Professional Documents
Culture Documents
მიკრობიოლოგია ვირუსები 1
მიკრობიოლოგია ვირუსები 1
მიკრობიოლოგია ვირუსები 1
სტრუქტურა:
1) ვირუსები ხასიათდებიან დნმი-ისა და რნმ-ისგან შემდგარი
გულისა და გარშემორტყმული ცილოვანი შრისგან, რომელსაც
დამცველობითი ფუნქია აქვს. ზოგიერთი ვირუსის ცილოვანი შრე
დაფარულია ლიპოპროტეინული მემბრანით -გარსით . ვირუსებს
არ გააჩნიათ ბირთვი , ციტოპლაზმა, მიტოქონდრიები და
რიბოსომები
2) ვირუსების გამრავლება(რეპლიკაცია)მიმდინარეობს მხოლოდ
მასპინძელ უჯრედში , რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი
ენერგიის გენერირება და ცილების სინთეზი, ანუ წარმოადგენენ
ობლიგატურ უჯრედშიდა პარაზიტებს ( როგორც ქლამიდები).
ვირუსების გამრავლება არ მიმდინარეობს ბინარული გაყოფით
ან მიტოზით , არამედ ხდება ათასობით ვირუსული ასლის
პროდუცირება.
ნუკლეინის მჟავები
ვირუსის ნუკლეინის მჟავა მოთავსებულია კაფსიდის შიგნით . იგი
წარმოდგენილია ერთძაფიანი ან ორძაფიანი დნმ-ით ან რნმ-ით.
ნუკლეინის მჟავა შეიძლება იყოს ხაზოვანი ან რგოლური . დნმ-ი
წარმოდგენილია ყოველთვის ერთი მოლეკულის სახით, რნმ-ი
შეიძლება წარმოდგენილი იყოს , როგორც ერთი მოლეკულის
სახით , ისე სეგმენტირებული (ფრაგმენტირებული) სახით . ყველა
ვირუსი შეიცავს გენების ერთ კოდს .
ვირუსული ცილები
ვირუსული ცილები ასრულებენ რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას
. კაფსიდური ცილები იცავენ გენეტიკურ მასალას და მონაწილეობენ
ვირუსის მიწებებაში მასპინძელი უჯრედის ზედაპირზე არსებულ
სპეციფიურ რეცეპტორებთან. ასევე წარმოადგენენ მნიშვნელოვან
ანტიგენებს . ისინი ახდენენ ანტისხეულების ნეიტრალიზაციას და
ააქტივებენ T ციტოტქსიურ უჯრედებს , ეს უჯრედები ახდენენ ვირუსის
ინფიცირებული უჯრედების სიკვდილს . ვირუსის გარეთა ცილები
არამარტო ახდენენ ანტისხეულების წარმოქმნას , ასევე
წარმოადგენენ სრულფასოვან ანტიგენებს , ანუ ანტისხეულები
უკავშირდებიან ამ ცილებს და ეწინააღდეგებიან (ანეიტრალებენ)
ვირუსის შეჭრას უჯრედში და მის გამრავლებას , გარეგანი ცილები
ბიძგს აძლევენ იმუნური რეაქციების განვითარებას , როგორც
ბუნებრივი გზით ინფიცირებისას , ასევე იმუნიზაციის შემდეგაც .
ვირუსის ზოგიერთი შინაგანი ცილა ასრულებს სტრუქტურულ
ფუნქციას ( მაგ: გარსიანი ვირუსების კაფსიდური ცილები) ,
ზოგიერთები წარმოადგენენ ფერმენტებს (მაგ:პოლიმერაზა-
ვირუსული მ-რნმ-ის მასინთეზირებელი ) სხვადასხვა ვირუსის
შინაგანი ცილები განსხვავდებიან ერთმანეთისგან . ზოგიერთ
მათგანში დნმ-რნმ პოლიმერაზა მიმაგრებულია გენომზე . სხვებში
არა. თუ ვირუსს გააჩნია გარსი ესეიგი მას აქვს მატრიქსული ცილა ,
რომელიც ურთიერთქმედებს კაფსიდურ და გარსის ცილებს შორის .
ზოგიერთი ვირუსი წარმოქმნის ცილებს , რომლებიც მოქმედებს ,
როგორც სუპერანტიგენები , ანუ თავისი მოქმედების მექანიზმით
მსგავსია ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი სუპერანტიგენებისა ,
როგორიცაა :STAUCEUS TSST . სუპერანტიგენების წამომქმნელ
ვირუსებს მიეკუთვნებიან ადამიანის ჰერპეს ვირუსების ოჯახის 2
წარმომადგენელი - ეპიშტეინ -ბარის ვირუსი და
ციტომეგალოვირუსი . ასევე თაგვების სარძევე ჯირკვლების
სიმსიმნის გამომწვევი რეტროვირუსი.
