საბჭოთა პოსტერები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

საბჭოთა პროპაგანდისტული და სააგიტაციო პოსტერები

პროპაგანდა, როგორც ზეგავლენის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი იარაღი, საბჭოთა კავშირის


შექმნის პირველივე დღეებიდან აქტიურად გამოიყენებოდა მის შემადგენლობაში შემავალ
ყველა ქვეყანაში. მოსახლეობაში ნდობის მოსაპოვებლად ხელისუფლებას კომუნისტური
იდეების პოპულარიზაცია და ფართო მასებში გავრცელება სჭირდებოდა, რაც
საზოგადოებრივი და კულტურული სფეროს მთლიანად ათვისებას გულისხმობდა.
იდეოლოგიური დატვირთვის მქონე მესიჯებსა და მოწოდებებს ყველგან და ყველასთან
უნდა მიეღწია და თავისი საქმე გაეკეთებინა. ამისთვის ცენტრალურ და რეგიონულ
კომიტეტებში სპეციალური განყოფილება- აგიტპროპი (აგიტაცია პროპაგანდის
განყოფილება) შეიქმნა, რომელსაც იდეოლოგიური სამუშაო უნდა ეწრამოებინა და პარტიის
გადაწყვეტილებები ხალხამდე ყველაზე მოქნილი და ეფექტური ფორმით მიეტანა.

აგიტაციის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ და მასობრივ საშუალებად თავიდანვე იქცა


ილუსტრირებული პოსტერები, რომლებიც ნახატისა და მოკლე, მარტივი ტექსტის
საშუალებით გადმოსცემდნენ სათქმელს. იმ დროისთვის ეს ხალხთან კომუნიკაციის
საუკეთესო ფორმა იყო, რადგან პოსტერები მიზნობრივი აუდიტორიის მიხედვით
ვრცელდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც სამუშაო ობიექტებსა
საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ისე საჯარო თავშეყრის ადგილებში. სლოგანები უნდა
ყოფილიყო მკაფიო, ადვილად გასაგები და შთამაგონებელი, ვიზუალი- ეფექტური და
შთამბეჭდავი. პოსტერებზე დატანილი ტექსტები და ფოტოები ღრმად უნდა ჩაბეჭდილიყო
ადამიანების გონებაში, როგორც მუდმივი მოწოდება მოქმედებისა და თავდადებისკენ.

ისტორიკოსი - დათო ჯიშკარიანი, რომელიც საბჭოთა პერიოდს იკვლევს, ამბობს, რომ ეს იყო
კარგად გამართული, ცენტრალიზებული სისტემა, დეტალურად გაწერილი სტრატეგიით,
სადაც ზუსტად იცოდნენ, ვისთვის სად და რა ფორმით მიეწოდებინათ სასურველი მესიჯები.

„ყველა ორგანიზაციას ჰყავდა პოლიტ ხელმძღვანელი, რომელიც ვალდებული იყო,


დასაქმებულების პოლიტიკური მზაობა და სიფხიზლე შეემოწმებინა. ამ პოლიტ
განყოფილებებში, „პოლიტ ატდელებში“ რასაკვირველია ყოველთვის მიდიოდა ეს
პოსტერები და პოლიტ ხელმძღვანელს იდეოლოგიური და აღმზრდელობითი სამუშაოს
ჩატარებაში ეხმარებოდა. ამ ყველაფრის უკან აგიტაცია-პროპაგანდის სამმართველო და ცეკას
მდივანი იდგა, რომელიც აგიტაციას კურირებდა. ისინი განსაზღვრავდნენ მიზნობრივ
აუდიტორიას ამა თუ იმ ნამუშევრისთვის“- აღნიშნავს დათო ჯიშკარიანი.

