მევენახეობა რიდერი piwi

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

დღეს წარმოებული ღვინოების უმეტესობა მზადდება ერთი სახეობის ვაზისგან, Vitis

vinifera-სგან. დროთა განმავლობაში, სხვადასხვა გადაკვეთებმა - როგორც შემთხვევითმა,


ასევე მიზანმიმართულმა - წარმოშვა ამ სახეობის ათასობით განსხვავებული ჯიში,
თითოეულს თავისი უნიკალური გემოს ნიშნები და სასურველი ჰაბიტატი აქვს. ასე რომ,
ჩვენ გვყავს პინო ნუარი, შარდონე, მერლო, რისლინგი, კაბერნე სოვინიონი, სირა და
სოვინიონ ბლანი - ყველა ვინიფერასგან, მაგრამ ყველა მკვეთრად განსხვავებული.
შეფასებულია, რომ დღეს მოხმარებული ღვინის დაახლოებით 98 პროცენტი მზადდება
ვინიფერას ვაზისგან. რა შეიძლება ითქვას იმ 2 პროცენტზე, რომელიც არ მოდის vitis
vinifera-ს სახეობაზე? სწორედ ამ 2 პროცენტზე, რომელიც ჩემი აზრით აუცილებლად
გაიზრდება ახლო მომავალში, ვისაუბრებ პრეზენტაციაში.

ყველაფერი დაიწყო მიგრაციებით. როდესაც ევროპელებმა პირველად იმოგზაურეს


ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ თან წაიღეს ვიტის ვინიფერას სახეობის ვაზი, მაგრამ იქ ვერ
შეძლეს მისი გახარება. პრობლემას წარმოადგენდა დაავადებათა და მავნებელთა მთელი
რიგი, რომელთა მიმართაც ევროპულ ვაზებს არ ჰქონდათ რეზისტენტობა, ხოლო
ევოლუციიდან გამომდინარე(ანუ ეს დაავადებები და მავნებლები ამ ამერიკულ
სახეობებთან ერთად განვითარდა და ჩამოყალიბდა) მათ მიმართ რეზისტენტობა გააჩნდა
ამერიკულ სახეობებს. დაავადებებიდან და მავნებლებისაგან ხაზგასასმელია: ორი
სოკოვანი დაავადება ჭრაქი და ნაცარი, და ორი მავნებელი ფილოქსერა და ბუგრები.

მოგვიანებით ამერიკასა და ევროპას შორის გააქტიურებულმა მიმოსვლამ გამოიწვია ამ


დაავადებებისა და მავნებლების გავრცელება ევროპაშიც. მე-19 საუკუნის შუა ხანებში
სწორედ ამ მიმოსვლამ გაანადგურა ფაქტობრივად მთელი ევროპის მევენახეობა. კერძოდ
ფილოქსერამ, თითქმის დაასრულა ღვინის წარმოება ევროპაში მანამ სანამ გამოსავალი არ
მოიძებნა. გამოსავალი გამოიძებნა შემდეგნაირად: ამერიკული სახეობის საძირეზე მოხდა
ევროპული სანამყენეს დამყნობა(მავნებლების წინააღმდეგ) და სოკოვანი დაავადებების
წინააღმდეგ სპილენძითა და გოგირდით შეწამვლა.

ყველაფრის მიუხედავად ვიტის ვინიფერას ჩვენთვის საყვარელი ჯიშები არ


წარმოადგენენ მდგრად და რეზისტენტულ ჯიშებს. დაავადებების ასაცილებლად ვენახი
ყოველწლიურად მრავალჯერ უნდა იქნას შეწამლილი( ან გოირდისა და სპილენძის
ტრადიციული საშუალებებით ან უფრო თანამედროვე სხვადასხვა კონტაქტური და
სისტემური პესტიციდებით). პესტიციდებმა შეიძლება დააბინძურონ ნიადაგი, წყალი,
ბალახი და სხვა მცენარეულობა. მწერების ან სარეველების მოკვლის გარდა, პესტიციდები
შეიძლება იყოს ტოქსიკური სხვა ორგანიზმებისთვის, მათ შორის ფრინველებისთვის,
თევზებისთვის, სასარგებლო მწერებისთვის და არასამიზნე მცენარეებისთვის.
ინსექტიციდები, როგორც წესი, პესტიციდების ყველაზე მწვავედ ტოქსიკური კლასია,
მაგრამ ჰერბიციდებს ასევე შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან არასამიზნე ორგანიზმებს.
სწორედ ამ მიზეზთა გამო მევნახეობა დაფიქრდა სხვა გზების ძიებაზე გარემოს
დაბინძურების შემცირების მიზნით. სხვა კულტურებისგან განსხვავებით მევენახეობა
ძალიან მკაცრია ჰიბრიდულ ჯიშებთან რადგან პირველი იმიტომ რომ საკმაოდ
კონსერვატორული დარგია, მეორე იმიტომ რომ დღემდე ითვლება რომ ჰიბრიდული
ჯიშები ვიტის ვინიფერასთან შედარებით დაბალი ხარისხის ღვინოს იძლევა.

ევროპული და ამერიკული ვაზის გადაკვეთა:


სანამ ზემოთნახსენები ტიპის მყნობა მოგვევლინა გამოსავლად, ფილოქსერასაგან
განადგურებული ვენახების აღორძინების ერთ-ერთი იდეა იყო ჰიბრიდული ვაზის
დარგვა. მათ მოშენებაზე ბევრიც იშრომეს, თუმცა მათ მიერ წარმოებლი ღვინოების
ხარისხით არავინ იყო კმაყოფილი. Vitis labrusca-ს სახეობის სხვადასხვა ჯიშებს
როგორიცაა Concord, Niagara, Catawba და Delaware და მათ ჰიბრიდებს ევროპულ
ჯიშებთან ახასიათებდათ ე.წ მელიის ტონი(რაც იმიტომ დაერქვა რომ გატყუებდა და ვერ
ხვდებოდი რა არომატი იყო).