ზოგიერთი ვირუსი შეიცავს მარეგულირებელ ცილებს , ისინი
მოთავსებული არიან - ტეგუმენტში? - სივრცე ნუკლეოკაფსიდსა და
გარსს შორის. რეგულატორულ ცილებს მიეკუთვნებიან
ტრანსკრიბციისა და ტრანსლაციაში მონაწილე ფერმენტები ,
რომლებიც აკონტროლებენ ვირუსულ ან უჯრედულ პროცესებს .
ადამიანის მარტივი ჰერპესვირუსი და ციტომეგალოვირუსი შეიცავს
შესამჩნევ , ძალიან დამახასიათებელ ტეგუმენტს .
ვირუსის გარსი
გარდა კაფსიდისა და შინაგანი ცილებისა , არსებობს კიდევ 2 ტიპის
ცილები : ორივე მათგანი დაკავშირებულია გარსთან . გარსი ეს
არის ლიპოპროტეინული მემბრანა , რომელიც შედგება
ლიპიდებისგან ( გამოყვება ვირუსს მასპინძლის უჯრედიდან) და
ვირუსსპეციფიკური ცილებისგან . მათ გარდა გამოვლენილია
გლიკოპროტეინები - რომლებსაც აქვს ეკლების შესახედაობა ,
ისინი ემაგრებიან მასპინძელი უჯრედის რეცეპტორებს მასში
შეჭრისას . სხვა ცილა- მატრიქსის ცილა განაპირობებს
ურთიერთქმედებეს კაფსიდურ ცილებსა და ლიპიდურ შრეს შორის.
ვირუსის გარსი (სუპერკაფსიდი, ლიპიდური შრე) ყალიბდება
უჯრედიდან გამოკვირტვის დროს , უმეტესწილად ციტოპლაზმური
მემბრანიდან ჰერპესის ვირუსები გამოიკვირტებიან ბირთვის
მემბრანიდან . სუპერკაფსიდის არსებობა რთულ ვირუსებს ანიჭებს
არასტაბილურობას , რაც გამოიხატება უფრო მეტ
მგრძნობელობაში - გახურები , გამოშრობის , სარეცხი
საშუალებებისა და ცხიმის გამხსნელების მიმართ - სპირტის და
ეთერისადმი . მარტივი ვირუსები უფრო გამძლეები არიან ამ
ფაქტორების მიმართ .
საინტერესოა ამ დაკვირვების კლინიკური კორელაცია :
ფეკალურ-ორალური გზით გადამცემი პრაქტიკულად ყველა ვირუსი
არ შეიცავს გარსს . მათ მიეკუთვნება ისეთი ვირუსები , როგორიცაა
A ჰეპატიტის ვირუსი , კოკსაკის ვირუსი, როტავირუსი. ამის
საპირირისპიროდ გარსიანი ვირუსები უმეტესად გადაეცემიან
პირდაპირი კონტაქტით , ის სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით .
მაგ: ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი, მარტივი ჰერპეს ვირუსი
ტიპი -2 , B და C ჰეპატიტის ვირუსი . სხვა გარსიანი ვირუსები
გადაეცემიან გადამტანების საშუალებით - ფეხსახსრიანების
კბენისას (ყვითელი ცხელების ვირუსი), ასევე ცხოველების კბენისას
- (ცოფის ვირუსი).
ბევრი გარსიანი ვირუსი გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს ჰაერ-
წვეთოვანი გზით- გრიპის ვირუსი, წითელას , წითურას ვირუსი ,
რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი და სარტყელისებური
ლიქენის ვირუსი . თუ არ მოხდება პირდაპირი კონტაქტი წვეთოვანი
შეიძლება გაშრეს და ის ვირუსები ინაქტივირდებიან . უნდა
აღინიშნოს , რომ რინოვირუსები , რომლებიც გადაეცემიან ასევე
ჰაერ-წვეთოვანი გზით არ შეიცავენ გარსს და საკმაოდ დიდხანს
ძლებენ გარემოში . ისინი ადვილად გადაეცემიან ხელების
საშუალებით კონტამინირებულ საგნებთან შეხების შედეგად.
