Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

Აბსტრაქტი 1

საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს


ამოცანას წარმოადგენს მაღალკვალიფიციური მასწავლებლის მომზადება და
განვითარება, რაც პირდაპირ კავშირშია მოსწავლის მაღალ აკადემიურ
მოსწრებასა და სასწავლო პროცესის ეფექტიანად მართვასთან. არსებული
პირობები, რომლებშიც მიმდინარეობს მასწავლებლების კომპეტენციის
ფორმირება-განვითარება, ყოველთვის ვერ უწყობს ხელს პედაგოგის
კომპეტენციის თანამედროვე მეთოდურ სტანდარტთან შესაბამისობაში მოყვანას .
პრობლემების დაძლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პედაგოგიური
(რეფლექსიური) დღიური. სადისერტაციო ნაშრომის მიზანი იყო რეფლექსიური
დღიურების სარგებლის გაცნობიერების დონის განსაზღვრა საქართველოს
მასწავლებლების მიერ და მათი გამოყენების ეფექტურობა.
დასახული მიზნების შესაბამისად, ჩატარებული იქნა ორი კვლევა. პირველი
კვლევის (გამოკითხვის) საშუალებით დადგინდა მასწავლებლების
დამოკიდებულება პროფესიული დღიურების წერის მიმართ, ხოლო მეორე
კვლევა (კვაზიექსპერიმენტი) ემსახურებოდა მასწავლებლების რეფლექსიური და
კომუნიკაციური უნარებისა და პროფესიული ცოდნის გაზომვას. მეორე კვლევა
ასევე მოიცავდა მასწავლებლების რეფლექსიური დღიურის ჩანაწერების
კონტენტანალიზს.
პირველი კვლევის 1046 მონაწილე შეირჩა შემთხვევითი შერჩევის წესით.
კითხვარი შემუშავდა ლიტერატურის ანალიზის და მსგავსი მიზნის მქონე
რამდენიმე არსებული კითხვარის საფუძველზე, შემდგომი პილოტირებით.
გამოკითხვის შედეგებმა გამოავლინა მასწავლებლების მიერ რეფლექსიური
დღიურების გაცნობიერების საკმაოდ მაღალი დონე. თუმცა, ისინი რეფლექსიურ
დღიურებს თითქმის არ იყენებენ.
მეორე კვლევის ჰიპოთეზა (რეფლექსიური დღიურის გამოყენება ავითარებს
მასწავლებლის რეფლექსიის და კომუნიკაციის უნარებს და პროფესიულ ცოდნას)
დადასტურდა პრე- და პოსტექსპერიმენტული გამოკითხვის საშუალებით.
კვაზიექსპერიმენტში მონაწილეობდა 62 მასწავლებელი (31- ექსპერიმენტულ
ჯგუფში და 31- საკონტროლო ჯგუფში).
ექსპერიმენტული ჯგუფის მასწავლებლები აწარმოებდნენ დღიურებს 9
კვირის განმავლობაში შემდეგი მოდელით: დიალოგური დღიური
მასწავლებელექსპერტთან - 3 კვირა, დიალოგური დღიური მასწავლებელ-
კოლეგასთან ერთად - კიდევ სამი კვირა, ხოლო ბოლო სამი კვირა -
მასწავლებლები აწარმოებდნენ პირად დღიურებს. საკონტროლო ჯგუფში
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება დღიურის წარმოების გარეშე
მიმდინარეობდა.
გამოკითხვა ჩატარდა კარპოვის, მირზაეი და სხვების და გუდისა და
მულრიანის კითხვარების საფუძველზე შემუშავებული და პილოტირებული
კითხვარის საშუალებით. კვლევის შედეგები შეფასდა და შედარდა აღწერითი
სტატისტიკისა და t-ტესტის საშუალებით. შედეგებმა აჩვენა, რომ არსებობს
დადებითი კორელაცია დღიურის გამოყენებასა და რეფლექსიურ აზროვნებას,
კომუნიკაციურ უნარებსა და პროფესიულ ცოდნას შორის. მასწავლებლის
რეფლექსიური ჩანაწერების კონტენტანალიზმა გამოავლინა, რომ
ექსპერიმენტული ჯგუფის მასწავლებლების მიერ პროფესიული ტერმინოლოგიის
გამოყენება დაახლოებით სამჯერ გაიზარდა ექსპერიმენტის შედეგად, რაც მათ
პროფესიულ ზრდაზე მიუთითებს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მასწავლებლის რეფლექსიური
დღიური ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტია მასწავლებლის რეფლექსიური,
კომუნიკაციური და პროფესიული კომპეტენციის განვითარების მიმართულებით .
ძირითადი საძიებო სიტყვები: რეფლექსია, რეფლექსიური დღიური,
პედაგოგიური დღიური, მასწავლებლის პროფესიული განვითარება,
კომუნიკაციური კომპეტენცია.

