ფინალურები ცივილიზაცია 1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 36

● მილანის ედიქტი.

რომის დასავლეთის ნაწილის იმპერატორმა კონსტანტინემ და აღმოსავლეთის


ნაწილის იმპერატორმა ლიცინიუსმა მილანის ედიქტს 313 წელს მოაწერეს
ხელი, რომლის მიხედვითაც შეწყდა ქრისტიანების დევნა და ქრისტიანულმა
რელიგიამ წარმართული რელიგიის თანაბარი უფლებები მიიღო, რითაც ის
რომის იმპერიაში ოფიციალურად ნებადართულ რელიგიად იქცა.

● მონოფიზიტობა და დიოფიზიტობა
მონოფიზიტობა - არ ცნობს ქრისტეში , როგორც ღმერთში, ორი ბუნების
არსებობას. ამ ცნების მიხედვით ქრისტეს ორი ბუნება გააჩნია შერწყმამდე,
ხოლო შერწყმის შემდეგ ის მხოლოდ ღვთაებრივი ბუნების მატარებელი იყო.
მონიფიზიტობაა ნიშნავს ერთბუნებოვნებას. დიოფიზიტობა კი ნიშნავს
ორბუნებოვანებას, რომლის მიხედვითაც ქრისტეში თანაბრად აღიარებულია
ორი ბუნება - ღვთაებრივი და ადამიანური.

● მარტინ ლუთერი
დაიბადა საქსონიის ქალაქ აისლებენში. 1505 წელს დაასრულა ერფურტის
უნივერსიტეტი ხელოვნების მაგისტრის ხარისხით. იმავე წელს ბერად
აღიკვეცა ერფურტის ავგუსტინიანთა მონასტერში. ის გახდა რეფორმაციის
სულის ჩამდგმელი გერმანიაში. ლუთერი იბრძოდა რომის პაპის მიერ
სანქცირებული ინდულგენციების წინააღმდეგ. ამიტომ 1517 წელს მან
ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი ცნობილი „95 თეზიში“ ,
კარლოს V ის მიერ მოწვეულმა რაიხსტაგმა ლუთერი ერეტიკოსად
გამოაცხადა.
● 95 თეზისი
ის მარტინ ლუთერმა წარადგინა რომის პაპის წინააღმდეგ. ამით ლუთერი
ამბობდა, რომ სამუდამოდ შეჩვენებულია ის ვინც, ფიქრობს, რომ საკუთარ
ცოდვებს ინდულგენციების საშუალებით გამოისყიდის. განსაკუთრებით
უნდა ვერიდოთ იმათ, ვინც იძახის, რომ ინდულგენცია არის ფასდაუდებელი
ღვთიური ნიჭი, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ურიგდება ღმერთს. ქრისტესა
და პაპის მტრები არიან ისინი, ვინც ინდულგენციების ქადაგების გზით
სავსებით ახშობს ღვთის სიტყვას ეკლესიაში.

● ჰენრი VIII
XVI საუკინე ინგლისში აბსოლუტიზმის ხანაა. აბსოლუტური
ხელისუფლებისაკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა
ტიუდორთა დინასტიის ახალმა, რიგით მეორე მეფე - ჰენრი VIII - მ. იყო
ინგლისის ეკლესიის რეფორმა , რომელიც რომის პაპის მმართველობისგან
ინგლისის ეკლესიის გამოყვანას გულისხმობდა. რეფორმის დაწყების საბაბად
რომის პაპის მიერ ჰენრი VIII - სთვის განქორწინებაზე უარის თქმა იქცა. ამის
პასუხად ინგლისის პარლამენტმა 1534 წელს ინგლისის ეკლესიის რომის პაპის
დაქვემდებარებიდან გამოსვლა გამოაცხადა, ამავე აქტით, ინგლისი ეკლესიის
ადგილობრივ „პაპად“ ინგლისის მეფე ჰენრი VIII გამოცხადდა, რამაც
მოგვიანებით მას არნახული სიმდიდრე მოუტანა.

● ქრემატული საქმიანობა
არისტოტელე გამოყოფდა ორი ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას : პირველს,
საკუთრივ ეკონომიკას ადამიანის იმ ტიპის საქმიანობას უწოდებდა, რომელიც
ქვეყნის კეთილდღეობისაკენაა მიმართული, რომელსაც ის დადებითად
აფასებდა, თუმცა ის გმობდა მეურნეობის ორგანიზაციების ისეთ ფორმას ,
რომლის მიზანი იყო სიმდიდრის დაგროვება. ასეთ საქმიანობას ის
ეკონომიკისაგან განასხვავებდა და ქრემატულს უწოდებდა. ტიპურ ქრემატულ
საქმიანობად არისტოტელეს მევახშეობა მიაჩნდა.მის განსაკუთრებულ
გულისწყორმას პროცენტი იწვევდა, რომელსაც ის შემოსავლის მიღების
ყველაზე არაბუნებრივ ფორმად მიიჩნევდა. არისტოტელეს აზრით, მევახშე
პროცენტს ითვისებდა , ვინაიდან არ იყო მისი შემქმნელი რაც მისთვის
დაუშვებელი და ამორალი იყო.

● მერკანტილიზმი
XVI-XVIII საუკუნეების ევროპის სავაჭრო ბურჟუაზიის ეკონომიკური
მოძღვრება და პოლიტიკა, მისი არსი შემდგომში მდგომარეობდა:
სახელმწიფოს უნდა ეცადა შეტანილ საქონელზე მეტად ბევრი გაეტანა
საექსპორტოდ და იმპორტთან შედარებით ჭარბი ექსპორტიდან ამონაგები
ოქრო-ვერცხლი დაეგროვებინა ხაზინაში, რაც სახელმწიფოს მოუტანდა
სიმდიდრესა და სიკეთეს.

● პროტექციონიზმი
მისი ფუძემდებელია თომას მანი . პროტექციონიზმი, როგორც ეკონომიკური
პოლიტიკა ეროვნული ეკონომიკის მფარველობას „პროტექციას“
გულისხმობს.მისი მიზანი იყო იმპორტის შეზღუდვა და ექსპორტის
ხელშეწყობა. ამისთვის იმპორტულ საქონელზე საბაჟო გადასახადი მაღალი
გახდა , ექსპორტზე დაბალი ფასები და შეღავათები.

● ფიზიოკრატიზმი
XVIII- ის II ნახევრიდან გაბატონებულ ეკონომიკურ დოქტრინად
ფიზიოკრატიზმი იქცა. მერკანტილიზმისაგან განსხვავებით ფიზიოკრატები
ნაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ საერთაშორისო ვაჭრობას.
ფიზიოკრატები ვერც ექსპორტში და ვერც იმპორტში მოგებას ვერ ხედავდნენ,
მათი აზრით ვაჭრობა თანაბარი ღირებულებების ერთეულების გაცვლას
წარმოადგენს და შესაბამისად, ვაჭრობით სიმდიდრის დაგროვება
შეუძლებელია, მათ ძირითადად საქონლის წარმოება აინტერესებდათ და არა
საქონლის გაცვლა.ფიზიოკრატები ქვეყნის სიმდიდრის განმსაზღვრელ
ძრითად ფაქტორებად ბუნებრივ რესურსებს და სასოფლო-სამეურნეო
საქმიანობაში ჩართულ ადამიანურ რესურსს - შრომას მიიჩნევდნენ.

● დევიდ რიკარდო

კლასიკური პოლიტიკური ეკონომიკის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი


ნაშრომებით მიიღო პოლიტიკურმა ეკონომიკამ მეცნიერების სახე. მან
დაასაბუთა, რომ არ არის აუცილებელი ქვეყნებს ერთმანეთს შორის ჰქონდეთ
აბსოლუტური უპირატესობა რაიმე პროდუქტის წარმოებაში. ის პირველი იყო,
ვინც თქვა, რომ ფულის მიმოქცევის მდგომარეობა უმთავრესია ეკონომიკაში
და მისი უზრუნველყოფა მხოლოდ ოქროთი შეიძლება, ასევე მან თქვა, რომ
სასურველი იქნებოდა ოქროს შეცვლა ქაღალდის ბანკნოტებით.

● თომას მალთუსი
მან განავითარა დევიდ რიკარდოს წარმოდგენები. ის ამტკიცებდა, რომ
დედამიწაზე მოსახლეობა მატულობდა გეომეტრიული პროგრესიით ისეთ
დროს, როდესაც რესურსები მატულობს არითმეტიკული პროგრესიით,
ამიტომ მოსახლეობა უფრო ჩქარა მრავლდება ვიდრე პროდუქციას შეუძლია
მოიმატოს. ამის გამო, მიუხედავად მოსახლეობის პერიოდული გამოხშირვისა,
რაც ომს შიმშილობას და სხვადასხვა ეპიდემიებს მოაქვს, კლებადი უკუგების
კანონის თანახმად, მოსახლეობას შიმშლით სიკვდილი ელოდება, ანუ
ადამიანის გამრავლების უნარს ზღვარს უდებს პროდუქტის საზღვრული
რაოდენობა.
● ჯონ მეინარდ კეინსი
მან უდიდესი წვლილი შეიტანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის
დაარსებაში. მისი მოძღვრება წარმოიშვა, როგორც ეკონომიკურ-კულტურული
თეორიის პასუხი აშშ-ის დიდ დეპრესიაზე. მისი მოწინააღმდეგეები კი
ამბობენ, რომ საბოლოოდ საბაზრო ძალები გრძელვადიან პერსპექტივაში
ყველაფერს დაარეგულირებდნენ, რაზეც კეინსი პასუხობდა, რომ
გრძელვადიან პერსპექტივაში ყველა ჩვენგანი მოკვდება.

● თავისუფლების დიდი ქარტია


მეფე ჯონ უმიწაწყლომ არ ისურვა ტრადიციული სამართლის მორჩილება,
სამეფოს დიდებულებმა, რომლებსაც მოქალაქეები შეუერთდნენ აიძულეს მეფე
მიეღო თავისუფლების დიდი ქარტია და დაედო ფიცი, მალე ჯონმა უარი
განაცხადა ქარტიის პირობების შესრულებაზე და საქმე კინაღამ სამოქალაქო
ომამდე მივიდა, მაგრამ მეფის მოულოდნემა სიკვდილმა და მისი მემკვიდრის
თანხმობამ ქარტიაზე იხსნა ქვეყანა არეულობისაგან. ქარტია გულისხმობდა,
რომ არ შეიძლებოდა გადასახადების შემოღება ან გაუქმება სახელმწიფოს
საბჭოს თანხმობის გარეშე, ასევე არ შეიძლებოდა თავისუფალი
ინგლისელებისათვის ქონების ჩამორთმევა, მისი ციხეში ჩასმა ან ქვეყნიდან
გაძევება.

