Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

გლობალიზაცია - დეფინიცია და არსი - I კვირა

გლობალიზაცია -

ტერმინი მე-20 საუკუნის 80- იან წლებამდე საერთოდ არ არსებობდა.

პირველად გამოიყენა ამერიკელმა მეცნიერმა ტ.ლევიტმა 1983 წელს, რითაც აღნიშნა


ცალკეულ პროდუქტთა ბაზრების შერწყმის ფენომენი, მაგრამ ფართო მნიშვნელობით, როცა

ერთიანი მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი


საზღვრებისა და შეზღუდვების გაუქმებას გულისხმობს, გლობალიზაცია გამოიყენეს 1990
წელს, როცა გამოქვეყნდა კ.ომეს წიგნი - „მსოფლიო საზღვრების გარეშე“ და კრებული
„გლობალიზაცია: შემეცნება და საზოგადოება“ , სადაც მ. ელბროუმ გააერთიანა ყველა ის
პროცესი, რომელთა წყალობით მსოფლიოს ხალხები ერთიან მსოფლიო საზოგადოებაში
ერთვებიან.

თავდაპირველად გლობალიზაცია წმინდა ეკონომიკური შინაარსის ტერმინი იყო, მაგრამ


მალე ფართო გლობალური მნიშვნელობა შეიძინა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა
სფერო მოიცვა, გაერთიანების, შერწყმის სინონიმად იქცა და დაუპირისპირდა ისეთ ცნებას,
როგორიცაა ფრაგმენტაცია (დაყოფა, დანაწილება) .

მონდიალიზაცია - ( Monde ფრანგულად მსოფლიო ) ფრანგული ტერმინი, რომელიც 50 -


იანი წლებიდან არსებობს, მაგრამ საფრანგეთის საზღვრებს ვერ გასცდა.

გლობალიზაცია თანამედროვე სიტუაციას ასახავს და მისი გამოყენება სხვა ისტორიული


ეპოქების მიმართ გამართლებული ვერ იქნება.

ჯერემი ბენთამმა მე-18 საუკუნის ბოლოს ახალი ტერმინი საერთაშორისო დაამკვიდრა.


აშკარა იყო, რომ ეს სიტყვა იმ ეპოქის შინაარსს შეესაბამებოდა, ევროპაში ერი-
სახელმწიფოების ჩამოყალიბება ერთდროულად ხდებოდა, სიტყვა ერმა თავიდანვე
პოლიტიკური (სახელწმიფოებრივი) დატვირთვა შეიძინა, ამიტომ საერთაშორისო და
სახელწმიფოთაშორისო სინონიმებად მოიაზრებოდა, სახელწმიფოები საერთაშორისო
ურთიერთობების ერთადერთი აქტორები იყვნენ, მაგრამ მე-20 საუკუნის ბოლოს მიმდინარე
პროცესებმა მკვლევართა გარკვეულ წრეში წარმოშვა აზრი, რომ ცნება საერთაშორისო უკვე
აღარ შეესაბამებოდა რეალობას. ერები და სახელწმიფოები აღარ წარმოადგენდნენ
საერთაშორისო ურთიერთობების მთავარ აქტორებს. ა მ ი ტ ო მ

„საერთაშორისო პოლიტიკის“ ცნება „მსოფლიო პოლიტიკის“ ცნებამ უნდა შეცვალოს.

გლობალიზაციის ერთ-ერთი პირველი განმარტება ეკუთვნის მარტინ ელბროუს:

გლობალიზაცია მოიცავს ყველა იმ პროცესს, რომელიც მსოფლიოს ხალხებს ერთ მსოფლიო,


გლობალურ საზოგადოებად გადააქცევს.
სოციოლოგი - ენტონი გიდენსი:

გლობალიზაცია მსოფლიო სოციალური ურთიერთობების ისეთი ინტენსიფიკაცია, რომელიც


დაშორებულ ადგილებს ერთმანეთთან ისეთნაირად აკავშირებს, როცა ადგილობრივი
მოვლენები ყალიბდება ათასობით მილის იქით მომხდარი მოვლენებით და პირიქით.

