ხსნარები და კონცენტრაცია

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 6

ხსნარების მომზადება და კონცენტრაციის ერთეულები

შესავალი

ხსნარი წარმოადგენს ორი ან მეტი ნაერთის ნარევს, რომელიც წესისამებრ შედგება


გამხსნელის, რომელიც ჩვეულებისამებრ წარმოდგენილია დიდი მოცულობით და მცირე
რაოდენობის გახსნილი ნივთიერების ან ნივთიერებებისაგან. ექსპერიმენტთა
უმრავლესობა, რომელთანაც შეხება აქვთ ბიოქიმიურ ლაბორატორიაში საჭიროებს მინიმუმ
ერთი ხსნარის მომზადებას მაინც.

ზოგადად ბიოქიმიურ ლაბორატორიაში ტერმინ „ხსნარის“ ქვეშ იგულისხმება თხევადი


მასა, სადაც მყარი ნივთიერება იხსნება თხევად გამხსნელში, თუმცა შესაძლებელია აირის
გახსნა სითხეში, ან სითხის გახსნა სითხეში, ან მყარი ნივთიერებების ურთიერთშერევაც
(გამოიყენება უმეტესად ქიმიურ ლაბორატორიებში).

ხსნადობა

ხსნადობა ეს არის ნივთიერების თვისება (მყარი, თხევადი, აირადი) კავშირი დაამყაროს


გამხსნელთან (პოლარული ან არაპოლარული ხსნარები), რის შედეგადაც მიიღება
ჰომოგენული მასა ანუ ხსნარი.

ზოგიერთი ხსნარის მომზადებისას, გახსნილ ნივთიერებაში არსებული სუსტი ქიმიური


ბმები წყდება, ხოლო არსებულ ატომებსა და გამხსნელს შორის წარმოიქმნება ახალი
ქიმიური კავშირები.

ამის კარგი მაგალითია სუფრის მარილი (NaCl), რომელიც როგორც მოგეხსენებათ იონურ
ნაერთს წარმოადგენს და მაღალი ხსნადობის ხარისხი გააჩნია (სურ.1)

სურ. 1 სუფრის მარილის (NaCl) და ნახშირწყლის (შაქარი) გახსნა წყალში.


მსგავსი პრინციპით (ხშირ შემთხვევაში შიდამოლეკულური ბმების გაწყვეტის გარეშე)
ხდება უფრო მაღალმოლეკულური ნაერთების გახსნა მათ შესაბამის გამხსნელებში (წყალი,
სპირტი, აცეტონი, სხვადასხვა ტიპის ბუფერები და ა.შ.), რასაც ასევე სდევს გამხსნელსა და
გახსნილს შორის სუსტი ქიმიური კავშირების დამყარება (სურ.1).

კონცენტაციის ერთეულები

ბიოქიმიურ ლაბორატორიაში გამოყენებული ხსნარების კონცენტრაცია შესაძლებელია


გამოსახული იყოს სხვადასხვა ერთეულებში, რისთვისაც საჭიროა მათი რაობის ცოდნა.
კონცენტრაციული ერთეულები გამოიყენება ხსნარში გახსნილი ნივთიერების შედარებითი
რაოდენობის გამოსახატავად. საჭიროა კონცენტრაციასა და რაოდენობას შორის მკვეთრი
განსხვავების ცოდნა, მაგალითისათვის თუ ჩვენ ავიღებთ 1 გრამ ნივთიერებას და
მოვათავსებთ ქიმიურ ჭიქაში ეს იქნება მისი რაოდენობა, ხოლო თუ ჭურჭელს შევავსებთ
გამხსნელით 1 ლიტრამდე, მაშინ ჩვენ გვექნება 1 გ/ლ ხსნარი, რაც გამოსახება
კონცენტრაციული ერთეულებით. აღსანიშნავია, რომ თუ ჩვენ გვაქვს 1 მილიმოლი (მმოლ,
mmol) ნივთიერება ქიმიურ ჭურჭელში, აღნიშნულიც არის რაოდენობა, ხოლო თუ ჩვენ
ჭურჭელში ჩავასხავთ გამხსნელს და შევავსებთ 1 ლიტრამდე ამ შემთხვევაში გვექნება
აღნიშნული ნივთიერების მილიმოლარული ხსნარი (mM), რაც ასევე კონცენტრაციულ
ერთეულს წარმოადგენს წინა მაგალითის მსგავსად.

