1 ხელშეკრულება ნარდობა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ნარდობის ხელშეკრულება

ქ.თბილისი 10 დეკემბერი 2022 წ.

ერთის მხრივ შპს ავეჯის სამქრო შემდგომში წოდებული როგორც „მენარდე“ და ეორეს მხრივ ფ.პ
ალექსანდრე დადიანი, შემდგომში წოდებული როგორც „დამკვეთი“ ვდებთ წინამდებარე
ელშეკრულებას შემდეგზე:

1.ხელშეკრულების საგანი

1.1 „მენარდე“ ვალდებულია შეასრულოს „დამკვეთის“ დავალებით ამ ხელშეკრულების 1.2 მუხლით


გათვალისწინებული სამუშაო და ჩააბაროს მისი შედეგი, ხოლო შემკვეი იღებს ვალდებულებას
გადაუხადოს შემსრულებელს ხელშეკკრულებით გათვალისწინებული საზღაური.

1.2„მენარდე“ ვალდებულია შეასრულოს შემდგომი სამუშაო: დაამზადოს და გადასცეს შემკვეთს


საძინებელი ავეჯის გარნიტური.

2. ხელშეკრულების ვადა

2.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან.

2.2 „მენარდე“ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 1 დღის განმავლობაში წარუდგენს „დამკვეთს“


ხელშეკრულების 1.2 მუხლში მითითებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო მასალის
რაოდენობასა და ხარისხის დეტალურ ჩამონატვალს/აღწერილობას.

2.3 „მენარდე“ ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულოს 1(ერთი)


თვის ვადასი. ვადის ათვლა დაიწყება „დამკვეთის“ მიერ აღწერილობის დღიდან.

2.4 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთის/ების დამზადების შემდეგ მხარეები ადგენენ


მიღება-ჩაბარების აქტს.

3. ანგარიშსწორების პირობები

3.1 წინამებარე ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნული სამუშაოს შესრულებისათვის


„დამკვეთი“ “მენარდეს“ უხდის 5000 ლარს.

3.2 ანგარიშწორება ხორციელდება უნაღდო აგარიშსწორების წესით „მენარდეს“ მიერ მითითებულ


საბანკო ანგარიშზე.

3.3 „დამკვეტი“ ვალდებულია ხელშეკრულებით გატვალისწინებული საზღაური გადაიხადოს მიღება-


ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში.

4.მომსახურების გაწევის წესი, პიტრობები და პასუხისმგებლობა

4.1. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მხარეთა უფლება-მოვალეობათა და


პასუხიმგებლობის განსაზღვრის საფუძველია ეს ხელშეკრულება და საქართველოს კანონმდებლობა.

4.2. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და


წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და სარგებლობენ მათთვის მოქმედი
კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებებით.

4.3. ,,მენარდე'' ვალდებულია:

4.3.1. შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ვალდებულებანი


ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში.

4.3.2. დაუყოვნებლივ აცნობოს დამკვეთს ყველა იმ ტექნიკური ხარვეზისა თუ სხვა გარემოების შესახებ
(ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მის მიერ შესრულებული
სამუშაოს ხარისხზე.

4.3.3. საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს სამუშაოს შესრულების მიზნებისათვის საჭირო მასალის


შეძენა, დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება და სამუშაოს შესრულების მიზნებისათვის
საჭირო მუშახელის ფუნქციონირება. ამასთან, შემსრულებლის დაქვემდებარებაში არსებული
მუშახელის ფუნქციონირებისა თუ მათთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ საკითხზე
პასუხისმგებლობას იღებს შემსრულებელი.

4.3.4. დროულად წერილობით გააფრთხილოს დამკვეთი იმის თაობაზე, რომ არსებობს


შემსრულებლისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის შეკვეთილი
საგნის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.

4.3.5. უზრუნველყოს სამუშაოების შეუფერხებელი შესრულება , არ დაუშვას მესამე პირთა მხრიდან


სამუშაო პროცესის შეფერხება, გარდა იურიდიული საფუძვლის არსებობისა;

4.3.6. დაუშვას დამკვეთის წარმომადგენლები სამუსაო ტერიტორიაზე და მისცეს მათ სათანადო და


სრული ინფორმაციის სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ;

4.3.7. უზრუნველყოს, რომ მისმა წარმომადგენლებმა და მის მიერ შესასრულებელი სამუშაოებისათვის


დაქირავებულმა პირებმა ობიექტზე არ მიაწოდონ ინფორმაცია დამკვეთის კლიენტებსა და მესამე
პირებს სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე დამკვეთსა და შემსრულებელს შორის
არსებული ურთიერთობების შესახებ.

4.3.8. წარუდგინონ შემკვეთს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო სამუშაო, შესრულებული


სამუშაო: ა) უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირე(ებ)ს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები
შემკვეთის წინააღმდეგ; ბ) ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს,
კერძოდ შესრულებული სამუშაოს ხარისხი უნდა აკმაყოფილებდეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ
მოთხოვნებს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.

4.3.9. პირგასამტეხლოს სახით გადაუხადოს დამკვეთს მომსახურების ღირებულების 0.5% ყოველი


ვადაგადაცილებული დღისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დარღვეულ იქნება წინამდებარე
ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრული მომსახურების შესრულების ვადა.

4.4 დამკვეთი ვალდებულია:

4.4.1 შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული ვალდებულებანი ჯეროვნად


დათქმულ დროსა და ვადაში.

