პირის ღრუ - შეწოვა თითქმის არ ხდება
2. კუჭი - მცირედ შეიწოვება წყალი და მასში გახსნილი ნივთიერებები, ალკოჰოლი,
გლუკოზა და ძალიან მცირე რაოდენობის ამინომჟავები
3. წვრილ ნაწლავში - შეწოვა ინტენსიურია
4. მსხვილ ნაწლავში - შეწოვა თითქმის დასრულებულია

ცხიმები
ცხიმები შედიან უჯრედის შემადგენლობაში - მემბრანის ციტოპლაზმისა და ბირთვის
სტრუქტურაში, ასევე პროტოპლაზმაში უმცირესი წვეთების სახით.

ცხიმები ენერგიის წყაროა. მას 2-ჯერ მეტი კალორიულობა აქვს, ვიდრე ცილებსა და
ნახშირწყლებს.

ცხოველურ ორგანიზმში ცხიმის სინთეზი ნახშირწყლებიდანაც ხდება , ამიტომ სიმსუქნე


ხშირად ნახშირწყლოვანი საკვების გამოც ყალიბდება.

არსებობს ნაჯერი და უჯერი ცხიმოვანი მჟავები.

ტრანს ცხიმები
ტრანს ცხიმები მავნეა ორგანიზმისათვის, რადგან ეს ცხიმი ბუნებაში ნაკლებად გვხვდება და
მას ხელოვნურად იღებენ, მაგალითად, ზეთების გამყარება - ამ დროს გარადქმნიან ცის ცხიმს
ტრანს ცხიმად.

ცხიმოვანი მჟავები
გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3 და ომეგა-6 აუცილებელი ცხიმებია,
რომლებიც საკვებიდან უნდა მივიღოთ და ვერ სინთეზდება ადამიანის ორგანიზმში.
მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში და ამცირებს უამრავი დაავადების რისკს .

ცხიმოვანი მჟავების მიღება შესაძლებელია მზა სახით ცხოველური წარმოშობის საკვებიდან ,


ან შესაძლებელია მათი ბიოსინთეზი მცენარეული წარმოშობის საკვები პროდუქტებისგან .

ომეგა-3 და ომეგა-6 ბუნებრივი ანტიფრიზებია. ეს ცხიმოვანი მჟავები ძალიან დაბალ


ტემპერატურაზეც თხევადია.

ცივი წყლის თევზები გაიყინებოდნენ რომ არა ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები .

ხელს უწყობს სისხლძარღვების ელასტიურობას.

ქოლესტერინი
ქოლესტერინი არის ორგანიზმის, კერძოდ კი ღვიძლის მიერ წარმოებული ბუნებრივი
ლიპიდი(ცხიმი). ის უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შედის. ქოლესტერინი ნაღვლის
მჟავისა და ზოგიერთი ჰორმონის(მაგ, სასქესო ჰორმონების) წარმოქმნის წყაროა .

საკვებში შემავალი ქოლესტერინებიდან აღსანიშნავია D ვიტამინი , რომელიც დიდ გავლენას


ახდენს ორგანიზმში კალციუმის ცვლაზე.

დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი(LDL)


დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი ქოლესტერინი არის „ცუდი“ ქოლესტერინი. მისი
დიდი რაოდენობით არსებობა ორგანიზმში ხელს უწყობს არტერიებში ცხიმოვანი
დეპოზიტების(თრომბების) ჩალაგებას(ათეროსკლეროზი), რაც იწვევს სისხლის ნაკადის
შენელებას. აღნიშნული თრომბები შესაძლოა მოწყდეს და გამოიწვიოს ინფარქტის ან
ინსულტის განვითარება.

მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი(HDL)


მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი არის „კარგი“ ქოლესტერინი. ის ორგანიზმს ეხმარება
დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის განდევნაში და ამგვარად უზრუნველყოფს
არტერიების თავისუფალ განვლადობას.

საიდან ვიღებთ ქოლესტერინს?


ქოლესტერინი დიდი რაოდენობითაა ცხოველური წარმოშობის ცხიმიან პროდუქტებში:
ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, ლორი, შემწვარი კანი. ასევე ბევრი ქოლესტერინია კვერცხის
გულში, ნაღების კარაქში, არაჟანში, მაგარ ყველში, ხაჭოსა და შოკოლადში.

ქოლესტერინის შემამცირებელი საკვები


● კვებითი ბოჭკოები
● თევზეული
● ნიგოზი, თხილი
● ზეითუნის ზეთი
● მცენარეული სტეროლების შემცველი საკვები

ნახშირწყლები
ნახშირწყლები ადამიანის სხეულის ენერგიის ძირითადი წყაროა. ორგანიზმს ეხმარება
სწრაფ მობილიზებაში(მაგ, ღვიძლის გლიკოგენი).

გლუკოზის რეგულაცია
გლუკოზა მარტივი ნახშირწყალია.

ჰორმონი ინსულინი არეგულირებს სისხლში გლუკოზის შემცველობას, ინსულინის


განეიტრალებას კი ჰორმონი გლუკაგონი ახდენს.

კვების ევოლუცია
ადამიანთა გენომის კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანების ჯგუფები მსოფლიოს სხვადასხვა
რეგიონიდან მეტაბოლიზმის მახასიათებლებით განვითარდნენ, სხვადასხვა რაოდენობით
ხორცისა და ბოსტნეულის შემცველობის საკვები პროდუქტების მოხმარების შესაბამისად .
ადამიანები ევროპიდან, განსაკუთრებით კი მისი სამხრეთი რეგიონებიდან , შეგუებული არიან
მაღალი მცენარეული შემცველობის კვებას. მაგრამ ადამიანებს დედამიწის სხვა
ნაწილებიდან, მაგალითად, ესკიმოსებს გრენლანდიიდან, ახასიათებთ ორგანიზმის ისეთი
ბიოქიმია, რომელიც უკეთ ახერხებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ხორცის ცხიმის
დამუშავებას.

რასმუს ნილსენსმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს არა მხოლოდ თანამედროვე


ადამიანების ასობით გენომი, არამედ ბრინჯაოს ხანის ევროპაში 5000 წლის წინ
მაცხოვრებელი 101 ადამიანის გენომი. ამ გენომთა შედარების შედეგად დაადგინეს, რომ
დნმ-ს ორი კონკრეტული უბანი ბოლო რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში
ევოლუციური ზეგავლენის საპასუხოდ ძალიან სწრაფად შეეცვალა. ეს არის ორი გენი,
რომლებსაც უწოდებენ ცხიმოვანი მჟავების დესატურაზა 1 და 2”-ს, შემოკლებით FADS1
და FADS2. FADS გენები არეგულირებენ მცენარეული საკვებიდან გრძელჯაჭვიანი უჯერი
ცხიმოვანი მჟავების გარდაქმნას.

FADS გენები კვლავ იცვლება. გასული საუკუნის განმავლობაში ევროპის მრავალ რეგიონში
კვების მხრივ მკვეთრი ცვლილებები მოხდა. კვება, ჩვეულებრივ, უფრო კალორიული გახდა
მარტივი შაქრების მაღალი შემცველობით. ასევე, უფრო გამდიდრდა ცხოველური ცილებითა
და ცხიმით. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გადარჩევა ახლა ზუსტად იმავე გზით
ხდება. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენმა გენომმა ათასობით წლის განმავლობაში სწრაფი რეაგირება
მოახდინა წინაპრების კვების ცვლილებებზე. ჩვენ არ ვართ შეგუებულები იმას, რომ ვიკვებოთ
ისე, როგორც მონადირე-შემგროვებლები იკვებებოდნენ 50 000 წლის წინ. სამაგიეროდ , ჩვენ
უფრო მეტად ვიზიარებთ წინაპრების კვებას, რომლებიც ცხოვრობდნენ სულ რამდენიმე
ათასი წლის წინ. და ის, რასაც ჩვენი ბებია-ბაბუები ჭამდნენ , უკვე მოქმედებს ჩვენი შვილების
მიერ მემკვიდრეობით მიღებულ FADS გენების ვარიანტებზე.