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ რაოდენობები ყოველთვის კრებითია, ხოლო კონცენტრაციები


არა. ასე მაგალითად, თუ თქვენ აიღებთ 1 გ მარილს ერთი ჭურჭლიდან და დაუმატებთ
მეორეში არსებულ 1 გ მარილს, თქვენ საბოლოო ჯამში გექნებათ 2 გრამი მარილი. ამასთან,
თუ თქვენ აიღებთ 1 გ/ლ ხსნარს და დაუმატებთ მეორე ჭურჭელში არსებულ ხსნარს,
რომელიც ისევე 1 გ/ლ-ია საბოლოო ჯამში თქვენი კონცენტრაცია არ იქნება 2 გ/ლ, არამედ
დარჩება ისევ 1 გ/ლ. სხვა შემთხვევაა განსხვავებული კონცენტრაციის ხსნარების შერევა,
რადგან აქ გამხსნელსა და გახსნილს შორის თანაფარდობა ირღვევა, რაც იწვევს საბოლოო
ხსნარის კონცენტრაციის ცვლილებას, რისი გამოთვლაც შესაძლებელია.

პროცენტული ხსნარი (%)

პროცენტული ხსნარის მომზადება ყველაზე ადვილია, რადგან ის არ საჭიროებს რაიმე


სპეციფიკური ინფორმაციის ცოდნას, მაგალითად მოლეკულური მასის, ანდა თავად
ნივთიერებისაც კი. ზოგადად არსებობს სამი ტიპის პროცენტული ხსნარი:

1. მასური პროცენტი (%w/w): მასური პროცენტი გამოიყენება ხსნარის კონცენტრაციის


გამოსახატავად, როდესაც გამხსნელისა და გასახნელი ნივთიერების მასები ცნობილია:
𝑀𝑎𝑠𝑠 𝑜𝑓 𝑆𝑜𝑙𝑢𝑡𝑒
𝑀𝑎𝑠𝑠 𝑃𝑒𝑟𝑐𝑒𝑛𝑡 = × 100%
𝑀𝑎𝑠𝑠 𝑜𝑓 𝑆𝑜𝑙𝑢𝑡𝑖𝑜𝑛

2. მოცულობითი პროცენტი (%v/v): მოცულობითი პროცენტი გამოიყენება ხსნარის


კონცენტრაციის გამოსახატავად, როდესაც გამხსნელისა და გასახსნელი ნივთიერების
მოცულობები ცნობილია:
𝑉𝑜𝑙𝑢𝑚𝑒 𝑜𝑓 𝑆𝑜𝑙𝑢𝑡𝑒
𝑉𝑜𝑙𝑢𝑚𝑒 𝑃𝑒𝑟𝑐𝑒𝑛𝑡 = × 100%
𝑉𝑜𝑙𝑢𝑚𝑒 𝑜𝑓 𝑆𝑜𝑙𝑢𝑡𝑖𝑜𝑛
3. მასური/მოცულობითი პროცენტი (%w/v): პროცენტული კონცენტრაციის გამოსახვის
კიდევ ერთი მეთოდია მასური/მოცულობითი პროცენტი, რომელიც გამოხატავას
გამხსნელის მოცულობაში (მაგ. მლ) გახსნილი ნივთიერების მასას, ან წონას გამოსახულს
გრამებში:
𝑀𝑎𝑠𝑠 𝑜𝑓 𝑆𝑜𝑙𝑢𝑡𝑒 (𝑔)
𝑀𝑎𝑠𝑠/𝑉𝑜𝑙𝑢𝑚𝑒 𝑃𝑒𝑟𝑐𝑒𝑛𝑡 = × 100%
𝑉𝑜𝑙𝑢𝑚𝑒 𝑜𝑓 𝑆𝑜𝑙𝑢𝑡𝑖𝑜𝑛 (𝑚𝑙)

ეს უკანასკნელი არის ბიოქიმიური ლაბორატორიაში ყველაზე ხშირად ხმარებადი


პროცენტული კონცენტრაციის ერთეული, შესაბამისად იგი გამოისახება 100 მლ
გამხსნელში გახსნილი ნივთიერების გრამების რაოდენობით.