● პერიკლე
ის იყო V ს-ში ათენის არქონტი. გააუქმა არეოპაგი, იგივე უხუცესთა საბჭო და
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მთლიანად გადასცა სახალხო კრებას.
გააუქმა ქონებრივი ცენზი და დააწერსა გასამრჯელო. მის პერიოდში იქცა
ათენი ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მან შემოიღო მოქალაქეობა.
მოქალაქედ ითვლებოდა ის, ვისაც ორივე მშობელი ათენელი ჰყავდა.
ხელისუფლების წყარო გახდა ხალხი. დამკვიდრდა ხელისუფლების
არჩევითობის პრინციპი.

● ერთა ლიგა
I მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ფიქრი ისეთი ორგანიზაციების შექმნაზე,
რომელიც მსოფლიოს შემდგომ ომებს ააცდენდა თავიდან. ასეთი ტიპის
გაერთიანება იყო ერთა ლიგა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ვუდრო
ვილსონის ინიციატივით დაარსდა.

● ევროკავშირი
II მსოფლიო ომის შემდგომ საჭირო გახდა კიდევ ერთი ორგანიზაციის შექმნა.
ეს იყო ევროკავშირი, რომელიც ევროპულიქვეყნების საკითხისა
მოსაგვარებლად შეიქმნა. მას საფუძველი ჩაუყარა ქვანახშირის და ფოლადის
ევროპულმა გაერთიანებამ, 1957 წელი ითვლება მისი დაარსების თარიღად,
ხელი მოეწერა რომში.

● ადათობრივი სამართალი
ისტორიის ხანგრძლივ პერიოდში საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მხარეს
- სათემო მართვა-გამგებლობას, საოჯახო ურთიერთობებს, თემის წევრებს
შორის კონფლიქტებს ადათობრივი სამართალი აწესრიგებდა. „ადათ“
არაბული სიტყვაა და ჩვეულებას ნიშნავს. ამიტომ ქართულში ადათობრივი
სამართლის მნიშვნელობით თანდათანობით ტერმინი ჩვეულებითი
სამართალი დამკვიდრდა. ადთი-ჩვევა ისეთი დაუწერელი სამართლებრივი
ნორმაა, რომელმაც, ხანგრძლივი და მრავალგზის გამოყენების შედეგად,
საზოგადოებაში სავალდებულო ძალა მოიპოვა.
● დრაკონი
ათენის პირველ კანონმდებელად ითვლება. მან თავისი კანონები ათენის
ქალაქ-სახელმწიფოებისთვის შექმნა. მისმა კანონებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია,
თუმცა ძველი ბერძენი სწავლულების გადმოცემით, ეს კანონები ისეთი მკაცრი
იყო რომ თითქმის ყოველგვარი დანაშაული სიკვდილით დასჯას
ითვალიწინებდა.

● ხამურაბი
კანონთა პირველი კრებული, რომელმაც სრული სახით დღემდე მოაღწია
ბაბილონის მეფის ხამურაბის მიერ. კანონი აწესრიგებს სამოქალაქო და
სისხლის სამართლის ისეთ მხარეებს, როგორიცაა საკუთრება და მისი დაცვა,
მემკვიდრეობის გადაცემა, მკვლელობა, სესხის აღება და სხვა. კოდექსი სულ
282 მუხლისაგან შედგება. ხამურაბის კანონები თითქმის ათ საუკუნეზე
მეტხანს მოქმედებდა.

● ტალიონის პრინციპი
ტალიონის პრინციპის მიხედვით დამნაშავეს უნდა მიადგეს იმავე სახის
სასჯელი, რა სახითაც ის გაუსწორდა მის მსხვერპლს .

● ჟან ბოდენი
აბსოლუტური მონარქიის ერთ-ერთ უმთავრეს იდეოლოგად ფრანგი
სწავლული და პოლიტიკური მოღვაწე ჟან ბოდენი ითვლება. ის განიხილავს
დემოკრატიას, არისტოკრატიას და მონარქიას. ამ ფორმებს შორის ის უნაკლოდ
აბსოლუტურ მონარქიას მიიჩნევს. აბსოლუტური მონარქი, მისი აზრით, გარე
ხელისუფლებისაგან სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოს მმართველი -
სუვერენია, რომელიც მხოლოდ ხალხისთვის საერთო ღვთიურ და ბუნებრივ
კანონებს ემორჩილება.

● შარლ ლუი მონტესკიე


ფრანგი განმანათლებლობის ერთ-ერთ ფუძემდებლად შარლ ლუი მონტესკიე
მიიჩნევა. მას ეკუთვნის „კანონთა გონი“, სადაც ის მეცნიერულად აშუქებს
სხვადასხვა ქვეყანაში კანონისა და კანონმდებლობის წარმოშობა -
განვითარებას. მონტესკიეს იდეალურად ისეთი საზოგადოებრივი წყობა
მიაჩნია, რომელიც იცავს, როგორც დემოკრატიის, ისე არისტოკრატიის
უფლებებს. ის ანსხვავებს ღვთაების, ბუნებისა და საზოგადოების კანონებს.
მონტესკიე თვლიდა რომ სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი
ორგანოები ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში
ის დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის.

● ზიკურათი
მრავალსაფეხურიანი საკულტო დანიშნულების შენობა ძველ შუამდინარეთში.
ის აგებული იყო გამოუწვავი აგურისაგან, ალიზისგან და გარედან მოჭიქული
ფილებით იყო შემკული. ზიკურათები აგებული იყო რომელიმე ღვთაების
საპატივსაცემოდ, თუმცა ხშირად მათ ეკონომიკური დანიშნულებაც ჰქონდათ.

● ნაბუქოდონოსორ II
ახალი ბაბილონის მეფე ძვ.წ 605-552 წლებში. ბიბლიის თანახმად, მან დაიპყრო
იუდეა და იერუსალიმი, საიდანაც გადაასახლა ებრაელები. მას მიეწერება
ბაბილონის დაკიდებული ბაღების აშენება და სოლომონის ტაძრის დანგრევა.
იგი მოხსენიებულია დანიელ წინასწარმეტყველისა და ბიბლიის რამდენიმე
წიგნში.
● კრეტა
კრეტას სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს ძვ.წ XVIII-XVI სს. მიაღწია.
კრეტელებს ამ საუკუნეებში ძლიერი სახმელეთო არმია ჰყავდათ, რომელშიც
დიდ როლს საბრძოლო ეტლები ასრულებდნენ. კრეტელებს სახელი,
განსაკუთრებით, ძლიერმა ფლოტმა გაუთქვა, რომლის მეშვეობით ეს
სახელმწიფო, ვულკანის მიერ მის განადგურებამდე, პირველობდა ხმელთაშუა
ზღვაში.

● მიკენი
ძვ.წ II ათასწლეულის I ნახევარში ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ძველმა
ბერძნებმა საზღვაო ქალაქ-სახელმწიფოები: მიკენი, კორინთო, პილოსი და სხვა
დააარსეს. ამ ეპოქაში ძველი საბერძნეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს
ბერძენთა აქეური ტომები შეადგენდნენ, ქალაქ-სახელმწიფოებს შორის კი
მიკიენის ქალაქ-სახელმწიფო პირველობდა, ამიტომ საბერძნეთის ისტორიის
ამ უძველეს პერიოდს აქეური საბერძნეთის ხანას, ან კიდევ მიკენურ
საბერძნეთს უწოდებდნენ. მიკენელ ბერძენთა სავაჭრო ინტერესები ტროას
ქალაქ-სახელმწიფოს ინტერესბს შეეჯახა. დაიწყო ბრძოლა. 10წლიანი ალყის
შემდეგ, ომი ბერძნების მიერ ტროას აღებითა და მისი განადგურებით
დასრულდა. ამ გამარჯვებამ ძველ ბერძნებს თავისუფალი ზღვაოსნობის
უფლება და საზღვაო-სავაჭრო პოტენციალის არნახული შესაძლებლობა
მისცა. თუმცა ქვეყანას მალევე შემოესია ჩრდილოეთიდან დორიული ტომები.
მათ შეძლეს და დაიკავეს საბერძნეთის დიდი ნაწილი და ქალაქ-
სახელმწიფოები გაანადგურეს. ასე დამთავრდა ძველი საბერძნეთის
ადრეანტიკური ისტორიის პირველი, აქეური პერიოდი.

● კიმერიელები და სკვითები
ისინი თავიანთი ცხოვრების წესით წინა აზიის ბინადარი ხალხებისაგან ძალზე
განსხვავდებოდნენ: არც სახნავ-სათესები გააჩნდათ და არც მკვირდრი
სამოსახლოები. მათი „სახლები“ გადახურული ოთხთვალები იყო. მათ არც
ქალაქები და არც სახელმწიფოებრიობა ჰქონდათ, არც დამწერლობას
იყენებდნენ, ამიტომ ისინი წინა აზიის ბინადარი ხალხის თვალში ველურებად
გამოიყურებოდნენ, თუმცა როგორც სკვითურმა ყორღანულმა გათხრებმა
აჩვენა ისინი მშვენიერი ხელოსნები იყვნენ. მათი დიდი სიმდიდრისა და
პოტენციალის მიუხედავად, მომთაბარე-მესაქონლეთა მომავალი მაინც
ისტორიის მიერ განსაზღვრული იყო - ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა და მათ
მიერ დაპყრობილ მიწათმოქმედ მოსახლეობასთან ასიმილირება.

● სენიორი,ვასალი,ყმა
ყმას პატრონის მიმართ თავგამოდებით სამსახური ევალებოდა. ის
პატრონისათვის სიკვდილსაც კი არ უნდა მორიდებოდა, პატრონი კი, მოვალე
იყო ასეთი კეთილად ნამსახურევი ყმა წყალობით აევსო, ანუ ნიჭი ებოძებინა.
აქედან მოდის ქართული სიტყვა მინიჭება. თუკი პატრონს დაავიწყდებოდა
ყმის დამსახურება, შეეძლო ის პატრონისათვის შეეხსენებინა და სანაცვლოდ
მიწა, მამული ან სხვა რამ მოეთხოვა. პატრონთან მისვლა აუცილებელად
ძღვენის მირთმევასაც გულიხმობდა. გადატრიალება მიწათმფლობელობაში
ფრანკთა მაიორდომ კარლოს მარტელის სახელს უკავშირდება, რომელმაც
მეფის მიერ სამხედრო სამსახურისათვის გასამჯელოდ ბოძებული მიწების
ნაჩუქრობა დროებით ფლობელობად შეცვალა. ასეთ სამხედრო საჩუქარს
ბენეფიციუმი ეწოდებოდა, ხოლო მემკვიდრეობით გადაცემულ ბენეფიციუმს -
ფეოდი. მის გამცემს სენიორი ეწოდებოდა ხოლო მიმღებს-ვასალი. სენიორის
მიერ ვასალისათვის მიწის გადაცემის წესიც კი არსებობდა. ვასალი
ვალდებული იყო ყოველწლიურად გარკვეული დროით სენიორის სამხედრო
სამსახურში ყოფილიყო.