პოსტერების შექმნაზე დიდი ჯგუფი მუშაობდა: მხატვრები, მწერლები, ფილოლოგები,


დამკაბადონებლები. ყველაფერი მკაცრად რეგლამენტირებული და გათვლილი იყო: ტექსტი,
ფოტო, შრიფტი, სტილი. ამ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა 50-იან
წლებამდე: „ აქ ვერ ნახავთ სლოგანს, სადაც რამეა გაპარული, ან სიტყვებია გადაბმული, ან
ფოტო არის არასწორ ადგილზე, ამის გამო შეიძლებოდა დაეხვრიტათ. ეს არ არის
თანამედროვე პოლიტტექნოლოგების „სმარტ“ ნამუშევარი, ეს არის პროპაგანდა, რომელსაც
ინსტიტუციები აკეთებდნენ. ამ პროპაგანდაზე იდგა პარტია“- ამბობს ჯიშკარიანი.

თუ ამ პლაკატებს წლების მიხედვით დავალაგებთ, ერთგვარ ისტორიულ ქრონიკასაც კი


მივიღებთ. მარქსისტულ-ლენინისტური იდეების მუდმივი პოპულარიზაციის
პარალელურად, ეპოქების მიხედვით იცვლებოდა სააგიტაციო თემები და შესაბამისად,
პოსტერების შინაარსი და ესთეტიკაც.

მაგალითად, თუ 1920-იან წლების ბოლოს, პირველი ხუთწლიანი გეგმის მიზანი


დაჩქარებული ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია იყო, პოსტერებშიც ეს ძირითადად
თემები ფიგურირებდა. მოსახლეობას მოუწოდებნენ, მხარში დადგომოდნენ კომუნიზმის
შენებას და „ კულაკებისა“ და „ხალხის მტრების“ წინააღმდეგ ერთად ებრძოლათ. მეორე
მსოფლიო ომის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჯარისკაცების მობილიზება და
მოსახლეობის გამხნევება იყო, რაც იმ პერიოდში შექმნილ ყველა კულტურულ პროდუქტზე
აისახა. „დაჰკარ ფაშისტ ქვეწარმავალს“, „ სამშობლოსთვის, სტალინისთვის“ („За Родину, за
Сталина!“), „ გაუმარჯოს წითელ არმიას“ - მსგავსი მოწოდებების პოსტერები ფრონტზეც კი
იგზავნებოდა, რომ ჯარისკაცებში საბრძოლო სულისკვეთება გაეძლიერებინა. ომის
პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ირაკლი თოიძის ნახატი, წარწერით
„ დედა სამშობლო გვეძახის“ (1941), სადაც წითელში შემოსილ ქალს სამხედრო ფიცი უჭირავს
ხელში. მისი ჰეროისტული მზერა და პატრიოტული გზავნილი, გმირი დედის
განზოგადებულ სახეს ქმნის და ახალგაზრდებს სამშობლოსთვის თავდადებისკენ
მოუწოდებს. დათო ჯიშკარიანი იხსენებს „ჯარისკაცის მამას“, სადაც ასევე გვხვდება
აღნიშნული პოსტერი. ფილმის ერთ-ერთ პირველ სცენაში, როცა მთავარი გმირი ფრონტზე
მიდის და თანასოფლელები აცილებენ, ვხედავთ შენობაზე გამოკრულ თოიძის ამ ნახატს და
მოწოდებას. პატრიოტული მოტივი აქტუალობას არც ომის შემდგომაც კარგავს.
სტრესგამოვლილ და შიმშილის ზღვარზე მყოფ მოსახლეობას ჯერ კიდევ სჭირდება
გამხნევება. თუმცა, იცვლება ფორმა: „ომის დასრულებიდან სადღაც 10 წელიწადში
პატრიოტული ლოზუნგებიდან საერთოდ ქრება სტალინი. მაგალითად „За Родину, за
Сталина“-დან მხოლოდ „За Родину“ რჩება. სტალინის სიკვდილის შემდეგ განვითარებული
მოვლენებიდან გამომდინარე, ის აღარ არის პროპაგანდისტულ მესიჯებში აქტუალური“ -
ამბობს დათო ჯიშკარიანი.