კალორიული დისბალანსი
თუ ადამიანის კვება ქრონიკულად ნაკლებკალორიულია, იწყება არასაკმარისი გამოკვების
სინდრომი. ამ დროს გლიკოგენისა და ცხიმების მარაგი გამოილევა და ორგანიზმი
საკუთარი ცილების დაშლას იწყებს: კუნთის ცილა იშლება და ამ პროცესის დროს
შესაძლოა ტვინმაც ცილების დეფიციტი განიცადოს. საბოლოოდ კი სიკვდილამდე მიდის ეს
პროცესი. ძირითადად, ასეთი შედეგები არის ისეთ ქვეყნებში , სადაც გამუდმებით ომი და სხვა
სახის კრიზისული შიმშილია, თუმცა არასაკმარისი გამოკვების მიზეზი ასევე გახლავთ
ნერვული ანორექსია, როდესაც ადამიანი, უმეტესად ქალი, წონაში დაკლების მიზნით იწყებს
შიმშილობას.

სიმსუქნე
სიმსუქნე ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ შესწავლადი თემაა ნუტრიგენომიკაში (სწავლობს
საკვების გავლენას გენთა გამოხატვაზე). ინდივიდებს შორის გენეტიკური ცვალებადობის გამო
თითოეული ადამიანი შესაძლოა დიეტაზე განსხვავებულად რეაგირდეს. დიეტის
მახასიათებლებისა და გენეტიკურ ფაქტორებს შორის ურთიერთქმედების შესწავლით დარგი
მიზნად ისახავს დიეტური ცვლილებების შეთავაზებას, რაც ხელს შეუშლის ან შეამცირებს
ორგანიზმზე სიმსუქნის გავლენას.

ადამიანის ადიპოზური(ცხიმოვანი) ქსოვილები ინახავენ ცხიმს. საშუალოდ ადამიანის


ენერგეტიკული მოთხოვნილება შეიძლება დაკმაყოფილდეს დღეში 0,3 კგ. ცხიმის
დაჟანგვით. ჯანმრთელ ადამიანებს ცხიმის მარაგი აქვთ იმისთვის, რომ რამდენიმე კვირიან
შიმშილს გაუძლონ.

წონის რეგულაციის
ჰორმონული მექანიზმი
ადიპოზური, ანუ ცხიმოვანი ქსოვილით წარმოქმნილი ჰორმონი ლეპტინი მისი დონის
მომატებისას თრგუნავს მადას. როდესაც სხეულის ცხიმი მცირდება, ლეპტინის დონე
ქვეითდება და მადაც იზრდება.

წვრილი ნაწლავით გამოყოფილი ჰორმონი PPY თრგუნავს მადას. ეწინააღმდეგება მადის


აღმძვრელი ჰორმონი გრელინის მოქმედებას.

კუჭის მიერ გამოყოფილი ჰორმონი გრელინი მადას აღძრავს. დიეტის დაცვისას იზრდება
გრელინის დონე, რაც არის დიეტის დაცვის გართულების ერთ-ერთი მიზეზი.

საკვების მიღების შემდეგ სისხლში გლუკოზის დონის გაზრდა იწვევს პანკრიასიდან


ინსულინის გამოყოფას. ინსულინი სხვა ფუნქციებთან ერთად, აქვეითებს მადას.

ლეპტინის მასინთეზირებელი
გენის აქტივობა
ლეპტინი ძუძუმწოვრებში ადიპოზური ქსოვილით წარმოიქმნება . ადიპოზური ქსოვილის
ზრდა იწვევს სისხლში ლეპტინის დონის გაზრდას, რაც აქვეითებს მადას. ეს არის
უკუკავშირი, რომელიც ადამიანების უმეტესობას იცავს სიმსუქნისაგან.

თაგვებში, რომლებსაც ეს გენი არ აქვთ და შესაბამისად სუქდებოდნენ , სიმსუქნის


მკურნალობა შესაძლებელი იყო ლეპტინის შეყვანით. როგორც ნახეს , ადამიანთა მხოლოდ
მცირე ჯგუფს აქვს ლეპტინის მასინთეზირებელი მუტაციური გენი. ჭაბწონიანი ადამიანების
უმეტესობა ლეპტინს თავად გამოიმუშავებს, მაგრამ თავის ტვინის სიმაძღრის ცენტრი არ
პასუხობს ლეპტინის მაღალ დონეს და შესაბამისად, მადა არ ქვეითდება.

მინერალები
მინერალები არაორგანული ქიმიური ელემენტებია, რომლებიც აუცილებელია
ადამიანის ორგანიზმისთვის. მათი დღიური მოთხოვნილება 1 მგ-დან 2500 მგ-მდეა.
მაგალითისთვის, მინერალების მაკროელემენტები კალციუმი და ფოსფორი ძვლების
ასაგებად და შესანარჩუნებლადაა საჭირო. კალციუმი ასევე საჭიროა ნერვული სისტემის
სწორად ფუნქციონირებაში, ფოსფორი კი ატფ-ისა და ნუკლეინის მჟავების შემადგენლობაში
შედის.

მარილი - ნატრიუმის ქლორიდი


ბევრი ადამიანი გაცილებით ბევრ მარილს იღებს, ვიდრე საჭიროა . ნატრიუმის ბალანსის
შესანარჩუნებლად მარილი კარგია, მაგრამ ამ მინერალის უმეტესი რაოდენობა საკვებშია ,
რომელსაც მარილის გემო საერთოდაც არ აქვს. მარილის ჭარბი რაოდენობით მიღებამ
შეიძლება ჰომეოსტაზი(ორგანიზმის შინაგანი გარემოს შედგენილობის მუდმივობა)
დაარღვიოს.

● იოდი(I) - აუცილებელია თიროქსინის სინთეზისთვის


● თუთია(Zn) - მონაწილეობს ინსულინის წარმოქმნაში
● რკინა(Fe) - შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში
● კობალტი(Co) - შედის ვიტამინ B12-ის შემადგენლობაში; საჭიროა სისხლის წითელი
უჯრედების მომწიფებისთვის(ერითროპოეზი)
● ნატრიუმი(Na), კალიუმი(K), ქლორი(Cl) - საჭიროა ნერვული სისტემისა და უჯრედის
ოსმოსის(ორგანიზმისხსნარებს შორის სითხის მოძრაობა) ბალანსის
შესანარჩუნებლად

ვიტამინები
ვიტამინები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებები, რომლებიც არ
სინთეზდება ან უმნიშვნელოდ მცირედ სინთეზდება ადამიანის ორგანიზმში.

ვიტამინები აუცილებელია ზრდა განვითარებისთვის, ასევე , უჯრედის ფუნქციონირებისათვის .

ადამიანის ორგანიზმი 13 ვიტამინს შეიცავს. თითოეული მათგანი წარმოდგენილია ძალიან


მცირე კონცენტრაციით, თუმცა უმნიშვნელოვანეს და შეუცვლელ ფუნქციას ასრულებს. ისინი
მრავალ პროცესში მონაწილეობენ, მათ შორის მეტაბოლიზმში, უჯრედების დაყოფასა და
ზრდაში, სისხლის შედედებასა და სხვ.

საკვებიდან ვიღებთ პროვიტამინებს, ანუ არააქტიურ ფორმას. ორგანიზმში მოხვედრისას


ის გარდაიქმნება აქტიურ ფორმად, ანუ ვიტამინად. მაგალითად, კაროტინი ორგანიზმში
იხლიჩება და წარმოიქმნება ორი მოლეკულა ვიტამინი A.

● წყალში ხსნადი ვიტამინები: B, C, P


● ცხიმში ხსნადი: A, D, E, K
● სწრაფად შლადი ვიტამინები: B, B2, PP, A, D

ვიტამინი B1 - თიამინი
თიამინი მონაწილეობს მეტაბოლიზმში და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში . მისი
ავიტამინოზი(ნაკლებობა) იწვევს ბერი-ბერის დაავადებას(გულის უკმარისობა და ნევროლოგიური
პრობლემები).

ვიტამინი B2 - რიბო-ფლავინი
რიბო-ფლავინი მონაწილეობს მეტაბოლიზმში და კუნთოვანი ქსოვილის აღდგენაში. ეს
ვიტამინი დიდი რაოდენობითაა ცხოველურ და მცენარეულ საკვებში. მისი ავიტამინოზი არის
იშვიათი შემთხვევა. მისი ავიტამინოზი ბავშვებში იწვევს ზრდის შენელებას , თვალის
რქოვანას დაზიანებას, ტუჩების ანთებას, დერმატოზს(კანის, თმისა და ფრჩხილების
დაავადება).