● მანუფაქტურა
შუა საუკუნეების ევროპაში, რომელიც კაპიტალიზმის წინამორბედი ეპოქაა
ყველაზე გავცელებული იყო ცენტრალური მანუფაქტურები, სადაც
ორგანიზატორები ხშირ შემთხვევაში ყოფილი ამქრების ოსტატები იყვნენ.
ასეთ მანუფაქტურებში არსებობდა შრომის დანაწილება. თითოეული მუშა
დახელოვნებული იყო ამა თუ იმ ოპერაციის შესრულეაში, რაც ზრდიდა
შრომის ნაყოფიერებას, მთელი მუშაობა კი ერთ შენობაში, ან ოსტატის
ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა. მუშების ერთ შენობაში თავმოყრა და
შრომის დანაწილება ტექნოლოგიის და შრომის იარაღის სრულყოფის დიდ
შესაძლებლობებს იძლეოდა.

● შავი და თეთრი სამღვდელოება


შუა საუკუნეების ფეოდალურ ხანაში სამღვდელოებაშიც პრივილეგიებზე
დამყარებული მტკიცე იერარქია სუფევდა. უპირველეს ყოვლისა
ერთმანეთისგან განსხვავდებოდა ე.წ. შავი სამღვდელობა ბერ-მონაზვნები და
მათი ორდენები, რომლებიც ყოველდღიურ ყოფას გარიდებულები,
განცალკევებულ თემებად ცხოვრობდნენ და თეთრი სამღვდელოება, რომელიც
უშუალოდ იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. შუა საუკუნეების
დასაწყისში შავ სამღვდელოებას უფრო დიდი პატივი ერგო, რაც
საზოგადოების ასკეტური ცხოვრებიდან გამომდინარეობდა, ხოლო ასკეტური
ცხოვრების შესუსტებამ და ფუფუნებისადმი მეტი ინტერესის გაჩენამ თეთრი
სამღვდელოების სტატუსი აამაღლა მოსახლეობაში.

● სერაპიონ ზარზმელი
შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა ე.წ. ტყეების გაკაფვისა და მანამდე
დაუმუშავებელი მიწების ათვისების ტენდენცია, რომელიც დაუსახლებელ
ადგილებში ეკლესია-მონასტრებისა და სასულიერო კერიების დაარსებას
ემსახურებოდა, ამიტომაც ეს ყოველივე რელიგიური ორდენების თაოსნობითა
და შემწეობით ხდებოდა. XI საუკუნეებში დაარსებული ეს ორდენი უკიდურეს
ასკეტიზმს და გარე სამყაროსგან სრულ გამიჯვნას ქადაგებდა. იგივე
პროცესებს ჰქონდა ადგილი საქართველოში VIII-IX საუკუნეებში, როდესაც
ჯერ სერაპიონ ზარზმელისა და შემდეგ გრიგოლ ხანძთელის მეთაურობით
აღმოსვლეთ საქართველოს მოსახლეობა ტაო-კლარჯეთის ასათვისებლად
დაიძრა. სერაპიონი სამცხეში ზარზმის მონასტრის დამაარსებელი და პირველი
წინამძღვარია, რომელიც საქართველოს მართლმადიდებურმა ეკლესიამ
წმინდანად შერაცხა.

● ქრისტეფორე კოლუმბი
ქრისტეფორე კოლუმბი იტალიელი მეზღვაურ-მკვლევარი იყო ესპანეთის
სამსახურში, ვინაიდან მის თავდაპირველ წინადადებას ექსპედიციის თაობაზე
პორტუგალიელებმა უარი უთხრეს, ქრისტეფორემ დასახმარებლად ესპანეთის
მონარქებს მიმართა, რომლებმაც დიდხნიანი ყოყმანის შემდეგ აღუჭურვეს მას
გემები და მისცეს საშუალება ამერიკა აღმოეჩინა. თავად კოლუმბი თვლიდა,
რომ ინდოეთი იპოვა ამიტომაც ადგილობრივ მოსახლეობას ინდოელები
უწოდა. მისმა აღმოჩენამ 1492 წელს ნამდვილად აქცია ესპანეთი ევროპის ერთ-
ერთ უმდიდრეს ქვეყანად, თავად კოლუმბი კი ისტორიის ფურცლებზე
„ახალი სამყაროს“ აღმომჩენთა სიას მიაკუთვნა.

● ოლივერ კრომველი
1642 წელს ინგლისში დაიწყო სამოქალაქო ომი მეფესა და პარლამენტს შორის.
ომი ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა იქამე, სანამ თემთა პალატის
წევრი ოლივერ კრომველი შექმნიდა ისეთ რაზმს, რომელიც დაეფუძნებოდა
პურიტანულ იდეოლოგიას და დაემორჩილებოდა მკაცრ დისციპლინას. მან
დაამარცხა მეფის მომხრე როიალისტები და თავად მოვიდა ხელისუფლებაში
ლორდ-პროტექტორის ტიტულით. ოლივერის მოკლე მაგრამ ძალიან
ნაყოფიერი მოღვაწეობა წაადგა ინგლისის ევროპულ სახელმწიფოთაშორის
კიდევ უფრო ამაღლებას. მიუხედავად იმისა, რომ მან უარი განაცხადა სამეფო
გვირგვინზე, ის რეალურად ფლობდა მეფეზე მეტ ძალაუფელბას.

● ბასტილიის აღება
საფრანგეთში რევოლუცია ვერსალში დაიწყო. სადავო კენჭისყრა და სხდომის
ჩატარების წესი გახდა. თითოეულ წოდებას ერთი ხმის უფლება ჰქონდა და ეს
ვრცელდებოდა მესამე წოდებაზეც, რომელიც მოსახლეობის 96 %-ს
წარმოადგენდა. მესამე წოდების წარმომადგენლება სამივე წოდების საერთო
სხდომის გამართვა და გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღება
მოითხოვეს რაზეც მეფემ სასტიკი უარი განაცხადა. მესამე წოდების
წარმომადგენლება თავი „ეროვნულ კრებად“ გამოაცხადეს. მათ შეუერთდნენ
დანარჩენი ორი წოდების წარმომადგენლებიც. 1789 წლის 14 ივლისს
შეიარაღებული ხალხის მასამ იერიში მიიტანა მეფის აბსოლუტური
ხელისუფლების სიმბოლოდ ქცეულ ბასტილიის ციხეზე. ციხის აღება
რეალურად ადვილი იყო, ვინაიდან ის დაცულ ნაგებობას არ წარმოადგენდა,
მაგრამ მას სიმბოლური დანიშნულება ჰქონდა. ამ სიმბოლური რევოლუციური
აქტით დაიწყო საფრანგეთის დიდი ბურჟუაზიული რევოლუცია.

● იაკობინელები და ჟირონდისტები
1791 წელს მუშაობას შეუდგა ახალი კანონის საფუძველზე არჩეული
ეროვნული კრება, რომელსაც ამჯერად „საკანონმდებლო კრება“ ეწოდა. მასში
უმრავლესობას კონსტიტუციური მონარქიის მომხრე ფეიანები შეადგენდნენ.
მათი მთავარი მოწინააღმდეგე იყო დეპუტათა მცირე ჯგუფი - ჟირონდისტები.
ისინი სულ უფრო მეტად იხრებოდნენ რესპუბლიკური წყობის დამყარებისკენ.
უკიდურეს მემარცხენე ოპოზიციას იკავებდა რობესპიერის მომხრე
იაკობინელთა მეტად მცირერიცხოვანიჯგუფი. ამ დეპუტატებს
მონტანიარებსაც (მთიელებს) უწოდებდნენ, რადგან ისინი ჩვეულებრივ,
საკანონმდებლო დარბაზში ამფითეატრის ბოლო იარუსის სკამებზე ისხდნენ.

● ლუი XVI
ლუი XVI დე ბურბონი საფრანგეთის უკანასკნელი აბსოლუტური მონარქი
იყო, რომელმაც ქვეყანა საკუთარი ინტერესების გადამეტებით რევოლუციამდე
მიიყვანა. გაუმართლებლად დიდი თანხები იხარჯებოდა სამეფო კარისა და
სამეფო ოჯახის ზღვარს გადასული ფუფუნების უზრუნველსაყოფად. ამასთან
ერთად მეფის პერიოდში პირველი და მეორე წოდების წარმომადგენლები
თავისუფალნი იყვნენ გადასახადებისგან. მინისტრების მცდელობების
მიუხედავად მეფე არ აპირებდა მისი რეჟიმის დასაყრდენის, ორი
წარჩინებული წოდების პრივილეგიების ხელყოფას. თუმცა მალე ქვეყანა
კრიზისში აღმოჩნდა, რამაც მეფე აიძულა დათნხმებულიყო გენერალური
შტატების მოწვევას. პირველივე სხდომა კონფლიქტით დაიწყო, რასაც მოჰყვა
შეიარაღებული ხალხის ქუჩაში გამოსვლა და მათ მიერ ბასტილიის ციხის
აღება. ხოლო თავად მეფის ხელისუფლება ჯერ 1791 წელს მიღებული
კონსტიტუციით შუიზღუდა, ხოლო 1793 წელს კი ლუის გილიოტინაზე
აყვანით დაემხო ბურბონთა მონარქია საფრანგეთში.

● ნაპოლეონ ბონაპარტი
საფრანგეთი ბურჟუაზიულ რევოლუციას კონტრრევოლუცია მოჰყვებოდა და
ქვეყანა ხან რესპუბლიკად ცხადდებოდა, ხან კვლავ ბურბონთა დინასტია
ადიოდა ტახტზე. ამავე შუალედში საფრანგეთი რამდენჯერმე იმპერიადაც
გამოცხადდა, როცა ხელიცუფლება ახალგაზრდა გენერალმა ნაპოლეონ
ბონაპარტმა ჩაიგდო. XVIII ს -ის ბოლოს არსებულმა არეულობებმა აჩვენა, რომ
მისი მერყევი პოლიტიკით ვერ უმკლავდებოდა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.
1799 წელს ნაპოლეონმა მოულოდნელად მიატოვა თავისი არმია ეგვიპტეში და
პარიზში ჩამოვიდა, სადაც ჩაერთო სახელმწიფო გადატრიალებაში.
ხელისუფლება სამი კონსულის, ფაქტობრივად კი „პირველი კონსულის„ -
ნაპოლეონის ხელში გადავიდა.