ზოგიერთ შემთხვევაში, განსაკუთრებით კი ბიოლოგიური სისტემებისათვის ხსნარებში


გახსნილი ნივთიერების რაოდენობა მეტად მცირეა. აღნიშნულ შემთხვევაში ძალიან მცირე
პროცენტული კონცენტრაციების (0,00001%, 0,000000001% და ა.შ.) სანაცვლოდ გამოიყენება
ისეთი სიდიდეები, როგორიცაა წილი მილიონში (part per million, ppm), წილი ტრილიონში
(part per trillion, ppt) და ა.შ.

აღნიშნული ძალიან წააგავს შემთხვევას, როდესაც თქვენ მოცემული გაქვთ, რომ ამა თუ
იმ ხსნარის დასამზადებლად უნდა გამოიყენოთ 1 წილი შაქარი და 10 წილი წყალი, რაც
თავისთავად შეგიძლიათ შეცვალოთ 1 გ შაქარი + 10 გ წყალი, თუმცა ქიმიურ და ბიოქიმიურ
ლაბორატორიაში 1:10 (წილი ათში, part per ten) პრინციპზე უფრო ხშირად გამოიყენება ppm,
ppt და ა.შ. სიდიდეები, ნივთიერებათა სიმცირიდან გამომდინარე.

1. წილი მილიონში (ppm): ხსნარის პროცენტული კონცენტრაცია, რომელიც შეიცავს 1 გ


გასახსნელ ნივთიერებას 1000000 მლ გამხსნელში (იგივე 1 მგ/1 ლ გამხსნელში) საკმაოდ
მცირე სიდიდეა. რადგან ასეთი ხსნარი ძალიან განზავებულია, მისი სიმკვრივე მთლიანად
განისაზღვრება გამხსნელის სიმკვრივით, რაც წყლის შემთხვევაში 1 გ/მლ-ზეა (თუმცა
სხვადასხვა გამხსნელების შემთხვევაში სიდიდე ვარირებს). შესაბამისად მცირე
მანიპულაციების შედეგად ხსნარის მილილიტრების გრამებში გადაყვანის გზით (თუ
გავითვალისწინებთ, რომ გამხსნელი არის წყალი):
1 𝑔 𝑠𝑜𝑙𝑢𝑡𝑒 1 𝑚𝐿 1 𝑔 𝑠𝑜𝑙𝑢𝑡𝑒
× =
1000000 𝑚𝑙 𝑠𝑜𝑙𝑢𝑡𝑖𝑜𝑛 1𝑔 1000000 𝑔 𝑠𝑜𝑙𝑢𝑡𝑖𝑜𝑛

ანუ ჩვენ ვიღებთ 1 გ გახსნილი ნივთიერებას/1000000 გ გამხსნელში. რადგან ამ


შემთხვევაში ორივე მონაწილე გამოსახულია გრამებში უკვე შესაძლებელია ითქვას, რომ
გახსნილი ნივთიერების კონცენტრაცია არის 1 ppm
1 𝑚𝑔 𝑠𝑜𝑙𝑢𝑡𝑒
1 𝑝𝑝𝑚 =
1 𝐿 𝑠𝑜𝑙𝑢𝑡𝑖𝑜𝑛
ppm ერთეული შესაძლებელია გამოყენებული იქნას მოცულობითი პროცენტის (% v/v)
შემთხვევაშიც.