ვიტამინი B6 - პირიდოქსინი
პირიდოქსინი სინთეზდება ნაწლავის ბაქტერიებში. მონაწილეობს მეტაბოლიზმში , სისხლის
წითელი უჯრედების ფორმირებაში, იმუნურ დაცვაში. ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს ანემიას ,
ლიმფოციტოპენიას(სისხლში ლიმფოციტების რაოდენობის შემცირება ).

ვიტამინი B12 - კობალამინი


კობალამინი შეიცავს კობალტს. დიდი მნიშვნელობა აქვს დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზში,
ერითროპოეზისთვის. მისი დეფიციტი აბრკოლებს ერითროციტების მომწიფებას და სისხლში
გადასვლას, ანემიას, სისუსტესა და დაღლილობას.

ამ ვიტამინის დეფიციტი შეიძლება გამოწვეული იყოს:

1. კვებით რაციონში მისი არარსებობით


2. საკვებში მისი არსებობით, მაგრამ ნაწლავის მიერ მისი ვერშეწოვით

ვიტამინი C - ასკორბინის მჟავა


ასკორბინის მჟავა უზრუნველყოფს შინაგანი გარემოს მდგრადობას და ინფექციებისა და
ინტოქსიკაციების მიმართ რეზისტენტობას, ასევე კოლაგენის სინთეზში.

ასკორბინის მჟავას დეფიციტი იწვევს სურავანდის დაავადებას , რომელსაც ახასიათებს


ღრძილებიდან სისხლდენა, კბილების ცვენა და სისხლჩაქცევები კუნთებში .

ვიტამინი P და PP
ვიტამინი P მცენარეული პიგმენტის ფლავონიდური ჯგუფია. მისი დეფიციტი იწვევს
კაპილარების დაავადებებს.

ვიტამინი PP დეფიციტის დროს შეიძლება განვითარდეს დერმატიტი(კანის ანთება ), დიარეა


ან დემენცია(ფსიქიკის მოშლა).

ვიტამინი A - რეტინოლი
რეტინოლი წარმოიქმნება ადამიანის ნაწლავებსა და ღვიძლში მცენარეული საკვებიდან .
მისი წარმოქმნის წყაროა მცენარეული პიგმენტი კაროტინი.

ეს ვიტამინი გავლენას ახდენს მხედველობაზე, ზრდა-განვითარებაზე , იცავს ქსოვილებს .

რეტინოლის დეფიციტი იწვევს ქათმის სიბრმავეს(დაქვეითებული მხედველობა ღამით ),


ინფექციებისადმი ნაკლებრეზისტენტულობას.

ვიტამინი D - კალციფეროლი
კალციფეროლი წარმოიქმნება კანში 7-დეჰიდროქოლესტერინისგან, მზის სხივების
მოქმედებით.

მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში, ძვლების მინერალიზაციასა და ზრდაში .

ამ ვიტამინის დეფიციტი იწვევს ძვლების გამოფიტვას, ბავშვებში - რაქიტს .

ვიტამინი D გარკვეულწილად ჰორმონადაც განიხილება და ჩართულია უამრავ სასიცოცხლო


პროცესში.
ვიტამინი E - ტოკოფეროლი
ტოკოფეროლი აუცილებელია გამრავლების პროცესისთვის.

მისი დეფიციტი იწვევს სპერმატოგენეზისა და ქალებში ორსულობის ნორმალური პროცესის


მოშლას. ასევე იწვევს განივზოლიანი კუნთების დაზიანებას.

ამ ვიტამინით მდიდარია ბოსტნეული - მწვანე ფოთლები, კვერცხი.

ვიტამინი K - ფილოქინონი
ფილოქინონი აუცილებელია სისხლის შედედებისა და ძვლების ფორმირებისთვის.

მისი დეფიციტი იწვევს სისხლის შედედების უნარის დაქვეითებას .

K ვიტამინს შეიცავს როგორც საკვები პროდუქტები, ასევე ნაწლავური ბაქტერიებიც


ასინთეზებს მას.

თავის ტვინი - მეხსიერება და


მეტყველება &12
ნერვული სისტემა
ნერვული სისტემა ადამიანის ორგანიზმში შეგრძნებათა აღქმას , აზროვნებასა და ყველა სხვა
ნებითი თუ უნებლიე მოძრაობის განხორციელებას განაპირობებს. ის შედგება თავის ტვინის ,
ზურგის ტვინისა და ნერვებისაგან.

ანატომიური თვალსაზრისით, ნერვული სისტემა შედგება ცენტრალური ნერვული


სისტემისგან(თავისა და ზურგის ტვინი) და პერიფერიული ნერვული სისტემისგან(თავისა და
ზურგის ტვინიდან გამომავალი ნერვული კვანძები).

მეხსიერება
მეხსიერება არის ტვინის უნარი, შეინახოს და გააცნობიეროს წარსულის გამოცდილება . ამ
უნარის საშუალებით, ანუ მეხსიერებაში არსებული ცოდნის გამოყენებით , ადამიანი
მიმდინარე და სამომავლო საქმიანობას ასრულებს.

მეხსიერება სამფაზიანი პროცესია:


1. ინფორმაციის კოდირება - აღქმულის მეხსიერებად გარდაქმნა, რაც არის
პერსონალური პროცესი და თითოეული ადამიანის მიერ ხორციელდება. კოდირება
შეიძლება იყოს ნებითი ან უნებლიე.
2. ინფორმაციის შენახვა - ხდება სხვადასხვა ხანგრძლივობი, რამდენიმე
წამით(ხანმოკლე მეხსიერება) ან მთელი ცხოვრების მანძილზე(ხანგრძლივი
მეხსიერება). ეს დამოკიდებულია კოდირების ხარისხზე.
3. ინფორმაციის აღდგენა - დავიწყებული ინფორმაციის ცნობიერებაში დაბრუნება.
თავის ტვინი
თავის ტვინი - ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილი, უმაღლესი ფსიქიკური მოქმედების
ორგანო. პასუხისმგებელია ისეთი ფუნქციების განხორციელებაზე , როგორიცაა აღქმა ,
მეხსიერება, მოძრაობა, მეტყველება, ემოციები, შიმშილი, ტკივილი; მონაწილეობს
სასიცოცხლო ფუნქციებში: გულისცემა, არტერიული წნება და ა.შ.

თავის ტვინის აგებულება

● დიდი ტვინი
● ნათხემი
● ტვინის ღერო
● შუამდებარე ტვინი

შუამდებარე ტვინი
შუამდებარე ტვინში შედის თალამუსი და ჰიპოთალამუსი.

თალამუსი მონაწილეობს გრძნობათა ორგანოებსა და ტვინის ქერქს შორის კავშირში . ის


ერთვება სხეულის ტემპერატურის, წონასწორობის, ნივთიერებათა ცვლისა და ემოციების
რეგულირებაში. თალამუსი შეიცავს სარელეო(გადამრთველ) ნეირონებს, რომლებიც
აკონტროლებს კონკრეტული იმპულსის გაგზავნას, გადართვას ქერქში.

ჰიპოთალამუსი აკონტროლებს ჰიპოფიზის მიერ ჰორმონების სეკრეციას და ავტონომიური


ნერვული სისტემის მუშაობას.

დიდი ტვინი
დიდი ტვინი არის თავის ტვინის ყველაზე მოცულობითი და რთული ნაწილი. იგი ორი
ჰემისფეროსგან შედგება. ყველაზე რთულ ფუნქციებს ტვინის გარეთა შრე , ქერქი ასრულებს .

თავის ტვინის ქერქი


თავის ტვინის ქერქის ფუნქციებია: შეგრძნება, აზროვნება, წარმოდგენა და სხვა .

ადამიანის თავის ტვინის ქერქის ევოლუციურად ყველაზე ახალ შრეს ნეოკორტექსი ეწოდება .