● ჩარტიზმი
მუშათა პირველი გამოსვლები, რომლებიც მათი პოლიტიკური უფლებების
მოპოვებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ იყო
მიმართული, ინგლისში დაიწყო, ვინაიდან ინგლისი ყველას უსწერბდა
მსხვილი საწარმოების რაოდენობით. მუშათა თვითშეგნების ზრდას
მასობრივი პოლიტიკური მოძრაობა მოჰყვა, რომელიც მსოფლიოში
ჩარტიზმის სახელითაა ცნობილი. 1836 წელს მოწინავე მუშათა და ხელოსანთა
ჯგუფმა შექმნა ლონდონის მუშათა ასოციაცია, რომელსაც მუშათა
მოძრაობისათვის პროგრამა უნდა შეემუშავებინა, მას „სახალხო ქარტია“
ეწოდა. ინგლისურად ქარტია „ჩარტერად“ გამოითქმის, ამიტომაც ამ
მოძრაიბას ჩარტისტული მოძრაობა ეწოდა.

● აბოლიციონისტური მოძრაობა
აბოლიციონიზმი შავკანიანების მონობის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობაა
XVIII –XIX საუკუნეების აშშ-ში. მის განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცა
შავკანიანი მონების აჯანყებებმა. მოძრაობას ფართო ეროვნული ხასიათი მიეცა
1833 წლის შემდეგ, როდესაც ამერიკაში დაარსდა მონების წინააღმდეგ
მებრძოლი საზოგადოება. აბოლიციონისტები ქმნიდნენ ორგანიზაციებს,
გაქცეულ შავკანიან მონებს ეხმარებოდნენ. აბოლიციონისტებს ბრძოლა ომის
შემდეგაც არ შეუწყვეტით. ომის შემდეგ შავკანიანთა თანასწორუფლებიანობის
მიღწევა დაისახეს მიზნად. აბოლიციონიზმმა დიდი გავლენა მოახდინა
აბრაჰამ ლინკოლნის პოლიტიკაზე.

● აბრაჰამ ლინკოლნი
აბრაჰამ ლინკოლნი იყო აშშ-ის რიგით 16 პრეზიდენტი. 1961 წლის მარტიდან
1965 წლის აპრილამდე, იქამდე სანამ ის არ იქნა მოკლული მისი
აბოლიციონისტური შეხედულებების და მონობის გაუქმების გამო ჯონ ბუთის
მიერ. ის აშშ-ის 4 მოკლულ პრეზიდენტს შორის პირველი იყო. ლინკოლნი
გამოსახულია 5 დოლარიან ბანკნოტზე. ის წარმატებით უძღვებოდა ქვეყანას
ყველაზე რთულ შიდა კრიზის პერიოდში - სამოქალაქო ომის დროსაც კი.

● ოტო ფონ ბისმარკი


ოტო ფონ ბისმარკი იყო გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის
დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი. აღსანიშნავია ის, რომ ის
უზადოდ განათლებული ადამიანი იყო. მის მიზანს გერმანიის პრუსიული
მიწების გარშემო გაერთიანება წარმოადგენდა და დაიწყო კიდევაც ამის
კეთება. ევროპულ სახელმწიფოებს შორის არსებული ყველა დაპირისპირება
გამოიყენა, რათა პრუსია-საფრანგეთის ომში ამ უკანასკნელს ვერავინ
დახმარებოდა. რომ არა ბისმარკი თანამედროვე გერმანიის სახელმწიფო არ
იარსებებდა. ის ცდილობდა არ დაეშვა საფრანგეთის ძლიერების აღორძინება.
მისი მოღვაწეობის პერიოდში შენარჩუნდა სიმშვიდე გერმანიაში.
თემები :
● რა არის ეთნოგრაფიის, ეთნოლოგიისა და
ანთროპოლოგიის შესწავლის საგანი?
ეთნოგრაფია - ორი ბერძნული სიტყვის „ეთნოს“ - ხალხი და „გრაფოს“ -
აღწერა-ს შეერთებითაა მიღებული და ხალხის აღწერას ნიშნავს. ეთნოგრაფია
შეისწავლის საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას, ადათ-წესებსა და ზნე-
ჩვეულებებს.

ეთნოლოგია - ორი ბერძნული სიტყვის „ეთნოს“-ხალხი და „ლოგოს“- ცოდნა-ს


შეერთებითაა მიღებული და ხალხთმცოდნეობას ნიშნავს. ეთნოგრაფიის
განვითარებას ეთნოლოგია წარმოადგენს. ეთნოლოგები განაზოგადებენ და
თეორიულად ამუშავებენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოპოვებულ
ეთნოგრაფიულ მასალას, ცდილობენ ამ მასალებში აღწერილი ადათ-წესების,
ზნე-ჩვეულებების, წარმომავლობისა და სხვადასხვა კულტურებთან მათი
მიმართებების დადგენას. ეთნოლოგიურ მეცნიერებაში მიღებულია ხალხების
კლასიფიკაცია შემდეგი ნიშნებით: ენობრივი, რელიგიური, რასობრივი,
გეოგრაფიული და სხვა.

ანთროპოლოგია - ორი ბერძნული სიტყვის „ანთროპოს“ - ადამიანი და


„ლოგოს“ ცოდნა-ს შეერთებითაა მიღებული და ადამიანთმცოდნეობას ნიშნავს.
განვითარდა XX-ს-ის დასაწყისიდან დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში.
განასხვავებენ: სოციალურ-კულტურულ, პოლიტიკურ და ფიზიკურ
ანთროპოლოგიას.
● როგორი იყო ადამიანის პრიმიტიული რწმენა-
წარმოდგენები მსოფლიო რელიგიების
ჩამოყალიბებამდე და როგორ აჯგიფებენ მეცნიერები
მათ?
თავდაპირველად, ადამიანის რწმენა-წარმოდგენები შედარებით მარტივ სახეს
ატარებდა. მეცნიერები ამ რწმენა-წარმოდგენებს შემდეგნაირად გამოყოფენ

1) ანიმიზმი - უსულო სამყაროს გასულიერება. პირველყოფილ ადამიანებს


სწამდათ რომ მთა, ქვა, ხე, წყალი და სხვა სულიერი იყო

2) ტოტემიზმი - ცხოველთა და ფრინველთა თაყვანისცემა. უძველეს ხანაში


ცალკეულ გვარსა თუ ტომს თავისი სათაყვანებლი ცხოველი ჰყავდა,
რომელზეც აკრძალული იყო ნადირობა, ვინაიდან მას მფარველად
მიიჩნევდნენ.

3) ფეტიშიზმი - ამა თუ იმ უსულო საგნებისადმი განსაკუთრებული ძალის


მინიჭებასა და მის გაღმერთებას ნიშნავს. ყველზე გავრცელებული
ფეტიშები იყო ამულეტები და თილისმები.

4) მაგია - რელიგიური რწმენა, რომ სხვადასხვა სახის შელოცვებს ან


შელოცვილ საგანს ადამიანის დაცვა ან ზიანის მიყენება შეუძლია.

● მაზდეანობა და იუდაიზმი
ძველი სპარსელები ცეცხლთაყვანისმცემლები იყვნენ. ამ სარწმუნოებას
სამყარო ნათელი და ბოროტი ძალების ასპარეზად წარმოედგინა. კეთილ
ძალებს სათავეში უმაღლესი ღმერთი - აჰურამაზდა ედგა. მისი სახელიდან
წარმოსდგება სარწმუნოების სახელი მაზდეანობაც. მის დამააარსებლად
ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევარში მცხოვრები ზოროასტრი ითვლება,
ამიტომ მაზდეანობას ზოროასტრიზმიც ეწოდება. მაზდეანთა წმინდა წიგნს
ავესტა ეწოდება. მაზდეანობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მითრას
კულტი.
იუდაიზმი - ეს სახელი იუდეველთა, იგივე ებრაელთა სახელიდან მოდის.
იუდეველობა ერთ-ერთი ებრაული სამეფოს იუდეას მკვიდრობას ნიშნავდა,
თუმცა მოგვიანებით ის ზოგადად ებრაელის აღმნიშვნელ სახელად იქცა.
იუდაიზმის ანუ ებრაული მონოთეისტური რელიგიის მქადაგებელია მოსე.
მოსემ ებრაელებში არა მარტო ახალი რელიგია იქადაგა, არამედ ისინი
ეგვიპტელთა ტყვეობიდანაც გამოიყვანა და სამშობლოში დააბრუნა. მოსემ
თავისი მოძღვრება, რომელიც ღმერთის მიერ იყო ნაკარნახევი, ხუთ წიგნად
ჩამოაყალიბა. მას ხუთწიგნეული ანუ ებრაულად „თორა“ ეწოდება.
იუდაიზმი ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში, იმ ხანის მსოფლიოში და
მათ შორის კავკასიაში, ფართოდ იყო გავრცელებული.

● რა განხეთქილება მოხდა ქრისტიანულ სამყაროში XI


საუკუნეში და რა იყო მისი მიზეზები და შედეგები?
ბრძოლა მიმდინარეობდა პირველობისათვის რომის პაპსა და
კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის. რომის პაპის ამბიცია რომის
საპატრიარქოს იდეოლოგიურ დოქტრინას - ცეზაროპაპიზმს ეფუძვნებოდა.
განხეთქილების საბაბი გახდა დავა სამებაში სულიწმინდის არსის შესახებ.
ბიზანტია და საერთოდ, აღმოსავლურ-ქრისტიანული ეკლესია თვლიდა,
რომ სულიწმინდა გადმოდიოდა მხოლოდ მამა ღმერთისგან. მაშინ როცა
დასავლურ-ქრისტიანული სამყაროს აზრით სული წმინდა გადმოდიოდა,
როგორც მამა ღმერისგან, ისე ძე ღმერთისგან. დაპირისპირება ამ ორ დიდ
საპატრიარქოს შორის შემდგნაირად განვითარდა: კონსტანტინეპოლში,
ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე მონომახის კარზე პაპის ლეგატები
გამოცხადნენ, რომელთაც ორ ეკლესიას შორის მიმდინარე დავის საკითხები
უნდა გაერკვიათ, თუმცა ისინი უშედეგოდ ცდილობდნენ პატრიარქისგან
პაპისადმი მორჩილების თაობაზე განცხადება მოესმინათ. როდესაც ამას
ვერ მიაღწიეს მათ პატრიარქის სატრაპეზოში დატოვეს ბულა, რომელშიც
რომის პაპი ანათემას გადასცემდა პატრიარქს. რამოდენიმე დღის შემდეგ
ბიზანტიის საეკლესიო კრებამ ანათემას გადასცა რომის პაპი და მისი ბულა
დაწვა. ასე გაფორმდა XI საუკუნის შუა წლებში ქრისტიანული ეკლესიის
წიაღში დიდი განხეთქილება ანუ სქიზმა, რომელმაც ქრისტიანობა ორ -
მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ნაწილად გაჰყო.

