Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

კვეტერა

ვეტერა, კვეტარი, კუეტერი — ისტორიული ციხე-


ქალაქი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში.
მდინარე ილტოს მარჯვენა ნაპირზე, ახმეტა-
თიანეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის
მარცხენა მხარეს. 1968 წელს კვეტერაში
არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რომელსაც
ხელმძღვანელობდა გ. ლომთათიძე. გათხრებმა
გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე
დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების
ჭურჭელი და სხვა, რომელიც ინახება დუშეთის
არქეოლოგიურ კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037
წლები) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ
საერისთავოდ დაჰყო. მათ შორის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო.
კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე
მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წლები), რომელმაც 1040-1043
წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო.[1]
აღნიშნულის შესახებ მემატიანე გვამცნობს: „და მოირჭუნა ბაგრატ და
განძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა მის ქუეყანისათა და ამან წარიხუნა
ყოველნი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, თვინიერ კუეტარისა და ნახჭევანისა.
[4]“ საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი
ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

You might also like