თავის ტვინის წილები


თავის ტვინი იყოფა ოთხ წილად:

● თხემის წილი(პარიენტალური)
● შუბლის წილი(ფრონტალური)
● კეფის წილი(ოქსიპიტალური)
● საფეთქლის წილი(ტემპორალური)

თხემის წილი - მონაწილეობს გემოს, შეხების, ტკივილისა და სალაპარაკო ენის აღქმაში.


შუბლის წილი - პასუხისმგებელია აზროვნებაზე, დაგეგმვაზე, ნებით მოძრაობებზე და
ემოციების სიტყვიერ გამოხატვაზე.

კეფის წილი - მონაწილეობს თვალით აღქმული ინფორმაციის გარდაქმნაში.


საფეთქლის წილი - პასუხისმგებელია სმენის, მეხსიერებისა და ქცევის კონტროლზე.

მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროები


თითოეული ჰემისფერო აკონტროლებს სხეულის იმ ნახევარს, რომელიც მის საწინააღმდეგო
მხარესაა.

მარცხენა ჰემისფერო პასუხისმგებელია ენებისა და ტექნიკური საგნების ათვისებაზე , ჩქარი


მხედველობისა და სმენითი ინფორმაციის გადამუშავებაზე.

მარჯვენა ჰემისფერო მონაწილეობს სახის ამოცნობაში, არავერბალურ აზროვნებაში ,


ზოგადად, ემოციურ პროცესებში და მრავალმხრივი ინფორმაციის ერთდროულ
გადამუშავებაში.

თავის ტვინის უჯრედები:


● ნეირონები, რომლებიც არიან თავის ტვინის ძირითადი უჯრედები
● გლიური უჯრედები

ნეირონები
ნერვულ სისტემაში ინფორმაციის გადაცემა ხდება ელექტრო და ქიმიური სიგნალებით -
ისეთი უჯრედის საშუალებით, როგორიცაა ნეირონი. ყველა ნეირონი სხვადასხვა ფორმისაა ,
თუმცა აქვთ ერთნაირი აგებულება - უჯრედის სხეული წანაზარდებით (დენდრიტი და აქსონი ).

გლიური უჯრედები
გლიური უჯრედები ამტკიცებენ ნეირონთა შორის კავშირებს, უზრუნველყოფენ ნეირონის
იზოლაციას, აადვილებენ სიგნალის გატარებას, კვებავს ნეირონს, მონაწილეობს
მიელინიზაციაში(ნერვული ბოჭკოს ძვლის ტვინის ნივთიერებით შემოფენა ), იცავს ფიზიკური
დაზიანებისგან.

გლიური უჯრედების ტიპები:

● ასტროციტები
● რადიალური გლია
● ნეიროდენდროციტები
● შვანის უჯრედები - პნს

ინფორმაციის გადაცემა ნეირონებით


ნერვული სიგნალები სხეულის ერთი ნაწილიდან მეორეში ნერვული იმპულსების მეშვეობით
გადაიცემა. ეს სიგნალები, რომლებიც თავიდან ელექტრული ხასიათისაა , ნეირონის აქსონის
გასწვრივ მოძრაობენ. როცა ნეირონსა და უჯრედს შორის(სხვა ნეირონი, ან სხვა უჯრედები )
კონტაქტი შედგება, ელექტრული სიგნალი ქიმიურ სიგნალად გარდაიქმნება . ეს ქიმიური
სიგნალი უერთდება მეორე უჯრედის მემბრანის რეცეპტორებს. ამის საპასუხოდ ხდება
აღგზნება ან შეკავება: ახალი ნერვული იმპულსის წარმოქმნა, კუნთის შეკუმშვა და ა .შ .

სინაფსი
მეხსიერება ტვინში სინაფსების მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებულ ქსელს წარმოადგენს .

სინაფსი - კავშირი ნეირონსა და მეორე უჯრედს შორის. ნერვული იმპულსი სინაფსში იწვევს
მედიატორების გამოთავისუფლებას, რომლებიც გადასცემენ სიგნალს.

არსებობს სინაფსის ორი სახე:

● ელექტრონული - სიგნალის გადაცემა ხდება იონური დენით, უწყვეტი გადაცემა ,


ორმხრივი.
● ქიმიური - სიგნალი გადაიცემა ტრანსმიტერით(მესენჯერები , ინფორმაციის
გადამტანები), სინაფსური დაყოვნება, ცალმხრივი.

სინაფსური პლასტიურობა
სინაფსური პლასტიკურობის დროს იმატებს ან კლებულობს სინაფსური კავშირების რიცხვი
და თვითონ ნეირონის შემადგენელი მორჩების, ე.წ. დენდრითების, რიცხვი იმის მიხედვით ,
თუ რა რაოდენობის და სირთულის ინფორმაცია აქვს ტვინს მისაღები და გადასამუშავებელი .

არსებობს ხანმოკლე და ხანგრძლივი პლასტიურობა.


ხანმოკლე პლასტიურობა მაქსიმუმ რამდენიმე წუთი გრძელდება, განსხვავებით
ხანგრძლივისგან, რომელიც წუტებიდან რამდენიმე საათამდე ძლებს.

ჰიპოკამპუსი - მეხსიერების ძირითადი ბიოლოგიური სუბსტრატი

ჰიპოკამპუსი, ჰიპოკამპი არის თავის ტვინის მთავარი კომპონენტი. ძუძუმწოვრებს ორი


ჰიპოკამპუსი აქვთ, ტვინის თითოეულ ნახევარსფეროში. ჰიპოკამპუსი მნიშვნელოვან როლს
თამაშობს მეხსიერების ინფორმაციების გაერთიანებაში , აგრეთვე სივრცულ მეხსიერებაში ,
რომელიც ნავიგაციას ხდის შესაძლებელს.

ნეიროგენეზი
ტვინში ახალი ნეირონების წარმოქმნას ნეიროგენეზი ეწოდება. ნეიროგენეზი
მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ნეირონების წარმოქმნა ტვინს ხელს უწყობს ყველანაირი
ფუნქციის უკეთ შესრულებაში, განსაკუთრებით, დამახსოვრებასა და ნავიგაციაში .

კვება ნეიროგენეზთან დიდ კავშირშია.

ფლავინოიდები, რომელიც არის, მაგალითად, შოკოლადში, მოცვში, ომეგა 3-ში - ზრდის


ნეიროგენეზის პროცესს. ასევე, ანტიოქსიდანტი რესვერატროლი ზრდის ნეირონების
რიცხვს.
ზედმეტი კალორიები, ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი ამცირებს ნეიროგენეზის პროცესს.

ნეიროგენეზის პროცესს აფერხებს დეპრესია, შფოთვა, სტრესი, ძილის დარღვევები და


ხადაზმულობა.

მეტყველება
მეტყველების უნარს არ აქვს ცოცხალ სამყაროში ანალოგი. მეტყველება კომპლექსური
რეკომბინაციაა, რომელიც ჩვენ ჩვენი წინაპრებისთვის დამახასიათებელი ევოლუციური
მოდიფიკაციის წყალობით მივიღეთ.

ანატომიური ორგანოებს, რომლებიც ბგერათა წარმოთქმის საშუალებას გვაძლევს,


არტიკულაცური აპარატი ეწოდება. (ენა, ტუჩები, კბილები, ყბა, სასა და ა.შ.)

ბგერათა წარმოთქმა ისეთი ორგანოების გარეშე, როგორიცაა, ფილტვები, ბრონქები , ხორხი ,


იოგები და ა.შ. შეუძლებელია.

სამეტყველო ორგანოები მუშაობაში ცენტრალურსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემას


მოჰყავს. ასე რომ, სწორი მეტყველებისთვის არტიკულაციური აპარატის გარდა , ნერვული
სისტემის ჯანმრთელობაც აუცილებელია.

ბროკას არე - პასუხისმგებელია დანაწევრებულ მეტყველებაზე. მდებარეობს თავის


ტვინში, მარცხენა ჰემისფეროს შუბლის წილში. FOXP2 არის გენი, რომელიც ამ ფაქტორის
ჩამოყალიბებას განსაზღვრავს.

ვერნიკის არე - პასუხისმგებელია შეგვიძლია მოსმენილის აღქმა, გაცნობიერება.


მდებარეობს მარცენა ჰემისფეროს საფეთქლის წილის უკან.