● ევროპაში რეფორმაციის მიზეზები და შედეგები


რეფორმაცია ეწოდება მოძრაობას, რომელიც დაიწყო ევროპაში XVI ს-ის
დასაწყისში და კათოლიკური ეკლესიის რეფორმას გულისხმობდა.

რეფორმაცია გერმანიაში - კათოლიკური ეკლესია მთელი შუა


საუუნეები გაბატონებული იყო ევროპოის უდიდეს ნაწილში. იქ ის დიდი
გავლენით სარგებლობდა და უზარმაზარ ქონებას ფლობდა, როგორც ვიცით
კათოლიკური ეკლესია ფუფუნებითაც გამოირჩეოდა. არისტოტელე
თლიდა რომ, გასესხებული ფულიდან აღებული პროცნეტი და სხვა
ადამიანს ცოდვილად აქცევდა, ამგავრად მთელი ბურჟუაზიული
საზოგადოება ცოდავდა ამიტომ მათი საქმიანობის გამოსასყიდად მათ
დააწესეს ინდულგენციები, რომლის ყიდვის შემდეგაც ადმიანი
ცოდვებისგან თავსუფლდებოდა. გერმანიში რეფორმაციის
სულიჩამდგმელი იყო მარტინ ლუთერი. რეფორმაციის დასაწყისად
მიიჩნევა 1517 წელი, როდესაც მარტინ ლუთერიმა ვიტენბერგის ეკლესიის
კარზე თავისი „95 თეზისი“ მიაჭედა. მალე ამ მოძრაობამ მთელი გერმანია
მოიცვა. კარლოს V - ის მოწვეულმა რაიხსტაგმა ლუთერი ერეტიკოსად ცნო
და რეფორმაციულად განწყობულ მთავრებს კათოლიკური ეკლესიისადმი
მორჩილება მოუწოდა, რაზეც მათ პროტესტი განაცხადეს. აქედან მოდის
რეფორმაციული ეკლესიის კიდევ ერთი სახელი - პროტესტანტიზმი.

შვეიცარია ჰაბსბურგებთან ბრძოლაში თანდათან დამოუკიდებელ


სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. საქმე ისაა, რომ ეს მთიანი ქვეყანა იმთავითვე
ჰაბსბურგთა საჰერცოგოს ობიექტი გახდა. ჰაბსბურგების უმთავრესი
ინტერესის საგანი სენტიტალიის ალპებზე გავლით ევროპის შუაგულისკენ,
უმიშვნელოვანესი სავაჭრო გზა გადიოდა. XV ს-ის მიწურულს
შვეიცარიელებმა დაამარცხეს გერმანიის იმპერატორი და საღვთო რომის
იმპერატორისგან დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ამგვარად, შვეიცარიის
მოსახლეობა პირველყოფულური თემური წყობილებიდან, შეიძლება
ითქვას, ფეოდალიზმის გაუვლელად, პირდაპირ კაპიტალისტურ
ურთიერთობაში აღმოჩნდა

XVI საუკუნე ინგლისში აბსოლიტიზმის ხანაა. აბსოლუტური


ხელისუფლებისაკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა
ტიუდორთა დინასტიის ახალმა, რიგით მეორე მეფემ ჰენრი VIII - მ. ეს იყო
ინგლისის ეკლესიის რეფორმა, რომელიც რომის პაპის მმართველობისაგან
ინგლისის ეკლესიის გამოყვანას გულისხმობდა. რეფორმის დაწყების
საბაბად რომის პაპის მიერ ჰენრი VIII - სათვის განქორწინებაზე უარის თქმა
იქცა. ამის პასუხად პარლამენტმა 1534 წელს უნგლისის ეკლესიის რომის
პაპის დაქვემდებარებიდან გამოსვლა გამოაცხადა. ამავე აქტით, ინგლისის
ეკლესიის ადგილობრივ „პაპად“ ინგლისის მეფე ჰენრი VIII გამოაცხადდა.
ინგლისის ეკლესიის რომის პაპის დაქვემდებერან გამოყვანა ინგლისის
მეფესა და არისტოკრატიას დიდი ქონების ჩაგდებისაკენ უხსნიდა გზას.
პარლამენტის აქტებით ინგლისის ყველა მონასტერი დაიკეტა, ხოლო მათ
ქონებას მეფე დაეპატრონა.

● რა წარმოდგენები არსებობდა მევახშეობის შესახებ


ანტიკურ სამყაროში, შუა საუკუნეებსა და ახალი
ისტორიის პერიოდში ?
ანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი იყო ეთიკურ-მორალური
ეკონომიკური აზროვნება, რომელიც, ე.წ. ზოგადი სამართლიანობის
განცდას ემყარება. სარგებელი და პროცენტი იმ ეპოქის ადამიანისათვის
ძირითადად „ფულის მიერ ფულის კეთების“ ერთი თვალის შევლებით,
ნაკლებად სამართლიანი პროცესი იყო.
სპარტის კანონმდებელი ლიკურგე ფუფუნებას, მევახშეობას, ფულის
დაგროვებას ებრძოდა. მან აკრძალა ოქროსა და ვერცხლის ფულის
გამოყენება და რკინის ფული შემოიღო. ამით ფულის დაგროვებამ აზრი
დაკარგა.
პლატონის თვალსაზრისით იდეალური სახელმწიფოს მიზანს უნდა
წარმოადგენდეს „მომხვეჭელობისადმი არაზნეობრივი ვნების განდევნა“,
რადგანაც „ზედმეტი სიმდიდრე“ ბადებს ისეთ საზიზღარ თვისებებს,
როგორიცაა სიზარმაცე და სიხარბე.
ანტიკური ხანის ეკონომიკური აზროვნების სისტემატიზაცია და
მეცნიერული გააზრება-დასაბუთება პირველად ბერძენმა ფილოსოფოსმა
არისტოტელემ სცადა. ამიტომაც მიიჩნევა ის ეთიკურ-მორალური
ეკონომიკური აზროვნების ფუძემდებლად.
არისტოტელედან დიდად წინ ვერც შუა საუკუნეების ეკონომიკურმა
აზრმა წაიწია. ის ყველაზე უფრო სრულყოფილად თომა აქვინელის
ნაშრომებშა გადმოცემული.
თომა აქვინელის აზრით ადამიანს ბედნიერს არ ხდის ოქროსა და
ვერცხლის სიმრავლე და ასეთი სიმდიდრის შეძენა არ შეიძლება
წარმოადგენდეს ადამიანის მიზანს, ვინაიდან მიზანი უნდა იყოს
„ზნეობრივი სრულყოფა“

შუა საუკუნეების ფილოსოფოსებს შორის გავრცელებული იყო აზრი,


რომ მევახშეები არ ქმნიდნენ საზოგადოებისთვის საჭირო ნივთებს, რის
გამოც არ იმსახურებდნენ საზოგადოებაში ღირსეულ ადგილს და სულაც
ზედმეტნი იყვნენ საზოგადოებისათვის. შუა საუკუნეების მოაზროვნეები
ამტკიცებდნენ, რომ კერძო საკუთრება აუცილებელია, ამ არასრულყოფილ
სამყაროში მაინც, ვინაიდნ, ასეთ ვითრებაში ადამიანები მეტს მუშაობენ და
ნაკლებს კამათობენ. ქრისტიანული გაგებით მევახშეობა ამორალური საქმე
იყო, ამ საქმით ევროპულ ქალაქებში ძირითადად ებრაელები იყვნენ
დაკავებულები. ისლამურ ქვეყნებში მევახშეობა ისას მოძღვრებაზე
დაყრდნობით მართლმორწმუნე მუსლიმისათვის აგრეთვე ამორალური
საქმიანობა იყო.

ადამ სმიტმა, მისივე ეპოქისა და წინა რამდენიმე საუკუნის


ეკონომიკურ პოლიტიკას „მერკანტილური სისტემა“ უწოდა და ის
დაახასიათა, როგორც „უგუნური და უსამართლო“. მერკანტილისტური
ეკონომიკური პოლიტიკა გავრცელებული იყო XV-XVIII სს-ების ევროპაში
და მისი არსი შემდეგში მდგომარეობდა: სახელმწიფოს უნდა ეცადა
შეტანილ საქონელზე ბევრად მეტი გაეტანა საექსპორტოდ. განარჩევენ
ადრეულ და გვიან მერკანტილიზმს
● სახელმწიფოს რა ტიპები არსებობს ტერიტორიუ-
ადმინისტრაციული მოწყობისა და მმართველობის
ფორმების მიხედვით ?
არსებობს ორი სახის მმართველობის ფორმა : მონარქია, როდესაც
ქვეყანას ერთი საგვარეულო მემკვიდრე განაგებს, რომელიც
დამახასიათებელი ძირითადად ანტიკური და შუა საუკუნეების
მსოფლიოსათვის.

რესპუბლიკური - როდესაც სახელმწიფო საზოგადოების მიერ


გარკვეული პერიოდიოდით არჩეული პირები მართავენ.

ტერიტორიულ- ადმინისტრაციული მოწყობის მიხედვით


განასხვავებენ:

უნიტარული - სახელმწიფოს შიგნით სხვადასხვა ტერიტორიები


წარმოადგენენ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს და არ
ფლობენ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის სტატუსს. ისინი ფლოებნ
სუვერენიტეტის ნიშნებს.

ფედერაციული - სახელმწიფოს ნაწილები წარმოადგენს


სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს საკუთარი კონსტიტუციით და
მმართველობის საკუთარი ორგანოებით.

რეგიონალისტური - მეტად ცენტრალიზებულია ვიდრე


ფედერაციული, მაგრამ ნაკლებად ცენტრალიზებული ვიდრე უნიტარული.
ასეთ სახელმწიფოში ძალაუფლება გადაცემულია რეგიონალური
მმართველობის ორგანოებს.

კონფედერაციული - დამოუკიდებელი ქვეყნები ნებაყოფლობით


არიან გაერთიანებული გარკვეული მიზნის მისაღწევად. ისინი ინარჩუნებენ
სუვერენიტეტს.
● აბსოლუტური და კონსტიტუციური მონარქია
მმართველს, რომლის ხელისუფლება დინასტიურ, ანუ მემკვიდრეობით
პრინციპს ემყარება მონარქი, მმართველობის ასეთ ფორმას კი მონარქია
ეწოდება. განასხვავებენ აბსოლუტურ და კონსტიტუციურ მონარქიას.

