Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

6 თავი.

პროგნოზირება და საპროგნოზო ფინანსური უწყისები

საკონტროლო კითხვები

1. დაახასიათეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, რისთვისაც მენეჯერები


იყენებენ საორიენტაციო, საპროგნოზო უწყისებს
2. განმარტეთ სტატეგიული გეგმების ძირითადი შინაარსი
3. აღწერეთ საოპერაციო გეგმის ძირითადი ელემენტები
4. დაახასიათეთ ფინანსური დაგეგმვის პროცესი
5. ჩამოთვალეთ ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია გაყიდვების
პროგნოზის შემუშავებისას
6. განმარტეთ გაყიდვების პროცენტის მეთოდი
7. ისტორიული კოეფიციენტების ანალიზი
8. მოგება/ზარალის პროგნოზირება
9. სპონტანურად გენერირებული ფონდი
10. დასაბეგრი მოგების (EBIT) და საპროცენტო ხარჯების პროგნოზი
11. ჩამოთვალეთ და განმარტეთ საბალანსო უწყისის პროგნოზის ძირითადი
ეტაპები
12. რა არის AFN და როგორ არის გამოყენებული პროგნოზირებული ფინანსური
ანგარიშგების მეთოდი მისი შეფასების მიზნით?

თემა 8. რისკი და კაპიტალის ღირებულება


(WACC და CAPM).
საკონტროლო კითხვები
1. რა არის კაპიტალის ძირითადი კომპონენტები?
2. რა არის კომპონენტის ღირებულება?
3. ნასესხები კაპიტალის (ვალი) ღირებულება
4. პრივილიგირებული აქციის ღირებულება, rps
5. ჩვეულებრივი აქციის ღირებულება, rs
6. რა არის სააქციო კაპიტალი მოზიდვის ორი წყარო?
7. რატომ არ გამოსცემს კომპანიების უმეტესობა დამატებით აქციებს?
8. ჩამოთვალეთ rs-ს გამოთვლისას გამოყენებული მეთოდები
9. ფინანსური აქტივის შეფასების მოდელი (CAPM) - ურისკო განაკვეთის rRF
შეფასება
10. ფინანსური აქტივის შეფასების მოდელი (CAPM) - მიმდინარე საბაზრო რისკის
საფასურის RPM შეფასება ისტორიული მონაცემების და სამომავლო პროგნოზების
მონაცემების საფუძველზე
11. რა პრობლემებია ბეტა კოეფიციენტის შეფასების დროს?
12. განმარტეთ ფულის დისკონტირების მეთოდი (DCF), შეაფასეთ მასში შემავალი
ცვლადები
13. ობლიგაციის უკუგებას დამატებული რისკის საფასურის მეთოდი
14. როგორ გამოითვლება კაპიტალის შეწონილი საშუალო ღირებულება (WACC)?
15. WACC-ზე მოქმედი ფაქტორები, რომელსაც კომპანია ვერ აკონტროლებს
16. WACC-ზე მოქმედი ფაქტორები, რომელსაც კომპანია აკონტროლებს
17. ფილიალების კაპიტალის ღირებულება
18. ფილიალის ბეტას გამოთვლა: სუფთა თამაშის მეთოდი და საბუღალტრო ბეტას
მეთოდი.
19. ჩამოთვალეთ და დაახასიათეთ პროექტის რისკის ტიპები
20. რომელი ტიპის რისკია ყველაზე აქტუალური? რატომ?
21. გამოშვების ხარჯები და ვალის ღირებულება
22. აქციების ახალი გამოშვების ღირებულება, ან გარე სააქციო კაპიტალი, re

