ბიოლოგია - ჰალუცინოგენი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

რეფერატი

სახელი, გვარი: ლუკა აღლემაშვილი

მასწავლებელი: მზია ლობჯანიძე

საგანი: ბიოლოგია

რეფერატის თემა: ჰალუცინოგენი

სკოლა: შ.პ.ს „ხერხემი“

კლასი: X

ქ.ახალციხე:07/06/21
ჰალუცინოგენი
ჰალუცინოგენი - (hallucinogen), ქიმიური აგენტი, რომელიც იწვევს ცვლილებებს აღქმაში,
აზროვნებასა და აფექტურ სფეროში. კლინიკური სურათი მოგვაგონებს ფუნქციურ
ფსიქოზებს, ამავე დროს, მეხსიერებისა და ორიენტაციის მნიშვნელოვან დარღვევებს ,
რომლებიც ხშირად გვხდება ორგანული ფსიქოზების შემთხვევაში , ადგილი არა აქვს .

აღნიშნული ნივთიერებებია: ლიზერგიდი (ლიზერგინის მჟავას დიეთილამიდი ლ .მ .დ .),


დიმეთილტრიფტამინი (დ.მ.ტ.). ფსილოციბინი, მესკალინი, ტენამფეტამინი (3, 4
მეთილენდიოქსიამფეტამინი მ.დ.ა.), 3, 4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (მ .დ .მ .ა . ან
„ექსტაზი“), ფენციკლიდინი ფ.ც.დ.

ჰალუცინოგენთა უმრავლესობას იღებენ ორალურად, თუმცა დიმეთილტრიპტამინს


ეწევიან ან ყნოსავენ. ეს ნივთიერებები გამოიყენება ეპიზოდურად . იშვიათად ადგილი აქვს
მათ ქრონიკულ მიღებას. მათი მოქმედება იწყება ნივთიერების მიღებიდან 20-30 წუთის
განმავლობაში და აღინიშნება: გუგების გაფართოება , არტერიული წნევის მომატება ,
ტაქიკარდია, ტრემორი, ჰიპერრეფლექსია და ფსიქოდელირიოზული ფაზა , (რომელიც
მოიცავს ეიფორიასა და გუნებ-განწყობის შერეულ ფონს, აღქმის პათოლოგიას ,
მხედველობითი ხასიათის ილუზიების სახით, „მე“-სა და „არა-მე“-ს შორის საზღვრის
წაშლას ხშირად კოსმიურ სამყაროსთან ერთიანობის განცდას). 4-5 საათის შემდეგ ხშირია
მერყეობა ეიფორიასა და დისფორიას შორის. აღნიშნული შეიძლება
შეიცვალოს დამოკიდებულების იდეებისა და შინაგანი „მე-ს“ გაძლიერებული აღქმით.

ხშირად ჰალუცინოგენებით გამოწვეულ ტიპურ ჰალუცინაციებს ემატება მთელი რიგი


„არასასურველი“ გამოვლინებებისა, როგორიცაა:

1. „ცუდი მოგზაურობა“ [bad trips];


2. აღქმითი პოსტჰალუცინოგენური დარღვევა – ფლეშბეკი;
3. ბოდვითი დარღვევები, რაც, როგორც წესი, თან სდევს „ცუდ მოგზაურობას “. ამ
დროს აღქმის პათოლოგია პირს უკვე აღარ აღენიშნება, მაგრამ იგი
დარწმუნებულია გადატანილი განცდების რეალობაში . ბოდვითი მდგომარეობა
შესაძლებელია გაგრძელდეს 1-2 დღის განმავლობაში.
4. აფექტური დარღვევები, გუნებ-განწყობის ფონის დარღვევა გამოხატულია
შფოთვით, განგაშით, დეპრესიით ან მანიით, რომელიც სწრაფად ჩნდება
ჰალუცინოგენების მიღებისას და გრძელება 24 საათის განმავლობაში . ამ დროს
პირს აქვს შეგრძნება, რომ ის ვეღარ დაუბრუნდება ნორმალურ მდგობარეობას და
შიში, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მიღებისას დაიზიანა თავის ტვინი .