გერმანელი მეცნიერი - ემანუელ რიხტერი:

გლობალიზაცია არის გლობალური ქსელი, რომელმაც ადრე იზოლირებული და გაფანტული


საზოგადოებები ერთ სამყაროს ურთიერთდამოკიდებულ ერთობად „შეადუღა“

ამერიკელი პოლიტოლოგი - რობერტ კოქსი :

გლობალიზაცია გულისხმობს პროდუქციის ინტერნაციონალიზაციას, შრომის ახალ


საერთაშორისო დანაწილებას, ახალ მიგრაციულ მოძრაობას სამხრეთიდან ჩრდილოეთით,
ახალ დაპირისპირებულ გარემოს, რომელიც აჩქარებს ყველა ამ პროცესს და ბოლოს
სახელწმიფოს ინტერნაციონალიზაციას, რაც მათ გლობალური სამყაროს უბრალო აგენტებად
აქცევს.

რ. კანტერი თვლის , რომ გლობალიზაციამ მსოფლიო აქცია ერთ დიდ სავაჭრო ცენტრად
(მაღაზიად), სადაც იდეები და პროდუქტები ხელმისაწვდომია ერთდროულად.

მ. ხორის აზრით, გლობალიზაცია არის ის რაც მესამე სამყაროში უკვე რამდენიმე საუკუნეა
არსებობს და ადრე კოლონიზაცია ერქვა.

ჯ. ბაილისი და ს.სმიტი - გლობალიზაციის ხუთი მახასიათებელი

ინტერნაციონალიზაცია - სახელწმიფოთა შორის კავშირების გააქტიურება და საზღვრების


როლის შემცირება

ლიბერალიზაცია - მოსახლეობის თავისუფალი მიმოსვლა, სახელმწიფოებრივი


შეზღუდვების მოხსნა, ღია და ინტეგრირებული ეკონომიკა

უნივერსალიზაცია - მატერიალური თუ სულიერი ღირებულებების ფართოდ გავრცელება,


მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში

ვესტერნიზაცია - ამერიკანიზაცია

დეტერიტორიზაცია - გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მანძილი და ტერიტორიული


საზღვრები თავიანთ პირვანდელ მნიშვნელობას კარგავს.
ინტერნაციონალიზაცია VS გლობალიზაცია

საერთაშორისო ურთიერთობები VS გლობალური ურთიერთობები

ინტერნაციონალიზაცია გულისხმობს ურთიერთობების ინტენსიფიკაციას ნაციონალურ


დონეზე, ე.ი სახელწმიფოებს შორის, მაგრამ სახელმწიფოები მაინც რჩებიან ერთმანეთისგან
განსხვავებული და განცალკევებული. ამისგან განსხვავებით

გლობალური მსოფლიო გულისხმობს ზეტერიტორიულ და ზენაციონალურ სამყაროს, სადაც


სახელმწიფოებრივი საზღვრები არავითარ როლს არ უნდა თამაშობდეს.

დღევანდელი მსოფლიო არის ერთდროულად ინტერნაციონალიზირებული და


გლობალიზირებულიც.

ჯ. ბაილისი და ს.სმიტი

გლობალიზაცია - პროცესი, სადაც სოციალური კავშირები ტერიტორიულებისაგან,


გეოგრაფიისგან განცალკევებულია ისე, რომ კაცობრიობის ცხოვრება მიმდინარეობს
სამყაროში, როგორც განუყოფელ და ერთიან მთლიანობაში.

ჰელდი

გლობალიზაცია არის პროცესი, რომელიც გულისხმობს სოციალური ურთიერთობებისა და


ურთიერთკავშირების სივრცითი ორგანიზაციის ტრანსფორმაციას.

