Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

წერითი დავალება

ყურადღებით წაიკითხეთ რეზო ჭეიშვილის ,,ფოქსტროტი“ (ნაწყვეტი


წიგნიდან ,,მუსიკა ქარში“):

ზაფხულია, ცხელა. მეორე კლასის მოსწავლე ვარ. დამპატიჟეს მეზობლის ბავშვის


დაბადების დღეზე, უფრო სწორედ, დაბადების დილაზე.
დილით ბავშვები შეიყრებოდნენ, საღამოზე დიდიები შეიკრიბებოდნენო,
იფიქრეთ ალბათ, სავსებით სამართლიანად. ისეც შეიძლებოდა, მაგრამ იმ დილით იქ
დიდები მეტნი დამიხვდნენ, ვიდრე პატარები.
გამომაწყვეს თუ არა, გაზეთებიც მოიტანა ფოსტალიონმა. მამამ გაზეთები
გადააწყო და ყურადღებით დააკვირდა ერთ-ერთს. მონუსხულივით იდგა კარგა ხანს
და გაზეთის პირველ გვერდს ჩაჩერებოდა. იმ გვერდზე სტალინის დიდი სურათი
იყო დაბეჭდილი. სამი სვეტი ეჭირა მთელ სიგრძეზე, თუ არ ვცდები, მთელი ტანით
იყო გადაღებული. ახლა რომ ვხვდები, გაზეთი საგანგებოდ იყო გამოშვებული და
ფოტოც დიდის მონდომებით და რუდუნებით ჩაბეჭდილი. თეთრი შარვალი და
კიტელი ეცვა. იდგა ის თეთრტანსაცმლიანი ადამიანი მშვიდად, შთამაგონებლად.
- ეს სურათი უნდა ამოვჭრათ და და კედელზე გავაკრათ აუცილებლად! - თქვა
მამამ.
წავედი დაბადების დღეზე თუ დილაზე. გრილი, მზიანი დღე იყო. თორმეტი
საათი დაახლოებით. მომცრო ეზოში წითელი ტყემლის ორი მოზრდილი ხე იდგა.
პატარა სახლის მოღიავებული ფანჯრებიდან პატეფონის ხმა გამოდიოდა. თხელ,
გამჭვირვალე ფარდებს აქანებდა სუსტი ნიავი.
კედელზე, ოთახში, სადაც პატეფონი უკრავდა, სტალინის სურათი იყო გაკრული.
უკვე ამოეჭრათ გაზეთიდან და და თვალსაჩინო ალაგას აეწეპებინათ. სანამ ვინმე
ყურადღებას მომაქცევდა, ამ სურათის ცქერით გავერთე. რატომ ჭრიდნენ და
აკრავდნენ ამ სურათს კედლებზე, მე კი არა, სხვამაც არ იცოდა.. აუცილებელია,
ალბათ-მეთქი, ვფიქრობდი. გაზეთიდან ამოჭრილი სურათი იყო, მეტი არაფერი,
მაგრამ იმ თეთრტანსაცმლიანი ადამიანის მზერაში და სითეთრეში იყო რარაც
შემაშფოთებელი და აუხსნელი.
დიდხანს აღარ გავჩერებულვარ დაბადების დილაზე. ბავშვები მიიფანტ-
მოიფანტნენ და მეც წამოვედი. ასე ადრეც არ მელოდნენ. რატომ გამოიქეციო,
გაუკვირდათ. კი არ გამოვიქეცი, წამოვედი-მეთქი.
-როგორი დრო გაატარეო?
როგორი დრო გავატარე და გავატარე. ჩამომეხსნენ, დამანებეს თავი, როგორც იქნა. მე
ჩემი საქმით გავერთე, ისინი - თავისით. შუადღით კი მოულოდნელად განვაცხადე:
- ფოქსტროტს ცეკვავდნენ.
- სად ცეკვავდნენ ფოქსტროტს?
ვითომ არ იციან, სად.
- თქვენ ცეკვავდით?
- არა.
- აბა?
- დიდები.
მოვხსენი გუდას თავი და წვრილად ჩამოვკაკლე ვინ ვისთან, ვინ როგორ, ვინ სად
და რანაირად ცეკვავდა ფოქსტროტს. ესა და ის კაცი თუ ცეკვავდა ფოქსტროტსო.
- რომელი? - ვიკითხე მე, თუმცა კარგად მივხვდი, ვისზედაც იყო ლაპარაკი.
- ესა და ესო.
- კი, ცეკვავდა.
- ვისთანო?
- ეგეც ვთქვი.
იღიმებოდნენ. რატომ დაინტერესდნენ ასე ამნაირად, ვერაფრით ვერ ავხსენი.
-აბა რატომ გააკარით ეს სურათი აქ? - ვიკითხე სრულიად უადგილოდ საუბრის
დასასრულს და მსმენელებიც გვარიანად დავაბნიე.
- საჭირო იყოო, - მიპასუხა მამამ საკმაოდ მოგვიანებით.
საჭირო იყო. რატომ იყო საჭირო? ბევრი რამ თვითონ მაგათმაც არ
იციან...საჭირო იყოო, გეტყვიან მრავალმნიშვნელოვნად, ვითომ რაღაცას გიმალავენ,
დავასკვენი და და ხატვა დავიწყე.
დაძინების წინ ფოქსტროტის ხმა მესმოდა. სადღაც უკრავდნენ, სადღაც
ცეკვავდნენ. ძილბურანში ვხედავდი თეთრტანსაცმლიან, მშვიდი სახის ადამიანს და
ამ სიმშვიდეში ვგრძნობდი რაღაც საგანგაშოსა და შემაშფოთებელს.
(ფოქსტროტი -ამერიკული ცეკვა, სრულდება ჯაზური მუსიკის თანხლებით (იგი აქ
თავისუფლებას ასახიერებს, რადგან საბჭოთა რეჟიმი თავისი თანადროული დასავლური
მუსიკისა და ცეკვის მიმართ აგრესიულად იყო განწყობილი)

დაწერეთ თხზულება თემაზე:

იდეოლოგიური დოგმები და რეჟიმი გავლენას ახდენს ადამიანებზე, უზღუდავს მათ


თავისუფლების განცდას.

იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი ტექსტის მოცემულ მონაკვეთში ეს პრობლემა


და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

You might also like