ომის დასრულებს შემდეგ, 50-იანი წლებიდან პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი


მსოფლიო მშვიდობა და ხალხთა შორის მეგობრობა ხდება, რაც მომდევნო ათლეულებშიც
გრძელდება. ამავე პერიოდში აქტუალურია შრომისკენ მოწოდებაც, რადგან ქვეყანამ ომის
შემდგომ ეკონომიკურ კრიზისს თავი უნდა დააღწიოს. იბეჭდება წამახალისებელი ტექსტები
გლეხებისთვის.(„ვიმარჯვებთ შრომაში“, „უდანაკარგოდ ავიღოთ მოსავალი“). 60-70-იანი
წლების მიჯნაზე გარემო შედარებით მშვიდი და სტაბილურია და აქცენტიც
საყოფაცხოვრებო საკითხებზე ინაცვლებს. ყოველდღიურ ჰიგიენა, საგზაო მოძრაობის წესები,
შრომის უსაფრთხოება, დაზღვევა, მოწოდებები ჯანსაღი ცხოვრებისა და სამედიცინო
კონტროლის აუცილებლობაზე- ბრეჟნევის ეპოქაში პრიორიტეტული ეს თემები ხდება.
(„იარე ტროტუარის მხოლოდ მარჯვენა მხარეს“, „მძღოლო შენს ხელთაა ადამიანების
სიცოცხლე“, „ასანთით არ ითამაშოთ“, „ჩაიტარეთ დამცველი აცრები“, „გაუფრთხილდით
ბავშების ნერვულ სისტემას“.) ამას გარდა, იწყება აქტიური კამპანია ალკოჰოლის ზედმეტი
მოხმარების წინააღმდეგ. 60-იანებიდან გამოჩნდა ასევე პროპაგანდისტულ მესიჯებში
შეჯიბრებითობის მოტივი, რისი მიზეზიც სავარადოდ ხრუშჩოვის ცნობილო ფრაზა
„ დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკას“ იყო. ხშირად ვხვდებით პოსტერებს, სადაც
კაპიტალისტური ქვეყნების მანკიერებებზეა ხაზი გასმული.

70-იანი წლებიდან შედარებით პრობლემური ხდება დაქირავებული მუშახელი, ადამიანების


დიდ ნაწილს მუშად, მძღოლად და სხვა მსგავს სამუშაოზე აღარ უნდა მუშაობა. ამიტომ,
პლაკატებზე ახალი სააგიტაციო მესიჯები ჩნდება „ გმირ მუშათა კლასზე“ და
სოციალისტური სახელმწიფოს მშენებლობაში მათ ავანგარდში ყოფნაზე.

„ თბილისში იყო ასეთი პროექტი, რამდენიმე წელი ავტობუსის მძღოლად ან რომელიმე


ინდუსტრიაში მუშად თუ იმუშავებდი, მერე თბილისში გაძლევდნენ ბინას. ანუ
სტიმულირება ხდებოდა მომავალში მიღებული სარგებლით. ურბანული სივრცის გარეთ
მცხორვრები ადამიანებისთვის ეს კარგი შეთავაზება იყო, რადგან ისინი იქ ვერ ახერხებდნენ
კაპიტალის დაგროვებას და ეს იყო მათთვის შანსი, ცხორვება მოეწყოთ, თუკი ამ გზას
გაივლიდნენ.“- აღნიშნავას დათო ჯიშკარიანი.

1980-იანი წლების დასაწყისიდან განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით სპორტული


მოვლენების, ახალგაზრდული ღონისძიბებებისა და სახალო დღესასწაულების შესახებ
პსტერებს. აქტიურად მიდის მოსახლეობაში სპორტული ცხოვრების სტილის, უფრო
ზუსტად კი, როგორც მაშინ ეძახდნენ, „ ფიზკულტურის“ პოპულარიზაციაც.

ერთ-ერთი თემა, რასაც 50-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პერიოდში


ფიგურირებს, დაზღვევაა. სახლემწიფო მოსახლეობას სთავაზობდა სიცოცხლის, სახლის,
სატრანსპორტო საშუალებებისა და საოჯახო ქონების დაზღვევას. თუმცა, როგორც ამბობენ,
ამას უფრო ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ძირითადი მოტივი ბიუჯეტში ფინანსების
აკუმულირება იყო. მოქალაქეები კი, იმდენად მიზერულ თანხას იხდიდნენ, ამაზე ბევრს არც
ფიქრობდნენ და ხშირად ავიწყდებოდათ კიდეც ეს ამბავი.