ულრიხ ბეკი

გლობალიზმი VS გლობალურობა VS გლობალიზაცია

გლობალიზმი - მოვლენა, როცა მსოფლიო ბაზარი ზღუდავს ან ცვლის პოლიტიკურ


კულტურას. ამ გაგებით, გლობალიზაციის ყველა ასპექტი მსოფლიო ბაზარს არის
დაქვემდებარებული. ამგვარად, გლობალიზმი სახელწმიფოს მართავს, როგორც
უბრალო საწარმოს. ბეკი გამოყოფს:
ა) შავ პროტექციონისტებს, რომლებიც მისტირიან ეროვნული ღირებულებების
შესუსტებას და თავისი ხელით ღუპავენ ეროვნულ სახელწმიფოს.
ბ) მწვანე პროტექციონისტებს, რომლებიც ეროვნულ სახელწმიფოში მომაკვდავ
პოლიტიკურ ბიოტიპს ხედავენ, რომელიც მსოფლიოს ბაზრისაგან იცავს ეკოლოგიურ
სტანდარტებს და თავადვე საჭიროებს დაცვას.
გ)წითელ პროტექციონისტებს, რომლებისთვისაც გლობალიზაცია მათი
„სიმართლისა“ და მარქსიზმის აღორძინების დადასტურებაა.
გლობალურობა - ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ მსოფლიო საზოგადოებაში, სადაც
წარმოდგენა დახურულ, ჩაკეტილ სივრცეზე წმინდა წყლის ფიქციაა. მსოფლიო
საზოგადოება გულისხმობს სოციალური ურთიერთობების ერთობას, რომელიც
ნაციონალური-სახელმწიფო პოლიტიკით ვერ განისაზღვრება.
გლობალიზაცია - ეს არის პროცესი (პროცესები), როცა ეროვნული
სახელმწიფოები და მათი სუვერენიტეტი იფარება ტრანსნაციონალური აქტორებით
და მათ ემორჩილება.
ყველაფერი ეს სრულიად ეწინააღმდეგება ნაციონალიზმის ძირითად პრინციპებს,
სადაც ეროვნული სახელმწიფო, ეკონომიკა, კულტურა და ცნობიერება უმაღლეს
ღირებულებად ითვლება.