აბსოლუტურ მონარქიაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი


ხელისუფლების ერთადერთი მატარებელია სახელმწიფო მეთაური -
მონარქი. აბსოლუტური მონარქია ყალიბდება ისეთ ვითარებაში, როდესაც
ფეოდალური და ბურჟუაზიული ინტერესების დაპირისპირება
გამოკვეთილია. აბსოლუტური მონარქია ხელს უწყობს ბურჟუაზიის
ეკონომიკურ მომძლავრებას.

კონსტიტუციური მონარქია პირველად დიდ ბრიტანეთში წარმოიქმნა,


რასაც 1688 წლის სახელოვანი რევოლუცია, უფლებათა ბილი და
მემკვიდრეობის აქტი დაედო საფუძვლად. მეფის ხელისუფლება
კონსტიტუციას ემორჩილება. მან დაკარგა რეალური ხელისუფლება.
მთავრობა კი ანგარიშვალდებული გახდა პარლამენტის წინაშე.

● როგორ ვითარდებოდა სამართლებრივი აზრი


ანტიკური პერიოდიდან დღემდე ?
უძველესი კანონთა კრებულებიდან დღემდე განვითარება, ერთი მხრივ,
დანაშაულის სახეებსა და მეორე მხრივ, სასჯელის სახეების სუსტი
გამიჯვნიდან სულ უფრო დეტალიზაციისა და დიფერენციისაკენ
მიემართებოდა. აშკარაა ზოგადი ტენდენცია არაჰუმანური და სასტიკი
კანონების უფრო ჰუმანური კანონებით შეცვლის, თუმცა, ამ მხრივ ყოველ
წინსვლას გარკვეული ჩავარდნა ახლავს თან. სამართლებრივი აზრის
განვითარების კვალდაკვალ სასამართლო, ანუ სასამართლო პროცესიც
ვითარდებოდა. პირველი სამრთლებრივი აქტები ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ III
ათასწლეულიდან შუმერების წერილობითმა ძეგლებმა შემოგვინახა.
კანონთა პირველი კრებული, რომელმაც ჩვენამდე სრული სახით მოაღწია
ბაბილონის მეფის ჰამურაბის მიერ შედგენილი კოდექსია-ჰამურაბის
კანონები. ამ კანონებისათვის დამახასიათებელი იყო უკიდურესი დასჯის
ფორმა, ნებისმიერი დანაშაულისათვის-სიკვდილით დასჯა. შემდგომში
მსგავსი სიმკაცრე გამოვლინდა ძველ საბერძნეთში-დრაკონის კანონებში.
ანტიკური ათენის არქონტად სოლონის არჩევის შემდეგ, მან გააუქმა
სიკვდილით დასჯა და ის მხოლოდ მკვლელობისათვის დატოვა.
შედარებით სრულყოფილი სახე კანონთქა კოდექსს ბიზანტიის
იმპერატორმა იუსტინიანემ მისცა VI საუკუნეში, როდესაც „იუსტინიანეს
კოდექსის“ კოდიფიკაცია მოახდინა. მოგვიანებით, ევროპაში
დამკვიდრებული ტერმინი იყო-სისხლის ფასი, ანუ ადამიანის სიცოცხლის
ღირებულების დადგენა, მისი სოციალური სტატუსით განისაზღვრებოდა
იერარქიულ კიბეზე. მას შემდეგ, სამყაროში ბევრი გამორჩეული კანონთა
კოდექსი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ კაცობრიობა ოდითგანვე ანიჭებდა
მნიშვნელობას სამართლებრივი ნორმების დადგენას, თუმცა მათ
ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ქალის, ბავშვისა
თუ სექსუალურ უმცირესობათა უფლებები, მხოლოდ XX-ის ბოლოსა და
XXI საუკუნის დასაწყისში მიაქციეს. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, უახლოეს
პერიოდამდე რეალური, უნივერსალური, ყველსათვის გათვლილი
სამართალი არც არსებობდა.

● რა არის მთავარი განმასხვავებელი ახალი დროის


ანგლო-საქსურ და კონტინენტურ ევროპულ სამართალს
შორის?
ბურჟუაზიული სამართალის ჩამოყალიბება XIX საუკუნეში დასრულდა. ამ
დროიდან სამართლის ორი, ანგლო-საქსური და კონტინენტური სისტემა
ჩამოყალიბდა. ანგლო-საქსური სამართალი გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში,
ინგლისის ყოფილ დომინიონებსა და კოლონიებშია გავრცელებული და ის
სასამართლოს პრეცედენტს ეყრდნობა. ამ შემთხვევაში მოსამართლეს განაჩენი
გამოაქვს მსგავს საქმეზე გამართული სასამართლოს მიერ გამოტანილი
განაჩენის ანალოგიით. კონტინენტური - ევროპული სამართლის კოდექსებს
ეყრდნობა. ასეთი კოდექსების შექმნას საფუძველი საფრანგეთის იმპერატორმა
ნაპოლეონ I-მა დაუდო.

● მუსლიმური სამართალი
აღმოსავლეთის ქვეყნების სამართლის განვითარებაში დიდი როლი
მუსლიმურმა რელიგიამ ითამაშა. მუსლიმურ სამართალს შარიათი ეწოდება,
ის ყურანის საფუძველზე შემუშავდა. შარიათი მუსლიმთა სავალდებულო
ქცევის წესებისა და ნორმების, ისევე როგორც კანონების ერთობლიობაა,
რომელსაც ყოველი მუსლიმი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა იცავდეს.
აღსანიშნავია, რომ შუა საუკუნეებში მუსლიმურ სახელმწიფოებში ებრაელებსა
და ქრისტიანებს კანონის წინაშე თავიანთი სამართლის მიხედვით სჯიდნენ,
ხოლო მუსლიმებთან დავის შემთხვევაში ამ სამართალს იყენებდნენ. განაჩენი
მოსამართლეს-ყადის გამოჰქონდა, რომელსაც ხალიფა ნიშნავდა.
თავდაპირველად შარიათი მუსლიმთა წმინდა წიგნებს-ყურანსა და სუნას
ეყრდნობოდა, თუმცა დროთაგანმავლობაში გამოაშკარავდა, რომ ყურანი არ
იყო საკმარისი მუსლიმურ საზოგადოებაში სამართლებრივი ურთიერთობების
მოსაწესრიგებლად, ამიტომ აუცილებელი გახდა მუსლიმური სამართლის
ნორმების შემუშავება. ამიერიდან ყადისებს სამართლის ერთ-ერთ აღიარებულ
სკოლაში შედგენილი სამართლებრივი კრებულით უნდა ეხელმღვანელათ.
ისლამური სამართალი სრულ უფლებებს მხოლოდ თავისუფალ მუსლიმ კაცს
ანიჭებდა, ქალები და მონები უფლებაშეზღუდულნი, ან საერთოდ
უუფლებონი იყვნენ.

● როგორი იყო ფრანგი განმანათლებლების


შეხედულებები სახელმწიფოს მართვა-გამგეობის
ფორმებზე და რა გავლენა მოახდინეს მათ ევროპის
საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის
ფორმირებაზე?
საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა მოძრაობამ-განმანათლებლობამ ევროპა
XVII-XVIII საუკუნეებში მოიცვა. ხშირად ამ ხანას „გონების ეპოქასაც“
უწოდებენ. ის იმ პერიოდის ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში-ინგლისში
ჩაისახა და მალე ბევრი ევროპული სახელმწიფო მოიცვა. განმანათლებლები
საზოგადოების განვითარების საფუძვლად გონებას მიიჩნევდნენ, ამიტომაც
ისინი უდიდეს მნიშვნელობას აღზრდას ანიჭებდნენ. ფრანგული
განმანათლებლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი შარლ ლუი მონტესკიე
სახელმწიფოს დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისა და
ხელისუფლების ერთ ხელში თავმოყრის არიდების მიზნით ხელისუფლების
სამ შტოდ: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ნაწილებად
დაყოფას მოიაზრებდა. მას საზოგადოების არსებობის აუცილებელ პირობად
სახელმწიფო მმართველობა და კერძო საკუთრება მიაჩნდა. გამორჩეულია
ფრანგი ფილოსოფოსისა და მწერლის, ენციკლოპედისტ დენი დიდროს
მოღვაწეობაც, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფრანგულ მხატვრულ კრიტიკას
და პირველმა წამოაყენა იდეა უფასო დაწყებითი სახელმწიფო განათლების
შესახებ. განათლებული აბსოლუტიზმის იდეას იცავდა ფრანგი ფილოსოფოსი
და ისტორიკოსი ვოლტერი, რომლის აზრითაც ყველა მოქალაქე კანონის
წინაშე თანასწორი უნდა იყოს და გადასახადებს ქონების პროპორციულად
უნდა იხდიდნენ. ვოლტერი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპაში.
მას ცხოველი ურთიერთობა ჰქონდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-სთან და
საკმაოდ თბილად იყო მიღებული რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის
კარზე. სწორედ მისი ნააზრევის გავლენის გამო საფრანგეთის დიდი
ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ აიკრძალა მისი ნაშრომები რუსეთში.
ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი დიდი წარმომადგენლის, ჟან-ჟაკ
რუსოს აზრით ადამიანები თანაბარნი და თავისუფალნი იბადებიან. მათი
უძველესი და ბუნებრივი განვითარება ოჯახია, ხოლო სახელმწიფო ადამიანთა
შორის შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს. მისი აზრით, კანონი ხალხის ნებას
უნდა გამოხატავდეს და იცავდეს თითოეული მოქალაქის ღირსებასა და
საკუთრებას. მან პირველმა დაამუშავა სახელმწიფოში არჩევნებისა, თუ
რეფერენდუმის ჩატარების პრინციპები. ფრანგ განმანათლებელთა იდეები
მოქალაქეთა უფლებებისა და სახელმწიფო წყობის შესახებ აშშ-ს
კონსტიტუციასა და მის პირველ შესწორებებს, საფრანგეთის დიდი
რევოლუციის დასაწყისშივე დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ
ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციას, რეჩ-პოსპოლიტას
კონსტიტუციას დაედო საფუძვლად. განმანათლებლობას გამოძახილი
საქართველოშიც ჰქონდა.