Აბსტრაქტი 2

აბსტრაქტი. ნაშრომში განხილულია სიღრმისეული სტრუქტურების თანამედროვე


ინტერპრეტაციები და ავტორის საკუთარი მოსაზრებები ამ საკითხებზე.
კვლევის მიზანი: მოვახერხოთ ენის, როგორც განსაზღვრული ტიპის
ფორმალური მოდელის აღწერა საკუთარ მოსაზრებებზე და ჩვენი კვლევის
შედეგებზე დაყრდნობით.
კვლევის ამოცანები: 1.გამოიკვეთოს ის მოსაზრებები, რომელიც ამტკიცებენ,
რომ ენობრივი კომპეტენციები თანდაყოლილ ხასიათს ატარებს, და
გამოვლინდეს ავტორის არგუმენტირებული მოსაზრება ამ საკითხზე. 2.
წარმოჩნდეს ჩვენი თვალთახედვიდან გამომდინარე გენერაციული გრამატიკის
ორი დონის შესახებ არსებული თეორიების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
3. დადგინდეს სიღრმისეული სტრუქტურების ევოლუციის გზა. 4. გამოიკვეთოს
უახლესი აღმოჩენები მეცნიერებაში გენერატიულ ლინგვისტიკასთან
დაკავშირებით, რათა ჩვენ შევძლოთ სიღრმისეული სტრუქტურების თეორიის
უფრო ღრმა ანალიზი და ზოგიერთი საკამათო მომენტების უფრო დეტალური
შესწავლა.
კვლევის მეთოდები: დესკრიპტიულ-ანალიტიკური, შედარებით-კონტრასტული,
ტრანსფორმაციული, ფსიქოლინგვისტური და სხვა. კვლევის შედეგები: ამ და სხვა
კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ ვმუშაობთ ფსიქოლინგვისტიკის მოკლე
კურსის შედგენაზე, რათა, თუ მოხერხდა, დაინერგოს თელავის სახელმწიფო
უნივერსიტეტში ფსიქოლინგვისტიკის მოკლე კურსის სწავლება ენათმეცნიერების
მიმართულებით.
დასკვნა: დადგინდა, რომ სიღრმისეული სტრუქტურების თეორია საჭიროებს
უფრო დეტალურ გადამუშავებას, რადგან ჩანს, რომ სიღრმისეული
სტრუქტურებიდან ზედაპირულზე გადასვლის მექანიზმებში არის რაღაც
გამოტოვებული, ანუ შესასწავლი. უნივერსალური გრამატიკის არსებობის
პოსტულატი ვარაუდობს მშობლიური ენის გრამატიკის ფლობის და
მეტყველებითი ჩვევების თანდაყოლილ ხასიათს.
საკვანძო სიტყვები: სიღრმისეული სტრუქტურები, გენერაციული ლინგვისტიკა,
კოგნიტიური თეორია, სემანტიკური ინტერპრეტაცია.

You might also like