გლობალიზაცია და მისი ასპექტები სხვადასხვა თეორიის თვალსაზრისით


საერთაშორისო ურთიერთობების სამი მთავარი პარადიგმა - რეალიზმი,
პლურალიზმი და მარქსიზმი - სხვადასხვანაირად აფასებს გლობალიზაციის
პროცესს, რაც განპირობებლია მსოფლიო პოლიტიკის მათი განსხვავებული ხედვით.
რეალიზმი აქცენტს აკეთებს ძალის ფაქტორზე და ეროვნულ ინტერესებზე.
პლურალიზმი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების
ურთიერთობების ინტენსივობის ხასიათზე. მარქსიზმი კი განმსაზღვრელად
მიიჩნევს მსოფლიო ეკონომიკის სახეს.
რეალისტების აზრით, გლობალიზაცია ვერ ცვლის მსოფლიო პოლიტიკის
ძირითად ხასიათს. კერძოდ, მსოფლიოს დაყოფას ერ-სახელმწიფოებად. ხოლო
ეროვნული ინტერესები ყოველთვის განმსაზღვრელი იქნება სახელმწიფოთა
ქმედებებისა საერთაშორისო არენაზე. რაც შეეხება ძალას, სწორედ ძლიერი
სახელმწიფოების პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული გამოხატულებაა
გლობალიზაცია. გლობალიზაცია ვერ შეცვლის საერთაშორისო პოლიტიკური
სისტემის სახელმწიფოთაშორის ხასიათს.
პლურალისტები (ლიბერალები) თვლიან, რომ სახელმწიფოები აღარ არიან
საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი აქტორები და მათ ადგილს იკავებს
საერთაშორისო (უფრო მეტად არასამთავრობო) ორგანიზაციები და
ტრანსნაციონალური კორპორაციები. სახელმწიფო არ არის უნიტარული ობიექტი და
საერთაშორისო არენაზე მთავრობის აზრი სულაც არ არის ქვეყნის ყველა მოქალაქისა
თუ ორგანიზაციის აზრი. ძალის ფაქტორზე მეტად მნიშვნელოვანია საერთაშორისო
სამართალი, მორალი და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ხოლო ეროვნულ
ინტერესებზე მაღლა ადამიანის უფლებები და მათი კეთილდღეობა დგას.
პლურალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ტექნოლოგიურ და
კომუნიკაციურ მიღწევებს და სწორედ ეს კავშირები აყალიბებს ახალ მსოფლიო
ურთიერთობებს საზოგადოებებს შორის.
მარქსისტებისთვის გლობალიზაცია ფიქციაა. მათთვის ეს საერთაშორისო
კაპიტალიზმის დღევანდელი, უკანასკნელი სტადიაა. იგი არ იწვევს საერთაშორისო
პოლიტიკის თვისობრივ ცვლილებას. კერძოდ, გლობალიზაცია დასავლეთის
ქვეყნების მიერ დანარჩენი მსოფლიოს ექსპლუატირების თანამედროვე ფორმაა,
რომელიც სულ უფრო აღრმავებს განსხვავებას ბირთვს, ნახევრდაპერიფერიულ და
პერიფერიულ ქვეყნებს შორის.
სამივე პარადიგმის საერთო გლობალიზაციის მიმართ: გლობალიზაციის პროცესი
აღიქმება, როგორც საზოგადოებებს შორის მზარდი ურთიერთდაკავშირებულობა,
როცა მსოფლიოს ერთ რეგიონში მომხდარი მოვლენა სულ უფრო დიდ გავლენას
ახდენს დაშორებულ ხალხებსა და საზოგადოებებზე.
გლობალიზაციის პროცესი უცებ არ დაწყებულა, მაგრამ მისი საყოველთაობა
დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც ბიპორალური საერთაშორისო
სისტემა დასასრულს უახლოვდებოდა და ამის მაუწყებელი იყო სოციალიზმის კრახი
და საბჭოთა კავშირის დაშლა.

ჯ. ბაილსი და ს. სმიტი გამოყოფენ რამდენიმე თეორიულ შრომას:


