Professional Documents
Culture Documents
მოთხოვნა
მოთხოვნა
2017-2018
სასწავლო წელი
1
ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს ლოცვა-კურთხევით,
საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერისათვის საჭირო სასულიერო და
სამეცნიერო კადრების მოსამზადებლად, გელათის სასულიერო აკადემია და
სემინარია აცხადებს აბიტურიენტთა მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისათვის.
შემსვლელთათვის
გელათის სასულიერო სემინარიასა და ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტებზე
სწავლის ხანგრძლივობაა 4 წელი.
2
გელათის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ფუნქციონირებს
ერთწლიანი მედავითნეობის კურსი.
ქართული ენა
აბიტურიენტმა გამოცდაზე უნდა გამოავლინოს ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა და მისი
პრაქტიკული გამოყენების უნარი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამის ფარგლებში. საგანგებო
ყურადღება მიექცევა მეტყველების კულტურის საკითხებს.
ბგერა და ასო. ხმოვნები და თანხმოვნები. მარცვალი. ხმარებიდან გამოსული ასოები. სიტყვა, მისი
პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა. სიტყვის მნიშვნელობის ცვლა. სინონიმები; ომონიმები;
ანტონიმები; დიალექტიზმები, არქაიზმები; ნეოლოგიზმები; ბარბარიზმები.
ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილები: არსებითი სახელი, ჯგუფები შინაარსის მიხედვით.
საზოგადო და საკუთარ სახელთა ბრუნება. ზედსართვი სახელი, ხარისხის ფორმები ზედსართვ
სახელთა ბრუნება დამოუკიდებლად და არსებით სახელთან ერთად. რიცხვითი სახელი, რიცხვითი
სახელის ჯგუფები, რიცხვითი სახელების ბრუნება. ნაცვალსახელი, ნაცვალსახელთა ჯგუფები,
ნაცვალსახელთა ბრუნება. ძირეული და წარმოქმნილი სიტყვები, რთული სიტყვები. ზმნა, სუბიექტურ
და ობიექტურ პირთა ნიშნები, ზმნის ძირითადი კატეგორიები.
3