Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

იძებნება ბრაზი

ბრაზი ნეგატიური განცდის მდგომარეობაა. ის ჩვეულებრივ სხვა ადამიანის


არასასურველი ქმედების საპასუხოდ ვითარდება, ქმედება კი უპატივცემულოდ,
დამამცირებლად, მუქარად ან გულგრილობად უნდა აღიქმებოდესო, გვეუბნებიან
ფსიქოლოგები ბრაზის შესახებ. როგორი უპატივცემულობა იყო 20 ივნისი,
როგორი გულგრილობაა ნანგრევებში მოყოლით შეშინებული დევნილების
უპასუხოდ მიტოვება, როგორი მუქარაა საზღვრის ყოველი გადმოწევა და
როგორი დამამცირებელია ძალოვანის მიერ დაუცველი შშმ პირის ცემა.
როგორია ჩვენი ბრაზი? — ცოტახნიანი და არასაკმარისი, არც დამანგრეველი,
არც ცვლილების მომტანი, არც მასობრივი.

ბრაზი სადღაც დაგვეკარგა. განვიცადეთ, ვიდეოებისა და სიახლეების ქვემოთ


გაბრაზებული ემოჯებიც დავწერეთ, შეიძლება გადავაზიაროთ კიდეც, მაგრამ
მაინც ვერ ვპოულობთ ბრაზის სათანადო განცდას, რომელმაც მთები უნდა
გადაგვადგმევინოს, ცხრა ზღვა და ცხრა მთა გადაგვატაროს, რაღაც
შეგვაცვლევინოს. მარტივად მივეჩვიეთ, რომ ხვალ უარესი მოხდება, ხოლო დღეს
რაც მოხდა ის ხვალ აუცილებლად დაგვავიწყდება.

ვითომ რატომ ვერ ვბრაზდებით? ალბათ, იმიტომ, რომ გვგონია, თითქოს


რეალური ცვლილებების ბერკეტი უპრინციპო ადამიანებს აქვთ ხელთ ან იმიტომ
ხომ არა, რომ გვშია, გვიჭირს და ქვეყნის სასიკეთოდ გაბრაზება პრიორიტეტების
სიაში ბოლო ან ბოლოს წინა ადგილზეა? შეიძლება იმდენად აღარ მოგვწონს
ქვეყანა, რომ გაბრაზებაც არ გვემეტება. გუშინაც გავბრაზდით, გუშინ წინაც , ორი
თვისა და ერთი წლის წინაც, მაგრამ შედეგი არ გამოჩნდა და ჩვენც ბრაზის
განცდა დაგვეთრგუნა. არადა ის ხომ ცხადია, ბევრი რამ არ მოგვწონს და
დაუფიქრებლად შევცვლიდით კიდეც, მაგრამ რაღაც არ გამოდის. ყოველდღიური
პრობლემების უსაზღვრო ჩამონათვალი გვაქვს, უნდა ვიფიქროთ საკუთარ თავზე,
სხვაზე, სწავლასა და სამსახურზე, ხელფასის 30 დღეზე გადანაწილებასა და კიდევ
ათას რამეზე. ბოლოს კი ბრაზისთვის ადგილი აღარ გვყოფნის. ყველას
გვადარდებს, გვწყინს, არ მოგვწონს, მაგრამ, მაინც სანამ რაიმე პირადად
ჩვენთვის საზიანო არ იქნება, ჭიამაიაც ვერ გვაძებნინებს ხოლმე ბრაზს .
რამდენიმე თვის წინ ერთი ჟურნალისტური ტექსტი წავიკითხე, ასე ერქვა «რატომ
არიან ამერიკელები გაბრაზებული ყველაფერზე.» ახსნის სიმარტივემ გამაოცა :
ამერიკელებს ჯერათ, ყველაფერი უკეთესი და უკეთესი უნდა იყოს, ხოლო როცა
ასე არ ხდება, ეს მათ აბრაზებს. გულწრფელად მგონია, რომ ჩვენც გვჯერა .
მართალია, პრეზიდენტი ჩვენი ჯობია, მაგრამ გაბრაზება აშკარად ამერიკელების
სპორტია. ჩვენი გაბრაზება ხშირად ასეთი ფრაზითაც ხომ ჩაუხშიათ: «ომი რომ
არაა, საკმარისი არ არის?» ზოგჯერ მართლაც შედარებითი სიმშვიდე
გვაკმაყოფილებს და ყოველდღიურ ამბებზე, რომლებმაც ყველაფერი უკეთესი
უნდა გახადოს, აღარ ვბრაზდებით. ვერც ერთმანეთს ვსაყვედურობთ.

სოციალურ ფსიქოლოგებს იმის კვლევა მიანდეს, თუ რატომ ბრაზდებიან


ადამიანები და რატომ გამოდიან საპროტესტო აქციებით. ძირითადი გეგმა სტატუს
კვოს შენარჩუნებაა ხოლმე, ჩვენი სტატუს კვო რომ შესანარჩუნებელი კი არა ,
სანაგვეზე რომაა მოსასროლი, ალბათ მეთანხმები. კვლევით გვეუბნებიან , რომ
მსოფლიოს ყველა კუთხეში ადამიანთა გაბრაზების მთავარი მიზეზი ისეთი
გრძნობების შედეგია, როგორიცაა შიში, იმედგაცრუება და უმწეობა — რის
სიმცირესაც ნამდვილად არ განვიცდით.

საზოგადო კეთილდღეობისათვის მუშაობა მართლაც რთული საქმეა, თანაც


ვერავის ეტყვი, გინდა თუ არა, შენც მაშინ გაბრაზდი, როცა მეო. ვერც იმას
უსაყვედურებ, რატომ არ ბრაზდები, როცა გარეთ ასეთი რაღაც ხდებაო. იმას ხომ
მით უმეტეს ვერ იტყვი, რაღაცა კარგად ვერ გაბრაზდიო. მაგრამ ის ხომ ბევრჯერ
გვითქვამს, აბა, ჩვენ რატომ არ გამოგვდის? ცდას ვაკლებთ? ჩვენშია პრობლემა,
თუ მათში, ვისაც ვუბრაზდებით? არ მოგატყუებ და წარმოდგენაც არ მაქვს. ის კი
ვიცი, მეც შენსავით მიჭირს გაბრაზება.

You might also like