● რა არის პოლიტიკური მოძღვრებების:


ლიბერალიზმმი, მარქსიზმი, ბოლშევიზმი, ფაშიზმი-
ძირითადი არსი?
განმანათლებლობიდან და კლასიკური ეკონომიკის მამების იდეებიდან
გამოიზარდა პოლიტიკური მოძღვრება ლიბერალიზმი, რომელიც
საზოგადოებრივი ურთიერთობების საფუძვლად ადამიანის ბუნებრივ
უფლებებს მიიჩნევს: სიცოცხლის, პირადი თავისუფლების, კერძო
საკუთრების. აღიარებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას,
ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკას, ხელისუფლების წინაშე მთავრობის
პასუხისმგებლობას, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობას. ქვეყნის
ეკონომიკას უნდა მართავდეს თავისუფალი კერძო წარმოება. სახელმწიფო კი
უნდა ემსახურებოდეს ზემოთ ჩამოთვილილი პრინციპების დაცვას.

კაპიტალიზმის განვითარების პირველ ეტაპზე თავი იჩინა უარყოფითმა


მხარებმაც, ასეთ პირობებში კლასიკური ეკონომიკის მამების ლიბერალური
მოძღვრებიდან გამოიზარდა მარქსიზმი. მისი ფუძემდებლები არიან კარლ
მარქსი და ფრიდრიხ ენგელსი. ისინი თავს ადამ სმიტისა და დევიდ რიკარდოს
უშუალო მიმდევრებად აცხადებენ, თუმცა სინამდვილეში
განმანათლებლობისა და ლიბერალიზმის ყველა იდეას უარყოფენ. ეს თეორია
ეფუძნება კლასებს შორის არსებულ დაპირისპირებას (კაპიტალისტი-
პროლეტარი) და გულისხმობს საზოგადოებრივი ფორმაციების ძირითადად
ძალადობრივი, რევოლუციური გზით ცვლილებას.

ლენინმა მარქსიზმზე დაფუძნებით დასაბამი მისცა მარქსიზმის შვილობი ალახ


პოლიტიკურ მოძღვრებას-ბოლშევიზმს, მას ლენინიზმსაც უწოდებენ. ის
რევოლუციური პროლეტარული მოძრაობის და კაპიტალისტური
საზოგადოების კომუნისტურ საზოგადოებად გარდაქმნის თეორია და
ტაქტიკაა, რომელიც რუსეთისა და საერთაშორისო მუშათა კლასის ბრძოლის
გამოცდილებას ემყარება.

ფაშისტური იდეოლოგია მარქსიზმ-ბოლშევიზმისგან ერთგვარად


განსხვავებულ ავტორიტარულ თეორიად აღმოცენდა. ამ იდეოლოგიის წამყვან
ქვეყნებად : გერმანია, იტალია, ესპანეთი იქცნენ. გერმანიაში მის მიმდევარ
პოლიტიკურ პარტიას ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია, იტალიაში-
ფაშისტური ეწოდებოდა. აქ მთელი ძალაუფლება მმართველ პარტიას
ეკუთვნოდა, რომლისთვისაც სახელმწიფო ხელიფუსლების ორგანოები
მხოლოდ დანამატს წარმოადგენდა. სახელმწიფო ინტერესები თითოეული
ადამიანის ინტერესებზე ბევრად უფრო მაღლა იდგა.

● ძველი ეგვიპტელებისა და შუმერების რელიგია


ეგვიპტელთა რწმენა-წარმოდგენები საიქიო ცხოვრების შესახებ ფართოდ
ცნობილია ჩვენთვის. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მიცვალებული იმ
ქვეყნად კვლავაც აგრდძელებდა ცხოვრებას, ამიტომ ისინი მიცვალებულის
გვამის მაქსიმალურად შენარჩუნების მიზნით, მის მუმიფიცირებას ახდენდნენ.
მათი რწმენით სულისა და სხეულის გარდა იყო, რაღაც შუალედური-
ადამიანის გამჭირვალე ორეული „კა“ და იმისათვის, რომ კა-ს შეძლებოდა
მიწიერი გარსის პოვნა, ეგვიპტელები, გარდა მუმიისა, სამარხში ათავსებდნენ
მიცვალებულის პორტრეტულ გამოსახულებებსაც. მათ მიერ შექმნილი
მუმიები, რომელთა დამუშავების ტექნიკა იმდენად ფანტასტიური იყო, რომ
ისინი დღემდეა შემონახული, გასაოცარ ცნობებს იძლევა ეგვიპტელთა ცოდნის
შესახებ ანატომიაში.

შუმერთა მიერ შემუშავებული თეოლოგიური მოსაზრებანი შემდგომში


კვალად დააჩნდა ებრაულ და ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. შუმერული
რელიგია ჩვეულებრივი წარმართული რელიგია იყო ანიმალიზმისა და
ანთროპომორფული დეტალებით. სხვადასხვა ღმერთები "განაგებდნენ"
ბუნების სხვადასხვა ძალებს. ხდებოდა ასევე გმირების და მეფეების
გაღმერთებაც. ყველაზე ადრეული შუმერული ქალაქები მათი რელიგიის
ცენტრებს წარმოადგენდნენ, სადაც ადგილობრივი ღვთაებებისადმი
მიძღვნილი ტაძრები-ზიქურათები აღიმართებოდა.

● დიდი ბერძნული კოლონიზაცია


კლასიკური ხანის საბერძნეთთანაა დაკავშირებული დიდი ბერძნული
კოლონიზაცია ძვ.წ.აღ. VIII-V სს-ებში. ის სამი მიმართულებით
ვითარდებოდა-დასავლეთით, აღმოსავლეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ბერძნული კოლონიები დედა საბერძნეთზე ბევრად უფრო ნოყიერ მიწაზე
ფუძნდებოდნენ და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ჭარბწარმოების გამო
მალევე დამოუკიდებელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრებად იქცეოდნენ,
რომლებიც თავის ორბიტაში მეტად თუ ნაკლებად ჩამორჩენილ მეზობლებსაც
ითრევდნენ. მათი დაარსების მიზეზი არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ
ხშირად პოლიტიკური (საშინაო კონფლიქტებით გამყარებული) და
დემოგრაფიულიც (სტენოხორია) იყო. ეგრისის სამეფოს ტერიტორიაზე
ბერძნული ახალშენებია: დიოსკურია (სოხუმი), ფაზისი (ფოთი), პიტიუნტი
(ბიჭვინთა), გიენოსი (ოჩამჩირე).

● ჯვაროსნული ლაშქრობები
ჯვაროსნული ლაშქრობები განვითარებული შუასაუკუნეების ეპოქის
უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. ისინი მსოფლიოში თურქ-სელჩუკების
გამოჩენას მოჰყვა. ამ მომთაბარე თურქული მოდგმის ტომებმა ბიზანტიის
დამარცხება შეძლეს, მცირე აზიის დიდი ნაწილი ჩამოართვეს და ახალი რომის
სასულთნო დაარსეს. ბიზანტიის იმპერიას ასევე კიდევ ერთი თურქული
ტომების გაერთიანებამ შეუტია, რის გამოც ბიზანტიის იმპერატორი
იძულებული გახდა დახმარებისათვის დასავლეთ ევროპისათვის მიემართა. ეს
მიმართვა რომის პაპმა და კათოლიკურმა ეკლესიამ აიტაცა, რასაც ევროპელ
რაინდთა მახლობელ აღმოსავლეთში ლაშქრობა მოჰყვა, რაც ისტორიაში
„ჯვაროსნული ლაშქრობის“ სახელითაა ცნობილი. „ქრისტეს საფლავის
უსკულოთაგან განთავისუფლების“ მიზნით 1096-1270წწ. შორის რვა
ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო. მათ დასავლეთ ევროპის ისტორიაში დიდი
კვალი დატოვეს. ამ ლაშქრობებმა დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთის
ქვეყნებს და ცივილიზაციებს დაახლოვა დასავლეთ ევროპის, ძირითადად
იტალიის და ნაწილობრივ, ესპანეთის ქალაქებმა უშუალო ვაჭრობა დაიწყო
აღმოსავლეთის ქვეყნებთან. ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ დასავლეთ
ევროპაში ტექნიკის განვითარების მხრივ აშკარა წინსვლა შეინიშნებოდა.
● „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები“ და მისი შედეგები
XV საუკუნის II ნახევრიდან დასავლეთ ევროპაში აღმოსავლურ
საქონელზე მოთხოვნილება კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან აზიისკენ
მიმავალი სახმელეთო სავაჭრო გზა ოსმალთა ხელში აღმოჩნდა, რამაც დიდი
დარტყმა მიაყენა დასავლეთ ევროპის, უპირველეს ყოვლისა კი იტალის
ვაჭრობას. აღმოსავლურ საქონელზე მკვეთრად გაიზარდა ფასები.

XV ს-ის II ნახევრის ევროპა ტექნიკურად შორეული ნაოსნობისთვის უკვე


მზად იყო. გაუმჯობესდა სანავიგაციო საშუალებები, ხომალდებზე დაიდგა
კომპასები, განვითარდა კარტოგრაფია და სხვა.

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ინიციატორები პირინეის


ნახევარკუნძულზე ნდებარე ორი სახელმწიფო : ესპანეთი და პორტუგალია
გახლდათ. ეს მათმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განაპირობა.

ამ დროისვის ექსპედიციაში წავიდა ქრისტეფორე კოლუმბი


რომელსაცეგონა, რომ მიდიოდა ინდოეთში, თუმცა ის აბსოლუტურად სხვა
კონტინენტში - ამერიკაში აღმოჩნდა. უმცა ეს ფაქტი მხოლოდ მისი
სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი.

ასევე პორტუგალიას დიდი წარმატება მოუტანა ვასკო დაგამას


ექსპედიციამ. ექსპედიციამ მოსალოდნელი ქარიშხლის თავიდან
ასაცილებლად კურსი სამხრეთ ამერიკის დღევანდელი ბრაზილიის სანაპიროს
მიაღწია. ახლად აღმოჩენილი ტერიტორია კოლუმბის საკუთრებად
გამოცხადდა. ბრაზილია პორტუგალიის საკუთრებად იქცა.

ამ აღმოჩენებმა არნახულად გააფართოვა მსოფლიო ვაჭრობის არეალი.