2. წილი მილიარდში (ppb): აღნიშნული ერთეული წარმოადგენს ppm-ის მსგავსს, ერთი


განსხვავებით, რომ ის 1000-ჯერ უფრო განზავებულია:
1 µ𝑔 𝑠𝑜𝑙𝑢𝑡𝑒
1 𝑝𝑝𝑏 =
1 𝐿 𝑠𝑜𝑙𝑢𝑡𝑖𝑜𝑛

2. წილი ტრილიონში (ppt): აღნიშნული შემთხვევაში სიდიდე 1000-ჯერ უფრო


განზავებულია ვიდრე ppb და 1000000-ჯერ ვიდრე ppm:
1 𝑛𝑔 𝑠𝑜𝑙𝑢𝑡𝑒
1 𝑝𝑝𝑚 =
1 𝐿 𝑠𝑜𝑙𝑢𝑡𝑖𝑜𝑛
პროცენტული ხსნარის დამზადებისას უნდა გაითვალისწინოთ საბოლოო მოცულობა.
მაგალითად, როდესაც ამზადებთ 1 ლიტრ 10 %w/v ხსნარს თქვენ უნდა აწონოთ 100 გ
ფხვნილი (x ნივთიერების) და დაუმატოთ მას გამხსნელი (საწყის ეტაპზე სასურველია
დაუმატოთ 600-700 მლ დაახლოებით) და მყარი მასის სრულად გახსნის შემდეგ შეავსოთ
საზომი ჭურჭელი (მაგ. ბრტყელძირა საზომი კოლბა) 1000 მლ-მდე, ანუ 1 ლიტრამდე.

• მოლური წილი: ნივთიერების მოლური წილი წარმოადგენს მისი მოლეკულების


(ატომების) საერთო წილს მოლეკულათა (ატომთა) საერთო რაოდენობიდან:
𝐴 ნივთიერების მოლების რაოდენობა
𝜒𝐴 =
მოლების საერთო რაოდენობა ხსნარში

შესაბამისად, ყველა გახსნილი ნივთიერების მოლური წილის ჯამი უდრის 1-ს

𝜒𝐴 + 𝜒𝐵 + 𝜒𝐶 + ⋯ 𝜒𝑍 = 1

• მოლური პროცენტი: მოლური პროცენტი წარმოადგენს მოლური წილი გამოსახული


პროცენტებში:

მოლური პროცენტი (𝐴 ნივთიერების) = 𝜒𝐴 × 100%

• მოლარობა: ხსნარის მოლარობა (M) გამოიყენება გახსნილი ნივთიერების მოლების


რაოდენობის გამოსახატავად ერთ ლიტრ გამხსნელში:
გახსნილი ნივთიერება (მოლი)
𝑀=
გამხსნელი (ლიტრი)

• მოლალობა: მოლალობა (m) გამოსახავს ნივთიერების მოლების რაოდენობას


კილოგრამ (კგ) გამხსნელში:
გახსნილი ნივთიერება (მოლი)
𝑚=
გამხსნელი (კგ)

მოლური ხსნარების დამზადება:

ყველაზე ხშირად ხმარებადი კონცენტრაციის ერთეულია მოლური ხსნარები. როგორც


მოგეხსენებათ ნივთიერების მოლების რაოდენობა გამოითვლება ნივთიერების გრამების
რაოდენობის გაყოფით მოლეკულურ მასაზე (გამოსახული გრამი/მოლი). მაგალითად, თუ
“X” ნივთიერების მოლეკულური მასა არის 39 გ/მოლი, ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული
ნივთიერების ერთი მოლი იწონის 39 გრამს. თუ ჩვენ გვაქვს 13 გრამი “X” ნივთიერება, ჩვენ
გამოვითვლით მოლებს შემდეგნაირად:


13 გ ÷ 39 = 0,33 მოლი
მოლი

თუ ჩვენ ავიღებთ 13 გ “X” ნივთიერებას და გავხსნით 0,5 ლ გამხსნელში, ჩვენი ხსნარის


მოლური კონცენტრაცია იქნება:

