Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

შემაჯამებელი კომპლექსური დავალება N1

კლასი: VIII
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
მასწავლებელი: გვანცა ბაციკაძე
შემაჯამებელი კომპლექსური დავალების შესრულების ვადა: 3 გაკვეთილი - 2 მოსამზადებლად, 1
წარსადგენად

კომპლექსური დავალების მოსწავლეებისათვის გაცნობის თარიღი - 15.11.22


ჩატარების თარიღი- 18.11.22
დავალების ტიპი - სიტუაციის გააზრება/გაანალიზება, პერსონაჟის დახასიათება

კომპლექსური დავალების პირობა : კიდევ ერთხელ გაეცანით თქვენთვის კარგად ნაცნობ მონაკვეთს ,,ამბავი
როსტევან არაბთა მეფისა’’ მონაკვეთიდან ,,უბრძანა:
„ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი:
დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი,
აქათგან ესე სამეფო შენია მართ მონდობილი.
ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი“.
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების!
უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების.
უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.
„მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია;
უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია;
სმა-ჭამა - დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?!
რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!“
ამ მონაკვეთის მიხედვით:
 იმსჯელეთ, მეფის ძირითადი მოვალეობების შესახებ - ისაუბრეთ, რა ყოფილა კარგი მეფის მთავარი
მახასიათებლები, პასუხი დაასაბუთეთ;
 იპოვეთ აფორიზმები და ისაუბრეთ თითოეულის მნიშვნელობაზე;
 ისაუბრეთ, რისკენ მოგვიწოდებს შოთა რუსთაველი ამ მონაკვეთის მიხედვით და როგორ შეიძლება,
გამოვიყენოთ აღნიშნული რეალურ/დღევანდელ ცხოვრებაში;
 დაახასიათეთ როსტევან მეფე თავისი სიტყვებიდან გამომდინარე;
საგნის სტანდარტის შედეგი/შედეგები -
ქართ. VIII. 7.
მოსწავლეს შეუძლია ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება
ქართ. VIII. 11.
მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით
ქართ. VIII. 13.
მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზებისათვის
შემაჯამებელი კომპლექსური დავალება N1
შეფასების კრიტერიუმები:
ნაშრომში:
 განხილულია მეფის ძირითადი მოვალეობები;
 სწორადაა ნაპოვნი აფორიზმები და განმარტებაც შესაბამისია;
 ავტორის მიზანი მკაფიოდაა ჩამოყალიბებული;
 დახასიათებულია ამ მონაკვეთის მთავარი პერსონაჟი - როსტევანი;
 პასუხები დასაბუთებულია.

პრაქტიკული რჩევები მოსწავლეებისათვის: სანამ დავალების შესრულებას შეუდგებოდე,


გაითვალისწინე შემდეგი მითითებები:
1.გადახედე წიგნში ამ მონაკვეთს;
2.მოუსმინე ვიდეოს კიდევ ერთხელ - https://www.youtube.com/watch?v=4rPRMdeQVQA&t=42s
3.გააკეთე წინასწარი მონახაზი, როგორ უპასუხებ საბოლოოდ შენს დავალებას.

You might also like