Merab beridze part

თანამედროვე მევენახეობაში აქტუალურია სოკოებისადმი რესისტენტული ვაზის


ჯიშები, რაც გამოწვეულია სოკოვანი დაავადებების სიმწვავითა და ფართ გავრცელებით,
PIWI ჯიშები უკვე ფართდაა გავრცელებული გერმანიის სხვადასხვა რეგიონში
მაგალითად რჰეინჰესსენი, ფრანკონიაში და სხვა. გარდა გერმანისაა მსგავსი ჯიშები
პოპულარულია პოლონეთში და დანიაში თუმცა საქართველოში ჯერ არ შეინიშნება
დიდი ინტერესი piwi ჯიშების მიმართ.

ამგვარი რესისტენტული ჯიშების გამოყვანა ხანგრძლივ პროცესს წარმოადგენს მაგრამ


გამომდინარე მათზე არსებული ინტერესისა ეს სფერო სწრაფად ვითარდება და
მუდმივად იქმნება სხვადასხვა ჯიშის სოკოს მიმართ რეზისტენტული ვარიანტები. დღეს
დღეისობით მთავარ მიზანს წარმოადგენს რომ სოკოს მიმართ მდგრადმა ჯიშებმა
მოახდინონ ისეთი ტრადიციული ჯიშების დაფარვაც როგორიცაა რისლინგი და პინო
ნოარი.

თანამედროვე მევენახოებაში მსგავსი რეზისტენტული ვარიანტების გამოყენებას სხვა და


სხვა დადებით მხარე აქვს, რაც განაპირობებს მათზე მოთხოვნადობასა და
აკტუალურობას, მსგავსი რეზისტენტული ჯიშები უზრუვნელყოფენ ხარისხიანი
ყურძნისა და შემდგომ კი ღვინის მიღებას, მაგალითად სოკოვანი დაავადებები
როგორიცაა ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე ანუ ბოტრიტისი და სხვა დაავადებების
განეტრალება. გარდა ხარისხობრივი მაჩვენბლისა ასევე piwi ვარიანტების გამოყენება
ამცირებს ეკონომიკურ ხარჯებსაც, პირველ რიგში ვიღებთ უფრო მეტ და ხარისხიან
მოსავალს, ასევე გამომდინარე მათი სოკოვანი დაავადებებისადმი რეზისტენულობიდან,
დაავადებებთან ბრძოლა უფრო იშვიათად გვიწევს, ასევე მცირდება ფუნგიციდების
გამოყენების საჭროებაც სასოფლო ტექნიკის გამოყენებასთან ერთად, რაც ეკოლოგიური
კუთხითაც საკმაოდ მნიშვნელოვანია გარდა ფინანსური მხარისა, ვინადიან piwi ს
ვარიანტები რეზისტენტულები არიან სოკოვანი ინფექციებისა ჯიშები ბუნებრივად არიან
დაცულები სოკოვანი დაავადებებისგან. ასევე ფუნგიციდების არ გამოყენება ზრდის ბიო
მეღვინეობის განივთარების შანსებს. ასევე გვაქვს ტენდენციები რომელიც გულისხმობს
თანამედროვე გამომწვევების გათვალისწინებასა და ფეხის აყოლას რაც გულისმხობს
კლიმატური ცვლილებებისადმი ადაპტაციას, რეზისნენტული ვარიანტების შემუშავება
კი წარმოადგენს ამ ადაპტაციის უმნიშვნელოვანეს პროცესს.

გემოვნური მახასიათებლები
გემოვენური მახასიათებლები, ანალიტიკური თვალსაზრისით piwis ჯიშებისაგან
დამზადებული ღვინომ აჩვენა რომ მკაფიო ცვლილება არ შეინიშნება ტრადიცულ
ჯიშებსა და piwiს ვარიანტებს შორის, მოცემული ჯიშებიდან დამზადებული ღვინოები
შემოწმებული იქნა როგორც საგემოვნო და სენსირიკული ტესტებით ასევე ონეოლოგიურ
ლაბორატორიაშიც ქიმიური შემადგენლობის კუთხით. მუსკარის ღვინის გემოვნური
ტესტირების შედეგად გამოვლინდა მისთვის დამახასაითებელი დესკრიპტორები,
მომწარო ნუში და გამომშრალი ხილის გემოები, ასევე შეინშნებოდა მაღალი ტერპენული
შემცველობა მის პროფილში. აღნიშნული კვლევა ორი წლის მანძილზე მიმდინარეობდა,
თითოეულ წლის მოსავალი ერთმანეთის მსგავსი იყო გემოვნეური მახასითებლებით
რომელიც მსგავსი იყო მათი ბუნებრივი ჯიშებისა. ასევე სოვინიონის ვარიანტიდან
დამზადებულ ღვინოს აღენიშნებოდა ტროპიკული ხილისა არომატები, მისი საგემოვნო
შეფასება კი ოდნავ დაბალი იყო თავისი ბუნებრივი ვარიანტზე, რის მიზეზიც შეიძლება
ყოფილიყო განსხვავებული მჟავიანობის დონე და დაკრეფის პერიოდი.

You might also like