მოდერნიზაციის თეორია: ინდუსტრიალიზაცია იწვევს ახალ კავშირებს
საზოგადოებებს შორის და ცვლის წინამოდერნული მსოფლიოსთვის
დამახასიათებელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პროცესებს.
ინდუსტრიალიზაცია ასუსტებს სახელმწიფოს კონტროლს და საერთაშორისო
ურთიერთობების ძალისმიერი მოდელი წარსულის საკუთრება ხდება. მიზნის
მიღწევის მთავარი საშუალება მოლაპარაკება ხდება.
უოლტ როსტოუს ზრდის სტადიების თეორია: ისტორიის განმსაზღვრელი ხდება
ეკონომიკური პროდუქციის ზრდა, რაც ინდუსტრიალიზაციის შედეგია.
შესაბამისად, ისტორია იყოფა ინდუსტრიალამდელ, ინდუსტრიულ,
პოსტინდუსტრიულ და საყოველთაო კეთილდღეობის ეტაპებად. ეკონომიკური
განვითარების ზოგადი სურათი განაპირობებს პოლიტიკურ, სახელწმიფო და
ეროვნულ ინტერესებს.
ეკონომიკური ანუ კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია:
საზოგადოებები ისეა ერთმანეთზე ეკონომიკურად ურთიერთდამოკიდებული, რომ
სახელწმიფო უკვე ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება განვითარებისთვის.
პიროვნებებისა და არასახელმწიფოებრივი ურთიერთდამოკიდებულებები უფრო
აშკარაა, ვიდრე სახელწმიფო ურთიერთდამოკიდებულება.
გლობალური სოფლის თეორია (მარშალ მაკლუჰანი): ელექტრონული
კომუნიკაციების სრულყოფამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ ჩვენ
დაშორებულ მოვლენებს. დრო და სივრცე შევიწროვდა და ყველაფერმა დაკარგა
იდენტურობა.
ბერტონის მსოფლიო საზოგადოების თეორია: საერთაშორისო ურთიერთობებში
სულ უფრო წამყვან როლს ასრულებს არასახელწმიფოებრივი აქტორები. მსოფლიო
პოლიტიკის მოდელს ადარებს „ობობის ქსელს“, სადაც ძაფებს ქმნის ვაჭრობა,
კომუნიკაციები, ენა, იდეოლოგია.
მსოფლიო წესრიგის მოდელირების პროექტი: მიზნად ისახავდა შეექმნა
სახელწმიფოთაშორისი სისტემის ალტერნატიული მოდელი. ავტორები
(მენდლოვიჩი, ფალკი...) იყენებდნენ გლობალური მთავრობის იდეას. ანალიზის
ერთეული იდნივიდი იყო, ანალიზის დონე კი გლობალური, ანუ სახელწმიფო ამ
მოდელიდან ამოვარდილი იყო.
საერთაშორისო საზოგადოების თეორია (ჰედლი ბული): მომავალში
საერთაშორისო საზოგადოება უფრო განვითარდება და სახელწმიფოთა როლი
შესუსტდება.
ფრენსის ფუკუიამა (ისტორიის დასასრული): საბჭოთა კავშირის დაშლით მოისპო
ის ბოროტება, რომელიც უპირსპირდებოდა რაციონალურ კეთილ საწყისს.
მსოფლიოს შემდგომი განვითარება ეკონომიკური ბაზრის განვითარბის ასახვაა და
ასეთ პირობებში ერთადერთი მმართველობის ფორმა იქნება ლიბერალური
დემოკრატია. სხვა რეჟიმები ლიბერალურ დემოკრატიას ვერ დაუპირისპირდება,
რადგან ეს უკანასკნელი შეესაბამება საბაზრო ეკონომიკის მიზნებს.
ლიბერალური მშვიდობის თეორია: თუ ყველა ქვეყანაში ლიბერალურ-
დემოკრატიული მმართველობა იქნება, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება
გარანტირებული იქნება. ლიბერალური დემოკრატია დაინტერესებულია
თანამშრომლობითა და სახელმწიფო-ბიუროკრატიული აპარატის შეზღუდვით და ეს
უკვე გლობალიზაციის კარგი პირობაა.