თემა 9. კაპიტალის სტრუქტურა

კითხვები
1. შეადარეთ წმინდა ოპერაციული შემოსავლის (NOI) მიდგომა მოდელიანისა და
მილერის (M&M) კაპიტალის სტრუქტურის თეორიის მიდგომას.
2. რატომ შეიძლება დაეჭვდეთ, რომ ოპტიმალური კაპიტალის სტრუქტურა
მნიშვნელოვნად განსხვავდება ორი სხვადასხვა ინდუსტრისაათვის? იგივე
ფაქტორები გამოიწვევს განსხვავებულ ოპტიმალურ კაპიტალის სტრუქტურას
ყველა ინდუსტრიულ დაჯგუფებაში?
3. რა ფაქტორები განსაზღვრავენ კომპანიის მაქსიმალურ შესაძლო სარგებლის
პროცენტულ განაკვეთს, რომელიც მან უნდა გადაიხადოს სასესხო
საშუალებებისათვის? არის თუ არა სამართლიანი ამ განაკვეთის ზრდის
მოლოდინი ზრდადი სესხის და სააქციო კაპიტალის დამოკიდებულების
კოეფიციენტით? რატომ?
4. რა არის მთლიანი ღირებულების პრინციპი კაპიტალის სტრუქტურის
გამოყენების დროს?
5. განსაზღვრეთ არბიტრაჟის ცნება. როგორ ახდენს იგი ზეგავლენას კაპიტალის
სტრუქტურის საკითხზე?
6. თუ არსებობს ფინანსური ბაზრების არასრულყოფილება, როგორი კაპიტალის
სტრუქტურა უნდა მოძებნოს კომპანიამ? რატომ არის ბაზრის
არასრულყოფილებები მნიშვნელოვანი საკითხი ფინანსებში? რომელი
არასრულყოფილებებია მეტად მნიშვნელოვანი?
7. რა არის გაკოტრების დანახარჯები? რა არის წარმომადგენლობითი დანახარჯები?
როგორ ახდენენ ისინი ზეგავლენას კომპანიის ღირებულებაზე, როცა საკითხი
ეხება ფინანსურ ლევერეჯს?
8. რატომ არ ასესხებენ ფულს ორგანიზაციული კრედიტორები კორპორციას, როცა
იგი იღებს ძალიან დიდ სესხს?
9. დავუშვათ, რომ კომპანია გამოიმუშავებს მნიშვნელოვან მოგებას და ის არ იხდის
გადასახადებს. როგორ მოახდენს ეს ზეგავლენას კაპიტალის ოპტიმალურ
სტრუქტურაზე?
10. თუ კორპორაციული საგადასახადო განაკვეთი განსხვავდება, როგორი ზეგავლენა
ექნება მას სესხით დაფინანსებაზე?
11. დივიდენდებზე ამჟამად გადასახადები გადაიხდება ორჯერ. კორპორაციამ უნდა
გადაიხადოს გადასახადები მის მოგებაზე და შემდეგ აქციონერებმა უნდა
გადაიხადონ გადასახადები გადახდილ დივიდენდებზე. რა ზეგავლენა ექნება
კორპორაციულ დაფინანსებაზე, თუ ეს ორმაგი გადასახადი გაუქმდება, რაც
საშუალებას მისცემს კომპანიებს გამოქვითონ დივიდენდებზე გადახდები
დანახარჯის სახით?
12. რატომ შეიძლება კაპიტალის სტრუქტურაში ცვლილებები უფრო ხმამაღლა
ამეტყველდნენ სიტყვებთან შედარებით, თუ მენეჯმენტმა ჩათვალა, რომ მისი
ფონდი იყო არალევერეჯული? რა არის ფინანსური სიგნალის შესაძლო
მიმართულება?

თემა 10. კაპიტალის ბაზარი


კითხვები
1. რა განსხვავებაა ფასიანი ქაღალდების საჯარო და პირდაპირ მიყიდვას შორის?
2. როგორ განსხვავდება ტრადიციული (მყარი ვალდებულებით) ანდერრაითინგი რეზერვული
რეგისტრაციისგან?
3. რადგან საუკეთესო ძალისხმევის წინადადება არის „იაფი“ ტრადიციულ (მყარი
ვალდებულებით) ანდერრაითინგზე, რატომ არ იყენებენ კომპანიების უმეტესობა მას?
4. ახალი ობლიგაციის გამოშვების შეთავაზების დროს, კომპანიამ შესაძლოა გადაწყვიტოს
ობლიგაციების გაყიდვა კერძო ან საჯარო გზით. შეაფასეთ ეს 2 ალტერნატივა.
5. ემისიის დანახარჯებსა და გასაყიდად გამოსაცემ ფასიან ქაღალდებს შორის არსებობს
საწინააღმდეგო დამოკიდებულება. ახსენით ეკონომიკური ძალები, რომლებიც იწვევენ მას.
6. გამოწერის უპირატესი უფლება მოეთხოვება თუ არა ყველა კომპანიას, რომლებიც გამოსცემენ
ჩვეულებრივ აქციებს ან ჩვეულებრივ აქციებში კონვერტირებად ფასიან ქაღალდებს?
7. რა როლს თამაშობს გამოწერის ფასი უფლებების შეთავაზებაში?
8. განსაზღვრეთ სარეზერვო მოთხოვნა და დამატებით პრივილეგირებული გამოწერა. რატომ
ხდება მათი გამოყენება? როგორ ფიქრობთ, რომელი გამოიყენებ უფრო მეტად?
9. რომელია მთავარი მარეგულირებელი ორგანო, როცა ხდება ფასიანი ქაღალდების
შეთავაზებები? რა არის მისი ფუნქცია?
10. როგორ ფიქრობთ, რომელი კომპანია გამოიყენებს გრძელვადიანი სესხის პირდაპირ მიყიდვას
საჯარო გაყიდვის ნაცვლად?
ა) ჩიკაგოს ელექტრონული მომსახურების სამსახური;
ბ) წლიური 13 მლნ $ ბრუნვის მქონე ელექტრონული კომპონენტების დამამზადებელი
კომპანია.
გ) ნავთობის კომპანიების კონსორციუმი ნავთობის აღმოჩენის დაფინანსებისთვის
არქტიკაში.
დ) ჩოგბურთის ფეხსაცმლის გადამყიდველი კომპანია ჩრდილოეთ კალიფორნიაში.
11. ძირითადად, რითი განსხვავდება სესხის გამოშვება დახურულად გაყიდვის დანახარჯები
ტრადიციული (მყარი ვალდებულებით) ანდერრაითინგის დანახარჯებისგან?
12. ამცირებს თუ არა სარეზერვო რეგისტრაციის ხელმისაწვდომობა დახურულად გაყიდვის
მნიშვნელობას? რატომ?

