Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 2

შესავალი

ძველი საბერძნეთის ერთმა პატარა კუთხემ, ცენტრალურ ელადაში


მდებარე ბეოტიამ, კაცობრიობას სამი დიდი ადამიანი შესძინა:
დიდაქტიკოსი პოეტი ჰესიოდე, ბერძნული საგუნდო ლირიკის ბრწყინვალე
წარმომადგენელი პინდარე და ფილოსოფოს-მორალისტი ისტორიკოსი
პლუტარქე.
გვიანანტიკური ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენელი
პლუტარქე ყველა დროისა და ყველა ხალხის საყვარელ მწერლად
ითვლება. მისი ცნობილი „პარალელური ბიოგრაფიები“ თითქმის ორი
ათასი წლის წინათ დაიწერა, მაგრამ მსოფლიო მწერლობის ოქროს
ფონდის იმ შედევრთა რიცხვში რჩება, რომლებიც „ჩვენ ახლაც კიდევ
ესთეტიკურ სიამოვნებას გვაგრძნობინებენ და გარკვეული აზრით ნორმისა
და მიუწვდომელი ნიმუშის მნიშვნელობას ინარჩუნებენ“1.
პლუტარქე დაიბადა დაახლოებით 46 წელს (ახალი
წელთაღრიცხვით) ბეოტიის პატარა, მაგრამ სახელგანთქმულ ქალაქში –
ქერონეაში. ეს ის ადგილი იყო, სადაც ალექსანდრე მაკედონენლის მამამ,
ფილიპე მაკედონელმა, 338 წელს (ძველი წელთაღრიცხვით) ბოლო
მოუღო სახელოვანი ელადის დამოუკიდებლობას.
პლუტარქესა და მის ძმებს, ლამპრიასა და ტიმონს, წილად ხვდათ,
აღზრდილიყვნენ დიდი ტრადიციებისა და წარჩინებული გვარის მქონე
ოჯახში. მათი მამა იმდროინდელი ფილოსოფიის, თეოლოგიისა და

1
კ. მარქსი, პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკისათვის. თბილისი, 1953, გვ. 297.

X
პოეზიის კარგი მცოდნე ყოფილა. ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდა
პლუტარქეს ასწავლიდა პლატონიზმის მიმდევარი ფილოსოფოსი
ამონიოსი. იქ პლუტარქემ მრავალმხრივი და შესანიშნავი განათლება
მიიღო. მან შეისწავლა ფილოსოფია, მათემატიკა, ფიზიკა, რიტორიკა და
სხვა მეცნიერებანი. მომავალი ფილოსოფოს-მორალისტის
ჩამოყალიბების საქმეში დიდი წვლილი გაიღო ზემოხსენებული ამონიოსის
მოძღვრებამ. ამონიოსი პლატონის აკადემიის წარმომადგენელი იყო;
პლატონის აკადემია კიპლუტარქეს ეპოქაში (ელინისტური პერიოდის
რომაულ მონაკვეთში) პლატონის იდეალისტურ მოძღვრებას მისტიციზმის
მიმართულებით ავითარებდა.
ფილოსოფიასთან ერთად პლუტარქემ ათენში ღრმად შეითვისა
ბერძენი პოეტების, ორატორებისა და ისტორიკოსების მემკვიდრეობა. ამან
შეაპირობა ის დიდი და საოცარი ერუდიცია, რომელიც მის თხზულებებში
იგრძნობა.
როგორც წყაროებიდან ჩანს, პლუტარქეს ახალგაზრდობაში ბევრი
უმოგზაურია საბერძნეთისა და იტალიის სხვადასხვა კუთხეში. ყოფილა
იმდროინდელი კულტურის დიდ ცენტრში – ალექსანდრიაშიც.
პოლიტიკურ ცხოვრებაში პლუტარქე ადრევე ჩაება, მას, როგორც
ნიჭიერ და წარჩინებულ ახალგაზრდას, მშობლიურ ქალაქში (ქერონეაში)
სხვადასხვა თანმიმდევრობის აღსრულების საქმე მიანდეს. ასე,
მაგალითად, ცნობილია, რომ ქერონეის მოქალაქეებმა იგი ელჩად
წარგზავნეს აქაის პროვინციის პროკონსულთან (მაღალი თანამდებობის
რომაელ მოხელესთან). სამშობლო ქალაქის საქმეებთან დაკავშირებით
პლუტარქეს ხშირად უხდებოდა რომში ჩასვლა. აქ, რომში, პოლიტიკურ
საქმიანობასთან ერთად იგი კითხულობდა ლექციებს პრაქტიკული
ფილოსოფიის (ეთიკის) სხვადასხვა საკითხებზე და მჭიდრო
ურთიერთობას ამყარებდა იქაურ არისტოკრატიულ წრეებთან,
წარჩინებულ ოფიციალურ მაგისტრატებთან. ამ დროისათვის სამწერლო
მოღვაწეობა პლუტარქეს უკვე დაწყეებული ჰქონდა. მისი რომაელი
მეგობრები იყვნენ: ტრაიანე იმპერატორის უახლოესი პირი, ოთხგზის
კონსულად ნამყოფი კვინტუს სოსიუს სენეციონი, ფილოსოფოსი
ფავორინუსი, მესტრიუს ფლორუსი და ნობილიტეტის სხვა
წარმომადგენლები. რომში შეძენილ მეგობრებს პლუტარქემ მრავალი
შრომა მიუძღვნა. „პარალელური ბიოგრაფიები“, მაგალითად, მან
მიუძღვნა ზემოხსენებულ სოსიუს სესეციონს (იხ. „თეზევსი“, თავი I).

You might also like