Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

Concept of business and concept of profit

Business external environments


Class 1
Demand and Sypply
Economic Systems ნუცა მჭედლიშვილი

რა არის მოგება?
შემოსავლებს - ხარჯები = მოგება

მოგების მოლოდინი აქეზებს ადამიანებს, გახსნან და გააფართოვონ ბიზნესი.

მოგება ერთგვარი ჯილდოა, რომელსაც ბიზნესის მფლობელები ფულისა და დროის


გარისკვისთვის იღებენ.

ორგანიზაციები, როგორებიცაა, უნივერსიტეტები, საავადმყოფოები და სახელმწიფო


სააგენტოები არ მუშაობენ მოგებაზე.

ეფლის მოგება, დაახლოებით, $40 მილიარდია, შემოსავალი კი - $200 მილიარდი.

ბიზნესის უპირატესობები
ბიზნესი აწარმოებს იმ საქონელსა და მომსახურებებს, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ.

ბიზნესის ასაქმებს მომუშავეთა უმრავლესობას.

ბიზნესის მოგება აფართოებს, როგორც პირად შემოსავლებს, ასევე სახელმწიფოს ხაზინას


(დაკისრებული გადასახადებით).

ბიზნესი მხარს უჭერს ქველმოქმედებას. Walmart-მა $301 მილიონი ჩადო


ქველმოქმედებაში 2015 წელს.

თუმცა, ზოგიერთი ბიზნესი ვნებს გარემოს და ზოგჯერ, გადაწყვეტილების მიმღებები


მიმართავენ მიუღებელ ზომებს პირადი სარგებლისთვის (Peabody Energy).

მაგალითად, Evron-ი და ფინანსური თაღლითობები.

Fizzy Drinks და შაქრისა და ჯანმრთელების პრობლემები, ჭარბწონიანობა.

Toyota-მ დააიგნორა უსაფრთხოების სტანდარტები 2010 წელს - 2009 წელს ტოიოტამ


შეიტყო, რომ მის მიერ გამოშვებული მანქანების პედლები და მუხრუჭები დეფექტიანი იყო.
იმის ნაცვლად, რომ მათ ხმამაღლა განეცხადებინათ პრობლემის შესახებ, მათ თითო
აირბაგი დაამატეს მანქანებს.
Philip Morris და რეკლამები ბავშვებისთვის - თამბაქოს მწარმოებელ კომპანია ფილიპ
მორისს წლების განმავლობაში ანეთიკურობაში ადანაშაულებდნენ, ვინაიდან მათი
რეკლამები ძირითად შემთხვევებში ბავშვებზე იყო გათვლილი. მიუხედავად გამკაცრებული
რეგულაციებისა, ფილიპ მორისი ახლაც ათავსებს რეკლამებს მაღაზიებსა თუ ჟურნალებში.
ისინი მწეველებს „მაგარი ტიპების“ იმიჯს უქმნიან. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ ფილიპ
მორისს ახალგაზრდა მწეველების მაღალი პროცენტის მიზეზად.

ბიზნეს გარემო
ყველა ბიზნესი, განურჩევლად ზომისა, ლოკაციისა თუ დანიშნულებისა, უფრო დიდ გარეშე
(External) გარემოში ოპერირებს. External გარემო მოიცავს ყველაფერს ბიზნესის საზღვრების
ბიღმა, რომელსაც მასზე გავლენის მოხდენა შეუძლია (ბიზნესებს ასევე შიდა, internal გარემოც
გააჩნიათ, რომელსაც ძირითადად კორპორაციულ კულტურას უწოდებენ). External გარემო დიდ
როლს თამაშობს ბიზნესის წარმატების განსაზღვრაში. მენეჯერებმა კარგად უნდა შეისწავლონ
ბიზნეს გარემო და ეცადონ, მასში იკონკურირონ და იოპერირონ. ბიზნესს ასევე შეუძლია გავლენა
იქონიოს თავის გარემოზე.

საშინაო ბიზნეს გარემო

საშინაო ბიზნეს გარემოდ ხშირად მოიხსენიებენ გარემოს, რომელშიც უშუალოდ ოპერირებს


ფირმა და რომელშიც აგენერირებს ის თავის შემოსავალს.

ბიზნესთა უმეტესობა ცდილობს ახლოს იყოს თავის მომხმარებლებთან, რათა მყარი


ურთიერთობები ჩამოაყალიბოს თავის მომწოდებლებთან. ამგვარად ბიზნესი გამორჩეული
გახდება თავისი კონკურენტებისგან.

Microsoft-ს მსოფლიოს გარშემო 200-ზე მეტ ლოკაციაზე აქვს ოფისები.


გლობალური ბიზნეს გარემო

გლობალური ბიზნეს გარემო საერთაშორისო ძალების ერთობლიობაა, რომლებიც


გავლენას ახდენენ ბიზნესზე.

 საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმება (Nafta 1994-ში)


* საერთაშორისო ეკონომიკური მდგომარეობა (2007 წლის კრიზისი და ბანკები; 2014
წლის უკრაინა-რუსეთის ომი და ქართული ღვინო - რუსეთმა ემბარგო დაადო
ქართულ ალკ.სასმელს 2006 წელს, ქართველებმა იპოვეს ალტერნატიული ბაზარი
უკრაინაში; 2013 - ში კი კვლავ დაიწყო გაყიდვები რუსეთში. 2014 წლის ომმა
საქართველოს ორივე ბაზარი დააკარგვინა).
 პოლიტიკური არეულობები (2011 წლის პოლიტიკური პროტესტები ახლო
აღმოსავლეთში ნავთობის ფასებზე; Fergunson-ის არეულობა 2014-ში; დრონების
გაფიცვა საუდის არაბეთში 2019 წელს).

ნებისმიერ ბიზნესზე ახდენს გავლენას საერთაშორისო საბაზრო შესაძლებლობები;


მომწოდებლები; კულტურა; კონკურენტები და ვალუტა.

North American Free Trade Agreement - ის მიზანი ვაჭრობაში ბარიერების აღმოფხვრა იყო
შტატებს, კანადასა და მექსიკას შორის. 1994 წლის 1 იანვრის შემდეგ აღმოიფხვრა
ტარიფები მექსიკიდან ამერიკაში ექსპორტზე და ტარიფების 1/3 ამერიკიდან მექსიკაში
ექსპორტზე.

2017 წელს აშშ-მ სანქციები დაადო ჩრდილოეთ კორეას და დაუწესა ლიმიტი ნავთობის
იმპორტზე. შესაბამისად, მხოლოდ სახელმწიფო მანქანები იყენებდნენ საწვავს.

ტექნოლოგიური ბიზნეს გარემო


ტექნოლოგია მოიცავს:
 ადამიანთა ცოდნას
 ფიზიკურ აღჭურვილობას
 ელექტრონიკასა და ტელეკომუნიკაციებს და სხვა.

Amazon - ი ეყრდნობა განვითარებულ ინფორმაციულ სისტემას, როგორიცაა ტრანსაქციების


დამუშავება, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტი და ა.შ.

კალიფორნიასა და ბოსტონში უფრო მარტივია ტალანტის მოზიდვა, ვიდრე ნებისმიერ


სხვა ადგილას აშშ-ში.

Target - ი იყენებს loyalty ბარათებს.


პოლიტიკურ - ლეგალური ბიზნეს გარემო

პოლიტიკურ - ლეგალური ბიზნეს გარემო ასახავს ურთიერთობას ბიზნესსა და სახელმწიფოს


შორის, ხშირად გამოხატულს რეგულაციებში (იმის შესახებ, თუ რისი გაკეთების უფლება აქვს
ორგანიზაციას).

Uber - ი (ტაქსების კომპანია) ტაქსების ლიცენზიებს ყიდდა მერია, იყიდებოდა აუქციონის


საშუალებით, ბოლოს ლიცენზიის ფასი იყო ძალიან მაღალი. შეიქმა აპლიკაციები,
რომლების გადმოწერის შედეგად ყველას შეუძლია ტაქსაობა. არ არსებობდა კანონი ამ
მოქმედების წინააღმდეგ, ზოგიერთ შტატსა და ქვეყანაში აკრძალეს, მაგრამ უმეტეს
ნაწილში ასეთი აპლიკაციები ნებადართულია.

ბიზნესის დარეგისტრირება საქართველოში.

სოცკულტურული ბიზნეს გარემო

სოცკულტურული ბიზნეს გარემო მოიცავს საზოგადოების წეს-ჩვეულებებს, რას მიიღებს და


დააფასებს საზოგადოება.

ის, რაც 20 წლის წინ პოპულარული და მოდაში იყო, შეიძლება დღეს სულაც აღარ იყოს
პოპულარული (ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანია მუდმივად უნდა ითვალისწინებდეს
ცვალებად პრეფერენციებს, როდესაც ახალ პროდუქციას უშვებს).

დემოგრაფიული ცვლილებები (მოსახლეობის ასაკობრივი ზრდა, მუსიკისა და მოდის


ბაზრებმა შეიძლება დაკარგონ პოპულარობა მაშინ, როდესაც ძვირფასი და ჯანმრთელობის
ნივთების ბაზრების პოპულარობა შეიძლება გაიზარდოს; გენდერის, რელიგიური მრწამსის,
ეთნიკური ჯგუფების პროპორციები იცვლება, რასაც გავლენა აქვს ბიზნესზე).

ჩოხა პოპულარული 100 წლის წინ იყო.

ცისარტყელა სათამაშოებმა, სპინერებმა დაკარგეს პოპულარობა.


ეკონომიკური ბიზნეს გარემო

ეკონომიკური ბიზნეს გარემო მოიცავს მდგომარეობს იმ ეკონომიკურ სისტემაში, რომელშიც


ბიზნესი ოპერირებს. თუ ეკონომიკა პოზიტიურად ვითარდება, მოსახლეობის უმეტესობას
აქვს სამსახური, კომპანიები უფრო მეტს გადაუხდიან ხალხს, რათა მოიზიდონ ისინი. თუ
ეკონომიკა არ ვითარდება დადებითად, ფირმები უფრო ნაკლებ პრივილეგიებსა და
ხელფასებს შესთავაზებენ ხალხს.

