Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

რაშიზმი ანუ რატომ არიან რუსები ახალი დროის ფაშისტები

პუტინის სამდღიან სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ლამისაა მეორე თვე


შეუსულდეს. ტანკებს კარგავს, გემები გაკვალულ გზას მიუყვებიან და
თვითმფრინავები ნაწილებად იშლება, პუტლერი კი მაინც არ ჩერდება. ომამდე
რუსეთის დათქმა უკრაინული სახელმწიფოს დენაციფიკაცია და
დემილიტარიზაცია იყო. ამ ორი მისიიდან ვერც ერთს აღწევს, ამიტომაც შეშლილი
და განრისხებული მოხუცი უკრაინელების დეჰუმანიზაციას განაგრძობს .

რუსები ჩვენი დროის ფაშისტები არიან. საბჭოთა კავშირის სრული კოლაფსის


შემდეგ, რუსეთს ორი ომი ჰქონდა ჩეჩნეთთან, ორი ომი ჰქონდა ჩვენთან,
უკრაინას ყირიმი წაართვა და ახლაც დაუნდობლად ებრძვის ამ ქვეყანას. ყველა
ამ შემთხვევაში რუსეთს არა მხოლოდ ბრძოლა ან ტერიტორიების მიერთება,
არამედ თავისივე ექსტრემისტული მიზნების მიღწევა სურდა.

რუსების ფაშისტობაზე საბჭოთა კავშირშივე წერდნენ. საქართველოსთან


აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსები საქვეყნოდ გამოაცხადეს რაშისტებად, ანუ
ახალი დროის ფაშისტებად. ტერმინი კიდევ უფრო გავრცელდა 24 თებერვლის
შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. გარდა ახალ საუკუნეში ომებისა და
დაპყრობებისა, მთელი რიგი საკითხებია, რაც რუსების ფაშისტობას ადასტურებს:

პროპაგანდა და ისტორიის გადაწერა

ფაშისტურ იტალიაში, ნაცისტურ გერმანიასა და ტოტალიტარულ სსრკ-ში


პროპაგანდა გამუდმებით ცდილობდა სახელმწიფო კულტის შექმნასა და
ადამიანების მის ძლევამოსილებაში დარწმუნებას. ნაცისტური გერმანიაში ხშირად
იყენებდნენ სლოგანს: «ერთი ხალხი, ერთი სახელმწიფო, ერთი ლიდერი!».
პუტინმაც ამ პრინციპით ააშენა თავისი რუსეთი. სინამდვილეში კი რუსეთი არის
მკაცრად ცენტრალიზებული, უნიტარული იმპერია, რომელსაც
არაალტერნატიული დიქტატორი განაგებს.

პუტინი 22 წელზე მეტია არარუსი და განსაკუთრებით, სლავი ხალხის სწრაფ და


ტოტალურ რუსიფიკაციას ცდილობს. იგი ამტკიცებს, რომ უკრაინა რუსეთის
მიერაა შექმნილი. ყირიმის ანექსიის წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზეც ამ
შინაარსის სიმღერა გააჟღერეს. თითქოს, უკრაინა, ბელარუსი, საქართველო და
ბალტიისპირეთი რუსეთია, ეს ერთი ქვეყანაა.
ჰიტლერმა ხელი შეუწყო ხალხში იმ აზრის გაღვივებას, რომ გერმანია მტრის მიერ
არის გარშემორტყმული და ყველას მათი დაჩაგვრა სურს. ასევეა რუსეთიც. პუტინს
საბჭოთა კავშირის ჩამონგრევა ჯერ კიდევ ვერ მოუნელებია, ამიტომაც მთელი
თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით აღვივებს აზრს, თითქოს NATO და აშშ,
კოლექტიურ დასავლეთთან ერთად, მისი მტრები არიან. მათგან ქვეყნის
დასაცავად კი ვინმეს თავს უნდა დაესხას. მხოლოდ ამით შეძლებს რუსეთი
«დაკარგული დიდების» დაბრუნებას.

პერსონის კულტი და სიმბოლიკა

პუტინმა რუსეთში ლიდერის კულტი დაამკვიდრა. სანამ რეჟიმი არსებებს, მას


რეალური კონკურენტი ვერ ეყოლება. როგორც ჰიტლერის, მუსოლინისა და
სტალინის შემთხვევაში, პუტინის მმართველობაც მხოლოდ მის სიკვდილთან
ერთად დასრულდება.

როგორც სხვა დიქტატორები, პროპაგანდამ პუტინიც მასკულინურ , ძლიერ ,


ქარიზმატულ კაცად დახატა, რომელიც შეცდომების შემდეგ ბოდიშს არ იხდის,
ამასთანავე უყვარს ბავშვები და რვა მარტს ქალებს თაიგულებსაც ჩუქნის ხოლმე.
ეს კი რუსებს მოსწონთ. აღტკინებული თვალებით უყურებენ ხოლმე პუტინის
ფოტოებს, რომელშიც იგი მოშიშვლებული გულ-მკერდით გაყინულ ტბასთან დგას.
პუტინის გაპრეზიდენტებას რუსეთის ქუჩებში მისი პორტრეტების გამოჩენა მოჰყვა
და კულტის შექმნაც დაიწყო.