სულ მცირე ხანში მსოფლიო ვაჭრობაში არსებული საქონელი მნიშვნელოვნად
გამრავალფეროვნდა. იმავდროულად საქონელ-ბრუნვამ არნახული მასშტაბი
მიიღო. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შედეგად იწყება შრომის მსოფლიო
დანაწილების თვისობრივად ახალი ეტაპი, იქმნება მსოფლიო მეურნეობა და
მსოფლიო ბაზარი. მყარდება ეკონომიკური კავშირი დედამიწის სრულიად
განსხვავებული მატერიალური კულტურის მქონე მხარეებსა და ხალხებს
შორის. ანუ საფუძველი ეყრება კაცობრიობის გამთლიანების პროცესს.
● მანუფაქტურა და კაპიტალისტური წარმოების ჩასახვა
XVI საუკუნის ევროპაში
XVI ს-ის დასაწყისში მრეწველობის ძირითად დარგებში მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდა შრომის იარაღები და წარმოების ტექნოლოგია. შუა საუკუნეების
ევროპაში, რომელიც კაპიტალიზმის წინამორბედი ეპოქაა ყველაზე
გავრცელებული იყო ცენტრალური მანუფაქტურები, სადაც ორგანიზატორები
ხშირ შემთხვევაში ყოფილი ამქრების ოსტატები იყვნენ. ასეთ მანუფაქტურებში
არსებობდა შრომის დანაწილება. თითოეული მუშა დახელოვნებული იყო ამა
თუ იმ ოპერაციის შესრულებაში, რაც ზრდიდა შრომის ნაყოფიერებას. მთელი
მუშაობა კი ერთ შენობაში მეწარმის, ან ოსტატის ხელმძღვანელობით
ხორციელდებოდა. კაპიტალიზმის დასაწყის პერიოდში, XVI- დან XVIII ს - მდე
ხელით შრომასა და შრომის დანაწილებაზე დაფუძნებული საწარმო-
კაპიტალური წარმოების წამყვანი ფორმა იყო. მუშების ერთ შენობაში
თავმოყრა და შრომის დანაწილება ტექნოლოგიის და შრომის იარაღის
სრულყოფის დიდ შესაძლებლობებს იძლეოდა. ხშირ შემთხვევაში წარმოება
რამდენიმე საგლეხო ოკახს, ან სულაც სოფელს მოიცავდა.
კაპიტალისტური წარმოება შუა საუკუნეების ამქრულ-ხელოსნური
წარმოებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ ასეთ საწარმოში მომუშავე
ხელოსანი იყო მხოლოდ ხელობის მცოდნე პირი და ამ თავის უნარ-ცოდნაში
ჯამაგირს იღებდა. კაპიტალისტური წარმოების ასეთი ტიპი ფართოდ
გავრცელდა XVI საუკუნეში სოფლად, სადაც არ არსებობდა ამქრული
შეზღუდვები. წარმოების ამ ფორმისათვის დამახასიათებელია ხელოსნური
წარმოების ნიშან-თვისებები - მუშაობა ხდებოდა გლეხის სახლში.

● მეფისა და პარლამენტის დაპირისპირება ინგლისში


XVII ს - ის ევროპის ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ინგლისშიც
აბსოლუტიზმის ხანაა. ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ
პარლამენტის მოწვევა არასდროს შეწყვეტილა. ამ მხრივ ვითარება ჩარლზ I -
ის გამეფებით შეიცვალა, რომელიც პარლამენტს თავიდანვე დაუპირისპირდა.
მეფესა და პარლამენტს შორის დაპირისპირება იმანაც გაამწვავა, რომ 1626-1630
წლებში ინგლისმა არაერთი საგარეო მარცხი განიცადა. ჩარლზ I ხაზინის
შევსებას პარლამენტის ნებართის გარეშე გადასახადების გაზრდით შეეცადა.
ამან მეფის ხელისუფლება პარლამენტს საბოლოოდ დაუპირისპირა. ჩარლზ I
მა 1629წ პარლამენტი დაითხოვა, მაგრამ ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა
ვერ განმუხტა, პირიქით უფრო რევოლუციური სიტუაცია მომწიფდა მეფე
იძულებული გახდა პარლამენტი კიდევ მოეწვია 1640წ. რომელიც ისტორიაში
ხანგრძლივი პარლამენტის სახელით შევიდა. ახლადმოწვეული პარლამენტი
თავიდანვე დაუპირისპირდა ჩარლზ I-ს. 1642 წელს მეფესა და პარლამენტს
შორის საქმე სამოქალაქო ომამდე მივიდა. საომარი მოქმედებები
თავდაპირველად მეფისა და მისი მომხრეების კავალერების უპირატესობით
წარიმართა, თუმცა შემდგომ წარმატება პარლამენტის არმიას -
მრგვალთავიანებს ხვდა წილად, რომელსაც სათავეში ოლივერ კრომველი
ედგა. 1648 წელს პარლამენტის არმიამ ჩარლზ I დაატყვევა. მან თავი ქვეყნის
უმაღლეს ხელისუფლად გამოაცხადა, ხოლო მეფე საგანგებოდ შექმნილ
უმაღლეს სასამართლს გადასცა. სასამართლომ მეფეს სასიკვდილო გამოუტანა
და ის გილიოტინაზე სიკვდილით დასაჯეს.

● საფრანგეთის დიდი რევოლუცია


საფრანგეთმა თავის ძლიერების მწვერვალს ლუი XIV დროს მიაღწია,
თუმცა ამავე პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა საფრანგეთი
რევოლუციამდე მიიყვანა. XVII საუკუნეში საფრანგეთი სამ ძირითად
წოდებად იყოფა. სამღვდელოება, თავადაზნაურობა და მოსახლეობის
დანარჩენი ნაწილი . პირველი 2 წოდების მცირერიცხოვნობის მიუხედავად
პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პრივილეგიებით იყო
აღჭურვილი, ხოლო მესამე წოდება პოლიტიკურად სრულიად უუფლებო იყო.
პრაქტიკულად მესამე წოდებას უწევდა პირველი ორი წოდების შენახვა. რის
გამოც უფრო და უფრო იზრდებოდა უთანხმოება. სიტუაციის განმუხტვის
მიზნით მეფემ 1614 წელს გენერალური შტატები მოიწვია. 1789 წლის 5 მაისს
ვერსალში მოიწვიეს გენერალური შტატების პირველი სხდომა, რითაც დაიწყო
კიდეც საფრანგეთის დიდი რევოლუცია. კრებამ 17 ივნისს თავი ეროვნულ
კრებად გამოაცხადა და მიზნად დაისახა ფრანგებისთვის კონსტიტუციის
შემუშავება. სიტუაცია გაამწვავა ლუი XVI -ის გადაწყვეტილებამ, ძალით
დაეშალა დეპუტატები, რის გამოც პარიზში ჯარი შევიდა. რამაც ხალხის
აღშფოთება გამოიწვია და აჯანყდა. საბოლოოდ 1789 წლის 14 ივლისს
ბასტილიის ციხე-სიმაგრე იერიშით აიღეს.

● აშშ-ში სამოქალაქო ომის მიზეზები და შედეგები


XIX ს -ის II ნახევრის მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
მოვლენა აშშ-ს სამოქალაქო ომი გახდა. ამ პერიოდისთვის აღსანიშნავია, რომ
ქვეყანაში სამხრეთი და ჩრდილოეთი შტატები მნიშვნელოვნად
განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. თუ ჩრ. უფრო მრეწველობის დარგში
ვითარდებოდა, სამხრ. მთლიანად სოფლის მეურნეობის დარგში. ყველაფრის
მიუხედავად არსებობდა ერთი უმნიშვნელოვანესი განსხვავება - ჩრ. მონობა არ
არსებობდა, იმ დროს როცა სამხრეთში შავკანიანებს სამუშაო ძალად
იყენებდნენ. საზოგადოება აქტიურად იბრძოდა მონობის გაუქმებისთვის. ეს
მოძრაობა აბოლიციონისტური მოძრაობის სახელითაა ცნობილი.
დემოკრატიული პარტია ტრადიციულად სამხრეთის ინტერესებს იცავდა და
მონობას ემხრობოდა, მაშინ როდესაც რესპუბლიკური პარტია ჩრდილოეთის
ინტერესებს იცავდა და მონობის სასტიკი წინააღმდეგი იყო. ვითრება კიდევ
უფრო გამწვავდა, როდესაც 1861 წელს პრეზიდნტი აბრაჰამ ლინკოლნი იქნა
არჩეული. ამის შემდეგ სამხრეთის 6მა შტატმა სამხრეთის კონფედერაცია
შექმნეს დედაქალაქი ქ.რიჩმონდი, პრეზიდენტად კი ჯეფერსონ დევიდსი
აირჩიეს. დაიწყო ბრძოლა. სამხრეთის ჯარებს გენერალი ედუარდ რობერ ლი
მეთაურობდა, ხოლო ჩრდილოეთის ჯარებს - უილის სამპსონ გრანკი.
მიუხედავად ინგლისის აქტიური დახმარებისა, ჩამორჩენილი სამხრეთელი
პლანტატორები დამარცხდნენ. 1864 წელს ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს,
ხოლო 1865 წლის 3 აპრილს ჩრდილოეთის ჯარმა სამხრეთელთა საყრდენი
ქ.რიჩმონდი აიღო.
● საფრანგეთ-პრუსიის ომი და გერმანიის გაერთიანება
XIX ს-ის ბოლოს მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მოვლენა საფრანგეთ-
პრუსიის ომი გახდა. 1870 წლის 19 ივლისს დაიწყო ომი. ომი
საფრანგეთისათვის თავიდანვე არასასურველად წარიმართა. უკვე აგვისტოში
საფრანგეთის არმიამ 2ჯერ ზედიზედ განიცად მარცხი, რამაც პარიზში
მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები.
ისინი მოითხოვდნენ რესპუბლიკის გამოცხადებას. ამასობაში კი საფრანგეთი
კვლავ განაგძობდა დამარცხებას. საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ III და
საფრანგეთის დიდი არმია პრუსიის ჯარს ტყვედ ჩაუვარდა.პრუსიელები
პარიზისაკენ დიძრნენ. აღშფოთბული მუშები ბურბონთა სასახლეში შეიჭრნენ
და ეროვნული კრების წევრებს მონარქიის დამხრობა და რესპუბლიკის
გამოცხადება აიძულეს. გერმანიის არმიამ კი პარიზი 4 თვეზე მეტ ხანს ალყაში
მოაქცია. მთავრობამ სამარცხვინოდ აღიარა პარიზის კაპიტულაცია და მალე
პრუსიასთან დაზავებას მოაწერა ხელი. საბოლოოდ საზავო ხელშეკრულება
პრუსიასა და საფრანგეთს შორის 1871 წლის 10 მაისს გაფორმდა. ამ ზავით
ელზასი და აღმ.ლოთარინგია გერმანიას შეუერთდა, ამას გარდა საფრანგეთს
პრუსიის სასარგებლოდ 5მლნ. ფრანკი უნდა ეხადა. 1871 წლის 18 იანვარს
ვერსალში ოფიციალურად გამოცხადდა გერმანიის იმპერიის - მეორე რეიხის
ჩამოყალიბება. ვილჰემ I -მა კი მიიღო კოიზერის ანუ იმპერატორის ტიტული.

You might also like