კომუნიკაციების თვალსაზრისით გლობალიზაცია წარმოჩინდება


კომპიუტერული ქსელის, ტელეფონების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა მსგავსი
საშუალებების გავრცელებითა და რაოდენობრივი ზრდით. დრომ და მანძილმა
თავისი ადრინდელი მნიშვნელობა დაკარგა და ინდივიდებს საშუალება აქვთ,
სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად, ერთმანეთს მომენტალურად
დაუკავშირდნენ.
ორგანიზაციების თვალსაზრისით გლობალიზაცია გამოვლინდა კომპანიების,
ასოციაციებისა თუ სააგენტოების სწრაფი ზრდით, რომლების ფუნქციონირებენ,
როგორც ტრანსნაციონალური სუბიექტები. მაგალითად, ნისას კორპორეიშენი ან
გადავარჩინოთ ბავშვები თავიანთი მოღვაწეობის არეალად მთელ მსოფლიოს
მიიჩნევენ, ხოლო კლიენტად - მთელ კაცობრიობას.
ეკოლოგიურად გლობალიზაცია თავს იჩენს გლობალური ეკოლოგიური
პრობლემების სახით, როგორიცაა გლობალური დათბობა, ატმოსფეროს
დაბინძურება, გაუდაბნოება და ა.შ. ვერც ერთი ეს პრობლემა ვერ შეიზღუდება
ცალკეული ქვეყნების საზღვრებით და ცალკეულ ქვეყნებს მათი გადაჭრა არ
შეუძლიათ.
პროდუქტების თვალსაზრისით - „გლობალური ქარხნები“. მთელი რიგი
საწარმოები არ შედიან ეროვნული ეკონომიკის ფარგლებში, არამედ სხვადასხვა
ქვეყნებში მდებარეობის მიუხედავად ერთ საწარმოო ხაზს ქმნიან. ფინანსურ
ურთიერთობებში გლობალიზაციის შედეგია საკრედიტო ბარეთების საყოველთაო
გავრცელება და ზოგიერთი ვალუტის ყველგან მიმოქცევა.
სამხედრო სფეროში გლობალიზაციის გამოვლინებად მიიჩნევა გლობალური
იარაღი, სადაზვერვო სატელიტები და რაკეტები. სპარსეთის ყურეში 1990-91 წლებში
მინდინარე ერაყისა და ქუვეითის სახმელეთო ბრძოლაში მსოფლიოს წამყვანი
ქვეყნები მომენტალურად ჩაერთნენ თავიანთი შეიარაღებით. მათი გადასროლა
საომარი მოქმედებების ადგილას სანქცირებული იქნა გლობალური სამთავრობო
დაწესებულების - გაეროს მიერ.
გლობალიზაციასთან დაკავშირებულია მთელი რიგი ნორმები, მაგალითად
ადამიანის უფლებები და ტექნიკური სტანდარტები, რომლებიც საყოველთაოა და
ნაკლებად ემორჩილება სახელწმიფო, ეროვნულ ინტერესებს.
21-ე საუკუნის მოქალაქები თავისი აზროვნებითა და მენტალიტეტით სულ უფრო
ხდება „მსოფლიო მოქალაქე“ და მსოფლიო გაცნობიერებული აქვს, როგორც ერთიანი
და მთლიანი, ვიდრე მის წინა თაობებს.
გლობალიზაციის წინაპირობად შესაძლოა ჩაითვალოს გეოგრაფიული აღმოჩენები
და განსაკუთრებით კონტინენტშორისი მიგრაციების სწრაფი გავრცელება. შოლტს
მოჰყავს ქრონოლოგიური ცხრილი, სადაც ის თარიღები და მოვლენებია, რომლებიც