ზედაპირული ცილები იქნება კაფსიდზე არსებული თუ
ლიპოპროტეინულ შრეზე არსებული- წარმოადგენენ
პრინციპიალურ ანტიგენებს, რომლის საწინააღმდეგოდ
მასპინძელი ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნურ პასუხს . ისინი ასევე
განსაზღვრავენ სპეციფიურობის ტიპს (სეროტიპი). მაგალითად :
პოლიოვირუსები 1,2 და 3 ტიპის განსხვავდებიან კაფსიდური
ცილებბის ანტიგენურობით . მნიშვნელოვანია ვირუსის სეროტიპის
რიცხვის ცოდნა, ვინაიდან ვაქცინა შეიცავდეს პრევალირებულ
სეროტიპს . სხვადასხვა სეროტიპს შორის ჯვარედინი დაცვა
მნიშვნელოვანი არ არის . მრავალი სეროტიპის შემცველი ვირუსები
ხასიათდებიან იმუნური სისტემის მიმართ მდგრადობით . ვინაიდან
ერთი სეროტიპის მიმართ გამომუშავებული ანტისხეულები არ
განაპირობებენ მეორე სეროტიპის მიმართ დაცვას.
ატიპიური ვირუსისმსგავსი აგენტები
არსებობს 4 ტიპის არასრულყოფილი ვირუსები . 1) დეფექტური
ვირუსები- შედგებიან ვირუსული ნუკლეინის მჟავისა და ცილისაგან ,
მაგრამ არ შეუძლია დამოუკიდებლად რეპლიკაცია , ამისთვის
საჭიროებენ ვირუსის დამხმარეებს. დეფექტური ვირუსებისთვის
დამახასიათებელია მუტაციები და გენეტიკური მასალის დაკარგვა.
ადამიანი უმეტესი ვირუსების რეპროდუქციისას წარმოიქმნება
უფრო მრავლად დეფექტური ვირუსები , ვიდრე სრულყოფილები
(მაინფიცირებლები). ზოგ შემთხვევაში დეფექტური და ინფექციური
ნაწილაკების შეფარდება აღწევს 100:1. ისინი ერთგვარად
თრგუნავენ მაინფიცირებელი ვირუსების რაოდენობას . 2)
ფსევდოვირუსები - თავიაანთი კაფსიდის შიგნით ნაცვლად
ვირუსული დნმ-ისა შეიცავენ მასპინძელი უჯრედის დნმ-ს, ისინი
წამოიქმნება გარკვეული ვირუსების ინფიცირების პროცესში და
როცა მასპინძელი უჯრედის დნმ-ი განიცდის ფრაგმენტაცია , ეს
ფრაგმენტები ჩაიხვევა კაფსიდურ ცილებში . ფსევდოვირუსები
აინფიცირებენ უჯრედებს , მაგრამ ვერ რეპლიცირდებიან მათში.
ვიროიდები- შედგება წრიული რნმ-ის მხოლოდ ერთი
მოლეკულისგან ცილოვანი შრის გარე შრე . რნმ-ის ზომა ძალიან
მცირეა (მოლეკულური მასა=1x10-5 ) და შესაბამისად არ
ასინთეზებენ არანაირ ცილას, თუმცა ვიროიდები რეპლიცირდებიან,
ისინი დაავადებებს იწვევენ მხოლოდ მცენარეებში და არა
ადამიანებში.
პრიონები- ინფექციური ნაწილაკები (სხეულები) მთლიანად
შედგებიან ცილისგან და არა ნუკლეინის მჟავებისგან. ისინი იწვევენ
ნელა მიმდინარე დაავადებებებს (ღრუბლისებრი ენოპალოპათია)
ეგრეთ წოდებულ იაკობის დაავადებას . ვინაიდან არ შეიცავენ არც
დნმ-ს ,არც რნმ-ს , ისინი ძალიან განსხვავდებიან ვირუსებისგან .
ელ. მიკროსკოპით ვლინდება უფრო შოლტები, ვიდრე ვირუსული
ნაწილები. პრიონები უფრო გამძლეა ულტრაიისფერი სხივებისადმი
და გახურების მიმართ, ვიდრე ვირუსები . ისინი მდგრადები არიან
ფორმალდეჰიდისა და ნულეაზის მიმართ, თუმცა ინაქტივირდებიან
ჰიპოქლორიდის ხსნარით,NAOH და
ავტოკლავირებით .ჰიპოქლორიდი გამოიყენება ქირურგიული
ინსტრუმენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების
სტერილიზაციისათვის , რომლებიც არ ავტოკლავირდებიან.
