Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ძირითადი ნაწილი

მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევები

საკვლევი პრობლემის დეტალური აღწერა

როგორც ვიცით, არასრულფასოვნად შესწავლილი ნებისმიერი ტიპის


(ხელოვნური და ბუნებრივი) ვირუსი მიძინებული ვულკანივითაა, რომელიც
ამოფრქვევის შემთხვევაში საზოგადოებას უდიდეს ზიანს აყენებს. 2019 წლის შემდეგ,
როცა კოვიდვირუსი ნელ-ნელა უმართავი და არაპროგნოზირებადი გახდა,
რადიკალურად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება საკითხისადმი,
ჯაჭვური რეაქციის პრინციპით დაიწყო დაავადებამ ზეგავლენის მოხდენა
თანამედროვე ეკონომიკაზე, განვითარდა საყოველთაო შიშის სინდრომი,
ფაქტობრივად, გაჩერდა ცივილიზირებული სამყარო. პოსტ-პანდემიურ პერიოდში,
რა თქმა უნდა, გაგვიმარტივდება წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება,
საინტერესო დასკვნების გამოტანა და ლოგიკური მსჯელობა. შესაბამისად, ქვემოთ
ვეცდებით საკვლევი პრობლემა აღვწეროთ დეტალურად.

დღესდღეობით, ადამიანის ყოფაში უმიზეზოდ არაფერი ხდება. თითოეულ


მოვლენას აქვს გამომწვევი მიზეზი და შედეგი. მაგალითად: მედიკოსთა
დაუდევრობის გამო (კორონა ვირუსზე ცდების ჩატარებისას) ქალაქ ვუჰანში
მომაკვდინებელი სენი გავრცელდა. ამ შემთხვევაში მიზეზი თვალსაჩნოა, ხოლო
შედეგი სავალალო. ამდენად, მოულოდნელი უზუსტობისა და უპატიებელი
შეცდომის გამო სამედიცინო სფერო გამოცდის, ხოლო ეკონომიკური, კრახის წინაში
დადგა. ხშირად მოსახლეობის გარკვეული ნაწილი კოვიდის აღმოჩენა-
გავრცელლებას კონკრეტულ სახელმწიფოს (ჩინეთი) მიაწერს დაავადების
ისტორიიდან გამომდინარე, თუმცა, საყურადღებოა, რომ გვავიწყდება ჩვენი წილი
პასუხისმგებლობის აღება მომხდარის შემდეგ. მასშტაბური დაბინძურებისა და
გლობალური დათბობის საპირწონედ დედამიწამ დასაჯა თითოეული ინდივიდი.
მაშასადამე, მსგავსი გასაჭირი გარდაუვალი და აუცილებელი იყო
გამოფხიზლებისთვის. აღნიშნული არგუმენტის საილუსტრაციოს გამოდგება
ცნობილი ქართული ანდაზა: „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“. აქედან
გამომდინარე, კოვიდ-პანდემია კაცობრიობის დანაშაულია და ეს მძიმე ტვირთი
მოსახლეობამ ზურგით უნდა ატაროს, რათა შეგვეძლოს შეცდომების გააზრება თუ
გამოსწორება, ამგვარი განსაცდელის პრევენცია.

კოვიდ-19 ეკონომიკურ ჭრილში (მსოფლიო და საქართველო)

ბუნებრივია, ვირუსმა შეძლო და ამოაყირავა ეკონომიკური რუკა.


გავრცელებიდან რამდენიმე თვეში მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები იძულებულნი
გახდნენ შეეჩერებინათ წარმოება არნახული ზარალის გამო. ერთი მხრივ,
საგრძნობლად დაეცა საწვავის ფასი და საფონდო ბირჟათა ინდექსი, გაუფასურდა
ვალუტაც. მეორე მხრივ, კორონა პანდემიის შედეგები თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო
და მოსახლეობამ დაკარგა სამსახური, რამაც უმუშევრობის დონის ზრდა გამოიწვია.
დაიხურა სასტუმროები, რესტორნები, შეწყდა საერთაშრისო ფრენები. გაჩერდა
ყველა და ყველაფერი, გარდა ეკონომიკური ნიშნულებისა, რომლებიც მოსახლეობას
ოპტიმიზმის საფუძვლებს ნამდვილად არ უჩენდა. საინტერესოა, რამდენად დიდი
ზიანი მიაყენა 2 წლის განმავლობაში ვირუსმა საქართველოს ეკონომიკას?
განვითარებადი ქვეყნისთვის ჩაკეტილ ბაზარზე ფონს გასვლა შეუსრულებელ
მისიად მიიჩნევა. სწორედ, რომ 2020 წლის ეკონომიკურმა სტაგნაციამ გამოიწვია
საქართველოში სხვადასხვა სექტორის გაკოტრება თუ დახურვა. მაგალითად:
მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი -6,8 % გახდა (geostat.ge 2020), მოკვდა
ტურიზმიც.