გლობალიზაციის გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ. 42 მოვლენიდან 26-ს 1950 წლის
შემდეგ ჰქონდა ადგილი, მის ნახევარს კი - 1970 წლის შემდეგ. სწორედ ამიტომ უნდა
მივიჩნიოთ გლობალიზაცია თანამედროვეობის ფენომენად.
გარდა ამისა, გლობალიზაციას გარკვეული ჩარჩოები და შეზღუდვებიც გააჩნია.
მაგალითად,
1. გლობალიზაცია ყველგან ერთნაირად არ იჩენს თავს. თუ ტერიტორიული
გეოგრაფიის მნიშვნელობა მცირდება ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და
წყნაროკეანურ არეალში, იგივეს ვერ ვიტყვით ტროპიკულ აფრიკასა და ცენტრალურ
აზიაზე. გლობალური კომპანიები, ინტერნეტი ან ელექტრონული ფოსტა
ჩრდილოეთში, ანუ განვითარებულ სამყაროშია თავმოყრილი. გარდა ამისა,
გლობალიზაცია ქალაქის მოსახლეობას, კვალიფიციურ კადრებსა და ახალგაზრდა
თაობას შეეხო. ასე, რომ დრო და საზღვრები კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.
2. გლობალიზაცია კულტურული ჰომოგენიზაციის ერთმნიშვნელოვანი
პროცესია. სხვადასხვა კულტურების დაახლოება არ ნიშნავს კულტურული
განსხვავებულობის წაშლას. მაგალითად, ერთი და იგივე ფილმი სხვადასხვა
კულტურების მიერ განსხვავებულად აღიქმება და ერთო და იგივე პროდუქცია
ადგილობრივი პირობებისა და ტრადიციების გათვალისწინებით სხვადასხვანაირად
გამოიყენება. ამიტომ ეროვნული კულტურების გაქრობასა და სიკვდილზე ლაპარაკი
გადაჭარბებულია.
3. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრების როლი, მანძილი და დრო
მნიშვნელოვნად შეიცვალა, გლობალიზაცია სულაც არ უარყოფს მსოფლიო
პოლიტიკაში ტერიტორიულობის მნიშვნელობას. გლობალიზაციას არ მოაქვს
ტერიტორიული გეოგრაფიის დასასრული, არამედ ქმნის ახალ სუპერტერიტორიულ
სივრცეს, რომელიც კავშირშია ძველ ტერიტორიულ სივრცესთან. მსოფლიო
პოლიტიკის რუკა უფრო რთული ხდება, რადგან ახალ განზომილებებს იძენს.
4. გლობალიზაცია არ უნდა იყოს გაგებული, როგორც ერთი წარმმართველი
ძალის შედეგი. იგი არ უნდა შეფასდეს მხოლოდ ამერიკული ან დასავლური
თვალთახედვით. იგი არ არის ცალსახად კაპიტალიზმის შედეგი, არც
უნივერსალური აზროვნების ძიება, არამედ როგორც ყველაფერი ამის და სხვა
მოვლენების საბოლოო შედეგი.
5. გლობალიზაცია არ არის პანაცეა. ზოგიერთი ლიბერალის მოსაზრება, რომ
მოდის უსაზღვრებო მსოფლიოს ერა, სადაც სრული თანასწორობა და მშვიდობა
იქნება, უფრო უტოპიურია, ვიდრე რეალური. გლობალიზაცია ვერ შეცვლის იმ
უთანასწორობას, რაც ქვეყნებსა თუ საზოგადოებებს შორის არსებობს.