ვერბალური დისპლექსია - FOXP2 გენის მუტაცია მე-7 ქრომოსომაში. ამ დროს


ადამიანმა იცის, რისი თქმა უნდა, მაგრამ სამეტყველო აპარატი ამის საშუალებას არ აძლევს .

FOXP2 გენის მუტაცია


როგორც ვიცით, თანამედროვე ადამიანის წინაპარი, სხვა ორგანიზმებთან ერთად , თაგვი და
შიმპანზეცაა. შიმპანზეს და სხვა მაიმუნებს აქვთ 715 ამინომჟავისგან შემდგარი ერთნაირი
FOXP2 ცილა, ხოლო თაგვის FOXP2 მათგან 1 ამინომჟავით განსხვავდება, ადამიანის FOXP2
ცილას კი შიმპანზეებისა და სხვა მაიმუნებისგან განსხვავებული 2 ამინომჟავა აქვს .
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანისა და თაგვის 715 ამინომჟავის შემცველ ცილებს შორის
განსხვავება მხოლოდ 3 ამინომჟავაა. 75 მილიონი წლის განმავლობაში (მას შემდეგ გასული
დრო, როცა პრიმატებისა და თაგვის ევოლუციის გზა გაიყო) FOXP2 ცილაში მხოლოდ ერთი
ამინომჟავა შეიცვალა, ხოლო „სულ რაღაც“ 6 მილიონი წლის განმავლობაში (ადამიანისა და
შიმპანზეს გაყოფის შემდეგ გასული დრო) ადამიანის ცილაში ორი ცვლილება მოხდა .
გასაკვირი ისაა, რომ 75 მილიონი წლის განმავლობაში თაგვსა და შიმპანზეში მომხდარ
ევოლუციურ ცვლილებას(1 ამინომჟავის ცვლილება) ფუნქციური დატვირთვა არ აქვს, 6
მილიონი წლის განმავლობაში ადამიანსა და შიმპანზეში მომხდარი 2 ამინომჟავის
ცვლილება კი ცილის ფუნქციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„გაადამიანებული“ თაგვები
თაგვებს შეუცვალეს 2 ამინომჟავა - შედეგად:

● მათ ნეირონებს შორის კავშირები გაძლიერდა


● ხმის ტემბრი შეეცვალათ
● ჯანმრთელობაზე გავლენა არ ჰქონია

იმპრინტინგი
იმპრინტინგი - ცხოველთა ინსტინქტური ქცევის თავისებური მოვლენა, რაც გამოიხატება მის
მეხსიერებაში რაიმე ობიექტის სხვადასხვა თავისებურების (მაგ , გარეგნობის , ქცევების )
სწრაფ და დიდი ხნით დაფიქსირებაში. მაგალითად, თუკი ახალდაბადებული წიწილა
მოძრავს კრუხს დაინახავს, ის მას აედევნება, ხოლო თუ წიწილა ადამიანს დაინახავს , ის
ადამიანს ჩათვლის „დედად“ და მას აედევნება. ეს მოვლენა ძლიერადაა გამოხატული
ფრინველებსი, ხოლო ძუძუმწოვრებში - ნაკლებად.

არსებობს:

● მხედველობითი იმპრინტინგი
● სმენითი იმპრინტინგი
● სქესობრივი იმპრინტინგი

კონრად ლორენცი - ავსტრიელი ზოოლოგი, ორნითოლოგი, რომელიც 1973 წელს


ნობელის პრემიით დაჯილდოვდა იმპრინტინგის შესწავლისთვის.

მეხსიერების ფორმები
● დეკლარატიული - უზრუნველყოფს სახელების, მოვლენებისა და ეპიზოდების
დამახსოვრებას.
● არადეკლარატიული - უზრუნველყოფს ჩვევების, რეფლექსების შესრულების უნარის
შეძენას.

ინფორმაციის დამახსოვრების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ ხანმოკლე და


ხანგრძლივ მეხსიერებას.

● ხანმოკლე მეხსიერებას საფუძვლად უდევს დინამიკური ნეირონული აქტიურობა


● ხანგრძლივ მეხსიერებას საფუძვლად უდევს სტრუქტურული ცვლილებები სინაფსებში
● ხანგრძლივ და ხანმოკლე მეხსიერებას განსხვავებული ნივთიერებები განსაზღვრავენ
● ხანმოკლე მეხსიერების ხანგრძლივ მეხსიერებაში გადასვლის პროცესს
კონსოლიდაცია ეწოდება

„პროცედურული“, ანუ არადეკლარატიული მეხსიერება


„ეპიზოდური“, ანუ დეკლარატიული მეხსიერება

ელექტროენცეფალოგრამა
ელექტროენცეფალოგრამა - არის სამედიცინო ელექტრო გამზომი ხელსაწყო, რომლითაც
თავის ტვინის ბიოელექტრული შესაძლებლობებს ზომავენ.

Patch-clamp მეთოდი
ამ ტექნიკის საშუალებით ხდება ელექტრონული მემბრანის თვისებების შესწავლა . აპარატი
იძლევა როგორც შესაძლებლობების აღწერის, ასევე დენების აღრიცხვის შესაძლებლობას .
ასევე, ამ მეთოდით შესაძლებელია გარკვეული რაოდენობის დენის კონტროლი და
განსხვავებული რაოდენობის დენის შეყვანის შემთხვევაში პოტენციალის ცვლილების
აღრიცხვა.

მოცემულ ექსპერიმენტებში ხდებოდა მთლიანი უჯრედის აღრიცხვის მეთოდის გამოყენება ,


რაც გულისხმობს, ნეირონზე მცირე რაოდენობის წნევის მიყენებით უჯრედის მემბრანის
გახსნას და მემბრანის გარშემო არსებული არხების აქტივობის აღრიცხვას.

მეცნიერებს მიეცათ შესაძლებლობა, შეესწავლათ სინაფსური გადაცემები და უჯრედის


ელექტრული თვისებები. ამ მეთოდით ანათალში ნეირონები რჩება ჯანმრთელი .

მეხსიერების დეფიციტი
მეხსიერების დეფიციტი და დასწავლის უუნარობა დაუნის სინდრომს , დისლექსიას ,
ალცაიმერის, ჰანტინგტონისა და სხვა დაავადებებს ახასიათებს . ამგვარ დაავადებებს
მეხსიერებაზე პასუხისმგებელი ნერვული სუბსტრის ანატომიური ცვლილებები იწვევს .

ალცაიმერის დაავადება, რომელიც მეხსიერების დაკარგვას იწვევს, პირველად 1906 წელს


გერმანელმ ფსიქიატრმა - ალოის ალცჰეიმერმა აღწერა.

გაფანტული სკლეროზი
გაფანტული სკლეროზი დემიელინიზაციურ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება .
დემიელინიზაცია მიელინის გარსის დაშლას ნიშნავს. მიელინის გარსი თეთრი ნივთიერებაა,
რომელიც გარს აკრავს ნერვულ ბოჭკოებს და ნერვული იმპულსის სწრაფ და იზოლირებულ
მოძრაობას უზრუნველყოფს.

ნიკოტინი და ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს მეხსიერებაზე.

1889 წელს სერგეი კორსაკოვმა პირველმა აღწერა მეხსიერების დარღვევის


ფაქტი, რომელიც ტვინის დაზიანების შედეგად აღინიშნება . ამ დარღვევას „კორსაკოვის
სინდრომი“ ეწოდა, რომლის უმნიშვნელოვანეს სიმპტომს ძლიერი ანტეროგრადული
ამნეზია წარმოადგენს.

ძილი ტვინს მობილიზებაში ეხმარება და მეხსიერებას „შეცდომებისგან “ იცავს .


გამოკვლევებით დადგინდა, რომ ძილი „შეცდომებსაც“ ებრძვის. სწორედ ამიტომაა
დაზეპირება საღამოს უფრო ადვილი, ვიდრე დილით.
ძილის დროს ცერებროსპინალური სითხე ტვინიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს .

თავის ტვინის ფუნქციონირებისთვის ცირკადულ რიტმებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს .

=================================
შუალედური ! ! !

ნეირობიოქიმია,
ნეიროტრანსმიტერები და
ადიქცია &13
მემბრანის დეპოლარიზაცია - მემბრანის პოტენციალი ხდება შედარებით ნაკლებ
უარყოფითი(უფრო მეტი).