საქართველოში დაუსაქმებელია მოსახლეობის 12,7% , სოფლებში თვითდასაქმებულია


78,8%

შტატებში დაუსაქმებელია მოსახლეობის - 3,7%

წარმოების ფაქტორები
შრომა - ადამიანური რესურსები, როგორც ფიზიკური, ისე - ინტელექტუალური (Walmart - ში 2,3
მილიონი ადამიანია დასაქმებული)

კაპიტალი - საჭიროა ფინანსური რესურსები, რათა ბიზნესმა დაიწყოს ოპერირება (Webvan - მა


მოიზიდა $275 მილიონი, რათა დაეწყო საქმიანობა)

ანტრეპრენერი - ადამიანი, რომელიც მზადაა, საკუთარ თავზე აიღოს რისკები და სათავეში


ჩაუდგეს ბიზნესს (ფრედ სმიტი Fedex)

ფიზიკური რესურსები - მატერიალური რესურსი, რომელსაც ბიზნესი წარმოებაში იყენებს


(Starbucks - ის შემთხვევაში ყავის ჭიქები, ყავის მარცვლები, ქაღალდი, ოფისის აღჭურვილობა და
ა.შ)

ინფორმაციული რესურსები - საბაზრო წინასწარმეტყველებები, სპეციალიზირებული ცოდნა,


ეკონომიკური მონაცემები და ა.შ.
ეკონომიკური სისტემები
კომუნიზმი - სისტემა, რომლის დროსაც სახელმწიფო აკონტროლებს ყველა სახის წარმოებას,
ხალხს ნიშნავს სამსახურში, ფლოობს ბიზნესს და აკონტროლებს ბიზნეს გადაწყვეტილებებს -
ვინ რა უნდა გააკეთოს, რამდენი უნდა გადაიხადოს და ა.შ.

კაპიტალიზმი - ნებადართულია პირადი საკუთრება წარმოებაში. ანტრეპრენერებს სტიმულს


აძლევს მოგების შესაძლებლობები. ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდების პროცესს ემყარება.

სოციალიზმი - სისტემა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აკონტროლებს ყველა დიდ


ინდუსტრიას, მაგალითად, ბანკს, ტრანსპორტირებას, ნავთობის წარმოებას და ა.შ. თუმცა, მცირე
ბიზნესი კერძო საკუთრებაშია.

ჩინეთი, ვიეტნამი და ჩრდილოეთ კორეა - თანამედროვეობის ქვეყნები, სადაც დღესაც


კომუნისტური ეკონომიკური სისტემაა.

კონკურენცია

იდეალური მონოპოლისტური
მახასიათებლები ოლიგოპოლია მონოპოლია
კონკურენცია კონკურენცია

ადგილობრივი კომუნალური
მაგალითი ფერმერები
CD -ის გამყიდველები თვითმფრინავები
მომსახურება

კონკურენტების
ბევრი ბევრი ცოტა არც ერთი
რაოდენობა

მარტივია თუ
საკმაოდ აკონტროლებს
არა ბაზარზე მარტივი
ასე თუ ისე მარტივი რთული
სახელმწიფო
შესვლა
მსგავსია თუ არა
მსგავსი ან არ ჰყავს
წარმოებული იდენტური მსგავსი
განსხვავებული კონკურენტები
პროდუქცია

კონტროლი
არანაირი ცოტაოდენი ცოტაოდენი მნიშვნელოვანი
ფასებზე
იდეალური კონკურენცია - ფასი დგინდება წონასწორული, კონკურენტულ ბაზარზე.
ყველას პროდუქცია იდენტურია. მწარმოებლებს არ აქვთ გავლენა ფასებზე.

მონოპოლისტური კონკურენცია - განსხვავებული სტრატეგიები, მაგალითად, ბრენდის


სახელები (Tide VS Ariel), დიზაინი (Diesel VS Banana Republic), რეკლამა (Coke VS Pepsi).
იმისთვის, რომ პროდუქციამ ჯანმრთელობაზე კონცენტრირებული ხალხი მიიპყროს, Kraft
Foods აწარმოებს ნაკლებცხრიმიან Cool Whip - ს, დაბალკალორიულ Jell – O - ს, უშაქრო Kool
– Aid - ს.

ოლიგოპოლია - მხოლოდ Boeing და Airbus.

Sherman Antitrust Act და Clayton Act - კრძალავენ მონოპოლიებს და აკონტროლებენ ფასებს


ისეთ ბუნებრივ მონოპოლებზე, რომლებიც აწვდიან კომუნალურ მომსახურებას (ამ დროს
რამდენიმე მიმწოდებლის არსებობა ბაზარზე რესურსების ფუჭი ფლანგვა იქნებოდა,
ვინაიდან ერთი მიმწოდებელიც ართმევს თავს საქმეს).

You might also like