გურამი:

„კარგად მახოსვს, 1967 წელს, როცა სწავლა დავიწყე თბილისის სახელმწიფო


უნივერსიტეტში, ერთი თუ ორი თვის შემდეგ ჩვენ ყველანი დაგვაზღიეს. ახლა როგორც
ვხვდები, ეს იყო სიცოცხლის დაზღვევა. რაღაც მინიმალური თანხა გადავიხადეთ და
დავეზღვიეთ. პირობა ასეთი იყო: ვინც დაამთავრებდა უნივერსიტეტს და ცოცხალი
იქნებოდა, რაღაც თანხას მიიღებდა. თუ გარდაიცვლებოდა, მაშინაც გარკვეულ თანხას
მიიღებდა ოჯახი. მერე მე მოსკოვში წავედი და იქ გავაგრძელე სწავლა, შესაბამისად ეს
დაზღვევაც ალბათ სადღაც გაქრა, აღარც დავინეტერსებულვარ. მაგრამ დიდი ხნის მერე,
უკვე როცა საბჭოთა კავშირი აღარ იყო და მე თავად დავიწყე დაზღევვაში მუშაობა,
გამახსენდა ეს ამბავი. ძალიან დავინტერესდი და ვისაც ვხვდებოდი, თანაკურსელებს, ყველას
ვეკითხებოდი, რამე მიიღეს თუ არა. არავის არაფერი ახსოვდა. იმ წლებში სამი ადამიანი
გარდაიცვალა უნივერსიტეტში და არც ამ გარდაცვილებზე იცოდნენ რამე. 100 პროცენტით
თავს ვერ დავდებ, მაგრამ სავარაუდოდ არავის არაფერი აუღია.

მეორე შემთხვევა იყო, როცა სახლში მოვედი და დამხვდა ამბავი, რომ აგენტი ყოფილა
მოსული და ჩემებს სახლის დაზღვევის რაღაც პოლისი შეუძენიათ. დიდი ფული არ
გადაუხდიათ, ალბათ 3 თუ 5 მანეთი ერთჯერადად, მაგრამ როგორც დაზღვევა, ეს იყო
სრული უაზრობა: უნდა მომხდარიყო ხანძარი ამ ხანძრის დროს არაფერი იყო
დაფარული,გარდა ბეტონის კედლებისა. ანუ კედლები უნდა დამდნარიყო, რომ
აენაზღაურებინათ.“.

„ამ პოსტერებით რონ ვისმჯელოთ დღევადნელი გადასახედიდან, დაზღვევა საბჭოთა


კავშირში იყო ძალინ განვითარებული, ყველა სახეობაა წარმოდგენილი, ის სახეობებიც კი,
რომლებიც პოსტ საბჭოურ ქვეყნებში ბევრს არც დასიზმრებია. მაგალითად დღეს სიცოცხლის
დაზღვევა, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. მაგრამ ეს ყველაფერი
განვითარებული იყო ქაღალდზე. რეალურად კი, ეს იყო ფულის კეთების გადასარევი
საშუალება, ოღონდ საბჭოური ფულის კეთების, არა დღევადნელი ყაიდის. ბევრ ხალხს
ართმევდნენ ძალიან ცოტა ფულს, ტყუილად და ამ ბევრისგან მიღებული ფულით საკმაოდ
დიდი ბრუნვები ჰქონდათ. საბჭოთა კავშირი, რომ დაიშალა, აქაურ სახ. დაზღევვას
აღმაოჩნდა უაღრესად განშტოებული და კარგად განვითარებული ქსელი, რომელიც არ
დასიზმრებია არცერთ დღევადნელ სადაზღვევო კომპანიას. ქსელი ჰქონდათ ყოველი
სოფლის ყოველ სახლში. ტიპი იყო, ვინც კრეფავდა ამ ფულს, ფულის აკრეფვა ერქვა ამას. ეს
თანხა შემდეგ ბიუჯეტში მიდიოდა, საიდანაც ალბათ იპარავდნენ კიდეც, მაგრამ ეს საბჭოთა
კავშირი ჩვეულებრივი მოვლენა იყო- თითქმის ყველა ყველგან იპარავდა.“

You might also like