მემბრანის პოტენციალი - მაჩვენებელი, რომელიც აიძულებს იონებს იმოძრაოს გარკვეული


მიმართულებით: დადებითი იონები მოძრაობენ მემბრანის „უარყოფითი “ მყარისკენ , ხოლო
უარყოფითი იონები - „დადებითი“ მხარისკენ.

ინჰიბიტორი - „ვაკავებ“. ნივთიერება, რომელიც ანელებს ქიმიურ რეაქციებს.

ემოცია - პასუხი ორგანიზმში მომხდარ ფიზიოლოგიურ ცვლილებაზე (The James-Lange Theory).


ემოცია - არ არის დამოკიდებული მის ფიზიოლოგიურ გამოვლენაზე (The Cannon-Bard Theory).

თავის ტვინის ლიმბური სისტემა


ლიმბური სისტემა, თავის ტვინი, შუამავლობს პირველად ემოციებთან და უკავშირებს
ემოციებს სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციებს. პირველადი ემოციების გამოხატულებაში
განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს პრეფრონტალური ქერქი.

ნეიროკრიმინოლოგია
სხვადასხვა დამნაშავესა და მოძალადე ფსიქოპათებს თავის ტვინის ლიმბური სისტემის
შესწავლისას აღენიშნებოდათ სხვადასხვა ტიპის დარღვევები ჩვეულებრივი
ადამიანებისაგან განსხვავებით. პრეფრონტალური ქერქის ჩამოუყალიბებლობა (ნეირონების
სიმცირე), ამიგდალას დარღვევები და ა.შ.

ამიგდალა
ამიგდალა - ნუშისებრი სხეული, რომელიც მოთავსებულია ლიმბური სისტემის ქერქქვეშა
სტრუქტურაში.

ამიგდალას გენეტიკური დაავადებით გამოწვეული დაზიანებები იწვევს შიშის


არარსებობას.

ყნოსვითი და სივრცითი სიგნალები პირდაპირ მიეწოდება ამიგდალას , ხოლო სმენითი და


მხედველობითი სიგნალები იკრიბება თალამუსში და შემდგომ სარელეო რეცეპტორებით
გადაეცემა ამიგდალას. შედეგად, ყნოსვითი და სივრცითი გამაღიზიანებელი იწვევს უფრო
ძლიერ რეაქციას.

როგორ ამყარებენ ნეირონები ერთმანეთთან


კონტაქტს?
ნეიროტრანსმიტერები
ნეიროტრანსმიტერი - ქიმიური ნივთიერება, რომელიც გამოიყოფა ნერვის დაბოლოების
ადგილას და უზრუნველყოფს იმპულსის გადაცემას ნეირონულ სინაფსებში , ერთი ნერვიდან
მეორეში.

ნეირონთა შორის აღგზნება-შეკავება გადაეცემა მხოლოდ ერთი მიმართულებით , კერძოდ ,


ნეირონის სინაფსური დაბოლოებიდან (პრესინაფსიდან) მეორე ნეირონის სხეულზე
(პოსტსინაფსზე).

● ნორეპინეფრინი (ნორადრენალინი)
● დოფამინი - სიამოვნებისა და კმაყოფილების ჰორმონი. ბედნიერების, სიხარულის
შეგრძნება, დეპრესია. პარკინსონის დაავადება გამოწვეულია დოფამინის გამოყოფის
შესუსტებასთან. მკურნალობენ L-დოფა პრეკურსორით.
● სეროტონინი - იგივე, რაც დოფამინი. სიამოვნება, კმაყოფილება, ბედნიერება ,
დეპრესია.
● აცეტილქოლინი - აღმგზნებიცაა და შემაკავებელიც.
● გლუტამატი - მთავარი აღმგზნები ცენტრალურ ნერვულ სისტემაში.
● GABA - მთავარი შემაკავაბელი ზრდასრული ხერხემლიანის თავის ტვინში.
● გლიცინი
● ოპიოიდები (ენდროფინები)
● კანაბინოიდები

როგორ ხდება სიგნალის აღმოცენება?


1. ხდება მოქმედების პოტენციალის აღძვრა.
2. ყველა მემბრანას გააჩნია მოქმედების გარკვეული პოტენციალი, ეს კი გამოწვეულია
იმით, რომ მემბრანის შიგნით და მემბრანის გარეთ არსებული სხვადასხვა მუხტის
მქონე იონთა გადანაწილება არის არათანაბარი.
3. მემბრანის გარეთ ჭარბობს დადებითი მუხტი , ხოლო შიგნით - უარყოფითი.
4. არსებობს აღმაგზნებელი და შემაკავებელი პოტენციალები.

როგორ ხდება სინაფსში სიგნალის გადაცემა?


სინაფსი - ადგილი, სადაც ხდება ერთი ნეირონის მიერ მეორე ნეირონისთვის ინფორმაციის
გადაცემა.

1. კალციუმი გააქტიურებს სინაფსურ ვეზიკულას, რომელშიც ნეიროტრანსმიტერია


მოთავსებული.
2. გააქტივებული ვეზიკულა შეერწყმება პრესინაფსურ მემბრანას და სინაფსურ
ნაპრალში ნეიროტრანსმიტერი გამოვა.
3. ნეიროტრანსმიტერი დაუკავშირდება პოსტსინაფსურ რეცეფტორს , გაიხსნება არხი და
ნატრიუმის იონები შევა მეორე ნეირონის უჯრედში, რაც გამოიწვევს უჯრედის
დეპოლარიზაციას.

მემბრანის დეპოლარიზაცია
მემბრანა განიცდის დეპოლარიზაციას და უჯრედი გადადის აღგზნებულ მდგომარეობაში,
ანუ ხდება სიგნალის აღმოცენება. ამ დროს დადებითი იონები შედიან უჯრედის მემბრანის
შიგნით და უჯრედის მუხტი, რომელიც მოსვენების მდგომარეობაშია , დაახლოებით -60-ის
ტოლი დადებითი მუხტის ხარჯზე ხდება დაახლოებით -40.

სიგნალის გადაცემა
1. დეპოლარიზაციის დროს მუხტების ცვლილება იწვევს იმპულსის აღმოცენებას
მიელინიზირებულ აქსონში. ამ სიგნალის გავრცელება ხდება ნახტომისებურად
რანვიეს შევიწროებების გამო.
2. შემდეგ ხდება შემაკავებელი პოტენციალის აღძვრა

უჯრედის ჰიპერპოლარიზაცია
როდესაც აღმაგზნებელი პოტენციალი კარგავს თავის ძალას და დადებითი ნატრიუმის
იონები Na-K-ის ტუმბოთი გადის უჯრედის გარეთ, უჯრედი განიცდის ჰიპერპოლარიზაციას,
ანუ წარმოიქმნება შემაკავებელი იმპულსი (მუხტი ხდება დაახლოებით -70).
ჰიპერპოლარიზაცია ასევე შეიძლება გამოიწვიოს ქლორის იონების შესვლამ უჯრედის
შიგნით.

მაგალითად, GABA რეცეფტორი არის ერთ-ერთი შემაკავებელი რეცეფტორი, რომელიც CL-ის


იონით აქტიურდება და იწვევს შემაკავებელ ეფექტს, ხოლო ამპა ნმდა აცეტილქოლინური
რეცეფტორები არის აღმაგზნებელი, რადგან Na და Ca იონების გამტარია და ახდენს
დეპოლარიზაციას.
მცენარეული სტიმულატორები
● თამბაქო - ნიკოტინი
● კათის ბუჩქი - კათინონი - ბუნებრივად წარმოშობილი ამფეტამინის მსგავსი
ნივთიერებაა, რომელიც იწვევს მსუბუქ ეიფორიულ ეფექტს. ასევე იწვევს სიხარულს,
ჰიპერაქტივობას, სიფხიზლეს, აგრესიულობას. კათი მოკრეფიდან მალე კარგავს
მოქმედების უნარს.
● ეფედრას ბუჩქი - ეფედრინი
● კოკას ბუჩქი - კოკაინი
● ყავის ხე - კოფეინი
● ბეტელის კაკალი - არეკოლინი

ხელოვნური სტიმულატორები
მზადდება ლეგალურ ან „ქუჩის“ ლაბორატორიებში.