გლობალიზაცია: მითი თუ რეალობა? მომხრეები და მოწინააღმდეგეები


ჰელდისა და სხვა ავტორთა 1999 წელს გამოცემულ წიგნში „გლობალური
ტრანსფორმაცია“ მკვლევართა სამი კატეგორიაა გამოყოფილი: ჰიპერგლობალისტები,
ტრანსფორმაციონისტები და სკეპტიკოსები.
ჰიპერგლობალისტები თვლიან, რომ გლობალიზაცია სრულიად ახალი ერაა
კაცობრიობის ისტორიაში და მას გლობალური ერა შეიძლება ეწოდოს. მათი აზრით,
ერი-სახელმწიფოების ეპოქა დამთავრდა. ეკონომიკურმა გლობალიზაციამ
წარმოების, ვაჭრობისა და ფინანსების ტრანსნაციონალური ქსელის ჩამოყალიბებით
გამოიწვია ეკონომიკის დენაციონალიზაცია. ეს არის ეკონომიკა საზღვრების გარეშე,
რომელსაც ემორჩილება სახელმწიფო. შესაბამისად ეროვნული სახელმწიფოს როლი
სუსტდება და ჩნდება ახალი ფასეულობები, რაც ერთიანი გლობალური
ცივილიზაციის ჩამოყალიბების წინაპირობაა.
ჰიპერგლობალისტებს შორისაც არსებობს განსხვავება გლობალიზაციის პროცესის
შეფასების კუთხით. მაგალითად, თუ ნეოლიბერალები პროგრესულად თვლიან
საბაზრო პრინციპების დომინირებას სახელმწიფო ხელისუფლებაზე,
ნეომარქსისტებს გლობალიზაცია თანამედროვე გლობალური კაპიტალიზმის
გამოვლინებად მიაჩნიათ. მაგრამ ორივე თანხმდება, რომ გლობალიზაცია
უპირველეს ყოვლისა ეკონომიკური მოვლენაა, რომელზეც დამოკიდებულია
პოლიტიკა და გლობალიზაციის ეპოქაში პოლიტიკა აშკარა „ეკონომიკური
მენეჯმენტია“.
სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ გლობალიზაცია სულაც არ არის ისტორიულად
უპრეცედენტო მოვლენა. სახეზეა მხოლოდ ურთიერთობების ინტენსიფიკაცია
ეროვნულ ეკონომიკებს შორის, ხოლო ეკონომიკური კავშირების ინტენსივობა დღეს
გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს 1870-1914 წლებში იყო. შესაბამისად,
გლობალიზაცია მითია და ეკონომიკის წარმმართველ ძალად ეროვნული
სახელწმიფო რჩება. საერთაშორისო ეკონომიკაში კი რეგიონალიზაციასთან გვაქვს
საქმე, რადგან მსოფლიო ეკონომიკა ვითარდება სამი მთავარი სავაჭრო და საფინანსო
ბლოკის მიმართულებით - ჩრ. ამერიკა, ევროპა და აზია - წყნაროკეანური სარტყელი.
სკეპტიკოსებისთვის მიუღებელია მოსაზრება ერი-სახელმწიფოების ეპოქის
დასრულებისა და ახალი არასახელმწიფო-ცენტრული მსოფლიო წესრიგის
ჩამოყალიბების თაობაზე. სახელმწიფო არის და მომავალშიც იქნება მსოფლიო
პოლიტიკის ძირითადი აქტორი. ეროვნული ინტერესები სახელმწიფოს ქმედების
მთავარი ფაქტორია და ვერანაირი გლობალური ინტერესი მას ვერ შეცვლის. ასე, რომ
ისტორიის დასასრულის იდეა, ანუ ლიბერალურ-დემოკრატიული იდეების მთელ
მსოფლიოში გაბატონება უტოპიაა და მსოფლიოს დაყოფა რეგიონულ ბლოკებად და
ცივილიზაციათა დაპირისპირება გარდაუვალია.
ტრანსფორმაციონისტები თვლიან, რომ გლობალიზაცია ახალი ათასწლეულის
დასაწყისის ცენტრალური მოვლენაა და სწრაფ სოციალურ, პოლიტიკურ და
ეკონომიკურ ცვლილებებს იწვევს და თანამედროვე საზოგადოებისა და ახალი
მსოფლიო წესრიგის ფორმირებას განაპირობებს. ისინი უფრო ზომიერი
გლობალისტები არიან და ხშირ შემთხვევაში იზიარებენ სკეპტიკოსების ცალკეულ
აზრებსაც. კერძოდ, ისინი არ თვლიან რომ თანამედროვე პერიოდი გლობალური
ერაა, მაგრამ მას არც მითად აღიქვამენ. ისინი აღიარებენ, რომ გლობალიზაციის
პირობებში სახელმწიფოების როლი მცირდება, მაგრამ სახელმწიფოთა სისტემის
კვდომაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. სახელმწიფოთაშორისი და
რეგიონთშორისი ურთიერთობები კვლავაც დიდ როლს ასრულებს, მაგრამ ისინი
ტრანსფორმაციას განიცდიან გლობალიზაციის პროცესის გავლენით. ამგვარად,
თანამედროვე საერთაშორისო გარემო სახელწმიფოთა, რეგიონებისა და
გლობალიზაციური პროცესების რთული ნაზავია.
რაც შეეხება მოსახლეობას, ანტიგლობალისტური დამოკიდებულება შეიმჩნევა
ძირითადად არადასავლური ქვეყნების მოსახლეობაში, სადაც გლობალიზაცია
ვესტერნიზაციად, ანუ დასავლეთის გავლენის უპრეცენდენტო გაძლიერებად
აღიქმება.

You might also like