ჰალუცინოგენები ფსიქიატრიაში გამოიყენებოდა ინსაიტ -თერაპიის დროს ,


მაგრამ ამჟამად მათი გამოყენება უაღრესად შეზღუდულია და , რიგ
შემთხვევაში, აკრძალულია კანონმდებლობით.
LSD ნახევრად სინთეზური ნარკოტიკია. იგი იყიდება ტაბლეტებში ან კაფსულებში ,
შესაძლებელია უფერო, უსუნო და გემოს არ მქონე სითხის სახითაც , თუმცა ტრადიციულად
მისი დისტრიბუცია ხდება მცირე ოთხკუთხედი ფორმის ბლოტერებით , იგივე ენაზე ან ენის
ქვეშ დასაწებებელი მარკებით, რომლებზედაც ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ფერადი
ლოგოები და ფიგურებია გამოსახული. ბლოტერის ქაღალდი, გაყოფილი 4 ნაწილად ;
თითოეულ მეოთხედს უწოდებენ „ჩეკს“ (Tab) და ეს 1 ჩეკი შეიცავს 30-100 მიკროგრამ LSD-ს.
ასეთი საშრობი ქაღალდები იჟღინთება LSD-ს ხსნარით. რადგან ხსნარის განზავების
ხარისხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავებულია, ძალიან ძნელია ,
განისაზღვროს LSD-ს შემცველობა თითოეულ ჩეკში.

ეფექტები

ის, თუ რა ეფექტებს განიცდის მომხმარებელი, დამოკიდებულია : დოზაზე ; მიღების გზებზე ;


მომხმარებლის ფიზიკურ მდგომარეობაზე; მომხმარებლის განწყობაზე ; გარემოზე .

ფსიქოლოგიური ეფექტები:

● LSD აძლიერებს არსებულ ემოციებს;

● ცვლის დროისა და სივრცის აღქმას;

● LSD-ს მიღების შემდეგ სმენა, ყნოსვა და შეგრძნებები შეიძლება გახდეს უფრო


ინტენსიური და საგნებმა შესაძლოა სინათლე გამოსცეს ;

● მომხმარებელმა შესაძლოა დაიწყოს მუსიკის „ნახვა“, ნახატის „მოსმენა “ ან ფერის


„ყნოსვა“;

● უძრავი საგნები შეიძლება ამოძრავდეს;

● სივრცე გაიზარდოს ან დაპატარავდეს;

● დრო შეიძლება შენელდეს, გაჩერდეს და ა.შ.

● მომატებული სიფხიზლე, ძილის სურვილის არქონა;

● პანიკური რეაქციები;

● გაუცნობიერებელი შიშები;

● არაპროგნოზირებადი ემოციები;

● არაკონტროლირებადი თვითაგრესია;

● აგრესია ირგვლივმყოფების მიმართ;

● სუიციდური აზრები;

● ჩაძინების შიში;

● ღრმა დეპრესია.

როგორც წესი, მომხმარებლები ყოველივე ზემოთჩამოთვლილს განიცდიან, როგორც


ნამდვილს.
ფიზიკური ეფექტები:

● გუგების გაფართოება;

● შემცირებული მადა;

● გაშეშება;

● ჰიპერთერმია (სხეულის გადახურება);

● კბილების კრაჭუნი;

● ნერწყვის გამოყოფა;

● ტრემორი (კანკალი);

● ტემპერატურისა და არტერიული წნევის მატება;

● თავის ტკივილი;

● თავბრუსხვევა;

● გულისრევა;

● დაღლილობა;

● პირის სიმშრალე;

● ოფლიანობა.

ეფექტური დოზა: ორალურად მოხმარების შემთხვევაში მცირე დოზაა 20-75 მკგ .


გავრცელებული დოზაა 50-150 მკგ. ძლიერ დოზად ითვლება 150-400 მკგ. LSD-ს მოქმედება
მიღებიდან 30 წუთში იწყება, ეფექტი გრძელდება 6-8 საათს, თუმცა ხანდახან შეიძლება
გაგრძელდეს 12 საათამდეც. თრობის პროცესს აქვს ტალღისებური ხასიათი და
მიმდინარეობს აღმასვლებითა (ups) და დაღმასვლებით (downs). თრობის პროცესის
დასაწყისში თითოეულ ტალღას აქვს ძლიერი ეფექტი, ბოლოსკენ კი - ეფექტები
მცირდება.

დამოკიდებულების პოტენციალი: LSD არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას ,


ფსიქოლოგიური დამოკიდებულების პოტენციალი უცნობია, თუმცა LSD-მ შეიძლება
სწრაფად წარმოშვას ტოლერანტობა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი იღებს უფრო და უფრო
მეტ ნარკოტიკს, რომ მიიღოს იგივე ეფექტი, რაც ადრე ჰქონდა განცდილი .