პრიონები შედგება ერთადერთი გლიკოპროეტეინისგან ,
მოლეკულური მასა:27000-30000-მდე. ამ ცილის ნორმალურ
ვარიანტს შეიცავს ჯანმრთელი ორგანიზმი , თუმცა მისი ფუნქცია არ
არის გარკვეული . გარკვეული ზემოქმედებით იგი განიცდის
მუტაციას . ორგანიზმი მის მიმართ იმუნურ პასუხს არ გამოიმუშავებს,
შესსაბამისად ტვინის დაზიანებული ქსოვილში არ ვითარდება
ანთება. ვითარდება ვაკუოლიზაცია. პრიონული ცილები დაძინებულ
ტვინის ქსოვილში წარმოქმნიან ჩხირისმაგვარ სხეულებს ,
რომლებმაც მორფოლოგიურად და ჰისტოლოგიურად არ
განსხვავდება ამილოიდისგან . იგი ასევე ყალობდება სხვადასხვა
დაავადებით დაავადებულ პირებში .
ვირუსის ზომა და სტრუქტურა
ვირუსების ზომა ვარირებს დიდი ცილის ზომიდან (20ნმ) ყველაზე
პატარა ბაქტერიის ზომამდე (300 ნმ) . ვირუსთა უმეტესობას
ელ.მიკროსკოპში აქვს სფერული ან ჩხირისებური შესახედაობა .
ვირუსები შეიცავენ რნმ-ს ან დნმ-ს და არავითარ შემთხვევაში
ორივეს ერთად.
ყველა ვირუსს აქვს ცილოვანი შრე- კაფსიდი , რომელიც
ფარავს(ფუთავს) გენებს. კაფსიდი შედგება განმეორებითი
სუბერთეულებისგან - კაფსომერებისგან. ზოგიერთი ვირუსის
კაფსიდი დაფარულია ლიპოპროტეინული გარსით , რომელი ამ
შემთხვევაში წარმოადგენს ვირუსის გარეთა საფარველს.
სტრუქტურას , რომელიც შედგება გენომის ნუკლეინის მჟავისა და
ცილოვანი კაფსიდისგან , ეწოდება ნუკლეოკაფსიდი. კაფსიდის
განმეორებითი სუბერთეულები ვირუსს ანიჭებენ სიმეტრიულ
შესახედაობას, რაც განაპირობებს ვირუსების კლასიფიცირებას .
ზოგიერთი ნუკლეოკაფსიდი ფლობს ოცკუთხედის ფორმას (კუბური
სიმეტრია) და სხვები (სპირალურ სიმეტრიას) .
ადამიანის ყველა ვირუსი , რომელიც ფლობს სპირალურ
ნუკლეოკაფსიდს , გააჩნია ლიპოპროტეინული გარსი.
აწყობა და გამონთავისუფლება
ახლად სინთეზირებული ვირიონის ნაწილაკების აწყობა ხდება
ვირუსული ნუკლეინის მჟავები შეიფუთებიან კაფსიდური
პროტეინებით. საინტერესო ფაქტია ის რომ ზოგიერთი ვირუსის
აწყობა შეიძლება განხორციელდეს სინჯარაში გაწმენდილი რნმ-
სა და გასუფთავებული ცილების გამოყენებით. ეს მიუთითებს
იმაე რომ ხდება სპეციფიკური ურთიერთქმედება რნმსა
დაცილებს შორის. ფერმენტების არსებობა და ენერგიის ხარჯვა
ამ პროცესში არ ხდება
ვირიონების გამოთავისუფლება უჯრედიდან ხდება ორი გზით:
1) უჯრედის მემრანა იშლება და მომწიფებული ნაწილაკები
გამოდიან ასე გამოდიან უგარსო მარტივი ვირუსები.
2)რთული გარსიანი ვირუსები გამოდიან მემბრანიდან დაკვირტვის
გზით გამონაკლისია ჰერპესვირუსების ოჯახი რომელთა
წარმომადგენლები ძირითადად გამოდიან ბირთვის მემბრანიდან
დაკვირტვის გზით გამოკვირტვის პროცესი იწყება მაშინ როდესაც
ახლად სინთეზირებული ვირიონები შეაღწევენ უჯრედის მემბრანის
სპეციფიურ უბნებში ვირუსული ნუკლეოკაფსიდი შემდეგ
ურთიერთქმედებს ამ უბნებში არსებულ მატრიქსულ ცილებთან
შემდგომ უჯრედის მემბრანა გამოიზნიქება უბანში და შეფუთული
ნაწილაკი გამოიკვირტება უჯრედიდან ხშირ შემთხვევაში
გამოკვირტვისას უჯრედი არ ზიანდება მიუხედავად იმისა რომ
მისგან გამოიკვირტება დიდი რაოდენობით ვირიონები
მატრიცული ცილა ასრულებს მნიშვნელოვან როლს გარსიანი
ვირუსების აწყობის პროცესში, ვინაიდან წარმოქმნის
დამაკავშირებელ ხიდაკებს ნუკლეო კაფსიდსა და გარსს შორის.