Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

1.

 ჩამოთვალეთ მსოფლიო პოლიტიკური კულტურის მახასიათებლები


1. საერთაშორისო პოლიტიკური ენა, რაც სხვადასხვა ენაში საერთაშორისო
ტერმინების დამკვიდრებაში გამოიხატება.
2. საერთაშორისო სამართალი, რაც ქვეყნებში ძირითადი სამართლებრივი ნორმების
მსოფლიო სტანდარტიზაციას გულისხმობს.
3. საერთაშორისო პოლიტიკური სიმბოლიკა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის
ერთიან ემოციურ-ფსიქოლოგიურ განწყობის შექმნის საფუძველია.
4. საერთაშორისო ორგანიზაიები, რომელთა მზარდი რაოდენობა გავლენას ახდენს
ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
5. იდეოლოგიური ფასეულობების დაახლოება
6. კონფლიქტების მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით მოგვარების კულტურა და
ძალადობის გმობა.
2. რა განსხვავებაა თავისუფლებისა და თანასწორობის აღქმის თვალსაზრისით აშშ-ის
და რუსეთის პოლიტიკურ კულტურებს შორის
საბჭოთა კავშირის გამო მოსახლეობაში უფრო გამთანაბრებული პოლიტიკა
ტარდებოდა, რამაც თანასწორების უფრო ეკონომიკური აღქმა შექმნა რუსეთში.
თავისუფლება კი ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ეგალიტარულ
საზოგადოებაში ხედავენ რუსები თავისუფლებას.
3. რა თავისებურებები ახასიათებს რეგიონალურ სუბკულტურას
- იგი უფრო კონსერვატიულია
- სოციო-ეკონომიკური პრობლემების სიჭარბე ჩამორჩენილობის გამო
4. ფრანგი პოლიტოლოგი დიუვერჟეს აზრით პოლიტიკური კულტურის და
პოლიტიკური სუბკულტურის ნაცვლად უნდა ვისაუბროთ
- კულტურის პოლიტიკურ ასპექტებზე

5. ვალონური ენა რომელ ქვეყნებშიგვხვდება - საფრანგეთში, ბელგიასა და აშშ-ში.

6. განასხვავეთ პოლიტიკური კულტურის და სისტემის ურთიერთზემოქმედების


თვალსაზრისით ბრიტანული და გერმანული პოლიტიკური კულტურა
გერმანული პოლიტიკური სისტემა ეყდნობა ვაიმარის რესპუბლიკის ტრადიციებს.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანელები ნაკლებად იყვნენ დემოკრატიის
სასარგებლოდ განწყობილნი, პოლიტიკური კულტურა შეიცვალა პოლიტიკური
ინსტიტუტებისა და პოლიტიკური გამოცდილების გავლენით;
დემოკრატიამ ბრიტანეთში გაუძლო დიდ დეპრესიას და მეორე მსოფლიო ომს, ეს
აიხსნება ბრიტანელი ხალხის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერით და სამოქალაქო
კულტურის არსებობით.

7.რომელ ქვეყნებშია გავრცელებული ეტატისტური პოლიტიკური კულტურა


ძირითადად სოციალ-დემოკრატიულ და პოსტსოციალისტურ ქვეყნებში
8. განასხვავეთ საბაზრო და ეტატისტური პოლიტიკური კულტურის
მახასიათებლები
საბაზრო კულტურაში ჯერ იქმნება ბაზარი, ხოლო ეს უკანასკნელი კი ქმნის
პოლიტიკას. შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კონკურენცია და პირადი
ინტერესები, რაც განხსვავებულია ეტატისტურ კულტურებში. აქ სახელმწიფოს
როლია დიდი, ხოლო საბაზრო ინტერესები მინიმალიზირებულია.
9. ჰედლი ბულის აზრით საერთო ინტელექტუალური კულტურა არსებობს მხოლოდ
ელიტების დონეზე.
10. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციები ემყარებიან შემდეგ
ღირებულებებს-----------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------
აღმოსავლური კულტურა ემყარება არაბულ-მუსულმანურ, ინდურ-ბუდისტურ და
ჩინურ-კოფუციანურ ტრადიციებს, ხოლო დასავლური კულტურა წარმოიშვა
ქრისტიანულ (უმეტესწილად კათოლიკურ და პროტესტანტულ) ღირებულებებში,
რამაც შემდგომ გავლენა მოახდინა ლიბერალურ-დემოკრატიულ მოძღვრებებსა და
მათ წარმოშობაზე.

დასავლეთის კულტურები ემყარება ინდივიდუალიზმსა და რაციონალურ მიდგომას,


ხოლო აღმოსავლური კოლექტიურ ჩართულობასა და ტრადიციებს.

11. პოლიტიკური კულტურის რომელ ტიპს ახასიათებს მოჩვენებითი ერთგვაროვნება


და ხელოვნური კონსენსუალურობა
ტოტალიტარულ პოლიტიკურ კულტურას
12. რომელ პრეზიდენტს ეკუთვნის დოქტრინა ამერიკა ამერიკელებისთვის - ჯეიმს
მონროს

13.რას ნიშნავს მულტიკულტურალიზმის ანუ ამერიკული „სადნობი ქვაბის"იდეა


იმიგრაციის შედეგად სხვადასხვა ხალხის ინტეგრაცია და ასიმალაცია ამერიკაში, რაც
შემდგომ აყალიბებს ერთ დიდ ამერიკულ ერს ერთიანი ღირებულებებით,
ტრადიციებითა და კულტურით (კინო, დღესასწაულები, ენა და სხვ)

14.კუ-კლუს-კლანი ამერიკაში ებრძოდა რა მარტო შავკანიან მოსახლეობას, არამედ


აგრეთვე - კათოლიკური კონფესიის წევრებს.