რისკები

● LSD-ს ცუდი მოგზაურობის („A bad trip“) დროს, რომელიც ძირითად შემთხვევებში მისი
დიდი დოზით მიღებისგანაა გამოწვეული, რეალობის აღქმა ქრება და მომხმარებელი
ჰალუცინაციებს აღიქვამს, როგორც რეალურს;

● მომხმარებელს აქვს პანიკური რეაქციები და შფოთვის დონე ეზრდება ;


● ასეთმა მოგზაურობამ შესაძლებელია იმოქმედოს პიროვნების ემოციურ და ფსიქიკურ
მდგომარეობაზე. ასეთ დროს ფსიქოზი, ხშირ შემთხვევაში, ემართებათ ფსიქოლოგიურად
მოწყვლად ადამიანებს;

● ცუდი მოგზაურობის შედეგები შესაძლებელია გაგრძელდეს „ფლეშბექის “ (წარსულში


განცდილი ემოციების ან მოგონებების უეცარი გამონათებები ) სახით . ფლეშბექი ხშირად
ხდება მოულოდნელად და ამ დროს თავდაპირველი ჰალუცინაციები ცოცხლდება
ნარკოტიკის ხელახლა მოხმარების გარეშე. იგი ჩვეულებრივ რამდენიმე წამს
გრძელდება, თუმცა, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია წუთების ან საათების
განმავლობაშიც გაგრძელდეს. ასეთი ფლეშბექები შეიძლება გამოჩნდეს ცუდი
მოგზაურობიდან რამდენიმე კვირის, თვის ან წლის გასვლის შემდეგ .

რისკის შემცირება

● თუკი პირველად მოიხმარ LSD-ს, მიიღე მცირე დოზა;

● ეცადე მოიხმარო იშვიათად. პირველი მოხმარების შემდეგ რეკომენდებულია დაიცადო


სამი თვე და ამ დროის გასვლამდე არ მიიღო ახალი დოზა;

● ხშირად სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს ყიდიან LSD-ს სახელის ქვეშ , განსაკუთრებით კი


Nbome-ს, რომელიც ძალიან სახიფათოა, ამიტომ რეკომენდებულია ტესტერების
საშუალებით შემოწმება რა ნარკოტიკული საშუალება შეიძინე ;

● არ არის რეკომენდებული LSD-ს მოხმარება სხვა მედიკამენტთან , ალკოჰოლთან ან


ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად. ნუ მოიხმარ LSD-ს კანაფთან ერთად ;

● არ მოიხმარო LSD თუ თავს გრძნობ უხასიათოდ ან ცუდად, რასაც შეუძლია ძალიან


არასასიამოვნო ეფექტების გამოწვევა (მაგალითად, ნარკოტიკული თრობის ე.წ . “bad trip”-
ისკენ წაყვანა);

● არასოდეს მოიხმარო მარტო. ეცადე არ მოიხმარო უცნობ ადგილას, უცნობ


ადამიანებთან ერთად. ადგილი არ უნდა იწვევდეს ან გახსენებდეს არასასიამოვნო
შეგრძნებებს.

● მოხმარების შემდეგ მიიღე წყალი ყოველ საათში დაახლოებით ნახევარი ლიტრის


ოდენობით;

● არ შეიძლება LSD-ს მოხმარება, თუკი წარსულში შენ ან შენი ოჯახის წევრს გქონიათ
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (მაგ. შიზოფრენია , ბიპოლარული აშლილობა
და ა.შ) ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;

● გვერდით იყოლიე ისეთი ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ დაგეხმაროს ცუდად


გახდომის შემთხვევაში;

● გამოიყენე ყურსასმენები და სათვალე, რაც შემაწუხებელ გარეგან სტიმულებს


აგარიდებს;

● მოხმარებამდე 8 + სთ იძინე და 1-2 საათით ადრე ჭამე ჯანსაღი საკვები .

ზედოზირების შემთხვევის მართვა

ზედოზირების ნიშნები:
• შუქის, შეხებისა და ბგერების მიმართ მგრძნობელობის მომატება

• სახეზე წამოხურება

• ხორკლიანი ე.წ. „ბატის კანი“

• პირის სიმშრალე

• ძლიერი ოფლდენა

• გულისრევა, ფაღარათი

• გაბრუება, ძილიანობა

• ძლიერი საერთო სისუსტე

• გუგების მკვეთრი გაფართოება

• გულისცემის აჩქარება

• არტერიული წნევის მომატება

• სხეული ტემპერატურის ზომიერი მომატება

LSD მძიმე მოწამვლის ნიშნებია:

● სუნთქვის დარღვევა

● გულყრა

● ღებინება

● გულის რითმის დარღვევა (არითმია)

● ჰიპერთერმია (ტემპერატურის მკვეთრი მატება)

● კომა (იშვიათად)

● თავის ტვინში სისხლჩაქცევა

LSD-თი ზედოზირება მოითხოვს სპეციალიზებულ სამედიცინო ჩარევას .

● დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება .

● ექიმის მოსვლამდე, მოათავსეთ დაზარალებული მშვიდ გარემოში, დააწვინეთ გვერდზე .

დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. თავი „როგორ მოიქცეთ თუ შეესწარით ზედოზირების


ფაქტს“.

You might also like