Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ჩემი სწავლის სტილი :

ჩატარებული ტესტის მიხედვით ჩემი სწავლის სტილი გამოვიდა, სმენითი და


შეხებით შეგრძნებითი. ამათგან ერთ-ერთი შეესაბამება სინამდვილეს ესა შეხებით
შეგრძნებითი. სინამდვილეში ჩემი სწავლის სტილია წერითი/კითხვითი და შეხებით
შეგრძნებითი. ზოგადად ჩანაწერების, კონსპექტების გარეშე სწავლა ვერ შემიძლია.
მაგალითად, როცა მაქვს შუალედურები ან უბრალოდ საშინაო დავალება, ვაკეთებ
პატარა ჩანაწერებს, სადაც ვწერ, აღვნიშნავ ყველაზე საჭირო, მნიშვნელოვან
ინფორმაციას. ამის მეშვეობით ძალიან ადვილად დამახსოვრება, თანაც ძალიან
ადვილად ხდება საჭირო ინფორმაციის პოვნა. რაც შეეხება მეორეს, ესა
შეხებით/შეგრძნებითი ან სხვანაირად ფიზიკური. ზოგადად, როცა რამეს ვსწავლობ
ან ვკითხულობ არ მიყვარს ერთ ადგილზე ჯდომა, ამიტომ ყოველთვის ნახევრად
საწოლში ვაგრძელებ კითხვას ან სამზარეულოში. ჟესტების გარეშე სწავლა არ
გამოდის, მაგალითად თუ მაქვს გასაკეთებელი პრეზენტაცია, ამას ჟესტების გარეშე
არ შემიძლია, რომ გავაკეთო. ჟესტებში ვგულისხმობ ანუ ხელების მოძრაობას ან აქეთ
იქით ასე ვთქვა წასვლა. ძალიან მიყვარს სწავლის დროს ჭამა. ყოველთვის, როცა ვწერ
საშინაო დავალებებს ან ვაზეპირებ არ აქვს მნიშვნელობა სკამზე უნდა იყოს ჩაი და
ტკბილეულები ან ხილი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვფიქრობ რომ ჭამის გარეშე ვერ
ვისწავლებ. როცა სკამზე დევს ხილი ან ჩაი შოკოლადით ვამბობ ვსიო ყველაფერი
კარგად გამოვა მეთქი, რაღაცნაირად იზრდება მოტივაცია, ისე მგონია, რომ ვსიო
ადვილად და მოკლე ხანში ვამთავრებ. ვფიქრობ, რომ ჩემი სწავლის სტილის ერთ-
ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ მაგალითად როცა ვკითხულობ რომელიმე ტექსტს,
ტექსტიდან შემიძლია გამოვყო საჭირო/მთავარი ინფორმაცია. ვფიქრობ, რომ ჩემი
სწავლის კიდევ ერთ-ერთი ძლიერი მხარე ისა, რომ სწავლასთან ერთად ჭამა
შემიძლია. ანუ ამაში ძლიერი მხარე ისა, რომ თავს დაღლილი არ ვგრძნობ პირიქით
იზრდება სწავლის მოტივაცია ერთგვარად ეს არის მოკლე შესვენება, რომელსაც მე არ
ვხედავ, რადგან ერთდროულად ვწერ და ვჭამ. პირადად ვფიქრობ, რომ იმისთვის,
რომ უკეთესად ვისწავლოთ მასწავლებლებმა უნდა გამოიყენოს სწავლის სხვადასხვა
სტილი. მაგალითად, როგორც ვიცით ჩვეულებრივ გაკვეთილზე მასწავლებელი
საუბრობს გაკვეთილის შესახებ, შემდეგ ერთი-ორი კითხვა პასუხი აკეთებენ და ამით
სრულდება გაკვეთილი. ანუ თუ მასწავლებელმა ყოველ გაკვეთილზე გამოიყენოს
პრეზენტაციებს, თვალსაჩინო იქნება და ბავშვებისთვის უფრო ადვილად გასაგები და
ადვილად დაემახსოვრებათ. თუ ასეთი საშუალება არ გაქვთ მაშინ შეუძლიათ
თვითონ რამე გააკეთონ. მაგალითად, როცა სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი კლასის
დამრიგებელი პრეზენტაციების მაგივრად ნახატებს, ბეჭდილ სურათებს, ტექსტებს
მოამზადებდა და დაფაზე ასე ვთქვათ მორთავდა. კიდევ მინდა დავამატო ის, რომ
წიგნებში ყველა წასაკითხი რთული ტექსტები მასწავლებლებმა მარტივი ენით უნდა
აგიხსნას. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არა მარტო ერთხელ არამედ ყოველთვის უნდა
გააკეთონ, რადგან ზოგ ბავშვმა შეიძლება წაკითხულიდან ვერაფერი ვერ გაიგოს და
გარკვეული კომპლექსების გამო ვერ იკითხავს მასწავლებელს, ამიტომ ყველაზე
კარგი ვარიანტი ისა, რომ მასწავლებელმა ყოველთვის თვითონ დაიწყოს ასეთი
ტექსტების აგიხსნა, ვიდრე ბავშვებმა დაუწყეს კითხვა. ძალიან კარგი იქნება ასევე
აუდიოჩანაწერებით სწავლა, რადგან ჩვეულებრივი სწავლის სტილს კარგად ვიცით
და უკვე სხვა დორს ასეთ შემთხვევებში ძალიან გიჭირს სწავლა. აუდიოჩანაწერების
შემთხვევაში გაიზრდება ბავშვის სმენითი უნარი თუმცა ეგ ყველაფერი არ უნდა იყოს
ცალ-ცალკე, რადგან ზოგისთვის ეს სტილი რთული შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ
მასწავლებელმა ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, მას აუდიოჩანაწერთან ერთად
შეუძლია თვითონაც ისაუბროს. ანუ საბოლოოდ მინდა დავასრულო იმით, რომ
მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ ყველა ის მეთოდები, სწავლის ყველა სი სტილი,
რომლებიც ბავშვებისთვის ადვილი იქნება.

You might also like