თემა 11. დივიდენდური პოლიტიკა


კითხვები
1. შეადარეთ პასიური დივიდენდური პოლიტიკა აქტიურს
2. როგორ აკეთებს ინვესტორი ხელოვნურ დივიდენდებს? რა არის იმ ინვესტორების
ქმედების გავლენა, სხვა თანაბარ პირობებში?
3. როგორ ახდენს დაბეგვრა ზეგავლენას მოგებაზე სხვადასხვა ინვესტორებისთვის? უნდა
განიხილებოდეს თუ არა ის დივიდენდების პოლიტიკის გადაწყვეტილებში?
4. რატომ აქვთ მაღალი ზრდის განაკვეთის მქონე კომპანიებს ტენდენცია დაბალი
დივიდენდების გადახდის კოეფიციენტისკენ და დაბალი ზრდის განაკვეთების მქონე
კომპანიებს ტენდენცია მაღალი დივიდენდების გადახდის კოეფიციენტებისკენ?
5. რა არის ფინანსური სიგნალი, როდესაც იგი აკავშირებს ფულად დივიდენდებს, აქციების
სახით დივიდენდების გაცემას/აქციების გაყოფას და აქციების გამოსყიდვას?
6. მენეჯერული თვალსაზრისით, როგორი ეფექტი აქვს კომპანიის ლიკვიდურობას და მისი
დივიდენდების გადახდის კოეფიციენტზე?
7. როგორც კომპანიის ფინანსური მენეჯერი, მისცემთ თუ არა რეკომენდაციას დირექტორთა
საბჭოს, რომ კომპანიამ მიიღოს ერთ აქციაზე სტაბილური დივიდენდების გადახდის
პოლიტიკა ან სტაბილური დივიდენდების გადახდის კოეფიციენტის პოლიტიკა?
რა არის თითოეული მათგანის ნაკლი? მოახდენდა თუ არა კომპანიის ინდუსტრია გავლენას
თქვენს გადაწყვეტილებაზე? რატომ?
8. რა არის მიზნობრივი დივიდენდის გადახდის კოეფიციენტი? ექსტრა ფულადი
დივიდენდი?
9. განსაზღვრეთ დივიდენდები აქციებით და აქციების გაყოფა. რა ზეგავლენას ახდენს
თითოეული აქციის ღირებულებაზე?
10. არის დივიდენდი აქციებით ღირებული ინვესტორისთვის? რატომ?
11. თუ გვსურს აქციის ღირებულების გაზრდა, კარგი იდეაა აქციების გაერთიანება?
12. როგორც ინვესტორი, როგორ ჯობია, ფირმამ გამოისყიდოს თავისი ჩვეულებრივი აქციები
პერსონალური წინადადების საშუალებით, თუ ღია ბაზრის ოპერაციებით? რატომ?
13. თუ აქციების გამოსყიდვას აქვს დადებითი დაბეგვრის ეფექტი აქვს, რატომ მოისურვებდა
კომპანია ფულადი დივიდენდების გადახდას?
14. როდესაც მოგება მერყეობს, რატომ არ სურთ კომპანიების დირექტორთა საბჭოებს
დივიდენდების შემცირება?
15. რატომ აწესებენ კრედიტორები ხშირად ფორმალურ შეზღუდვებს სასესხო კონტრაქტებში
დივიდენდების თანხაზე, რომელიც შეიძლება რომ გადახდილი იყოს?
16. რა არის დივიდენდების რეინვესტირების გეგმა და როგორ შეიძლება ის დაეხმაროს
აქციონერებს?
17. დივიდენდური პოლიტიკა დაფინანსების ტიპის გადაწყვეტილებაა, თუ საინვესტიციო
ტიპის? ახსენით.

You might also like