რუსები Z-სა და V-ს არამარტო თავიანთი საბრძოლო ტექნიკის აღსანიშნად,


არამედ უკრაინაში სისხლიანი ომის ოფიციალურ სიმბოლოებად იყენებენ.
რუსეთის მთავრობისგან არ არსებობს ოფიციალური ახსნა-განმარტება, თუ რას
ნიშნავს ეს სიმბოლოები, მაგრამ მათ იყენებენ როგორც რუსი ოფიციალური
პირები, ასევე ყველა ის ადამიანი, ვინც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიასა და
«დიდებას». მაგრამ, მაინც არსებობს აზრი, რომ პუტინი ამ შემთხვევაშიც ჰიტლერს
ბაძავს. Z სიმბოლო გრაფიკულად ყველაზე უფრო ახლოსაა სვასტიკასთან, ვიდრე
სსრკ-ს რომელიმე სიმბოლოსთან, მაგალითად უროსთან ან ნამგალთან. საეჭვოა,
დასავლეთმოძულე პუტლერი რატომ იყენებს ლათინურ და არა, მაგალითად
რუსული ენიდან აღებულ სიმბოლოს.

სხვა ერების გენოციდი


ტოტალიტარულ რეჟიმებში შიდა მტრის გამოვლენით არიან შეპყრობილი. ყველა
ისეთი «მტერი», რომლის დამონებასაც ვერ შეძლებენ, ფიზიკურად უნდა
განადგურდეს. ნაცისტურ გერმანიაში მხოლოდ «სუფთა სისხლის გერმანელების »
უპირატესობას ქადაგებდნენ. სძულდათ «შერეული ხალხი». სწორედ ამის გამო,
ჰოლოკოსტს, დაახლოებით, 6 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

ანალოგიურად, პუტინის რუსეთში არის რუსული კულტურის, ენის, ისტორიის,


არმიის, ეკონომიკის, სახელმწიფო ტრადიციის უპირატესობის კულტი ყველა
სხვაზე მეტად. მათთვის სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანი და პროვინციულია.
რუსეთი სსრკ-შიც ცდილობდა აზრის გავრცელებას, რომ ისაა დომინანტი და
ყველა დანარჩენი «მოძმე ერია».

რუსეთის «მოძმე ერი» იყო ჩეჩნეთი, რომელსაც პირველ და მეორე ომებში 200
ათასამდე სამოქალაქო პირი მოუკლა. «მოძმე ერი» ვიყავით ჩვენც, როდესაც
აფხაზეთში ქართველების ეთნიკური წმენდის მხარდამჭერი იყო. «მოძმე ერად»
აცხადებს უკრაინასაც, რომელსაც რამდენიმე ათასი სამოქალაქო პირი მოუკლა
გუშინ, გუშინწინ, ერთი თვის წინ… არც თუ ცოტა — გადაასახლა. ალბათ, მოძმედ
არ თვლის სირიას, სადაც რუსული ჯარის დახმარებით, ათ წელიწადში 130 ათასზე
მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკვდა.

რუსეთს არაფერში სჭირდება «მოძმე ერები», რუსებს უნდათ მიწა ხალხის გარეშე.

ტრადიციული გენდერული როლების განმტკიცება

ფაშისტურ იტალიაში, ნაცისტურ გერმანიასა და სსრკ-ში არსებობდა ოჯახის


კულტი. კაცი უნდა ყოფილიყო ოჯახის «მარჩენალი», პატრიოტი, რომელიც
სახელმწიფოს სასიკეთოდ იმუშავებდა და ომის დროს ქვეყანას დაიცავდა. ქალი
კი უნდა იდენტიფიცირებულიყო, როგორც დიასახლისი და დედა.

ნაცისტურ გერმანიაში ჰომოსექსუალები «დეფექტებად», «ფსიქიკურად


დაავადებულად», ითვლებოდნენ. მათ უნდა ჰქონდათ იზოლირებული ფიზიკური
განადგურების შესაძლებლობა. რეჟიმმა ეს ხალხი აღიქვა, როგორც
«არასაჭირო», რადგან ისინი ვერ აძლევდნენ სიცოცხლეს ახალ ადამიანებს, ახალ
პოტენციურ ჯარისკაცებსა და დედებს.
პუტინის რუსეთიც მკაცრად ეკიდება ამ საკითხს. ისინი მუდმივად ლაპარაკობენ
ოჯახურ ფასეულობებსა და სიწმინდეზე, იმაზე, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და
კაცის ერთობას მოიაზრებს. გარდა ამისა, რუსეთში მკაცრად დევნიან
ჰომოსექსუალებს და ძალიან ხშრია მათზე ფიზიკური თავდასხმა.

მჭიდრო კავშირი ეკლესიასთან

ეს თვისება ფაშიზმისათვის იყო დამახასიათებელი. იტალიაში მუსოლინიმ ხელი


მოაწერა ლატერანულ შეთანხმებას და შეიქმნა ვატიკანის ქალაქ -სახელმწიფო.
რომის პაპი, პიუ XI მუსოლინის აგრესიული დაპყრობითი პოლიტიკის
გულშემატკივარი იყო.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პუტინის ბრმა მსახურია და მხარს უჭერს


მოსკოვის აგრესიულ პოლიტიკას. რუსეთის პატრიარქმა, კირილემ არა თუ დაგმო,
პირიქით, გაამართლა პუტინის სისხლიანი ომი. რუსეთში ეკლესია და კირილე
კარგად მომუშავე პროპაგანდის მანქანაა.

პუტინის ფაშისტურ რეჟიმს სამხედრო მარცხი დაანგრევს. დღეს მნიშვნელოვანია


იმის განხილვა, თუ რა მოხდება რუსეთის დამარცხების შემდეგ. პუტინი დაუსჯელი
და ზოგგან კიდევ შემორჩენილი საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ ისწრაფვის. ის
კი არ მიატოვებს თავის მიზნებს, სანამ რეჟიმის სრული დემილიტარიზაციას და
დენაციფიკაცია არ ნახავს.

You might also like