Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

როგორ დავიცვათ თავი ფარული მიყურადებისგან

თუ გვისმენენ, ჩუმად მაინც მოგვისმინონ, გამოქვეყნების გარეშე… აბა,


ბოროტი თუ არ ხარ, მთელ ქვეყანას რატომ უნდა გააგებინო, რუსეთის
აგენტი ვარ, მთავრობის დამხობას ვგეგმავ, თუ ბოსტონის ბანკის
რომელიღაც ფილიალის გატეხვასა და 100 ათასის გადმორიცხვას ვაპირებ
(მეტის არა, რომ არ იეჭვონ).

რომ გვისმენენ ცუდი და უსიამოვნოა, ხოლო რომ არ უნდა გვსმენდნენ


მარტივი ჭეშმარიტება. წარმოსადგენადაც კი ძალიან უხერხულია ქრაშზე
მეგობარსა და სუს-ის თანამშრომელს ერთად რომ ელაპარაკები…

რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი მოსმენა დიდ თავსატეხად


მოვუვლინოთ ძალოვან უწყებებს? საერთოდ რომ არ ვილაპარაკოთ? — არა!
დასამალი რომ არაფერი ვთქვათ? — ეს მით უმეტეს, არა! თავად იმას რომ
ველაპარაკოთ, ვინც გვისმენს? — ეს შეიძლება… მაგრამ მაინც, სჯობს,
ციფრული უსაფრთხოების ექსპერტების რჩევებს გავეცნოთ, რომელთა
გათვალისწინებაც ჩვენს მოსმენას ნაკლებად შესაძლებელს გახდის. რჩევები
კი ასეთია:

გაააქტიურეთ VPN-ის აპლიკაცია

ერთი VPN (Virtual Private Network) აპლიკაცია ყველას მობილურში უნდა იყოს.
ვირტუალური პირადი ქსელის (VPN) აპლიკაციები ჩვენს მობილურში
არსებულ პირადი სახის ინფორმაციას შიფრავს, რაც ინტერნეტ სერვისის
პროვაიდერებს, სამთავრობო უწყებებს, ან ცალკეულ პირებს პერსონალური
ინფორმაციის მოპოვების პროცესს ურთულებს.

აპლიკაციის გააქტიურების შემდგომ, სუს-ის აგენტისათვის გაუტეხელი


ციხესიმაგრე, წაუკითხავი წიგნი და მოუსმენელი მელოდია გახდებით.
შეიძლება, ერთი-ორჯერ დაესიზმროთ კიდეც. ;)

გამოიყენეთ სანდო აპლიკაციები

თუ იცით, რომ ფარული მიყურადების საფრთხე არსებობს, ალბათ, პირველ


ყოვლისა უსაფრთხო მესენჯერ აპლიკაციებზე უნდა დაიწყოთ ფიქრი.
იმისათვის, რომ ჩვენი კომუნიკაცია უსაფრთხო იყოს, აპლიკაციას ორმხრივი
შიფრაციის (End-to-end encryption) მაღალი ხარისხი უნდა ჰქონდეს,
დაახლოებით ისეთი, სკოლის დაწყებით კლასში საუკეთესო მეგობარს
კოდური სიტყვებით რომ ველაპარაკებოდით. ამ ფუნქციის მეშვეობით
შეტყობინებას მხოლოდ ადრესატი და ადრესანტი წაიკითხავს. დღეისათვის
ყველაზე უსაფრთხო მესენჯერ აპლიკაცია Signal-ია.

ნეტავ ჩემს დიდ ბებიას თუ ადარდებდა ომში წასული ქმრისათვის მიწერილი


წერილი, ვაიდა მასზე ადრე ვინმეს წაეკითხა? სუს-ის თუ ვერა, გესტაპოს კაცი
მაინც თვალზე ცრემლმომდგარი გადაიკითხავდა მათი ტრაგიკული
სიყვარულის ამბავს.

ხშირად განაახლეთ მოწყობილობები

როდესაც მობილური ტელეფონი პროგრამების განახლებას გვთავაზობს,


უნდა დავუჯეროთ. ხო, კარგი, ვიცი, რომ ძალიან შემაწუხებელია და
ლოდინიც არაკომფორტული…მაგრამ, აბა, სხვა რა ვქნათ? ხომ ხედავ,
კედლებსაც კი სუს-ის აგენტის ყურები აქვს.

მოწყობილობების განახლება ძალიან მნიშვნელოვანია კიბერდანაშაულისა


თუ მთავრობის მეთვალყურეობის თავიდან ასაცილებლად. განახლებულ
მოწყობილობებს დაცულობის ჩვეულებრივზე ბევრად მაღალი ხარისხი აქვს.
ხოდა, ჩვენც ეს არ გვინდა?

მიყურადებისა და თვალთვალისათვის ხელის შეშლის მიზნით,


შესაბამის დროს მობილური შორს იქონიეთ

გარდა იმისა, რომ ძალოვან უწყებებს შეუძლიათ ჩვენი მიმოწერის მოპოვება,


სატელეფონო ზარების მოსმენა, მათ შესაბამისი ჯაშუშური მოწყობილობებით
იმის დადგენაც შეუძლიათ თუ სად ვიმყოფებით. ღმერთებო, ნეტავ რატო
აინტერესებთ?

ციფრული უსაფრთხოების ექსპერტები ბავშვობის გახსენებასა და


«დამალობანას» თამაშს გვთავაზობენ. ისინი გვეუბნებიან, რომ შესაბამის
სიტუაციებში მობილური ტელეფონები სახლში დავტოვოთ, გამოვრთოთ, ან
კვების ელემენტი ამოვიღოთ. ამ ტექნოლოგიებისა და ათასი უბედურების
გადამკიდე ხომ ბოლო რჩევის გათვალისწინებას რთულად თუ შევძლებთ.
მოიცა, ანუ რა გამოდის, მობილური ტელეფონის მწარმოებლებიც ქართულ
ძალოვან უწყებებთან არიან შეკრული? Masonebio, სწორად წერენ მათზე!

ბონუსი: დაფარეთ კომპიუტერის კამერა

თუ გგონია ყველაფერი მორჩა, ცდები. მოსმენასთან ერთად შეიძლება


გიყურებდნენ კიდეც. ამიტომაც თუ კომპიუტერის კამერას წებოვანი ლენტით
ან ლამაზი სტიკერით დაფარავ, თვალთავლის საფრთხეს ცოტათი მაინც
აიცილებ თავიდან.

You might also like