● მეტამფეტამინი
● მეთკათიონინი
● მეთილფენიდიტი
● ექსტაზი - ფსიქო-სტიმულატორი

ანტიდეპრესანტები, ტრანკვილიზატორები
GABA (Gamma-AminoButyric Acid) - არაპირდაპირი გზით აკონტროლებს კალციუმის იონების
არხს და იწვევს Cl შესვლას პოსტსინაფსურ ნეირონში, რაც ახდენს ჰიპერპოლარიზაციას.

ტრანკვილიზატორი - ვალიუმი - აძლიერებს GABA-ს ეფექტს, ანუ ახდენს შემაკავებელ


მოქმედებას.

ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერება, მათ შორის LCD და მესკალინი, იწვევენ


ჰალუცინაციურ ეფექტებს თავის ტვინში სეროტონინისა და დოფამინის რეცეპტორებთან
დაკავშირებით. დეპრესიის სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება წამლები , რომლებიც
ზრდიან თავის ტვინში ისეთი ბიოგენური ამინების კონცენტრაციას, როგორიცაა
ნომეპინენფრინი ან სეროტონინი.

მაგალითად, პროზაკი აძლიერებს სეროტონინის ეფექტს მისი უკუშთანთქმის შეკავებით . ანუ ,


აღარ ხდება სერატონინის ხელახლა შეწოვა და უფრო დიდხანს მოქმედებს შესაბამის
რეცეფტორზე.

ალკოჰოლი
ალკოჰოლი აძლიერებს ინჰიბიტორი ნეიროტრანსმიტერ GABA-ს მოქმედება, შესაბამისად ,
მცირდება აღმაგზნებელი ნეიროტრანსმიტერ გლუტამატის რეცეფტორის აქტივობა.
შესწავლილია ადიქციის(დამოკიდებულების) გამომწვევი
წინასწარგანწყობის გენები
თაგვებში ადიქციასთან დაკავშირებული გენების მუტაციები იწვევდა ალკოჰოლისადმი
მოთხოვნილებას.

კანაბინოიდები
არსებობს ეგზოკანაბინოიდები, მაგალითად, მარიხუანა.

ენდოკანაბინოიდები ბუნებრივია და დადებით ფუნქციებში იღებენ მონაწილეობას ,


მაგალითად, დასწავლისა და მეხსიერების პროცესებში.

ენდორფინები
ენდორფინი - ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელი. გარდა ამისა, სხვა უამრავი დადებითი
ფუნქციაც აკისრია. წარმოიქმნება ჰიპოთალამუსში და ზურგის ტვინში .

ადიქცია
ისეთ მსუბუქ სტიმულატორებსაც კი, როგორიცაა ყავა ან ენერგეტიკული სასმელი, შეუძლია
შეამციროს ენერგიის მარაგი. ენერგია, რომელსაც სტიმულატორებისგან ვიღებთ, უფასოდ
არ გვეძლევა. ეს არის ერთგვარი სესხი ორგანიზმისგან, რომელიც მოგვიანებით უნდა
გადავიხადოთ მის გამოსაჯანმრთელებლად დროის დათმობით.

ვინაიდან სტიმულატორები ნეიროტრანსმიტერებს ათავისუფლებენ, ცენტრალური


ნერვული სისტემა ამ ქიმიური აგენტების წარმოებას ამცირებს, სწრაფად ავითარებს
ტოლერანტობას, ანუ მივყავართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებამდე .

ძლიერი სტიმულატორების უწყვეტი მოხმარების შედეგად სეროტონინისა და


დოფამინის რეცეფტორი უბნების რაოდენობა მცირდება მიმდებარე ბირთვში და ტვინის
სხვა უბნებში. ეს ცნობილია, როგორც შემამცირებელი რეგულაცია და ტვინში აჩენს
ნარკოტიკზე კიდევ უფრო მომატებულ დამოკიდებულებას, რათა მცირე რაოდენობით
დარჩენილი რეცეფტორების უფრო მეტად სტიმულირება მოახდინოს.

ნასესხები ენერგია
ნორმალური ენერგია
ბიოქიმიური პროცესი, რომელიც ენერგიას ზრდის, მოიცავს ადრენალინის ორ
ნეიროტრანსმიტერს:

● ეპინეფრინი E - უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენს ფიზიკურ ენერგიაზე


● ნორეპინეფრინი NE - უფრო მეტ ზემოქმედებას ახდენს თავდაჯერებაზე, მოტივაციასა
და განწყობაზე.

სხვა ნეიროტრანსპიტერები - სეროტონინი და დოფამინი, ასევე გავლენას ახდენენ


ენერგიაზე, თუმცა უფრო ნაკლებად.
როცა ადამიანი ვარჯიშობს, შეშინებულია ან გაქცევა უნდა, შეყვარებულია ან ჩხუბობს , ამ
მომენტში ნერვული სისტემა სისტემატურად და ბუნებრივად გამოათავისუფლებს
დამატებით ეპინეფრინს, ნორეპინეფრინს და სხვა ქიმიურ აგენტებს. საბოლოოდ, ჭარბი
ენერგია ხელახლა შეისრუტება ან მეტაბოლიზდება, რაც ორგანიზმს საშუალებას
აძლევს, დაწყნარდეს და თანდათან დაუბრუნდეს ნორმალურ მდგომარეობას .

როცა ძლიერ სტიმულატორებს პერიოდულად მოიხმარენ, ორგანიზმს დრო აქვს


აღსადგენად, თუმცა, როცა დიდი დოზებით და უწყვეტად იღებენ გარკვეული პერიოდის
განმავლობაში, ენერგიის მარაგი იცვლება და ორგანიზმი რეზერვის გარეშე რჩება.

სტიმულატორები
ნარკოტიკების მავნე მოხმარების ეროვნულმა სურათზე გამოსახა თავის ტვინის ლიმბური
სისტემა კოკაინის მოხმარების დროს პიზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფიის
სკანოგრამით. მათ აღმოაჩინეს, რომ კოკაინის მოხმარება უკიდურესად ააქტიურებს ამ
სისტემას, განსაკუთრებით ამიგდალას, ტვინის ემოციურ კომუტატორს. ტვინზე ამგვარი
ზემოქმედება ძალიან ჰგავს მეთამფეტამინით გამოწვეულ ლტოლვას.

მადის დაქვეითება
ჰიპოთალამუსი პასუხისმგებელია შიმშილზე, მაგრამ რადგანაც სტიმულატორებს
შეცდომაში შეჰყავთ ორგანიზმი, თითქოს მათი საბაზისო საჭიროებები დაკმაყოფილებულია .
მომხმარებელი შეიძლება კვების უკმარისობით დასუსტდეს. რეალურად , სტიმულატორების
ხანგრძლივად მოხმარების შედეგად ჩნდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი ,
უზიანდებათ კბილები და ეწყებათ ჯანმრთელობის სხვა პრობლემები . თამბაქოსაც შეუძლია
მადის დაქვეითება. ხოლო წონის მომატების შიში კოკაინის, ამფეტამინის, ნიკოტინისა
და კოფეინის მომხმარებლებსაც კი აიძულებს შეინარჩუნონ საკუთარი მავნე ჩვევები.

კოკაინი
კოკაინი ბუნებრივ მდგომარეობაში არის დოფამინის ტრანსპორტერი. დოფამინის
ტრანსპორტერი დოფამინს საქმის შესრულების შემდეგ აბრუნებს პრესინაფსში . კოკაინი
ბლოკავს დოფამინის ტრანსპორტერს და ახდენს დოფამინის რეცეფტორის ზესტიმულაციას .

რადგანაც კოკაინი ზრდის დოფამინის დონეს, განმეორებითმა მოხმარებამ შეიძლება


გამოიწვიოს სტიმულატორებით პროვოცირებული შიზოფრენია.

