Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ფონდების მოძიების შესაძლებლობების ტესტის შედეგების განმარტება

120-105 ქულა:
გილოცავთ! თუ თქვენ გულწრფელად უპასუხეთ ყველა შეკითხვას და თქვენმა
ორგანიზაციამ ნამდვილად დააგროვა ამდენი ქულა, მაშინ გთხოვთ ნუ შეინახავთ თქვენს
ცოდნას მხოლოდ თქვენთვის. დროა დაეხმაროთ სხვა ორგანიზაციებს. მოგვიყევით თქვენი
გამოცდილების შესახებ, რა ისწავლეთ ფონდების მოძიების შესახებ. თუ თქვენი
ორგანიზაცია ჯერ კიდევ წარუმატებელია საკმარისი სახსრების მოპოვებაში, მაშინ თქვენმა
ორგანიზაციამ დიდი ალბათობით განიცადა ძალიან სწრაფი ზრდა. ალბათ ახლა კარგი დროა
სხვა, უფრო მომთხოვნი მიდგომების გამოყენებაზე დასაფიქრებლად. რას ფიქრობთ
კომერციული საქმიანობით თქვენი სერვისების/პროდუქტების გაყიდვაზე? ან კომერციულ
ორგანიზაციასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე? თუ პრობლემა ამაში არ
არის, მაშინ დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა - არის თუ არა ყველაფერი ნამდვილად
დამაკმაყოფილებელი ორგანიზაციის მისიასთან დაკავშირებით? ხალხს ისევ ისე
სჭირდებით, როგორც ორგანიზაციის საქმიანობის დასაწყისში?

104-82 ქულა:
თქვენ სწორ გზაზე ხართ. მოინიშნეთ ის მიმართულებები სადაც თქვენ 4 ქულაზე ნაკლები
მიიღეთ და განიხილეთ ეს საკითხები და მიმართულებები თქვენი ორგანიზაციის შემდეგ
სტრატეგიულ შეხვედრაზე. ყოველთვის არსებობს გაუმჯობესებისა და განვითარების
შესაძლებლობა. თუ თქვენი პრაქტიკა არ არის სტრატეგიული შეხვედრების მოწვევა
გრძელვადიანი დაგეგმვისთვის და თქვენ სერიოზულად ხართ განწყობილი ფონდების
მოძიების საქმის მიმართ, დროა დაიწყოთ ასეთი შეხვედრების ჩატარება.

30-81 ქულა:
ნუ ჩივით უკომპრომისო დონორებზე. ნუ შეგშურდებათ სხვა ორგანიზაციების, რომლებსაც
მეტი წარმატება აქვთ ფონდების მოძიებაში. მათი წარმატება შემთხვევითი არ არის.
გაცილებით რთულია შეცვალო შენი დონორები, ვიდრე ჩვევები შენს არაკომერციულ
ორგანიზაციაში. კიდევ ერთხელ გაიარეთ ტესტში მოყვანილი ყველა შეკითხვა და
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ კითხვებს, სადაც პასუხი იყო „არ ვიცი“.
შესაძლებელია, თქვენი ფონდების მოძიების სტრატეგია არ არის სრული კონტროლის ქვეშ;
შესაძლოა ეს პროცესი სპონტანური და დაუგეგმავია. ნუ გაიკვირვებთ, თუ რატომ გიწევთ
ბრძოლა მუდმივად თქვენი ორგანიზაციის პროგრამების დაფინანსების უზარმაზარ
რყევებთან. ასეთი გაურკვევლობა ალბათ შემაშფოთებელია ყველასთვის და წარმოადგენს
მნიშვნელოვან დაბრკოლებას გრძელვადიან პერსპექტივაში იმის გასარკვევად, თუ რისი
გაკეთება გსურთ და რას გააკეთებთ მომავალ წლებში. თუ თქვენი პასუხი გრძელვადიან
გეგმებზე არის „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ფულს მივიღებთ“, ეს შეიძლება არ
იყოს საუკეთესო პერსპექტივა თქვენი ორგანიზაციის მომავლისთვის. ალბათ, უფრო
პროაქტიულად უნდა მიუდგეთ სიტუაციას. პირველ რიგში გაარკვიეთ რისი გაკეთება
გსურთ ნამდვილად - რაც ნამდვილად აუცილებელია - და ამის გაკეთების შემდეგ
კონცენტრირება მოახდინეთ დაფინანსების მოძიების კრეატიულ გზებზე შემუშავებული
გეგმის შესაბამისად.

You might also like