4.4.2 დროულად მოახდინოს ანაზღაურების შემსრულებლისათვის გადახდა;

4.4.3 მიაწოდოს შემსრულებელს სამუშაოების განხორციელებისათვის საჭირო ყველა შესაბამისი


ინფორმაცია/დოკუმენტაცია;

4.5 დამკვეთი უფლებამოსილია;

4.5.1 ნებისმიერ დროს გადაამოწმოს შემსრულებლის მიერ სამუშაოების შესრულების ხარისხი,


საჭიროების შემთხვევაში მისცეს მითითებები შემსრულებელს, სამუშაოს ჯეროვნად შესრულების
მიზნებისათვის.

4.5.2 მოითხოვოს გამოყენებული იმ მასალების ხარისხისა და წარმომავლობის დოკუმენტაცია,


რომლებიც შეთანხმებული მხარეთა შორის და განსაზღვრულია .

4.5.3 მოითხოვოს შემსრულებლისაგან ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება.


წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული
მოთხოვნის დაკმაყოფილების მექანიზმით.

4.6 შემსრულებელი უფლებამოსილია:

4.6.1 მოითხოვოს დამკვეთისგან ნაკისრი ვალდებულებანის სრულად და ჯეროვნად შესრულება,


წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისარგებლოს წინამდებარე ხელშეკრულებით მისთვის მინიჭებული
თავდაცვისა და მოთხოვნის დაკმაყოფილების მექანიზმით ისევე როგორც საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებით.

5. ფორს-მაჟორი

5.1 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი


ძალის მოქმედების შემთხვევაში. მხარეები თავისუფლდებიან ასუხისმგებლობისაგან
ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შესრულებისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების
შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გატვალისწინებული
ვალდებულებების შესრულება.

5.2 „დაუძლეველი“ ძალის ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე


ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ
თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ. კერძოდ: წყალდიდობა, მწისძვრა, აფეთქებები, ხანძარი,
ავარია,ომი და საომარი მოქმედებები,ბლოკადა, გაფიცვები, კანონმდებლობის ცვლილებები,
რომლებიც აუარესებენ წინამდებარე ხელშეკრულების სუბიექტების სამართლებრივ სტატუსსა და
რეჟიმს. თუ ნებისმიერმა ზემოაღნიშნულმა გარემოებამ უშუალოდ იმოქმედა ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების
დროს თანაბარზომიერად გაიზრდება.

5.3 მხარე, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქმნა


ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყონებლივ,არაუგვიანეს 2(ორი) დღისა ამ
გარემოებების დადგომიდან და დასრულებიდან, აცნობოს მეორე მხარეს.

5.4 შეუტყობინებლობისა და დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას


დაეყრდნოს ფორს-მაჯორული გარემოებების არსებობა როგორც პასუხისმგებლონისგან
გათავისუფლების საფუძველს. სეტყობინებაში მითიტებული ფაქტები შემდგომში უნდა
დადასტურდეს.
6.დავა

6.1 მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით.

6.2 თუ მხარეები ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის დავის წამოჭრის შესახებნ შეტყობინების
გაგზავნის თარიღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში მოლაპარაკების გზით ვერ
მიაღწევენ შეთანხმებას ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა განსახილველად და
საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა სასამართლოს.

6.3 მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერ დავაზე


პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ
აღსასრულებლა

7. დასკვნითი დებულებები

9.1 ხელშეკრულება შედგენილია და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მის


საფუძველზე წარმოშობილი ნებისმიერ ურთიერთობაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

7.2 ხელშეკრულების საგანთან დაკავშირებული მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება მხოლოდ


წინამდებარე ხელშეკრულებით. ყველა სახის ზეპირი მოლაპარაკება ხელშეკრულების საგანთან
დაკავშირებიტ იურიდიული ძალის არმქონეა.

7.3 წინამდებარე ხელშეკრულება შეიცავს მხარეებს შორის არსებულ ყველა წინასწარ შეთანხმებას,
ყოველი დამატება, ცვლილება ან შესწორება მოკლებულია იურიდიულ ძალას, თუ არ არის
შედგენილი წეილობითი ფორმით და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ.

7.4 ხელშეკრულების ნუმერაცია და დასაბუთება გამოიყენება მხოლოდ პირობითად და არ ზღუდავს


ან აფართოებს მოცემული ხელშეკრულების დებულებებს.

7.5 მხარეებმა დაუყოვნებლივ, წეილობითი ფორმით უნდა აცნობონ ერთმანეთს მისამართის,


ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის, საბანკო რეკვიზიტების და სხვა ცვლილებების შესახებ,
რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე. უწყება,
გზავნილი, წერილი ან სხვა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ის გაგზავნილია მხარისთვის ცნობილ
უკანასკნელ მისამართზე.

7.6 ხელშეკრულება ყველა ვალდებულებით ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე,


წარმომადგენლებზე და რწმუნებულებზე.

7.7 წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად,


რომელთაგან თითო ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს.

8. მახარეთა რეკვიზიტები

დამკვეთი: მენარდე:

ფ.პ - ალექსანდრე დადიანი შპს-ავეჯის საამქრო.


მათე გუჩუა

ნანა წოწონავა

სოფიკო ცანავა

თამარ სოლომნიშვილი

You might also like