15.გაერთიანების შემდეგ გერმანიის რომელი მხარის მოქალაქეები გრძნობდნენ თავს


მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად და რატომ
აღმოსავლეთი გერმანიის მოქალაქეები, რადგან დასავლეთისგან განსხვავებით
ეკონომიკურად უფრო ჩამორჩენილები იყვნენ და არ გააჩნდათ ის დემოკრატიული
ღირებულებები, რაც დასავლეთ გერმანიაში იყო დამკვიდრებული.
16. საფრანგეთის პოლიტიკური ცხოვრება ვითარდებოდა კონსტიტუციებისა და
მმართველობის სწრაფი მონაცვლეობის ფონზე, რამაც განაპირობა რევოლუციური
პოლიტიკური კულტურის ფორმირება

17. გერმანია ისტორიულად მმართველობის ავტორიტარულ-იერარქიული


ფორმისკენ იხრებოდა

18. საფრანგეთის პოლიტიკური კულტურის შესწავლის პროცესში იყენებენ ე. წ.


„რევოლუციური პოლიტიკური კულტურის ცნებას", რას ნიშნავს

- ცვალებადმა გარემომ საზოგადოების პოლარიზაცია გამოიწვია, რამაც შემდგომ


საარჩევნო სისტემაზე იქონია გავლენა

19. რა განსაზღვრავს პოლიტიკურ კულტურაში ეროვნულ თავისებურებებს

განმსაზღვრელ გავლენას ახდენს ე. წ. „გენეტიკური კოდი“, „ტრადიციები“, ხალხის


მენტალიტეტი, რომელიც სუბიექტის, სოციალური ჯგუფის, საზოგადოების, ერის
შესაბამის ქცევას აძლევს ლეგიტიმაციას

20. მსოფლიო ხალხების კულტურული ინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორებია

- გლობალიზაციის პროცესის აბსოლუტიზაცია, რომელიც ამერიკანიზაციასა და


დასავლური კულტურის მექანიკურ და ხელოვნურ ინტეგრაციასთანაა
დაკავშირებული, რაც შემდგომ სამომხმარებლო კულტურას შობს.
- პოლიტიკური აბსენტიზმი განვითარებულ ქვეყნებში
- დეზინტეგრაციის პროცესები და ახალი სახელმწიფო ერთეულების გაჩენა

21. აშშ-ის პოლიტიკური კულტურის თავისებურებები განპირობებულია 


- კონსტიტუციონალიზმის სრულყოფილი და ხანგრძლივი ტრადიცია
- პოლიტიკური პლურალიზმი
- ინდივიდუალიზმი
- ამერიკული პატრიოტიზმი
- გარკვეულწილად ქრისტიანული ეთიკის გავლენა

22. ჩამოთვალეთ რუსეთის პოლიტიკური კულტურის თავისებურებები

„მტრის ხატის“ შექმნა და ამით მოსახლეობის მანიპულირება


მესიანისტური პოლიტიკა
ინდივიდუალური თავისუფლების აღქმა საზოგადოებასთან მიმართებაში
ძლიერი სახელმწიფოსა და ქარიზმული ლიდერის როლი
რევოლუციური პოლიტიკური კულტურის ისტორია
დასავლეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება
ავტორიტარიზმისკენ მისწრაფებები
ველიკორუსული შოვინიზმი

23. სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთიანობამ რუსეთში და საქართველოში ხელი


შეუშალა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების
განვითარებას, რატომ?
- ეს ორი ინსტიტუტი შეეზარდა ერთმანეთს და არ შეიქმნა რეალური ბერკეტი მათი
ურთიერთობის რეგულირების. ამიტომ, აღმოჩნდა, რომ რუსეთში არ შექმნილა
პოლიტიკური და სამართლებრივი ფორმები, რომლებსაც შეუძლიათ რუსი
ადამიანის ბუნებრივი უფლებები და პოლიტიკური თავისუფლებები დაიცვან.
24. რუსულ სინამდვილეში ავტორიტარული პოლიტიკური კულტურის ფორმირება
განაპირობა შემდეგმა მიზეზებმა
- ველიკოდერჟავული ამბიციები
- სახელმწიფოს გაფართოება, რომელიც სახელმწიფოს ცენტრალიზაციასა და
ძლიერი ხელისუფლების საჭიროებას მოითხოვდა
- ისეთი ლიდერების პოპულარობა, რომელიც „ერის მამის“ როლს ასრულებს
- „მტრის ხატის“ შემქნა და საზღვრებთან ბევრი მტრულად განწყობილი ძლიერი
სახელმწიფოების არსებობა
25. აშშ-ის კონსტიტუციამ დემოკრატია მხოლოდ ამერიკელ ხალხს მოუტანა, რატომ
იმიტომ, რომ აშშ–ის კონსტიტუცია ამე ქვეყნის პოლიტიკური კულტურისა და
პოლიტიკური პროცესის შედეგია. შეიძლება ეს მოსაზრება იმის მერე გაჩნდა, რაც
ჩვენ ვიხილეთ დასავლური კულტურისა და დემოკრატიის ხელოვნური
ტრანსპლატაციის მცდელობები ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.
თუმცაღა არსებობს ამის დამაიმედებელი მაგალითებიც : იაპონია და სამხრეთი
კორეა.

You might also like