ყველაფერი კარგად არის

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

ყველაფერი კარგად არის...

(ვუძღვნი მომავლის სატრფოს)

ყველაფერი კარგად არის და იწყება უცებ ქარი,


ოხ!ეს ქარი მიდის,მოდის,თან მე მრჩება გულთ ისარი.
ქარს ანაცვლებს ქარიშხალი და მერგება შავი სარი,
ვეღარ უძლებს ჩემი გული,სულს კი ასდის ოხშივარი!

ქარი მიტევს,არ ჩერდება,თან მოჰყვება მისი ჯარი,


ჩემს დაცემას აპირებენ,გადალახეს უკვე ზღვარი,
ქარო თავი დამანებე არ გეგონოს ვიყო მკვდარი!
არ გაბედო,რომ მომპარო ჩემი რწმენა,წმინდა ჯვარი!

ქარმა ნახა,ბევრიც ნახა,გლეხი,მეფე,კეისარი,


ყველას გულით უთავაზა გაჭიმული მშვილდისარი.
მისი ყოფა გახლეჩვაა,ხოლო ჟამი უხსოვარი,
ერთი რამ კი ნათელია,თავადაა კეისარი!

უცებ ქარი გამინელდა,მიიღო მან სახე მტრული,


შეეშინდა,ქარმაც იკლო,რადგან იცნო სიყვარული!
წამიერად გაშეშდა და იყო მისთვის განაბული,
დაინახა ჩემი სატრფო,მისი სახე,სუფთა გული...
სატრფოს ვხედავ გული დნება,
შენთან ყოფნა მენატრება
და რომ იყოს ჩემი ნება
არ დადგება განშორება!

გამოვცოცხლდი,შევიცვალე,არაფერი მენანება,
ჩემი სატრფო ჩემთან არის ბრძოლის ველზე მეგებება!
ამაღლებულ განწყობაზე ჩემი იაც აღარ ჭკნება!
ის იღვიძებს,იდუმალ ხმა,და მსგავს სიტყვას მეუბნება:

„გამოფხიზლდი,შეცდენილო,გაახილე ფართოდ თვალი,


ბრძოლის ველზე მყარად იდექ,არ ივიწყო შენი ვალი.
შეგახსენებ,ცეცხლს თუ აქრობ,არ დატოვო მისგან ალი,
ქარს გაუძელ,გაუმკლავდი,არ დატოვო მისგან კვალი!

არ იდარდო დამიჯერე,ქარსაც შეცვლის თბილი სიო,


ნახე,გარეთ ზამთარია,შენს გულში კი ივლისიო!
დაიბრუნე წმინდა ჯვარი და შენს გულში ივლის სიო,
რწმენა სულში ჩასახლდება,ხოლო ხორცში თბილი სიო!“
იდუმალ ხმამ მათქმევინა ხშირი ფრაზა- „ეს ის არის“
ვეღარ ვიგრძენ ჩემს მთელ გულში ჩარჭობილი ის ისარი.
ქარი მიდის,აღარ მოდის,აღარ მტკივა მე ის სარი,
გავიხედე და შევნიშნე დაკარგული წმინდა ჯვარი!

რაო ქარო დაუძლურდი?ვეღარ ჰპოვე თანამგზავრი?


მე გამშორდი სხვაგან წადი,აქ ირევა ბევრი მგზავრი...
გაგაწბილე და შენ დარჩი დროგავლილი უხსოვარი,
დაგამარცხე,გავიმარჯვე,შენ არ დაგრჩა სახსოვარი!

ამ ბოლო დროს მშვენივრად ვარ,გრძნობებისგან გადამდნარი!


აღარ ვამბობ გამუდმებით: „ის სად არის? ის სად არის?“
ქარიშხალი გადაივლის და იცოცხლებს ქვეყნად დარი!
სიყვარულო შენი ძალით ჩემი ჯვარიც ჩემთან არის!

შენც გქონია ჩემო კარგო დახურული გულის კარი?


თუ ხსნას ეძებ შეიგრძენი ავდარი და სუსხი,ქარი!
გეტკინება?გადაიტან,დამიჯერე მოვა დარი,
ბოლოს იტყვი მომცინარი: „ყველაფერი კარგად არის“!

You might also like