მოვა დრო და დაფრთხება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

მოვა დრო და დაფრთხება!

(მტრის განდევნით თავისუფლება თავად მოვა განვითარებასთან


ერთად)

დაღმართ-დაღმართ სიარულმა დაგვავიწყა მთის სურნელი,


სერზე დგომას აღარ ვლამობთ,მშვიდად გვიქნევს ხელს ქვესკნელი!
გაწყდა მართლის მქადებელი,დამძრახველი,პირში მთქმელი,
ველოდებით,რათა იშვას ხალხის მშველი,ერის მხსნელი...

მზე ჩავიდა,ჩაესვენა,დაგვიღონდა ტყე და ველი,


უნებურად ქვეყანაზე აღარ ფრინავს არც ფრინველი.
შეიცვალა,საწუთრო და დომინანტი გახდა ბნელი!
ველზე წყნარად დასისინებს საზარელი შავი გველი...

უკუღმართ წუთისოფელში გაქრა სწრაფი,იშვა ნელი,


დაუძლურდა კოჭლი ერი,მარტივიც კი გახდა ძნელი!
არ ჩანს მხსნელი,მშვენიერი,უცხო გმირი,სანატრელი,
ოხ!ნეტავი სწრაფად იშვას სიტყვით ბრძენი,საქმით მქნელი!

ოქროს ფასის დუმილს ვარღვევთ,მოგვიმრავლდა ენაგრძელი,


ჭკუით სუსტი,საქმით მრუდი,უადგილო მჭერმეტყველი!
გაასმაგდა შუღლი,მტრობა,ჯიბგირი და კაცისმკვლელი,
ზღვაში წვეთად დაგვრჩა მხოლოდ მზრუნველი და მეტად ქველი!
ჩალის ფასად მივაყიდეთ,ფასეული,წმინდა,ძველი,
გავიყინეთ,ავირიეთ,გავიმზადეთ განსაცდელი!
გვიჭირს ხედვა,თვალთახედვა,სხვა რაღაა აქ სათქმელი...
მოღალატეს გაკერპება არ აღმოჩნდეს დამღუპველი!

დაიქსაქსა,დაიფანტა,დანაწილდა ყველა მთელი,


უცხო ხალხმა დაგვიმონა,თან წაგვაჭრა საღი ხელი!
მორჩილებას შევეგუეთ,დავიკრიფეთ გულზე ხელი,
ნეტავ,როდის გვეღირსება,რომ ქვეყანას ჰყავდეს მცველი!

ის აღმოჩნდა ერის მტერი,ვინც გვეგონა მასპინძელი,


ჩამქოლავი,დამღუპველი,რომ გვეგონა ჩვენ სულგრძელი.
ტვინახდილი,უსინდისო,უღირსი და დამპყრობელი,
უცხვირპირო,უპრინციპო,ერთმორწმუნე მეზობელი!

ბუნტის თავი,ომის ხამი და პატივის შემლახველი,


ფულის მონა,მთვარის ტოლა,მძარცველი და უქონელი!
საშინელი,ამაზრზენი,უპირო და მკადრებელი,
უსწავლელი,გაუზრდელი,ტყვიით ხელში შემფარველი!
ჭირი გვყოფნის,დაგვიმატეს,აგვიოხრეს მინდორ-ველი,
შერყეულებს ხელი გვკრეს და მიიტაცეს სასურველი.
ყელში ბურთად გავიჩხირეთ,მეგობარი,დათვი,მგელი,
სანამ დროა,სანამ გვიღირს,გადავრეკოთ საქონელი!

იმედი თუ ბოლოს კვდება,გმირის შობას კვლავ მოველი,


რათა გახდეს ერის მწყემსი და დააფრთხოს ურჩი მგელი!
ოღონდ იშვას,მოევლინოს,ხალხის მშველი,ერის მხსნელი,
აღმართ-აღმართ აგვატაროს,თუნდ სვლა იყოს მეტად ნელი!

You might also like