წელი 2018 2019 2020 2021


რეალური მშპ- 4.8 5.0 -6.8 10.5
ის
ზრდა,პროცენტ

მონაცემები აღებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდიდან

მიუხედავად ყველაფრისა, მოგვეცა მოვლენის გადააზრებისა და


გაცნობიერების შესაძლებლობა. უძრაობის პერიოდში აღმოვაჩინეთ რამდენიმე
დადებითი ფაქტორიც: ადამიანთა იძულებული პაუზის შემდეგ გაიწმინდა ჰაერი,
გაუმჯობესდა დროებით კლიმატი, ცხოველები მოულოდნელად დაიძრნენ
ქალაქისაკენ უშიშრად და რაც მთავარია - პანდემიამ ადამიანებს აფიქრებინა, რომ
ერთმანეთის მიმართ მეტი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვაა მნიშვნელოვანი.
როგორც ამბობენ: „ყველა ცუდს დადებითიც აქვს“. ეს ფრაზა იდეალურად ერგება
აღნიშნულ ნააზრევს.

საზოგადოების დამოკიდებულება ვირუსისადმი საქართველოში

პანდემიამ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა და უკმაყოფილება გამოიწვია.


დროთა განმავლობაში გაჩნდა ანტივაქსერთა, ასევე თითქოსდა არარსებული სენის
ხელოვნურად გავრცელების მომხრე ჯგუფი. 2021 წელს ჩატარებული NDI- სა და IRI-
ის კვლევები ცხადყოფს, რომ ამავე წლის ივლისში ზრდასრული მოსახლეობის
მხოლოდ 10% იყო აცრილი, 42% აღნიშნავდა, რომ არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია
ვაქცინის შესახებ. პესიმისტური განწყობილება ნებისმიერ სიახლეს თან ახლავს,
შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი საზოგადოების გარკვეული ნაწილის
დაპირისპირების მიზეზიც კი გახდა. მაგალითად: კერძო სექტორში სხვადასხვა
კომპანია დამსაქმებლებს აიძულებდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას.
შედეგად, აზრთასხვადასხვაობის ნიადაგზე კომპანიებში წარმოიქმნა კონფლიქტები.
გარდა ამისა, საზოგადოება დაიყო ორ დიდ პოლუსად: აცრილები და აუცრელები.
თვალსაჩინოებისთვის ჩავატარეთ საყოველთაო გამოკითხვა (25 ზრდასრული
ადამიანი) და დავსვით პრიმიტიული შეკითხვა: ხართ თუ არა აცრილი?
გამოკითხულთა 60 % მოცემულ კითხვას დაეთანხმა, ხოლო 40 %-მა უარყოფითი
პასუხი გაგვცა.

ხართ თუ არა აცრილი?

დიახ
40% არა

60%

წერითი ნაშრომის მთავარ სათქმელად შეიძლება გამოვყოთ შემდეგი


სიტყვები: პანდემია ერთგვარი ცხოვრებისეული გაკვეთილია, რომელმაც შეცვალა
ადამიანი დადებითისაკენ, რადგან გამოცდილი მოსახლეობა გაიაზრებს წარსულში
დაშვებულ შეცდომებს და სამომავლო გლობალურ გამოწვევას თავიდან აირიდებს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვეძიოთ ჩვენი პრობლემის გადაჭრის გზები - პანდემიის
ზარალი საგრძნობია. ამდენად, კრიზისიდან გამოსვლას შევძლებთ საკითხის
ინფორმირებისას, გამოცდილების მიღებისას ან გაცნობიერების შემდეგ.

You might also like