ამფეტამინი
ამფეტამინების მოხმარება ზრდის ნეიროტრანსმიტერების დონეს(ნორეპინეფრინი,
ეპინეფრინი და დოფამინი). ჯერ მეთამფეტამინი აიძულებს ნეიროტრანსმიტერების
გამოთავისუფლებას ნერვულ ტერმინალებში არსებული ვეზიკულებიდან, შემდეგ პაწაწინა
ტუმბოები, რომელთაც ტრანსპორტერებს უწოდებენ და ჩვეულებრივ, ხელახლა შეისრუტავენ
ნეიროტრანსმიტერებს, იცვლიან მიმართულებას და ნეიროგადამცემებს ჭარბი რაოდენობით
უშვებენ სინაფსურ ნაპრალში და ბოლოს, ამფეტამინები ბლოკავენ ენზიმებს , რომლებიც
ჭარბი ნეიროტრანსმიტერების მეტაბოლიზმს ახდენენ. ამით ქიმიურ აგენტებს დაგროვების
და განგრძობადი ზედმეტი სტიმულირების საშუალებას აძლევენ.
LSD
ჰალუცინოგენი, რომელიც თვითონ მოქმედებს დოფამინის რეცეფტორზე და იწვევს
ეიფორიას, სიფხიზლეს, ძილს.

ჰეროინი
ნორმალურ მდგომარეობაში დოფამინის აქტივობის მარეგულირებელს წარმოადგენს .

ჰეროინის გამო ვეღარ ხდება დოფამინის ინჰიბირება, ხდება მისი დიდი რაოდენობით
გამოყოფა.

ზოგიერთი ჰორმონის გავლენა დასწავლისა და


მეხსიერების პროცესზე
ქალის სასქესო ჰორმონის, ესტროგენის, მომატებული დონე ნეგატიურ გავლენას
ახდენს დასწავლის პროცესზე. ესტროგენისა და სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის,
ერთობლივი მოქმედება გავლენას ახდენს დასწავლისა და მეხსიერების პროცესებზე .

ნეიროტოქსინები
● ბოტულოქსინი
● ტეტანუსი

ბოტულიზმი - ინფექციურ-ტოქსიკური დაავადება, რომლის გამომწვევია სპორებიანი


ბაცილა და მისი ტოქსინი, ბოტულოქსინი, რომელიც აზიანებს უმთავრესად ცენტრალურ
ნერვულ სისტემას.

ტეტანუსი - ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს მიკრობი. სასუნთქი კუნთების


კრუნჩხვა, გაშეშება.

სიყვარულის ქიმიური საფუძვლები


ლტოლვას იწვევს - ტესტოსტერონი და ესტროგენი.

მიზიდულობას იწვევს - დოფამინი და სეროტონინი.

მიჯაჭვულობას იწვევს - ოქსიტოცინი.


ევოლუცია &14
ევოლუცია - ორგანიზმთა ჯგუფებში თაობათა განმავლობაში მომხდარი ნიშანთვისებათა
ხანგრძლივი, თანდათანობითი ცვლილებაა. ევოლუცია პოპულაციების გენეტიკური
შემადგენლობის ცვლილებაა დროში.

ყველა ცოცხალ ორგანიზმს ერთი საერთო წინაპარი ჰყავდა. უჯრედები განუწყვეტლივ


იყოფოდნენ და გვაძლევდნენ ახალ თაობებს. შემდეგ ხდებოდა და ახლაც ხდება უჯრედებს
შორის ინფორმაციის გაცვლა და მუტაციები.

როგორ იცვლება გენეტიკური ინფორმაცია


გენეტიკური ინფორმაციის ცვლილება დნმ-ის რეპლიკაციის დროს კოპირებისას მომხდარი
შეცდომებითაა გამოწვეული.

ზოგიერთ მუტაციას ეფექტი არ აქვს ორგანიზმზე და შეუმჩნეველია . ზოგიერთი მუტაცია კი


ცვლის მნიშვნელოვან გენებს, რაც აზიანებს ორგანიზმს და ამცირებს გადარჩენის შანსს . ეს
ორგანიზმს აძლევს ახალ თვისებას, რაც ორგანიზმს უპირატესობას ანიჭებს სხვა
ორგანიზმებთან შედარებით.

● მუტაციები არის მიზეზი სახეობათა მრავალფეროვნებისა. მუტაციები


ორგანიზმების გენომში ხდება.

ინდივიდუალურ ორგანიზმში რომელიმე სომატურ უჯრედში მიტოზის დროს მომხდარი


მუტაცია შთამომავლობას არ გადაეცემა.

სასარგებლო მუტაციების სიხშირე ბუნებრივი გადარჩევის შედეგად შეიძლება გაიზარდოს


ერთი თაობიდან მეორეზე.

ორგანიზმების დიფერენციაციამ ჩამოაყალიბა სახეობები


● სახეობა ბუნებრივი პოპულაციაა, რომლებიც ერთმანეთს ეჯვარებიან და ვერ
ეჯვარებიან სხვა ჯგუფის ინდივიდებს (რეპროდუქციული იზოლაცია ).

სახეობა ბიომრავალფეროვნების ძირითადი ერთეულია.

დარვინამდე
პლატონის ესენციალისტური ფილოსოფია - დასავლურ ფილოსოფიაში არისტოტელეს
ძალისხმევით დამკვიდრდა. არისტოტელე: “სახეობებს უცვლელი თვისებები აქვთ“.

კარლ ლინე წიგნი „Systema Naturae” - მცენარეებისა და ცხოველების კლასიფიკაციის


თანამედროვე პრინციპები. გვარები, ოჯახები და ა.შ.

ევოლუციურ აზროვნებას საფუძველი ასტრონომებმა და გეოლოგებმა ჩაუყარეს.


ასტროლოგებმა შეიმუშავეს თეორიები ვარსკვლავებისა და პლანეტების წარმოშობის
შესახებ.

გეოლოგებმა დაამტკიცეს, რომ დედამიწა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რომ ის ძალიან


ძველია და მასზე ისეთი სახეობებიც ბინადრობდნენ, რომლებიც ამჟამად
გადაშენებულია.

უნიფორმიზმის პრინციპი - წარსულსა და აწყმოში ერთი და იგივე პროცესები


მიმდინარეობს და გეოლოგიური მოვლენების მიზეზები წარსულსა და აწმყოში ერთი და
იგივეა.

ჟან-ბატისტ ლამარკის თეორია - სჯეროდა, რომ ორგანიზმის ინდივიდუალური


განვითარების პერიოდში შეძენილი ცვლილებები მემკვიდრეობითია . ამ პრინციპს შეძენილი
ნიშან-თვისებების მემკვიდრეობითობა ეწოდება. ლამარკის თეორიის ცნობილი მაგალითი
ჟირაფებს ეხება. ჟირაფებს თავდაპირველად გრძელი კისერი ჰქონდათ, მაგრამ მათ
დასჭირდათ მაღალი ხეებიდან ფოთლებით კვება, ამიტომ მათ ვარჯიშის შედეგად
კისერი დაიგრძელეს. ეს ნიშანი შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცა და მივიღეთ
გრძელკისრიანი ჟირაფები.

ჩარლზ დარვინი
დარვინმა იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო გემ „ბიგლით“ და შეაგროვა ცნობები სახეობების
ევოლუციების შესახებ.

1) ყოველი ორგანიზმი საერთო წინაპარი ფორმისგან ცვლილების გზით წარმოიშვა.


2) ევოლუციის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი არის ბუნებრივი გადარჩევა .

ადამიანს, ძაღლს, ჩიტსაც და ვეშაპსაც ჰომოლოგიური ორგანო, კიდურები აქვთ.

ალომეტრია - „სხვა ზომა“


ალომეტრია განვითარების ევოლუციაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. მაგალითად,
ადამიანის თავის ზრდის ტემპი გაცილებით დაბალია, ვიდრე კიდურებისა . ასევე , მაგალითად ,
რამურის კიდურის სწრაფი ზრდის ტემპი მისი ფრთების სპეციფიკურობას განაპირობებს და
განასხვავებს მას სხვა ძუძუმწოვრების წინა კიდურებისგან.

ალომეტრიის მაგალითია აგრეთვე გადაშენებული ირლანდიური ხარირემი , რომლის რქების


მასა აღემატება სხეულის მასას.

განამარხებული ფორმები
ნამარხები ევოლუციურ შტოებში ფენოტიპურ გარდაქმნებს და დროთა განმავლობაში
ბიოლოგიური მრავალფეროვნების ცვლილებას ადასტურებს.

ნამარხებს ევოლუციური ჰიპოთეზის დადასტურება შეუძლია.

ლუსი - 3,1 მლნ. წლის განამარხებული ადამიანი.

You might also like