მოლი
0,33 მოლი ÷ 0,5 ლ = 0,67 = 0,67 𝑀

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოლური კონცენტრაციის სხვა ერთეულები mM, uM (µM),
nM და ა.შ. კვლავ აღნიშნავს რაოდენობას ერთ ლიტრ ხსნარში. ზოგიერთს შეცდომით
მიაჩნია, რომ 1 mM ხნარი წარმოადგენს 1 მმოლი ნივთიერებას გახსნილს 1 მლ გამხსნელში,
მაშინ როცა ის არის 1 მმოლი გახსნილი 1 ლიტრ გამხსნელში.

ნორმალობა

ნორმალობა წარმოადგენს კონცენტრაციის ერთეულს, რომელიც ტოლია ნივთიერების გრამ


ექვივალენდების რაოდენობისა 1 ლიტრ გამხსნელში. გრამ ექვივალენტი წარმოადგენს
ნივთიერების მოლეკულური მასა გაყოფილი მისი ჩანაცვლების ხარისხზე (შესაბამისად
ძირითადად გამოიყენება მხოლოდ მჟავებისა და ფუძეების შემთხვევაში).

მაგალითისათვის 1 M H2SO4-ის ხსნარი იქნება 2 N, რადგან ყოველ ერთ ლიტრ გამხსნელში


ჩვენ გვაქვს 2 მოლი H+ (წყალბადის პროტონი). ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ
ნივთიერებებისათვის, რომელთა ჩანაცლების ხარისხი არის 1, მოლარობა=ნორმალობას.

განზავებები

ხსნარებისა და მათი განზავებების სწორად და სრულყოფილად დამზადება ერთ-ერთი


მნიშვენლოვანი ასპექტია ქიმიური და ბიოქიმიური პროფილის ლაბორატორიებისათვის.
ხსნარების დამზადებასა და კონცენტრაციის ერთეულებზე ზემოთ დაწვრილებით არის
მოცემული, ხოლო განზავებები გულისხმობს უკვე არსებულ ხსნარზე, რასაც საწყისი,
ძირითადი, ან კონცენტრირებული ხსნარი ეწოდება, გამხსნელის ოდენობის დამატებას,
რასაც მოსდევს გახსნილი ნივთიერების კონცენტრაციის შემცირებას. არსებობს
განზავებების პრობლემის გადაწყვეტის მარტივი მეთოდი, კონკრეტულად ფორმულა,
რომელიც გამოიყენება ყველა ტიპის განზავების მოსამზადებლად:

С1V1=C2V2

განტოლების მონაწილეები გამოსახავენ ორი ხსნარის კონცენტრაციას (С) და


მოცულობას (V): ძირითადი ხსნარი (1) და განზავებული ხსნარი (2), რომელსაც ამზადებთ.
შესაბამისად ფორმულის წარმატებით გამოყენების წინაპირობაა 4-დან 3 უცნობის ცოდნა.
აქ გასათვალისწინებელია, რომ განტოლების ორივე მხარეს უნდა იყოს მსგავსი
ერთეულები.
მაგალითი:
(1) თქვენ გაქვთ 1 M HCL-ის ხსნარი, დაამზადეთ 100 მლ 0,1 M HCl-ის ხსნარი.

С1 (ძირითადი ხსნარი) – 1M
C2 (საბოლოო ხსნარი) – 0,1 M
V1 (საბოლოო მოცულობა) – 100 მლ
V2 (საჭირო საწყისი ხსნარის მოცულობა) – x მლ

С1V1=C2V2
1 M x V1 = 0.1 M x 100 ml
0.1𝑀 × 100 𝑚𝑙
𝑉1 =
1𝑀

𝑉1 = 10 𝑚𝐿

აღნიშნულმა კალკულაციამ გვაჩვენა, რომ საჭიროა 10 მლ HCl-ის 1 M ძირითადი ხსნარი,


რომელიც უნდა განზავდეს 100 მლ-მდე (საბოლოო მოცულობა).

You might also like