Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ერთი ორ სიტყვას ვიტყვი ზოგადად გოთიკაზე, ეს არის არქიტექტურული სტილი რომელიც შუა

საუკუნეების ევროპაში ჩამოყალიბდა კერძოდ საფრანგეთში და სწორედ ამიტომ ამ სტილის ნაგებობებს


თავდაპირველად „ფრანგული წარმოშობის ხელოვნებას“ უწოდებდნენ. გოთიკური სტილი რომანულისგან
მკვეთრად განსხვავდებოდა გოთიკა ხაზს უსვამდა ნაგებობის სიმაღლეს,როდესაც რომანული სტილი
ვერტიკალურად გაფართოებას აქცევდა ყურადღებას. გოთური ნაგებობისთვის დამახასიათებელია
ფასადების ქანდაკებებით შემკობა და უზარმზარი ვიტრაჟების გამოყენება.

სწორედ გოთიკის სტილის ერთ-ერთი ცნობილი ნაგებობა პარიზის ღვთისმშობლის


ტაძარია რომელსაც ასევე ნოტრ-დამის სახელითაც ვიცნობთ. სწორედ ეს ტაძარია ცოცხალი
მაგალითი იმისა თუ როგორ განვითარდა გოთიკური სტილი. მისი მშენებლობა 1163 წელს
დაიწყო და 2 საუკუნე გაგრძელდა. დასავლეთს ფასადი და ნავები 1250 წლისთვის
დამთავრდა დანარჩენი ნაწილები კი 100 წლის განმავლობაში ააშენეს.

მას შესასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან შესვლა სამი პორტალიდან შეიძლება


რომლებიც ერთმანეთის იდენტური არ არის, მათი ტიპანები და არქიცოლტები დაფარულია
რელიეფებით, მაგალითად შუა პორტალზე გამოსახულია საბოლოო განაჩენი. სამხრეთით
მდებარე შესასვლელს წმინდა ანას პორტალი ეწოდება, ხოლო ჩრდილოეთშ ღვთისმშობლის
პორტალი.

ერთ რიგში, თაღოვანი ნიშის ფრიზებში 28 ქანდაკება იგივე მეფეების გალერეა გვხვდება,
ამით მთავრდება პირველი იარუსი, რომელიც სულ სამ იარუსად არის დაყოფილი. ფასადის
ცენტრში ღვთისმშობლის და ყრმა იესოს ქანდაკების უკან გვხვდება ვარდული სარკმელი,
რომელიც ასევე შარავანდედის ასოციაციას გვიქმნის. მას შემდეგმოყვება კოლონადა და
ბოლოს ორი ჩრდილოეთის და სამხრეთის 63 მეტრიანი კოშკი, სადაც ზარებია
განთავსებული. ფასადზე გვხვდება ნახევარ სვეტები, თაღები, მაღალიწყვილი სარკმლები და
ჯვარედი ყვევილები.

ზარების კოშკების დამაკავშირებელია დიდი გალერეა იგივე ქიმერების გალერეა, აქ ტაძრის


კონტრფორსები ცნობილი ქიმერებითა და გარგოილებით არის მორთული.როგორც
ცნობილია თავდაპირველად კირქვის ქიმერები ტაძარზე არ იყო და ის რესტავრატორმა
ეუგენ ვიოლეტ-ლე დუკმა დაამატა, მაგრამ ქიმერები მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას
ასრულებენ, ხოლო გარგოილები ტაძარს იცავენ, როგორც სიმბოლურად, ასევე წიმის დროს
ხელს უშლიან წყლის წვეთებს რომ ტაძრის კედელებზე მოხვედრისგან და შესაბამისად
იცავენ დაზიანებისგან.

ხუთნავიან ტაძარს აქვს წაგრძელებული მართკუთხედის ფორმა, რომელიც როგორც


ვერტიკალურად ასევე ჰორიზონტალურად არის დაყოფილი. ვერტიკალურ ეფექტს ქმნის
სვეტები, თაღები, პილასტრები და პატარა სვეტები, ხოლო ჰორიზონტალურად დაყოფა
ასევე თაღების საშუალებით ხდება, ამასთან ერთად შენობის ორ იარუსიანობას შეესაბამება.
ტაძრის წაგრძელებული ფორმა გვიბიძგებს ერთ ღერძე მოძრაობისკენ, რომელიც
აღმოსავლეთ მხარეს ნახევარწრიული ქორედით სრულდება. ტრანსეპტის კედლები
ნაგებობიდან მცირედით გამოდის გარეთ. ტაძრის შუა ნავი დანარჩენ ოთხზე განიერია, ეს
სწორედ გათვლილია იმისთვის, რომ მორწმუნეთა დიდი რაოდენობა დაიტიოს. მისი
სიმაღლე კი 35 მეტრია, სწორედ შუა ნავში იგრძნობა რომანული სტილისთვის
დამახასიათებელი მასიურობა.

შუა ნავის გასწვრივ მოვხვდებით გადამკვეთ ტრანსეპტზე, მის შემდეგ კი შეგვხვდება


საკათედრო გუნდისთვის განკუთვნილი ადგილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორმაგი
ამბულატორიით. საკათედრო გუნდის გარშემო სამლოცველოებიც შეგვხვდება, მათ
დეკორაცია მოიცავს საკურთხეველს, ქანდაკებებს ან ნახატებს, მფარველი წმინდანის
რელიქვიებს და სამარხებს. ამ სალოცველოებში პარიზის რამდენიმე ეპისკოპოსი და
არქიეპისკოპოსია დამარხული. ცენტრალური სივრცის გარშემო, სვეტების რიგის მიღმა
შექმნილია სივრცე, ადამიანების სასიარულოდ განკუთვნილი ანუ ამბულატორია.
ტაძრის სამხრეთით ასევე განთავსებულია სადიაკვნე ოთახი, რომელშიც რელიგიური
თაყვანისცემის ნივთებია დაცული მაგალითად წმინდა წიგნები, საღვთისმსახურო სამოსი,
საკმეველი, ამასთან ერთად სწორედ ნოტრ- დამში ინახება ქრისტეს ეკლის გვირგვინი.

დასავლეთ მხარეს კი განთავსებულია სამი ორღანი მათაგან დიდი ორღანი ყველაზე


დიდია საფრანგეთში, იგი შედგება ხუთი კლავიატურისგან და 8000 მდე მილისგან. ნოტრ
დამში გვხვდება მრავალი ვიტრაჟს ფანჯარა და მათგან აღსანიშნავია ტრანსეპტის
ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში არსებული ვარდული სარკმელები, მათ ქვევით კი ასევე
პორტალებია განთავსებული. სამხრეთის ფანჯარის 84 პანელის ოთხ წრეზე გამოსახულია
ქრისტეს ცხოვრება, მესამე და მეოთხე წრეზე კი სცენები ძველი და ახალი აღთქმიდან.
ფანჯრებზე ასევე ვხვდებით ადამის და ევას ცდუნების სცენას და ქრისტეს აღდგომას.
დასავლეთ ფანჯრის კომპოზიციის ცენტრში კი ღვთისმშობელი და იესოა გამოსახული.

ტაძარი იმითიცაა აღსანიშნავი, რომ ის პირველი შენობაა, სადაც გამოიყენეს ერთ-ერთი


საყრდენი სისტემა არკბუტანი.მისი ტრანსეპტი და ქორედი სწორედ ერთმალიანი
არკბუტანებით და კაპელებით არის გამაგრებული
https://edu.glogster.com/glog/notre-dame-cathedral/2bptfkf5xo8

You might also like